Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მეტალის ბრეკეტი’

ბრეკეტიიცით რომელი ბრეკეტებია ყველაზე ხელმისაწვდომი და უნივერსალური? რა თქმა უნდა მეტალის.  მინდა უფრო განვავრცო ეს თემა და აგიხსნათ თუ რა სახის მეტალის ბრეკეტებია დღეს ბაზარზე, რით განსხვავდებიან, რა ღირს. როგორც ამბობებ კლასიკა ყველა დროში კლასიკაა.

რა სახის მეტალის ბრეკეტები არსებობს? 

კლასიკურად ითვლება ყველასთვის კარგად ცნობილი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტ-სისტემა, რომელიც მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირებზე. სამწუხაროდ იგი საკმაოდ შესამჩნევია და არ გამოირჩევა ესთეტიურობით. მწარმოებელი ფირმები მუხლჩაუხრელად მუშაობენ რათა გამოასწორონ ეს ნაკლი, რაც უამრავ პაციენტს მკურნალობის დაწყების სურვილს უფრთხობს. რიგი მწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ მინი ბრეკეტებს, რაც ნაკლებ შესამჩნევია.

მეტალის ბრეკეტები

კლასიკური ბრეკეტ-სისტემების გარდა, რომლებიც დამზადებულია მეტალისაგან და მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირებზე არსებობს მეტალის ბრეკეტების კიდევ სხვა სახეობები. ისინი შესაძლოა იყოს, როგორც ვესტიბულარული ასევე ლინგვალური (ანუ ენისკენა), რომლებიც მაგრდება კბილების შედა ზედაპირებზე, რაც მათ აბსოლუტურად უხილავს ხდის.  ულიგატურო ანუ თვითლიგირებადი მეტალის ბრეკეტები – აღნიშნული სისტემის კიდევ ერთი სახეცვლილებაა, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული ლიგატურების არ ქონონით. ულიგატურო მეტალის ბრეკეტები შესაძლოა იყოს, როგორც ვესტიბულარული ასევე ლინგვალური.

რა დრო სჭირდება მეტალის ბრეკეტების შეგუებას?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბრეკეტებს დაიყენებთ ვესტიბულარულს თუ ლინგვალურს. ვესტიბულარი ბრეკეტების ადაპტაცია არის ყველაზე სწრაფი და კომფორტული. პირველი სამი დღე პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, ტკივილი კბილების არეში, სერიოზული დისკომფორტი ღეჭვის, ყლაპვის და საუბრის დროს. მაგრამ, ნელ-ნელა ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულს და ადამიანიც პრაქტიკულად ვეღარ ამჩნევს მას.

ლინგვალური ბრეკეტების ადაპტაციის პერიოდი ცოტა განსხვავებულია. ვინაიდან ბრეკეტები მაგრდება კბილების შიდა ზედაპირებზე და შესაბამისად იქ არის ენა, შეგუების პროცესი შესაძლოა გართულდეს და გახანგრძლივდეს. ძირითადი პრობლემა დიქციის დარღვევაა. საერთო ჯამში შეგუების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტზე და ბრეკეტების სახეობაზე.

მეტალის ბრეკეტირამდენად მარტივია მეტალის ბრეკეტების მოვლა?

მეტალის ბრეკეტების მოვლის პრინციპები ერთნაირია, მისი ყველა სახესხვაობისთვის. რეკომენდებულია კბილების ხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ოთხი სახის მოწყობილობით: კბილთაშუა ჯაგრისი, ელექტრო ჯაგრისი, სპეციალური ორთოდონტიული კბილის ჯაგრისი და ირიგატორი. დილით და საღამოს ასევე შეიძლება სუპერფლოსების გამოყენება ბრეკეტების და კბილთაშორისი სივრცეების გასაწმენდად. სამ თვეში ერთხელ, ხოლო ლინგვალური ბრეკეტების შემთხვევაში თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი ღრმა წმენდის ჩასატარებლად. შეზღუდულია მაგარი და წელვადი საკვები პროდუქტების მიღება, რამაც შესაძლოა დააზიანოს ბრეკეტები.

