Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თირკმელი’

პირის ღრუდან აცეტონის სუნი შესაძლოა იყოს დიაბეტის, თირკმლების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომი.

აცეტონიარის რაღაც რაც ცალსახად არასასიამოვნოა. მაგალითად, მუდამ უსიამოვნოა, როდესაც მოსაუბრეს არასასიამოვნო სუნი აქვს პირის ღრუდან და იმის გააზრება, რომ შენ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი ამოგდის ორმაგად უსიამოვნოა. სუნი პირის ღრუდან – ეს უბრალოდ ესთეტიკის და შეგრძნების პრობლემა არაა, მას ხშირად საფუძვლად უდევს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა პრობლემები, რასაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

არასასიამოვნო სუნი შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა მიზეზით: პირის ღრუს არასწორი მოვლის შედეგად, არასაკმარისი ნერწვდენის შემთხვევაში და შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს. მაგალითისთვის მჟავე სუნი – კუჭის დაავადების ნიშანია, ლპობის – ნაწლავური პრობლემების. ხშირად საუბრისას იგრძნობა აცეტონის სუნი. რამ შეიძლება განაპირობოს აღნიშნული პრობლემა?

პირის ღრუდან მომდინარე აცეტონის სუნი შესაძლოა მოდიოდეს ორგანიზმში არსებული მრავალი დარღვევიდან. ასეთი სუნი შესაძლოა ნიშნავდეს:

  • შაქრიანი დიაბეტი
  • არასწორად იკვებებით და გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
  • არასწორი კვებაცუდად მუშაობს ღვიძლი
  • თირკმლების პრობლემები
  • ინფექციური დაავადება

არასწორი კვება და აცეტონის სუნი

აცეტონი ცილების და ცხიმების დაშლის შუალედური პროდუქტია. თუკი ჩვენ ვიღებთ დიდი რაოდენობით ცილოვან და ცხიმოვან საკვებს, ორგანიზმი უბრალოდ ვერ ასწრებს მათ დაშლას საბოლოო პროდუქტებად და შედეგად აცეტონის შემცველობა მატულობს. ვიღებთ თავისებურ სუნს პირის ღრუდან. აღნიშნული ეფექტი ხშირად გვხვდება უნახშირწყლო დიეტის მოყვარულებში, აგრეთვე მათში ვინც უბრალოდ არარაციონალურად იკვებება.

აცეტონის სუნი შიმშილის დროს

არა მარტო არასწორი კვება არამედ შიმშილიც შესაძლოა გახდეს ამ სუნის მაპროვოცირებელი. თუკი ორგანიზმი დიდი ხანი არ იღებს საკვებს, სისხლში მცირდება გლუკოზის რაოდენობა. საჭირო ენერგიის მისაღებად ორგანიზმი იწყებს საკუთარი ცილების და ცხიმების დაშლას. შედეგად სისხლში ჩნდება უამრავი აცეტონი და სუნი პირის ღრუდან.

diabetes-diagnostika2აცეტონის სუნი შაქრიანი დიაბეტის დროს

აღნიშნული პრობლემის ხშირი მიზეზი – შაქრიანი დიაბეტია. ამ დაავადების დროს გლუკოზა ვერ აღწევს საკმარისი რაოდენობით ორგანიზმის უჯრედებში და გროვდება სისხლში. შედეგად უჯრედები ვერ იკვებებიან საკმარისად და იწყება ენერგეტიკული შიმშილი. უჯრედების ენერგიით მომარაგების მიზნით ჩვენი ორგანიზმი იწყებს ცილების და ცხიმების დაშლას. ეს იწვევს აცეტონის გამომუშავებას. სისხლში კეტონური სხეულების დიდი რაოდენობა წამლავს ორგანიზმს და იწვევს თავისებურ სუნს. დიაბეტის დროს აცეტონის სუნი იგრძნობა შარდშიც და კანზეც.

 img1აცეტონი და ფარისებრი ჯირკვალი

აცეტონის სუნი შესაძლოა იყოს ისეთი ენდოკრინული დაავადების დროს, როგორიცაა თირეოტოქსიკოზი. აღნიშნული დაავადების დროს მატულობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობა, რაც ასტიმულირებს ცილების და ცხიმების დაშლას. ზედმეტი რაოდენობით დაშლის შედეგად ჩნდება დიდი ოდენობით კეტონური სხეულები და პირის ღრუდან აცეტონის სუნი.

ღვიძლი და სისხლში აცეტონის მომატება

ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ღვიძლი გამოიმუშავებს უამრავ ფერმენტს, რომლებიც პასუხს აგებენ ნივთიერებათა დაშლასა და შეწოვაზე. მისი ნორმალური მუშაობის დარღვევა ახდენს ნივთიერებათა ცვლის pechenდარღვევის პროვოცირებას, შედეგად შესაძლოა დიდი რაოდენობით კეტონური სხეულების გაჩენა.

თირკმლები და აცეტონის სუნი

აცეტონის სუნი ასევე შესაძლოა მოდიოდეს ნეფროზის ან თირკმლების დისტროფიის შედეგად.  თირკმლის მილაკებში არსებული პრობლემების გამო ირღვევა ორგანიზმში ცილოვანი მიმოცვლა. თირკმლების დაავადებების დროს აცეტონის სუნი იგრძნობა შარდშიც.

აცეტონის სუნი ბავშვებში – განსაკუთრებული შემთხვევა

აცეტონის სუნი ხშირად ჩნდება ბავშვებში. ითვლება, რომ აღნიშნული მდგომარეობა უჩნდება ყოველ მეხუთე ბავშვს. სისხლში აცეტონის რაოდენობის პერიოდული მატების დროს საუბრობენ აცეტონემიურ სინდრომზე.

ბავშვებში აღნიშნული სინდრომის განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ინფექციები
  • ზედმეტი საკვების მიღება ან არასწორი კვება
  • სტრესული სიტუაციები
  • გადაღლა
  • შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევა
  • ენდოკრინული მოშლილობა
  • ნერვული სისტემის დაზიანება

არსებობს აღნიშნული სინდრომის განვითარების გენეტიკური წინასწარგანწყობა. მაგრამ სისხლში აცეტონი შესაძლოა გაუჩნდეთ იმ ბავშვებსაც ვინც აღნიშნულ გენს არ ატარებს.

ძირითადად აცეტონემიური სინდრომი უკვალოდ ქრება 12 წლის ასაკისათვის

Read Full Post »