Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბაქტერია’

“კარიესის პროფილაქტიკისათვის ზღვის წყალმცენარეებს უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ვიდრე კბილის პასტებს” – ამტკიცებენ ნიუ-კასლის უნივერსიტეტის მეცნიერები(Newcastle University), რომლებიც აწარმოებენ ახალ პრეპარატს კბილების, ღრძილების და კბილის პროთეზების დასაცავად მავნე მიკრობებისაგან.

პრეპარატის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ფერმენტი, რომელიც ზღვის წყალმცენარეების ზედაპირზე არსებული ბაქტერიის Bacillus Licheniformis არის მიღებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეცნიერები დიდი ხანია დაინტერესდნენ ამ ბაქტერიის გამოყენებით საზღვაო ხომალდების წყალქვეშა ზედაპირზე ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედებით და სულ ახლახანს დაინტერესდნენ მისი გამოყენებით მედიცინაში.

“საქმე იმაშია, რომ”, – საუბრობს ნიუკასლის სტომატოლოგიური სკოლის ექიმი ნიკოლას იაკუბოვიკსი, – “კბილებზე არსებული ნადები – თხელი ბიოგარსია, რომელიც შედგება კარიესოგენული მიკრობების და ბაქტერიებისაგან, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან, აგრეთვე საკვებში შემავალი ნახშირწყლებისგან. ამ გარსში არსებული მიკრობები საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, თანდათან ავსებენ რა კბილებზე და ღრძილის გარშემო არსებულ თავისუფალ სივრცეს. ქმნიან რა თავისებურ დამცავ ბარიერს. აღნიშნული ბარიერი იცავს კბილის ჯაგრისის, კბილის პასტის სავლებების და თქვენ წარმოიდგინეთ ანტიბიოტიკებისგანაც.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პროფესორ გრანტ ბერჯერის მეთაურობით ზღვის ბაქტერიების Bacillus Licheniformis დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ მოძრაობის დროს Bacillus Licheniformis გამოყოფს სპეციალურ ფერმენტს, რომელიც მთლიანად შლის ბიოგარსს მავნე ბაქტერიებიანად.

პროფესორმა ბერჯესმა აღნიშნა: “ეს სასწაული მოვლენაა, ზღვის ფერმენტს შეუძლია გაანადგუროს კარიესის გამომწვევი მიკრობები, ნებისმიერ მათ შორის ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. მეტიც ფერმენტს შეუძლია თავად ნადების წარმოქმნას შეუშალოს ხელი.  და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია”.

“როდესაც ჩვენ დავიწყეთ ზღვის ბაქტერიის შესაძლებლობების შესწავლა, ჩვენ კონცენტრირებული ვიყავით საზღვაო ხომალდებზე, ძალიან მალე მივხვდით, რომ ზღვის ბაქტერიის Bacillus Licheniformis ფერმენტის გამოყენება შესაძლოა უფრო ფართო მაშტაბებით. თუკი შევიტანთ მას კბილის პასტის შემადგენლობაში, შესაძლებელს გავხდით თავიდან ავიცილოთ კბილის ნადების წარმოქმნა, კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარება. ქირურგიაში ფერმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი იმპლანტების მოთავსებისას, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსარი და ხმოვანი სარქველი”, – აღნიშნა პროფესორმა.

ინგლისელი მეცნიერების შემდგომი ნაბიჯი იქნება უნიკალური ფერმენტის კლინიკური კვლევები და ახალი პრეპარატის წარმოებაში გაშვების ორგანიზება.

სტომატოლოგიური კლინიკა “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” მუდამ სიახლეების ძიებაშია. ჩვენს ბლოგზე საშუალება გაქვთ პირველებმა შეიტყოთ სტომატოლოგიაში არსებული სიახლეები. გისურვებთ ჯანმრთელ ღიმილს.

 

 

 

Advertisements

Read Full Post »

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღწერეს ბაქტერიის ახალი სახე, რომელიც ბინადრობს ადამიანის პირის ღრუს ქსოვილებში.

ვარაუდობენ, რომ მიკროორგანიზმები, რომლებმაც მიიღეს სახელი  , შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ კარიესისა და პაროდონტიტის დაავადებების განვითარებაში.

ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტების თქმით, კვლევების დროს მათ შეძლეს აღმოეჩინათ აქამდე უცნობი  Prevotella ბაქტერიების 3 შტამი. ანაერობი გრამუარყოფითი ჩხირები ბინადრობდნენ, როგორც ჯანმრთელი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ასევე სიმსივნურ ქსოვილებზე. ახალმა ბაქტერიებმა მიიღეს სახელი  Prevotella histicola ( histicola – ქსოვილების მუდმივი მაცხოვრებელი).

“ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში ბინადრობს უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი, მათ შორისაა ვირუსები, სოკოები, უმარტივესები და ბაქტერიები”, – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი უილიამ ვეიდი (William Wade). – “მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 100 მილიონ ბაქტერიას, რომლებიც მიეკუთვნება 600-მდე სხვადასხვა სახეობას. დაახლოებით მათი ნახევარი ჯერ აღუწერელია”.

მეცნიერების აზრით, ბაქტერიის ახალი სახე შესაძლოა ასრულებდეს გარკვეულ როლს კარიესისა და ღრძილების დაავადების განვითარებაში. მიკროორგანიზმების შემდგომი იდენტიფიკაცია საშუალებას მოგვცემს უკეთ გავერკვიოთ აღნიშნული დაავადებების განვითარების მექანიზმში, ასევე დაეხმარება მეცნიერებს მათთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის მეთოდების შემუშავებაში, დასძინა ვეიდმა.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა  International Journal of Systematic and Evolutionary Biology.

Read Full Post »