Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბრეკეტები’

ეს სტატია ჩემი ერთი პაციენტის შეკითხვას მოჰყვა და მე მგონი საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. შესაძლოა (და ალბათ ასეც არის) ბევრს ერიდება ამ შეკითხვის დასმა.

ბრეკეტები – არის მოწყობილობა, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს კოცნაზე და არ ხდის მას ნაკლებ მგრძნობიარეს. ორთოდონტიული აპარატურა, რომელიც მჭიდროდ არის მიბჯენილი კბილებზე ხელს არ უშლის კოცნას. თანამედროვე ორთოდონტიული სისტემები – მცირედ შესამჩნევია, მჭიდროდ ზის კბილზე და არ იწვევს პაციენში უხერხულობას. ბიჭებისა და გოგონების უმრავლესობა, რომლებიც ხმარობენ ბრეკეტ სისტემას, არ განიცდიან არანაირ უხერხულობას ან დისკომფორტს.

თუკი თქვენ გინდათ, რომ თქვენმა პარტნიორმა საერთოდ ვერ გაიგოს თქვენი კბილების გასწორების შესახებ გამოიყენეთ ლინგვალური (ენისკენა ანუ უხილავი) ბრეკეტები, რომლებიც მდებარეობს კბილების ენისკენა და სასისკენა ზედაპირებზე. გარემოება, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ნორმალური კოცნა თუკი ორივე პარტნიორი ატარებს ბრეკეტბს. თუმცა ვერც ეს ფაქტი ვერ დაუდგება კოცნას წინ. დაიმახსოვრეთ, რომ ბრეკეტები ვერ შეაჩერებენ კოცნას, მათ მხოლოდ მისი სიღრმის შემცირება შეუძლიათ, ისიც თუკი იგი ორივე პარტნიორს უკეთია.

ბრეკეტების ტარება არ ნიშნავს, რომ უნდა გერიდებოდეს ან გეშინოდეს. თანკბილვის გასწორების სისტემა თქვენი სილამაზეა, ხოლო თანამედროვე კომერციულ პირობებში – ძვირადღირებული სილამაზე. ბრეკეტები არ ახდენენ ზემოქმედებას კოცნაზე, საკვების მიღებაზე, სუნთქვაზე და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ბრეკეტები კი არ აუშნოვებს ადამიანს, არამედ გაუბადეობა და საკუთარ თავში ჩაკეტილობა.

თუკი გაინტერესებთ საკუთარი თანკბილვის მდომარეობა, თანამედროვე ბრეკეტების სახეები და მეთოდები, გინდათ ბრეკეტებით მკურნალობა მოგვმართეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” ვაჟა-ფშაველას 70ბ, ტელ.: 210-30-64 აბ 218-40-18. თქვენი ღიმილი თქვენივე წარმატების საწინდარია.

Read Full Post »

ყოველი მეორე ბავშვი ამა თუ იმ დონეზე საჭიროებს თანკბილვის გასწორება, კორექციას.

ბავშვებში პროფესიონალურად კბილების გასწორება აგარიდებთ მომავალში უამრავ პრობლემას: კბილების დაზიანება (ამცირებს ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას), ღეჭვის ფუნქციის დარღვევა (რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილის სინდრომები), ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების და შემდგომ უკვე პათოლოგიური ჯიბეების განვითარება (რაც იწვევს ღძილების ანთებას და პაროდონტიტს), კარიესი.

განარჩევენ სწორ (ფიზიოლოგიურ) და ანომალიურ თანკბილვას. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.

ბავშვთა ორთოდონტია, ორთოდონტიული მკურნალობა, თანკბილვის კორექცია დაფუძნებულია კბილების ან კბილთა ჯგუფების (სარძევე და მუდმივი) ნელ და თანმიმდევრობით გადანაცვლებაზე გარკვეული მიმართულებით მუდმივი ზეწოლის საშუალებით. დატვირთვის მოხსნის შენდგომ, ადაპტირებული ქსოვილები გადანაცვლებულ კბილს უკვე აღარ აძლევენ უკან დაბრუნების საშუალებას.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ტარდება 4-5 წლის ასაკიდან. მკურნალობის საბოლოო მიზანია ბავშვის იდეალური კბილთა დგომის შექმნა.

ჩვენს კლინიკაში ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობა წარმოებს, როგორც მოსახსნელი (მოსახსნელი ფირფიტები, პროფილაქტიკური აპარატები, აქტიური და პასიური) და მოუხსნელი (ბრეკეტები, ბრეკეტ სისტემები მათ შორის ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.)

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია პირის ღრუს სრული სანაცია, რომელსაც ატარებენ ჩვენი კლინიკის ბავშვთა-თერაპევტები.

