Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მოსახსნელი პროთეზი’

img_2674არც ისე დიდი ხნის წინ კბილების სრული დაკარგვის დროს ერთადერთი მკურნალობის მეთოდად ითვლებოდა მთლიანი მოსახსნელი პროთეზი. თუმცა იდეალურს ამ გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევთ: ღეჭვისას არა საიმედო ფიქსაცია და ღებინების რეფლექსი იწვევდა სერიოზულ დისკომფორტს. ამას გარდა არსებობდა პროთეზის პირიდან გამოვარდნის საშიშროებაც. გვესაუბრება “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ორთოპედ-იმპლანტოლოგი პავლე ხუჯაძე

პროთეზირების რა საახები არსებობს უკბილო ყბაზე?

სრული ადენტიის დროს კბილების აღდგენა ხდება 2 მეთოდით.

პირველი – არის მთლიანი მოსახსნელი პროთეზის დამზადება, მეორე – პროთეზის ფიქსაცია იმპლანტებზე. ეს უკანასკნელი იყოფა 2 ტიპად: მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზირება. თუკი ვსაუბრობთ მკურნალობის მაქსიმალურად ოპტიმალურ ვარიანტზე კბილების სრულად დაკარგვის დროს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ კბილების იმპლანტაციას.

რაში მდგომარეობს იმპლანტაციის უპირატესობა სრული ადენტიის დროს?

polnyy_semnyy_protez

იმპლანტებზე დაყრდნობილი პროთეზის ძირითადი უპირატესობა – ფიქსაციის საიმედოობაა. ასეთი პროთეზი არასოდეს არ გამოვარდება პირის ღრუდან. სრული მოსახსნელი პროთეზის ტარებისას ფიქსაცია ხდება სასაზე მიკრობის, ყბების ანატომიური თავისებურებების და ქვედა ყბის შემთხვევაში მიზიდულობის ძალის ხარჯზე. რაც შეეხება საფიქსაციო გელებს ისინი შველის მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა საპროთეზო ველსა და პროთეზს შორის მცირე ცდომილებაა. თუკი პაციენტი არ მოახდენს პროთეზის გადაბაზირებას 3 წელიწადში, მაშინ საფიქსაციოდ შეიძლება “ნახევარი ტუბი” გელიც დასჭირდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს პროთეზის ფიქსაციის და სტაბილიზაციის გაუმჯობესების რიგი მეთოდები, თუმცა სრული ადენტიის დრო კლასიკური მოსახსნელი პროთეზის ტარება პაციენტის ცხოვრების ხარისხს საკმაოდ ადაბლებს. ამას გარდა მოსახსნელი პროთეზის ტარება აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას (განლევას), რაც ართულებს შემდგომ იმპლანტაციას.

რამდენად სერიოზულია ღებინების რეფლექსის პრობლემა კლასიკური მოსახსნელი პროთეზის ტარებისას?

ღებინების რეფლექსი მთლიანი მოსახსნელი პროთეზის ტარებისას საკმაოდ ხშირია. ამ პრობლემის აღმოფხვრის მეთოდები კი თითქმის არ არსებობს, რადგან ეს როგორც წესი ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციაა. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული პროთეზები ზედა ყბაზე უნდა დამთავრდეს ე.წ. A ხაზზე, სადაც მაგარი სასა გადადის რბილში, სხვა შემთხვევაში ფიქსაცია ვერ იქნება.

იმპლანტებზე პროთეზირების პლიუსები საკვების მიღების დროს

თუკი შევადარებთ ღეჭვით ეფექტურობას კლასიკური მოსახსნელი და იმპლანტებზე ფიქსირებული მოსახსნელი პროთეზირების დროს, ამ უკანასკნელის შემთხვევაში ის იზრდება რამოდენიმეჯერ, ხოლო როგორც ცნობილია საკვების დაღეჭვის ხარისხი აისახება კუჭ-ნაწლავის სისტემაზე და მთლიანად ორგანიზმზე. მთლიანი მოსახსნელი პროთეზის მქონე პაციენტები ხშირად სტუმრობენ გასტროენტეროლოგებს, რომლებსაც თავის მხრივ მხოლოდ საკვების დაბლენდერება შეუძლიათ შესთავაზონ. მაგრამ ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ იკვებოს სრულფსოვნად.

trong-rang-gia-toan-ham-co-dinh-hieu-qua-nhat-01-450x304

ასევე აღსანიშნავია, რომ მთლიანი მოსახსნელი პროთეზის დროს ღეჭვის პროცესს თან ახლავს ტკივილის შეგრძნებები, რადგან კონსტრუქცია აწვება ლორწოვან გარსს, რომლის ქვეშაც არის ძვლისსსაზრდელა უამრავი ნერვული დაბოლოებებით. როდესაც პროთეზი ფიქსირებულია იმპლანტებზე ტკივილი არ არის, რადგან არ ხდება ზეწოლა რბილ ქსოვილებზე.

რამდენად კომფორტულია მთლიანი პროთეზი იმპლანტებზე?

