Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კბილების გასწორება’

2თანამედროვე სტომატოლოგია დღეისათვის თანკბილვის და კბილთა დგომის გასწორების უამრავ მეთოდს ფლობს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მარტო ორთოდონტია ვერ ერევა და არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად, ასეთ შემთხვევებში ერევა ორთოგნათიული ქირურგია. მოდით განვიხილოთ თუ როგორ ტარდება ეს ოპერაციები და ვისთვისაა ნაჩვენები.

რა არის ორთოგნათიული ქირურგია?

ორთოგნათიული ქირურგია გულისხმობს რიგ ოპერაციებს, მიმართულს თანკბილვის და სახის გარე სიმეტრიის გამოსწორებაზე. ამ მანიპულაციების დახმარებით მიიღწევა ის შედეგი რისი გაკეთებაც შეუძლებელია ბრეკეტებით: დავამოკლოთ ან დავაგრძელოთ ყბა, გადავაადგილოთ საჭირო მიმართულებით, ასევე დავაკორექტიროთ ნიკაპის ზომები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ოსტეოტომიის დროს ხდება არა მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურების არამედ რბილი ქსოვილების ტრანსფორმაციაც, შედეგად სახის ნაკვთები ხდება უფრო სწორი და მიმზიდველი – ადამიანის იერსახე იცვლება საუკეთესო მხარეს.

Surgრა დროს მიმართავენ თანკბილვის გასწორების მიზნით ქირურგიულ ჩარევას?

ორთოგნათიული ქირურგია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვეული ორთოდონტიული (ბრეკეტ-სისტემებით) ან ორთოპედიული მკურნალობა (გვირგვინი, ვინირება) არ იძლევა სასურველ შედეგს ან აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. საქმე ეხება შესამჩნევ სკელეტორულ მეორე და მესამე კლასის დეფორმაციებს, რაც გამოიხატება ყბების და ნიკაპის ანომალიურ ზომებში. მაგალითად ოპერაციის ჩვენებად ითვლება პროგნათიული თანკბილვა, როდესაც ადამიანს აქვს მცირე ზომის ქვედა ყბა, შედეგად ვითარდება მეორე ნიკაპი, ხოლო კბილების ნაწილი საერთოდ არ ეხება საპირისპირო მხარეს მყოფ კბილებს.

სამწუხაროდ არიან ორთოდონტები, რომლებიც არაფრით არ აღიარებენ, რომ მხოლოდ ბრეკეტებით ვერასდროს ვერ უმკურნალებენ ძალზედ წინ წამოსულ ქვედა ყბას ან ღრძილოვან ღიმილს. არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ სკელეტარული დეფორმაციების დროს, მხოლოდ ორთოდონტიულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილების ამოვარდნილობა ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები.

orthognaticheskaya-hirurgiaსაჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება თანკბილვის ქირურგიული გზით გასწორების წინ?

მკურნალობის დაწყების წინ მკურნალი ექიმი ადგენს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინქრონული მუშაობისათვის საჭირო ყბა-სახის პარამეტრებს, სახის ნაკვთების ჰარმონიზაციის და კბილთაშუა სწორი და მაქსიმალური ოდენობის კონტაქტებს. ამაში ექიმს ეხმარება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. იგი ეხმარება მას შაბლონის შექმნაში, რომელიც საჭიროა შემდგომი ორთოგნათიული ოპერაციის დროს. შედეგად მიიღწევა 99% თანხვედრა დაგეგმილ მკურნალობასთან. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ადამიანის გარეგნობას, აუცილებელია მკურნალობის სწორად დაგეგმვა და იმ ეფექტის მიღება, რომლის ხილვაც სურს პაციენტს.

როდესაც დაგეგმარება დასრულებულია, ექიმი დგამს პირველ ნაბიჯს გეგმის მისაღწევად. მკურნალობა იწყება კბილთა მწკრივების გასწორებით ორთოდონტიული აპარატების დახმარებით (ბრეკეტებით ან გამჭვირვალე კაპებით). აღნიშნული ეტაპი შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე თვიდან 1,5 წლამდე. როდესაც კბილები გასწორებულია, პაციენტი იგზავნება ორთოგნათიულ ქირურგიაზე თანკბილვის გასასწორებლად.

95-P840_i120_540როგორ მიმდინარეობს ორთოგნათიული ოპერაცია?

