Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კარიესი’

ალბათ თქვენთვის ცნობილია თუ საიდან ვითარდება პირის ღრუს დაავადებები. ყველაფერი ძალზედ მარტივია: ჩვენში ბავშვობიდან ისე ღრმადაა გამჯდარი სტომატოლოგის შიში, რომ ვარჩევთ არ მივიდეთ პროფილაქტიკურ შემოწმებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ იხეხავდეთ კბილებს დღეში რამოდენიმეჯერ, იყენებდეთ სავლებებს და ფლოსებს, მაინც კარიესის (ან რამე უარესის) განვითარების საფრთხე საკმაოდ მაღალია. მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში შეუძლიათ დროულად აღმოაჩინონ და აღმოფხვრან არსებული პრობლემა.

კარიესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ რეგულარული პროფესიული წმენდა. აქედან შესაძლოა დასკვნების გამოტანაც, რომ პირის ღრუს დაავადებები ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობისადმი უყურადღებო დამოკიდებულების შედეგია. ის რისი მკურნალობაც შეიძლებოდა საწყის სტადიაზე, ვითარდება და გვიქმნის უამრავ უსიამოვნებას. შედეგად სტომატოლოგს უწევს უმკურნალოს და აღმოფხვრას პირის ღრუს არასწორი მოვლის შედეგები. რა თქმა უნდა სპეციალისტისათვის არ წარმოადგენს სირთულეს კარიესის ან პულპიტის მკურნალობა, არც პაციენტისათვის იქნება მკურნალობის პროცესი უსიამოვნო. მაგრამ „უაზრო“ შიში ხელს გვიშლის გონებით მოქმედებაში და ვცდილობთ უკანასკნელ მომენტამდე მოვითმინოთ, გაუძლოთ იქნება გაიაროს, ან ისე დაიშალოს, რომ შემდეგ თავისით ამოვარდეს და აგვარიდოს ეს ავად სახსენებელი სტომატოლოგი „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ კარიესის და პულპიტის მკურნალობა წარმოებს თანამედროვე დანადგარებით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მკურნალობა სწრაფად და უმტკივნეულოდ.

თუკი მაინც გაუძელით და მიაღწიეთ იმ მომენტამდე, რომ კბილი თავისით ამოგივარდათ, დროზე ადრე ნუ გაგიხარდებათ. მაინც მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი, რადგანაც ის ფაქტორები, რამაც თქვენი კბილის დაშლა გამოიწვია, განაგრძობენ თავიანთ მავნე ზემოქმედებას და შესაძლოა ღრძილ ქვეშ ძვლოვანი ქსოვილის დაშლაც გამოიწვიონ. ჩვენს კლინიკაში გეძლევათ არჩევანის საშუალება: გაიკეთოთ მოსახსნელი კონსტრუქცია (მიკრო ან

ნაწილობრივი პროთეზი), ლითონ-ფაიფურის (მეტალო-კერამიკა) ხიდი ან თანამედროვე სტომატოლოგიის ბოლო მიღწევა იმპლანტი. „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრი“ გამოიყენევა მხოლოდ თანამედროვე მასალები, რომელთა მოხმარების დროც საკმაოდ მაღალია, თქვენ უბრალოდ მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი ჩვეულ რეჟიმში (წელიწადში ორჯერ).

ექიმი-სტომატოლოგის, მხოლოდ დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ საწყის სტადიაზე გამოავლინოთ, უმკურნალოთ და შეინარჩუნოთ თქვენი კბილების ჯანმრთელობა.

Read Full Post »

 ქსელურმა გამომცემლობა «Абзац.info» გამოაქვეყნა სტატია „იმპოტენციის განვითარების 10 უეცარი მიზეზი“, სადაც მამაკაცების სექსუალური აშლილობის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია კარიესი და პირის ღრუს დაავადებები. გამომცემლობა ეყრდნობა ებრაელი მეცნიერების სტატიას, რომლებიც რამოდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მამაკაცებს, მათ გამოიკვლიეს 814 ადამიანი. მათი მონაცემებით, იმპოტენციის მქონე 86% პროცენტს აღმოაჩნდათ პრობლემური კბილები (კარიესი, პაროდონტოზი, ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთებითი პროცესები და ა.შ.), მაშინ, როდესაც ჯანმრთელი პირის ღრუს მქონე მამაკაცებს ერექტალური ფუნქციის დარღვევა დაუფიქსირდათ მხოლოდ 2,1%-ში.

ზოგადად ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებსა და პირის ღრუს მდომარეობას შორის კავშირი ცნობილია. ხოლო ამერიკელი მეცნიერების ბოლო კვლევები ამტკიცებს კავშირს ღრძილების ანთებასა და ნაადრევ მშობიარობას შორის.

Read Full Post »

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ არა საკმარისი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის პროფილაქტიკურ განათლებას. პროფესიონალური ინფორმაციის არ არსებობის  ფონზე, იზრდება მითები და ჭორები, კბილების მოვლის საჭიროების და საშუალებების შესახებ.

მითი 1. კარგი და ცუდი კბილები გენეტიკურია, შესაბამისად მათ პროფილაქტიკას არანაირი აზრი არააქვს. თუკი კბილები ჯანმრთელი გაქ, თუ გინდა სულ ნუ გაიხეხავ, ხოლო თუ ცუდი რაც არ უნდა ეცადო მაინც გექნება კარიესი.
რასაკვირველია მემკვიდრეობითი ფაქტორი დიდ როლს თამაშობს კბილების მდგომარეობაში, თუმცა პირის ღრუს დაავადებების, კერძოდ კი კარიესის განვითარებაში მისი როლი უმნიშვნელოა. ამიტომ, რაც კი დაკავშირებულია კარიესის პროფილაქტიკასთან, მიუხედავად მემკვიდრეობისა რეალური საშუალებებია მისი თავიდან აცილებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ კარიესი ჩვენი მოსახლეობის 90% აღენიშნება, კარგ კბილებიანი ადამიანები ფაქტიურად არ არსებობენ.

მითი 2. თუკი კბილები არ გტკივა სტომატოლოგთან ვიზიტიც არაა საჭირო.
საქმე იმაშია, რომ ყველა სტომატოლოგიური დაავადება საწყის სტადიაში მიმდინარეობს თითქმის უმტკივნეულოდ. დაავადების საწყისი ნიშნების აღმოჩენა შეუძლია მხოლოდ ექიმს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ადრეულ სტადიაზეა მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტური და უმოკლეს დროში. ამიტომ თუკი გვინდა, რომ დროულად აღმოვაჩინოთ და ვიმკურნალოთ კბილები სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა დავგეგმოთ წელიწადში მინიმუმ ორჯერ.

მითი 3. თუკი პირის ღრუში გვაქვს სისუფთავის შეგრძნება ე.ი. კბილები კარგი გახეხილია.
ეს შეცდომაა. სისუფთავის შეგრძნება არ გახლავთ ხარისხის ნიშანი. პირის ღრუს ჰიგიენის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი ნადების არ არსებობაა, რისი შემოწმებაც ნადების აღმოსაჩენი ფერადი ტაბლეტების საშუაელებითაა შესაძლებელი.

მითი 4. უცხოური კბილის პასტები ძლიერ ფტორირებულია. მათი გამოყენება შესაძლოა საზიანო იყოს.
პირველ ყოვლისა ისინი არ გახლავთ ძლიერ ფტორირებული, მათ შემადგენლობაში შემავალი ფტორი მეცნიერულად დამტკიცებული დოზებითაა. მათი გამოყენება კი რეკომენდებულია მსოფლიოს სტომატოლოგთა ასოციაციების  მიერ. დღეისათვის, როგორც ჩემთვის ცნობილია საქართველოში წყალი არსად არ ფტორირდება. ხოლო იქ სადაც ბუნებრივი შემცველობაა ფტორის, მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ფტორირებული კბილის პასტების გამოყენება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მითი 5. კბილის პასტების უმეტესობა ქიმიაა.
რეალურად კარიესის საპროფილაქტიკო საშუალება სულ რამოდენიმეა, 2-4 ფტორის მარილი. ყველა ეს კომპონენტი სინთეტიკურია.

მითი 6. რაც მეტია კბილის პასტა ჯაგრისზე მით უკეთესი, კარგი დაცვისა და სწორი წმენდისათვის საჭიროა ბევრი პასტა.
შეცდომაა. კბილის პასტის ხარჯვა უნდა იღოს მიზნობრივი, სრულიად საკმარისია ჯაგრისის თავის დაფარვა, საქმე იმაშია, რომ ფტორი ძალზედ აქტიური ნივთიერებაა და მცირე დოზითაც კი ახდენს კბილის ქსოვილებთან ურთიერთობას. სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია არა პასტის რაოდენობა, არამედ წმენდის ხარისხი. სწორი წმენდა გულისხმობს, როგორც წმენდის სწორ მექანიზმს ასევე დროს – არა ნაკლებ 2-3 წუთისა.

მითი 7. ფტორირებული კბილის პასტები არ შეიძლება ბავშვებისათვის. ფტორის ფტორის ზედმეტი რაოდენობით მიღების, თავიდან ასაცილებლად. 

ეს სრულიად არასწორი მტკიცებულებაა. ფტორირებული კბილის პასტები მიზანშეწონილია, როგორც ბავშვების ასევე დიდებისათვის. სხვა საქმეა, რომ მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს კბილების სწორად ხეხვა და ყურადღება მიაქციონ, რომ ბავშვებმა არ გადაყლაპონ კბილის პასტა. ფტორის მიღება კბილის პასტების საშუალებით, არანაირ მავნე ზეგავლენას არ ახდენს ფტორის შემცველობაზე ორგანიზმში, სამაგიეროდ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის ღრუს სიჯანსაღეში

Read Full Post »

არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ გაუგია სიტყვა “კარიესი”. სამწუხაროდ ჩვენი პლანეტის უმრავლესობამ იწვნია თავის თავზე მისი გამოვლინება და გართულებები. კარიესი – კბილის მაგარი ქსოვილების დაავადებაა, რომელიც იწვევს ემალის შემდგომში კი დენტინის დაზიანებას და დაშლას.

კარიესი განვითარების ძირითადი მიზეზი პათოგენური მოკროორგანიზმებია. თუმცა არსებობს მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორიცაა ცუდი ჰიგიენა, კვების თავისებურებები, მავნე ჩვევები, ზოგიერთი დაავადება და წამლების უკონტროლო სმა, რაც შესაბამისად პირის ღრუს მიკროფლორის დარეღვევას იწვევს.

არანაკლებ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი და ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებები. ბაქტერიები ილექებიან კბილის ზედაპირებზე, იზრდებიან და იკვებებიან ხელსაყრელ პირობებში, ხოლო მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები კი აზიანებელ ემალს, შედეგად აღწევენ კბილის ღრმა შრეებში.

კარიესი არ აძლევს პაციენტს საშუალებას გამოიყენოს ურთიერთობის ყველაზე ეფექტური მეთოდი – ღიმილი. ხოლო უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან შეიძლება ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიზეზი გახდეს, რაც ნეგატიურად აისახება პაციენტის პირად ურთიერთობებზე.
თანამედროვე სტომატოლოგიაში კარიესის მკურნალობა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დაზიანებული ქსოვილების მოშორებით და დეფექტის საბჟენი მასალით ამოვსებით. თანამედროვე ბჟენებს უკვე აღარც ქვიათ “ბჟენები”, მათ “რესტავრაციებს” თუ დავარქმევთ, რადგან ისინი არამხოლოდ ავსებენ დაკარგულ ქსოვილებს, არამედ იმეორებენ კბილის ბორცვების, ფისურებისა და ბუნებრივი ჩანაჭდევების ფორმებს. ასეთი მეთოდით აღდგენილი კბილი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება, თითქოს არც გვემკურნალოს. ასევე აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საბჟენი მასალები სიმკვრივითაც მაქსიმალურად მიახლოებულია კბილის ქსოვილებთან.

ნუ დაელოდებით სანამ კარიესი გაგირთულებთ ცხოვრებას. “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” სპეციალისტები თანამედროვე მასალებისა და აპარატურის მეშვეობით წარმატებით უმკურნალებენ თქვენს დაავადებას.

სტომატოლოგებისათვის ცნობილია უამრავი მიზეზი, თუ რატომ ფუჭდება კბილები. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისათვის უფრო მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ რომელ მიზეზებზე შეიძლება ზემოქმედება და რომლებზე არა. ასე მაგალითად ადამიანი ვერ მოახდეს ზეგავლენას ცუდ გენეტიკაზე ან ქალაქის ეკოლოგიაზე, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება, მაგრამ სრულიად შეუძლია მოუაროს თავის კბილებს.

დიახ მე ისევ კბილების ხეხვაზე მინდა გესაუბროთ. კარიესის განვითარებაში და ზოგადად კბილების ჯანმრთელობის გაუარესებაში, დიდი წვლილი მიუძღვის საკვების ნარჩენებს. ამიტომ ისინი ვინც არ აქცევენ ყურადღებას პირის ღრუს ჰიგიენას, საკუთარი ხელებით იუარესებენ პირის ღრუს მდგომარეობას.

პირის ღრუს საფუძვლიანი მოვლა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები. ამისათვის აუცილებელია შევასრულოთ მარტივი წესები. პირველ რიგში შევამციროთ ძირითად კვებებს შორის წახემსებების რაოდენობა (საერთოდ თუ გამორიცხავთ უკეთესი). მეორე გამოივლეთ და გაიხეხეთ კბილები ყოველი საკვების მიღების შემდეგ. გუდასმით იხეხეთ კბილები, ყველა არსებული ძირითადი და დამატებითი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით: ფლოსი (კბილის ძაფი), კბილთაშუა ჯაგრულები, ირიგატორი.

თუკი ადამიანი ყურადღებით ახორციელებს პირის ღრუს ჰიგიენას, ანუ სწორად იხეხავს კბილებს, შესაძლოა მათი მკურნალობა არც კი დასჭირდეს.

Read Full Post »

« Newer Posts