ბავშვთა ორთოდონტია. როდის დავიწყოთ მკურნალობა

კორექციის დაწყების ვადები დამოკიდებულია თანკბილვის ჩამოყალიბების ეტაპზე. თუ რაიმე აშკარა პათოლოგია არ აღინიშნება ბავშვის პირველი ვიზიტი ორთოდონტთან უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის.

სარძევე კბილების თანკბილვის ჩამოყალიბება იწყება 6 თვიდან და გრძელდება 3-3,5 წლამდე. ბავშვის ყბა-კბილთა სისტების შემდგომი ეტაპია მომზადება მუდმივი კბილების ამოჭრისათვის (4 დან 6 წლამდე).

სარძევე კბილების მოცვლის პერიოდში ბავშვის ყბების აქტიურად იზრდება (ვითარდება ასაკობრივი ტრემები და დიასთემები, ხდება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, ხოლო ქვედა ყბა აქტიური ზრდის შედეგად ცოტათი წინ გადაინაცვლებს).

 არასწორი თანკბილვის განვითარების მიზეზები

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად – ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზები), ენდოკრინოპათიები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ნანიზმი), დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, ანემია), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება.

უამრავი ეგზოგენური მიზეზებიდან მნიშვნელოვანია: მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, ტუჩის კვნეტა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლე ტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცუდი ეკოლოგიური პირობები და ა.შ.

არასწორი თანკბილვის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია, თანამედროვე ადამიანის კვების რაციონის დარღვევა, საკვები საკმაოდ რბილია, ჩვენი საღეჭი აპარატი კი ვერ იღებს სათანადო დატვირთვას, რის გამოც ხდება ყბის ძვლების არასაკმარისი განვითარება, კბილები კი რჩებიან იგივე ზომის, ამიტომ მათ ყბის ძვალში ადგილი აღარ ყოფნით.

Read Full Post »

როგორ ფიქრობთ ჰოლივუდის მსახიობების თვალისმომჭრელი ღიმილი და კბილების სილამაზე ბუნებისგანაა? ძალზე ხშირად თეთრი კბილები და კბილთა სწორი წყობა – სტომატოლოგების სანიმუშო ოსტატობის შედეგია. ასეთია შოუ-ბიზნესის კანონები, რომ მიიღო სამუშაო უნდა გქონდეს შესაბამისი იერსახე, თამამი ღიმილი და იდეალური გარეგნობა. არაფერი ისე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოს, როგორც შესანიშნავი თეთრი ღიმილი.

ლოს-ანჯელესის წამყვანი კოსმეტიკური-სტომატოლოგი ექიმი დოფმანი ამბობს, რომ პირველი რასაც ბრიტანელი მსახიობები აკეთებენ ჰოლივუდში გადაღებებზე ჩამოსვლისას – მიდიან სტომატოლოგთან კბილების რესტავრაციაზე. წარმატებულმა მსახიობმა და რეჟისორმა ჯორჯ ქლუნიმაც მიმართა სპეციალისტს რათა აღმოეფხვრა მისი ღიმილის ნაკლოვანებები. ხოლო სექ-სიმბოლო ტომ კრუზმა 40 წლის ასაკში გაისწორა კბილები, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მისი ღიმილი გულწრფელი და თამამი.

ცნობილი მსახიობი და ლამაზმანი დემი მური და ტომ-მოდელი სინდი კროუფორდი სრულიად დაუფარავად ატარებდნენ ბრეკეტებს. მომღერალი და მსახიობი, ოსკარის მფლობელი შერი ჟურნალ „People“-ს გადაღებებზე ბრეკეტებით წარსდგა, ამ დროს იგი მკურნალობის კურსს გადიოდა ექიმ-ორთოდონტთან. ძალიან ბევრი მსახიობი დაუღალავად იბრძოდა საკუთარი იდეალური ღიმილისათვის. მათ შორისაა ჯულია რობერტსიც, ბუნებამ იგი დააჯილდოვა კბილთა ცუდი დგომით, მას საკმაო ხანი მოუწია ბრეკეტების ტარება, მაგრამ დღეისათვის მისი ღიმილი პოპულარობით მეორე ადგილზეა. ყველაზე ლამაზი ღიმილი კი მსახიობ ჰოლი ბერის აქვს, იგი პირველ ადგილზეა ამ ნომინაციაში.

