Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘აკრილი’

Teethწინა საუკუნის დასაწყისში კაუჩუკი, რომელიც გამოიყენებოდა კბილის პროთეზების დამზადებაში, ჩაანაცვლა აკრილის პლასტმასმა. დღეისათვის აკრილის მთლიანი და ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზები – ყველაზე ხელმისაწვდომი კონსტრუქციებია. თეორიულად მათი გამოყენება შეიძლება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. აკრილის პროთეზები გამოიყენება ბავშვებში ნაადრევად ამოღებული კბილების შემთხვევაში, რათა არ მოხდეს შემდგომში კბილთა წყობის არევა. აკრილის პროთეზები  ასრულებენ დროებითი კონსტრუქციების როლს ახალგაზრდებში. მაგრამ პრაქტიკულად პროთეზირების ეს სახე ძირითადად მოთხოვნადია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

1(3)აკრილის პროთეზების სახეები და აგებულება

აკრილის პლასტმასზე დამზადებული კბილის პროთეზები შედგება ბაზისისაგან, რომელიც ეყრდნობა ალვეოლარულ მორჩს და ყბის სხეულს, ხოლო ზედა ყბაზე მაგარ სასას და ხელუვნური კბილებისაგან. არსებობს ორი სახის: მთლიანი და ნაწილობრივი. პირველი გამოიყენება ზედა და ქვედა კბილების სრული, ხოლო მეორე კბილების ნაწილობრივი დანაკარგის დროს. ნაწილობრივ პროთეზებს აქვთ ლითონის სამაგრები, რომლებიც აფიქსირებენ პროთეზს პირის ღრუში: კლამერები ან კლიტე-ატაჩმენები, კოჭები ე.წ. “ბალკები”. აკრილის პროთეზირება ძირითადად განიხილება, როგორც უკბილობის პრობლემის გადაჭრის მუდმივ გზად, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგიაში იგი უფრო დროებითი ვარიანტია.

76149_415918095151637_752863451_nაკრილის პროთეზები: დრეკადობის, მოქნილობის საკითხი

აკრილის პროთეზები დრეკადობის საკითხში ჩამოუვარდება სილიკონის და ნეილონის პროთეზებს. ისინი ისეთი პლასტიურები არ არიან და ამის გამო მათი გატეხვის ალბათობაც მაღალია, თუმცა მეორეს მხრივ აკრილის პლასტმასი, რისგნაც მზადდება პროთეზი – საკმაოდ მყარი და მსუბუქი მასალაა. ამიტომ კონსტრუქცია ზედა თუ ქვედა ყბაზე დროის განმავლობაში დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და აქვს ისეთივე მცირე წონა, როგორც ნეილონის პროთეზებს.

აკრილის პროთეზების ვიზუალი

აკრილის პროთეზების დამზადებისას შესაძლოა შეირჩეს კონსტრუქციის სასურველი, ფერი, ფორმა და ზომა. ხელოვნური კბილის და ღრძილის შეერთების ადგილი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება, და არაა გამჭვირვალე რბილი პროთეზებისგან განსხვავებით. აკრილის პროთეზები მოვლის და სწორი მოხმარების სრულ პერიოდში ინარჩუნებს პირველად სახეს.

akril_3ალერგია აკრილზე

აკრილის პროთეზის ბაზისი შეიძლება შეიცავდეს 8% თავისუფალ მონომერს, რომელიც გამოიყოფა პროთეზიდან 5 წლის მანძილზე, ანუ მისი მოხმარების სრულ პერიოდში. მონომერს ნერწვში მოხვედრისას შეუძლია მოახდინოს ადგილობრივი ან ზოგადი ხასიათის ტოქსიკო-ალერგიული რეაქციის პროვოცირება. თუკი პროთეზის ხმარებისას გაგიღიზიანდათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, გაქვთ შეწითლება, გრძნობთ უცხო გემოს ან გაწუხებთ რაიმე სხვა დისკომფორტი სასწრაფოდ მიმართეთ სტომატოლოგს. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება აკრილის პროთეზის შეცვლა სხვა მასალით – ნეილონით ან სილიკონით

Advertisements

Read Full Post »