Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გათეთრება’

კბილების გათეთრება

ეს მეთოდი გამოიყენება 1989 წლიდან. გათეთრებას კაპის საშუალებით პაციენტი ახდენს ექიმისგან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალირი კაპების გამოყენებით. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი გელი დაიტანოს კაპაზე და ატაროს სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.

ამ მეთოდის სიმარტივემ განაპირობა მისი დიდი პოპულარობა საზოგადოებაში.  კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას.

აუცილებელია, რომ გათეთრების სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ. უკლებლივ დაიცვათ მოხმარების წესები. მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით.

მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური კონსტრუქციები (გვირგვინები და ხიდები). გათეთრების შემდეგ იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა.

გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია და პროფესიული ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილების დაბჟენას და გაწმენდას ღრძილზედა, ღრძილქვეშა ნადებისა და ქვებისაგან.

გვინდა წარმოგიდგინოთ ამერიკული კომპანია Ultradent-ის მათეთრებელი სისტემა Opalescence PF 10%, 15%, 20%, კარბამიდის ზეჟანგის და ფტორის შემცველი.

კბილების გათეთრებადაპატენტებული, წებვადი და წელვადი შემადგენლობა, რომელიც კარგად ჩერდება, როგორც კაპებში ასევე კბილებზეც.

15% კარბამიდის ზეჟანგი (=5% H2O2)

20% კარბამიდის ზეჟანგი (=7% H2O2)

გელში არსებული დიდი ოდენობით წყალი ხელს უწყობს მის მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში 8-10 საათი.

დღისით საკმარისია დაიტოვოთ სულ რაღაც 30 წუთი.

აქტიურია 8-10 საათის განმავლობაში ღამით გათეთრების დროს.

ატომატი სტანდარტული (უარომატო), ასევე მენთოლის, ნესვის ან ბანანის არომატით.

გელის დაპატენტებული შემადგენლობა მოქმედებას იწყებს უკვე პირველი 30 წუთის შემდგეგ. ღამის საათებში მოხმარებისას, როდესაც გელი აქტიურია 8-10 საათის მანძილზე მიიღება უკეთესი შედეგი.

ფტორირებული გელი Opalescence PF კარგად იქნა მიღებული, როგორც ექიმების ასევე პაციენტების მიერ. მის შემადგენლობაში შედის 10-15-20% კარბამიდის ზეჟანგი და 0,11% ფტორის იონები.

ჩვენება და მოხმარების მეთოდები. 

არადეპულპირებული ანუ ცოცხალი კბილების გათეთრება

opalescence_viscosityდამტკიცებულია, რომ ფტორირებული გელი Opalescence PF იყო ეფექტური 95% შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა ბუნებრივად, ფარმაკოლოგიურად, ტრავმულად შეღებილი კბილების გათეთრება.

Opalescence PF-ის გამოყენება რეკომენდებულია კბილებზე დაკარგული ფერის აღსადგენად ვინირების ან გვირგვინების გაკეთების წინ. ფერის სტაბილურობის მისაღწევად სჯობს გათეთრებიდან მოიცადოთ 2 კვირა და შემდგომ მოხდეს ხელოვნური კონსტრუქციების მოთავსება ან ბჟენის განახლება.


როგორ მოქმედებს პრეპარატი?

თქვენი სტომატოლოგი აიღებს ანაბეჭდს თქვენი კბილებიდან. შედეგად დამზადდება ინდივიდუალური მათეთრებელი კაპა. Opalescence თავსდება აღნიშნულ თხელ კაპაში და შემდგომ პირის ღრუში – კბილებზე. განსაზღვრული დროის მანძილზე კარბამიდის ზეჟანგი იშლება და აქტიური ჟანგბადი აღწევს კბილის მინანქარში და დენტინში. ხდება ფერშეცვლილი უბნების გათეთრება. კბილები თეთრდება ამასთან არ ხდება კბილის დაზიანება

ამდენად უსაფრთხოა გათეთრების პროცესი?

„ჰოლივუდის ღიმილის“ და თეთრი კბილების მსურველებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვები: „კარგი ვთქვათ გავითეთრე კბილები, მერე? ეს მავნეა? რა მოუვა ჩემი კბილების მინანქარს მაგალითად 1, 5, ან 15 წელიწადში? ხომ არ დამიზიანდება?