ისეთ ვარსკვლავებს კი როგორიცაა არნოლდ შვარცნეგერი, ელტონ ჯონი და მადონა შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჰქონდეთ ისეთი მცირედი ნაკლი, როგორიცაა ღარი წინა კბილებს შორის. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაკლია, რომელიც მილიონობით ღიმილს უქმნის პრობლემას. სტომატოლოგები მას დიასთემას უწოდებენ. ღარი საჭრელებს შორის შეიძლება უამრავი მიზეზის გამო გაჩნდეს, დღეისათვის მისი დაფარვის უამრავი საშუალება არსებობს. მაგრამ ბევრს არც აწუხებს ეს მცირე ნაკლი, პირიქით მას საკუთარ მარგალიტად მიიჩნევენ. მაგალითად ლამაზმანმა ბრიჯიტ ბარდომ და ლეგენდარულმა ჯეინ ბირკინმა მოიწყვეს

მშვენიერი კარიერა, ხოლო დიასთემამ მათ გარკვეული შარმი შესძინა. შოუ-ბიზნესის მოდელები ლარა სტოუნი და ჯორჯია მეი არც აპირებენ ამ ბუნებრივი ნაკლის მოშორებას, თვლიან რა, რომ ჰოლივუდის ღიმილი მათ ინდივიდუალურობას ხელს უშლის. მსოფლიოს ხალხთა თქმულებებში, ადამიანი რომელსაც წინა კბილებს შორის სივრცე აქვს მდიდარი და ბედნიერია. ლორენ ჰატონმა, ვანესა პარადიმ, ეშლი სმიტმა, ანა პაკუინმა და კონდოლისა რაისმა წარმატებსაც მიაღწიეს და მშვენიერი კარიერაც გაიკეთეს. მათი შესანიშნავი ღიმილის საიდუმლოება კბილების ჯანმრთელობაშია. ხოლო კბილების ჯანმრთელობისათვის, მათ მოვლა ესაჭიროებათ.

Read Full Post »

ესთეტიკური სტომატოლოგია –  პლასტიკური ქირურგიაა, მხოლოდ კბილებისათვის. იგი ძალზედ პოპულარულია დასავლეთში და საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ჩვენთანაც. ესთეტიკური სტომატოლოგია კბილების იერსახის უკეთესობისკენ შეცვლისათვის თანამედროვე მეცნიერების სხვადასხვა მიღწევებს იყენებს.

ვის სჭირდება? მათ ვისაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტები, ან უბრალოდ ბუნებამ არ დააჯილდოვა სწორი და ლამაზი კბილებით. დროთა განმავლობაში კბილების გარე ზედაპირი უამრავი მავნე ფაქტორის ზეგავლენას განიცდის. შედეგად კბილებზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები, ბზარები, ნატეხები. ერთი შეხედვით გამოუსწორებელი მდომარეობა, როგორიცაა არასწორი თანკბილვა, შესაძლოა გასწორდეს ვესტიბულარული ან ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტ-სისტემის გამოყენებით. ადამიანებს, რომელთაც კბილებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ერიდებათ ზედმეტად გაღიმებას, იძენენ კომპლექსებს და ფსიქოლოგიურ ტრავმებს.

ბრეკეტი – ფიქსირდება კბილზე და მუდმივი ზემოქმედებით ახდენს მის საჭირო მიმართულებით გადაადგილებას. ბრეკეტების გამოყენების წინ ექიმი ორთოდონტი შემოგთავაზებთ თქვენთვის საჭირო და მისაღებ კონსტურქციებს. თუკი თქვენი იმიჯი ვერ აიტანს ლითონის ბრეკეტებს, შეგიძლიათ აირჩიოთ ფაიფურის გამჭირვალე ან ლინგვალური ბრეკეტები, რომლებიც მაგრდება ენის მხრიდან და მოსაუბრისათვის სრულიად შეუმჩნეველია.

კბილების რესტავრაცია ხდება ფაიფურის ნაწილაკების შემცველი სპეციალური სხივგამყარებადი კომპოზიტით. თანამედროვე მასალების გამოყენებით შესაძლოა ნებისმიერი კბილის ფორმისა და ფერის აღდგენა. გამოცდილი სტომატოლოგი შეძლებს მაქსიმალურად ზუსტად შეარჩიოს თქვენი კბილების ფერი. აღდგენილი კბილის გარჩევა ბუნებრივისგან თითქმის შეუძლებელია. რესტავრაციის შემდეგ აღდგენილი კბილები ფუნქციონირებენ ისევე, როგორც ჯანმრთელები.

დაზიანებული და ნაკლული კბილების დასაფარად აგამოიყენება ხიდები, იმპლანტები. გვირგვინები ფიქსირდება სპეციალური ადგეზიური მასალებით, ხოლო პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს პირის ღრუში უცხო სხეულის არსებობას.

Read Full Post »

მათთვის ვინც ატარებს ბრეკეტებს, დიდ ბრიტანეთში გამოიცა კულინარიული რეცეპტების წიგნი. მაშინ, როდესაც შეზღუდულია საკვების მიღება, აღნიშნული რეცეპტები თქვენს რაციონს გახდის არამხოლოდ სრულყოფილს, არამედ მრავალფეროვანსაც. რატომაც არ უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა ქაშებისა და სუფების დამზადება?! ამასთან ცოტაოდენ კულინარიულ ინგლისურსაც ისწავლით (როგორც იტყვიან სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც). აი რამოდენიმე რეცეპტიც:

 

მიჰყევით ბმულს http://issuu.com/redaktorsmi/docs/book?mode=embed&layout=http%3A%2F%2Fskin.issuu.com%2Fv%2Flight%2Flayout.xml&showFlipBtn=true

ან დაკლიკეთ სურათი

Read Full Post »

კბილების დაზიანებას იწვევს ცუდი ჰიგიენა და არა ბრეკეტები!

