Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კბილთაშუა სივრცეები’

კბილების ხეხვა

ერთი შეხედვით რა უნდა იყოს კბილების გახეხვაზე ადვილი? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე და ეგაა. მაგრამ არა, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა. ამიტომ კბილების გამოხეხვა – ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ სწავლებას.

მხოლოდ პერსონალური, ინდივიდუალური მიდგომა და ცოდნა, რომელსაც ფლობენ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ დაგეხმარებათ შეცვალოთ ჰიგიენის ჩვევები და უზრუნველყოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

  • კბილების წმენდის ინოვაციური ტექნიკის შესწავლა.
  • სახლის პირობებში გამოსაყენებელი ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
  • რეკომენდაციები ჯენმრთელობის, სითეთრის და სიქათქათის შესანარჩუნებლად

თეორია

გაიცანით, კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი. ამიტომ გონიერი სტომატოლოგები ნებისმიერ თემაზე საუბარს იწყებენ შეკითხვით:  „აბა, როგორ იხეხავთ კბილებს?“

ნადები, კბილები

ფაქტია!

კბილების პროფესიონალური წმენდა წელიწადში ორჯერ ამცირებს ღრძილების დაავადების რისკს 80%, კარიესს – 60%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაგრისებზე

ფიქრობთ, რომ მაგარი ჯაგრისი უკეთ აშორებს ნადებს?

მაგარი ჯაგრისი

  • მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადილებში. მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დატანებაც სახიფათოა!
  • კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები რბილია. არ არის საჭირო მისი გამოფხეკა! უკიდურეს შემთხვევაში  მისი მოშორება შესაძლებელია რბილი ქსოვილითაც.ჯაგრულები
  • რბილი ჯაგრისიც მცირე ზემოქმედებით მშვენივრად ედება არასწორ ზედაპირს.
  • ჯაგრულების სისქე – 0,1 მმ!
  • 10 ჯერ მეტი ჯაგრულები ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით!კბილის ჯაგრისი

კბილების ხეხვის ხელოვნება

  • ჯაგრულები განათავსეთ 45კუთხით
  • 50% ჯაგრისის ზედაპირი – ღრძილის მიდამოში
  • 50% კბილის ზედაპირზეხეხვა

რბილი ჯაგრისები – ღრმა და ფაქიზი წმენდა მგრძნობიარე ღრძილის კიდეების, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

ტექნიკა სოლო – ყველა კბილის ინდივიდუალური წმენდა

  • ყოველი კბილი იწმინდება სათითაოდ
  • კბილის ნადები სრული კონტროლი
  • იდეალურია შემდეგ ადგილებში გამოსაყენებლად: იმპლანტების გარშემო, უკანა კბილებზე, ცალკე მდგომი კბილების, ბრეკეტები და ორთოპედიული კონსტრუქციების (ატაჩმენების) გარშემო.სოლო კბილის ჯაგრისი

კბილთაშუა სივრცეების წმენდა

  • სწორად შერჩეული კბილთაშუა ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილის ნადების სრულ კონტროლს კბილთაშუა სივრცეებშიკბილთაშუა ჯაგრისი

arc7-8ენის წმენდა

  • ენის ზედაპირზე არსებულ ნაოჭებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.
  • გამოიყენეთ ენის საწმენდები ენის ზედაპირიდან საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.arc11111
Advertisements

Read Full Post »

კბილთაშუა სივრცეების წმენდის ტექნიკა

ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ ასუფთავებს, ყველაზე კრიტიკულ და მნიშვნელოვან ადგილს – კბილთაშუა სივრცეს.

კბილის ნადები, რომელიც შეუმჩნეველია და ძნელად მისადგომი, წარმოადგენს კარიესისა და გინგივიტის განვითარების 100% მიზეზს.

მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კბილის ჯაგრისსაც კი არ ძალუძს მთლიანად გამოასუფთავოს ღრძილის მიმდებარე კიდე და გამოწმინდოს კბილთაშუა სივრცეების კრიტიკული ზონები.

კბილთაშუა ჯაგრისების და ჯაგრულების რეგულარული და სწორი მოხმარება, საშუალებას იძლევა აღმოვფხვრათ კბილის ჯაგრისის ძირითადი ნაკლი – ნადების ცუდი კონტროლი კბილთაშუა სივრცეებში.

კბილის ძაფების და კბილის საწმენდების ნაკლოვანებები

 კბილის ძაფების და კბილის საწმენდები, ეფექტურად ვერ ასუფთავებს ვერც კბილის ჩაზნექილ ზედაპირებს, ვერც ღრძილის კიდეს. კბილთაშუა ჯაგრულები კი მარტივად უმკლავდებიან აღნიშნულ დავალებას.

კბილთაშუა სივრცეების სწორი წმენდის  ტექნიკა

მოათავსეთ თქვენი ჯაგრულა კბილთაშუა სივრცის კიდეზე. მოძებნეთ მარტივი მიდგომისათვის იდეალური კუთხე.

ნუ გადაადგილებთ ჯაგრულას კბილთაშუა სივრცის სიღრმეში, უბრალოდ შეცვალეთ დახრის კუთხე ჰორიზონტალურით.

შეიყვანეთ ჯაგრულა კბილთაშუა სივრცეში მანამ სანამ არ გამოვა საპირისპირო მხრიდან. შეასრულეთ ერთი მოძრაობა ”წინა-უკანა მიმართულებით”.

Read Full Post »