Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კბილების გასწორება’

პროფილაქტიკა ორთოდონტიაში აუცილებელია. ჩვენი კლინიკის ექიმები დარწმუნებული არიან, რომ შესაძლებელი და აუცილებელია დაავადების საწყის ეტაპზე მისი აღმოფხვრა ან გართულების შედეგების შემცირება. კარგი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტათ მჭიდრო კონტაქტის და მისი მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის შემთხვევაში. თუკი საუბარია მოზარდ თაობაზე, მშობლები უნდა მოეხმარონ მათ, რათა შესრულდეს მკურნალი ექიმის ყველა დარიგება, დანიშნულ დროს გამოცხადნენ კლინიკაში. მაშინ პრობლემები იქნება დროულად აღმოჩენილი, ხოლო მკურნალობისა და პროფილაქტიკის ტაქტიკა დასახული.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ სტომატოლოგები, მშობლებს ვურჩევთ სერიოზულად მოეკიდონ ბავშვების თანკბილვის ჩამოყალიბებას. აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს 5-6 თვის ასაკში, მოსალოდნელი გადახრები უკვე აღნიშნულ ასაკშივეა შესამჩნევი (მაგ. ენის მოკლე ლაგამი). დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატყუარის შერჩევას, მავნე ჩვევების გადაჩვევას (თითის, სათამაშოს, ფანქრისა და კალმის წოვა; ტუჩის, ენის, ლოყის კვნეტა). აუცილებელია ყურადღება მიექცეს ბავშვის სუნთქვას (არ უნდა სუნთქავდეს პირით), საწოლში სწორი მდებარეობა, აღნაგობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი მომენტი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია

დიდებისთვისაც, მათი დაუცველობა იწვევს თანკბილვის დარღვევებს.

მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ნებისმიერ ასაკში მიეკუთვნება სწორი კვება და პირის ღრუს ჰიგიენა.

საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, კალორიული, დაბალანსებული, შევსებული საჭირო მიკროელემენტებით და ვიტამინებით. არ შეიძლება რაციონიდან მაგარი საკვების, რომელიც ითხოვს საფუძვლიან დაქუცმაცებას და დაღეჭვას ამოღება. დატვირთვა ყბა-სახის კუნთებზე უნდა იყოს საკმარისი. მაგარი საკვები ხელს უწყობს ბავშვის პირის ღრუს მომზადებას კბილების ამოჭრისათვის, ყბების ზრდასა და ფორმირებას.

პირის ღრუს ჰიგიენა ხელს უწყობს კარიესის პროფილაქტიკას. არააქვს მნიშვნელობა ეს სარძევე კბილებია თუ მუდმივი. მოვლას და ყურადღებას ორივე ერთნაირად იმსახურებს. კარიესული კბილები აუცილებლად უნდა იყოს დაბჟენილი, რათა არ მოგვიწოს მათი ამოღება. ორთოდონტები თვლიან, რომ თუკი სარძევე კბილი ნაადრევად იქნა ამოღებული, ხოლო ნაკლული კბილი არ ნახევარი წლის განმავლობაში არ ჩაინაცვლა მუდმივით, აუცილებელი ხდება სპეციალური პროთეზის დამზადება, რომელიც შეინარჩუნებს ადგილს მუდმივი კბილისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობელი კბილები გადაინაცვლებს და ადგილი დაიკარგება. ახალი კბილი ამოვა გვერდულად. ხოლო მუდმივი კბილის ამოღება და მისი დროული ჩაუნაცვლელობა, იწვევს კუნთების არათანაბარ დატვირთვას, დეფორმაციებს, სახის კოსმეტიკურ და ესთეტიკურ დეფექტებს. ჩნდება მწვავე ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობა.

კომპლექსური და ინდივიდუალური პროფილაქტიკური მიდგომა ორთოდონტიაში, საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელი ორგანიზმის პრობლემები.