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემით, შეუძლებელია რეგულარული და გულმოდგინე ჰიგიენის გარეშე..

ბრეკეტების ფიქსაციამდე კბილის ზედაპირი იწმინდება და მუშავდება ფტორით, ასე, რომ თავად ბრეკეტ სისტემას არანაირი ზიანის მოტანა არ შეუძლია. ამის მიზეზი მხოლოდ ჰიგიენის დარღვევაა. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია შევასრულოთ ჰიგიენის ყველა ეტაპი, რომელთა გამოყენებაც აუცილებლად დაგვიცავს შემდგომი გართულებებისაგან.

აბაზანაში კბილების წმენდისათვის, მოგიწევთ ჰიგიენური საშუალებების მთელი არსენალის მომარაგება. სპეციალური ერთ კონიანი კბილის ჯაგრისები, ძნელად მისაწვდომი ბრეკეტთაშორისი და რკალებს ქვეშა ადგილების გასაწმენდად. ორთო ჯაგრისები V-ს მაგვარი ჯაგრულებით, კბილთა შორისი ჯაგრულები, ე.წ. „იორშიკები“. ასევე ორთოდონტიული პაციენტის მუდმივი თანამგზავრი ხდება ფლოსი. რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ სავლებები. მიუხედავად ამ ყველა დამხმარე საშუალებისა, ბრეკეტების ტარება მოითხოვს ხშირ პროფესიულ წმენდას და პაროდონტოლოგის მეთვალყურეობას.

დაიმახსოვრეთ

ბრეკეტებით მკურნალობის დროს არ შეიძლება დაღეჭოთ, ჩაკბიჩოთ ან დაღრღნათ:

  • ხრაშუნა კარტოფილი, ვაფლი, პეჩენია ეწებებიან ბრეკეტებს ისე, რომ ვეღარ მოაშორებთ
  • ბლითები, „ბუბლიკი“, სუხარები მოტეხავს რკალს, მოაძრობს ბრეკეტს და რგოლს.
  • წუწნია კარამელები, ირისი, ყინულკარამელები მიკრობებისათვის ნამდვილი სამოთხეა
  • არ შეიძლება ნაყინი!!! დააზიანებს აპარატს
  • თხილი? არანაირი თხილი და თხილიანი კანფეტები
  • საღეჭი რეზინი? დაგვერწმუნეთ არანაირი სიამოვნება, როდესაც მთელი პირი წებოვან მასაშია და თან მისი მოშორება ჭირს ბრეკეტებიდან.
  • სტაფილო, ვაშლი და სხვა მაგარი ხილი დაჭერით და მიირთვით პატარა ნაჭრებად. იგივე ეხება ხორცს და ყველა მოსაკბეჩ პროდუქტს.
  • არავითარ შემთხვევაში არ დაღრღნათ ფანქრები და პასტები და მით უმეტეს არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები.

არ შეიძლება

  • ძალიან ცივი და ძალიან ცხელი საკვების მიღება, ტემპერატურულმა ცვლილებებმა, შესაძლოა ბრეკეტის ატკეჩა და ორთოდონტიული მავთულის თვისებების გაუარესება გამოიწვიოს.
  • პლასტიკური ბრეკეტებით მკურნალობისას არაა სასურველიმიიღოთ ჩაი და ყავა, შესაძლოა ბრეკეტის საკეტების შეღებვა

გახსოვდეთ:

  • თუ ბრეკეტი აიტკიჩა შეინახეთ და აუცილებლად ჩაეწერეთ მკურნალ ექიმთან მიღებაზე. იგივე ეხება დაფიქსირებული ორთოდონტიული რგოლის მდგომარეობას.
  • არ  შეგეშინდეთ თუ პირველი დღეები გაგიჩნდათ დისკომფორტი ან ტკივილები ბრეკეტ სისტემის დაყენების შედეგად. ბრეკეტებთან მიჩვევის შემსუბუქებისათვის თავიდან მათ აწებებენ რბილი ცვილით.
  • თვეში ერთხელ მიაკითხეთ ექიმს ჰიგიენური პროცედურების და კბილების ფტორირების მიზნით.

როგორ და როდის გავიხეხოთ კბილები ბრეკეტ სისტემით მკურნალობისას.

