Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ირიგატორი’

aq300თუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

Aquapick main 4 girl_textსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

17ირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

AQ300_1აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Advertisements

Read Full Post »

თანამედროვე სტომატოლოგიამ კბილების ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის, დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. კბილები, რომლებიც ადრე უნდა ამოგვეღო, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დღეისათვის განკურნებადია. ნაკლული კბილები მოსახსნელი პროთეზების ნაცვლად ჩაანაცვლეს იმპლანტებმა. ჯანმრთელი კბილები – ეს არა მხოლოდ მოვლილი იერსახის ნიშანია, არამედ – ცხოვრების ხარისხის. ძნელი აღსაქმელია წარმატებული ადამიანი – მოუვლელი კბილებით და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნით.

დამტკიცებულია, რომ პირის ღრუს ხარისხიანი მოვლისათვის არა საკმარისია მხოლოდ ჯაგრისი და კბილის პასტა. თუკი თქვენი სურვილია შედეგიანად მოუაროთ თქვენს კბილებს და ღრძილებს, აუცილებელია ჰიგიენის ინტერდენტალური (კბილთაშუა) საშუალებების რეგულარული გამოყენება. როგორც არ უნდა ეცადოთ გამოისუფთაოთ კბილთაშუა სივრცეები, იქ მაინც რჩება ყველაზე ძვირიანი და თანამედროვე კბილის ჯაგრისისთვისაც მიუწვდომელი ადგილები. მოუხერხებლობის გამო, როგორც წესი შედარებით გაუწმენდავი გვრჩება კბილების შიგნითა ზედაპირები (სასიკენა და ენისკენა) და უკანა კბილები. აი, გამოვიდა, რომ კარგად ვიხეხავთ მხოლოდ მარტივად მისაწვდომ ადგილებს, ხოლო რთულად მისაწვდომს, რაც უმრავლესობას წარმოადგენს უმეტეს წილად გვრჩება გამოუწმენდავი. ამას უკვე მოსდევს არა მხოლოდ ნადების წარმოქმნა და ემალის ფერის ცვლილება, არამედ უფრო სერიოზული პრობლემებიც. რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად არსებობს უამრავი საშუალება. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება ირიგატორი.

რა არის ირიგატორი?

ირიგატორი – პირის ღრუს ჰიგიენისათვის განკუთვნილი მოწყობილობაა. საშუალებას იძლევა უფრო სასიამოვნოდ და ხარისხიანად ჩავიტაროთ კბილებისა და ღრძილების წმენდის სტანდარტული პროცედურა. ირიგატორის საცმი ახდენს რეზერვუარში არსებული სითხის წნევით (0,7 დან 4,8 ბარ) მიწოდებას. ჭავლი შესაძლოა იყოს ცენტრირებული („ჭავლის“ რეჟიმი) ან გაფანტული („შხაპის“ რეჟიმი), მუდმივი ან პულსირებადი. „ჭავლის“ რეჟიმით მუშაობისას ძლიერი წნევით ხდება საკვების ნარჩენების და ნაწილობრივ რბილი ნადების მოშორება კბილის ზედაპირებიდან, კბილთაშუა სივრცეებიდან, ენიდან, ღრძილებიდან და პირის ღრუს ლორწოვანის ზედაპირიდან. როდესაც ირიგატორი მუშაობს რეჟიმში „შხაპი“ სრულდება ღრძილების, ენის ლორწოვანი გარსის მასაჟი, შედეგად უმჯობესდება და ნორმალიზდება სისხლის მიმოქცევა. შედეგად ვიღებთ გასუფთავებულ კბილებს, კბილთაშუა სივრცეებს, ლორწოვანის ნაოჭებს და ენას. მიიღება გამოხატული გამაგრილებელი ეფექტი.

