Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დიაგნოსტიკა’

da-vinchi-01მკურნალობის დაგეგმარებისას ექიმ-ორთოდონტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია იმ პათოლოგიაზე, რომლის განკურნებასაც აპირებს. საკმაოდ ხშირად ორთოდონტიული მკურნალობა იწყება პრობლემის გაანალიზების გარეშე და მკურნალობის შედეგები ხშირად საკმაოდ მძიმეა. ხარისხიანი მკურნალობა შეუძლებელია ანალიზის, ხოლო ანალიზი საჭირო დიაგნოსტიკური მონაცემების გარეშე. სწორად დასმული დიაგნოზი – წარმატებული მკურნალობის ნახევარია. თუკი არ იცი სად მიდიხარ, რატომ და რა მიზნით შესაძლოა დაიკარგო კიდეც. აქედან გამომდინარე დიაგნოსტიკის ფასი დაგეგმარებაში და წარმატებული მკურნალობის განხორციელებაში შეუფასებელია.

დიაგნოსტიკა მოწოდებულია იმისთვის, რომ გამოავლინოს მკვეთრი ორიენტირები, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ექიმი მკურნალობის გეგმის შედგენისას. რას მოიცავს სადიაგნოსტიკო ღონისძიებების “სტანდარტული” ჩამონათვალი თანამედროვე ორთოდონტიის გადმოსახედიდან?

1. ორთოპანთომოგრამმა

2. ტელერენტგენოგრამმა გვერდით პროექციაში (დამატებით პირდაპირ პროექციაში – ჩვენებების დროს)

3. ანაბეჭდები მოდელების მისაღებად
od3564. ფოტოგრაფირება (პორტრეტული და პირშიგნითა ფოტოები)
5. კომპიუტერული ტომოგრაფია ჩვენებების მიხედვით
6. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

ცოტა არაა ხომ? აღსანიშნავია, რომ პირველი 4 პუნქტი ეს მხოლოდ მინიმუმია ნებისმიერ სიტუაციაში. თუკი აქედან ექიმი რომელიმეს არ ატარებს, იგი იკლებს სწორი ანალიზისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას.

არსებობს კბილების გადაადგილების უამრავი მეთოდი და ექიმს შეუძლია თითქმის ყველაფერი იმ დროს როდესაც პაციენტს ბრეკეტები აქვს დაკრული, ან კაპები ან სხვა საშუალებები. მაგრამ საკითხავია თუ საით და როგორ გადავაადგილოთ. ამ შეკითხვას პასუხობს ღრმა დიაგნოსტიკა. ორთოდონტიული მკურნალობა – კარგად დაგეგმილი მოქმედებების თანმიმდევრობაა. ექიმს ჯერ კიდევ აპარატის ფიქსაციამდე უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი მკურნალობის შედეგი და გზა, რომელიც მად და მის პაციენტს მიიყვანს წარმატებამდე. მკურნალობის პროცესში შესაძლოა მოხდეს გეგმიდან გადახვევა, მედიცინა ზუსტი მეცნიერება არაა, მაგრამ გენერალური ხაზი აუცილებლად უნდა იყოს. სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით, როდესაც პაციენტებს მკურნალობენ ბრეკეტები და არა ექიმები. უბრალოდ, გაუაზრებლად მიკრული აპარატი უკეთეს შემთხვევაში შედეგს არ მოგვცემს, ხოლო უარეს ვარიანტში შესაძლოა მძიმედ დამთავრდეს. ამიტომ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოქმედებების გეგმა… საით წავიდეს:

0_75a55_be703492_xlორთოპანთომოგრამმა (ანუ “ოპგ”,  პანორამული სურათი)

მთელი ყბა-კბილთა სისტემის, როგორც ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსის ერთ მომენტიანი სურათია. სურათი მოიცავს ალვეოლურ მორჩებს მთლიანი მაშტაბით, ხოლო თვითონ გამოსახულება ერთ სიბრტყეზეა გაშლილი.  პაციენტზე მინიმალური რენტგენოლოგიური დატვირთვით, ორთოპანთომოგრამა დიდი მაშტაბით გვაძლევს ხარისხიან და სრულ სურათს. სურათზე მოჩანს:

  •  ძირითადი ღრუები;
  • ძვლოვანი ქსოვილი;
  • პათოლოგია;
  • სიბრძნის, რეტენირებული, ზეკომპლექსური კბილები.
  • ფესვების მდებარეობა.

