Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვინირი’

სამწუხაროდ ჩვენს პრაქტიკაში გვხვდება პაციენტები ან სრულიად უკბილო ან უმეტესის დანაკლისით. აღნიშნულ შემთხვევაში სტომატოლოგს შეუძლია პაციენტს ურჩიოს მოსახსნელი პროთეზის გაკეთება.

მოსახსნელი პროთეზის ერთ-ერთი სახეა მოხერხებული და ესთეტიური ბიგელისებრი პროთეზი, საკეტისებრი ფიქსაციით. ასეთი პროთეზები მარტივად შეგუებადი და ადვილად მოსახმარია მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.

პაციენტის არჩევანს ამდიდრებს პოლიპროპილენის ან ნეილონისაგან დამზადებული რბილი პროთეზები. ისინი ესთეტიურია და იდეალურია მათთვის ვინც ვერ გუობს ტრადიციულ პროთეზებს. კბილების სრული უქონლობისას ტარდება პროთეზირება მთლიანი მოსახსნელი პროთეზებით.

მოსახსნელი პროთეზირების დადებით მხარეებს მიეკუთვნება: დარჩენილი კბილების ხელშეუხებლობა, როგორც პროთეზების ასევე მთელი პირის ღრუს მოვლის მარტივი შესაძლებლობა.

თანამედროვე სტომატოლოგია იმპლანტებზე პროთეზირების საშუალებას იძლევა. ეს ძალზედ მოსახერხებელი, მოუხსნელი კონსტრუქციაა. მას შეუძლია ცალკეული გვირგვინების ან ხიდების სახით სრულიად ჩაანაცვლოს მოსახსნელი პროთეზი.

იმპლანტაცია დღეისათვის ყველაზე თანამედროვე და სრულიად უსაფრთხო მეთოდია დაკარგული კბილების აღსადგენად.

როდესაც კბილის გვირგვინმა დაკარგა თავისი ფუნქციონალური თვისებები, გამოიყურება ძალზედ არა ესთეტურად, როდესაც მისი აღდგენა-რესტავრაცია ვერ ხერხდება სხივგამყარებადი (ჰელიო) მასალით, ან როდესაც პაციენტს აკლია ერთ ან რამოდენიმე კბილი იყენებენ მოუხსნელ პროთეზირებას. გვირგვინის დეფექტის აღმოფხვრა შესაძლებელია ლითონ-ფაიფურის (მეტალო-კერამიკა) გვირგვინით ან ფაიფურის ვინირით, ხოლო პროთეზირების უფრო ესთეტური ვარიანტი ულითონო ფაიფურია.

დაკარგული კბილების აღდგენა შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ხიდისებრი პროთეზებით ან იმპლანტებით. მოუხსნელ პროთეზირებაში ფართოდ გამოიყენება ტრადიციული ლითონ-ფაიფური (მეტალო-კერამიკა), რისთვისაც ჩვენი კლინიკის სტომატოლოგები იყენებენ პრემიუმ კლასის ფაიფურის მასებს. ლითონ-ფაიფურის კონსტრუქციები – მათი ესთეტიურობიდან და გამძლეობიდან გამომდინარე პროთეზირების ყველაზე გავრცელებული სახეა.

Advertisements

Read Full Post »

multiple-smiles1.jpgდღეისთვის ლამაზი კბილები, წარმატებული ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ელემენტად იქცა. თეთრი და სწორი კბილები, დიდი ხანია ჯანმრთელობის და წინსვლის მანიშნებელია დასავლეთ ქვეყნებში.

თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს პირის ღრუს გალამაზების სხვადასხვა მეთოდები. რიგ შემთხვევებში, წინა კბილების კომპოზიტებით  რესტავრაციის ან მთლიანად გვირგვინებით შეცვლის ალტერნატივად გვევლინება ფაიფურის (კერამიკა) ვინირები. კბილის ზედაპირზე თხელი ფაიფურის ფირფიტის მოთავსება, საკმაოდ გავრცელებული პროცესია, რომელსაც უკვე 30 წელია წარმატებით ხმარობენ.

