Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კომფორტი’

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ არც ერთი ექიმის ისე არ ეშინია ადამიანს, როგორც სტომატოლოგის. სტომატოლოგის მხოლოდ ერთი ხსენება და შიშის პანიკური შეტევა სახეზეა. ამასთან თავად ექიმებიც სტომატოლოგიურ სავარძელში მოხვედრისას შიშით ცახცახებენ. აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიურში მისვლას ადამიანს აიძულებს მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილი. როგორ მოვახერხოთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნო თუ არა, ასეთი საშინელიც რომ არ იყოს? ამისათვის აუცილებელია გავერკვეთ ჩვენს შიშებში და გავითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა.

არ მიხვიდეთ დანიშნულ დროზე ადრე.

დღეისათვის ყველა ნორმალურ კლინიკაში პაციენტების მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, ამიტომ სრულებით არ არის საჭირო მიხვიდეთ ნახევარი საათით ადრე, ისმინოთ ბორმანქანის და კაბინეტიდან გამომავალი სხვადასხვა ხმები. საბოლოოდ კი ლოდინით მიიყვანოთ თავი ნერვულ სტრესამდე. მოსამზადებლად (თავის მოსაწესრიგებლად, გასახდელად) სრულებით საკმარისია 10 წუთით ადრე მისვლა.

პირველი ვიზიტი – მხოლოდ კონსულტაცია (იმ შემთხვევაში თუკი აუტანელი ტკივილით არ მიხვედით).

კონსულტაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ დარწმუნებული ხართ – საშიში არაფერი გემუქრებათ, სანერვიულოც არაფერი გაქვთ. კონსულტაცია საშუალებას გაძლევთ გაიგოთ თუ რას გააკეთებს ექიმი შემდგომ ვიზიტზე, შესაბამისად გექნებათ დრო მომზადებისათვის. როგორც ცნობილია მოულოდნელობა ერთ-ერთი ფაქტორია, რაც შიშს იწვევს.

თუკი უკვე გქონდათ სტომატოლოგთან ვიზიტის უსიამოვნო მოგონებები, აუცილებლად უამბეთ ამის შესახებ თქვენს ახალ ექიმს.

პაციენტების უმრავლესობას სტომატოლოგთან ვიზიტისაგან აკავებს წარსულში ცუდი გამოცდილება. ადამიანები არ ჩქარობენ სტომატოლოგთან ვიზიტს და საკუთარ თავზე ცდიან ყველანაირ ხალხურ საშუალებებს. გაუზიარეთ ექიმს თვენი ისტორია, ეს ნაწილობრივ  შეგიმსუბუქებთ შიშის შეგრძნებას, ხოლო ექიმი მიიღებს აუცილებელ ინფორმაციას, რათა არ გაიმეოროს კოლეგის შეცდომა და თქვენი ვიზიტი გახადოს მაქსიმალურად კომფორტული.

თუკი ექიმმა არ დაიმსახურა თქვენი ნდობა, თამამად მოითხოვეთ მისი გამოცვლა.

თუკი ეჭვი გეპარებათ ექიმის კომპეტენტურობაში, უნდობლობა პირიქით ხელს უშლის მკურნალობის პროცესს. ამიტომ სჯობს მიმართოთ სხვა სპეციალისტს, ვიდრე აქციოთ მკურნალობის პროცესი „ღამის კოშმარად“. თუკი თქვენი თხოვნა სწორედ არის ჩამოყალიბებული, მიწოდებული და არ შეიცავს შეურაცმყოფელ ნამიოკებს თქვენ ყოველთვის გაგიწევენ შესაბამის დახმარებას.

შიშის და ნერვიულობის შემცირება შეიძლება საძილე საშუალებებით.

ნერვიულობა – სტომატოლოგთან ვიზიტის თანმხვედრი მოვლენაა. ამიტომ ვიზიტის წინ დაშვებულია დამამშვიდებლების მიღება. ნუ იტყვით უარს თუკი ექიმი გთავაზობთ „დამამშვიდებელ კოქტეილს“. ხოლო თუკი თქვენ წინასწარ მიიღეთ შესაბამისი ზომები (მაგ.: ვალერიანის ნაყენი), არ დაგავიწყდეთ საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი. რა პრეპარატი, რა დოზით და მკურნალობის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე მიიღეთ.

დაძლიეთ შიში თვალისმომჭრელი ღიმილისთვის!!!  

Read Full Post »