Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მოვლა’

post-op1. სისხლდენა: კლინიკის დატოვების წინ ექიმი პირის ღრუში მოგითავსებთ ბინტის ფილთას. გაიჩერეთ ეს ფილთები 1 საათით. შემდგომ ფრთხილად მოიშორეთ. ნუ ინერვიულებთ მცირე სისხლის გამონადენის გამო. რაც ნორმალურია და შესაძლოა 1-2 დღის მანძილზეც კი გაგრძელდეს. თუკი სისხლდენა გაწუხებთ მოითავსეთ ახალი (ფიზიოლოგიურ ხსნარში ან მარილიან წყალში დასველებული) ფილთა და დააჭირეთ კბილები, გაიჩერეთ კიდევ ერთი საათით.

185zunrlgqoayjpg2. კვება:  ოპერაციის დღეს სასურველია თავი შეიკავოთ საკვებისაგან, რომელიც ღეჭვას საჭიროებს. არ გამოიყენოთ წვენსაწრუპი. მეორე დღიდან შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი რისი დაღეჭვაც დისკომფორტს არ შეგიქმნით. სასურველია მაგარი საკვები ისეთები, როგორიცაა: თხილი, მაგარი კანფეტები, ჩიფსები, პოპკორნი, კრეკერები და ა.შ. არ მიიღოთ 1 კვირის მანძილზე.

Medications pills(3)3.მედიკამენტები: თქვენ დაგენიშნებათ მედიკამენტები, რაც შეგიმსუბუქებთ ტკივილებს და პოსტოპერაციულ დისკომფორტს. თუმცა აქვე აღსანიშნავია და ნუ გექნებათ ილუზია, რომ 100% თავს კარგად იგრძნობთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს მედიკამენტებით სარგებლობის პერიოდში.

human_s_activity_icon_by_kharisma94-d6wtf2k4. აქტივობა: ეცადეთ ნაკლებ იაქტიუროთ ოპერაციის წინა და შემდგომ დღეს. ჩვეულ აქტიურ რეჟიმს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.

5. კბილების გამოხეხვა: ნუ გამოიხეხავთ კბილებს ოპერაციის შემდგომ ძილის წინ. ხეხვა დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. იხეხეთ ფრთხილად და ნაზი მოძრაობებით, განსაკუთრებით ჭრილობების ადგილას.

Toothpaste-Toothbrushes-and-Mouthwash6. სავლები: არ გამოივლოთ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. გამოვლება დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. ივლეთ ნაზად თბილი წყლით, მარილიანი წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით დღეში 3-6ჯერ.

Sick Dog7. ყინული: ყინულის საფენები დაგეხმარებათ შესიების თავიდან აცილებაში. გამოიყენეთ ოპერაციის დღეს 10-30 წუთიანი ინტერვალებით 8 საათის მანძილზე.

no_smoking_sign_full_page8. მოწევა: ნუ მოწევთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ! ეცადეთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ შემდგომ დღეებშიც.

აქვე მინდა დავამატო, რომ ყველა სპეციალისტი ოპერაციის სირთულიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იძლევა დანიშნულებას. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს ექიმს და დაწვრილებით შეასრულოთ მისი ყველა რჩევა-დარიგება. ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მარტო ქირურგის “მარჯვე ხელებზე” არამედ იმაზე თუ როგორ ჩაივლის პოსტოპერაციული პერიოდი.

Advertisements

Read Full Post »

ბრეკეტები, ჰიგიენააღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია თუკი გახდით ორთოდონტიული პაციენტი, ან აპირებთ უახლოეს მომავალში.ორთოდონტიის განსხვავება, სხვა სტომატოლოგიური სპეციალობებიდან მდგომარეობს შემდეგში, აქ რეზულტატის მისაღწევად საჭიაროა არა მხოლოდ სტომატოლოგის არამედ პაციენტის მონდომებაც. ამერიკელი ორთოდონტი რ. ალექსანდერი ამბობს, რომ: იგი შესანიშნავი ორთოდონტია, როდესაც მას ასეთივე პაციენტი ჰყავს, ხოლო ცუდი პაციენტის შემთხვევაში ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სტატიაში არსებულ

ყველა მითითებას.  რა თქმა უნდა მკურნალობის პერიოდში ორთოდონტი მოგცემთ დამატებით მითითებებს, მაგრამ ეს აუცილებელი კრიტერიუმებია.

