Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მამაკაცი’

 ქსელურმა გამომცემლობა «Абзац.info» გამოაქვეყნა სტატია „იმპოტენციის განვითარების 10 უეცარი მიზეზი“, სადაც მამაკაცების სექსუალური აშლილობის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია კარიესი და პირის ღრუს დაავადებები. გამომცემლობა ეყრდნობა ებრაელი მეცნიერების სტატიას, რომლებიც რამოდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მამაკაცებს, მათ გამოიკვლიეს 814 ადამიანი. მათი მონაცემებით, იმპოტენციის მქონე 86% პროცენტს აღმოაჩნდათ პრობლემური კბილები (კარიესი, პაროდონტოზი, ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთებითი პროცესები და ა.შ.), მაშინ, როდესაც ჯანმრთელი პირის ღრუს მქონე მამაკაცებს ერექტალური ფუნქციის დარღვევა დაუფიქსირდათ მხოლოდ 2,1%-ში.

ზოგადად ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებსა და პირის ღრუს მდომარეობას შორის კავშირი ცნობილია. ხოლო ამერიკელი მეცნიერების ბოლო კვლევები ამტკიცებს კავშირს ღრძილების ანთებასა და ნაადრევ მშობიარობას შორის.

Read Full Post »