სრული ადენტიის დროს, როდესაც პროთეზი ფიქსირდება იმპლანტებზე არ არის აუცილებლობა ფიქსაციის და სტაბილიზაციის მიზნით გავზარდოთ პროთეზის მოცულობა. პაციენტს აქვს ბუნებრივი შეგრძნებები, როგორც საკუთარი კბილების არსებობის შემთხვევაში.  იმპლანტებზე დაფიქსირებული პროთეზი არ საჭიროებს ადაპტაციის გავლას – პაციენტს აქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ახალი კბილები ამოუვიდა.

რა რაოდენობის იმპლანტებია საჭირო კბილების სრული დანაკარგის შემთხვევაში?

იდეალური შეიძლება იყოს თითო ყბაზე 14 იმპლანტის მოთავსება დამოუკიდებელი გვირგვინებით, რათა მოხდეს კბილთა რკალის სრულად აღდგენა. თუმცა აღნიშნული მეთოდის ფინანსურ მხარეს, რომ არ შევეხოთ უკბილობის შემთხვევაში არ გვაქ ასეთი რაოდენობით ძვალოვანი ქსოვილი და ნერვების სიახლოვე არ იძლევა ამის საშუალებას. ამას გარდა 28 იმპლანტის მოთავსება არც თუ ისე გამართლებულია. რაც შეეხება იმპლანტების მინიმალურ რაოდენობას – შესაძლოა 8 იმპლანტის მოთავსება, ოთხი თითო ყბაზე. ასეთ კონსტურქციას ქვია “ყველაფერი ოთხზე”. თუმცა ოპტიმალური შედეგის მისაღწევად სპეციალისტების რეკომენდაციის სასურველია ყბაზე 6 იმპლანტის მოთავსება.

Advertisements

Read Full Post »

Teethწინა საუკუნის დასაწყისში კაუჩუკი, რომელიც გამოიყენებოდა კბილის პროთეზების დამზადებაში, ჩაანაცვლა აკრილის პლასტმასმა. დღეისათვის აკრილის მთლიანი და ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზები – ყველაზე ხელმისაწვდომი კონსტრუქციებია. თეორიულად მათი გამოყენება შეიძლება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. აკრილის პროთეზები გამოიყენება ბავშვებში ნაადრევად ამოღებული კბილების შემთხვევაში, რათა არ მოხდეს შემდგომში კბილთა წყობის არევა. აკრილის პროთეზები  ასრულებენ დროებითი კონსტრუქციების როლს ახალგაზრდებში. მაგრამ პრაქტიკულად პროთეზირების ეს სახე ძირითადად მოთხოვნადია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

1(3)აკრილის პროთეზების სახეები და აგებულება

აკრილის პლასტმასზე დამზადებული კბილის პროთეზები შედგება ბაზისისაგან, რომელიც ეყრდნობა ალვეოლარულ მორჩს და ყბის სხეულს, ხოლო ზედა ყბაზე მაგარ სასას და ხელუვნური კბილებისაგან. არსებობს ორი სახის: მთლიანი და ნაწილობრივი. პირველი გამოიყენება ზედა და ქვედა კბილების სრული, ხოლო მეორე კბილების ნაწილობრივი დანაკარგის დროს. ნაწილობრივ პროთეზებს აქვთ ლითონის სამაგრები, რომლებიც აფიქსირებენ პროთეზს პირის ღრუში: კლამერები ან კლიტე-ატაჩმენები, კოჭები ე.წ. “ბალკები”. აკრილის პროთეზირება ძირითადად განიხილება, როგორც უკბილობის პრობლემის გადაჭრის მუდმივ გზად, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგიაში იგი უფრო დროებითი ვარიანტია.

76149_415918095151637_752863451_nაკრილის პროთეზები: დრეკადობის, მოქნილობის საკითხი

აკრილის პროთეზები დრეკადობის საკითხში ჩამოუვარდება სილიკონის და ნეილონის პროთეზებს. ისინი ისეთი პლასტიურები არ არიან და ამის გამო მათი გატეხვის ალბათობაც მაღალია, თუმცა მეორეს მხრივ აკრილის პლასტმასი, რისგნაც მზადდება პროთეზი – საკმაოდ მყარი და მსუბუქი მასალაა. ამიტომ კონსტრუქცია ზედა თუ ქვედა ყბაზე დროის განმავლობაში დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და აქვს ისეთივე მცირე წონა, როგორც ნეილონის პროთეზებს.

