Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლაქები კბილებზე’

OLYMPUS DIGITAL CAMERAინგლისურ ენოვან ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც Black Stain – შავი ლაქები, შავი ხაზი. აღნიშნული ელემენტები ძალიან ხშირია ბავშვთა სტომატოლოგიაში. დიაგნოსტიკა ხდება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება 1 მილიმეტრის ზომის შავი ხაზი ღრძილების გასწვრივ – კბილებზე. აღნიშნული შავი ფერი შეიძლება შეგვხვდეს წერტილების ან ლაქების სახით განლაგებული ენისკენა და სასისკენა ზედაპირებზე. შავი ფერის ნადები ჩნდება ადრეული ბავშვობის ასაკში, პიკს აღწევს პუბერტულ და მოზარდობის ასაკში და ასევე შესაძლოა შეგვხვდეს მოზრდილებშიც.

ეტიოლოგია (გამომწვევი მიზეზი)

შავ ნადებს იწვევენ ანაერობული ქრომოგენული ბაქტერიები. ძირითადი გამომწვევები არიან აქტინომიცეტები (გრამდადებითი ბაქტერიები Actinomices Israeli, Actinomices Naeslundi), რომლებიც აწარმოებენ წყალბადს. შედარებით იშვიათი გამომწვევებია გრამუარყოფითი ბაქტერიები: Potphyromonas და Prevotella melaninogenica. ავტორები აღნიშნული ნადების შავ ფერს დიდი ხნის განმავლობაში მელანინს და რკინის სულფატს უკავშირებდნენ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ შავი ფერის პიგმენტი, ე.წ. Black Stain წარმოადგენს რკინის დეპოს კბილის ზედაპირზე, რომელიც ყალიბდება წყალბადის სულფატის და ნ132_26675ce2ერწყვში არსებული რკინის ქიმიური ურთიერთ ქმედების შედეგად. წყალბადი სულფატი ფორმირდება ანაერობული ბაქტერიების აქტინომიცეტების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც თავის მხრივ აწარმოებენ წყალბადს. წყალბადის პროპორცია შესაძლებელია განსხვავებული იყოს სხვადასხვა ინდივიდში. რკინა ნერწყვში შეიძლება მოხვდეს საკვების გზით ან ღრძილებიდან სისხლდენის დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ შავი ლაქები მიდრეკილია კალციფიკაციისკენ. შავი ნადები შედგება რკინის უხსნადი მარილებისგან, რომელიც შეიცავს კალციუმს და არაორგანულ ფოსფორს. Frisken-ის და სხვა ავტორების მონაცემების მიხედვით, ანაერობული ბაქტერიების კოლონიზაცია ბავშვებში შესაძლებელია კბილების ამოჭრამდეც. აღნიშნული კვლევების მიხედვით ბაქტერიების კოლონიზაცია იწყება საკმაოდ ადრე და ნარჩუნდება ბავშვობიდან მოზრდილ ასაკამდე. ბაქტერიების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს პუბერტულ ასაკში, სქესობრივი ჰორმონების აქტივობის მატებასთან ერთად. ნერწყვს დამცავი ფუნქცია აქვს: ის ანეიტრალებს კბილების დემინერალიზაციის გამომწვევ მჟავეებს, რომლებსაც გამოყოფენ კბილების ლაქებზე არსებული ბაქტერიები. კალციუმით, არაორგანული ფოსფორით და ცილებით გამდიდრებული კვების რეჟიმი ზრდის ნერწყვის დამცავ ფუნქციას.

1989 წელს შეაფასეს 4-16 წლის ასაკის ბავშვების ნერწყვის ქიმიური შემადგენლობა ორ ჯგუფში: ნაწილს ჰქონდა შავი ნადები კბილებზე და ნაწილს – არ ჰქონდა. იმ ბავშვების ნერწყვში, ვისაც კბილებზე შავი ფერის ლაქები აღენიშნებოდა, საგრძნობლად მომატებული აღმოჩნდა კალციუმი, არაორგანული ფოსფორი და ცილები, ხოლო ნაკლები რაოდენობით – გლუკოზა.

ეპიდემიოლოგია

OLYMPUS DIGITAL CAMERAეპიდემიოლოგიური მონაცემები განსხვავებულია ავტორების, კვლევების და ქვეყნების მიხედვით. 1960-1970 წლების ერთ-ერთი მონაცემების მიხედვით 11-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში შავი ფერის ნადების გავრცელება იყო 20%; იტალიაში – 19.9% 7-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში; გერმანიაში – 4.6% 6 დან 10 წლამდე. ბრაზილიაში – 9.3% 3 დან 5 წლის ასაკამდე.

ნადებებს გააჩნია მიდრეკილება კბილის ქვების დაგროვება-დალექვისაკენ, ის მაგრად ეჭიდება კბილის მინანქარს და პირის ღრუს ჩვეული ჰიგიენური ღონისძიებებით და საშუალებებით მოცილებას შეუძლებელს ხდის. მის ქვეშ მდებარე მინაქარი უმეტესწილად ჯანმრთელია. ნადებს ძირითადად ახასიათებს ესთეტიკური დისკომფორტი; კბილების გაწმენდა ხდება კლინიკაში სპეციალური აპარატების დახმარებით.

Read Full Post »