აღნიშნულ შიშს ადამიანების ცუდი ინფორმატიულობა უდევს საფუძვლად (არამარტო პაციენტების არამედ ექიმებისაც). კბილების გათეთრების პროცესზე და ქიმიური გათეთრების მექანიზმებზე არსებული შიშები, თითქოსდა მინანქარი იბზარება, სკდება. ხშირად მას თეთრეულის ქლორშემცველი ნივთიერებებით გათეთრებასაც ადარებან .

სინამდვილეში კბილების გათეთრებას არანაირი ზიანი არ მოაქვს კბილებისათვის: არც მინანქრისათვის, არც დენტინისათვის და არც ფესვებისათვის. ქიმიური გათეთრების პროცესში ხდება მხოლოდ მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (OO), გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგი (ჩვენს შემთხვევაში კარბამიდის ზეჟანგი). შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.

trays-apply-gelროდის დავინახავ შედეგს?

შედეგი ხშირად ჩანს მეორე დღესვე. ოპტიმალური ბუნებრივი სითეთრე ძირითადად მიიღწევა 7 დან 10- დღის მანძილზე. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საწყის მდგომარეობაზე.

როგორ შევინარჩუნო მიღებული შედეგი?

გათეთრების კურსის დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთ პროდუქტებს და სასმელებს, რაც შეიცავს ბუნებრივ საღებავებს (ყავა, ჩაი, შავი ღვინო). ასევე უნდა შეამციროთ დღის განმავლობაში მიღებული ნიკოტინის რაოდენობა. ასევე აღნიშნული პროდუქტების მიღება უნდა შემცირდეს გათეთრების შემდგომაც.

მას შემდეგ რაც თქვენი კბილები გახდა თეთრი და ქათქათა, აუცილებელია მათი შენარჩუნება. მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენა, გამოიხეხეთ კბილები დღეში 2ჯერ და ყოველი ბუნებრივი საღებავების შემცველი საკვების მოხმარების შემდგომაც. გამოიყენეთ დამატებითი ჰიგიენური საშუალებები (ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშუა ჯაგრულები).  ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი სავლებები და კბილის პასტები მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად

Advertisements

Read Full Post »

მინდა კიდევ ერთხელ და უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ კბილების გათეთრებაზე.

რა არის კბილების გათეთრება?

კბილების გათეთრება – სტომატოლოგიური პროცედურები, რომლებიც მიმართულია პაციენტის კბილების ფერის აღქმის შესაცვლელად.

ქიმიური გათეთრება – სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტის კბილებზე თავსდება ან წყალბადის ზეჟანგი, ან კარბამიდის პეროქსიდი სხვადასხვა კონცენტრაციით (დამოკიდებულია მათეთრებელ სისტემაზე, გათეთრების პროგრამაზე, სტომატოლოგის რეკომენდაციებზე, პაციენტის პერსონალურ მგრძნობელობაზე, ტეტრაციკლინის ლაქების არსებობა არ არსებობაზე, ფლუოროზზე და ა.შ.), ხოლო შემდგომ ხდება მოქმედი ნივთიერების აქტივაცია, რათა ამ უკანასკნელმა გამოყოს თავისუფალი ჟანგბადის რადიკალები, მინანქარ-დენტინის საზღვარზე ნახშირბადის გისოსების ჩასანაცვლებლად.

დროთა განმავლობაში ადამიანის კბილებში დენტინი არ იცვლის ფერს, მაგრამ ნახშირბადის გისოსების რაოდენობა მინანქარ-დენტინის საზღვარზე იზრდება ისეთი რთული ქიმიური პიგმენტების მქონე შენაერთებებისაგან როგორიცაა: წითელი ღვინო, შავი ყავა, ნიკოტინის ფისები და ა.შ. შედეგად შუქის შეღწევადობა კლებულობს, ნაკლები სინათლე აირეკლება თეთრი დენტინიდან, შედეგად ვიზუალურად აღიქმება „ყვითელი კბილები“.

კბილების გათეთრების პროცესში მინანქარ-დენტინის საზღვარზე ხდება ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (OO), რადაც გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ზეჟანგი ან კარბამიდის პეროქსიდი. შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.


