Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლინგვალური ბრეკეტები’

ბრეკეტიიცით რომელი ბრეკეტებია ყველაზე ხელმისაწვდომი და უნივერსალური? რა თქმა უნდა მეტალის.  მინდა უფრო განვავრცო ეს თემა და აგიხსნათ თუ რა სახის მეტალის ბრეკეტებია დღეს ბაზარზე, რით განსხვავდებიან, რა ღირს. როგორც ამბობებ კლასიკა ყველა დროში კლასიკაა.

რა სახის მეტალის ბრეკეტები არსებობს? 

კლასიკურად ითვლება ყველასთვის კარგად ცნობილი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტ-სისტემა, რომელიც მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირებზე. სამწუხაროდ იგი საკმაოდ შესამჩნევია და არ გამოირჩევა ესთეტიურობით. მწარმოებელი ფირმები მუხლჩაუხრელად მუშაობენ რათა გამოასწორონ ეს ნაკლი, რაც უამრავ პაციენტს მკურნალობის დაწყების სურვილს უფრთხობს. რიგი მწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ მინი ბრეკეტებს, რაც ნაკლებ შესამჩნევია.

მეტალის ბრეკეტები

კლასიკური ბრეკეტ-სისტემების გარდა, რომლებიც დამზადებულია მეტალისაგან და მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირებზე არსებობს მეტალის ბრეკეტების კიდევ სხვა სახეობები. ისინი შესაძლოა იყოს, როგორც ვესტიბულარული ასევე ლინგვალური (ანუ ენისკენა), რომლებიც მაგრდება კბილების შედა ზედაპირებზე, რაც მათ აბსოლუტურად უხილავს ხდის.  ულიგატურო ანუ თვითლიგირებადი მეტალის ბრეკეტები – აღნიშნული სისტემის კიდევ ერთი სახეცვლილებაა, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული ლიგატურების არ ქონონით. ულიგატურო მეტალის ბრეკეტები შესაძლოა იყოს, როგორც ვესტიბულარული ასევე ლინგვალური.

რა დრო სჭირდება მეტალის ბრეკეტების შეგუებას?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბრეკეტებს დაიყენებთ ვესტიბულარულს თუ ლინგვალურს. ვესტიბულარი ბრეკეტების ადაპტაცია არის ყველაზე სწრაფი და კომფორტული. პირველი სამი დღე პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, ტკივილი კბილების არეში, სერიოზული დისკომფორტი ღეჭვის, ყლაპვის და საუბრის დროს. მაგრამ, ნელ-ნელა ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულს და ადამიანიც პრაქტიკულად ვეღარ ამჩნევს მას.

ლინგვალური ბრეკეტების ადაპტაციის პერიოდი ცოტა განსხვავებულია. ვინაიდან ბრეკეტები მაგრდება კბილების შიდა ზედაპირებზე და შესაბამისად იქ არის ენა, შეგუების პროცესი შესაძლოა გართულდეს და გახანგრძლივდეს. ძირითადი პრობლემა დიქციის დარღვევაა. საერთო ჯამში შეგუების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტზე და ბრეკეტების სახეობაზე.

მეტალის ბრეკეტირამდენად მარტივია მეტალის ბრეკეტების მოვლა?

მეტალის ბრეკეტების მოვლის პრინციპები ერთნაირია, მისი ყველა სახესხვაობისთვის. რეკომენდებულია კბილების ხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ოთხი სახის მოწყობილობით: კბილთაშუა ჯაგრისი, ელექტრო ჯაგრისი, სპეციალური ორთოდონტიული კბილის ჯაგრისი და ირიგატორი. დილით და საღამოს ასევე შეიძლება სუპერფლოსების გამოყენება ბრეკეტების და კბილთაშორისი სივრცეების გასაწმენდად. სამ თვეში ერთხელ, ხოლო ლინგვალური ბრეკეტების შემთხვევაში თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი ღრმა წმენდის ჩასატარებლად. შეზღუდულია მაგარი და წელვადი საკვები პროდუქტების მიღება, რამაც შესაძლოა დააზიანოს ბრეკეტები.