ბრეკეტებით მკურნალობის დროს არ შეიძლება:

საკვები, ბრეკეტები-საკვების ჩაკბეჩა. სასურველია ყველანაირი საკვები დაჭრათ ან გატეხოთ პატარა    ნაჭრებად და უკანა კბილებით დაღეჭოთ.

არ შეიძლება:

ხრაშუნა კარტოფილი,  თხილი, მზესუმზირა, პოპ-კორნი და ა.შ. რადგან აღნიშნულმა საკვებმა შესაძლოა დააზიანოს აპარატები.

ვაფლი, პეჩენია ეწებებიან ბრეკეტებს ისე, რომ ვეღარ მოაშორებთ

ბლითები, „ბუბლიკი“, სუხარები მოტეხავს რკალს, მოაძრობს ბრეკეტს და რგოლს.

უცილებელია უარი თქვათ წელვად-წებოვან პროდუქტებზე: ხალვა, ირისი და ა.შ. ყველაზე მტკივნეული დანაკარგი უმრავლესობისთვი არის საღეჭი რეზინი. ძალზედ ძნელია მისი მოშორება ორთოდონტიული აპარატებიდან.

მონო ჯაგრისიეს რეკომენდაცია დაკავშირებულია ფიზიკის იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სხეული იცვლის მოცულობას ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. შედეგად უარი უნდა ვთქვათ ძალზედ ცხელ ან ცივ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მათ სწრაფ მონაცვლეობაზე (ყავა-გლიასე). ლითონის ბრეკეტები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ფართოვდებიან და შესაძლოა მოხდეს მათი ატკეჩა ემალიდან. ასევე ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ორთოდონტიული რკალის თვისებებიც შეცვალოს.

სტაფილო, ვაშლი და სხვა მაგარი ხილი დაჭერით და მიირთვით პატარა ნაჭრებად. იგივე ეხება ხორცს და ყველა მოსაკბეჩ პროდუქტს.

არავითარ შემთხვევაში არ დაღრღნათ ფანქრები და პასტები და მით უმეტეს არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები.

brekhig14ბრეკეტებით (მაგრამ არა ლინგვალური) მკურნალობისას, განსაკუთრებით პლასტმასის უნდა შევზღუდოთ მღებავი სითხეების და პროდუქტების მიღება. ყავა, მუქი ჩაი, მოცვის მურაბა და ა.შ. შესაძლოა გამოიწვიოს გამჭვირვალე ბრეკეტების და მაფიქსირებელი ნივთიერების შეღებვა. ასევე სასმელებიდან უნდა ამოვიღოთ: კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ. რადგან აღნიშნული სასმელები ზრდიან კარიესის განვითარების საშიშროებას, განსაკუთრებით მოუხსნელი კონსტრუქციებით მკურნალობისას.

ორთოდონტიული მკურნალობის დროს ბრეკეტების გარშემო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება საჭმლის ნარჩენები, კბილის ნადები და ბაქტერიები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კარიესის განვითარებამდე. კარიესი ჩნდება ბრეკეტების გარშემო, და არა მის შიგნით!

ბრეკეტ სისტემით მკურნალობისას პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ჰიგიენა. აუცილებელია იხეხოთ კბილები  ყოველი საკბების მიღების შემდგომ. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ფლოსი და კბილთაშუა ჯაგრულები. კბილის ჯაგრულები იდეალურია რკალქვეშა სივრცეების და კბილთაშორისი ადგილების გასაწმენდად.