როდის?
 კბილები აუცილებლად უნდა ვიხეხოთ ყოველი ჭამის შემდეგ არა ნაკლებ 10 წუთისა.
ერთ ბოჭკოიანი ჯაგრისი წმენდს ბრეკეტებს და მის მიმდებარე ზედაპირებს, კბილთაშორის სივრცეებს, კბილებს ღრძილის გასწვრივ.

კბილის ჯაგრულები ”იორშიკები“, იდეალურია რკალქვეშა სივრცეების და კბილთაშორისი ადგილების გასაწმენდად.
სახლიდან გასვლისას გირჩევთ თან იქონიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი.

როგორ?  დაიწყეთ ზედა ყბით
თავდაპირველად ორთო კბილის ჯაგრისით ვხეხავთ კბილის ზედაპირებს, ბრეკეტ სისტემის რკალის მთელ სიგრძეზე ჰორიზონტალური მოძრაობებით. შემდეგ გადავდივართ ქვედა ყბაზე.

ერთბოჭკოვანი კბილის ჯაგრისით, გულდასმით გაწმინდეთ თითოეული ბრეკეტი და მისი მიმდებარე ზედაპირები. გაიწმინდეთ ღრძილის კიდე და კბილის ყელის არე.

ამის შემდგომ კბილთა შორისი ჯაგრულებით (იორშიკებით) გაიწმინდეთ რკალქვეშა სივრცე და კბილთაშორისი ადგილები.

წმენდის გაგრძელება –  ვიხეხავთ ჩვეულებრივ, როგორც ბრეკეტების გარეშე. ჯაგრისი დაიჭირეთ 450 კუთხით ღრძილთან და გაიწმინდეთ გამოგვითი მოძრაობებით, 2 კბილი ერთდროულად, დაახლოებით 10-ჯერ. გაიმეორეთ შემდეგ 2 კბილზე და ა.შ. იგივე სასისკენა და ენისკენა ზედაპირებზე. არ დაგავიწყდეთ საღეჭი ზედაპირების გახეხვა.

წმენდა დაამთავრეთ ”სუპერ ფლოსის” დახმარებით. საბოლოოდ კი გამოივლეთ ფტორშემცველი სავლები. პასტები სასურველია შეირჩეს ფტორის გაძლიერებული შემცველობით, კბილის ემალის გასამაგრებლად.

ორთოდონტიული აპარატების ტიპი განსაზღვრავს მათი წმენდის თავისებურებას.
მოსახსნელი აპარატები მათი მოვლის სიმარტივიდან გამომდინარე, სარგებლობენ აშკარა უპირატესობით. ასეთ დროს შესაძლებელია აპარატი და კბილები ცალ-ცალკე გავიწმინდოთ.  მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აპარატის ქვეშ მყოფი ღრძილების წმენდას. აგრეთვე საგულისხმოა კარგად გაიწმინდოს თვითონ აპარატი, კბილის პასტით და ჯაგრისით, შემდგომ კი გაირეცხოს გამდინარე წყლით.

როგორც ამბობენ: ”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”- ორთოდონტიული მკურნალობა კი ზუსტად ეს შემთხვევაა. გადატანილი ტანჯვების (დიეტა, ექიმთან გახშირებული ვიზიტები, ძვირადღირებული მკურნალობა) ჯილდოდ პაციენტი იდეალურ ღიმილს იღებს. ბრეკეტების ტარებისას გამომუშავებული გაძლიერებულ ჰიგიენა, დაგეხმარებად მიღწეული შედეგის  ნადებისა და მიკრობებისაგან დაცვაში.

Read Full Post »

თქვენს ბავშვს დაეწყო კბილების ცვლა? უბრალოდ ერთი მთლად თავის ადგილზე არ ამოვიდა, მეორე ოდნავ შემობრუნებულია… კარგი იქნებოდა გვეჩვენებინა ბავშვი ორთოდონტისთვის, მაგრამ სკოლის წინ იმდენი საქმეა! არადა ზუსტად უმცროს კლასებშია, რომ ”ეღვიძებათ” ბავშვებს ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ტუჩის კვნეტა, ფანქრის ღეჭვა, რომლებიც იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციებს. შედეგად ზედა ეშვები იხრება წინა მიმართულებით, ხოლო ქვედები იზრდება არასწორად.  ამის გარდა ბავშვების უმრავლესობა სკოლაში სიარულთან ერთად იწყებს ხშირად ავადმყოფობას. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ხშირი გაციებებით გამოწვეულ პირით სუნთქვას უამრავი გართულება მოჰყვება. საგრძნობლად მცირდება არა მარტო ყბის ძვლების, არამედ მთიანად ბავშვის განვითარება, სისხლი ცუდად მარაგდება ჟანგბადით. პირით სუნთქვისას სუსტად ვითარდება ჰაიმორის ღრუები, სახის ოვალი იძენს წაგრძელებულ ფორმას. ცხვირის ფუძე ფართოვდება. ზედა ყბა ვიწროვდება, ხოლო ქვედა – ჩამორჩება ზრდაში, აქედან ყბაზე ადგილი არ რჩება ყველა მუდმივი კბილისათვის. ვინაიდან ისინი ყოველთვის უფრო დიდი ზომისაა ვიდრე სარძევეები.