თანკბილვის ქირურგიული გზით გამოსწორება ტარდება სტაციონარში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის შემდგომ რომელიც რიგ შემთხვევებში რამოდენიმე საათი გრძელდება პაციენტი რჩება კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ მიდის სახლში.

რა უკუჩვენებები ახლავს ორთოგნათიულ ქირურგიას?

პირველ რიგში არ შეიძლება აღნიშნული ოპერაციების ჩატარება პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დასრულებული ყბების ფორმირება ანუ ბავშვებს და მოზარდებს. ოპერაციების ჩატარება არ შეიძლება მათთვის ვისაც დარღვეული აქვს სისხლის შედედება ან აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგები, ძვლოვანი და ენდოკრინული დაავადებები, სიმსივნეები პირის და სახის მიდამოში, დიაბედის რიგ ფორმებში და ფსიქიური აშლილობის მქონე პაციენტებში. ორთოგნათიულ ქირურგიას ნამდვილად შეუძლია ადამიანების შეცვლა, მათი გაახალგაზრდავება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქირურგიც ადამიანი და ღმერთი არ არის.

ortognat_clip_image002ახლავს თუ არა რაიმე სახის გართულებები ორთოგნათიული ქირურგიის ოპერაციას?

კარგად დაგეგმილი ორთოგნათიული ქირურგია – ერთადერთი პროგნოზირებადი ქირურგიაა, რომლის დროსაც გართულების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მაგალითად ზედა ან ქვედა ტუჩის დროებით გაბუჟებას. თუმცა ამას შესაძლოა გართულებაც არ დავარქვათ, რაღაც პერიოდით მგრძნობელობის დაქვეითება კარგიც არის, არაფერი გტკივა, ხოლო როდესაც მგრძნობელობა ბრუნდება სატკენიც აღარაფერია. რაც შეეხება ზოგადად გართულებებს, შესაძლოა უბრალოდ ფრჩხილის მოჭრაც კი გართულდეს, ამიტომ საჭიროა ყველაფრის სწორი დაგეგმარება და საჭირო სპეციალისტის პოვნა.

Advertisements

Read Full Post »

ორთოდონტია – სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც მიმართულია თანკბილვის ანომალიების პროფილაქტიკასა და მკურნალობისკენ.

“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” – ექიმი ორთოდონტის მიერ ტარდება:

მხოლოდ სრულყოფილი დიაგნოსტიკის და პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ისმება დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა კონკრეტულად თითოეული პაციენტისთვის, მისი ყველა ჩივილის და სურვილების გათვალისწინებით. დღეისათვის თანამედროვე ორთოდონტიისთვის წარმატების ალბათობა თითქმის ყველა ასაკშია შესაძლებელი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების კბილებს ამოჭრისთანავე.

ortho1ადრეულ ასაკში (3-4 წელი) აუცილებელია მავნე ჩვევების გაკონტროლება. ძალზედ ხშირია თითის, ტუჩის ან სათამაშოების წოვის ჩვევები. სამწუხაროდ ყველა მშობელმა არ იცის, რომ ეს ჩვევები მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას: ყბების განუვითარებლობის, კბილების არასწორი დგომის, კბილებს შორის სივრცეების გაჩენის და ა.შ. პრობლემების სახით. აღნიშნული მავნე ჩვევების შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-ორთოდონტს, რომელიც თავის მხრივ საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს მკურნალობას. ადრეულ ასაკში ეს შეიძლება იყოს ხინცის ვესტიბულარული ფირფიტები, ტრეინერები ან უფრო გვიან ასაკში ფირფიტები და ფუნქციონალური აპარატები. აპარატის შერჩევას ახდენს მკურნალი ექიმი სრულყოფილი კონსულტაციის და გამომწვევი მიზეზების გამოვლენის შემდეგ.

orthodontic_treatmentზრდასრულ ასაკში პაციენტების მკურნალობა უპირატესად ბრეკეტ სისტემებით მიმდინარეობს. ჩვენ ცენტრში მკურნალობა ტარდება ყველაზე თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებით, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ეფექტურობით და ესთეტიურობით.

