Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

thumb-suckingთითის წოვის ჩვევა – ბუნებრივი რეფლექსია, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც. ეს არ უნდა იყოს მშობლების ნერვიულობის მიზეზი, ეს ჩვევა ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესის ნაწილია. თუმცა თუკი ეს ჩვევა რჩება 5-6 წლის მერეც ცვლადი თანკბილვის (აღინიშნება, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილები) ჩამოყალიბების პერიოდში არსებობს დიდი ალბათობა, რომ განვითარდება ანომალიური თანკბილვა და კბილების არასწორი დგომა.

რამდენად ხშირია ასეთი ჩვევები?

how-to-stop-thumb-sucking-454-318სტატისტიკის მიხედვით ბავშვების 50% ჩვილ ასაკში წოვს თითს, ხოლო 12 წლამდე ეს ჩვევა მხოლოდ 2% გაყვება ხოლმე.

აღნიშნული ჩვევა ყოველმხრივ შესწავლილია და ისეთი ფაქტრები, როგორიცაა გახანგრძლივებული ძუძუთი კვება, კვების ხანგრძლივობა, პრობლემები კვების დროს და ფიზიოლოგიური სტრესი მცირედ ან საერთოდ არ მოქმედებს მის განვითარებაზე.

146 copyaროდის უნდა გაქრეს ეს ჩვევა? როგორი პრობლემებია მოსალოდნელი?

საერთო ჯამში თუკი თითის წოვის ჩვევა ქრება მუდმივი კბილების ამოსვლამდე ნებისმიერი ცვლილება, როგორც წესი თავისით ქრება. წინააღმდეგ შემთხვევებში მოსალოდნელია თანკბილვის ცვლილებები, რომლებიც ექიმის ჩარევის გარეშე არ სწორდება. “თანკბილვის ანომალიის” ტიპიური ნიშნებია ანტერიალური ღია თანკბილვა და პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა.

open-bite-caused-by-thumb-suckingaაღნიშნული დარღვევები ჩნდება კბილებზე თითს პირდაპირი ზემოქმედების შედეგად და კბილებზე ტუჩის, ლოყების და ენის ზეწოლის ცვლილებების გამო. ქვედა საჭრელები შესაძლოა დახრილი იყოს წინა უკანა მიმართულებით, იმის მიხედვით თუ როგორ ხდებოდა თითით ზეწოლა. ასევე შესაძლოა განვითარდეს კბილთა რკალის ასიმეტრია. პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა განვითარდეს ენის მეტად დაბალი მდებარეობის შედეგად, ხოლო წოვის დროს ლოყებიდან მომატებული ზეწოლის შედეგად ზედა ყბა იღებს V-ს ფორმას. წინა ანუ ანტერიალური ღია თანკბილვა ვითარდება მას შემდეგ რაც თითი ხელს უშლის წინა კბილების ნორმალურ ამოჭრას ხოლო უკანა კბილების ამოჭრა ხდება უფრო მეტად, რასაც იწვევს ყბის დაბალი მდებარეობა ისევ და ისევ თითის გამო.

IMG_0874ჩვევა ყოველთვის არ იწვევს კბილების გადაადგილებას. თითს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პირშია, შეუძლია უფრო მეტი გართულებები გამოიწვიოს ვიდრე თითის წოვამ რაღაც პერიოდებით.

ბავშვების თითების დათვალიერებას შეუძლია სერიოზული ინფორმაციის მოცემა მავნე ჩვევის შესახებ. მაზოლები და ბუშტუკები პირდაპირ მიუთითებს თითის წოვაზე.

7 copyaპრობლემები ძირითადად ეხება ყბა-კბილთა სისტემას, თუმცა არის კვლევები, რომლებიც მიუთითებს ცვლილებებს ჩონჩხში განსაკუთრებით, როდესაც ზრდა შეჩერდა ხოლო ჩვევა დარჩა. გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს ენის ფუნქციონირებაც, კერძოდ ენის პროტრუზია ყლაპვის დროს და ცვლილებები საუბარში. თუკი ენა ან ქვედა ტუჩი მოსვენებულ მდგომარეობაში მდებარეობს ზედა საჭრელების წინ ეს ხელს შეუწყობს თანკბილვის ანომალიის განვითარებას, წოვის შეწყვეტის შემდეგაც.

imagesროგორ მოვიცილოთ თითის წოვის ჩვევა?