ვინირების შექმნის ხელოვნების განვითარებამ, გამოიწვია მასალების და მეთოდების დახვეწა. მათი დაყოფა ხდება 2 დიდ ჯგუფად:

  1. კომპოზიციური მასალებით, პირდაპირი რესტავრაციები პირის ღრუში.
  2. არაპირდაპირი წესით, ლაბორატორიაში დამზადებული ფაიფურის ვინირები.

lumineersთავდაპირველად ვინირებით მხოლოდ ფრონტალური კბილების კორექცია ხდებოდა, დღეისათვის უკვე შესაძლებელია ვინირებით პრემოლარების (4–5 კბილები) გალამაზებაც.

ვინირების დამზადება შესაძლებელია, როგორც ინტაქტურ (ცოცხალ) კბილებზე, ასევე – გართულებული კარიესის დიაგნოზით ნამკურნალებზე.

კბილის ფერს განსაზღვრავს მისი ანატომიური თავისებურებები და ძირითადად იყოფა 3 ნაწილად: კბილის ყელი, სხეული და საჭრელი კიდე.

koronki-na-perednie-zubyუნდა აღინიშნოს, რომ ვინირის სისქე დამზადების მეთოდიდან გამომდინარე სხვა და სხვაა. არაპირდაპირი წესით დამზადებული ვინირის სისქე ყელის არეში დაახლოებით 0,5 მმ, ცენტრალურ ნაწილში – 1,0 მმ. ხოლო საჭრელ კიდეზე 1,3–1,5 მმ. პირდაპირი წესით დამზადებული ვინირის სისქეს კი განსაზღვრავს არსებული დეფექტის სიღრმე და გამოყენებული საბჟენი მასალის რაოდენობა.

ჩვენება ვინირებისათვის

ძირითადად ვინირები გამოიყენებე კბილის ფერისა და ფორმის კორექციისათვის.

  1. ე.წ. ტეტრაციკლინის კბილები
  2. კბილთა განვითარების მანკი (ე.წ. ჰიპოპლაზია)
  3. არასრულყოფილი ამელოგენეზი
  4. ფლუოროზი
  5. ემალის ეროზია, საშუალო და მძიმე ფორმებში.
  6. სოლისებრი დეფექტები, კბილის მაგარი ქსოვილების ფართო დაზიანებით, როგორც სიღრმეში ასევე სიგანეზე.
  7. მაგარი ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა.
  8. III კლასის კარიესული დაზიანება, როდესაც დეფექტები ლოკალიზებულია, როგორც მედიალურ ასევე ლატერალურ ზედაპირებზე და მოიცავენ დიდ ზედაპირს.
  9. ზედა ცენტრალურების ფორმისა და დგომის ანომალიები.
  10. დიასთემის და ტრემების კორექცია.

page25_1ვინირის დამზადება
უნდა აღინიშნოს, რომ ვინირის დამზადება პირდაპირი მეთოდით საგრძნობლად დაბალ ფასს გულისხმობს, ვიდრე ფაიფურის ვინირი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირდაპირი წესით ვინირების უპირატესობაა მისი დამზადება პაციენტის მომართვის დღესვე. რაც განმეორებით ვიზიტის, დისკომფორტს არ უქმნის პაციენტს. ეს სამუშაო შეიძლება მივაკუთვნოთ, გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას. კბილი მუშავდება მისი დეფექტის ზომებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, შემდგომ კი ხდება მისი აღდგენა, ფენა–ფენა სხივგამყარებადი კომპოზიტის საშუალებით.

ფაიფურის ვინირი წარმოადგენს, თხელ ფირფიტას. წინასწარ დამუშავებულ კბილებზე ექიმი იღებს ანაბეჭდს, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში მზადდება ფაიფურის ვინირები. ანაბეჭდის აღებამდე კბილის ზედაპირი იხსნება 0,3–0,7 მმ სიღრმეზე. საჭრელი კიდე მოკლდება არაუმეტეს 1მმ. ასეთი დამუშავება გაცილებით ნაკლებია ვიდრე მთლიანი გვირგვინების შემთხვევაში.
ფუნქციური თვალსაზრისით, აღდგენილი კბილი არ კარგავს მის თვისებებს, ვინაიდან ფაიფურის ემალზე მყარი მასალაა.

ორიოდე ვიზიტი, სტომატოლოგთან ურთიერთობის რამოდენიმე საათი და თქვენი კბილები ახალივითაა.

Read Full Post »