Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გათეთრება ზუმით’

მინდა კიდევ ერთხელ და უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ კბილების გათეთრებაზე.

რა არის კბილების გათეთრება?

კბილების გათეთრება – სტომატოლოგიური პროცედურები, რომლებიც მიმართულია პაციენტის კბილების ფერის აღქმის შესაცვლელად.

ქიმიური გათეთრება – სტომატოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტის კბილებზე თავსდება ან წყალბადის ზეჟანგი, ან კარბამიდის პეროქსიდი სხვადასხვა კონცენტრაციით (დამოკიდებულია მათეთრებელ სისტემაზე, გათეთრების პროგრამაზე, სტომატოლოგის რეკომენდაციებზე, პაციენტის პერსონალურ მგრძნობელობაზე, ტეტრაციკლინის ლაქების არსებობა არ არსებობაზე, ფლუოროზზე და ა.შ.), ხოლო შემდგომ ხდება მოქმედი ნივთიერების აქტივაცია, რათა ამ უკანასკნელმა გამოყოს თავისუფალი ჟანგბადის რადიკალები, მინანქარ-დენტინის საზღვარზე ნახშირბადის გისოსების ჩასანაცვლებლად.

დროთა განმავლობაში ადამიანის კბილებში დენტინი არ იცვლის ფერს, მაგრამ ნახშირბადის გისოსების რაოდენობა მინანქარ-დენტინის საზღვარზე იზრდება ისეთი რთული ქიმიური პიგმენტების მქონე შენაერთებებისაგან როგორიცაა: წითელი ღვინო, შავი ყავა, ნიკოტინის ფისები და ა.შ. შედეგად შუქის შეღწევადობა კლებულობს, ნაკლები სინათლე აირეკლება თეთრი დენტინიდან, შედეგად ვიზუალურად აღიქმება „ყვითელი კბილები“.

კბილების გათეთრების პროცესში მინანქარ-დენტინის საზღვარზე ხდება ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (OO), რადაც გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ზეჟანგი ან კარბამიდის პეროქსიდი. შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.


სხვათაშორის: ხშირად ერთმანეთში ერევათ კბილების პროფესიონალური წმენდა ულტრაბგერითი სკალერით, ან AirFlow აპარატით, როდესაც ხდება მინანქრის ზედა ფენიდან ნადების მოცილება და გათეთრება. ეს ორი სრულიად განსხვავებული პროცედურებია: მინანქარიდან ზემოხსენებული მეთოდებით ნადების მოშორება ცალკე არსებული ძალზედ საჭირო პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურაა, გათეთრებასთან მას არანაირი კავშირი არააქვს.

მაშასადამე კბილების გათეთრება – მინანქარი-დენტინის საზღვარზე სინათლის არეკვლის თვისებების შეცვლის მიზნით ჩატარებული პროცესია, რათა მივიღოთ სინათლის არეკვლის მაქსიმალური კოეფიციენტი, შედეგად კი „თეთრი კბილების“ ვიზუალური აღქმა.

რატომ უნდა გავითეთროთ კბილები?

უხსოვარი დროიდან ადამიანი ცდილობდა ყოფილიყო ახალგაზრდა და ლამაზი. აღნიშნული ფსიქოლოგიური ფენომენი მარტივი ასახსნელია: ახალგაზრდობაში ადამიანი ძლიერია, მიმზიდველი და სასურველი ობიექტია საკომუნიკაციოდ. მთელი კოსმეტოლოგიის და ესთეტიკური სტომატოლოგიის არსიც მდომარეობს იმაში, რომ შექმნან ახალგაზრდა, წარმატებული და მიმზიდველი ადამიანი. ამასთან რაც უფრო მაღალია ინდივიდის სოციალური სტატუსი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ეს სახე, გარეგნობა.

წარსულში, დადებითი იერსახის შესაქმნელად ღარიბი ქალბატონებიც კი სარგებლობდნენ ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებებით. თუმცა წინა საუკუნეების მხოლოდ წარჩინებულ და შეძლებულ მამაკაცებს ჰქონდათ საშუალება შეექმნათ სასურველი იერი. ჩვენს დროში ორივე სქესს თანაბრად შეუძლია გაიუმჯობესოს იერსახე, მაგალითად გაიკეთოს კბილების გათეთრება, რითიც შესაშურ თეთრ ღიმილს – ახალგაზრდობის, სილამაზის, წარმატების სიმბოლოს დაეუფლება.

სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, „ბრწყინავი“ ღიმილის ე.წ. „ჰოლივუდის ღიმილის“ მქონე ადამიანი თანამოსაუბრეების მიერ აღიქმება, როგორც უფრო ჯანმრთელი და ძლიერი, კეთილი და წარმატებული და ა.შ. (სოციალური პერპენციის სინდრომი). ასეთ ადამიანთან უფრო ადვილად მიდიან კონტაქტზე, ეცნობიან, სიამოვნებით იღებენ სამსახურში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა ადამიანის „თვითშეფასება“ – ადამიანი, რომელიც გამოდის სახლიდან იმ აზრით, რომ გამოიყურება „მილიონ დოლარად“ უფრო მარტივად ურთიერთობს, აღწევს დასახულ მიზნებს და კმაყოფილია საკუთარი თავით, ვიდრე ის ვინც არა დარწმუნებული საკუთარ გარეგნობაში, არაა თავდაჯერებული.

მაშასადამე, კბილების გათეთრება – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია წარმატებისაკენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თეთრი კბილები, რომლებიც თვალისმომჭრელია თქვენი ღიმილისას – თავდაჯერებულობის საფუძველია. კბილების გათეთრებით თქვენ კინოს ცნობილი მსახიობი ვერ გახდებით, მაგრამ სხვების თვალში გახდებით მიმზიდველი, თავდაჯერებული, შესაბამისად უფრო მიმზიდველი და თავისუფალი.

 საშიშია კბილების გათეთრება? მავნე ხომ არ არის?

„ჰოლივუდის ღიმილის“ და თეთრი კბილების მსურველებს ხშირად შემდეგი კითხვა ებადებათ: „კარგი ვთქვათ გავითეთრე კბილები, მერე? ეს მავნეა? რა მოუვა ჩემი კბილების მინანქარს მაგალითად 1, 5, ან 15 წელიწადში? ხომ არ დამიზიანდება?

აღნიშნულ შიშს ადამიანების ცუდი ინფორმატიულობა უდევს საფუძვლად (არამარტო პაციენტების არამედ ექიმებისაც). კბილების გათეთრების პროცესზე და ქიმიური გათეთრების მექანიზმებზე არსებული შიშები, თითქოსდა მინანქარი იბზარება, სკდება. ხშირად მას თეთრეულის ქლორშემცველი ნივთიერებებით გათეთრებასაც ადარებან .

სინამდვილეში კბილების გათეთრებას არანაირი ზიანი არ მოაქვს კბილებისათვის: არც მინანქრისათვის, არც დენტინისათვის და არც ფესვებისათვის. ქიმიური გათეთრების პროცესში ხდება მხოლოდ მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (OO), რადაც გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ზეჟანგი ან კარბამიდის პეროქსიდი. შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.

კბილების გათეთრება მტკივნეულია?

ქიმიური გათეთრება დაკავშირებულია ისეთ უსიამოვნო მოვლენასთან, როგორიცაა კბილების მომატებული მგრძნობელობა, ვლინდება, როგორც სუბიექტური შეგრძნება კბილების გაელვების სახით. წყალბადის ზეჟანგის, კბილების გათეთრებისათვის გამოყენების პირველივე ცდებიდან პაციენტებს აღენიშნებათ ჰიპერესთეზიის მოვლენები.

თუმცა ტექნოლოგიებმა ძალზედ წინ გადადგა ნაბიჯი და გათეთრების შემდგომი მგრძნობელობის საწინააღმდეგოდ შემუშავებულია სპეციალური დამცავი მარემინერალიზებელი გელები.

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თუკი გათეთრების დროს მას გაუჩნდა მგრძნობელობა (დენის დარტმის მაგვარი) კბილებზე, მან უნდა უმალვე უნდა აცნობოს მკურნალ სტომატოლოგს. გათეთრების სისტემის სწორად შერჩევის შემთხვაში, მომატებული მგრძნობელობის, დათხელებული მინანქრის მქონე პაციენტებიც კი ჰიპერესთეზიის გარეშე იტარებენ პროცედურებს.

მაშ, კბილების გათეთრება – უმტკივნეულო პროცედურაა, თქვენი სტომატოლოგის მიერ სწორად შერჩეული მათეთრებელი სისტემის შემთხვევაში.

Read Full Post »