Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კბილები და ასაკი’

საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს დიდ ბრიტანეთში. რესპოდენტებს უნდა დაედგინათ ქალბატონის ასაკი ამ სურათების მიხედვით…

… როგორც ჩანს ერთ სურათზე მას ყვითელი კბილები აქვს, ხოლო მეორეზე კომპიუტერით გათეთრებული.

რამდენი წლისაა ქალბატონი? გამოკითხულების უმრავლესობამ გამოთქვა აზრი, რომ თეთრ კბილებიანი მოდელი 13 წლით უმცროსია. მათი აზრით ქალბატონი არაუმეტეს 31 წლისაა, მაშინ როდესაც ყვითელ კბილებიანი ქალბატონის ასაკი შეფასდა 44 წლით.

საინტერესოა გამოკითხვის სხვა დეტალებიც. გამოკითხულების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ თეთრი კბილების მქონე მოსახლეობას უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ კარიერული წინსვლა პირდაპირ დაკავშირებულია კბილების მდგომარეობასთან. რესპოდენტთა 80% დარწმუნებულია, რომ კრიზისის პერიოდში ჰოლივუდის ღიმილის მქონეებს მეტი შანსი აქვთ მიიღონ მაღალ ანაზღაურებადი სამსახური.

გამოკითხულთა ნახევარი დარწმუნებულია, რომ თეთრ კბილებიან მოსახლეობას უმაღლესი განათლება და ფასიანი სკოლები აქვს დამთავრებული. 10-დან ყოველმა მეოთხემ აღნიშნა, რომ ცუდი კბილების მქონე ქალბატონი ალბათ გაუთხოვარია, ხოლო ყოველმა მესამე – რომ გაშორებულია.

Advertisements

Read Full Post »

ბრიტანელმა ქალბატონმა დორი ჰერლიმ 76 წლის ასაკში გაისწორა კბილები. „დაბრეცილი“ კბილების გამო, მას მთელი ცხოვრება რცხვენოდა, ხოლო სტომატოლოგთან შიშის გამო ვერ ახერხებდა მისვლას. და აი ოთხმოცს მიახლოებულმა დორიანმა გადაწყვიტა – ან ეხლა ან არასოდესო. ხოლო თამამი ღიმილის სურვილმა გადაალახინა ბრეკეტების ტარების უხერხულობა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასაკის მიუხედავად ბებოს თავისი კბილები აქვს. უნდა ვაღიაროთ ეს სერიოზული მიღწევაა.

Read Full Post »