Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დაბჟენა’

გთავაზობთ თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობების მოკლე ჩამონათვალს. რა შეგვიძლია დღეს და არ შეგვეძლო ადრე.

ნელ-ნელა მატულობს იდეალურად სწორი და თეთრი კბილების მქონე ადამიანების რიცხვი. მათი ღიმილი ძალდაუტანებელი და ბუნებრივია, თითოს და  ჩვენებაზე გამოფინესო თავიანთი 32 კბილი. ასეთი ღიმილის შეგშურდება კიდეც. ბუნებამ ცოტა თუ დააჯილდოვა ასეთი ღიმილით. თუკი თვენ ფიქრობთ, რომ ყველას ბუნებრივი კბილები აქვთ, თქვენ ცდებით. თანამედროვე სტომატოლოგიამ უკანასკნელი ათწლეულები საკმაოდ წინ წაიწია და სილამაზის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეისათვის უკვე შესაძლებელია იმის გაკეთება, რაც ბუნებამ არ „ისურვა“. მე გიამბობთ, თუ რა და რით შეგვიძლია დღეს თქვენი გაოცება.

  • თეთრი, ქათქათა ღიმილი
  • სწორი კბილები
  • ლამაზი ბჟენები
  • ძლიერ დაშლილი კბილების აღდგენა
  • ნაკლული კბილის აღდგენა ერთ სეანსში
  • ორთოპედიული სტომატოლოგიის ბოლო მიღწევები
  • იმპლანტაცია

ვის არ უნდა, რომ მისი ღიმილი იყოს თეთრი და ქათქათა?! ეს ხომ ყველა ჩვენთაგანის ოცნებაა. ამისათვის არსებობს გათეთრება. სტომატოლოგის კაბინეტში შესაძლებელია კბილების გათეთრება ერთ სეანსში, ან ერთ კვირაში – კაპების საშუალებით სახლის პირობებში. უფრო ვრცლად ჩვენს სტატიაში ყველაფერი გათეთრების შესახებ.

კიდევ გვინდა, რომ კბილების დგომა იყოს სწორი, არ იყოს შემჭიდროებული და ერთმანეთზე გადამჯდარი კბილები. წესით ამაზე მშობლებს უნდა ეზრუნათ თქვენს ბავშვობაში, მაგრამ თუკი ეს არ მოხდა, დღეისათვის არსებობს კბილების გასწორების უამრავ მეთოდი და აპარატი. რაც უზრუნველყოფს თქვენი კბილების სწორ და ლამაზ დგომას. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ თანამედროვებრეკეტ სისტემებს: ლითონის, გამჭვირვალე, თვითლიგირებად და  ლინგვალურ.

თუკი კბილების გასწორება თქვენთვის მიუღებელია (ჩემი აზრით ხელოვნურს მაინც საკუთარი სჯობს) გთავაზობთ ორთოპედიაულ და თერაპიულ მეთოდებს. ორთოპედი ისე დაქლიბავს თქვენს კბილებს, რომ ხელოვნური კბილები უკვე ლამაზად მოთავსდება თვენს პირის ღრუში.

თუკი კბილების დგომის გამოსწორება შესაძლებელია თერაპიულად ანუ ბჟენის საშუალებით, არც ესაა პრობლემა. კბილი მცირედ იქლიბება, ხოლო ზევიდან ედება სხივგამყარებადი (ჰელიო) ბჟენი.

უმრავლესობას აწუხებს ბჟენის სილამაზე, განსაკუთრებით წინა კბილებზე. ეს დღეისათვის უკვე საკმაოდ მარტივია. სხვადასხვა ფერის ბჟენებით „დალატკული“ კბილი, თანამედროვე სხივგამყარებადი ბჟენების დახმარებით მიიღებს სასურველ ფერსა და ფორმას. ასეთი კბილი საკმაოდ ძნელი გასარჩევია ნამდვილისაგან. არის შემთხვევები, როდესაც სტომატოლოგებსაც კი უჭირთ მათი გარჩევა. ასე, რომ მობრძანდით გამოცვალეთ ძველი ბჟენები ახლით და დატკბით მათი ფორმით და გამძლეობით.

საქმე რთულდება, როდესაც თქვენი კბილი იმ დონეზეა დაშლილი, რომ ძლივს სცილდება ღრძილის კიდეს. ამ შემთხვევაში ორი გამოსავალია ან ამოიღოთ ან აღადგინოთ წკირით ან ჩანართით. თქვენი ფესვის ვარგისიანობას და აღსადგენი კონსტრუქციის სახეს წყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი.