აკრილის პროთეზების ვიზუალი

აკრილის პროთეზების დამზადებისას შესაძლოა შეირჩეს კონსტრუქციის სასურველი, ფერი, ფორმა და ზომა. ხელოვნური კბილის და ღრძილის შეერთების ადგილი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება, და არაა გამჭვირვალე რბილი პროთეზებისგან განსხვავებით. აკრილის პროთეზები მოვლის და სწორი მოხმარების სრულ პერიოდში ინარჩუნებს პირველად სახეს.

akril_3ალერგია აკრილზე

აკრილის პროთეზის ბაზისი შეიძლება შეიცავდეს 8% თავისუფალ მონომერს, რომელიც გამოიყოფა პროთეზიდან 5 წლის მანძილზე, ანუ მისი მოხმარების სრულ პერიოდში. მონომერს ნერწვში მოხვედრისას შეუძლია მოახდინოს ადგილობრივი ან ზოგადი ხასიათის ტოქსიკო-ალერგიული რეაქციის პროვოცირება. თუკი პროთეზის ხმარებისას გაგიღიზიანდათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, გაქვთ შეწითლება, გრძნობთ უცხო გემოს ან გაწუხებთ რაიმე სხვა დისკომფორტი სასწრაფოდ მიმართეთ სტომატოლოგს. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება აკრილის პროთეზის შეცვლა სხვა მასალით – ნეილონით ან სილიკონით

Read Full Post »

თანამედროვე პროთეზები წარმოადგენენ ფუნქციურ, ესთეტიურ და საკმაოდ გამძლე კონსტრუქციებს. პროთეზების დამზადებისათვის გამოიყენება ინოვაციური ტექნოლოგიები – სამგანზომირებიანი მოდელირება, მიკროიმპულსური არგონის შედუღება აპარატურული წნეხვა და სხვა. პროთეზების დამზადების ხარისხი ბევრს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა კბილის ტექნიკოსის და ექიმი-სტომატოლოგის კვალიფიკაცია, მასალებისა და დანადგარების ხარისხი, ბაზისის სათანადო მორგება.

მაშინაც კი როდესაც დამზადების ყველა სტანდარტი დაცულია, პროთეზის დაზიანებისაგან დაზღვეული არავინაა, აუცილებელია პროთეზების მოვლა და სტომატოლოგის ყველა რეკომენდაციის შესრულება. მაშინ კი უნდა ვიმედოვნოთ, რომ კონსტრუქცია დიდხანს გაძლებს.

სტატისტიკური მონაცემებით აკრილის პროთეზების ტარების პირველ წელს მის შესაკეთებლად პაციენტების 15% მიმართავს ექიმს. ხოლო თანამედროვე კონსტრუქციების შემთხვევაში ეს რიცხვი 8-10%-ია.

კბილის პროთეზები ტყდება შემდეგი მიზეზებით:

–         ზედმეტი დატვირთვა;

–         ტრავმა;

–         კბილებსა და ბაზის შორის ცუდი შეერთების შემთხვევაში (თავიდანვე არასწარად შესრულებული სამუშაო);

–         პროთეზის არასწორი ან სრული მოუვლელობა.

პროთეზის დაზიანების შემთხვევაში უნად მოიქცეთ შემდეგნაირად: პირველ რიგში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ექიმი შეაფასებს დაზიანების ხარისხს, გეტყვით შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება. პროთეზის შეკეთება ტარდება სპეციალურ სატექნიკო ლაბორატორიაში. შეკეთებას საშუალოდ 1-2 დღე ესაჭიროება, ახლის დამზადების შემთხვევაში დრო განისაზღვრება ერთი კვირით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საშუალოდ პროთეზის საგარანტიო მომსახურება დაახლოებით 1 წელს შეადგენს (გააჩნია კლინიკას).

თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეთ საყრდენი კბილი, რომელზეც ფიქსირებული იყო პროთეზი, ლაბორატორიაში შესაძლებელია პროთეზზე კბილის დამატება.

უნდა გახსოვდეთ, რომ კბილის პროთეზი წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობის ნაწილს, ასევე მას შეუძლია საუბრის, ღეჭვითი ფუნქციის და ესთეტიკის აღდგენა. ორთოპედიული კონსტრუქცია – თქვენი ახალი კბილებია, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ მიჩვევას, აგრეთვე საფუძვლიან მოვლას. სწორი მოვლა და ჰიგიენა ახანგრძლივებს პროთეზის მოხმარების ვადას.

ძირითადი რეკომენდაციები და რჩევები:

–         სტომატოლოგის დახმარებით ისწავლეთ ორთოპედიული კონსტრუქციის მოხსნა დამაგრება.

–         თავდაპირველად ეცადეთ წინა კბილებით არაფერი არ მოკბიჩოთ, საკვები დაღეჭეთ გვერდითი კბილებით (ეცადეთ ყველაფერი დაჭრათ წვრილად გამორიცხეთ მაგარი საკვები);

–         გაიხეხეთ კბილები მინიმუმ ორჯერ დღეში. ხოლო ყოველი საკვების მიღების შემდეგ კარგად გარეცხეთ პროთეზი გამდინარე წყლით, იგი მუდამ სუფთა უნდა იყოს;

–         ნუ ეცდებით თქვენით რაიმე ცვლილება შეიტანოთ პროთეზში;

–         პროთეზის დეზინფექციისათვის გამოიყენეთ სპეციალური წყალში ხსნადი ტაბლეტები.

–         წელიწადში 2-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლად მიაკითხეთ თქვენს სტომატოლოგს;

ეს რჩევები დაგეხმარებათ არა მარტო დიდი ხნით შეინარჩუნოთ პროთეზი არამედ გაახანგრძლივებს თქვენი სხეულის ჯანმრთელობას.

Read Full Post »