ორთოპანთომოგრამას იყენებენ სხვადასხვა სპეციალისტები: ორთოდონტები, იმპლანტოლოგები, თერაპევტები, ორთოპედები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგებს უბრალოდ არ შეუძლიათ მის გარეშე მუშაობა.

od5ტელერენტგენოგრაფია (ტრგ) – (ბერძ. tele – შორს, – რენტგენოგრაფია) – რენტგენოგრაფია, რომელიც სრულდება შორი მანძილიდან საკვლევი ობიექტის მაქსიმალურად ზუსტი ზომების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად. თავის “ფოტოგრაფია” რენტგენის სხივებით პროფილში. ორთოდონტისათვის აუცილებელი მეორე სურათი. არც ერთი ექიმი არ უნდა იწყებდეს მკურნალობას მის გარეშე. ტრგ საჭიროა მთელი რიგი გათვლებისათვის – ითვლება მანძილები, კუთხეები, ფორმულებით ანგარიშობენ პარამეტრებს, რაც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ გეგმას. არ დავიწყებ ამ თემაში ჩაღრმავებას, რადგან სტატიის მიზანია გასაგებ ენაზე მივიტანოთ ინფორმაცია პაციენტამდე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას. უბრალოდ ვიტყვი, რომ არსებობს თანკბილვის ანომალიები რომელთა გამოსწორება მარტო ორთოდონტს არ შეუძლია. არიან პაციენტები რომელთაც ესაჭიროებათ ორთოგნათიული ქირურგია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ექიმ-ორთოდონტს აქვს შესაძლებლობების ზღვარი. ხოლო გვერდითი ტრგ მას ეხმარება გაიგოს სად მთავრდება მისი მოქმედების არეალი.

od7 (1)ტრგ პირდაპირ პროექციაში

პაციენტის “ფოტოგრაფია” ანფასში. სახის ასიმეტრიის დროს მნიშვნელოვანია გავიგოთ მიზეზი. იგი შესაძლოა კბილების არასწორი დგომის ბრალი იყოს, რომლებიც საშუალებას არ აძლევენ ქვედა ყბას სწორად დაიხუროს. მაგრამ შესაძლოა საქმე უფრო სერიოზულადაც იყოს. როდესაც ასიმეტრია გამოწვეულია ზედა ყბის არასწორი მდებარეობით ქალას მიმართ ან ქვედა ყბის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრების სხვადასხვა ზომებით.

digital-castsანაბეჭდების აღება, სადიაგნოსტიკო მოდელების დამზადება, მათი გამოთვლა და ანალიზი.

ტრადიციული მეთოდით ანაბეჭდების აღების შემდეგ, ტექნიკოსი ლაბორატორიაში ასხამს თაბაშირის მოდელებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი გამოთვლა. ექიმი ადგენს ყბების ნამდვილ ზომებს. ექიმს ეხმარება სპეციალური ფორმულები, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა კბილების ზომების გამოთვლა.

ფოტოგრაფირება

ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად ყველაზე კარგი მოტივატორია. მხოლოდ მცირე თუ ხვდება, რომ თანკბილვაზეა დამოკიდებული ტუჩების ფორმა, პროფილი, გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭები. პორტრეტული ფოტოების გაანალიზებით, ექიმს შეუძლია და უნდა მოახდინოს მკურნალობის შემდგომი იერის ცვლილებების პროგნოზირება. პირშიგნითა ფოტოები აუცილებელია მკურნალობის ყველა ეტაპზე დინამიკაში დაკვირვებისათვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)

tomooრიგ შემთხვევებში ექიმს შესაძლოა დასჭირდეს კტ. მხოლოდ ამ ფოტოზე შეგვიძლია განვსაზღვროთ კბილის სივრცობრივი განლაგება სხვა კბილების მიმართ. ეს აუცილებელია რეტენირებული კბილების გადაადგილებისას, რათა დავადგინოთ თუ რომელი კბილია უფრო ზედაპირულად და რათა სწორედ შეირჩეს გადაადგილების ვექტორი, რომ არ მოხდეს მეზობელი კბილების ფესვებზე გამოდება. ორთოპანთომოგრამმაზე, შესაძლებელია შესაძლებელია შეფასდეს კბილის მდებარეობა მხოლოდ ერთ ფრონტალურ სიბრტყეში. კტ მეორე ხშირი ჩვენება პაროდონტიტის საშუალო და მძიმე ფორმებია. კტ-ზე შესაძლოა პაროდონტის მდგომარეობის დადგენა ცალკეულ კბილებზე.