ლინგვალური ბრეკეტების მქონე პაციენტს მოუწევს უფრო მეტი დრო დაუთმოს ბრეკეტების წმენდას, რაგან ისინი განლაგებულია ენისკენა ზედაპირზე. ხოლო ულიგატურო ბრეკეტების შემთხვევაში კბილების წმენდა უფრო გამარტივებული და სწრაფია. ლიგატურების (ანუ რეზინების) არ არსებობა კონსტრუქციას ხდის მარტივს და მოვლაც გაადვილებულია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ დახარჯულ დროში სხვაობა სულ რამოდენიმე წუთია.

ჰიგიენარა თავისებურებები გააჩნია მეტალის ბრეკეტებით მკურნალობას?

მიუხედავად იმისა, ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები არ გამოირჩევა ისეთი სილამაზით, როგორც გამჭირვალე კაპები, სამაგიეროდ გამოირჩევიან მკურნალობის უნიკალურობით და უნივერსალურობით. მეტალის ბრეკეტები ყველაზე საიმედო და ეფექტური ინსტრუმენტია თანკბილვის ანომალიების და კბილების არასწორი დგომის გამოსასწორებლად. იმავ დროულად ლინგვალურ სისტემაზე მკურნალობა მაღალ ესთეტიურობასთან ერთად შესაძლოა დროში უფრო გაჭიანურდეს. ეს კი ძირითადად ხდება დაბალი პროფესიონალიზმის და გამოუცდელი ექიმი-ორთოდონტის შემთხვევაში, ასევე დამოკიდებულია მომსახურების სირთულეზე. როგორც წესი ლინგვალური ბრეკეტები მზადდება ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტზე, დაზიანების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა დიდ დროს მოითხოვს.

განსაკუთრებული დიზაინის წყალობით ულიგატურო თვითლიგირებადი ბრეკეტებმა შესაძლოა დააჩქარონ მკურნალობის პროცესი საწყის ეტაპზე. მაგრამ საერთო ჯამში კონსტრუქციის ტარების ვადები არ იცვლება. თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემა საგრძნობლად ამარტივებს ექიმის მუშაობას და საშუალებას იძლევა მოინახულოთ თქვენი ორთოდონტი 2ჯერ უფრო ნაკლები სიხშირით, ვიდრე ეს დაგჭირდებოდათ ტრადიციული ბრეკეტებით მკურნალობის შემთხვევაში (თვეში ერთხელ).

რა ღირს მეტალის ბრეკეტები?

best-priceმეტალის ბრეკეტების ფასი დამოკიდებულია მის ტიპზე და მწარმოებელზე. დღეისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტებია, ხოლო ყველაზე ძვირი ლინგვალური ბრეკეტებია. მათ შორისაა ულიგატურო ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბრეკეტ სისტემის შერჩევისას მთავარია რა ჯდება მთლიანად მკურნალობა და არა ესა თუ ის ბრეკეტი. ულიგატურო ვესტიბულარული სისტემით მკურნალობა უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტების შემთხვევაში, მაგრამ იაფი ვიდრე ლინგვალური.

მიუხედავად იმისა, რომ ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები ყოველ წლიურად უშვებენ ბრეკეტების ათასგვარ მოდელებს, ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტები არ კარგავენ პოპულარობას. ეს არცაა გასაკვირი! რადგან ჯერ არ მოუგონიათ უფრო ხელმისაწვდომი და უნივერსალური ბრეკეტები. საბედნიეროდ დღეისათვის კბილებზე არსებული “რკინები” არ ითვლება სიმახინჯედ და საშინელებად, პირიქით იწვევს სიმპათიას და პაცივისცემას.

Read Full Post »

ბევრ პაციენტს  ორთოდონტიული მკურნალობის შეთავაზებისას უჩნდება კითხვა: „ეხლა ამ რკინებით როგორ უნდა ვიარო?“

განსაკუთრებით ეს საკითხი მანდილოსნებს აწუხებთ, მათთვის ღიმილი – მამაკაცების გულის დაბყრობის ერთ-ერთი უძლიერესი ინსტრუმენტია. ამიტომ 1,5-2 წლით „რკინების“ ტარება სიკვდილის ტოლფასია.