არასწორი თანკბილვა – არა მხოლოდ ესთეტიური პრობლემაა. იგი სერიოზული დაავადებების მიზეზიც შეიძლება გახდეს. თანკბილვის ანომალიები იწვევს კარიესის პროვოცირებას. ზრდასრული პაციენტების 80% აღენიშნება პაროდონტის დაავადებები, რაც იწვევს კბილების ნაადრევ დაკარგვას. ჩვენ გირჩევთ აჩვენოთ თქვენი პირმშო ბავშვთა სტომატოლოგს უკვე ერთი წლის ასაკში, როდესაც პირველი კბილების ამოჭრა ხდება. მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია დროულად შეამჩნიოს თქვენთვის უხილავი პრობლემა და დროულად დანიშნოს მკურნალობა.

ბავშვთა სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია პროფილაქტიკას, რომელიც, როგორც ცნობილია უფრო იაფი ჯდება. სპეციალისტი შეასწავლის ბავშვს თუ, როგორ მოიხმაროს კბილის ჯაგრისი, როგორ მოუაროს პირის ღრუს. ექიმი გაატარებს ყველა ღონისძიებას ემალის გასამაგრებლად. ხოლო ექიმთან რეგულარული ვიზიტები მოუხსნის პატარას თეთრ ხალათიანების შიშს. დღეისათვის პატარებს უკეთდებათ მხიარული ფერადი ბჟენები, იგი იღებს მონაწილეობას თავის მკურნალობაში და თვითონ ირჩევს ფერს. ასე რომ სტომატოლოგთან ვიზიტი ხდება სასიამოვნო და საინტერესო.

5-7 წლის ასაკში კბილთა ცვლის პერიოდში აუცილებელია მოვინახულოთ ექიმი-ორთოდონტი. დღეისათვის ადრეულ ასაკში ორთოდონტიული კორექციისათვის გამოიყენება ისეთი აპარატი როგორცაა ტრეინერი. იგი უზრუნველყოფს კბილთა მწკრივის გასწორებას, ახდენს ყბა-სახის სხვა და სხვა უბნების განვითარების სტიმულაციას. ”ასწავლის” სახისა და ენის კუნთებს გამართულად მუშაობას. 6-12 წლის ცვლადი თანკბილვის მქონე ბავშვებს, ტრეინერის ტარების შემდეგ ძირითადად აღარ სჭირდებათ სხვა ორთოდონტიული მკურნალობა, რადგანაც ეს აპარატები ახდენენ კბილების არასწორი ზრდის, ძირითადი მიზეზის – კუნთების არასწორი ფუნქციის აღმოფხვრას.

ექვსი წლის ასაკში ბავშვს ყბის ძვლების აქტიური ზრდა ეწყება. რომელიც კბილების ცვლასთან ერთად მიმდინარეობს და გრძელდება 12 წლამდე. ადრეულ ცვლად თანკბილვაში (6-9 წელი) ხდება პირველი დიდი კბილების ამოჭრა და წინა საჭრელების მოცვლა. ამ დროს თანკბილვისა და კბილთა მწკრივების განვითარების ანომალიები უკვე მშობლებისთვისაც შესამჩნევია. დღეისათვის სკოლის ასაკის ბავშვების 78%-ზე მეტი თანკბილვის კორექციას საჭიროებს. როგორც ცნობილია თანკბილვის ანომალიები კარიესისა და პაროდონტის დაავადებების გამომწვევია. დღეისათვის თანკბილვის სერიოზული ანომალიების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება ორთოდონტიული აპარატები ”მიობრეისი”, შემუშავებული სპეციალურად ცვლადი თანკბილვისათვის.

მიობრეისები ვიზუალურად ორყბიან, ბოქსის კაპებს წააგავს. ისინი მზადდება მკვრივი სილიკონისაგან და ჩამონტაჟებული აქვს გამაფართოებელი რკალი. ასწორებს კბილთა მწკრივებს, კბილის მაგარ ქსოვილებთან კონტაქტის გარეშე. დრეკადი სილიკონის გარსი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს. ”მიობრეისების” სისტემას უფროს კლასელებისათვის აქვს სპეციალური ელასტიური ბუდეები, რომელებიც ყოველ ახალ ამოჭრილ კბილს აძლევს სწორ მიმართულებას. ხოლო თუკი ისინი უკვე არასწორად დგანან მისი მკვრივი და დრეკადი სოლები ახდენენ კბილის სწორ პოზიციაში დაბრუნებას. ”მიობრეისების” ზომას ორთოდონტი არჩევს ინდივიდუალურად. ამისათვის ანაბეჭდის აღებაც არაა საჭირო. უბრალოდ ექიმი  სპეციალური სახაზავით, ზომავს წინა საჭრელების სიგანეს. ბავშვი ასეთ პოზიციონერს ატარებს სულ რაღაც 1-2 საათი დღისით და ღამით ძილის დროს, ანუ გასწორების პროცესი მიმდინარობს შეუმჩნევლად გარშემო მყოფთათვის. რაც ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მშობლებისათვის კი მარტივი გასაკონტროლებელი.