სითხის სახით გამოიყენება გასუფთავებული წყალი ან სპეციალური სამკურნალო ან პროფილაქტიკური სავლებები. როგორც წესი ჩვეულებრივი წყლის გამოყენება არასაკმარისია, რადგან მას არ შეუძლია პათოგენური მიკროფლორის განადგურება. როცა სწორედ ეს მიკროორგანიზმები არიან პაროდონტის დაავადებების, კარიესის, არასასიამოვნო სუნის გამომწვევი. ირიგატორის ხსნარის სახით შესაძლოა სხვადასხვა სითხეების გამოყენება. ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მოთხოვნებზე – ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული პაროდონტის დაავადებების დროს, ფტორი და კალცის შემცველი სითხეები კარიესის პროფილაქტიკისათვის, კბილეის მგროძნობელობის დამწევი და რემთერაპიის საშუალებები, მადეზოდორირებელი და ა.შ. სამკურნალო სავლებების გამოყენების დროს, ხდება პრეპარატის მოქმედების და ჰიდრო მასაჟის კომბინირება. ირიგატორის სავლების არჩევისას აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, რადგან არასწორმა მოხმარებამ შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს აპარატი. სამკურნალო საშუალებებიც აუცილებლად უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

ირიგატორები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:

– სტაციონარული (რომლებიც ერთდება დენში);

– პორტატულები (მცირე ზომის, მუშაობენ ავტონომიურ ელექტრო წყაროზე – ელემენტზე ან აკუმულატორზე). მისი საშუალებით შესაძლოა მოახდინოთ ირიგაცია მოგზაურობისას, სამსახურში ელექტრო ქსელის გარეშე. თუმცა მათი მცირე ზომებიდან გამომდინარე ასეთ ირიგატორებს ნაკლები ძალა აქვთ და მცირე ზომის რეზერვუარი.

– წყლის მილთან შეერთებადი. სამწუხაროდ ასეთი ჯგუფის ირიგატორების გამოყენება ძალიან შეზღუდულია. ონკანის წყლის ხარისხზე თავს ვერავინ დადებს. წყლის ხარისხი ასევე აისახება აპარატის მუშაობაზეც, იგი შესაძლოა მალე გამოვიდეს მწყობრიდან.

ვისთვის და რისთვისაა ირიგატორი?

ირიგატორის გამოყენება საჭიროა:

– კარიესის და პაროდონტის დაავადებების პროფილაქტიკისათვის;

– პაციენტები, რომლებსაც ხელოვნური გვირგვინები, ხიდები, იმპლანტები და გადიან ორთოდონტიულ მკურნალობას მოუხსნელი, ორთოდონტიული აპარატებით (ბრეკეტ სისტემები);

– ფეხმძიმეები;

– დაქვეითებული იმუნიტეტის დროს;

– მწეველები;

– ქრონიკული პერიკორონარიტები (სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა).

ირიგატორით სარგებლობის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს. არასწორმა მოხმარებამ შესაძლოა ზიანი მოიტანოს. თუმცა რევმატიზმის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტებმა და მათ ვისაც გულის ხელოვნური სარქველი აქვთ სასურველია ირიგატორის მოხმარების საკითხი შეათანხმონ სტომატოლოგთან. ასევე არა სასურველია ირიგატორის გამოყენება პაროდონტიტის მწვავე ფაზის დროს და სტომატოლოგთან მოუხსნელი კონსტრუქციების (ხიდები, გვირგვინები და ა.შ.) დამაგრებიდან 24 საათის განმავლობაში.

როგორ გამოვიყენოთ ირიგატორი?

მოხმარების მხრივ, როგორც წესი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და ძალიან მარტივია. გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ იმის და მიხედვით თუ რა მიზნით აპირებთ თქვენ ირიგატორის გამოყენებას (მკურნალობა თუ პროფილაქტიკა) გამოყენების თავისებურებები უმჯობესია შეათანხმოთ მკურნალ ექიმთან, ყოველი შემთხვევისათვის შესაძლოა არსებობდეს მოხმარების თავისებურებები. სტანდარტული, პროფილაქტიკური სიტუაციისათვის აუცილებელია შემდგომი, მარტივი წესების დაცვა:

– გამოიყენეთ აპარატი მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით;

