Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვიზიოგრაფია’

კომპიუტერის გამოყენება ნებისმიერი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესად იქცა.

კომპიუტერების გარეშე თანამედროვე მედიცინის წარმოდგენაც ძნელია. სადიაგნოსტიკო გამოკვლევების უმრავლესობას ციფრული ტექნოლოგიები ასრულებენ. ტექნიკის ბოლო სიტყვა – ენდოსკოპიური რობოტი – ასისტენტია, რომელიც ურთულესი ოპერაციების შესრულებისას გამოიყენება. კომპიუტერული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გამოირიცხოს საექიმო შეცდომების მთავარი მიზეზი – ადამიანური ფაქტორი.

თუმცა არიან ექიმები, რომლებსაც არ ქონიათ კომპიუტერთან შეხება. ჩვენთვის კომპიუტერი ძალზედ მნიშვნელოვანია. სპეციალური პროგრამებით ხდება დიაგნოსტირება, მკურნალობის დაგეგმვა, სამგანზომილებიანი შაბლონების დამზადება. ფერადი და სამგანზომილებიანი სკანერების საშუალებით ორთოპედს შეუძლია არა მარტო სწრაფად და ხარისხიანად დაამზადოს კარკასი გვირგვინებისათვის არამედ გვირგვინებიც.

დღეს მინდა გიამბოთ იმ პროგრამებზე და ტექნოლოგიებზე, რომლებიც უადვილებს სტომატოლოგს მუშაობას.

ციფრული რენტგენოლოგიური სურათებით უკვე ვეღარ გაგაკვირვებთ. დაწყებული დენტალური სურათებით და დამთავრებული ორთოპანთომოგრამებით ან ტელერენტგენოგრამებით – ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს კომპიუტერით. ციფრული გამოსახულების უპირატესობაა:


–      რენტგენოლოგიური გამოსხივების განსაკუთრებით დაბალი დოზა (2-3 ჯერ მცირე ვიდრე ჩვეულებრივისას).

–      სურათის მიღების სიჩქარე.

–      არ საჭიროებს გასამჟღავნებელ ხსნარებსა და აპარატურას.

–      არ საჭიროებს ცალკეულ რენტგენოლოგიურ კაბინეტს.

–      საშუალებას იძლევა გაკეთდეს სურათების სასურველი რაოდენობა.

–      ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლის საშუალება.

–      საშუალებას იძლევა შევინახოთ და დავალაგოთ სურათები.

ბაზარზე წარმოდგენილია რადიოვიზიოგრაფების ძალზედ დიდი არჩევანი. დაახლოებით ასე გამოიყურება პროგრამა და გადაღებული სურათები. საშუალება გვაქ ერთდროულად გავხსნათ რამოდენიმე სურათი, ვნახოთ მკურნალობის შედეგები, ქრონოლოგია, ვაჩვენოთ ყოველივე პაციენტს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაუგზანოთ კოლეგებს კონსულტაციისათვის. არანაირი ფირები და ქაღალდები.

თუკი დიაგნოზის დასასმელად სურათები არაა საკმარისი დამხმარედ მოდის კომპიუტერული ტომოგრაფია. აღნიშნული გამოკვლევის მეთოდმა მოახდინა რევოლუცია მედიცინაში, აღნიშნული მეთოდის გამომგონებლები საპატიოდ დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით. სტომატოლოგიაში გამოიყენება მაღალი გარჩევადობის ტომოგრაფები – ეს არცაა გასაკვირი, ჩვენ ხომ ძალზედ მცირე დეტალები გვაინტერესებს. თანამედროვე

ტომოგრაფები იძლევიან საჭირო ობიექტის არა მარტო შრეობრივ გამოსახულებას, არამედ მის სამგანზომილებიან მოდელსაც.

შესაძლებლობა გვეძლევა გავაკეთოთ საჭირო გამოთვლები, დავადგინოთ ქსოვილების სტუქტურა, ორგანოების ურთიერთ დამოკიდებულება, დავგეგმოთ იმპლანტაცია და ა.შ. დღეისათვის სტომატოლოგიური ტომოგრაფია – ყბა-სახის გამოკვლევის ყველაზე სრულყოფილი მეთოდია.

