Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კარიერა’

რამდენად მნიშვნელოვანია დამსაქმებლისთვის სამუშაოს მაძიებლის კბილების მდგომარეობა? საინტერესო მონაცემები მოჰყავთ Hanson TV სიუჟეტში (საიტზეwww.herecomestheboss.com)

როგორც იუწყება ანიმაციური ექსპერტი კარიერის დარგში, სტომატოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით – მაძიებლების კბილების მდგომარეობა ბრიტანელი დამსაქმებლებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მათი მეოთხედი ან საერთოდ არ მიიღებდა ან არ დააწინაურებდა ცუდი კბილების მქონე თანამშრომელს. განათლების სფეროში მოღვაწე დამსაქმებლების ნახევარზე მეტი არ ისურვებდა მოუწესრიგებელი პირის ღრუს მქონე თანამშრომლის მიღებას. რაც შეეხება თავად თანამშრომლებს მათ სამიმეოთხედი თვლის, რომ მათი კარიერული წინსვლა პირდაპირაა დაკავშირებული კბილების მდგომარეობასთან და მომხიბვლელ ღიმილთან.

პატივცემულო საზოგადოება თქვენ რას ფიქრობთ, საქართველოში ცუდი კბილების მქონე ადამიანებს ნაკლები შანსი აქვთ მიიღონ სამსახურში? თუ მშობლიური დამსაქმებლისთვის ღიმილის ხარისხს მნიშვნელობა არა აქვს?

Advertisements

Read Full Post »

კბილების არქონა ამცირებს სამსახურის მიღების შანსს. ამ სათაურით გამოაქვენა სტატია ბრიტანულმა ჟურნალმა HR Magazine. გამოცემას მაგალითად მოჰყავს ავტორიტეტული კვლევის შედეგები, სადაც დასტურდება კავშირი კბილების არსებობასა და კარიერულ წინსვლას შორის. ამ მონაცემების მიხედვით 357 ათასზე მეტი მოზრდილი ბრიტანელი  თავის წარუმატებლობებს სამსახურის მიღებაში ან სამსახურეობრივ წინსვლაზე უკავშირებს კბილების ნაკლებობას.

წარუმატებლობის მიზეზი, როგორც ასეთი იმალება არა კბილების ნაკლებობაში, არამედ საზოგადოების მიმართ სირცხვილის გრძნობაში. გამოკვლევების მიხედვით ამ უხერხულობას განიცდის ყოველი 12 მოზრდილი ბრიტანელი (ანუ 3,99 მილიონი ადამიანი). ამასთან 930 ათას ადამიანში უკბილობა იწვევს დეპრესიას.

კონკურენციის ზრდასთან ერთად, სამუშაოს მაძიებლები ცდილობენ გაიუმჯობესონ საკუთარი იერსახე, იმ იმედით, რომ ეს დაეხმარებათ სამსახურის მოპოვებაში. ევროპელების დაახლოებით 46% ვინც დაკარგა სამსახური 2009 წლის პირველ ნახევარში, მზად არიან გაიღონ ყველაფერი ამ მიმართულებით თავის მოსაწესრიგებლად. რათა დამქირავებლის წინაშე უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდნენ.

ექსპერტები თვლიან, რომ პრეზენტაბელური იერსახე და უნაკლო ღიმილი „ჩავარდნების გარეშე“, გახდის მაძიებელს თავდაჯერებულს და მოახდენს დადებით ეფექტს კადრების თანამშრომელზე. ეს აზრი რეალურია, რადგან გასაუბრებისას კადრების თანამშრომელი პირდაპირ სახეზე უყურებს მაძიებელს.

ამასთან ბრიტანელების პირის ღრუს მდგომარობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები არ იწვევს ოპტიმიზმს (საქართველოზე საუბარიც არ ღირს). მინიმუმ ერთი კბილის ნაკლებობას განიცდის მოზრდილი ბრიტანელების 57%. ხოლო ყოველ მეხუთეს (19%) აკლია 5 ან მეტი კბილი.

