Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კბილის ჯაგრისი’

კბილების ხეხვა

ერთი შეხედვით რა უნდა იყოს კბილების გახეხვაზე ადვილი? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე და ეგაა. მაგრამ არა, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა. ამიტომ კბილების გამოხეხვა – ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ სწავლებას.

მხოლოდ პერსონალური, ინდივიდუალური მიდგომა და ცოდნა, რომელსაც ფლობენ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ დაგეხმარებათ შეცვალოთ ჰიგიენის ჩვევები და უზრუნველყოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

  • კბილების წმენდის ინოვაციური ტექნიკის შესწავლა.
  • სახლის პირობებში გამოსაყენებელი ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
  • რეკომენდაციები ჯენმრთელობის, სითეთრის და სიქათქათის შესანარჩუნებლად

თეორია

გაიცანით, კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი. ამიტომ გონიერი სტომატოლოგები ნებისმიერ თემაზე საუბარს იწყებენ შეკითხვით:  „აბა, როგორ იხეხავთ კბილებს?“

ნადები, კბილები

ფაქტია!

კბილების პროფესიონალური წმენდა წელიწადში ორჯერ ამცირებს ღრძილების დაავადების რისკს 80%, კარიესს – 60%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაგრისებზე

ფიქრობთ, რომ მაგარი ჯაგრისი უკეთ აშორებს ნადებს?

მაგარი ჯაგრისი

  • მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადილებში. მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დატანებაც სახიფათოა!
  • კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები რბილია. არ არის საჭირო მისი გამოფხეკა! უკიდურეს შემთხვევაში  მისი მოშორება შესაძლებელია რბილი ქსოვილითაც.ჯაგრულები
  • რბილი ჯაგრისიც მცირე ზემოქმედებით მშვენივრად ედება არასწორ ზედაპირს.
  • ჯაგრულების სისქე – 0,1 მმ!
  • 10 ჯერ მეტი ჯაგრულები ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით!კბილის ჯაგრისი

კბილების ხეხვის ხელოვნება

  • ჯაგრულები განათავსეთ 45კუთხით
  • 50% ჯაგრისის ზედაპირი – ღრძილის მიდამოში
  • 50% კბილის ზედაპირზეხეხვა

რბილი ჯაგრისები – ღრმა და ფაქიზი წმენდა მგრძნობიარე ღრძილის კიდეების, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

ტექნიკა სოლო – ყველა კბილის ინდივიდუალური წმენდა

  • ყოველი კბილი იწმინდება სათითაოდ
  • კბილის ნადები სრული კონტროლი
  • იდეალურია შემდეგ ადგილებში გამოსაყენებლად: იმპლანტების გარშემო, უკანა კბილებზე, ცალკე მდგომი კბილების, ბრეკეტები და ორთოპედიული კონსტრუქციების (ატაჩმენების) გარშემო.სოლო კბილის ჯაგრისი

კბილთაშუა სივრცეების წმენდა

  • სწორად შერჩეული კბილთაშუა ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილის ნადების სრულ კონტროლს კბილთაშუა სივრცეებშიკბილთაშუა ჯაგრისი

arc7-8ენის წმენდა

  • ენის ზედაპირზე არსებულ ნაოჭებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.
  • გამოიყენეთ ენის საწმენდები ენის ზედაპირიდან საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.arc11111
Advertisements

Read Full Post »

დაივიწყეთ ელექტრო კბილის ჯაგრისი, რომელიც გამაღიზიანებელ ერთი და იგივე მელოდიას იმეორებს. Q-Trax-ის ჩართვით შეგიძლია აირჩიო სასურველი მუსიკა. მას ასევე აქვს FM-რადიო, რაც აღნიშნულ პროდუქტს ქმნის უფრო სასურველს, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოუსმინო სიახლეებს, საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობას და საყვარელ მუსიკას.

toothbrush-nextgen---creativelab-design

Q-Trax-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ხმოვანი ფაილების მხარდაჭერა MP3, WMA და WAV
  • კითხულობს Micro-SD ბარათს 8 გბ-მდე
  • FM-რადიო და FM Podcast: შეუძლია 30 სადგურის დამახსოვრება
  •  დიქტოფონი:  WAV ფორმატი/იწერს 88 ან 128Kbps
  • კვების წყარო: ლითიუმის აკუმულატორი
  • ელემენტის სამუშაო დრო: 8 საათი
  • ეკრანი:  1.1 “LCD
  • ინტერფეისი: USB 2.0 High Speed
  • 6 წინასწარ დაპროგრამებული ეკვალაიზერი: Normal, Pop, Rock, Classical, Jazz & Bass
  • აქვს შემდეგი ენების მხარდაჭერა: English, French, German, Spanish, Portuguese, Italian & Dutch
  • Play Mode: Normal, Repeat one, Repeat all, alietório, file a Repeat, Repeat all files
  • კონტრასტულობა: 1 – 6-მდე
  • უკანაფონის (Background) ფერი: წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ყვითელი, თეთრი.
  •  Background: Always Off, 5 წამი, 10 წამი, Always On
  • ღილაკი: ON / OFF
  • სიხშირე: 20HZ-20KHZ
  • ID3 ფუნქცია: კარაოკე და LRC Lyrics სუბტიტრები
  • S / N ratio: > 88 dB

ინფორმაციის წყარო: http://www.netdentista.com/2009/03/escova-de-dente-com-leitor-de-mp3.html

Read Full Post »

კორეელი დიზაინერების ჯგუფმა შეიმუშავა ჭკვიანი ჯაგრისი-ფლეშის კონცეპტი. რომელიც ძლებს სამ თვეზე მეტს, რადგან განიცდის ჯაგრულების სისტემატიურ სტერილიზაციას. ჯაგრისის გასასტერილებლად საჭიროა მისთვის სახურავის დახურება და კომპიუტერთან მიერთება, როგორც ფლეშ მეხსიერების.  აღნიშნული კბილის ჯაგრისით მარტივი და უსაფრთხოა მოგზაურობა, თქვენ მუდამ შეგიძლიათ თქვენი ჯაგრისის 100% გასტერილება.