სწორი დიაგნოსტიკა, თანკბილვის კორექციის სისტემის ინდივიდუალური შერჩევა, ორთოდონტიული აპარატების დამზადების კომპიუტერული სისტემა, უახლესი სახარჯი მასალები, საექიმო კონტროლი მკურნალობის და პროფილაქტიკის ყველა ეტაპზე, „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“  ექიმების უმაღლესი პროფესიონალიზმი, აგრეთვე პაციენტების დაინტერესება და აქტიური მონაწილეობა (პირის ღრუს ჰიგიენა, ექიმის დანიშნულებების შესრულება) – თანკვილვის და კბილების დგომის კორექციის, შედეგიანი მკურნალობის, აუცილებელი პირობების კომპლექსია.

Read Full Post »

მოსახსნელ აპარატებს იყენებენ, როგორც თანამედროვე ორთოდონტიული, კომპლექსური მკურნალობის პირველ ეტაპს. აპარატებს იყენებენ თანკბილვისა და კბილთა რიგის შესამჩნევი დეფორმაციებისას. მოსახსნელი აპარატებით, დამოუკიდებელი ორთოდონტიული მკურნალობა  ძალზედ იშვიათად ტარდება, რიგი უარყოფითი მხარეების გამო: მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტთან თანამშრომლობაზე, რთულია კბილების კოპუსული გადაადგილება ყბის ძვალში.

ორყბიანი აპარატები
მოსახსნელი აპარატები იყოფა ერთყბიან და ორყბიან აპარატებად.

ორყბიანი აპარატები იხმარება ყბის ძვლების აქტიური ზრდის პერიოდში. აპარატის მოქმედება დაფუძნებულია ყბის ზრდის ზონებში ზემოქმედებაზე, ორყბიანი აპარატების ზოგიერთ ტიპს შეუძლია ცალკეული კბილების დგომის შეცვლა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი ამოცანაა. ორყბიანი აპარატები განკუთვილია ღამის საათებში (ძილის დროს) ტარებისათვის.

აპარატები მზადდება სატექნიკო ლაბორატორიაში, პაციენტის ყბის ზომების წინასწარი აღებით.

ერთყბიანი აპარატები

ფირფიტოვანი აპარატები ზედა და ქვედა ყბისათვის. განკუთვნილია 24 საათიან რეჟიმში ტარებისათვის. ამ აპარატებს იყენებენ ზედა კბილთა რკალის გასადიდებლად, კბილების ნორმალურ პოზიციაში დაყენებისათვის.

ორთოდონტიული აპარატების მოვლა

აპარატების წმენდა ხდება ცალკე ჯაგრისით, უპასტოდ, დღეში 2-ჯერ ჰიგიენური პროცედურების დროს. მოსახსნელი კონსტრუქციებისათვის ეფექტურია მალ-ხსნადი ტაბლეტების გამოყენება. აპარატების მოთავსება ასეთ ხსნარებში ხდება ყოველდღიურად  10-20 წუთის განმვალობაში. აპარატების შენახვა სასურველია მყარ კონტეინერებში, მშრალ ადგილას.

შეგუების პერიოდი

შეგუების ხანგრძლივობამ შეიძლება გასტანოს რამოდენიმე დღიდან 3-4 კვირამდე. ვადა ინდივიდუალურია ყველა პაციენტისათვის. შეგუების პერიოდში მატულობს ნერწყვდენა, ჩნდება დიქციასთან და გემოსთან დაკავშირებული პრობლემები. მოსახსნელი აპარატები არ უნდა იწვევდნენ ტკივილს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ორთოდონტს აპარატის კორექციისათვის.

პრეორთოდონტიული ტრეინერები

უკანასკნელი წლებია, ორთოდონტიულ ბაზარზე გაჩნდა მზა მოსახსნელი აპარატები. გარეგნულად ისინი ორყბიან კაპებს წააგავს და მზადდება ელასტომერული პოლიურეთანისგან. განკუთვნილია ღამით ტარებისათვის. მათი სახელი პრეორთოდონტიული ტრეინერებია. ტრეინერი ხელს უშლის პირით სუნთქვას, აკორექტირებს ენის მდებარეობას, ახდენს ზეგავლენას კბილების მდებარეობაზე და თანკბილვის გასწორებაზე.

