Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვალპლასტი’

“ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” გთავაზობთ სიახლეს – ვალპლასტის სისტემის (Valplast, USA) რბილ ნეილონის პროთეზებს. ნეილონის მოსახსნელი პროთეზების უპირატესობა ნათელია არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის არამედ პაციენტებისათვისაც.

  • ნეილონის პროთეზების უნიკალურობა მდგომარეობს მასში, რომ ამ ნაკლული კბილების აღსადგენად არ საჭიროებს გვერდზე მდომი კბილების დაქლიბვას და დამუშავებას.
  • ნეილონის პროთეზების გამოყენება შესაძლოა, როგორც ცალკეული დეფექტების (1-2 კბილის, მიკროპროთეზი), ასევე მთლიანი მოსახსნელი პროთეზების ჩასანაცვლებლად.
  • ვალპლასტი ნეილონი – ჰიპოალერგიული მასალაა, იგი არ იწვევს ალერგიას ისეთ ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა აკრილზე, ვინილზე, ლატექსზე და სხვადასხვა ლითონებზე. ნეილონის პროთეზი ერთადერთი გამოსავალია მათთვის ვინც იტანჯება ალერგიით და მათთვის ვისაც არ სურს ორგანიზმში ალერგენების დაგროვება.
  • ელასტიური, რბილი პროთეზებით სარგებლობისას (რომელთაც ჩაანაცვლეს ლითონის შენადნობები და აკრილის კომბინაციები) არ ჩნდება იონურ ცვლასთან დაკავშირებული არა სასიამოვნო შეგრძნებები.

  • ფიქსაციის მომენტი ნეილონის პროთეზებს უკეთესი აქვთ ვიდრე მათ აკრილის ანალოგებს.
  • ნეილონის პროთეზი არ შეიცავს ლითონის კონსტრუქციებს – ასეთი პროთეზების საყრდენ კბილებთან ფიქსაცია ხდება რბილი, ნეილონის კლამერების საშუალებით, რომლებიც მთლიანი პროთეზის გაგრძელებას წარმოადგენენ და არ ჩანან ღიმილის დროს. ეს კი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ნეილონის პროთეზი ესთეტიურად ყველაზე ძნელ უბნებშიც.
  • ნეილონის პროთეზი მკვრივია და უძლებს დიდ დატვირთვას. მისი გატეხვა საკმაოდ ძნელია. ამასთან პროთეზი პლასტიური, რბილი და მსუბუქია, რაცაგარიდებთ სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნებას პირის ღრუში.
  • ნეილონის პროთეზი შეიძლება დაენიშნოთ, როგორც სპორცმენებს ასევე ექსტრემალური სპორტის მოყვარულებსაც.
  • რბილი ნეილონის პროთეზები თანაბრად ანაწილებენ საღეჭ დატვირთვას და არ აწვებიან დარჩენილ კბილებს. ამიტომ მათი გამოყენება შეუძლიათ პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებსაც, როგორც მაშინირებელი კონსტრუქციის ერთ-ერთი ელემენტი.
  • ბაზისისა და კლამერების ფერი ირჩევა ღრძილის ფერიდან გამომდინარე. ამასთან დენტალური ნეილონი პრაქტიკულად გამჭირვალეა. მომავალი პროთეზის ფორმა და დიზაინი დგება ღრძილის აგებულებიდან გამომდინარე. ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა, პროთეზი გავხადოთ შეუმჩნეველი.
  • ნეილონი აბსოლუტურად არა ჰიგროსკოპიული ნივთიერებაა – იგი არ იწოვს წყალს და სუნებს, ე.ი. იგი დაცულია დაავადების გამომწვევი მიკრობებისაგან.
  • ჩვენს კლინიკაში დაგიმზადებთ ნეილონის პროთეზს მხოლოდ ვალპლასტის სისტემით (Valplast, USA) და დღეისათვის წამყვანი ფირმების მიერ მოწოდებული კბილებით
  • ყველაფერს ემატება ნეილონის პროთეზების მოვლის სიმარტივე.
  • პროთეზირების ეს ვარიანტი რეკომენდებულია მათთვის ვისაც არ სურს:
  1. დაიმუშაოს (დაიქლიბოს) კბილები გვირგვინების, ხიდების და ა.შ. ქვეშ;
  2. ჩაიტაროს კბილების იმპლანტაცია;
  3. ჰქონდეს ლითონის, უშნო კლამერები პირის ღრუში;
  4. ჰქონდეს თუნდაც მცირეოდენი ალერგიული რეაქციები ან გალვანიზმი (რეაქცია სხვადასხვა ლითონებზე)

ვალპლასტის სისტემის, ნეილონის პროთეზებს აქვთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს სპეციალისტს, ჩაწერა წარმოებს ტელეფონით.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

Read Full Post »