Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მეტალო-კერამიკა’

სამწუხაროდ ჩვენს პრაქტიკაში გვხვდება პაციენტები ან სრულიად უკბილო ან უმეტესის დანაკლისით. აღნიშნულ შემთხვევაში სტომატოლოგს შეუძლია პაციენტს ურჩიოს მოსახსნელი პროთეზის გაკეთება.

მოსახსნელი პროთეზის ერთ-ერთი სახეა მოხერხებული და ესთეტიური ბიგელისებრი პროთეზი, საკეტისებრი ფიქსაციით. ასეთი პროთეზები მარტივად შეგუებადი და ადვილად მოსახმარია მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.

პაციენტის არჩევანს ამდიდრებს პოლიპროპილენის ან ნეილონისაგან დამზადებული რბილი პროთეზები. ისინი ესთეტიურია და იდეალურია მათთვის ვინც ვერ გუობს ტრადიციულ პროთეზებს. კბილების სრული უქონლობისას ტარდება პროთეზირება მთლიანი მოსახსნელი პროთეზებით.

მოსახსნელი პროთეზირების დადებით მხარეებს მიეკუთვნება: დარჩენილი კბილების ხელშეუხებლობა, როგორც პროთეზების ასევე მთელი პირის ღრუს მოვლის მარტივი შესაძლებლობა.

თანამედროვე სტომატოლოგია იმპლანტებზე პროთეზირების საშუალებას იძლევა. ეს ძალზედ მოსახერხებელი, მოუხსნელი კონსტრუქციაა. მას შეუძლია ცალკეული გვირგვინების ან ხიდების სახით სრულიად ჩაანაცვლოს მოსახსნელი პროთეზი.

იმპლანტაცია დღეისათვის ყველაზე თანამედროვე და სრულიად უსაფრთხო მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.

როდესაც კბილის გვირგვინმა დაკარგა თავისი ფუნქციონალური თვისებები, გამოიყურება ძალზედ არა ესთეტურად, როდესაც მისი აღდგენა-რესტავრაცია ვერ ხერხდება სხივგამყარებადი (ჰელიო) მასალით, ან როდესაც პაციენტს აკლია ერთ ან რამოდენიმე კბილი იყენებენ მოუხსნელ პროთეზირებას. გვირგვინის დეფექტის აღმოფხვრა შესაძლებელია ლითონ-ფაიფურის (მეტალო-კერამიკა) გვირგვინით ან ფაიფურის ვინირით, ხოლო პროთეზირების უფრო ესთეტური ვარიანტი ულითონო ფაიფურია.

დაკარგული კბილების აღდგენა შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ხიდისებრი პროთეზებით ან იმპლანტებით. მოუხსნელ პროთეზირებაში ფართოდ გამოიყენება ტრადიციული ლითონ-ფაიფური (მეტალო-კერამიკა), რისთვისაც ჩვენი კლინიკის სტომატოლოგები იყენებენ პრემიუმ კლასის ფაიფურის მასებს. ლითონ-ფაიფურის კონსტრუქციები – მათი ესთეტიურობიდან და გამძლეობიდან გამომდინარე პროთეზირების ყველაზე გავრცელებული სახეა.

Read Full Post »

მსოფლიო სტომატოლოგების მონაცემებით ძალზედ გაახალგაზრდავდა პაციენტების ასაკი. ბავშვები პატარაობიდანვე საჭიროებენ სტომატოლოგიურ დახმარებას.

ამ სიტუაციაში მხოლოდ ის გვამშვიდებს, რომ სპეციალისტების ხელთ უამრავი თანამედროვე მეთოდი და საშუალებაა ხარისხიანი მკურნალობის და პროთეზირების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი კი შეგიძლიათ სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიტაროთ.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ დაგეხმარებათ აღიდგინოთ, როგორც დაკარგული კბილები, ასევე შეინარჩუნოთ არსებული ჯანმრთელი და დაზიანებული კბილები. პროთეზირების წინ ექიმი-ორთოპედი არჩევს თუ რა მასალით და რა მეთოდით მოხდეს ნაკლული კბილების ჩანაცვლება.

დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ლითონ-ფაიფურით (მეტალო-კერამიკა) შესრულებული პროთეზები და იმპლანტები, ასევე ბიოშეთავსებადი მასალებით, რომელთაც ეკუთვნის ქრომ-კობალტის, ცირკონის და ტიტანის შენადნობები.

სტომატოლოგიაში გამოყენებული შენადნობები გამოირჩევა არა მარტო მაღალი სიმყარით, არამედ ორგანიზმთან კარგი შეთავსებით, კოროზიისადმი მდგრადობით, არაალერგიულობით, ისინი მაქსიმალურად ჰგვანან კბილის ქსოვილებს.

პროთეზირების სახეს ინდივიდუალურად, პაციენტთან შეთანხმებით, წინასწარი გამოკვლევების ნიადაგზე ირჩევს სტომატოლოგი.

პროთეზირება თითქმის არ ტარდება კბილების და ხანდახან ღრძილების წინაწარი დამუშავების გარეშე. რადგან აღნიშნულ მკურნალობაზეა დამოკიდებული შემდგომი ხარისხიანი პროთეზირებაც.

კბილების კლასიკური პროთეზირება და თანამედროვე იმპლანტოლოგია  სასწაულებს ახდენს. პროთეზირება და იმპლანტაცია თანამედროვე მასალებით შესაძლოა ძვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მიღებული სიამოვნება და სიხარული ყველა თქვენს ხარჯს დაფარავს.

Read Full Post »