ლინგვალური ბრეკეტების მქონე პაციენტს მოუწევს უფრო მეტი დრო დაუთმოს ბრეკეტების წმენდას, რაგან ისინი განლაგებულია ენისკენა ზედაპირზე. ხოლო ულიგატურო ბრეკეტების შემთხვევაში კბილების წმენდა უფრო გამარტივებული და სწრაფია. ლიგატურების (ანუ რეზინების) არ არსებობა კონსტრუქციას ხდის მარტივს და მოვლაც გაადვილებულია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ დახარჯულ დროში სხვაობა სულ რამოდენიმე წუთია.

ჰიგიენარა თავისებურებები გააჩნია მეტალის ბრეკეტებით მკურნალობას?

მიუხედავად იმისა, ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები არ გამოირჩევა ისეთი სილამაზით, როგორც გამჭირვალე კაპები, სამაგიეროდ გამოირჩევიან მკურნალობის უნიკალურობით და უნივერსალურობით. მეტალის ბრეკეტები ყველაზე საიმედო და ეფექტური ინსტრუმენტია თანკბილვის ანომალიების და კბილების არასწორი დგომის გამოსასწორებლად. იმავ დროულად ლინგვალურ სისტემაზე მკურნალობა მაღალ ესთეტიურობასთან ერთად შესაძლოა დროში უფრო გაჭიანურდეს. ეს კი ძირითადად ხდება დაბალი პროფესიონალიზმის და გამოუცდელი ექიმი-ორთოდონტის შემთხვევაში, ასევე დამოკიდებულია მომსახურების სირთულეზე. როგორც წესი ლინგვალური ბრეკეტები მზადდება ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტზე, დაზიანების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა დიდ დროს მოითხოვს.

განსაკუთრებული დიზაინის წყალობით ულიგატურო თვითლიგირებადი ბრეკეტებმა შესაძლოა დააჩქარონ მკურნალობის პროცესი საწყის ეტაპზე. მაგრამ საერთო ჯამში კონსტრუქციის ტარების ვადები არ იცვლება. თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემა საგრძნობლად ამარტივებს ექიმის მუშაობას და საშუალებას იძლევა მოინახულოთ თქვენი ორთოდონტი 2ჯერ უფრო ნაკლები სიხშირით, ვიდრე ეს დაგჭირდებოდათ ტრადიციული ბრეკეტებით მკურნალობის შემთხვევაში (თვეში ერთხელ).

რა ღირს მეტალის ბრეკეტები?

best-priceმეტალის ბრეკეტების ფასი დამოკიდებულია მის ტიპზე და მწარმოებელზე. დღეისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტებია, ხოლო ყველაზე ძვირი ლინგვალური ბრეკეტებია. მათ შორისაა ულიგატურო ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბრეკეტ სისტემის შერჩევისას მთავარია რა ჯდება მთლიანად მკურნალობა და არა ესა თუ ის ბრეკეტი. ულიგატურო ვესტიბულარული სისტემით მკურნალობა უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტების შემთხვევაში, მაგრამ იაფი ვიდრე ლინგვალური.

მიუხედავად იმისა, რომ ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები ყოველ წლიურად უშვებენ ბრეკეტების ათასგვარ მოდელებს, ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტები არ კარგავენ პოპულარობას. ეს არცაა გასაკვირი! რადგან ჯერ არ მოუგონიათ უფრო ხელმისაწვდომი და უნივერსალური ბრეკეტები. საბედნიეროდ დღეისათვის კბილებზე არსებული “რკინები” არ ითვლება სიმახინჯედ და საშინელებად, პირიქით იწვევს სიმპათიას და პაცივისცემას.

Read Full Post »