აღსანიშნავია, რომ HR Magazine პირველად არ წერს ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს მედია საშუალებებზე. შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის ეს თემა არც თუ ისე აქტუალურია, მაგრამ მომავალში ამ საკითხთან დამოკიდებულება შეიცვლება. როდესაც კბილები გახდება ადამიანის (სპეციალისტის) მარკერი – როგორც ავტომობილი, საათი, ტანსაცმელი.

დირექტორის სავარძელის მორგებამდე, მოგიწევთ სტომატოლოგის სავარძლის მორგება.

ბრიტანული ჟურნალის მონაცემებით 10 დან 4 ხელმძღვანელი თვლის, რომ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა გახდეს კანდიდატის დაწუნების მიზეზი.

ხელმძღვანელების 46% დარწმუნებულია, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს კარგი კბილები უნდა ჰქონდეთ. ხელმძღვანელების 55% აღნიშნავს, რომ კარგი კბილები აუცილებელია ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორიცაა: ბუღალტერი, იურისტი და ექიმი. ხოლო 65% – თვლის, რომ ლამაზი ღიმილი და ჯანმრთელი კბილები აუცილებელია რეცეფშენის თანამშრომლებისათვის.

ხელმძღვანელების მესამედზე მეტი თვლის, რომ იერსახის მხოლოდ ამ ერთ დეფექტს შეუძლია თანამშრომლის ყველა დადებითი მხარე დაჩრდილოს. ხელმძღვანელების 85% კი თვლის, რომ სწორი კბილები და ლამაზი ღიმილი ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის ვინც პირველად ესწრება თათბირსა თუ კონფერენციას.

ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ჩინეთის ესთეტიკური სტომატოლოგიის ბაზარი გადატვირთულია. შრომისუნარიანი ახალგაზრდა ჩინელების აზრით სწორი და თეთრი კბილები ერთი-ორად ზრდის სამუშაოს მოპოვების ალბათობას – იუწყება გაზეთი China Daily, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნილების შემდეგ.

აღნიშნული ტენდენციის მაგალითად, გამოცემას მოყავს შანხაის, მოდური ტანსაცმლის კომპანიის, გაყიდვების კომერციული დირექტორის სიტყვები. 31 წლის Wang Feifei კბილთა დგომის ანომალიის გამოსწორებაზე დახარჯა 10 ათასი იუანი (1500$). გოგონა 18 თვის განმავლობაში ატარებდა ბრეკეტებს, დღეისათვის იგი ძალზედ კმაყოფილია მიღწეული შედეგით. „ჩაიხედეთ ნებისმიერ მოდურ ჟურნალში და თქვენ ნახავთ, თუ როგორი კბილები აქვთ მოდელებს და ცნობილ ადამიანებს. ეს ფაქტი დამეხმარა ინდუსტრიის მთავარი წესის გაგებაში“. – ციტატა დირექტორის სიტყვებიდან.

ადამიანური რესურსების მართვის, ადგილობრივი სპეციალისტების აზრით სასიამოვნო იერსახის მქონე კანდიდატს უფრო მეტი შანსი აქვს სამსახურის შოვნის, ვიდრე მის კონკურენტებს. კომუნიკაციის, ყიდვა-გაყიდვის და მარკეტინგის ბიზნესში კარიერის დაწყების მსურველთათვის ლამაზი ღიმილის ქონას დიდი როლი ენიჭება.

ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნებოდა საქართველოს პირობებში დამსაქმებლებისათვის ლამაზი ღიმილი თუ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას?

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა იაპონიაში სადაც 36 წლის ქალბატონმა უჩივლა მოდურ ბრენდს, იმ მიზეზით, რომ თითქოსდა გაანთავისუფლეს სამსახურიდან არასაკმარისი მიმზიდველობის და სილამაზის გამო. ეს დისკრიმინაციის პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნული კომპანიის დირექცია ათავისუფლებს თანამშრომელს ფიზიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. მოდური ტანსაცმლის მწარმოებელმა იგივე კომპანიამ გაათავისუფლა მაღაზიის მენეჯერი ცუდი კბილების ქონის და გამო.

Read Full Post »