ბავშვებს, რომლებიც სუნთქავენ პირით, მიუხედავად ადენოიდების არსებობისა, ”მიობრეისები” ეხმარება ცხვირით სუნთქვის აღდგენაში. ამასთან აპარატი მოსწავლეს ეხმარება უამრავი მავნე ჩვევის დავიწყებაში. ”მიობრეისის” სპეციალური ”ენა” ეხმარება ბავშვის ენას დაიკავოს მისი სწორი მდებარეობა, ხელს უწყობს ზედა ყბის თაღის ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს სასის ფორმას, აკორექტირებს საუბრის პრობლემებს. ”მიობრეისის” კონსტრუქცია ფუნქციონალური და მექანიკური კორექციის მეთოდების შეთავსებით, უზრუნველყოფს მკურნალობის შედეგების სტაბილურობას და გაცილებით ამცირებს მის ვადებს.

Read Full Post »

თუკი არსებობს ყველაზე უჩინარი ბრეკეტები, მათ მიეკუთვნება ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტ სისტემა. მათი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მათ მდებარეობაში. ლინგვალური სისტემის ფიქსაცია ხდება პირის ღრუში კბილების შიდა (სასიკენა და ენისკენა) ზედაპირებზე.

თანამედროვე ლინგვალური ბრეკეტები არც თუ დიდი ხანია, რაც გამოჩნდა ჩვენს ბაზარზე. ლინგვალური ბრეკეტების დასაფიქსირებლად ექიმ–ორთოდონტს სჭირდება სპეციალური გამოცდილება და ცოდნა. რაც შეეხება კბილების გასწორებას „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ სრულ მომსახურებას და ფართო არჩევანს.

მიუხედავად იმისა, რომ ლინგვალური სისტემის ბრეკეტები მეტალისგან მზადდება, ისინი სრულიად უხილავია გარშემომყოფთათვის. ამ ბრეკეტების ძირითადი ნაკლი მათ ფასში მდგომარეობს, თუმცა ხარისხი ფასზე მაღალია. უჩინარი ბრეკეტები, როგორც მათ ეძახიან, შესაძლოა გამოვიყენოთ ნებისმიერი სირთულის პათოლოგიის დროს. ყველა მანიპულაცია, რაც საჭიროა ლინგვალური ბრეკეტების დასაფიქსირებლად იდენტურია ჩვეულებრივი სისტემის შემთხვევაში. განსვავება მხოლოდ ვიზუალურ ეფექტშია, ასევე პლიუსად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ კვების დროს არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა.

წინა თაობის ლინგვალური ბრეკეტები ძალიან მასიური და მოუხერხებელი იყო. ახდენდა ზეგავლენას საუბარზე, ხმის ტემბრზე. ყველა ზემოხსენებული დეფექტი დღეისათვის დახვეწილი და აღმოფხვრილია. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე ლინგვალურ ბრეკეტ სისტემას, რომელიც ძალიან მარტივი მოსახმარი და შესაგუებელია.

ლინგვალური ბრეკეტების დაყენება ჩვეულებრივისგან განსხვავებით ოდნავ მეტ დროს მოითხოვს. რადგან ექიმისთვის ოდნავ რთულია კბილის შიდა ზედაპირებზე მუშაობა. „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ ბაზარზე არსებული ბრეკეტ სისტემების ფართო არჩევანს და მათ მონტაჟს მაქსიმალურად მოკლე დროში.

ნებისმიერი ბრეკეტ სისტემა მოითხოვს მაქსიმალურ ჰიგიენას. განსაკუთრებით კი ლინგვალური ბრეკეტები. ჰიგიენისათვის იხმარეთ: ჩვეულებრივი და ორთოდონტიული კბილის ჯაგრისები, ფლოსები, სავლებები და ა.შ.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ბრეკეტ–სისტემების კომბინაციებს, რამაც შესაძლოა საერთო ფასზეც იმოქმედოს. მაგ.: შესაძლებელია გამჭვირვალე ბრეკეტების დაყენება მხოლოდ წინა კბილებზე ან მხოლოდ ზედა ყბაზე, სადაც უფრო ჩანს, ხოლო ყველა დანარჩენი – მეტალის. ასევე შესაძლებელია მხოლოდ ზედა ყბაზე დაყენდეს ლინგვალური სისტემა, ხოლო ქვევით – გამჭვირვალე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეამცირებს მკურნალობის საერთო ღირებულებას.