პროფილაქტიკური პროთეზები
სარძევე და შერეული თანკბილვისას, კბილების ადრეული დაკარგვის შემთხვევაში მზადდება პროფილაქტიკური პროთეზები. ისინი აუცილებელია კბილთა რკალების დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად. წინასწარ აღებული ზედა და ქვედა ყბის ზომების მიხედვით, ბავშვებს უმზადდებათ მოსახსნელი პროთეზები. მოსახსნელი პროთეზები უნდა შეიცვალოს სარძევე თანკბილვისას 6-8 თვეში ერთხელ. პროთეზი ახდენს გამღიზიანებელ ზემოქმედებას, რაც ასტიმულირებს ყბის ზრდას და მუდმივი კბილების ამოჭრას.

ჰინცის ფირფიტები

ფირფიტები იხმარება ინფანტილური ყლაპვის, თითისა და ტუჩის წოვის დროს კბილთა რკალის პროფილაქტიკისა და კორექციისათვის. აღნიშნული ფირფიტები იხმარება როგორც სარძევე ასევე შერეული თანკბილვისას.

თვინ-ბლოკების გამოყენება

აპარატი გამოიყენება, მცირე ზომის ქვედა ყბით გამოწვეული, დისტალური თანკბილვის სამკურნალოდ. აპარატი შედგება ორი მოსახსნელი ზედა და ქვედა ყბის ფირფიტებისაგან. პირის დახურვისას აპარატები ქვედა ყბის მხოლოდ გარკვეული მდგომარეობისას ერთდება. აპარატი იხმარება ორთოდონტიული მკურნალობის პირველ ეტაპზე. ხელს უწყობს თანკბილვის პათოლოგიის გასწორებას პრემოლარების ამოღების გარეშე.

Read Full Post »

თუკი არსებობს ყველაზე უჩინარი ბრეკეტები, მათ მიეკუთვნება ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტ სისტემა. მათი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მათ მდებარეობაში. ლინგვალური სისტემის ფიქსაცია ხდება პირის ღრუში კბილების შიდა (სასიკენა და ენისკენა) ზედაპირებზე.

თანამედროვე ლინგვალური ბრეკეტები არც თუ დიდი ხანია, რაც გამოჩნდა ჩვენს ბაზარზე. ლინგვალური ბრეკეტების დასაფიქსირებლად ექიმ–ორთოდონტს სჭირდება სპეციალური გამოცდილება და ცოდნა. რაც შეეხება კბილების გასწორებას „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ სრულ მომსახურებას და ფართო არჩევანს.

მიუხედავად იმისა, რომ ლინგვალური სისტემის ბრეკეტები მეტალისგან მზადდება, ისინი სრულიად უხილავია გარშემომყოფთათვის. ამ ბრეკეტების ძირითადი ნაკლი მათ ფასში მდგომარეობს, თუმცა ხარისხი ფასზე მაღალია. უჩინარი ბრეკეტები, როგორც მათ ეძახიან, შესაძლოა გამოვიყენოთ ნებისმიერი სირთულის პათოლოგიის დროს. ყველა მანიპულაცია, რაც საჭიროა ლინგვალური ბრეკეტების დასაფიქსირებლად იდენტურია ჩვეულებრივი სისტემის შემთხვევაში. განსვავება მხოლოდ ვიზუალურ ეფექტშია, ასევე პლიუსად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ კვების დროს არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა.

წინა თაობის ლინგვალური ბრეკეტები ძალიან მასიური და მოუხერხებელი იყო. ახდენდა ზეგავლენას საუბარზე, ხმის ტემბრზე. ყველა ზემოხსენებული დეფექტი დღეისათვის დახვეწილი და აღმოფხვრილია. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე ლინგვალურ ბრეკეტ სისტემას, რომელიც ძალიან მარტივი მოსახმარი და შესაგუებელია.