მინდა დაგამშვიდოთ – სტომატოლოგია ვითარდება და თან დიდი ტემპებით.

მინდა გაგაცნოთ საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე ორთოდონტიული მკურნალობის მეთოდი. ბრეკეტ-სისტემა, რომელიც საერთოდ არ ჩანს.

იგი ძალზედ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ასახავს მედიცინაში თანამედროვე სტომატოლოგიის ტენდენციას, კონკრეტულად კი მკურნალობიდან ადამიანის ფაქტორის გამორიცხვას, მის ინდივიდუალურობას. თქვენ ექიმთან, ხომ შედეგისთვის მიდიხართ, ასე არ არის?

თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი პრაქტიკულად ეხლავე აგიხსნით.

საიდუმლო არაა, რომ მედიცინაში და ცხოვრებაშიც შეცდომების უმრავლესობა მოდის ე.წ. ადამიანურ ფაქტორზე. სადაც არ უნდა ნახოთ – ყოველთვის ცდება ადამიანი.

ამიტომ თანამედროვე ცხოვრების ტენდენცია მდგომარეობს – ავტომატიზაციასა და სტანდარტიზაციაში.  არა მარტო იქ სადაც სამუშო მარტივია და რუტინული, არამედ საპასუხისმგებლოც.

ამან მედიცინამდეც მოაღწია, როდესაც მკურნალობის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ხდება უამრავი ნიუანსისა და ფაქტორის გათვალისწინება. მითუმეტეს იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ექიმს არა მისი კრეატიულობისა და ხელოვნებისათვის მიაკითხეს, არამედ კონკრეტული შედეგის მისაღებად.

საქმისადმი ასეთი მიდგომა აისახება ლინგვალურ ბრეკეტებში. ეს გახლავთ ინდივიდუალურად დამზადებული ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტები ინდივიდუალური რკალებით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მკურნალობის დაგეგმარებას და პროგნოზირებას, აგრეთვე ბრეკეტ-სისტემის და რკალების პარამეტრების გამოთვლას აწარმოებენ სპეციალური კომპიუტერული პროგრამები.

შედეგად პაციენტი იღებს ზუსტად იმ რეზულტატს, რომელსაც ელოდა, ხოლო მკურნალობის პროცესში ორთოდონტიული შეცდომების ალბათობა, პრაქტიკულად გამორიცხულია.

ორთოდონტი ყველა საჭირო გამოკვლევის შემდეგ, იღებს კბილების ანაბეჭდს და აგზავნის გერმანიაში სპეციალურ ლაბორატორიაში. ანაბეჭდებთან ერთად იგზავნება სპეციალური ფორმა, სადაც აღწერილია თანკბილვის მდგომარეობა და სხვა საჭირო ინფორმაცია. გერმანელი ტექნიკოსები მიღებული ანაბეჭდებით ასხამენ მოდელებს. შემდგომ ანაბეჭდები სეგმენტურად იჭრება, ხოლო კბილები დგება საჭირო მიმართულებით. ეს ე.წ. Setup-მოდელებია. ისინი ასახავენ თანკბილვის მდგომარეობას მკურნალობის შემდეგ.

არსებობს უფრო განვითარებული მეთოდი, Setup-მოდელების დამზადების გარეშეც. ამ შემთხვევაში ხდება პაციენტის ანაბეჭდების სკანირება, ხოლო კბილების გადაადგილება და მკურნალობის პროგნოზირება ხდება სპეციუალურ პროგრამაში.

შემდგომი ეტაპი – ხდება Setup-მოდელების და ანაბეჭდების სკანირება. ამის მიხედვით კომპიუტერი ითვლის ბრეკეტების და რკალების პარამეტრებს.

აღნიშნული გამოთვლებით სპეციალური აპარატი ამზადებს ინდივიდუალურ ბრეკეტებს. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეულ კბილს შეესაბამება თავისი ორიგინალური ბრეკეტი, რაც მკურნალობას მატებს შედეგიანობას და კომფორტულობას.

დამზადებული ბრეკეტები ფიქსირდება სპეციალურ კაპაში, მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით.  კომპლექტდება რკალებით, საჭირო დოკუმენტაციით და იგზავნება მკურნალ-ექიმთან.