ბევრისთვის უცნობია, რომ თანკბილვის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს ყბა-სახის მიდამოს კუნთები! ამიტომ თანკბილვის გასწორებასთან ერთად საჭირო ხდება კუნთების მუშაობის გადანაცვლება. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, როგორიცაა: ტკაცუნი, თავის ტკივილები, ტკივილი პირის გაღებისას დაკავშირებულია ქვედა ყბის არასწორ დგომასთან.

23336“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” დანერგილია თანკბილვის ანომალიების გამოსწორება თანამედროვე მეთოდით, როგორიცაა მინი-იმპლანტები, რითაც წარმატებით ხდება ორთოდონტიაში საყრდენის პრობლემის მოგვარება.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თანკბილვის ანომალიების გარკვეული ნაწილი გენეტიკურია, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა წარმატებული შედეგის გასაღებია.

 

Read Full Post »

ცნობილია, რომ ჩვენი სახის რბილი ქსოვილები და მთელი იერსახე პირდაპირ კავშირშია სახის ქალასთან, ხოლო ზედა და ქვედა ყბის სწორი შეთანასოვნება ამ ყველაფერში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. რთული გამოსაცნობი არაა, რომ ზუსტად არასწორი თანკბილვაა ისეთი არასასიამოვნო პრობლემების მიზეზი, როგორიცაა ზედმეტად განვითარებულ ნიკაპი, ჩავარდნილი ლოყები და თხელი ტუჩები. მეტიც კბილების არასწორმა შეთანასოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი დაბერების ნიშნები, კერძოდ მიმიკური და ღრმა ნაოჭების სახით. როგორც იცით არსებობს არასწორი თანკბილვის რამოდენიმე სახე და თითოეული მათგანი იწვევს სახის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციებს. მოდით განვიხილოთ, თუ როგორ აისახება თითეული მათგანი ადამიანის გარეგნობაზე.

მცირე ზომის ნიკაპი და ტუჩების დაწეული კუთხეები

დავიწყოთ თანკბილვის ანომალიით, რომელიც გამოწვეულია ან ქვედა ყბის განუვითარებლობით, ან ზედა ყბის ზედმეტი განვითარებით: დისტალური და ღრმა თანკბილვა. დისტალური ანუ პროგნათიული თანკბილვა, – თანკბილვის ანომალიაა, რომლის დროსაც ზედა ყბის ალვეოლური მორჩი და წინა კბილები  მნიშვნელოვნადაა გამოწეული წინ. ასეთი თანკბილვის დროს, ვიზუალურად ნიკაპის ზომები მცირდება, ხოლო ზედა ტუჩი ძალიან წინაა წამოწეული. აღნიშნული თანკბილვის მქონე პირს მიუხედავად იმისა გაბრაზებულია თუ პირიქით გახარებული აქვს გაკვირვებულია ან მერყევი ადამიანის გამომეტყველება. დისტალური თანკბილვა ასევე იწვევს ღეჭვისას ძალების არასწორ გადანაწილებას, შედეგად უკანა კბილები უფრო მეტად იცვითება, ვიდრე წინები. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ თანკბილვა დაიწყებს “ჩაღრმავებას”, რაც დამთავრდება ტუჩის კუთხეების ჩამოწევით. 

ვიზუალურად სახის დაპატარავება (დამოკლება)

რაც შეეხება ღრმა თანკბილვას, მისი დამახასიათებელი ნიშანია – ზედა საჭრელებით ქვედა საჭრელების გადაფარვა ნახევარზე მეტით, მაშინ როცა ნორმა 1/3 გადაფარვაა. ამასთან ეს შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ საჭრელებს, არამედ უკანა კბილებსაც. ასეთი თანკბილვის დროს სახე დამოკლებულია, ხოლო ქვედა ტუჩი თითქმის გადმოტრიალებული, რადგან მას უკვე ადგილი აღარააქვს. თუკი აღნიშნული თანკბილვის მქონე პირს არა აქვს მაღალი შუბლი მისი სახე ჩანს ძალიან პატარა, ხოლო მაღალი შუბლის არსებობისას აშკარაა დისპროპორცია სახის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის. ღრმა თანკბილვის დროს თუკი ადამიანი ცდილობს დაიჭიროს ტუჩები რათა არ მოხდეს ქვედა ტუჩის გადმობრუნება, ამ დროს ტუჩები ვიწროვდება და ვიზუალურად სახე უფრო პატარავდება.