მნიშვნელოვანია გადაჩვევა მოხდეს 5-6 წლამდე. ბავშვების უმეტესობა წყვეტს თითის წოვას გარე ჩარევების გარეშეც, განსაკუთრებით თუკი ის იმყოფება სახლს გარეთ (ბაღში, სკოლაში). ზოგი ბავშვი გადაჩვევას ახერხებს მხოლოდ 10 ან მეტი წლის შემდეგ.  

s-l300პირველი მეთოდი: რბილი უკუქმედება

რთულია ბავშვს აუხსნათ, რომ თითის წოვა გამოიწვევს პრობლემებს და უკეთესი იქნება თუკი შეწყვეტს ამ მავნე ჩვევას. აქ სჯობს დამხმარე მეთოდების გამოყენება: სპეციალური ფრჩხილების ლაქი მწარე გემოთი, თითზე დახვეული ბინტი. თუკი ბავშვი თითს წოვს ძილის დროს ფრთხილად გამოუღეთ ის პირიდან. თუმცა თუკი ჩვევა საკმაოდ ძლიერია სჯობს ეს არ გააკეთოთ, რადგან დამატებით შესაძლოა ძილის დარღვევაც გამოიწვიოთ.

2015-02-20-Screenshot2015021919.49.326-7 წლის ბავშვი უკეთ იგებს კონცეფციას “მიზეზი და შედეგი”. ამას გარდა თვითკონტროლის მექნიზმი უფრო მეტად აქვთ განვითარებული და მას თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ჩვევაზე უარის თქმის შესახებ. აუხსენით, რომ თითის წოვა მავნეა მისი კბილებისთვის, თანკბილვისთვის და საერთოდ ჯანმრთელობისთვის.

ბოლოს და ბოლოს ბავშვი მზად იქნება და უარს იტყვის ამ ჩვევაზე. ნებისმიერი მცდელობა გადააჩვიოთ ბავშვი თითის წოვას უნდა იყოს ტაქტიკური, კონსტრუქციული და მაქსიმალურად ლოიალური.

მეორე მეთოდი: ორალური საშუალებები

8962868__461269cსტომატოლოგ – ორთოდონტს შეუძლია დაამაგროს მოსახსნელი ფიქსატორი.

საერთო ორთოდონტიული მკურნალობა თანკბილვის გასწორების მიზნით სჯობს გადაიდოს სანამ მავნე ჩვევა მთლიანად არ იქნება მოცილებული.

გახსოვდეთ, რომ მავნე ჩვევით გამოწვეული პათოლოგიების აღმოფხვრა შესაძლებელია. თუკი ბავშვი არ გადაეჩვია მავნე ჩვევას 5-6 წლის ასაკამდე, სასურველია მიმართოთ ორთოდონტს

dentalphobia_1300

დიდ ბრიტანეთში სტომატოლოგის შიშის დასაძლევად თანამედროვე ფსიქოთერაპიას იყენებენ.

ყველა სახის სტომატოლოგიური ფობიები არის მილიონობით პაციენტის ექიმთან არ მისვლის ძირითადი მიზეზი. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აქტიურად ცდილობენ გამონახონ გზები დენტოფობიის დასაძლევად.  ბოლო კვლევებში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა British Dental Journal მონაწილეობა მიიღო 130 პაციენტმა (99 ქალი და 31 მამაკაცი) მონაწილეების 3/4 აღენიშნებოდა საკმაოდ მომატებული შიში სტომატოლოგის მიმართ, დანარჩენს აღენიშნებოდათ დენტოფობია კონკრეტულ მომენტებში, მათ შორის ბორმანქანის, ბორების ან ანესთეზიის დანახვისას. ამასთან აღსანიშნავია, რომ უმეტესობა (94%) აცხადებდა ე.წ. “დომინოს სინდრომზე”, როდესაც მათი სტომატოლოგიური პრობლემები ზეგავლენას ახდენდნენ სხვა ორგანოების და სისტემების ჯანმრთელობაზე.

