Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კარიესის მკურნალობა ბურღის გარეშე’

პაციენტების უმრავლესობისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ბევრს აღნიშნული პროცედურა აკავშირებს ტკივილთან და ბორმანქანის ხმაურთან. საბედნიეროდ სამედიცინო ტექნოლოგიები ვითარდება და მათ შორის სტომატოლოგიაც. უკვე დღეისათვის შესაძლებელია კარიესის საწყისი ფორმების მკურნალობა კბილის მაგარ ქსოვილებზე აგრესიული ჩარევის გარეშე. რამოდენიმე წლის წინ გერმანელამ მეცნიერებმა შეიმუშავეს კარიესის მკურნალობის რევოლუციური ტექნოლოგია – კარიესული ქსოვილების ინფილტრაცია ICON მასალით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ სტომატოლოგიურ კაბინეტთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები, უმკურნალოთ კარიესს სწრაფად და  ხარისხიანად. 

დღეისათვის ყველა აქტიური და წარმატებული ადამიანი დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ იმიჯს – უფრთხილდება ფიგურას, ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს და რა თქმა უნდა საკუთარი კბილების სითეთრეს და ჯანმრთელობას. კბილების ესთეტიკა პირდაპირაა დამოკიდებული მათ ჯანმრთელობაზე. კარიესის მკურნალობა საწყის ეტაპზე უფრო მარტივი და იაფია ვიდრე დაშლილი კბილის აღდგენა. პატარა წერტილს რამოდენიმე თვეში შუძლია გადაიზარდოს უზარმაზარ კარიესულ ღრუში. ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში ასეთი მნიშვნელობა ენიჭება კარიესი პროფილაქტიკას.

სტანდარტული მეთოდით ყველაზე პატარა კარიესსაც, რომ ვუმკურნალოთ აუცილებელია გაუტკივარება და კბილის მაგარი ქსოვილების მექანიკური დამუშავება (დაბურღვა), საჭირო ფორმისა და სიღრმის შექმნა. შემდგომ ხდება შექმნილი სივრცის ამოვსება საბჟენი მასალით.

ICON ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უმტკივნეულოდ ჯანმრთელი ქსოვილების დანაკარგის გარეშე უმკურნალოთ კარიესს. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ქსოვილები იჟღინთება სპეციალური ხსნარით, რომელიც მყარდება სპეციალური სხივის საშუალებით. ICON გვეხმარება არა მარტო კბილის ჯანმრთელი ქსოვილების შენარჩუნებაში არამედ იგი აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, ამაგრებს კბილს და აჩერებს კარიესის განვითარებას. მკურნალობა სრულიად უმტკივნეულოა, ტარდება ერთ სეანსში და შედეგიც უმალვე სახეზეა. დაზიანებული მინანქარი მქრქალი თეთრი ან ყვითელი ფერიდან იღებს ლამაზ და კრიალა იერს.

კარიესი ხშირად ჩნდება იქ სადაც გროვდება ნადები. ესეთი ადგილებია მინანქრის ღრძილის მიმდებარე ზედაპირი, კბილის ბუნებრივი ჩაღრმავებები და კბილების საკონტაქტო ზედაპირები. საჭირო მოვლის გარეშე ასეთივე კარიესი შესაძლოა გაჩნდეს ბრეკეტების გარშემოც.

Read Full Post »