ამანათი შეიცავს სადიაგნოსტიკო და Setup-მოდელებს, კაპებში მოთავსებულ ინდივიდუალურ ბრეკეტებს, მთელი მკურნალობის პერიოდით განსაზღვრულ რკალების კომპლექტს. მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას.

შეგვიძლია დავიწყოთ მკურნალობა.

ბრეკეტების ფიქსაციის წინ ყველა პაციენტს ესაჭიროება პირის ღრუს სანაცია, პროფესიონალური წმენდა და ინდივიდუალური ჰიგიენის უნარ-ჩვევების შესწავლა.

პირველ რიგში ექიმი ხსნის რბილ ნადებს. შემდგომ ენისკენა ზედაპირზე მჟავური გრავირებისათვის თავსდება სპეციალური გელი. მიზანი – მინანქარზე ხაოიანი ზედაპირს შექმნა ადგეზივის უკეთესი ფიქსაციისათვის. გელს სპეციალურად აქვს ასეთი შეფერილობა რათა მოხდეს მისი არსებობის კონტროლი. 30-40 წამში ხდება მისი ჩამორეცხვა კბილებიდან, ხოლო შექმნილ ხაოიან ზედაპირზე თავსდება ადგეზივი (ბონდი). იგი საჭიროა მინანქარზე ბრეკეტების საფიქსაციო მასალის უკეთესი მიმაგრებისათვის. სანამ ასისტენტი ანათებს ადგეზივს ექიმი ბრეკეტების შიდა ზედაპირზე ათავსებს სპეციალურ საფიქსაციო მასას. ფიქსაციისათვის გამოიყენება სპეციალური ორკომპონენტიანი, ორმაგი (ქიმიური და სხივური) გამყარებადი მასალა. ვინაიდან ბრეკეტები კაპაშია, მათი პოზიცირება არ ხდება. ექიმი უბრალოდ ათავსებს კაპას კბილებზე, შემდგომ კი ანათებს მათ. შედეგად ბრეკეტები ეწებება კბილებს საჭირო ადგილებზე. ექიმს ისღა დარჩენია, რომ მოხსნას კაპა და დაამაგროს რკალი.

აი მკურნალობაც დაიწყო!

მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც ვესტიბულარული სახის ბრეკეტებისას. რკალი დამზადებულის ფორმის მახსოვრობის მქონე მასალისაგან, გააჩნია გარკვეული მოხრა და სიმყარე. ბრეკეტებზე ფიქსირებული რკალი თანდათან უბრუნდება თავდაპირველ ფორმას (როგორც ზამბარა), ეს ზეწოლა გადაეცემა ბრეკეტებს. შედეგად გადაადგილდება კბილები.

უნდა აღინიშნოს, რომ ორთოდონტიაში ძალზედ მნიშვნელოვან, როლს ასრულებს ბრეკეტების პოზიცირება და რკალების თვისებები. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, თუკი ბრეკეტი დამაგრდა შეცდომით, შეიძლება მივიღოთ სერიოზული გართულება, კბილის დაკარგვაც კი.

ინდივიდუალური ბრეკეტების სისტემით, არასწორი პოზიცირება გამორიცხულია, რადგან თითოეული ბრეკეტი დამზადებულია კონკრეტული სიტუაციისა და კონკრეტული კბილისათვის. უკვე დაფიქსირებულია კაპაში და კბილზე მოთავსებისას იკავებს მისთვის განსაზღვრულ ადგილს. ამიტომ აღნიშნული მკურნალობის მეთოდს გააჩნია წინასწარგანსაზღვრა და არ გვჭირდება მარჩიელობა თუ როგორ შედეგს მივიღებთ მომავალში.

კიდევ ერთი პლიუსი – საშუალება გვაქვს ბრეკეტები გავხადოთ ძალზედ კომპაქტურები, რადგან რკალებიც მზადდება ინდივიდუალურად.

ყველაზე თვალსაჩინო პლიუსი კი გახლავთ ღიმილისას მისი სრული არახილვადობა. მათთვის ვისაც აწუხებს ვესტიბულარული  ბრეკეტები ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

Read Full Post »