ლინგვალური ბრეკეტების დაყენება ჩვეულებრივისგან განსხვავებით ოდნავ მეტ დროს მოითხოვს. რადგან ექიმისთვის ოდნავ რთულია კბილის შიდა ზედაპირებზე მუშაობა. „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ ბაზარზე არსებული ბრეკეტ სისტემების ფართო არჩევანს და მათ მონტაჟს მაქსიმალურად მოკლე დროში.

ნებისმიერი ბრეკეტ სისტემა მოითხოვს მაქსიმალურ ჰიგიენას. განსაკუთრებით კი ლინგვალური ბრეკეტები. ჰიგიენისათვის იხმარეთ: ჩვეულებრივი და ორთოდონტიული კბილის ჯაგრისები, ფლოსები, სავლებები და ა.შ.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ბრეკეტ–სისტემების კომბინაციებს, რამაც შესაძლოა საერთო ფასზეც იმოქმედოს. მაგ.: შესაძლებელია გამჭვირვალე ბრეკეტების დაყენება მხოლოდ წინა კბილებზე ან მხოლოდ ზედა ყბაზე, სადაც უფრო ჩანს, ხოლო ყველა დანარჩენი – მეტალის. ასევე შესაძლებელია მხოლოდ ზედა ყბაზე დაყენდეს ლინგვალური სისტემა, ხოლო ქვევით – გამჭვირვალე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეამცირებს მკურნალობის საერთო ღირებულებას.

ბრეკეტი მოუხსნელი ელემენტია, რომელიც კბილებზე უხილავი მასალით ფიქსირდება. ყველა კბილისთვის ბრეკეტი ირჩევა ინდივიდუალურად. იგი გადასცემს კბილს ორთოდონტიული რკალიდან მომავალ ძალას და ზუსტად აფიქსირებს კბილს სამივე სიბრტყეში.

თუ დაინტერესდით, შეგიძილიათ მოგვმართოთ ან ჩაეწეროთ კონსულტაციაზე 210-30-64. კონსულტაცია უფასოა.

Read Full Post »

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობისას, დამატებითი საყრდენის სახით გამოიყენება დროებითი, ტიტანის მინი იმპლანტები. ორთოდონტიული მკურნალობისას დროებითი იმპლანტატი ასრულებს გამძლე საყრდენის როლს კბილების გადასაადგილებლად და საყრდენი კბილებისაგან განსხვავებით არ იცვლის ადგილს.

ორთოდონტიული იმპლანტების გამოყენება გამორიცხავს მოსახსნელი დამჭერი აპარატების ხმარებას. ამცირებს მკურნალობის დროს, რადგან ჩნდება საშუალება კბილების დიდი ჯგუფის გადასაადგილებლად.

რიგ შემთხვევებში, მიკრო იმპლანტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ბრეკეტები ან შევამციროთ მათი რაოდენობა მინიმუმამდე.

მიკრო იმპლანტების დახმარებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავძლიოთ ისეთი რთული პრობლემები, როგორიცაა კბილების ძლიერი სიმჭიდროვე, კბილის ზედმეტი ჩამოჭრა ანტაგონისტის არ არსებობის დროს, ზედა ან ქვედა ყბის კბილების მარაოსებრი გაშლა, ღრმა ან ღია თანკბილვა (ღრმა საჭრელოვანი ოკლუზია და ვერტიკალური საჭრელოვანი დიზოკლუზია) და ა.შ.

თუკი პაციენტი უარს ამბობს იმპლანტების ტარებაზე, ხოლო მათი ხმარება აუცილებელია საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაშინ შესაძლოა შევთავაზოდ საყრდენის ალტერნატიული ვარიანტები მაგ.: სახის ნიღაბის ტარება, რომელიც ფიქსირდება კისრის ღვედის ან ქუდის საშუალებით.

