Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მათეთრებელი კაპები’

კბილების გათეთრება

ეს მეთოდი გამოიყენება 1989 წლიდან. გათეთრებას კაპის საშუალებით პაციენტი ახდენს ექიმისგან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალირი კაპების გამოყენებით. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი გელი დაიტანოს კაპაზე და ატაროს სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.

ამ მეთოდის სიმარტივემ განაპირობა მისი დიდი პოპულარობა საზოგადოებაში.  კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას.

აუცილებელია, რომ გათეთრების სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ. უკლებლივ დაიცვათ მოხმარების წესები. მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით.

მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური კონსტრუქციები (გვირგვინები და ხიდები). გათეთრების შემდეგ იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა.

გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია და პროფესიული ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილების დაბჟენას და გაწმენდას ღრძილზედა, ღრძილქვეშა ნადებისა და ქვებისაგან.

გვინდა წარმოგიდგინოთ ამერიკული კომპანია Ultradent-ის მათეთრებელი სისტემა Opalescence PF 10%, 15%, 20%, კარბამიდის ზეჟანგის და ფტორის შემცველი.

კბილების გათეთრებადაპატენტებული, წებვადი და წელვადი შემადგენლობა, რომელიც კარგად ჩერდება, როგორც კაპებში ასევე კბილებზეც.

15% კარბამიდის ზეჟანგი (=5% H2O2)

20% კარბამიდის ზეჟანგი (=7% H2O2)

გელში არსებული დიდი ოდენობით წყალი ხელს უწყობს მის მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში 8-10 საათი.

დღისით საკმარისია დაიტოვოთ სულ რაღაც 30 წუთი.

აქტიურია 8-10 საათის განმავლობაში ღამით გათეთრების დროს.

ატომატი სტანდარტული (უარომატო), ასევე მენთოლის, ნესვის ან ბანანის არომატით.

გელის დაპატენტებული შემადგენლობა მოქმედებას იწყებს უკვე პირველი 30 წუთის შემდგეგ. ღამის საათებში მოხმარებისას, როდესაც გელი აქტიურია 8-10 საათის მანძილზე მიიღება უკეთესი შედეგი.

ფტორირებული გელი Opalescence PF კარგად იქნა მიღებული, როგორც ექიმების ასევე პაციენტების მიერ. მის შემადგენლობაში შედის 10-15-20% კარბამიდის ზეჟანგი და 0,11% ფტორის იონები.

ჩვენება და მოხმარების მეთოდები. 

არადეპულპირებული ანუ ცოცხალი კბილების გათეთრება

opalescence_viscosityდამტკიცებულია, რომ ფტორირებული გელი Opalescence PF იყო ეფექტური 95% შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა ბუნებრივად, ფარმაკოლოგიურად, ტრავმულად შეღებილი კბილების გათეთრება.

Opalescence PF-ის გამოყენება რეკომენდებულია კბილებზე დაკარგული ფერის აღსადგენად ვინირების ან გვირგვინების გაკეთების წინ. ფერის სტაბილურობის მისაღწევად სჯობს გათეთრებიდან მოიცადოთ 2 კვირა და შემდგომ მოხდეს ხელოვნური კონსტრუქციების მოთავსება ან ბჟენის განახლება.


როგორ მოქმედებს პრეპარატი?

თქვენი სტომატოლოგი აიღებს ანაბეჭდს თქვენი კბილებიდან. შედეგად დამზადდება ინდივიდუალური მათეთრებელი კაპა. Opalescence თავსდება აღნიშნულ თხელ კაპაში და შემდგომ პირის ღრუში – კბილებზე. განსაზღვრული დროის მანძილზე კარბამიდის ზეჟანგი იშლება და აქტიური ჟანგბადი აღწევს კბილის მინანქარში და დენტინში. ხდება ფერშეცვლილი უბნების გათეთრება. კბილები თეთრდება ამასთან არ ხდება კბილის დაზიანება

ამდენად უსაფრთხოა გათეთრების პროცესი?

„ჰოლივუდის ღიმილის“ და თეთრი კბილების მსურველებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვები: „კარგი ვთქვათ გავითეთრე კბილები, მერე? ეს მავნეა? რა მოუვა ჩემი კბილების მინანქარს მაგალითად 1, 5, ან 15 წელიწადში? ხომ არ დამიზიანდება?

აღნიშნულ შიშს ადამიანების ცუდი ინფორმატიულობა უდევს საფუძვლად (არამარტო პაციენტების არამედ ექიმებისაც). კბილების გათეთრების პროცესზე და ქიმიური გათეთრების მექანიზმებზე არსებული შიშები, თითქოსდა მინანქარი იბზარება, სკდება. ხშირად მას თეთრეულის ქლორშემცველი ნივთიერებებით გათეთრებასაც ადარებან .

სინამდვილეში კბილების გათეთრებას არანაირი ზიანი არ მოაქვს კბილებისათვის: არც მინანქრისათვის, არც დენტინისათვის და არც ფესვებისათვის. ქიმიური გათეთრების პროცესში ხდება მხოლოდ მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (OO), გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგი (ჩვენს შემთხვევაში კარბამიდის ზეჟანგი). შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.

trays-apply-gelროდის დავინახავ შედეგს?

შედეგი ხშირად ჩანს მეორე დღესვე. ოპტიმალური ბუნებრივი სითეთრე ძირითადად მიიღწევა 7 დან 10- დღის მანძილზე. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საწყის მდგომარეობაზე.

როგორ შევინარჩუნო მიღებული შედეგი?

გათეთრების კურსის დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთ პროდუქტებს და სასმელებს, რაც შეიცავს ბუნებრივ საღებავებს (ყავა, ჩაი, შავი ღვინო). ასევე უნდა შეამციროთ დღის განმავლობაში მიღებული ნიკოტინის რაოდენობა. ასევე აღნიშნული პროდუქტების მიღება უნდა შემცირდეს გათეთრების შემდგომაც.

მას შემდეგ რაც თქვენი კბილები გახდა თეთრი და ქათქათა, აუცილებელია მათი შენარჩუნება. მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენა, გამოიხეხეთ კბილები დღეში 2ჯერ და ყოველი ბუნებრივი საღებავების შემცველი საკვების მოხმარების შემდგომაც. გამოიყენეთ დამატებითი ჰიგიენური საშუალებები (ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშუა ჯაგრულები).  ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი სავლებები და კბილის პასტები მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად

Read Full Post »