“დიდი ზომის ნიკაპი” 

თანკბილვის შემდგომი ანომალია – მედიალური. აღნიშნული თანკბილვის დროს  ზედასთან შედარებით ქვედა ყბა წინაა წამოწეული, რაც ასევე აისახება ნიკაპზეც. წინა ფლანგზე აღმოჩენილი ნიკაპი ვიზუალურად აღიქმება უფრო დიდად. აღნიშნული თანკბილვისას საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი განიცდის ზედმეტ დატვირთვას, რაც თავის მხრივ ტვირთავს კისრის კუნთებს. სახეს აქვს ან გაბრაზებული ან ნაწყენი გამომეტყველება.

ჩავარდნილი ლოყები და შეღებული პირის ღრუ

განვიხილოთ კბილთა დგომის ისეთი ვარიანტი, როგორიცაა ღია თანკბილვა. ღია ეწოდება თანკბილვას, როდესაც შეხებაში არ არიან ან წინა ან უკანა კბილები, ანუ კბილთა რკალებს შორის ჩნდება ნაპრალი. თუკი ნაპრალი აღმოჩნდა წინა კბილებს შორის, ადამიანის პირი მუდამ ღიაა, შედეგად მას აღენიშნება ტუჩების სიმშრალე. სახის გამომეტყველება გაკვირვებული. თუკი ნაპრალი ჩნდება უკანა კბილების მიდამოში შედეგად შეიძლება მივიღოთ ჩავარდნილი ლოყები, როგორც კბილების დანაკლისის შემთხვევაში.

სახის ასიმეტრია

ანომალიების ძირითად ჩამონათვალს ასრულებს ჯვარედინი თანკბილვა, გამოწვეული ზედა ან ქვედა ყბის მარჯვენა ან მარცხენა მხარეების არათანაბარი განვითარებით. ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა იყოს, როგორც ორმხრივი ასევე ცალმხრივი. შეიძლება მოიცვას, როგორც წინა ასევე უკანა კბილებიც. ანომალიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ირღვევა ზედა კბილებით ქვედების გადმოკბილვის სისწორე. ერთი, რომელიმე ყბის მეორის მიმართ მკვეთრად გამოხატული გადანაცვლების გარდა ჯვარედინ თანკბილვას ახლავს საკვების ღეჭვის გაძლიერება, რომელიმე მხარეს. რაც თავის მხრივ იწვევს იმ მხარეს კბილების ზედმეტ ცვეთას, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს სახის ასიმეტრიას.

ღიირს კი თანკბილვის გასწორება? 

მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილებში თანკბილვის გასწორება უფრო რთულია და საჭიროებს მეტ დროს, ვიდრე იგივე მანიპულაციები ბავშვებში, დაგვერწმუნეთ ეს ამად ღირს. რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ესთეტიური გადახრების გარდა თანკბილვის ანომალიებმა შესაძლოა გამოიწვიოს საფეთქელ-ქვედა ყბის ამოვარდნილობა და ხერხემლის გამრუდება. მომავალში აღნიშნული ანომალიები იწვევენ სხვადასხვა პრობლემებს: საკვების ღეჭვის გაძნელება, ჩნდება ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) და სახსრის “ტკაცუნი”, ჩნდება ტკივილები კისრის და ხერხემლის მიდამოში, თავის ტკივილები, სტომატოლოგიური დაავადებების მომატებული სიხშირე, საუბრის გაუარესება, ამ ყველაფრის ფონზე მცირდება ადამიანის თვითშეფასება და ურთიერთობები. ამიტომ აზრიანი იქნება მიმართოთ ექიმ-ორთოდონტს – სპეციალისტს, რომელიც მუშაობს ყბა-სახის ანომალიების დიაგნოსტიკა-პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ტკივილების მოხსნის, საუბრის დეფექტების აღმოფხვრის და პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების გარდა, თანკბილვის გასწორება დაუბრუნებს სახეს სიმეტრიებს და პროპორციებს, მოგაშორებთ უადგილო სახის გამომეტყველებებს, ასევე აგაცილებთ სახის კანის და კუნთების ნაადრევ დაბერებას, რაც აუცილებლად გაგხდით მიმზიდველს.