ბრეკეტი მოუხსნელი ელემენტია, რომელიც კბილებზე უხილავი მასალით ფიქსირდება. ყველა კბილისთვის ბრეკეტი ირჩევა ინდივიდუალურად. იგი გადასცემს კბილს ორთოდონტიული რკალიდან მომავალ ძალას და ზუსტად აფიქსირებს კბილს სამივე სიბრტყეში.

თუ დაინტერესდით, შეგიძილიათ მოგვმართოთ ან ჩაეწეროთ კონსულტაციაზე 210-30-64. კონსულტაცია უფასოა.

Read Full Post »

ბრიტანელმა ქალბატონმა დორი ჰერლიმ 76 წლის ასაკში გაისწორა კბილები. „დაბრეცილი“ კბილების გამო, მას მთელი ცხოვრება რცხვენოდა, ხოლო სტომატოლოგთან შიშის გამო ვერ ახერხებდა მისვლას. და აი ოთხმოცს მიახლოებულმა დორიანმა გადაწყვიტა – ან ეხლა ან არასოდესო. ხოლო თამამი ღიმილის სურვილმა გადაალახინა ბრეკეტების ტარების უხერხულობა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასაკის მიუხედავად ბებოს თავისი კბილები აქვს. უნდა ვაღიაროთ ეს სერიოზული მიღწევაა.

Read Full Post »

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თანამედროვე სტომატოლოგიაში –თვითლიგირებადი ბრეკეტებია. მათ კონსტრუქციული თავისებურება რკალზე პასიური მიმაგრებაა. ჩვეულებრივ ბრეკეტ–სისტემაში რკალი საკეტებს უმაგრდება ლიგატურების დახმარებით. აქედან გამომდინარე კბილების გადანაცვლებისათვის საჭირო ხდება ხახუნის ძალის გადალახვა. თვითლიგირებადი სისტემა აფიქსირებს და არ ბლოკავს რკალს, რაც საშუალებას იძლევა, გადაადგილდეს კბილები უფრო სუსტი ფიზიოლოგიური ძალით. შედეგსაც პაციენტები მკურნალობის უკვე პირველივე თვეებში ხედავენ.

ამ სისტემის დროს გამოყენებული სუსტი ძალები ასტიმულირებენ კბილის ირგვლივი ქსოვილების უჯრედოვან აქტიურობას, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გარეშე. ამ მეთოდის საშუალებით უმჯობესდება პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობა და იცავს შემდგომი გართულებებისაგან. ხახუნის მინიმიზაცია ამცირებს  მკურნალობის პერიოდს მინიმუმ 25%. მინიმალური ძალის გამოყენებით მცირდება კბილების ამოღების აუცილებლობა მიუხედავად პაციენტის ასაკისა და ადგილის დეფიციტისა. ლიგატურების არ არსებობა ამარტივებს ჰიგიენას და ამცირებს კარიესის განვითარების რისკს. პაციენტს არ უწევს თვეში ერთხელ ექიმთან მისვლა ლიგატურის გამოსაცვლელად. ვიზიტებს შორის გაზრდილი დროით, თვითლიგირებადი ბრეკეტები საუკეთესო არჩევანი ხდება სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან მომავალი პაციენტებისათვის.

ხახუნის შემცირებით, ლიგატურების არ არსებობით და სუსტი ძალის გამოყენებით, მკურნალობა მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, დისკომფორტისა და ლორწოვანის ტრავმირების გარეშე. ტრადიციული ბრეკეტებისგან განსხვავებით რკალის მოხსნისა და დაყენების დრო შემცირდა. პაციენტებს აღარ უწევთ საათობით პირღია ჯდომა.

დღეისათვის თვითლიგირებადი ბრეკეტების საკმაოდ დიდი არჩევანია ბაზარზე. პრაქტიკულად ყველა ბრეკეტების მწარმოებელმა კომპანიამ შექმნა თვითლიგირებადი ბრეკეტების თავისი ვარიანტი.

რატომ გირჩევთ ამ აპარატებს?

რადგან ეს ბრეკეტები ზოგავენ თქვენს დროს და საშუალებას იძლევიან მივაღწიათ მკურნალობის მაქსიმალურ რეზულტატს. თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს, მოგზაურობთ, სწავლობთ, ვარჯიშობთ, ურთიერთობთ მეგობრებთან და არ გარბიხართ 2–3 კვირაში ერთხელ გაყვითლებული ელასტიკების გამოსაცვლელათ ორთოდონტთან. ანუ თქვენ გიჩნდებათ მეტი თავისუფალი დრო!

Read Full Post »

« Newer Posts