Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბრუქსიზმი’

საინტერესო ინფორმაცია დაიბეჭდა ერთ-ერთ სტომატოლოგიურ ჟურნალში, სადაც  ბრუქსიზმის (კბილების კრაჭუნი) მკურნალობის საინტერესო მეთოდი იქნა შემოთავაზებული მოზრდილებში. აღნიშნული დაავადების მკურნალობისას კარგი შედეგები იქნა მიღებულ არა დამამშვიდებლების ან ბოტოქსის გაკეთებით არამედ ძილის წინ საბავშვო მულტფილმების ყურებით. ეს მეთოდი პაციენტებს უხსნიდა დაძაბულობას და იძლეოდა განტვირვის საშუალებას.

ბრუქსიზმი არ არის კონკრეტულად სტომატოლოგიური დაავადება, იგი ვლინდება ემოციური გადატვირთვის ფონზე. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე ე.წ. „კბილების კრაჭუნი“ აწუხებთ პაციენტებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა უკავშირდება დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვებს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ხელმძღვანელები, მენეჯერები და პედაგოგები.


ფსოქოთერაპია – ბრუქსიზმის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლა ძნელია, თუმცა შედეგები მაინც არის. შესაძლოა მხიარულმა მულტფილმებმა მართლაც გაგიხალისოთ საღამო და მარტივად გადაგატანინოთ სტრესები. პოზიტიური განწყობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას. ყოველ შემთხვევაში მავნე ნამდვილად არ იქნება და არ გაწყენთ.

Advertisements

Read Full Post »

აღნიშნული ტერმინი ჩამოყალიბდა ბერძნული სიტყვა brychein, რაც აღნიშნავს კბილების კრაჭუნს. სამეცნიერო აღსნა შემდეგია – ძილის დროს საღეჭი კუნთების შეტევითი ხასიათის შეკუმშვები. დამტკიცებულია, რომ პლანეტის მოსახლეობის 15% აკრაჭუნებს კბილებს ძილის დროს. ბავშვებში ბრუქსიზმი გვხვდება უფრო ხშირად ვიდრე მოზრდილებში. მეცნიერების აზრით, ეს პრობლემა აწუხებს ყოველ მესამე სკოლამდელ და ყოველ მეორე მცირე კლასების მოსწავლეს.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ხალხში ამბობენ, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ორგანიზმში ჭიების არსებობის უტყუარი ნიშანიაო, თუმცა ეს აზრი მეცნიერებმა ვერ დაამტკიცეს. საერთოდ, კბილების კრაჭუნის მიზეზი დღემდე უცნობია.

 
ბრუქსიზმის სახეები

არსებობს ბრუქსიზმის ორი სახე:

·   დღის ბრუქსიზმი

·   ღამის ბრუქსიზმი

დღის ბრუქსიზმი გამოიხატება დღის განმავლობაში, როდესაც ადამიანს ახასიათებს ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს კბილების დიდი ძალით დაჭერა, კრაჭუნამდე.

ღამის ბრუქსიზმი  გამოიხატება ღამით, ძილის დროს კბილების კრაჭუნში. ამასთან ღამის განმავლობაში შესაძლოა მოხდეს რამოდენიმე შეტევა.

როგორ ვითარდება ბრუქსიზმი – ზუსტი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ვერსიით აღნიშნული მოვლენას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძილის სიღრმის რეგულაციის დარღვევისას. ისეთები, როგორიცაა სომნამბულიზმი (მთვარეული), ხვრინვა, ღამის ენურეზი და შიშის მომგვრელი სიზმრები.

შესაძლოა აღნიშნული სიმპტომი გამოიწვიოს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის აგებულების თავისებურებამ, თანკბილვის პათოლოგიამ ან სახის ჩონჩხის სხვა პათოლოგიებმა. მეცნიერების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბრუქსიზმი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან გამუდმებულ სტრესს, რასაც მოსდევს შინაგანი აშლილობა, დაძაბულობა, სიბრაზე, ძილის წინა აღგზნებულობა.

ბრუქსიზმის შესაძლო გართულებები

თუკი ბრუქსიზმი ადამიანი თანმხვედრ დაავადებად იქცა დიდი ხნით,  შესაძლოა სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს:

·   კბილების პათოლოგიური ცვეთა

·   კბილების მორყევა და მოტეხილობა

·   თანკბილვის დარღვევა

·   საფეთქელ–ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია

·   თავის ტკივილი

·   სახის კუნთების სპაზმები და ტკივილები

ამას გარდა ბრუქსიზზმა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებიც გამოიწვიოს.

ბრუქსიზმთან დამოუკიდებლად ბრძოლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, როგორც კი შეამჩნევთ აღნიშნულ პრობლემას, მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს პროფესიული რჩევისთვის და სათანადო მკურნალობის დასანიშნად.

