Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მეფეთა ღიმილი’

queen_1300my776

წიგნის “ღიმილის რევოლუცია” ავტორი კოლინ ჯონსი ყვება თუ რატომ ჰქონდათ მსოფლიოს მბრძანებლებს დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული  ღიმილი.

წელს მსოფლიოში ცნობილმა ფოტოგრაფმა დევიდ ბეილიმ დედოფალი ელიზაბეტ II 88 წლის იუბილეს საპატივცემულოდ მსოფლიოს წარუდგინა თავისებურად უნიკალური ფოტოპორტრეტი – სურათზე დიდი ბრიტანეთის დედოფალი  ელიზაბეტ II  ფართო ღიმილით.

დიდი ხნის მანძილზე მონარქები ითვლებოდნენ დედამიწაზე აბსოლუტური ძალაუფლების განსახიერებად და საზოგადოებაში არ ჰქონდათ უფლება ზედმეტად გამოეხატათ ემოციები, მათ შორის – ღიმილი. ევროპულ კულტურაში ღია ღიმილი ასოცირდებოდა სისულელესთან, მიუთითებდა ადამიანის დაბალ წარმომავლობას და ჭკუიდან შეშლილობის ნიშანიც კი იყო. არც ერთი თავმოყვარე ადამიანი მით უმეტეს მეფე, იმპერატორი არ დართავდა ნებას საკუთარი თავის ღიმილიანი პორტრეტის შესასრულებლად.

b57059737e21ფრანგი მხატვარი მარი ელიზაბეტ ლუიზა ვიჟე-ლებრენი გახდა პირველი ვინც დაარღვია ეს დაუწერელი კანონი. მომღიმარი მხატვრის ავტოპორტრეტი 1787 წელს გამოჩნდა პარიზის ერთ-ერთ სალონში. ლამაზი ქალბატონის თავაზიანმა და ამავდროულად ქათქათა ღიმილმა მოხიბლა პარიზული საზოგადების ელიტარული ნაწილი  და პრაქტიკულად პირველად დააფიქრა კბილების ჯანმრთელობაზე და გარეგნობაზე. ვერსალში რა თქმა უნდა არ გაამართლეს მხატვრის ეს ვულგარული ხერხი, მაშინ როდესაც ხელოვანთა საზოგადოებამ სიხარულით გადაიღო ქალბატონი ელიზაბეტის იდეა. მის მიმდევრებში მოიაზრებიან ჟაკ-ლუი დავიდი, ჟან ოგიუსტ დომენიკ ენგრი და ფრანსუა ჟერარი. თუმცა პორტრეტულ მხატვრობაში ღია ღიმილის “დაკანონებას” ხელი შეუშალა საფრანგეთის რევოლუციამ. ამ მძიმე პერიოდში მთავრობას ესაჭიროებოდა სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება. ტრადიციული პორტრეტული ჟანრი შენარჩუნდა XIX საუკუნეშიც.

kfdbp6ym2qvaპირველი ადამიანი სამეფო კარიდან ვინც გაბედა და დათანხმდა ექსპერიმენტს იყო დედოფალი ვიქტორია. გაერთიანებული სამეფოს მმართველმა პორტრეტი შეუკვეთა გერმანელ მხატვარს ფრანც კსავერ ვინტერჰალტერს და სთხოვა, რომ გამოესახა იგი მცირედ მომღიმარი. თუმცა რევოლუცია პორტრეტულ მხატვრობაში კვლავ არ მოხდა – სურათი განკუთვნილი იყო პრინცი ალბერტისთვის და არ დაუტოვებია საძინებელის ტერიტორია დედოფლის სიკვდილამდე.

XX საუკუნეში გამოჩნდა ფოტოაპარატი, ხოლო 30-40 წლებში გადასაღები აპარატებით აღიჭურვენ ჟურნალისტებიც.  სამეფო კარის წარმომადგენლების გარშემო დაიწყო ფოტო გადაღებების მთელი სერია, გარკვეული დროის შემდეგ კამერის წინაშე გაღიმება და პოზიორობა ჩვევაშიც გადაუვიდათ. ასწლეულის ბოლოს სამეფო არქივში უკვე შეგეძლოთ გენახათ ელიზაბეტ II და მისი ოჯახის წევრების გაღიმებული ფოტოები. რაც უფრო ახლოვდებოდა XXI საუკუნე მით უფრო მეტი ფოტო ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანზე და ინტერნეტ სივრცეში. ხოლო 2006 წელს ავსტრალიელმა მხატვარმა როლფ ჰარისმა საკუთარ გამოფენაზე 1404252881160_wps_6_Rolf_Harris_with_his_new_წარადგინა ელიზაბეტ  II მომღიმარი პორტრეტი. რაც შეეხება შთამომავლებს ისინი დაბადებიდან მიჩვეულები არიან ფოტოკამერებს. პრინცი უილიამი ყველა ფოტოზე ბედნიერად გამოიყურება, ხოლო მისი მეუღლე ქეითი აღიარებულია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კბილების და შესაბამისად ღიმილის მქონე ქალბატონად მსოფლიოში.

Read Full Post »