– გამოიყენეთ ირიგატორის რეზერვუარისათვის მხოლოდ დაშვებული სითხეები;

– გამოიყენეთ თბილი წყალი ან ხსნარი;

– ჭავლის მიმართულება ღრძილის კიდესთან 90 გრადუსიანი კუთხით;

– პროცედურის ჩატარება თანმიმდევრობით (უფრო მოხერხებულია დაყოთ პირის ღრუ სეგმენტებად, ასე აღარ გამოგრჩებათ და აგერევათ მონაკვეთები);

– თავის მდგომარეობა საშუალებას უნდა აძლევდეს სითხეს, რომ თავისუფლად გამოვიდეს;

– ძნელად მისადგომ ადგილებში ირიგაცია მოახდინეთ უფრო დიდი დროით;

– არასასურველია ირიგატორით სარგებლობა პატარა ბავშვებისათვის;

– სასურველია, თავიდან მოზრდილი ასაკის ბავშვებმა ირიგატორით სარგებლობა მოახდინონ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.

ირიგატორის გამოყენება სტანდარტულ პროფილაქტიკურ შემთხვევაში შესაძლებელია და აუცილებელია 2-4 ჯერ კვირაში. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ სხვა სიხშირეს. აუცილებელი გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა თუ რამდენჯერ იყენებთ ირიგატორს, კბილების სტანდარტული ხეხვა ჯაგრისით და პასტით, ასევე ფლოსების გამოყენება რჩება აუცილებელ პირობად.

რა სიხშირით გამოვიყენოთ ირიგატორი?

პირის ღრუს მოსავლელად, ირიგატორის გამოყენების სიხშირე აუცილებელია შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. მაგალითად, კარიესისა და პაროდონტიტის დაავადებების პროფილაქტიკისათვის საკმარისია კვირაში 2-3 გამოყენება. მაშინ, როდესაც ირიგატორის მოხმარება პაროდონტიტის მკურნალობისას საკმაოდ ხშირად ხდება. ირიგატორი გვევლინება შეუცვლელ “თანამებრძოლად” პაროდონტიტის წინააღმდეგ. ფიზიოთერაპიული პროცედურების ეფექტიანობა უკვე დიდი ხანია ცნობილია. პრობლემას შეიძლება შეადგენდეს ფიზიო კაბინეტების ხშირი ვიზიტები. ეხლა ღრძილების ჰიდრომასაჟი უკვე სახლის პირობებშიც ხელმისაწვდომია.

ირიგატორის მოხმარების შედეგები

ირიგატორის მოხმარების შედეგები, დამოკიდებულია სტომატოლოგის მიერ მოცემული რეკომენდაციების სრულად შესრულებაზე, ხსნარის სწორ შერჩევაზე აღნიშნულ სიტუაციაში და შემთხვევაში. ხსნარის სახეობიდან გამომდინარე შესაძლოა შემდგომი ირიგაციული ეფექტები:

– ანტიბაქტერიული და კარიესის საწინააღმდეგო;

– კბილების მგრძნობელობის დაქვეითება;

– ღრძილებიდან სისხლდენის შემცირება;

– პირის ღრუს დაზიანებული ლორწოვანის აღდგენა;

– კბილის რბილი ნადების მოშორება;

– პირიდან უსიამოვნო სუნის მოშორება.

სასურველია იცოდეთ, რომ ირიგატორი ვერ უმკლავდება უკვე არსებულ ქვებს, ამიტომ მისი მოხმარების წინ აუცილებელი ჩაიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა და ექიმი-სტომატოლოგის კონსულტაცია, აღნიშნულ შემთხვევაში ირიგატორის გამოყენების შესახებ. აუცილებელია ინდივიდუალურად შეირჩეს წყლის მიწოდების ოპტიმალური რეჟიმი, ხსნარის სახეობა სამკურნალო თუ პროფილაქტიკური, გამოყენების სიხშირე. კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში ირიგატორის მოხმარება იქნება უფრო ეფექტური.

დაე თქვენმა კბილებმაც ჩაიტარონ SPA-პროცედურები!

Read Full Post »