ამასთან გახსოვდეთ, რომ ბავშვების ბრუქსიზმი, არ ითხოვს რაიმე სპეციალურ მკურნალობას, შესაძლოა თავისით გაიაროს.

ხოლო ბრუქსიზმი მოზრდილ ასაკში უკვე ითხოვს აუცილებელ მკურნალობას.

როგორ ვიმკურნალოთ?

ძილის დროს თქვენი კბილების დასაცავად შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური პირშიგნითა აპარატები. ძირითადად აღნიშნული აპარატი მზადდება რბილი პლასტიკისაგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კბილებს (დაახლოებით იგივეს დამცავ საშუალებას ხმარობენ ბოქსიორები ბრძოლების დროს).

ბრუქსიზმი ხშირად ვითარდება და ძლიერდება სტრესის დროს. თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული ძალისხმევა, რათა დასძლიოთ სტრესი ან შეამციროთ მისი ნეგატიური ეფექტი. ეს დაგეხმარებათ ბრუქსიზმის პროფილაქტიკაში და მოგიხსნით მასთან დაკავშირებულ ყბების ტკივილებს.

სტრესთან ბრძოლისათვის არსებობს მრავალი საშუალება. ხშირად გამოიყენება თვით დახმარების მეთოდები. სასარგებლო შესაძლოა გამოდგეს რელაქსაციის და ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდები. ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს ასევე შეუძლიათ დიდი დახმარების გაწევა.

გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების მიერ მოწოდებულ მეთოდებს.

დღის განმავლობაში გქონდეთ პირი „ჯანმრთელი დასვენების“ მდგომარეობაში. „კბილები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს მხოლოდ საკვების მიღებისას, – აღნიშნავს ენდრიუ ს. კაპლანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, მაუნტ სინაის სამედიცინო სკოლის სტომატოლოგიის დოცენტი. – თუკი მიაჩვევთ თქვენ თავს, რომ არ შეახოთ კბილები, ეს შეამცირებს მათი კრაჭუნის სურვილს. რომ არ დაგავიწყდეთ სახლში და სამსახურში განათავსეთ შემახსენებელი წარწერები“.

ახრამუნეთ ვაშლი.  თუკი ღამით კბილებს აკრაჭუნებთ, შეეცადეთ ძილის წინ მაქსიმალურად დაღალოთ თქვენი საღეჭი აპარატი ვაშლის ან უმი ყვავილოვანი კომბოსტოს ჭამით, ამან შესაძლოა დაამშვიდოს თქვენი ჰიპერაქტიური პირის ღრუ.

ღამის კრაჭუნისას სცადეთ „პირისდარაჯი“. სპორტული ინვენტარის მაღაზიებში იყიდება მოწყობილობა, რომელსაც ათავსებთ ცხელ წყალში, შემდგომ იდებთ პირის ღრუში და კბეჩთ. შელდონ გროსი, ნიუ ჯერსის სამედიცინო უნივერსიტეტის და ტუფტსას უნივერსიტეტის ლექტორი, ამტკიცებს, რომ აღნიშნული საშუალების დახმარებით შესაძლოა მოიშოროთ ღამის კრაჭუნი და დაიცვათ კბილები ცვეთისაგან. თუკი ამან გაამართლა მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს და დაგიმზადებთ თქვენი კბილების მიხედვით დამცავ კაპას.

მიიდეთ ყბებთან სითბო. „დაკეცეთ პირსახოცი, დაასველეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიდეთ სახის ორივე მხარეს, – გვთავაზობს კენეტ რ. გოლიანი, სტომატოლოგი ტულსადან, ოკლაჰომა, რომელიც ძლიერ დაინტერესებულია ბრუქსიზმით. – დაიდეთ ცხელი კომპრესები, ხშირად, როგორც შესძლებთ, გაიჩერეთ რამდენ ხანსაც გაუძლებთ, ეს მოადუნებს კუნთების დაძაბულობას, რაც ხშირად თავის ტკივილებს იწვევს.“ 

პირველ რიგში დამშვიდდით. ექსპერტები თვლიან, რომ უმეტეს შემთხვევაში ბრუქსიზმი დაკავშირებულია სტრესთან. ასე, რომ მოდუნდით, მოეშვით და დამშვიდდით. ამისათვის საჭიროა:

·   კოფეინის და ნახშირწყლებით მდიდარი, როგორიცაა კანფეტები და ტკბილებული პროდუქტების მიღების შემცირება. რაც დაგეხმარებათ კვების გაუმჯობესებაში;

·   მიიღეთ თბილი აბაზანები;

·   არ გადაიტვირთოთ;

·   დაეუფლეთ რომელიმე კარგ რელაქსაციის ან მედიტაციის მეთოდს.

Read Full Post »