უფრო კონკრეტულად, რომ აგიხსნათ და გაგარკვიოთ მოდით განვიხილოთ სათითაოდ.

ფესვის აღდგენა წკირით და სხივგამყარებადი ბჟენით. თქვენი კბილის ფესვზე ხდება წკირის მორგება, შემდეგ მისი დაცემენტება და ამოშენება სხივგამყარებადი ბჟენით. 1-2 საათში იღებთ საკუთარ ახალ  კბილს ყველა ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საკითზე, რომ ყველა პროცედურა სრულდება ერთ სეანსში. ასევე შესაძლებელია აღდგენილ კბილს გადაეკრას ხელოვნური გვირგვინი (ლითონ-ფაიფური), რაც მას უფრო გამძლეს ხდის, თუცა ეს სიამოვნება უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

 ჩანართი ხელოვნური გვირგვინით. კბილის არხი ფართოვდება სასურველ ზომამდე. ხდება ანაბეჭდის აღება ცვილით, შემდგომ კი მისი ჩანაცვლება ლითონის ჩანართით. აღნიშნული პროცესი სჭირდება 2-3 ვიზიტი, რადგან ლითონის ჩანართი მზადდება სატექნიკო ლაბორატორიაში.

აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით ისეთ შემთხვეევბზე, როდესაც ჯერ კიდევ გვონდა აღსადგენი კბილები. რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუკი კბილი სამუდამოდაა დაკარგული? აქაც რამოდენიმე ვარიანტია.

პირველი. ყველაზე სწრაფი. თუკი თვენი დაკარგული კბილი, მდებარეობს წინ, იგი ასრულებდა მხოლოდ ესთეტიურ და არა საღეჭ ფუნციას, შესაძლოა მისი აღდგენა თერაპიულ კაბინეტში, სულ რაღაც 1-2 საათში. პროცედურის არსი მდგომარეობს შემდგომში. გვერდით კბილებში ხდება ძველი ბჟენების ამოღება, ან ჯანმრთელის შემთხვევაში ხელოვნური ღარების შექმნა. აღნიშნულ ღარებში ხდება სპეციალური მინაბოჭკოვანი ქსოვილის მოთავსება. შემდგომ ამ ქსოვილზე სხივგამყარებადი ბჟენით ხდება კბილის აშენება. აი ასე სწრაფად და მარტივად ხდება კბილის აღდგენა, მაგრამ არა საიმედოდ. ეს კონსტრუქცია, მხოლოდ ნაზი მობყრობისთვისაა.

გინდათ უფრო საიმედო? კიბატონო. აღადგინეთ დეფექტი ხიდის საშუალებით. მეზობელი კბილები უნდა დაიქლიბოს, ამას გარდა საყრდენ კბილებში უნდა მოხდეს ნერვის ამოღება (დეპულპაცია). ყველა პროცედურის გავლის შემდგომ ჩაისვამთ ხიდს და შეძლებთ თავისუფლად გაღიმებას.

გადაიფიქრეთ? გენანებათ ცოცხალი და საღსალამათი კბილები? გამოსავალი ყოველთვის არსებობს იმპლანტაცია. შედარებით ძვირად ღირებული მანიპულაციაა. იმპლანტები – არის ტიტანის „ფესვები“, მოთავსებული ყბის ძვლოვან მასაში, ღრძილ ქვეშ. იმპლანტების დაფიქსირების შემდეგ, ხდება მათი მიერთება ყბის ძვალთან და უკვე წარმოადგენენ კბილების ხელოვნურ ფესვებს. შემდგომ მათ გარკვეული ტექნოლოგიით და გარკვეული თანმიმდევრობით უერთდებათ ხელოვნური კბილები (გვირგვინები) – ერთეული ან ხიდის სახით.

აი სულ ეს არის რაც მინდოდა, რომ მეთქვა. რა თქმა უნდა ეს არ არის სტომატოლოგის ხელთ არსებული საშუალებების სრული ჩამონათვალი, მაგრამ იმედია თქვენი ცოდნა ოდნავ გაღრმავდა და სტომატოლოგის სავარძელში თავს უფრო თამამად იგრძნობთ.

Read Full Post »