Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მიკრობი’

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღწერეს ბაქტერიის ახალი სახე, რომელიც ბინადრობს ადამიანის პირის ღრუს ქსოვილებში.

ვარაუდობენ, რომ მიკროორგანიზმები, რომლებმაც მიიღეს სახელი  , შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ კარიესისა და პაროდონტიტის დაავადებების განვითარებაში.

ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტების თქმით, კვლევების დროს მათ შეძლეს აღმოეჩინათ აქამდე უცნობი  Prevotella ბაქტერიების 3 შტამი. ანაერობი გრამუარყოფითი ჩხირები ბინადრობდნენ, როგორც ჯანმრთელი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ასევე სიმსივნურ ქსოვილებზე. ახალმა ბაქტერიებმა მიიღეს სახელი  Prevotella histicola ( histicola – ქსოვილების მუდმივი მაცხოვრებელი).

“ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში ბინადრობს უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი, მათ შორისაა ვირუსები, სოკოები, უმარტივესები და ბაქტერიები”, – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი უილიამ ვეიდი (William Wade). – “მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 100 მილიონ ბაქტერიას, რომლებიც მიეკუთვნება 600-მდე სხვადასხვა სახეობას. დაახლოებით მათი ნახევარი ჯერ აღუწერელია”.

მეცნიერების აზრით, ბაქტერიის ახალი სახე შესაძლოა ასრულებდეს გარკვეულ როლს კარიესისა და ღრძილების დაავადების განვითარებაში. მიკროორგანიზმების შემდგომი იდენტიფიკაცია საშუალებას მოგვცემს უკეთ გავერკვიოთ აღნიშნული დაავადებების განვითარების მექანიზმში, ასევე დაეხმარება მეცნიერებს მათთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის მეთოდების შემუშავებაში, დასძინა ვეიდმა.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა  International Journal of Systematic and Evolutionary Biology.

Read Full Post »