image001და ბოლოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

Advertisements

Read Full Post »

კლინიკები სადაც შეგიძლიათ კბილები იმკურნალოთ ძალიან ბევრია ქალაქში. ჩვენ გთავაზობთ პრინციპიალურად განსხვავებულ მომსახურებას – გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და აიმაღლოთ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ, ხოლო მკურნალობის შედეგი გავხადოთ უფრო სტაბილური.

დღეისათვის თანამედროვე მედიცინაში ნორმად ითვლება ის ფაქტი, რომ ყველა ვიწრო სპეციალისტი ჭრის იმ პრობლემას რაც იმ წუთისათვის აწუხებს პაციენტს, მუშაობს რა საკუთარ ვიწრო სპეციალობაში, არც კი იხედება მის გარეთ, ამასთან ხშირად არც ხდება დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაც.

უნდა იმკურნალოთ არა მარტო ის სადაც გტკივათ – ამაში მდგომარეობს ძირითადი მესიჯი, იდეა, რომელიც მიეწოდება პაციენტს ჩვენს კლინიკაში. ტკივილი ხომ მხოლოდ სიგნალია, რომ სადღაც პრობლემაა. იგი არ მიუთითებს თუ სად არის პრობლემის პირველწყარო. აი რატომ ხდება, რომ სტომატოლოგი უმკურნალებს კარიესულ კბილს, ხოლო მცირე ხანში იმავე კბილზე ისევ ვითარდება კარიესი, ბჟენის გვერდით ან სხვა ზედაპირზე. მკურნალობა, რომლის დროსაც არ ხდება გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, ნაკლებ ეფექტურია და აქვს სიმპტომური ხასიათი. ამის ახსნა მარტივია მუცლის ტკივილის მაგალითზე.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს სტკივა მუცელი. იგი მიმართავს თერაპევტს და ისიც ეუბნება: „უნდა გამოვიკვლიოთ და ვიმკურნალოთ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს“. პაციენტს არ სცალია და მიმართავს სხვა ექიმს, რომელიც ეუბნება: „არაფერია საშიში, თუ დრო არ გაქვთ დალიეთ გამაყუჩებლები“. იგიც სვამს გამაყუჩებლებს, მას არაფერი ან თითქმის არაფერი არ აწუხებს, გადის დრო და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ხვდება რეანიმაციაში კუჭის წყლულის დიაგნოზით. საქმე იმაშია, რომ ადამიანმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, მოიშორა რაც აწუხებდა. ამასთან არ იქნა აღმოფხვრილი გამომწვევი მიზეზი. პრობლემა პროგრესირებდა და სარეზერვო და დაცვითი ძალების ამოწურვის შემდეგ, სტრესულ სიტუაციაში გარდაიქმნა სერიოზულ დაავადებაში.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ მიზანია აამაღლოს თქვენი ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობა გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. თუკი დროულად მოხდებოდა  ტკივილის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ანუ განიკურნებოდა კუჭის წყლული, შედეგად არ მივიღებდით ამ დაავადების ასეთ კრიტიკულ სახეს.