სხვათაშორის: ხშირად ერთმანეთში ერევათ კბილების პროფესიონალური წმენდა ულტრაბგერითი სკალერით, ან AirFlow აპარატით, როდესაც ხდება მინანქრის ზედა ფენიდან ნადების მოცილება და გათეთრება. ეს ორი სრულიად განსხვავებული პროცედურებია: მინანქარიდან ზემოხსენებული მეთოდებით ნადების მოშორება ცალკე არსებული ძალზედ საჭირო პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურაა, გათეთრებასთან მას არანაირი კავშირი არააქვს.

მაშასადამე კბილების გათეთრება – მინანქარი-დენტინის საზღვარზე სინათლის არეკვლის თვისებების შეცვლის მიზნით ჩატარებული პროცესია, რათა მივიღოთ სინათლის არეკვლის მაქსიმალური კოეფიციენტი, შედეგად კი „თეთრი კბილების“ ვიზუალური აღქმა.

რატომ უნდა გავითეთროთ კბილები?

უხსოვარი დროიდან ადამიანი ცდილობდა ყოფილიყო ახალგაზრდა და ლამაზი. აღნიშნული ფსიქოლოგიური ფენომენი მარტივი ასახსნელია: ახალგაზრდობაში ადამიანი ძლიერია, მიმზიდველი და სასურველი ობიექტია საკომუნიკაციოდ. მთელი კოსმეტოლოგიის და ესთეტიკური სტომატოლოგიის არსიც მდომარეობს იმაში, რომ შექმნან ახალგაზრდა, წარმატებული და მიმზიდველი ადამიანი. ამასთან რაც უფრო მაღალია ინდივიდის სოციალური სტატუსი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ეს სახე, გარეგნობა.

წარსულში, დადებითი იერსახის შესაქმნელად ღარიბი ქალბატონებიც კი სარგებლობდნენ ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებებით. თუმცა წინა საუკუნეების მხოლოდ წარჩინებულ და შეძლებულ მამაკაცებს ჰქონდათ საშუალება შეექმნათ სასურველი იერი. ჩვენს დროში ორივე სქესს თანაბრად შეუძლია გაიუმჯობესოს იერსახე, მაგალითად გაიკეთოს კბილების გათეთრება, რითიც შესაშურ თეთრ ღიმილს – ახალგაზრდობის, სილამაზის, წარმატების სიმბოლოს დაეუფლება.

სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, „ბრწყინავი“ ღიმილის ე.წ. „ჰოლივუდის ღიმილის“ მქონე ადამიანი თანამოსაუბრეების მიერ აღიქმება, როგორც უფრო ჯანმრთელი და ძლიერი, კეთილი და წარმატებული და ა.შ. (სოციალური პერპენციის სინდრომი). ასეთ ადამიანთან უფრო ადვილად მიდიან კონტაქტზე, ეცნობიან, სიამოვნებით იღებენ სამსახურში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა ადამიანის „თვითშეფასება“ – ადამიანი, რომელიც გამოდის სახლიდან იმ აზრით, რომ გამოიყურება „მილიონ დოლარად“ უფრო მარტივად ურთიერთობს, აღწევს დასახულ მიზნებს და კმაყოფილია საკუთარი თავით, ვიდრე ის ვინც არა დარწმუნებული საკუთარ გარეგნობაში, არაა თავდაჯერებული.

მაშასადამე, კბილების გათეთრება – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია წარმატებისაკენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თეთრი კბილები, რომლებიც თვალისმომჭრელია თქვენი ღიმილისას – თავდაჯერებულობის საფუძველია. კბილების გათეთრებით თქვენ კინოს ცნობილი მსახიობი ვერ გახდებით, მაგრამ სხვების თვალში გახდებით მიმზიდველი, თავდაჯერებული, შესაბამისად უფრო მიმზიდველი და თავისუფალი.

 საშიშია კბილების გათეთრება? მავნე ხომ არ არის?

„ჰოლივუდის ღიმილის“ და თეთრი კბილების მსურველებს ხშირად შემდეგი კითხვა ებადებათ: „კარგი ვთქვათ გავითეთრე კბილები, მერე? ეს მავნეა? რა მოუვა ჩემი კბილების მინანქარს მაგალითად 1, 5, ან 15 წელიწადში? ხომ არ დამიზიანდება?

აღნიშნულ შიშს ადამიანების ცუდი ინფორმატიულობა უდევს საფუძვლად (არამარტო პაციენტების არამედ ექიმებისაც). კბილების გათეთრების პროცესზე და ქიმიური გათეთრების მექანიზმებზე არსებული შიშები, თითქოსდა მინანქარი იბზარება, სკდება. ხშირად მას თეთრეულის ქლორშემცველი ნივთიერებებით გათეთრებასაც ადარებან .