ამის შემდგომ  კბილების ხეხვა გრძელდება ჩვეულებრივ როგორც ბრეკეტების გარეშე. ჯაგრისი დაიჭირეთ 450 კუთხით ღრძილთან და გაიწმინდეთ გამოგვითი მოძრაობებით, 2 კბილი ერთდროულად, დაახლოებით 10-ჯერ. გაიმეორეთ შემდეგ 2 კბილზე და ა.შ. იგივე სასისკენა და ენისკენა ზედაპირებზე. არ დაგავიწყდეთ საღეჭი ზედაპირების გახეხვა.

წმენდა დაამთავრეთ ”სუპერ ფლოსის” დახმარებით. საბოლოოდ კი გამოივლეთ ფტორშემცველი სავლები. პასტები სასურველია შეირჩეს ფტორის გაძლიერებული შემცველობით, კბილის ემალის გასამაგრებლად.

ირიგატორი

ორთოდონტიული მკურნალობის საწყის ეტაპზე, ბრეკეტმა შეიძლება გააღიზიანოს ტუჩი ან ლოყის ლორწოვან გარსი. ამ შემთხვევაში მასზე შეგიძლიათ მიაწებოთ სპეციალური ცვილი. 3-7 დღის შემდეგ მოხდება ლორწოვანის გარსის ადაპტირება  და ეს არასასიამოვნო შეგრძნებები გაივლის.

დამტკიცებულია, რომ პირის ღრუს ხარისხიანი მოვლისათვის არა საკმარისია მხოლოდ ჯაგრისი და კბილის პასტა. თუკი თქვენი სურვილია შედეგიანად მოუაროთ თქვენს კბილებს და ღრძილებს, აუცილებელია ჰიგიენის ინტერდენტალური (კბილთაშუა) საშუალებების რეგულარული გამოყენება. როგორც არ უნდა ეცადოთ გამოისუფთაოთ კბილთაშუა სივრცეები, იქ მაინც რჩება ყველაზე ძვირიანი და თანამედროვე კბილის ჯაგრისისთვისაც მიუწვდომელი ადგილები. მოუხერხებლობის გამო, როგორც წესი შედარებით გაუწმენდავი გვრჩება კბილების შიგნითა ზედაპირები (სასიკენა და ენისკენა) და უკანა კბილები. აი, გამოვიდა, რომ კარგად ვიხეხავთ მხოლოდ მარტივად მისაწვდომ ადგილებს, ხოლო რთულად მისაწვდომს, რაც უმრავლესობას წარმოადგენს უმეტეს წილად გვრჩება გამოუწმენდავი. ამას უკვე მოსდევს არა მხოლოდ ნადების წარმოქმნა და ემალის ფერის ცვლილება, არამედ უფრო სერიოზული პრობლემებიც. რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად არსებობს უამრავი საშუალება. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება ირიგატორი.

წმენდა

ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია – ორთოდონტიული მკურნალობის დროს აუცილებელია არ გამოტოვოთ ვიზიტები. რეგულარულად იაროთ ექიმთან დანიშნულ დროს. ასევე არ დაივიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.

ბოლოს მინდა ასევე ავღნიშნო ორთოდონტისა და პაციენტის თანამშრომლობის მნიშვნელობა. თქვენი დახმარება აისახება თქვენს მკურნალობაზე და შედეგზე. იდეალური ღიმილის მისაღებად უნდა იყოთ საუკეთესო პაციენტი.

Read Full Post »

როგორც ცნობილია კარიესის და პაროდონტიტის დაავადებების დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა ერთი ან რამოდენიმე კბილის დაკარგვა მოჰყვეს. წინა კბილების ამოღების შემთხვევაში ჩნდება ესთეტიური დეფექტი და იცვლება დიქცია,  ხოლო დიდი და პატარა საღეჭი კბილების არ ქონა ღეჭვის აქტის დარღვევის გამომწვევია. ცუდად დაღეჭილი საკვები ზედმეტ დატვირთვას აყენებს კუჭს და მას უარესად ითვისებს ორგანიზმი. დიდხნიანი უკბილობის შემთხვევაში ვითარდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, რაც ორთოპედიული მკურნალობის შემდგომ გვარდება.

