Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კბილი’

shutterstock_81556129_1300სარძევე კბილის ექსტრაქცია – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლებისათვის. ალბათ ბევრს ახსოვს ეს “საშიში და ბარბაროსული” პროცედურა. დღეისათვის თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში შეგიძლიათ კბილი ამოიღოთ მყუდრო გარემოში ანიმაციური ფილმების ფონზე. მაგრამ, მიუხედავად კომფორტული პირობებისა სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება არ ღირს. თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ სარძევე კბილები ამაზე გვექნება დღეს საუბარი.


რატომაა მნიშვნელოვანი სარძევე კბილები?

დაახლოებით 3 წლის ასაკისათვის ბავშვს ეწყება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, რაც შემდგომ იწვევს კბილების მორყევას და ამოვარდნას. ამგვარად სარძევე თანკბილვა იცვლება მუდმივით. ეს კბილების ცვლის ბუნებრივი პროცესია, რომელიც ძირითადად გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. სარძევე კბილების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია – ისინი ეხმარებიან მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრაში. აგრეთვე ხელს უწყობენ ყბის ძვლების ზრდა-განვითარებას.

nado_li_lechit_molochnie_zubi_02რა საფრთხეების შემცველია სარძევე კბილების ამოღება?

სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვათ ითვლება, როდესაც მუდმივი კბილის ამოსვლამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი. თუკი ბავშვმა დაკარგა კბილი დროზე ადრე, მისი “მეზობელი” კბილები ცდილობენ დაიკავონ ცარიელი ადგილი. შედეგად მუდმივი კბილები ამოდის ქაოტურად, რაც მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას და ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობას. კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი – ყბის განვითარების ტემპის დაკლება, რაც ასევე იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციას – კბილებს არ ჰყოფნით ადგილი და ამოდიან ერთმანეთზე “გადამჯდარები”. ამიტომ სარძევე კბილის ექსტრაქცია – არის პროცედურა, რომელსაც გამოცდილი სტომატოლოგები ატარებენ ძალზედ იშვიათად და გარკვეული ჩვენებიბის მიხედვით.


რა ვქნათ თუკი მოგვიწია რამოდენიმე სარძევე კბილის ამოღება?

47d56af4e6c8თუკი სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება აუცილებელი გახდა საჭიროა ხელოვნური კონსტრუქციების დამზადება. ყველაზე ხშირად ეს გახლავთ მოსახსნელი ფირფიტები ხელოვნური კბილებით. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს კბილთა რკალში კბილების გადანაცვლება და მუდმივი კბილები ამოვიდნენ მათთვის განსაზღვრულ ადგილზე.

როდისაა აუცილებელი სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება)?

არის სიტუაციები, როდესაც სარძევე კბილის ამოღება აუცილებელია. ამისათვის არსებობს ნაწილობრივი და აბსოლუტური ჩვენებები. აბსოლუტურ ჩვენებებს ეკუთვნის lechenie molochnyix zubov_2შემდგომი შემთხვევები:

  • სარძევე კბილი იმდენადაა დაშლილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია;
  • ისეთი კბილის არსებობა, რომლის მკურნალობაც ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია;
  • მუდმივი კბილი ჩანს, ხოლო სარძევე არც კი ინძრევა;
  • ფესვის მწვერვალზე ცისტის არსებობა;
  • ღრძილზე ხვრელარხის არსებობა;
  • მძიმე ფორმის პერიოდონტიტი ან პულპიტი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება მუდმივი კბილის ჩანასახს;
  • სარძევე კბილის ფესვების გაწოვა მიდის შენელებულად, რაც ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას.

აბსოლუტური ჩვენებების გარდა არსებობს ნაწილობრივი ჩვენებები. ყველა გავრცელებული ჩვენებაა: სარძევე კბილი ირყევა მაგრამ არ ძვრება, ან მოძრავი კბილი ქმნის დისკომფორტს, ახდენს ღრძილის ანთების პროვოცირებას რის გამოც ბავშვს საკვების მიღებისას აღენიშნება ტკივილი. ასეთ შემთხვევებში არ ღირს დაცდა თუ როდის მოძვრება კბილი, სჯობს მიმართოთ სპეციალისტს. ნაწილობრივ ჩვენებებს ასევე მიეკუთვნება კბილის მოტეხილობა, udalenie-molochnyh-zubov4ქრონიკული პერიოდონტიტი ან პულპიტი.

