Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘იმპლანტოლოგია’

საჭიროა თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია იმპლანტაციამდე? საჭიროა თუ არა საერთოდ იგი სტომატოლოგიაში?

ნებისმიერი ოპერაცია, თუნდაც ისეთი ნაკლებ ტრავმული, როგორიცაა დენტალური იმპლანტაცია – რისკია. რისკის ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ ქირურგის პროფესიონალიზმით და გამოყენებული მასალების ხარისხიანობით, არამედ საწყისი სიტუაციით.

საწყისი სიტუაცია განისაზღვრება გამოკვლევის საშუალებით. გამოკვლევა გულისხმობს როგორც უშუალოდ დათვალიერებას, რომელსაც ატარებს ექიმი საკუთარი ძალებით, აგრეთვე სპეციალური მეთოდებით, რომლებიც ტარდება სპეციალური დანადგარების დახმარებით.

ისე მოხდა, რომ ყბა-კბილთა სისტემა – ძალზედ რთულად მისადგომი ადგილია ვიზუალურ-ტაქტილური კვლევებისათვის. მარტივად, რომ ვთქვათ ძნელია რამის დანახვა, გასინჯვა და თვალით გაზომვა: კბილებზე ვხედავთ მხოლოდ გვირგვინოვან ნაწილს, ყბის ძვლები დაფარულია ლორწოვანი გარსით და ა.შ.

ამიტომ სტომატოლოგიაში დიდი ყურადღება ეთმობა კვლევის სპეციალურ მეთოდებს – პირველ რიგში რენტგენოგრაფიას. მის ერთ-ერთ სახეობას ორთოპანთომოგრაფიას უკვე გავეცანით.

არსებობს დენტალური რენტგენოგრაფია ანუ კონკრეტული კბილის რენტგენი, ტელერენტგენოგრაფია, ქალას კლასიკური რენტგენოგრაფია სხვადასხვა პროექციებში… ყველა ეს მეთოდი კარგია თავისი სიმარტივით და სიიაფით, მათი გამოყენება შეიძლება ყველგან და ყოველთვის. მაგრამ არსებობს ორი საერთო და უმნიშვნელოვანესი ნაკლი – ქსოვილების ერთმანეთზე დაშრევება და სურათის უზუსტობები.

 

 

 

 

 

 

 

დენტალური იმპლანტოლოგია – ძალზედ ზუსტი მეცნიერებაა. მასში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმპლანტების და ტრანსპლანტატების პოზიცირებას, მათ ურთიერთობას გარშემო მყოფ ქსოვილებთან, მათ ზომებთან და თვისებებთან.

კბილის ან კბილების აღდგენისას აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ საწტისი სიტუაცია. უზუსტობები და მასთან დაკავშირებული დაგეგმარების  შეცდომები ხშირად იწვევენ არასასურველ შედეგებს. შედეგად კი ვიღებთ იმედგაცრუებას იმპლანტაციის შესაძლებლობებზე.

მაგრამ, როგორ მივიღოთ ზუსტი სურათი? როგორ შევამციროთ ოპერაციის რისკები და გავხადოთ შედეგი მაქსიმალურად პროგნოზირებადი?

ამისათვის არსებობს დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია. 

რატომ?

1. კომპიუტერული ტომოგრაფიით შეგვიძლია დავინახოთ ის რაც შეიარაღებული თვალითაც შეუძლებელია: მარტივად, რომ ვთქვათ კბილის ფესვები, არხები, ძვალში გამავალი მსხვილი ნერვ-სისხლძარღვოვანი კონები, ზედა-ყბის წიაღი და ა.შ. უზუსტობების გარეშე ამ ყველაფრის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე.  საჭიროა კი იმაზე საუბარი, რომ ყველა ეს სტრუქტურა მნიშვნელოვანია იმპლანტაციისას, რადგან მარტივად შეიძლება მათი დაზიანება ოპერაციის დროს.

2. რადგან კტ არ იძლევა ცდომილებებს და დაშრევებებს, მისი დახმარებით მარტივად შეიძლება გარკვეული სტრუქტურების გაზომვა, საჭირო ზომის იმპლანტის მორგება. დიდი ზომის იმპლანტის ჩასმით შესაძლოა დავაზიანოთ გარშემო მყოფი ქსოვილები.

3. ზოგიერთ სტრუქტურას გააჩნია რთული სივრცობრივი კონფიგურაცია. ამ კონფიგურაციების არ ცოდნა ართულებს იმპლანტების ან ტრანსპლანტატების პოზიცირებას.

4. ყბებში მიმდინარე ზოგიერთი პათოლოგიური პროცესი შესაძლოა აღმოვაჩინოთ მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით. კლასიკური რენტგენოგრაფია აქ არ გამოდგება, რადგან ხდება ქსოვილების დაშრევება.

ვფიქრობ ეს ოთხი პუნქტი სრულიად საკმარისია, იმისათვის, რომ მივხვდეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი დენტალურ იმპლანტოლოგიაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს კვლევის უმნიშვნელოვანესი მეთოდია. თამამად ვიტყვი, რომ არ შეიძლება იმპლანტაციის დაწყება ტომოგრაფიის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივი ტომოგრაფია არაა გამოყოფილი სტომატოლოგიისათვის, ამიტომ გამოვიდა სპეციალური სტომატოლოგიური ტომოგრაფები. მათი საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება, რომელიც იწერება DVD დისკებზე.

კომპიუტერული ტომოგრაფიაზე დაყრდნობით შესაძლოა ქირურგიული შაბლონების დასამზადებლად მონაცემების 3D მოდელირება.

ასე გამოიყურება ქირურგიული შაბლონები იმპლანტაციისათვის.

 

 

 

 

 

რა შეიძლება მოხდეს თუკი არ ჩავიტარებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას იმპლანტაციამდე?

საწყის სიტუაციაზე ინფორმაციის არ ქონისას, მნიშვნელოვნად ვზრდით გართულებების რისკს, ხოლო შედეგი ხდება ამოუცნობი.

(მინდა მოვიყვანო მაგალითი, რომელიც მოვიძიე ინტერნეტში!)

მოვიდა პაციენტი, ექიმმა ჩათვალა, რომ იმპლანტაციისათვის იდეალური შემთხვევაა, არ ჩათვალა საჭიროდ ტომოგრაფიის გადაღება. “ჩახრახნა” იმპლანტი, რაზეც შემდგომ ორთოპედმა დაამაგრა გვირგვინი.

ორთოპანთომოგრამაზე ყველაფერი კარგადაა.

 

 

 

 

მაგრამ პაციენტს დაეწყო პრობლემები! მოირყა იმპლანტი, გაჩნდა ტკივილები, მიმართა სხვა ექიმს და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მიიღეს შემდეგი სურათი:

 

 

 

 

 

უფრო დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

აი კიდევ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახეზეა ექიმის შეცდომა – სათანადო კვლევის არ არსებობა და შედეგად, იმპლანტის არასწორი პოზიცირება.

მკურნალობის შემდგომი გეგმა – იმპლანტის მოცილება, ძვლოვანი პლასტიკა, განმეორებითი იმპლანტაცია და პროთეზირება. როგორ ფიქრობთ ღირდა ამათ?

Read Full Post »