როგორც გითხარით კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებლობა გვაქ დავგეგმოთ იმპლანტაციის ოპერაციები. შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ იმპლანტაციისას ყველაზე რთული იმპლანტების სწორი პოზიცირებაა. განსაკუთრებით კი როცა ბევრია. ხარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა ის, რომ ჩავნერგოთ იმპლანტი სადაც გამოგვივა, არამედ მკაცრად განსაზღვრულ ადგილას და მკაცრად განსაზღვრულ სიღრმეზე. სამწუხაროდ ამის თვალით განსაზღვრა საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, რომ ექიმ-იმპლანტოლოგებს უჭირთ იქიმი-ორთოპედების თვალით საქმის დანახვა.

საბედნიეროდ არსებობს პროგრამა, რომელიც იმპლანტაციების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. პროგრამის საინფორმაციო ბაზაში, ყველა ცნობილი იმპლანტების სისტემაა შეტანილი, ვირჩევთ საჭირო სისტემას და საჭირო ადგილს. მზადდება მოდელი და ქირურგიული შაბლონი. რომლებზეც უკვე ტიტანის რგოლებით მითითებულია საჭირო ადგილები და მიმართულება. საჭიროა მხოლოდ შაბლონების ყბაზე დამაგრება და იმპლანტების ჩანერგვა.

ცხადია არა მხოლოდ ქირურგები სარგებლობენ კომპიუტერების დახმარებით. ალბათ გახსოვთ სტატია ლინგვალურ ანუ უხილავ ბრეკეტებზე? ხოდა მათი დამზადების თითქმის ყველა ეტაპს ახორციელებს კომპიუტერი. ეს კი იძლევა მაქსიმალურ რეზულტატს.

ყველაზე მეტად კი კომპიუტერებით ექიმი-ორთოპედები სარგებლობენ.

დღეისათვის უკვე შესაძლებელია ანაბეჭდის ან ყბის მოდელის დასკანერება. ინფორმაცია იგზავნება სპეციალურ პროგრამაში, აქვე ხდება მომავალი კარკასის, გვირგვინის, ჩანართის ან ხიდის დამოდელირება, ხოლო შემდგომ სპეციალური საჩარხი მოწყობილობით მისი დამზადება.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია მიღებულ კარკასს დავადოთ ფაიფური, ან გავაპრიალოთ ჩანართი და დაუმაგროთ პაციენტს.

რა თქმა უნდა ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ სტომატოლოგიაში არსებული ტექნოლოგიებისა თუმცა დღეისათვის საკმარისია.

მომავალში ალბათ დიაგნოსტირებასაც და მკურნალობასაც რობოტები შეასრულებენ, ხოლო ადამიანები წარუძღვებიან აღნიშნულ პროცესს.

Advertisements

Read Full Post »

თანამედროვე სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამოკვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს.

ექიმი რომელიც არ სარგებლობს რენტგენით განწირულია შეცდომებზე და გართულებებზე. რენტგენის აპარატი, (უმჯობესია ვიზიოგრაფი) უნდა იყოს ყველა კლინიკაში

რა უპირატესობა აქვს ვიზიოგრაფს?


• 
დასხივების დროის შემცირება წამის მეასედამდე.
 დასხივების არეალის შემცირება.
 გამჟღავნების ეტაპის გამოტოვება, რაც საკმაოდ აჩქარებს მუშაობის პროცესს.
 დამატებითი დამუშავების შესაძლებლობა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. სურათი გადაღებული ვიზიოგრაფით უფრო ინფორმატიულია, ექიმს შესაძლებლობა აქვს კომპიუტერის ეკრანზე დაინახოს პათოლოგია რაც მცირე ზომის რენტგენის ფირზე შეიძლება არ გამოჩნდეს.
• დაარქივების და მოძებნის საუკეთესო საშუალება კომპიუტერის საინფორმაციო ბაზის დახმარებით.

Read Full Post »