როდესაც თქვენ მოდიხართ ჩვენთან კარიესის სამკურნალოდ, იმპლანტატის ჩასასმელად, ან მით უმეტეს კბილების დგომის ანომალიების გამოსასწორებლად და ა.შ. ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე შეუძლებელია. თქვენ დროებით იგრძნობთ შვებას, მაგრამ ჩვენი მიზანია მივიღოთ დიდ ხნიანი, სტაბილური რეზულტატი. ერთი კბილის თუ მთელი საღეჭი აპარატის პრობლემებით ჩვენთან მომართვისას, ჩვენ ვიცით, რომ ამის მიზეზი უფრო ღრმადაა და ყოველთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ კბილებით. თქვენი კბილების დაზიანებები – მხოლოდ ანარეკლია იმ პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია: შინაგან ორგანოებთან, ძველ ტრავმებთან (მათ შორის სამშობიარო), სხეულის აღნაგობასთან, გადატანილ ოპერაციებთან და სხვა ფაქტორებთან. რათა გავერკვიოთ, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვიეს თქვენი თანკბილვის თუ ოკლუზიის ანომალიები, აუცილებელია დიაგნოსტიკა, რომელიც შედგება შემდგომი ეტაპებისგან:

  1. ორგანიზმში მიმდინარე ყველა დარღვევის გამოკვლევა მორფოლოგიურ დონეზე.
  2. წამყვანი მიზეზის გამოკვლევა, რომელიც იწვევს პრობლემებს ყბა-სახის მიდამოში – აღნიშნული საკითხით დაკავებულია ექიმი-ორთოდონტი.
  3. ორთოდონტთან ერთად ექიმი-ორთოპედი სწავლობს ოკლუზიას. ამავე ეტაპზე ხდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ყბა-სახის მიდამოს კუნთების, ქვედა ყბის მოძრაობის დიაგნოსტიკა.
  4. ზოგად სომატური პათოლოგიის არსებობისას პაციენტი იგზავნება შესაბამის სპეციალისტან სამკურნალოდ.

მას შემდეგ, რაც შეიკრიფა სრული ინფორმაცია პაციენტის შესახებ მორფოლოგიურ დონეზე, და ჩვენი ექიმისათვის ცნობილია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ გაცილებით მეტი ვიდრე მომართვისას. პაციენტს ეძლევა არჩევანი, როგორც წყლულიანი პაციენტის შემთხვევაში.

ნებისმიერი პრობლემა მით უმეტეს ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული – ეს ნიშანია ადმიანისათვის, რომ იგი რაღაცას ისე არ აკეთებს. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით ადამიანს დასძლიოს მისი დაავადება და ამ ბრძოლაში ვიკავებთ პაციენტის მხარეს.

მაშასადამე თქვენ გაქვთ არჩევანი – მიიღოთ კომპლექსური მკურნალობის მეთოდი და დადგეთ ჩვენს გვერდით, ან აირჩიოთ ტრადიციული უარყოფის მეთოდი და დაიწყოთ მარტივი გზების ძიება. არჩევანი თქვენზეა. დღეისათვის მედიცინამ ისე შორს შეაბიჯა პროგრესის მხრივ, რომ კარიესის მკურნალობა, ბჟენის ჩადება ან თუნდაც გვირგვინის გაკეთება არ წარმოადგენს სიძნელეს. კლინიკების უმრავლესობა ასეც მუშაობს, რატომ? იმიტომ, რომ ასე მარტივია.

ჩვენი ამოცანაა, დაგეხმაროთ თქვენთვის პრინციპიალურად ახალ ეტაპზე. გავაკეთოთ ყველაფერი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა დაგეხმაროთ თქვენი პრობლემის გადაჭრაში.

დიახ ეს გზა უფრო რთულია და უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება ეფექტურად და სწრაფად ამასთან მარტივად და სასიამოვნოდ. თუკი ჩვენ არ შევცვლით ამის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. ყველაფერი თქვენს ხელშია. ჩვენი კლინიკის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ყველა თქვენს პოზიტიურ წამოწყებაში.

გთავაზობთ:

  1. პირველადი კონსულტაცია, მოტივაცია პაციენტის კომპლექსურ მკურნალობაზე – ატარებს ექიმი-სტომატოლოგი.
  2. პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა.
  3. კომპლექსური დიაგნოსტიკა.

ორთოდონტი – რენტგენოდიაგნოსტიკა, ტომოგრაფია, ცეფალომეტრია, ორთოპანთომოგრაფია, ფოტოდიაგნოსტიკა.

ორთოპედი – დიაგნოსტიკა არტიკულატორში – ოკლუზიის ანალიზი, სახსრების პრობლემებისას მიგრაფიული კვლევები.

აუცილებლობის შემთხვევაში – შერეული სპეცილისტების კონსულტაციები.

