Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კიბო’

ხნის ბუნებრივი ექსტრაქტების გამოყენებით დროებითი ტატუების გაკეთება – ძველი აზიაში და ახლო აღმოსავლეთში დაბადებული ხელოვნებაა. მაგრამ ჩვენ დროში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა, ტრენდი და ეს ძველი ხელოვნების მიმდინარეობა ემსახურება თანამედროვე მიზნებს. Henna Heals ითარგმნება, როგორც “ხნა კურნავს” – მხატვრების ჯგუფი, რომლებიც ქმნიან ლამაზ ტატუებს ხნისგან ქალბატონებისათვის, რომელთაც დაკარგეს თმა კიბოს მკურნალობის და ქიმიოთერაპიის დროს.

ხნის გვირგვინი-ტატუ წარმოადგენს კლასიკურ მცენარეულ მოხაზულობებს, რელიგიურ სიმბოლოებს ან იმედის მომცემ გზავნილებს. 

1

ისინი ეხმარებიან ქალბატონებს და გოგონებს ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ მარტივად გადაიტანონ თმის დაკარგვის ფაქტი.

2 (1)

 

ქიმიოთერაპიის შემდგომ თმის ცვენა ხშირად ახდენს კიბოთი დაავადებული ადამიანების დემორალიზებას.

3

თმის ცვენა აძლიერებს დაავადების გამომწვევ ემოციურ და ფიზიკურ სიმპტომებს.

4

 

“კიბოთი დაავადებუ ლი პაციენტებისთვის ხნის გვირგვინები გარკვეულწილად მკურნალობის ნაწილია”, – აღნიშნავს ფრენსის დარვინი «Henna Heals» დამფუძნებელი.

5

 

“საუბარია იმაზე, რომ ამ ქალბატონებმა დაიბრუნონ საკუთარი სხეულის ნაწილი, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლებოდა ან დაავადებულად ან უბრალოდ სიმახინჯედ”.

6

 

“ასე ისინი ხდებიან ისევ ლამაზები და ქალურები”.

7

 

თმა ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადამიანის იდენტობაში.

8

 

ამიტომ მკურნალობის  ფქიქოლოგიური და სულიერი მეთოდები მიმართულია ზუსტად თმის ცვენის შესაჩერებლად.

9

 

ამ პრობლემის გადაჭრამ უნდა გააუმჯობესოს პაციენტების სიცოცხლის ხარისხი.

10

 

 

11

 

12 13 14

 

გასაოცარია ის რაც კანადელმა მხატვრებმა გააკეთეს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისათვის! იგივე მინდა მოუწოდო ჩვენს ქართველ ხელოვნებსაც.

 

Read Full Post »

შვეციაში, კაროლინის ინსტიტუტში ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრობლემური ღრძილების მქონე ქალბატონები 11-ჯერ უფრო მიდრეკილი არიან სარძევე ჯირკვლის კიბოსადმი. კვლევები ჩატარდა 3000 ადამიანის მონაწილეობით.

კბილის ნადების ბაქტერიები ძირითადად იწვევენ ღრძილების ანთებას. ღრძილების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, კბილები იწყებენ მორყევას. მკურნალობის დაგვიანებას, შესაძლოა მოყვეს კბილების დაკარგვა. სტატისტიკური მონაცემებით კბილების დაკარგვას უფრო ხშირად იწვევს პაროდონტოზი ვიდრე კარიესი.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პირის ღრუს ინფექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც. პირის ღრუდან ბაქტერიებს შეუძლიათ სისხლში მოხვედრა, შედეგად უარყოფითად მოქმედებს გულზე, ორმაგდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკი. ანთებადი ღრძილების მქონე ადამიანები იმყოფებიან ინსტულტის, ბრონქიტის რისკ-ჯგუფში. ხოლო ფეხმძიმე ქალბატონები 7-ჯერ უფრო ხშირად ბადებენ დღენაკლულ ბავშვებს სუსტი წონით.

ღრძილების დაავადება იწყება უმტკივნეულოდ. იყავით ყურადღებით ისეთ სიმპტომების მიმართ, როგორიცაა: ღრძილების გაწითლება, ანთება, შესიება, სისხლდენა, უსიამოვნო გემო და სუნი პირის ღრუში. ჩვენი რჩევაა დროულად დაიწყოთ მკურნალობა, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს აღმოჩენის შემთხვევაში.

ღრძილების ანთების პროფილაქტიკის და მკურნალობის საუკეთესო  საშუალება – ნადების საფუძვლიანი მოშორებაა. კბილების წმენდა დღეში ორჯერ მინიმუმ 3 წუთი. აუცილებელია კბილთაშუა სივრცეების გაწმენდა ფლოსებით და კბილთაშუა ჯაგრულებით, რადგან სწორედ ამ ადგილებში იწყება ღრძილების ანთება. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები (წელიწადში ორჯერ) დაგეხმარებათ დაავადების ადრეული სტადიის აღმოჩენაზე.

Read Full Post »