სინამდვილეში კბილების გათეთრებას არანაირი ზიანი არ მოაქვს კბილებისათვის: არც მინანქრისათვის, არც დენტინისათვის და არც ფესვებისათვის. ქიმიური გათეთრების პროცესში ხდება მხოლოდ მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (OO), რადაც გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ზეჟანგი ან კარბამიდის პეროქსიდი. შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.

კბილების გათეთრება მტკივნეულია?

ქიმიური გათეთრება დაკავშირებულია ისეთ უსიამოვნო მოვლენასთან, როგორიცაა კბილების მომატებული მგრძნობელობა, ვლინდება, როგორც სუბიექტური შეგრძნება კბილების გაელვების სახით. წყალბადის ზეჟანგის, კბილების გათეთრებისათვის გამოყენების პირველივე ცდებიდან პაციენტებს აღენიშნებათ ჰიპერესთეზიის მოვლენები.

თუმცა ტექნოლოგიებმა ძალზედ წინ გადადგა ნაბიჯი და გათეთრების შემდგომი მგრძნობელობის საწინააღმდეგოდ შემუშავებულია სპეციალური დამცავი მარემინერალიზებელი გელები.

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თუკი გათეთრების დროს მას გაუჩნდა მგრძნობელობა (დენის დარტმის მაგვარი) კბილებზე, მან უნდა უმალვე უნდა აცნობოს მკურნალ სტომატოლოგს. გათეთრების სისტემის სწორად შერჩევის შემთხვაში, მომატებული მგრძნობელობის, დათხელებული მინანქრის მქონე პაციენტებიც კი ჰიპერესთეზიის გარეშე იტარებენ პროცედურებს.

მაშ, კბილების გათეთრება – უმტკივნეულო პროცედურაა, თქვენი სტომატოლოგის მიერ სწორად შერჩეული მათეთრებელი სისტემის შემთხვევაში.

Read Full Post »

მოსახლეობის სულ უფრო და უფრო მეტი ხვდება, რომ თეთრი კბილები – თანამედროვე კულტურის ელემენტია, ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლო. კარგადაა ცნობილი ის ფაქტიც, რომ ლამაზი ღიმილისაგან მიღებული სიამოვნება პირველ რიგში კბილების ფერითაა გამოწვეული.

მაგრამ, როგორ მივაღწიოთ სასურველ  შედეგს, თუ ბუნებამ არ დაგვაჯილდოვა ჰოლივუდის ღიმილით?

არსებული პრობლემის მოგვარება უკვე ხელმისაწვდომია. ყველაფერი თქვენს სურვილზე და ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კბილების გათეთრება, ხომ ფასიანი  ფუფუნებაა. ფინანსური საკითხის გარდა, უმრავლესობას უსაფრთხოების პრობლემაც აწუხებს. ხომ არ იქნება კბილების გათეთრება საზიანო? პასუხი მოცემულ შეკითხვაზე შეიძლება ინტერნეტშიც მოვიძიოთ, არ გვინდა გაგაწბილოთ, მაგრამ უმეტესად ამ კითხვაზე პასუხს მწარმოებლები და დაინტერესებული კომპანიები სცემენ ხოლმე. რათქმა უნდა არავინ არ დაიწყებს საკუთარი პროდუქციის ძაგებასა და აუგის ლაპარაკს. მწარმოებლებმა მაქსიმალურად უნდა გააკეთონ პრუდუქციის რეკლამა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი ჩავარდება.

კბილების ფერის ცვლილებას – დისკოლორიტს, ცხოვრების მანძილზე მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევენ. დროის ამ მანძილზე ისინი ილექებიან კბილის ზედაპირზე.

არსებობს ფერის შემცვლელი რამოდენიმე გარეგანი ფაქტორი, მაგალითად: ისეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, როგორიცაა – ჩაი, ყავა, ნიკოტინი. იმ შემთხვევაში, თუ ემალის ზედაპირი დაზიანებული არაა, ასეთი პიგმენტის მოშორება ხშირად პროფესიული წმენდითაცაა შესაძლებელი.