  1. ქირურგ-სტომატოლოგთან, თერაპევტ-სტომატოლოგთან, პაროდონტოლოგთან  ერთად – კომპლექსური მკურნალობის გეგმის შედგენა.
  2. პროფესიონალური ჰიგიენა 6 თვეში ერთხელ.

Read Full Post »

თანამედროვე სტომატოლოგია წარმოუდგენელია რენტგენოლოგიური კვლევების გარეშე. მხოლოდ მისი საშუალებითაა შესაძლებელი, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული პრობლემის ზუსტი განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ სურათის ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს არა მხოლოდ პერსონალის პროფესიონალიზმი ან აპარატურის ხარისხი, არამედ პაციენტის სწორი განწყობა.

ჩვენი რჩევა იქნება არ ინერვიულოთ გამოკვლევის წინ, რადგან დასხივება გამორიცხულია მაღალტექნოლოგიური აპარატურის და პროცედურის სისწრაფიდან გამომდინარე. შედეგად თქვენთვის საინტერესო იქნება თქვენი შინაგანი პორტრეტის ხილვა, ხოლო მკურნალი ექიმი შესძლებს ზუსტად შეარჩიოს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო მკურნალობის გეგმა.

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია სრული დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა შესაძლოა მოიცავდეს კვლევის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა საფუძველზეც ხდება თანკბილვის განსაზღვრა, ასევე მოსალოდნელია დამატებითი კვლევების ჩატარებაც.

ორთოპანთომოგრამა – მთელი ყბა-კბილთა სისტემის, როგორც ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსის ერთ მომენტიანი სურათია. სურათი მოიცავს ალვეოლურ მორჩებს მთლიანი მაშტაბით, ხოლო თვითონ გამოსახულება ერთ სიბრტყეზეა გაშლილი.  პაციენტზე მინიმალური რენტგენოლოგიური დატვირთვით, ორთოპანთომოგრამა დიდი მაშტაბით გვაძლევს ხარისხიან და სრულ სურათს. სურათზე მოჩანს:

  •  ძირითადი ღრუები;
  • ძვლოვანი ქსოვილი;
  • პათოლოგია, არსებული ხილვადი საზღვრები;
  • ფესვების მდებარეობა.

ორთოპანთომოგრამას იყენებენ სხვადასხვა სპეციალისტები: ორთოდონტები, იმპლანტოლოგები, თერაპევტები, ორთოპედები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგებს უბრალოდ არ შეუძლიათ მის გარეშე მუშაობა.

ენცეფალომეტრია – აღნიშნული კვლევა გამოიყენება თანკბილვის სხვადასხვა ანომალიის დიაგნოსტიკის, დიაგნოზის სიზუსტის დადგენისა და ორთოდონტიული მკურნალობის პროგნოზირებაში. სახისა და ტვინის ქალის, ასევე რბილი ქსოვილების კონტურების გამოსახულება საშუალებას იძლევა დავადგინოთ მათი ურთიერთქმედება, სახის ჩონჩხის აგებულების ანალიზისათვის.

ტელერენტგენოგრაფია (ტრგ) – (ბერძ. tele – შორს, – რენტგენოგრაფია) – რენტგენოგრაფია, რომელიც სრულდება შორი მანძილიდან საკვლევი ობიექტის მაქსიმალურად ზუსტი ზომების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად.  აღნიშნული კვლევის მეთოდი ფართოდგამოიყენება ორთოდონტიაში. მისი მონაცემები აუცილებელია ორთოდონტიული დიაგნოზის და სწორი მკურნალობის ჩასატარებლად. ტრგ ყოველთვის ტარდება ორთოდონტიული მკურნალობის წინ ან ჩვენებიდან გამომდინარე მკურნალობის პროცესში და მკურნალობის დასრულებისას. ტელერენტგენოგრაფია წარმოადგენს თავის ქალის გვერდით ან პირდაპირ გამოსახულებას და გამოიყენება ცეფალომეტრიისთვის – სახის ჩონჩხის, სხვადასხვა უბნების ურთიერთობების ძალზედ ზუსტი გამოთვლები. ტრგ-ს მიხედვით ხდება ქალასთან მიმართებაში ზედა და ქვედა ყბის სწორი მდებარეობის, კბილთა  დახრილობის დადგენა, აგრეთვე სახის რბილი ქსოვილების შეფასება. ტელერენტგენოგრაფიის დროს მიღებული სურათი, უმცირეს დეტალებში ასახავს საჭირო უბნის ყველა ქსოვილს.

ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების ჩატარება შესაძლოა ექიმი-სტომატოლოგის მიმართვით, მას შემდეგ, რაც განისაზღვრა მეთოდი და მისი მნიშვნელობა მკურნალობის დაწყებისას.

ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, ექიმები ადგენენ მკურნალობის და ჩასატარებელი მანიპულაციები გეგმას. რენტგენოლოგიური კვლევების ჩასატარებლად აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგინიშნავთ თქვენთვის აუცილებელ კვლევის მეთოდს მკურნალობის გეგმასთან ერთად.

Read Full Post »

თანამედროვე სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამოკვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს.

ექიმი რომელიც არ სარგებლობს რენტგენით განწირულია შეცდომებზე და გართულებებზე. რენტგენის აპარატი, (უმჯობესია ვიზიოგრაფი) უნდა იყოს ყველა კლინიკაში

რა უპირატესობა აქვს ვიზიოგრაფს?


• 
დასხივების დროის შემცირება წამის მეასედამდე.
 დასხივების არეალის შემცირება.
 გამჟღავნების ეტაპის გამოტოვება, რაც საკმაოდ აჩქარებს მუშაობის პროცესს.
 დამატებითი დამუშავების შესაძლებლობა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. სურათი გადაღებული ვიზიოგრაფით უფრო ინფორმატიულია, ექიმს შესაძლებლობა აქვს კომპიუტერის ეკრანზე დაინახოს პათოლოგია რაც მცირე ზომის რენტგენის ფირზე შეიძლება არ გამოჩნდეს.
• დაარქივების და მოძებნის საუკეთესო საშუალება კომპიუტერის საინფორმაციო ბაზის დახმარებით.

Read Full Post »

აპექსლოკატორი

ჯერ კიდევ 1965 წელს Seltzer და Bender-ის ინფორმაციით ენდოდონტიური სამუშაოს ხარისხიანად შესრულება, დამოკიდებული იყო 3 აუცილებელ ეტაპზე – არხის კარგ გასუფთავებაზე, სტერილიზაციასა და მის მთლიან ობტურაციაზე. წარმატებული მკურნალობის საფუძველს კი წარმოადგენდა არხის სამუშაო სიგრძის განსაზღვრა. ამ ეტაპის უგულებელყოფა ამცირებდა დადებით შედეგს და შეუძლებელს ხდიდა ენდოდონტიტური მკურნალობის ხარისხიან ჩატარებას.

აპექსლოკატორი არის ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას არხის გამავლობის შესახებ. ეს არის პაციენტებისათვის უმტკივნეულო და ექიმებისათვის ძალზედ ეფექტური მეთოდი. აპექსლოკატორი სრულიად უვნებელია, გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და სწრაფად იძლევა საჭირო ინფორმაციას.

აპექსლოკატორი საშუალებას გვაძლევს ზუსტად აღმოვაჩინოთ აპიკალური შევიწროება, არხის პერპორაცია და ფესვის ბზარიც კი. მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია პერიოდონტის ელექტრონულ პოტენციალზე, რომელიც განსხვავდება დენტინისაგან. ერთი ელექტროდი მაგრდება ფაილზე, ხოლო მეორე – თუჩზე. ელექტრული იმპულსის გარბენის სიჩქარით (ფაილიდან აპიკალურ შევიწროებამდე) ხდება არხის სიგრძის განსაზღვრა.

არხში აპექსლოკატორით ინსტრუმენტის შეტანისას ხდება წინაღობის გაზომვა. შემდგომ აპარატი ახდენს მის შედარებას შიდა სტანდარტებთან. ფაილის არხიდან გასვლის შემთხვევაში აპექსლოკატორი მონიტორზე იძლევა ჩვენებას და ასევე ხმოვან სიგნალს. ყველა თანამედროვე აპექსლოკატორის მუშაობა დაფუძნებულია ზემოხსენებულ პრინციპზე.

Read Full Post »