ასეთ შემთხვევაში მკურნალობის შედეგი სრულიადაა დამოკიდებული პაციენტის დისციპლინაზე. მიკრო იმპლანტების არ არსებობისას კბილების ამოღება შესაძლოა სრულყოფილი მკურნალობის ერთადერთ ალტერნატივადაც კი იქცეს.

როგორ ხდება მიკრო იმპლანტის მოთავსება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირი მუშავდება სპეციალური საანესთეზიო გელით ან აეროზოლით. შემდეგ ინფილტრაციული ანესთეზიის ქვეშ, სპეციალური სახრახნისის საშუალებით ხდება მიკრო იმპლანტის ჩახრახვნა. მიკრო იმპლანტის დაყენების მთელი პროცედურა იკავებს 5-10 წუთს.

მიკრო იმპლანტი დგება ძვლის სისქეში მეზობელი კბილების ფესვებს შუა. იმპლანტის თავი მდებარეობს ღრძილის გარეთ. მასზე სპეციალური მოწყობილობების (ელასტიური ძაფი, ზამბარა ჯაჭვი) საშუალებით კბილის გადასაადგილებლად, იქნება მიმართული ორთოდონტიული ძალა.

თუკი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმებულია სომატური სტატუსით (ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული და იმუნური სისტემის დარღვევები და ა.შ.) რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს შეხორცების პროცესებზე (მაგ.: შაქრიანი დიაბეტი) და თუკი პაციენტი ძალიან ბევრს ეწევა, ასეთ შემთხვევებში მატულობს ლორწოვანის ანთების და ძვლის ძნელად შეხორცების ალბათობა

რამდენი ხანი იქნება მიკრო იმპლანტი პირის ღრუში და რაიმე საფრთხეს, ხომ არ წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის?

მიკრო იმპლანტები იქნება ამოღებული ორთოდონტიული მკურნალობის დამთავრებისთანავე. რომც დარჩეს ისინი არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე, ვინაიდან ისინი ბიოლოგიურად ინერტულები და ადამიანის ქსოვილებთან სრულიად შეთავსებადი არიან. მასალა რისგანაც მზადდება მიკრო იმპლანტები, იდენტურია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ჩვეული კბილის იმპლანტებისა, რომელიც ფართოდ იხმარება პროთეზირებაში.

Read Full Post »

სინდი კროუფორდი – რომელსაც საერთოდ არ რცხვენოდა ბრეკეტ-სისტემის ტარება. გამოდიოდა პოდიუმზე, იღებდნენ ტელევიზიით, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მონაწილეობა მიიღო “პეპსის” რეკლამაშიც.

ვერ აუარეს გვერდი ორთოდონტიულ მკურნალობას ვერც ისეთმა ცნობილმა ფოტომოდელებმა, როგორებიც არიან: მილა იოვოვიჩი, ნიკი ტეილორი, ენჯი ჰარმონი, კარენ მალდერი და სხვები.

პრინცი ჰარი (ბრიტანეთი), ემმი კარტერი (აშშ პრეზიდენტის ქალიშვილი), პრინცი ფილიპი (ესპანეთის პრინცი), ჩელსი კლინტონი, მონიკა ლევინსკი და პაულა ჯონსი არ მორიდებიან ბრეკეტების ხმარებას.

ჯენიფერ ლავ ჰიუიტტმა, ვუპი გოლდბერგმა, პამელა ანდერსონმა, ტომ კრუზმა (ისწორებდა კბილებს 40 წლის ასაკში), პარკერ პოუსმა, ეშლი ჯადმა, ჯუდი ფოსტერმა, ხიზელ ლოკრილმა მიიღეს დაუვიწყარი
ღიმილი მხოლოდ ორთოდონტის დახმარებით.

ცნობილი სპორცმენებიდან ბრეკეტ-სისტემით სარგებლობდნენ ანა კურნიკოვა, მარტინა ჰინგისი, დები ვენუს და სერენა უილიამსები.