ფერის შინაგანი ცვლილების მიზეზებს მიეკუთვნება: ემალის თანდაყოლილი და შეძენილი დაზიანებები (ფლუოროზი, ჰიპოპლაზია, ტეტრაციკლინის კბილები, არხის დაბჟენის შემდგომი ფერის ცვლილება და სხვა).

გაგაცნობთ დღეისათვის არსებულ მათეთრებელ სისტემებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ბევრს ეშლება გათეთრება და კბილების პროფესიული წმენდა, რომელიც უზრუნველყოფს ნიკოტინით და სხვა საღებავებით ფერშეცვლივლი კბილისათვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას. როგორც ავღნიშნეთ ეს არ არის ჭეშმარიტი გათეთრება, თუმცა ამის შემდგომ ბევრი პაციენტი იმდენად კმაყოფილი რჩება, რომ საერთოდ უარს ამბობს ქიმიურ გათეთრებაზე. კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს ყველა სახის ნადებისა და ქვების მოშორებას, რომელიც ხორციელდება ექიმის მიერ.

დღეისათვის არსებობს კბილების ჭეშმარიტი გათეთრების 2 ძირითადი მეთოდი: კაბინეტური (ოფისში) ან სახლის პირობებში.

გათეთრების უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება;
  • ემალის საგრძნობი ნაკლოვანება;
  • არასანირებული პირის ღრუ;
  • ემალის ზედაპირზე არსებული ღრმა ნაპრალები;

გათეთრება სახლის პირობებში

ეს მეთოდი გამოიყენება 1989 წლიდან. გათეთრებას კაპის საშუალებით პაციენტი ახდენს ექიმისგან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალირი კაპის გამოყენებით. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი გელი დაიტანოს კაპაზე და ატაროს სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.

ამ მეთოდის სიმარტივემ განაპირობა მისი დიდი პოპულარობა სტომატოლოგებში.  კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას პაციენტის ანაბეჭდის მიხედვით.

აუცილებელია, რომ გათეთრების ეს სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ. უკლებლივ დაიცვათ მოხმარების წესები. მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით.

მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური გვირგვინები და ხიდები. გათეთრების შემდეგ იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა.

გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილების გაწმენდას ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებისა და ქვებისაგან.

თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისაც არ ძალუძს გაითეთროს კბილები დამოუკიდებლად სახლის პირობებში, ან უბრალოდ არ უნდა დროის „დაკარგვა“ და სურს მიიღოს მომენტალური შედეგი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გირჩიოთ გათეთრება ოფისის პირობებში.

კაბინეტური გათეთრებისას გამოიყენება წყალბადის პეროქსიდის 30% ხსნარები, რომელთა აქტივაციაც ხდება სხივის გამოყენებით.

მათეთრებელი სისტემის მწარმოებლები, ხშირად ურჩევენ მომხმარებლებს ამ ორი მეთოდის კომბინაციას, რაც მართლაც ოპტიმალურ და საგრძნობ შედეგს იძლევა.

რეკლამიდან გამომდინარე ბევრს სჯერა, რომ კბილის პასტას შეუძლია გაათეთროს კბილები. სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მათეთრებელი პასტა კბილების ფერის გაღიავებას იწვევს, მხოლოდ აბრაზიული კომპონენტების და ფერმენტების მექანიკური ზემოქმედების ხარჯზე. დამტკიცებულია, რომ ზემოხსენებული კომპონენტები ახდენენ ნადების დაშლას და ხელს უშლიან მათ შემდგომ წარმოქმნას. მათეთრებელი კბილის პასტების გამოყენება, ჩვენი აზრით მიზანშეწონილი, უკვე მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად.

აღსანიშნავია, რომ კბილის უხეში აბრაზიული ელემენტები ემალის ზედაპირის დაზიანებას და ცვეთას იწვევან. ასე, რომ დაიმახსოვრეთ, თუ თქვენი წინაპარი ზვიგენისებრთა ოჯახიდან არ იყო და ყოველ დაკარგულ კბილზე ახალი არ ამოგდით, ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იხმართ უხეშ აბრაზივებს, განსაკუთრებით მოწოდებულს მწეველებისათვის.

მათეთრებელი საღეჭი რეზინები, ასევე ნაკლებ ეფექტურია. ცუდი არ არის, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ისეთივე თეთრი კბილები გექნებათ, მხოლოდ საღეჭი რეზინის ხმარებისას, როგორც რეკლამაშია.

Read Full Post »