კბილის ჯაგრისი თითქოს და არაფერი განსაკუთრებული. ჩვეულებრივი ტენვადი ელექტრონული ჯაგრისი. თუმცა მას ხდის შეუდარებელს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იგი სტერილდება, კლავს ჯაგრისზე არსებულ ყველა პათოგენურ ბაქტერიას.

ჯაგრისის ბაზისში მოთავსებულია მოწყობილობა, რომელიც ულტრაიისფერი ნათების საშუალებით კლავს ბაქტერიებს. რაც თქვენ მოგეთხოვებათ ეს კბილის ჯაგრისის შემობრუნება და კომპიუტერთან მიერთებაა

Read Full Post »

ვაგრძელებ კბილის ჯაგრისების თემას და მინდა წარმოგიდგინოთ ნანო კბილის ჯაგრისი

უბრალოდ დაამატეთ წყალი – ნანო კბილის ჯაგრისი უკვე გაყიდვაშია.

რამოდენიმე თვის წინ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საჩუქრების 71 საერთაშორისო გამოფენაზე (Tokyo International Gift Show 2011) წარმოდგენილი იქნა უნიკალური კბილის ჯაგრისი, რომლითაც შესაძლებელია კბილების გახეხვა პასტის გარეშე.

აღნიშნული გამოგონება ალბათ დიდ ინტერესს გამოიწვევს ქართველ მომხმარებელშიც. რას წარმოადგენს იაპონური ფირმა Yume Shokunin– ის მიერ წარმოებული, ეს საოცარი კბილის ჯაგრისი სახელად MISOKA?

თავისი ფორმის მიხედვით ეს ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისია, ნეილონის ჯაგრულებით, მაგრამ ასე ჩანს მხოლოდ შეუიარაღებელი თვალით. საქმე იმაშია, რომ იაპონელმა მეცნიერებმა შესძლეს თითოეულ ჯაგრულაზე მინერალების შემცველი (ალბათ უფრო ჰიდროქსიაპატიტის – შემადგენლობა მკაცრად გასაიდუმლოებულია) ნანო-შემავსებლის მოთავსება, რომელიც თავისი შემადგენლობით არაფრით განსხვავდება ადამიანის ორგანიზმში არსებულისგან.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ კბილის ჯაგრისზე მოთავსებული ნანო-შემავსებლები, სრულიად ცვლიან კბილის პასტას და წარმატებით აცილებენ საჭმლის ნარჩენებსა და რბილ ნადებს. უფრო მეტიც ხეხვის დროს კბილები იფარება უმცირესი მინერალური აპკით, რომელიც დიდი ხნით იცავს კბილის ემალს ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისაგან, ნადების წარმოქმინასაგან და კარიესისგან.

ნანო-კბილის ჯაგრისის „ასამუშავებლად“ საკმარისია მისი წყლით დასველება. კბილების ხეხვის პროცესი იგივეა, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით, დღეში ორჯერ 3 წუთის განმავლობაში, სასურველია ჭამის შემდეგ 15 წუთიანი ინტერვალით.

ახალი გამოგონება იდეალურია, როგორც პატარებისთვის, რომელთაც ხეხვის დროს ხშირად ეყლაპებათ კბილის პასტა, ასევე დიდებისათვისაც, რომლებსაც სამსახურში არ აქვთ კბილების პასტით გამოხეხვის საშუალება.

რუსეთში აღნიშნული კბილის ჯაგრისი შესაძლოა შეიძინოთ  650 რუბლად ანუ 23$

ხოლო იაპონიაში აღნიშნული კბილის ჯაგრისი ღირს მხოლოდ 1050 იენი ანუ 13$

არც ისე ძვირია ჩემი აზრით 🙂

საქართველოში მე მგონი ჯერ არ იყიდება.

Read Full Post »

როგორც ხედავთ, ეს გახლავთ ორმხრივი ელექტრო ჯაგრისი, რომელიც ერთდროულად წმენდს კბილებს, როგორც ზედა ასევე ქვედა ყბაზე. U-shaped design წყალობით შესაძლებელი ერთი გასმით კბილის მთლიანად გაწმენდა. მას ერთდროულად ექვსი ზედაპირის გაწმენდა შეუძლია.

აღნიშნული კბილის ჯაგრისი ცნობილია, როგორც ელექტრო ჯაგრისი 30 წამი, electric toothbrush 30 seconds 

ახლა უკვე ყვითელი კბილებით და ნადებით სიარულს აღარანაირი გამართლება აღარ ექნება. ხო მართლა აღნიშნული კბილის ჯაგრისი 72 ევრო ან 99.95$ ღირს.

Read Full Post »