Read Full Post »

ნინო ბერიძესტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად მატულობს პაციენტების რაოდენობა, რომელთაც მიმართეს სტომატოლოგს კბილების გასწორების მიზნით. ამ ფაქტის ახსნის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი, რომ ადამიანები აღარ იყენებენ მაგარ საკვებს, რაციონი შეივსო ნახევარფაბრიკატებით. შედეგად ადამიანის ყბები არ განიცდიან საჭირო დატვირთვას. მეორე მიზეზი ადამიანის სახის გეომეტრიის ცვლილებაა. ამიტომ კბილები ყბებზე შესაძლოა არასწორად იყოს განლაგებული: ან დიდი მანძილით იყოს დაშორებული ერთმანეთისგან ან რაც უფრო ხშირია უადგილობის გამო ხდება ერთი მეორის უკან ამოჭრა.

აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად არსებობენ ექიმი ორთოდონტები. მათი ძირითადი ამოცანა თანკბილვის ანომალიის გამომწვევების გამოვლენა და პათოლოგიის აღმოფხვრაა. ამისათვის ისინი იყენებენ მოსახსნელ და მოუხსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელი ფირფიტების ფასი გაცილებით დაბალია. თუმცა მათ გამოყენების თავისებურებები და მინუსები აქვთ. მოსახსნელი ფირფიტები ზეწოლას ახდენენ ყველა კბილებზე ერთდროულად, ხოლო ბრეკეტები სათითაოდ კბილებზე.

გამჭირვალე ბრეკეტებიდღეისათვის ბრეკეტები ექიმი ორთოდონტის ძირითადი იარაღია. დღეისათვის ჩვენი კლინიკა გთავაზობთ შემდეგი სახის ბრეკეტებს:

1. ლითონის (მეტალის) – ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე გავრცელებული

2. ფაიფურის (კერამიკული) – კბილის ფერი ბრეკეტები.

3. საფირის – გამჭირვალე ბრეკეტები

4. ლინგვალური ბრეკეტები – მათი მოთავსება ხდება ენის მხრიდან, ამიტომ სრულიად უხილავია.

5. თვითლიგირებადი – ახალი სიტყვა ბრეკეტ სისტემებში

Read Full Post »

ყოველი მეორე ბავშვი ამა თუ იმ დონეზე საჭიროებს თანკბილვის გასწორება, კორექციას.

ბავშვებში პროფესიონალურად კბილების გასწორება აგარიდებთ მომავალში უამრავ პრობლემას: კბილების დაზიანება (ამცირებს ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას), ღეჭვის ფუნქციის დარღვევა (რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილის სინდრომები), ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების და შემდგომ უკვე პათოლოგიური ჯიბეების განვითარება (რაც იწვევს ღძილების ანთებას და პაროდონტიტს), კარიესი.

განარჩევენ სწორ (ფიზიოლოგიურ) და ანომალიურ თანკბილვას. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.

ბავშვთა ორთოდონტია, ორთოდონტიული მკურნალობა, თანკბილვის კორექცია დაფუძნებულია კბილების ან კბილთა ჯგუფების (სარძევე და მუდმივი) ნელ და თანმიმდევრობით გადანაცვლებაზე გარკვეული მიმართულებით მუდმივი ზეწოლის საშუალებით. დატვირთვის მოხსნის შენდგომ, ადაპტირებული ქსოვილები გადანაცვლებულ კბილს უკვე აღარ აძლევენ უკან დაბრუნების საშუალებას.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ტარდება 4-5 წლის ასაკიდან. მკურნალობის საბოლოო მიზანია ბავშვის იდეალური კბილთა დგომის შექმნა.

ჩვენს კლინიკაში ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობა წარმოებს, როგორც მოსახსნელი (მოსახსნელი ფირფიტები, პროფილაქტიკური აპარატები, აქტიური და პასიური) და მოუხსნელი (ბრეკეტები, ბრეკეტ სისტემები მათ შორის ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.)

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია პირის ღრუს სრული სანაცია, რომელსაც ატარებენ ჩვენი კლინიკის ბავშვთა-თერაპევტები.

ბავშვთა ორთოდონტია. როდის დავიწყოთ მკურნალობა

კორექციის დაწყების ვადები დამოკიდებულია თანკბილვის ჩამოყალიბების ეტაპზე. თუ რაიმე აშკარა პათოლოგია არ აღინიშნება ბავშვის პირველი ვიზიტი ორთოდონტთან უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის.

სარძევე კბილების თანკბილვის ჩამოყალიბება იწყება 6 თვიდან და გრძელდება 3-3,5 წლამდე. ბავშვის ყბა-კბილთა სისტების შემდგომი ეტაპია მომზადება მუდმივი კბილების ამოჭრისათვის (4 დან 6 წლამდე).

სარძევე კბილების მოცვლის პერიოდში ბავშვის ყბების აქტიურად იზრდება (ვითარდება ასაკობრივი ტრემები და დიასთემები, ხდება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, ხოლო ქვედა ყბა აქტიური ზრდის შედეგად ცოტათი წინ გადაინაცვლებს).

 არასწორი თანკბილვის განვითარების მიზეზები

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად – ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზები), ენდოკრინოპათიები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ნანიზმი), დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, ანემია), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება.

უამრავი ეგზოგენური მიზეზებიდან მნიშვნელოვანია: მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, ტუჩის კვნეტა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლე ტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცუდი ეკოლოგიური პირობები და ა.შ.

არასწორი თანკბილვის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია, თანამედროვე ადამიანის კვების რაციონის დარღვევა, საკვები საკმაოდ რბილია, ჩვენი საღეჭი აპარატი კი ვერ იღებს სათანადო დატვირთვას, რის გამოც ხდება ყბის ძვლების არასაკმარისი განვითარება, კბილები კი რჩებიან იგივე ზომის, ამიტომ მათ ყბის ძვალში ადგილი აღარ ყოფნით.

Read Full Post »

როგორ ფიქრობთ ჰოლივუდის მსახიობების თვალისმომჭრელი ღიმილი და კბილების სილამაზე ბუნებისგანაა? ძალზე ხშირად თეთრი კბილები და კბილთა სწორი წყობა – სტომატოლოგების სანიმუშო ოსტატობის შედეგია. ასეთია შოუ-ბიზნესის კანონები, რომ მიიღო სამუშაო უნდა გქონდეს შესაბამისი იერსახე, თამამი ღიმილი და იდეალური გარეგნობა. არაფერი ისე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოს, როგორც შესანიშნავი თეთრი ღიმილი.

ლოს-ანჯელესის წამყვანი კოსმეტიკური-სტომატოლოგი ექიმი დოფმანი ამბობს, რომ პირველი რასაც ბრიტანელი მსახიობები აკეთებენ ჰოლივუდში გადაღებებზე ჩამოსვლისას – მიდიან სტომატოლოგთან კბილების რესტავრაციაზე. წარმატებულმა მსახიობმა და რეჟისორმა ჯორჯ ქლუნიმაც მიმართა სპეციალისტს რათა აღმოეფხვრა მისი ღიმილის ნაკლოვანებები. ხოლო სექ-სიმბოლო ტომ კრუზმა 40 წლის ასაკში გაისწორა კბილები, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მისი ღიმილი გულწრფელი და თამამი.

ცნობილი მსახიობი და ლამაზმანი დემი მური და ტომ-მოდელი სინდი კროუფორდი სრულიად დაუფარავად ატარებდნენ ბრეკეტებს. მომღერალი და მსახიობი, ოსკარის მფლობელი შერი ჟურნალ „People“-ს გადაღებებზე ბრეკეტებით წარსდგა, ამ დროს იგი მკურნალობის კურსს გადიოდა ექიმ-ორთოდონტთან. ძალიან ბევრი მსახიობი დაუღალავად იბრძოდა საკუთარი იდეალური ღიმილისათვის. მათ შორისაა ჯულია რობერტსიც, ბუნებამ იგი დააჯილდოვა კბილთა ცუდი დგომით, მას საკმაო ხანი მოუწია ბრეკეტების ტარება, მაგრამ დღეისათვის მისი ღიმილი პოპულარობით მეორე ადგილზეა. ყველაზე ლამაზი ღიმილი კი მსახიობ ჰოლი ბერის აქვს, იგი პირველ ადგილზეა ამ ნომინაციაში.

ისეთ ვარსკვლავებს კი როგორიცაა არნოლდ შვარცნეგერი, ელტონ ჯონი და მადონა შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჰქონდეთ ისეთი მცირედი ნაკლი, როგორიცაა ღარი წინა კბილებს შორის. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაკლია, რომელიც მილიონობით ღიმილს უქმნის პრობლემას. სტომატოლოგები მას დიასთემას უწოდებენ. ღარი საჭრელებს შორის შეიძლება უამრავი მიზეზის გამო გაჩნდეს, დღეისათვის მისი დაფარვის უამრავი საშუალება არსებობს. მაგრამ ბევრს არც აწუხებს ეს მცირე ნაკლი, პირიქით მას საკუთარ მარგალიტად მიიჩნევენ. მაგალითად ლამაზმანმა ბრიჯიტ ბარდომ და ლეგენდარულმა ჯეინ ბირკინმა მოიწყვეს

მშვენიერი კარიერა, ხოლო დიასთემამ მათ გარკვეული შარმი შესძინა. შოუ-ბიზნესის მოდელები ლარა სტოუნი და ჯორჯია მეი არც აპირებენ ამ ბუნებრივი ნაკლის მოშორებას, თვლიან რა, რომ ჰოლივუდის ღიმილი მათ ინდივიდუალურობას ხელს უშლის. მსოფლიოს ხალხთა თქმულებებში, ადამიანი რომელსაც წინა კბილებს შორის სივრცე აქვს მდიდარი და ბედნიერია. ლორენ ჰატონმა, ვანესა პარადიმ, ეშლი სმიტმა, ანა პაკუინმა და კონდოლისა რაისმა წარმატებსაც მიაღწიეს და მშვენიერი კარიერაც გაიკეთეს. მათი შესანიშნავი ღიმილის საიდუმლოება კბილების ჯანმრთელობაშია. ხოლო კბილების ჯანმრთელობისათვის, მათ მოვლა ესაჭიროებათ.

Read Full Post »

კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე – მოსახსნელი გამჭირვალე კაპებით. აღნიშნული მეთოდით მკურნალობა მსოფლიო ორთოდონტიაში სიახლე არაა. იგი ნაკლებად გამოხატული პათოლოგიების სამკურნალოდ დაახლოებით 30 წელია რაც გამოიყენება. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა თანმიმდევრობითი კაპების დამზადება, როდესაც მკურნალობის პროცესში კბილები გადაადგილდება წინასწარ დაგეგმილი იდეალური მიმართულებით. ამან საშუალება მისცა გაფართოებულიყო კაპების გამოყენების არეალი და ახალი ბიძგი მისცა მის განვითარებას.

მკურნალობის წინ პაციენტს უდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური კვლევები (ფოტო, ანაბეჭდები, რენტგენოლოგიური სურათები). ეს აუცილებელია მკურნალობის ზუსტი დაგეგმარებისათვის. ყველა არსებული მონაცემის მიხედვით ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას, რომელიც თანხმდება პაციენტთან. შემდგომ დგება კაპების (ელაინერების) დამზადების ეტაპი. კაპა მთლიანად გარს ერტყმის კბილს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია. რეზულტატის მისაღწევად აუცილებელია მისი ტარება ყოველდღიურად, 24 საათი, მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღებისას და კბილების გამოხეხვის დროს. კაპების შეცვლა ხდება ყოველ 2-3 კვირაში, ამასთან ყოველი ახალი კაპა სასიკეთოდ ცვლის კბილების მდგომარეობას. მკურნალობის ხანგრძლივობა გრძელდება რამოდენიმე თვიდან 2 წლამდე, რთულ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბრეკეტების გარეშე მკურნალობა მიზანშეწონილია კომბინირებული მეთოდი. კაპების გამოყენება ასევე შესაძლებელია რეტენციულ პერიოდშიც.


აღნიშნული მეთოდით მკურნალობის უპირატესობა მდგომარეობს მის ესთეტიკაში, ტარების სიმარტივეში, კომფორტულობაში, ჰიგიენის ჩვეულ პროცედურებში (კაპები იხსნება და არ გიშლით

ხეხვისას), დროის ეკონომია (არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტზე დიდი დროს). მკურნალობის დროს შესაძლებელია კაპების გამოყენება მათეთრებელი გელის მოსათავსებლად, ერთდროულად შესაძლებელია კბილების გასწორებაც და გათეთრებაც.

ელაინერები ბრეკეტებით მკურნალობის ტრადიციული მეთოდის ესთეთიკური ალტერნატივაა და საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სასურველ რეზულტატს გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად.

Read Full Post »

Older Posts »