სარძევე კბილები რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვთ ზრდასრულებსაც. თუკი არსებობს მუდმივი კბილის ჩანასახი სჯობს დაფიქრდეთ მის ამოღებაზე და მუდმივი კბილის “გამოქაჩვაზე”.


რა სპეციფიკა აქვს სარძევე კბილის ამოღებას?

სარძევე კბილის ამოღება საჭიროებს გარკვეულ სიფრთხილეს და ცოდნას, რადგან ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რაც განპირობებულია სარძევე კბილების აგებულებით. მათ აქვთ თხელი ალვეოლური კედლები, საკმაოდ თხელი და ამავდროულად გრძელი ფესვები ვიდრე მუდმივ კბილებს. თუკი სარძევე კბილი ირყევა შესაძლებელია მისი აპლიკაციური ანესთეზიით (გელით ან სპრეით) ამოღება, სხვა შემთხვევებში უკვე აუცილებელი ხდება ნემსის გაკეთება, თუმცა მას აუცილებლად წინ აპლიკაცია უკეთდება.

როგორ ამოვიღოთ კბილი და არ მოვახდინოთ ბავშვის ფსიქიკის ტრავმირება? 

როგორ ამოუღოთ სარძევე კბილი ბავშვს, რომელიც ტირის და გვეწინააღმდეგება – ძალზედ აქტუალური პრობლემაა. აქ shutterstock_158016329_1300ძალზედ ბევრია დამოკიდებული ექიმის პროფესიონალიზმზე და მშობლების განწყობაზე. კარგი სპეციალისტი ამოიღებს კბილს სწრაფად და უმტკივნეულოდ. მშობლების ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად არ უნდა ეშინოდეთ და არ იყონ ოხვრაში და ვაი-ვიშის ძახებაში. თქვენი ზედმეტი ნერვიულობა ბავშვს უფრო ძაბავს და აფიქრებინებს, რომ რაღაც საშიშთან აქვს საქმე. მიეცით სხვა ბავშვების მაგალითი ან წაახალისეთ მისი სიმამაცე და გამბედაობა. რაც მთავარია ნუ მოატყვილებთ, ტყუილი ყველაზე ცუდი მეგობარია. აუხსენით განუმარტეთ ყველა მოსალოდნელი პროცედურა, თუ საჭიროა დაასწარით სხვა მამაცი და გაბედული ბავშვების თანატოლების მკურნალობას. 

სარძევე კბილები ასრულებენ მნიშვნელოვან, როლს მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებაში, მათზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების ჯანმრთელობა. ამიტომ მათი ნაადრევი ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მხოლოდ მშობელს შეუძლია დაიცვას მისი პირმშო ასეთი მანიპულაციებისგან, რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტებით და ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლით.

Advertisements

Read Full Post »

სტატია დაწერილია ამერიკელი სტომატოლოგის მიერ:

დღეს უკვე როდესაც პენსიაზე ვარ, შემიძლია გადავხედო ჩემს განვლილ ცხოვრებას და გავიცინო – ან ვთქვა ყველაფერი რასაც ვფიქრობ: მე სტომატოლოგი ვარ, რომელსაც სინამდვილეში არ მოსწონდა საკუთარი სამუშაო. რამოდენიმე თვის წინ შემხვდა სტატია „10 მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიტან სტომატოლოგს“, რამაც შთამაგონა დამეწერა შემდეგი სტატია:

  1.  სავარძელისავარძელში ჩაჯდომისას თქვენ ამბობთ: „ვერ ვიტან სტომატოლოგებს“. ნუთუ? როგორც ჩანს თქვენმა მშობლებმა არ გასწავლეს წესიერი ქცევის მანერები. არ იცით, რომ უზრდელობა ადამიანს შეხვედრისას უთხრათ, რომ თქვენ მას ვერ იტანთ. პასუხად მეც მინდა გითხრათ: „მეც ვერ გიტანთ“.
  2. თქვენ მოდიხართ ვიზიტზე და ისეთი შეგრძნებაა თითქოს 1 კვირაა კბილები არ გაგიხეხიათ. მე მყოლია პაციენტები, რომლებიც მოდიოდნენ სუფთა კბილებით, მაგრამ ამასთან ბოდიშს იხდიდნენ, რომ წახემსების შემდეგ ვერ მოახერხეს კბილების გამოხეხვა. ეს მისაღებია. მაგრამ თუკი თქვენ მოდიხართ პირის ღრუში ნადებით 1 კვირიანი დაძველებით…. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი უყურე სისხლს, ჩირქს და „დამპალ“ კბილებს, ეს პირველია რასაც წყობილებიდან გამოვყავარ. ხომ იცით, რომ ვიზიტის დროს ექიმი დაათვალიერებს თქვენს პირის ღრუს. სახლს არ ალაგებთ სტუმრების მოსვლის წინ? თქვენი კბილების მკურნალობისთვის რამოდენიმე საათი გადგევართ თავზე წელში მოხრილი. კეთილი ინებეთ და თავი მაინც მომაჩვენეთ, რომ თქვენთვის სულერთი არ არის ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო და თქვენ ცოტათი მაინც ზრუნავთ თქვენს კბილებზე.
  3. პირის ღრუს ჰიგიენამე დავხარჯე რამოდენიმე საათი თქვენი კბილის მკურნალობაზე, თქვენ კი ფასის გამო იწყებთ წუწუნს. თქვენ ხომ იხდით ფულს, როდესაც გამოდიხართ მაღაზიიდან პროდუქტებით სავსე პარკებით. მე გეხმარებით რათა გაიღიმოთ და შეძლოთ მიირთვათ საკვები. ეს კი დამეთანხმეთ 2 უმნიშვნელოვანესი რამ არის თქვენს ცხოვრებაში.
  4. მე გეუბნებით, რომ კარიესი გაქვთ და უნდა დაიბჟინოთ კბილი, თქვენ კი გადადეთ ვიზიტი თვეები ან წლები. შედეგად კბილი იწყებს ტკივილს. 2-3 კვირიანი ტანჯვის შემდეგ მირეკავთ შაბათს საღამოს, როდესაც მე მეგობრებთან ერთად ვარ და ვისვენებ. მეუბნებით, რომ გტკივათ კბილი, რომელიც უნდა დაგებჟინათ ჯერ კიდევ 1 წლის წინ აგტკივდათ აგერ 2 კვირაა და საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
  5. თქვენ მოდიხართ ჩემთან ითხოვთ შველას და არ მაცდით, რომ ნორმალურად ვიმუშაო. იგრიხებით და იმანჭებით, მაშინ, როდესაც საერთოდ არ არის მტკივნეული. როდესაც გტკენთ მეც ვნერვიულობ. თუკი გტკივათ მითხარით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ აღარ გეტკინოთ. მაგრამ, თუკი თქვენი საქციელი გამოწვეულია სამკურნალო პროცესის სიძულვილით თქვენ მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს. თუკი თქვენ ატრიალებთ ენას გაუჩერებლად, არ აღებთ პირს წესიერად მე ვერ შევძლებთ ჩემი სამუშაოს შესრულებას. ამის მაგივრად დამეხმარეთ, რომ გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია.
  6. ფულითქვენ მირეკავთ და მეუბნებით, რომ: „კბილი, რომელიც მე თქვენ გიმკურნალეთ გტკივათ“. თქვენ ჩემთან მოხვედით კარიესული კბილით. მე კარიესი არ გამიჩენია. თქვენ თავად ხართ ამაში დამნაშავე. მე მხოლოდ ვბჟენ კბილს. ამისათვის მე უნდა გამოვიყენო პატარა ბორი, მოვაშორო კბილიდან დაშლილი ქსოვილები. თუკი ავიღებდი ბორს, გაგიხვრეტდით ბარძაყის ძვალს და შემდგომ რაღაც მასალით ამოვავსებდი, როგორ ფიქრობთ არ გეტკინებოდათ? იგივეა კბილიც.
  7. როდესაც საჭიროა რენტგენის გადაღება იწყებთ  სენსორის კბეჩას. სურათი საჭიროა, რათა დადგინდეს რა ხდება თქვენს კბილში. ვიცი, რომ რიგ შემთხვევებში ადამიანებს მართლაც არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ უმეტესობას ხომ შეუძია 15 წამის განმავლობაში იჯდეს მშვიდად. მეც გადამიღია რენტგენი, ვიცი რომ უსიამოვნო პროცესია, მაგრამ უბრალოდ უნდა მოითმინოთ.
  8. თქვენ მეუბნებით, რომ მე შევიძინე ავტომობილი გაკეთებული გვირგვინის ხარჯზე. მაგრამ თქვენ არ გიყიდიათ ჩემთვის მანქანა. მე დავხარჯე ასობით ათასი დოლარი ჩემს განათლებაზე, დავხარჯე რამოდენიმე საათი რათა გამეკეთებინა თქვენთვის გვირგვინი, იქნებ თქვენ გადაიხადეთ ჩემი სწავლის საფასური? მაგრამ თქვენ ნამდვილად არ გიყიდიათ ჩემთვის მანქანა.
  9. ღიმილითქვენ არ მოდიხართ ან აუქმებთ ვიზიტს ბოლო წუთს. ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ თუკი თქვენ გააცდინეთ ვიზიტი იმიტომ, რომ ჩაწერილი ხართ სილამაზის სალონში ეს უბრალოდ ჩემდამი უპატივისცემლობაა. არა მხოლოდ მე ვკარგავ 2 საათს, არამედ იტანჯება ის ადამიანიც, რომელსაც უარი უთხარი თქვენს გამო. აქვე დავამატებ, რომ თქვენი დაგვიანების შემთხვევაში, მე მიწევს დაგვიანება ყველა შემდგომ პაციენტთან.
  10. მე გესაუბრებით კბილების ბუნებრივ ცვეთაზე, თქვენ კი უარყოფთ. გეგონება დანაშაულში გამოგიჭირეთ. კბილების ცვეთა ეს ნორმალური პროცესია. მე მხოლოდ მიგითითეთ მასზე და გირჩევთ რა უნდა გაკეთდეს მომავლაში უფრო სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

და ბონუსად №11. თქვენ მიცხადებთ, რომ ჩემს მიერ დასმული დიაგნოზი – არასწორია. თუკი ასეთ ჭკვიანი ხართ, რატომ მოხვედით? თავად დაიბჟინეთ საკუთარი კბილები და ჩაისვით გვირგვინები.

და თუკი თქვენ ვერ ამოიცანით საკუთარი თავი ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში, თქვენ მოსწონხართ თქვენს სტომატოლოგს. შესაძლოა თქვენ მისთვის სინათლის სხივი ხართ მთელი სამუშაო დღის მანძილზე.

Read Full Post »

  • კბილი – ადამიანის ორგანიზმის ერთადერთი ელემენტია, რომელსაც არ შეუძლია თვითაღდგენა.
  • ადამიანის ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ყველაზე მაგარი ქსოვილია – ემალი ანუ მინანქარი.
  • ბრიტანულ კუნძულებზე ყველაზე გავრცელებულ საჩუქრად ითვლებოდა კბილის პროთეზები. რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ეშინოდა კბილების დაკარგვის და დაჩქარებული წესით ახალგაზრდა ასაკში იღებდნენ კბილებს.
  • პირველი კბილის ჯაგრისი ნეილონის ჯაგრულებით გამოჩნდა 1938 წელს. მაგრამ მანამდე არსებობდა ჯაგრისები განსხვავებული წარმოშობის ჯაგრულებით. მაგალითად: პირველი ასეთი ჯაგრისები გამოჩნდა ჩინეთში 1498 წელს, მასალად გამოიყენებოდა ღორის ჯაგარი, ცხენის ან მაჩვის ძუა.
  • როგორც ჩინელების უმრავლესობა არც მაო ძედუნი არ იხეხავდა კბილებს. ხეხვის ნაცვლად ივლებდა ჩაის ნაყენს და ღეჭავდა ჩაის ფოთლებს. „რატომ უნდა გავიხეხო კბილები? ვეფხვი იხეხავს?“- თავს იმართლებდა ჩინელი დიქტატორი.
  • ჩინეთში  პირის ღრუს ჯანმრთელობის დონის ასამაღლებლად და კბილებისა და ღრძილების მდგომარეობაზე მოსახლეობაში ინტერესის გასაჩენად შემოღებულ იქნა ნაციონალური დღესასწაული, რომელიც ტარდება ყოველ 20 სექტემბერს და მისი სახელი ითარგმნება, როგორც „საკუთარი კბილების სიყვარულის დღე“.
  • საღეჭი კუნთების აბსოლუტური ძალა ერთ მხარეზე უტოლდება 195 კგ, ხოლო კუნთების შეკუმშვა ორივე მხარეზე, ხანდახან აღწევს 390 კგ. რასაკვირველია ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს პაროდონტი, ამიტომ ჩვეულებრივი საღეჭი დატვირთვა უტოლდება 9-15 კგ (მაქსიმუმ 100კგ, თხილების მტვრევისას).
  • პირველად 1869 წელს სტომატოლოგმა უილიამ სემპლემ  საღეჭ რეზინში დაამატა შაქარი.
  • კბილის პასტის პოპულარული მწარმოებელი კომპანია „კოლგეიტი“ ესპანურად მოსაუბრე ქვეყნებში გარკვეულ პრობლემებს წააწყდა. საქმე იმაშია, რომ სიტყვა „კოლგეიტი“ ესპანურიდან ითარგმნება როგორც „წადი ჩამოეკიდე“.
  • აშშ, შტატ ვერმონტის კანონმდებლობით, ქალს ეკრძალება კბილის პროთეზების ტარება მეუღლის წერილობითი ნებართვის გარეშე.
  • მე-19 საუკუნემდე სანამ დაინერგებოდა ხელოვნური კბილების ფაიფურით დამზადება, პროთეზების მასალად გამოიყენებოდა ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების კბილები. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ინგლისელი სტომატოლოგები ასეთი კბილებით სავსე კასრებით მარაგდებოდნენ.
  • ელექტრო სავარძელი გამოიგონა სტომატოლოგმა. 1881 წელს ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატი, სტომატოლოგი ალფრედ საუტვიკი შემთხვევით გახდა მოხუცი ლოთის სიკვდილის მოწმე, რომელიც დენის დარტყმით გარდაიცვალა. ნახა რა თუ როგორ სწრაფად და ერთი შეხედვით უმტკივნეულოდ დადგა სიკვდილი მან მიმართა მეგობარ სენატორ დევიდ მაკმილანს, რომ შეეცვალათ თოკი დენის მავთულით.
  • თუკი თქვენ მემარჯვენე ხართ, საკვების ძირითად ნაწილს ღეჭავთ მარჯვენა მხარეზე, თუკი მემარცხენე – შესაბამისად მარცხენაზე.
  • საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XI კარზე არისტოკრატი ქალბატონები მხოლოდ სუფით იკვებებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ძლიერ ღეჭვით მოძრაობებს შეეძლოთ სახეზე ნაადრევი ნაოჭების განვითარება.
  • იაპონელი სტომატოლოგები რამოდენიმე საუკუნის წინ კბილებს შიშველი ხელებით იღებდნენ.
  • პირველი „სტომატოლოგები“ იყვნენ ეტრუსკები. მათ ჯერ კიდევ ჩვ. წ აღ-მდე მე-7 საუკუნეში იცოდნენ ძუძუმწოვრების კბილებისაგან ხელოვნური კბილების გამოჭრა, ასევე იცოდნენ საკმაოდ მყარი მასალისაგან ხიდისებრი პროთეზების დამზადება.
  •  კბილის პროთეზები შეიძლება შეიცავდნენ რადიოაქტიურ ელემენტებს. 1 მილიონი პროთეზიდან დაახლოებით 50% აქვს კერამიკული კომპონენტი ურანის მიკროსკოპული ჩანართით. ურანის გარეშე ხელოვნური ნათებისას პროთეზს ექნებოდა მქრქალი მწვანე ფერი.
  • ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის მონაცემებით სკოლის მოსწავლეების ნახევარზე მეტს მუდმივ კბილებზე არ აღენიშნებათ კარიესი. 70 წლებში ეს რიცხვი 26% არ სცილდებოდა.
  • ძვლოვან ქსოვილში კალციუმის საჭიროების მიუხედავად, ადამიანის ორგანიზმის კალციუმის 99% შეიცავს კბილები.
  • ყველაზე პირველი ორთოდონტიული მოწყობილობა დაამზადა პიერ ფოშარმა 1728 წელს. იგი წარმოადგენდა ლითონის თხელ ზოლს, მიმაგრებულს კბილებზე ძაფის საშუალებით.
  • ჯორჯ ვაშინგტონი, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი კბილები, ძალზედ ყურადღებით უვლიდა საკუთარი ექვსი ცხენი კბილებს, მისი ბრძანებით ყოველდღიურად ხდებოდა საყვარელი ცხენების კბილების დათვალიერება და გაწმენდა.
  • კვლევებით დასტურდება, რომ შოკოლადში შემავალი კაკაოს ფხვნილი, შეიცავს კარიესის საწინააღმდეგო კომპონენტებს.
  • თუკი ერთ კვერცხუჯრედიანი ტყუპებიდან რომელიმეს არ აქვს ესა თუ ის კბილი, იგივე დეფექტი აღენიშნება მეორე ტყუპსაც.
  • კბილის პასტა დაახლოებით 5000 წლის წინ იქნა გამოგონილი ეგვიპტელების მიერ.  იგი წარმოადგენდა პემზისა და ღვინის ნაერთს. ადრეული რომის იმპერიიდან მოყოლებული მე-18 საუკუნემდე კბილის პასტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო შარდი, რადგან მასში შემავალ ამიაკს აქვს შესანიშნავი გამწმენდი თვისებები. ამიაკი დღესაც ბევრი კბილის პასტი შემადგენლობაშია.
  • დღე-ღამეში პირის ღრუში წარმოიქმნება დაახლოებით 1,4-1,5 ლიტრი ნერწყვი.
  • ქალაქ პროვიდენსის მაღაზიებს როდ აილენდის შტატიდან (აშშ), შაბათობით ეკრძალებათ კბილის ჯაგრისების გაყიდვა.
  • ალმასების მხოლოდ 20% განიცდის დამუშავებას, დანარჩენი ალმასი მისი სიმაგრიდან გამომდინარე მიდის სხვადასხვა ინსტრუმენტების დამზადებაზე, როგორიცაა მაგალითად სტომატოლოგიური ბორები.
  • 1790 წელს ჯონ გრინვუდის მიერ გამოგონილ იქნა ბორი.
  • ყველაზე ძვირადღირებული კბილი გახდა ისააკ ნიუტონის კბილი, რომელიც 1816 წელს გაიყიდა 730 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 3241$). შემდგომ მისმა მფლობელმა არისტოკრატმა იგი ჩასვა ბეჭედში.
  • 1867 წელს ლუსი ტეილორი გახდა პირველი დიპლომირებული სტომატოლოგი აშშ.
  • მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება პაროდონტის დაზიანება, ისეთი როგორიცაა მაგალითად გინგივიტი (ღრძილების ანთება). იშვიათად თუკი ვინმე გადაურჩება მის ამა თუ იმ ფორმას.
  •  ყოველ წლიურად ამერიკელი სტომატოლოგები დაახლოებით 13 ტონა ოქროს ხარჯავენ ხიდების, გვირგვინების, ჩანართების და კბილის პროთეზების დასამზადებლად.
  • 1999 წლის 19 აპრილს არიზონას შტატი, ქალაქ ფენიქსში ჩატარდა აქცია „ჯანმრთელი ღიმილისათვის“. 1365 ამერიკელი მოსწავლე კბილის ჯაგრისის ფორმის გამოსახულებით 3 წუთი და 3 წამი ერთდროულად იხეხავდა კბილებს.

Read Full Post »

თუ მართლა გტკივათ კბილი, არ დავიწყებთ, რომ დროულად უნდა მიგემართათ თქვენი სტომატოლოგისთვის, მაგრამ….

პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა მიმართოთ ექიმს. თუკი ეს შეუძლებელია (კბილებმა იციან უდროოდ ატკიება, მაგ.: პარასკევს საღამოს გაფრენის წინ, ან 31 დეკემბერს 18:00, რაც რათქმა უნდა მეტყველებს, რომ დროულად უნდა მისულიყავით ექიმთან), მაშინ:

1. არ გაითბოთ მტკივანი ადგილი გარედან! არასოდეს არ შეიხვიოთ, არ მიიდოთ თბილი საფენები და შეეცადეთ არ დაიძინოთ მტკივან მხარეს.

2. მიუხედავად 1 პუნქტისსა, მეორე პარადოქსულად ჟღერს: ყველანაირად ითბეთ მტკივანი ადგილი შიგნიდან! ცხელი სავლებები, ყველაზე სასარგებლოა ნებისმიერი სტომატოლოგიური დაავადების გამწვავებისას. ამასთანავე თითქმის სულ ერთია, რითი გამოივლებთ, მთავარია როგორ. პირველ ყოვლისა სავლები უნდა იყოს ცხელი. არა, დამწვრობები ნამდვილად არაა საჭირო, მაგრამ ვერც თბილი სავლები გვიშველის რამეს. გამოვლებები უნდა იყოს ხშირი, არა ნაკლებ 5-10 დღეში, რაც მეტი მით უკეთესი. 1-2 გამოვლება ნამდვილად ვერ გიშველით. ბევრს გამოვლება ეშლება, სავლების ხმაურიან მოძრაობაში პირის ღრუში, ჰგონიათ, რომ რაც უფრო ხმამაღლა აამოძრავებენ ყბებს და გადმოანთხევენ სავლებს პირსაბანში მით უკეთესი იქნება. სინამდვილეში ჩვენ კბილებს ვმკურნალობთ და არა ყელს. ამიტომ გთავაზობთ შედარებით სასიამოვნო ალტერნატივას. აიღეთ წყლით სავსე ჭურჭელი და პატარა ტაშტი, მოთავსდით თქვენს საყვარელ ტელევიზორთან და დაიგუბეთ პირის ღრუში, როცა შეატყობთ, რომ სითხე შეგრილდა გადაანერწყვეთ და გამოცვალეთ. გააგრძელეთ ჭურჭლის დაცლამდე და გაიმეორეთ ერთ საათში. დიდი მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ სპირტი, კონიაკი და სხვა ალკოჰოლური სასმელები სავლებებს არ ეკუთვნის! ბევრი შეგვეკამათება და იტყვის, რომ შველოდა, რაზეც გიპასუხებთ, რომ ბევრს ისედაც შველის და განსაკუთრებით მაშინ, როცა არაფერი არ სტკივათ! ბევრი შარდსაც ივლებს (ამას ურინოთერაპია ჰქვია) ამბობენ, რომ შველის?! ვერ გეტყვით სხვა დაავადებებზე, როგორ, მაგრამ კბილებს ნამდვილად არ შველის.

სავლებად კარგია გვირილის, მუხის ქერქის, სალბის ნახარშები. უკიდურეს შემთხვევაში ცხელი ჩაი და ყავაც გამოდგება (განსაკუთრებით სამსახურში). კარგია მარგანცოვკისა და სოდის სუსტი ხსნარები. სოდა უკეთესად აუსნებოვნებს, მაგრამ მის ხშირ მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ლორწოვანის დამწვრობა, ხოლო პაროდონტიტის დროს იგი საერთოდ მავნეა.

აქედან გამომდინარე სოდით გამოვლება შეიძლება, მაგრამ სუსტი ხსნარით და ნაკლები სიხშირით, თუმცა უკეთესია ბალახები.

3. თუ ანთება საკმაოდ ძლიერია, მხოლოდ სავლ
ებით ვერაფერს გავხდებით. მიიღეთ ტკივილ გამაყუჩებლები და უკიდურეს შემთხვევაში ანტიბიოტიკები. მხოლოდ დაიხსომეთ, თუ დაიწყეთ ანტიბიოტიკის მიღება, პირველ რიგში მიიღეთ ინსტრუქციის მიხედვით და მეორე, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ დროზე ადრე. ამით ხელს შუწყობთ მიკრობების იმუნიტეტის გაძლიერებას წამლების მიმართ.

Read Full Post »