სწორი კბილების პატრონები კალათბურთელთა შორისაც არიან – სემ ბოუი, ჯეისონ კაიდა, დევიდ რობინსონი, დევონ უაიტი და სხვები. ყველაზე ცნობილი ათლეტი ამერიკელი კარლ ლუისი ასევე არ მალავს ორთოდონტიულ მკურნალობას.

Read Full Post »

რა არის ორთოდონტია – ორთოდონტია (ბერძნული სიტყვაა Orthos –პირდაპირი, ლათ. Dens – კბილი) სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებას, ანომალიებსა და დეფორმაციების ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, ახდენს დარღვევების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

სწორი თანკბილვა არა მარტო სილამაზეა, არამედ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკაცაა. ადამიანების 80 პროცენტზე მეტს აქვთ კბილთა დგომისა და თანკბილვის პათოლოგია. აქედან ყოველ მეორეს ესაჭიროება ორთოდონტიული დახმარება. ყოველ წლიურად პათოლოგიების სიხშირე იზრდება.

ორთოდონტია – რატომ არის აუცილებელი კბილთა დგომის და თანკბილვის ანომალიების კორექცია?

• სწორი არასწორი თანკბილვის დროს ღეჭვის პროცესში ყველა კბილზე იზრდება დატვირთვა 30-40 წლის ასაკისთვის ადამიანი ამჩნევს რომ მისი კბილები ხდება უფრო მოძრავი, იწყება კბილის ყელის გაშიშვლება, კბილებს შორის ჩნდება სივრცეები, და ისინი ხდებიან უფრო მგრძნობიარე. ეს ყველაფერი კი პაროდონტოზის საწყისი ეტაპია.

• არასწორ თანკბილვას მივყავართ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიამდე. მისი ნიშნებია თავის ტკივილები, ტკაცუნი პირის გაღების დროს და საღეჭი კუნთების ტკივილი.

• მჭიდროდ მდგომი კბილების გამო ირღვევა სრულფასოვანი ჰიგიენა, რაც თავისთავად იწვევს კარიესს და მის გართულებებს.

• ასაკის მატებასთან ერთად მატულობს კბილების პათოლოგიური ცვეთა, რაც შემდგომში იწვევს სახის ქვედა მესამედის შემცირებას, ეს თავის მხრივ აჩქარებს დაბერების პროცესს.

• არასწორი თანკბილვა ერთ-ერთი მიზეზია კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების.
• სახის ესთეტიკის დარღვევა მნიშვნელოვანი პრობლემაა არასწორი თანკბილვისა და კბილთა დგომის დროს.

ორთოდონტია და პაციენტის ასაკი

ორთოდონტიისათვის პაციენტის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მოზრდილებში მკურნალობის პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია.

Read Full Post »

სასურველია ბავშვმა დროულად გაიაროს ორთოდონტის კონსულტაცია, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და ხშირ შემთხვევაში ეს მშობლისათვის შეუმჩნეველი რჩება. ამ დარღვევების მიზეზებია: მავნე ჩვევები, არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. ზრდის პროცესთან ერთად თანკბილვის პათოლოგია უფრო მძიმდება და შესაბამისად საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.

სამკურნალო აპარატები – თუ თქვენი შვილი 3 წლამდე არ გადაეჩვია ისეთ მავნე ჩვევებს როგორიცაა: თითის ან მატყუარას წოვა, ტუჩის კვნეტა, ენის კბილებს შორის მოთავსება, პირით სუნთქვა, არასწორი ყლაპვა აუცილებლად უნდა მიმართოთ ორთოდონტს. ის მოარგებს სპეციალურ აპარატს რომლის საშუალებითაც ბავშვი გადაეჩვევა მავნე ჩვევებს და მის ყბებსა და რბილ ქსოვილებს სწორი განვითარების საშუალება ექნებათ. 6 წლიდან იგივე ფუნქციისთვის გამოიყენება მიოფუნქიონალური ტრეინერები – ხშირ შემთხვევაში 6-10 წლამდე გამოიყენება მოსახსნელი ფირფიტები

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »