Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კარიესის პროფილაქტიკა’

5210_380პირველი რჩევა: ვცვლით ჯაგრულებს დროულად

ინტერნეტში და ხშირად სტომატოლოგის კაბინეტშიც ვიღებთ რჩევას, რომ კბილის ჯაგრისი უნდა ვცვალოთ არა უგვიანეს 2-3 თვისა. სინამდვილეში ყოველდღიური ხმარების შემდეგ კბილის ჯაგრისი გამოუსადეგარი ხდება უკვე 1 თვის შემდეგ. გაცვეთილი და ფორმაშეცვლილი ჯაგრულები არა მარტო არ ასუფთავებენ კბილებს არამედ იწვევენ ღრძილების ტრავმირებასაც.

მეორე რჩევა: კბილების ხეხვასაც თავისი დრო აქვს

425სტომატოლოგები ურჩევენ, რომ კბილების გამოხეხვა მოხდეს საჭმლის მიღების შემდეგ. მაგრამ არ ღირს საკვების დამთავრებისთანავე აბაზანაში შევარდნა და კბილების გამოხეხვის დაწყება. უფრო სწორი იქნება გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, ხოლო კბილები გაიხეხოთ 20-30 წუთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ პირის ღრუმ მოასწროს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც როგორც ცნობილია ირღვევა საკვების მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ საკვების მიღებისთანავე კბილების გამოხეხვით თქვენ ვერ აღადგენთ ph საწყის დონეს, მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს.

მესამე რჩვა: უთხარით უარი საკვების მიღებებს შორის ტკბილ წახემსებებს 

რადგან ვახსენეთ ph დონე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ტკბილებული აბსოლუტური ჩემპიონია შაქრის შემცველობაში. არა მარტო არღვევს ph ბალანსს 1 საათით, არბილებს მინანქარს და წარმოადგენს კარიესოგენული ბაქტერიების საყვარელ საკვებს.

photo_436მეოთხე რჩევა: ნაკლები მჟავე, მარილიანი და გაზიანი

პროდუქტები და სასმელები მჟავიანობის მაღალი შემცველობით, ასევე მარილიან საკვებს და გაზიან სასმელებს აქვთ მომატებული მჟავიანობა, შედეგად არბილებენ კბილის მინანქარს და ხდიან ზედაპირს უფრო ხაოიანს. შედეგად იგი იწყებს ბუნებრივი საღებავების და ბაქტერიების “შეწოვას” რაც იწვევს მის გამუქებას და დაზიანებასაც. თუკი უარს ვერ ამბობთ ასეთ პროდუქტებზე სასმელი მიიღეთ სპეციალური მილაკით, ხოლო ხილის შემდეგ გამოივლეთ წყალი.

 მეხუთე რჩევა: მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი

Carisma_NG_bigიმის გარდა, რომ ალკოჰოლი მავნეა ჯანმრთელობისათვის, იგი ისევე მოქმედებს კბილებზე, როგორც მჟავე შემცველი სასმელები. ხოლო გაზიანმა ალკოჰოლმა (შამპანური, კოქტეილები) – შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის ეროზია.

მეექვსე რჩევა: ნუ მოწევთ

თამბაქოს ბოლი შეიცავს ფისებს და ნიკოტინს, აყვითლებს კბილის მინანქარს. აგრეთვე აღწევს მის შიგნით და ტოვებს ლაქებს. ზრდის პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკებს.

მეშვიდე რჩევა: ვმეგობრობთ სტომატოლოგთან

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ნებისმიერ მცირე განგაშის სიგნალზე მიმართეთ სპეციალისტს. ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მოკბეჩის დროს, კბილების მომატებული მგრძნობელობა, სუნი პირის ღრუდან – ეს ყველაფერი გახლავთ სტომატოლოგთან img_articol391681ვიზიტის აუცილებელი მიზეზები. არ დაგავიწყდეთ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური შემოწმებები და პროფესიონალური ჰიგიენის ჩატარება.

მერვე რჩევა: არანაირი თვითშემოქმედება

როდესაც ვთქვით, რომ უნდა მოუსმინოთ ორგანიზმს აქ არ იგულესხმება, რომ თავად უნდა დასვათ დიაგნოზი და დაინიშნოთ მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნა და მკურნალობა არის ექიმის პრეროგატივა. იგივე შეიძლება ითქვას კბილების გათეთრებაზეც – არ აქვს მნიშვნელობა გათეთრება სახლის პირობებში ხდება თუ კლინიკის, იგი უნდა იყოს პროფესიონალური ანუ ტარდება სპეციალისტის მიერ ან მისი კონტროლის ქვეშ.

Advertisements

Read Full Post »

პაციენტების უმრავლესობისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ბევრს აღნიშნული პროცედურა აკავშირებს ტკივილთან და ბორმანქანის ხმაურთან. საბედნიეროდ სამედიცინო ტექნოლოგიები ვითარდება და მათ შორის სტომატოლოგიაც. უკვე დღეისათვის შესაძლებელია კარიესის საწყისი ფორმების მკურნალობა კბილის მაგარ ქსოვილებზე აგრესიული ჩარევის გარეშე. რამოდენიმე წლის წინ გერმანელამ მეცნიერებმა შეიმუშავეს კარიესის მკურნალობის რევოლუციური ტექნოლოგია – კარიესული ქსოვილების ინფილტრაცია ICON მასალით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ სტომატოლოგიურ კაბინეტთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები, უმკურნალოთ კარიესს სწრაფად და  ხარისხიანად. 

დღეისათვის ყველა აქტიური და წარმატებული ადამიანი დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ იმიჯს – უფრთხილდება ფიგურას, ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს და რა თქმა უნდა საკუთარი კბილების სითეთრეს და ჯანმრთელობას. კბილების ესთეტიკა პირდაპირაა დამოკიდებული მათ ჯანმრთელობაზე. კარიესის მკურნალობა საწყის ეტაპზე უფრო მარტივი და იაფია ვიდრე დაშლილი კბილის აღდგენა. პატარა წერტილს რამოდენიმე თვეში შუძლია გადაიზარდოს უზარმაზარ კარიესულ ღრუში. ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში ასეთი მნიშვნელობა ენიჭება კარიესი პროფილაქტიკას.

სტანდარტული მეთოდით ყველაზე პატარა კარიესსაც, რომ ვუმკურნალოთ აუცილებელია გაუტკივარება და კბილის მაგარი ქსოვილების მექანიკური დამუშავება (დაბურღვა), საჭირო ფორმისა და სიღრმის შექმნა. შემდგომ ხდება შექმნილი სივრცის ამოვსება საბჟენი მასალით.

ICON ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უმტკივნეულოდ ჯანმრთელი ქსოვილების დანაკარგის გარეშე უმკურნალოთ კარიესს. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ქსოვილები იჟღინთება სპეციალური ხსნარით, რომელიც მყარდება სპეციალური სხივის საშუალებით. ICON გვეხმარება არა მარტო კბილის ჯანმრთელი ქსოვილების შენარჩუნებაში არამედ იგი აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, ამაგრებს კბილს და აჩერებს კარიესის განვითარებას. მკურნალობა სრულიად უმტკივნეულოა, ტარდება ერთ სეანსში და შედეგიც უმალვე სახეზეა. დაზიანებული მინანქარი მქრქალი თეთრი ან ყვითელი ფერიდან იღებს ლამაზ და კრიალა იერს.

კარიესი ხშირად ჩნდება იქ სადაც გროვდება ნადები. ესეთი ადგილებია მინანქრის ღრძილის მიმდებარე ზედაპირი, კბილის ბუნებრივი ჩაღრმავებები და კბილების საკონტაქტო ზედაპირები. საჭირო მოვლის გარეშე ასეთივე კარიესი შესაძლოა გაჩნდეს ბრეკეტების გარშემოც.

Read Full Post »

კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კარიესის პროფილაქტიკას, რომელიც უნდა დაიწყოთ პირის ღრუს სწორი ჰიგიენით. საფუძვლიან როლს ასრულებს ასევე ფტორი – მიკროელემენტი, რომელიც ამაგრებს კბილის მინანქარს და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

დღეისათვის კბილის დაავადებებში კარიესი ლიდერის პოზიციაზეა. აღნიშნულ პრობლემაზე არსებული უამრავი ინფორმაციის მიუხედავად ადამიანები მაინც აგდებულად უყურებენ მის გამოვლინებას, ხოლო სტომატოლოგს მიმართავენ მხოლოდ კბილის სრული დაშლის ან აუტანელი ტკივილის შემთხვევაში. კარიესის პროფილაქტიკა  – კბილის, ღრძილების და სხვა ორგანოების დაავადებების აღკვეთის ყველაზე ეფექტური და საიმედო მეთოდია.

კარიესი ვითარდება უამრავი სხვადასხვა მიზეზის ერთდროული ზემოქმედებით: არასასურველი გარემო პირობები, ცხოვრების წესი, მემკვიდრეობითი განწყობა, სტრესი და მავნე ჩვევები, საკვები პროდუქტები და სხვა. ჩამოთვლილი პუნქტები ასევე შესაძლოა მივაკუთვნოთ სხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზებსაც.

კარიესის დაზიანების მიზეზად შესაძლოა ასევე მოგვევლინოს საცხოვრებელი ადგილის სასმელი წყლის შემადგენლობა. საკვების ტემპერატურა, ვიტამინო-მინერალური დისბალანსი, პირის ღრუს უხარისხო ჰიგიენა, კბილის ქვებისა და ნადების არსებობა იწვევს მინანქრის მთლიანობის დარღვევას, სადაც ხვდებიან კარიესის წარმომქმნელი მიკრობები. ჩვენი აზრით კარიესის ეფექტური პროფილაქტიკა მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კარიესის პროფილაქტიკა  მნიშვნელოვანია დავიწყოთ ბავშვის დაბადებამდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიება – დედის მიერ სპეციალური დიეტის დაცვა და ქრონიკული ინფექციური კერების დროული სანაციაა. ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ ბავშვისთვის მალშეთვისებადი ნახშირწყლების მიცემა. ბავშვებს, ხომ ასე ძალიან უყვართ კამფეტები, ხოლო მშობლებს მათი გახარება. ახალგაზრდა მშობელმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალი პრობლემები.

Read Full Post »