ორთოპედიული მკურნალობა გულისხმობს, ნაკლული კბილების ან კბილთა დეფექტების აღდგენას სხვადასხვა სახის პროთეზების საშუალებით.

კონსტრუქციის მიხედვით განირჩევა ორი სახის პროთეზები: მოსახნელი და მოუხსნელი.

მოუხსნელი პროთეზები მუდმივადაა დამაგრებული არსებულ კბილებზე ან ფესვებზე.

მოსახსნელი პროთეზების შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად ჩაიდგას ან გამოიღოს ხელოვნური კბილები.

პროთეზების არსებობისას მნიშვნელოვნად უარესდება პირის ღრუს ჰიგიენის საერთო მაჩვენებლები. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებით, გულდასმით მოახდინოთ არსებული კბილების და პროთეზების გაწმენდა.

მოუხსნელ პროთეზებს ვუვლით ისე, როგორც საკუთარს, ანუ ჩვეულებრივ ვიხეხავთ დღეში ორჯერ ჯაგრისის და პასტის დახმარებით. ხანდახან საჭირო ხდება ჯაგრულის ან ფლოსის (დენტალური ძაფის) გამოყენება. თუკი შენიშნეთ ანთება პროთეზის მიმდებარე ღრძილის კიდესთან, შეგიძლიათ იხმაროთ ანთების საწინააღმდეგო სავლები.

პროთეზების არსებობისას პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, ახანგრძლივებს პროთეზების მოხმარების დროს და ხელს უშლის ანთების განვითარებას, ან არსებული პათოლოგიის გაუარესებას.

მოსახსნელი პროთეზები ისევე საჭიროებენ საფუძვლიან გაწმენდას, როგორც ბუნებრივი კბილები. დილით და საღამოს კბილების ხეხვისას, უნდა მოიხსნათ პროთეზები და გაწმინდოთ ჯაგრისის და პასტის, ფხვნილის დახმარებით, შემდგომ კი გაავლოთ გამდინარე წყალში. ღრძილის ზედაპირზე არსებული პროთეზის ნაწილი, უნდა გაიწმინდოს შედარებით ფრთხილი მოძრაობებით, რათა თავიდან ავიცილოთ მისი რელიეფის დაზიანება. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გავწმინდოთ პროთეზის ის ადგილები, რომლებიც ახლოსაა სანერწყვე ჯირკვლის სადინარებთან, სწორედ აქ ხდება ყველაზე დიდი რაოდენობით ნადებისა და ქვების დაგროვება. საქმე ეხება ქვედა ყბის პროთეზის წინა ნაწილს და ზედა ყბის პროთეზის გვერდითა ნაწილებს.

ჰიგიენის ნორმების დარღვევა, იწვევს პროთეზის დაბინძურებას და არასასიამოვნო სუნის გაჩენას პირის ღრუში.

მოსახსნელი პროთეზების ჩვეულებრივი, სტანდარტული მოვლის გარდა, შესაძლოა გამოიყენოთ სპეციალური დანიშნულების ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც გამოდის აბების და ფხვნილების სახით. საკმარისია ერთი ასეთი ტაბლეტი გაიხსნას წყალში და მიიღებთ კარგ სადეზინფექციო ხსნარს, რომელიც არა მარტო მოაშორებს საკვების ნარჩენებს, არამედ პიგმენტაციასაც.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზების შემთხვევაში, აუცილებელია გამოივლოთ პირი ყოველი საჭმლის მიღების შემდგომ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით მათი გასწორების პერიოდში. მაგ.: როდესაც გიწევთ დიდი ხნით მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატის ტარება. პირის ღრუში აპარატის მოთავსების თანავე, იზრდება ე.წ. რეტენციული უბნების რაოდენობა, ანუ ადგილების სადაც ჩერდება საკვები და თავს იყრიან მავნე ბაქტერიები. დამტკიცებულია, რომ ორთოდონტიული აპარატების მატარებელ ბავშვებს ეცვლებათ პირის ღრუს მიკროფლორა: ჩვეული მიკროორგანიზმების გარდა, ჩნდებიან პათოგენურებიც. მიკროორგანიზმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა იწვევს ღრძილების პათოლოგიებს, შედეგად კი ვითარდება ანთებადი პროცესი.

სასურველია ვიცოდეთ, რომ ორთოდონტიული მკურნალობა, ძირითადად ტარდება ბავშვთა ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებულია, კბილების ხეხვის აუცილებლობა. ზუსტად ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მქონე ბავშვებს, აღენიშნებათ კარიესის განვითარება, არა მარტო ტიპიური კარიესის ადგილებში, არამედ ორთოდონტიული აპარატის მიმდებარე ტერიტორიებზე.

აი რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებისათვის ჰიგიენის წესების შესწავლას. მისაღებ ფორმებში ახსნას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მათთვის. ასევე დიდი როლი ეკისრებათ მშობლებს ბავშვების გაკონტროლებაში. აუცილებელია ბავშვს მივაჩვიოთ კბილების ყველა ზედაპირების დამუშავება და ყოველი საკვების შემდგომ პირის ღრუს გამოვლება. გამოვლება უნდა იყოს ენერგიული, რათა სითხემ შესძლოს ყველა უბანში შეღწევა და გამოსუფთავება. იგივე მისიით მოზრდილ ასაკში შესაძლებელიაა დენტალური ფლოსის და ჯაგრულების გამოყენება.

მოსახსნელი ორთოდონტიული აპარატები იწმინდება ჩვეულებრივ დღეში ორჯერ კბილების გახეხვასთან ერთად, დილით და საღამოს გარი კბილის ჯაგრისით და პასტით.

მკურნალობის პერიოდში, ექიმი ყურადღებას აქცევს პირის ღრუს ჰიგიენის მდგომარეობას და ზრუნავს კბილებისა და ღრძილების ჯანმთელობაზე.

Read Full Post »

ხშირად  გC:\Users\Pavle\Desktop\saiti\зубная щетка(1)(1).jpgაგვიგონია გამოთქმა: – „ბებიაჩემი კბილებს სულ არ იხეხავდა, მაგრამ აი, უკვე 89 წლისაა და კიდევ თავისი კბილები აქვსო“, ან „რა საჭიროა გამოხეხვა, ამტკივდება – ამოვიღებ, მერე – ჩავისვამ“. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის თავს და კბილებს ისე მოქცეს, როგორც სურს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კარიესი არა მხოლოდ კბილის მტერია. მას ასევე შეულია დააზიანოს შინაგანი ორგანოები, გამოიწვიოს ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის მოშლა.

      ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან  ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პირის ღრუს ჰიგიენას. მაგალითად 1,8 მილიონი წლის წინ პირველყოფილი ადამიანები კბილის ჩხირების ნაცვლად ბალახს ან ხის ტოტებს ხმარობდნენ. მოგვიანებით დაიწყეს ბრინჯაოს და ოქროს გამოიყენება.

      საზოგადოების  უმრავლესობისათვის კბილების მოვლა შემოიფარგლება ჯაგრისის 30 წამიანი „გამოვლებით“ პირის ღრუში. თითქმის ყველა აკეთებს ამას დღეში 2-ჯერ. სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ კი ძალიან უკვირთ, თუ რატომ აღმოაჩნდათ მათ კარიესი, ნადები და სხვა მრავალი პრობლემა, ისინი ხომ ყველაფერს აკეთებდნენ ამის თავიდან ასაცილებლად?!

