Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘არომატი’

საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში. 1000-მდე ქალბატონს დაუსვეს შეკითხვა: „თუ რაზე უფრო ნერვიულობენ, პაემანზე წასვლის წინ?“. აღმოჩნდა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების უმრავლესობა ნერვიულობს პირის ღრუს არომატზე. ეს პრობლემა აწუხებს გამოკითხულთა 80%. ამასთან ქალბატონებს აწუხებს თუ რაოდენ თეთრი და ლამაზი ღიმილი აქვთ. ხოლო რაც ეხება ქვედა თეთრეულს, ეს გამოკითხულთა მხოლოდ 4% ანაღვლებს.

საინტერესოა რას ანიჭებენ უპირატესობას ჩვენი ქალბატონები?

Advertisements

Read Full Post »

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან შემაწუხებელია, როგორც თქვენთვის ასევე გარშემომყოფთათვის. ეს რთული პრობლემა ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც კი გვაგდებს ხოლმე.

პირის ღრუდან მომავალი უსიამოვნო სუნის გამომწვევი ანაერობული ბაქტერიებია, რომლებიც

იმალებიან კბილის ქვაში, პაროდონტალურ ჯიბეებში, ენის ნაოჭებში. პროფილაქტიკური ღონისძიებების ხშირი და ეფექტური ჩატარებით თქვენ შესძლებთ მათთან ბრძოლას.

№1 პრობლემური ზონა

ენა

ენის ნადები – პირის ღრუს უსიამოვნო სუნის ძირითადი გამომწვევია. მოყვითალო ფერის ნადები, ბაქტერიებისათვის იდეალური საცხოვრებელი პირობაა. ისინი მარტივად გროვდებიან ენის ნაოჭებში და უჟანგბადო გარემოში გამოიმუშავებენ გოგირდოვან გაზს.დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.

გამოსავალი

ყოველდღიურად გაიწმინდეთ ენა. ეს უსიამოვნო სუნთან ბრძოლის პირველი ნაბიჯია, განსხვავებას პირველივე გახეხვაზე იგრძნობთ.

ენის ზურგის საწმენდად მოწოდებულია სხვადასხვა საშუალებები. ენის საფხეკები განსხვავებული დიზაინით და ენის ანატომიით გამოირჩევა.

№2 პრობლემური ზონა

კბილთაშუა სივრცეები

ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს კრიტიკულ ზონებამდე – კბილთაშუა სივრცეები და ღრძილის კიდე. ბაქტერიები მრავლდებიან ამ ზონებში, რითაც იწვევენ არა მხოლოდ კარიესს არამედ უსიამოვნო სუნსაც.

გამოსავალი

ყოველდღიურად გაისუფთავეთ კბილთაშუა სივრცეები კბილის ჯაგრულებით.

კბილთაშუა ჯაგრულები ძალზედ თხელი, მაგრამ მყარი მავთულის ფუძით. მოქნილი და გრძელი ჯაგრულები იდეალურად ერგებიან კბილთაშუა სივრცეების ანატომიას, აღწევენ ყველა ხვრელში, ყველა კუთხეში და აცილებენ  სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.

 №3 პრობლემური ზონა

კბილის პროთეზები (ხიდისებრი პროთეზები, იმპლანტები)

არასაკმარისი ინსტრუქტაჟი და ცუდი ჰიგიენა, ხელს უწყობს ბაქტერიების დაგროვებას ხიდების და იმპლანტების გარშემო. ამ კრიტიკულ ზონებში ბაქტერიებს შეუძლიათ „დასახლდნენ“, გ

ამრავლდენ და გამოიწვიონ ანთებითი მოვლენები და უსიამოვნო სუნი.

ამოსავალი

გაიწმინდეთ იმპლანტები და ხიდებ ქვეშ არსებული სივრცეები, კბილთაშუა ჯაგრისებით.

იდეალური დამატებითი საშუალება

ბაქტერიების კონტროლი ქლორჰექსიდინ შემცველი სავლებებით, გელებით და კბილის პასტებით წარმოადგენს პირის ღრუს დამატებითი მოვლის საშუალებას და გვევლინება მნიშვნელოვან დამატებათ როდესაც კბილების მექანიკური წმენდა შეზღუდულია.

Read Full Post »