      და  მაინც, რისთვისაა საჭირო კბილების გამოხეხვა? ყოველი ჭამის შემდეგ კბილებზე რჩება საკვების ნაწილაკები და წარმოიქმნება კბილის ნადები. ყოველი გრამი ამ ნადებისა შეიცავს მილიონობით მიკრობს. ისინი იკვებებიან ნადებში არსებული ნახშირწყლებით და გამოყოფენ მჟავებს, რომელსაც უკვე მივყავართ კარიესამდე. მაშასადამე, ყოველი გაწმენდის შემდეგ ჩვენ ვამცირებთ კარიესის განვითარების რისკს.

ჯაგრისი

C:\Users\Pavle\Desktop\saiti\электрическая зубная щетка.jpg დღეისათვის  ჰიგიენური საშუალებების ძალიან დიდი არჩევანია წარმოდგენილი ბაზარზე. ყველაზე მთავარი  მათ შორის არის და რჩება  კბილის ჯაგრისი. თანამედროვე კბილის ჯაგრისი მაღალტექნოლოგიური ნაწარმია, რომლის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სინთეტიკური მასალა. ახალ კბილის ჯაგრისებს აქვთ სახელურის ანატომიური ფორმა, ჯაგრულები განლაგებულია ისე, რომ გაწმენდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად. მანუალურის გარდა არსებობს ელექტროჯაგრისებიც. წრიული და მიმართული მოძრაობების ხარჯზე იგი აადვილებს კბილების გაწმენდას და ერთი-ორად ამაღლებს ჰიგიენის ხარისხს.

      ელექტროჯაგრისების ნაირსახეობას წარმოადგენს  ე.წ. ულტრაბგერითი კბილის ჯაგრისები. მისი გამწმენდი შესაძლებლობები დაფუძნებულია ჯაგრისის თავის 150-1600000 ჰერც სიხშირის ვიბრაციაზე. 1600000 ჰერც სიხშირეზე ბაქტერიების ჯაჭვი ნადებში ირღვევა. თავის მხრივ 150 ჰერცზე ხდება სუსტად მიმაგრებული ნადების ათქვეფა და ჩამორეცხვა. ასეთი ჯაგრისის გამოყენება რეკომენდებულია იმ პირთათვის, რომელთაც აწუხებთ კბილების აწეული მგრძნობელობა, რადგან ეს ჯაგრისი არანაირ მექანიკურ ზეწოლას არ ახორციელებს.

C:\Users\Pavle\Desktop\saiti\электрическая зубная щетка1.jpgC:\Users\Pavle\Desktop\saiti\детская электрическая зубная щетка.jpgC:\Users\Pavle\Desktop\saiti\электощетка(1).jpg

ჯაგრისი არის ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალება, რომელიც უნდა შეირჩეს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის, მისი ყველა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. კბილის ჯაგრისი, როგორც მანუალური, ასევე ელექტრო, უნდა ვცვალოთ საშუალოდ 2-3 თვეში ერთხელ. თუ ეს მექანიკური ჯაგრისია, უბრალოდ სამუშაო თავებს გამოცვლით. ყოველივე ზემოხსენებული დაკავშირებულია ჯაგრულებზე მიკრობული ნადების არსებობით, რაც დროის განმავლობაში მატულობს, ამას კი შეუძლია არასასურველი შედეგის მოტანა.

      ჰიგიენის  შემდგომ საშუალებებს შეუძლიათ კბილთაშორისი სივრცეების გაწმენა. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ჯაგრისი, მას არ ძალუძს იმ ადგილებში შეღწევა, რომელთაც სწვდებათ ფლოსი და სპეციალური კბილთაშორისი ჯაგრულები.C:\Users\Pavle\Desktop\saiti\prev_197_20100322_001909_эл.зубная щетка.jpg

C:\Users\Pavle\Desktop\saiti\ультразвуковая щетка(1).jpg

Read Full Post »