abby-9-17-12aფსიქოლოგიურ ასპექტებზე, შიშის დონეზე და დეპრესიაზე დაყრდნობით აგრეთვე სუიციდალურ აზრებზე მიდრეკილი პაციენტების გამოკვლევით სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტომატოლოგიური მკურნალობის წინ, რიგ პაციენტებს ესაჭიროებათ კონგნიტიურ-ქცევითი თერაპიის სეანსები. ამ თანამედროვე ფსიქოლოგიურ მეთოდს საფუძვლად უდევს ანალიზი და ცვლილებები არასწორი და არალოგიკური სტერეოტიპების და აზროვნების შეცვლის, პროცესში აგრეთვე ხდება ამა თუ იმ სიტუაციაში საჭირო სასარგებლო ჩვევების გამომუშავება. ტიმ ნიუტონი – კვლევების ერთ-ერთი ავტორი და ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული სტომატოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი აღნიშნავს, რომ დღეს როგორც წესი დენტოფობიის მქონე პაციენტებს სთავაზობენ სედაციას, რაც იწვევს პაციენტების მოდუნებას და მცირე ხნით ეხმარება სტომატოლოგს მკურნალობაში. თუმცა სედაცია არ ხსნის გამომწვევ მიზეზებს და ვერ ეხმარება პაციენტს შიშის დაძლევაში, რისი ფესვებიც ზუსტად, რომ ფსიქოლოგიაშია

Bracesსპეციალურად მათთვის ვისაც არ შეუძლია ან არ სურს მკურნალ ექიმთან ხშირი ვიზიტები ორთოდონტიული კონსტრუქციების კორექციაზე, შემუშავებულ იქნა ულიგატურო ბრეკეტ-სისტემები.

რა არის ულიგატურო ბრეკეტები?

ულიგატურო თვითლიგირებადი ბრეკეტები – ერთ-ერთი თანამედროვე ბრეკეტ-სისტემაა. სახელი დაერქვათ ლიგატურების არ ქონის გამო, ლიგატურები გახლავთ სტანდარტული ბრეკეტ სისტემების დროს ბრეკეტების რკალზე საფიქსაციო ელემენტი. ულიგატურო სისტემაში კი რკალი ფიქსირდება ბრეკეტზე არსებული თვალით უხილავი საკეტით, კლიპსით ან ფიქსატორით, ხოლო ჩვეული დამაკავშირებელი ელემენტები როგორიცაა მეტალის ლიგატურები ან ელასტიური რგოლები არ გვხვდება.

რა პლიუსები და მინუსები აქვთ ულიგატურო და ლიგატურიან ბრეკეტებს?

თვითლიგირებად ბრეკეტ სისტემებს აქვს ბევრი პლიუსი, მაგალითად სტანდარტულ ბრეკეტებთან შედარებით მათი ზომები უფრო მცირეა, რაც განპირობებულია რკალის სპეციფიური ფიქსაციით. ასეთი კონსტრუქციით პაციენტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მარტივდება ჰიგიენაც, რადგან არაა დამატებითი დეტალები რაც აადვილებს საკვების ნარჩენების დაგროვებას. თვითლიგირებადი ბრეკეტებით მკურნალ ექიმს უადვილდება კორექციების ჩატარება. თავის მხრივ ეს ამცირებს ექიმთან ვიზიტების რაოდენობას და მკურნალობის ხანგრძლივობას

თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემის კიდევ ერთი პლიუსი გახლავთ ის, რომ არ საწიროებს ხშირ კორექციებს და გარკვეული ელემენტების გამოცვლას. კლასიკური სისტემების დროს ხშირად იცვლება ლიგატურები – დასუსტების ან ფერის ცვლილების გამო.

თვითლიგირებადი ბრეკეტების მინუსი მხოლოდ მათი ფასია. მათი ფიქსაცია ჩვეულებრივ ბრეკეტ-სისტემასთან შედარებით უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

Mystique_GAS_1ულიგატურო ბრეკეტების რა ნაირსახეობები არსებობს?

ულიგატურო ბრეკეტ-სისტემები, ისევე როგორც ლიგატურული იყოფა ესთეტიურ, ნახევრად ესთეტიურ და კლასიკურ ბრეკეტებად. კლასიკური – ჩვეულებრივი მეტალის ულიგატურო ბრეკეტებია, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება კბილების გასწორებისას. ესთეტიურ სისტემებს მიეკუთვნება ულიგატურო კერამიკული და საფირის თვითლიგირებადი პრაქტიკულად ჩეუმჩნეველი ბრეკეტები. ნაწილობრივ ესთეტიური ბრეკეტები შეიცავენ როგორც კერამიკულ ასევე მეტალის ელემენტებს. ისინი ნაკლებ შესამჩნევია ვიდრე მეტალის მაგრამ ჩამოუვარდებიან ესთეტიურ ბრეკეტებს. თუმცა მიუხედავად იმისა თუ რისგანაა ბრეკეტი დამზადებული ულიგატურო ბრეკეტები შესანიშნავად უმკლავდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

Самолигирующие брекеты 5როგორ შევარჩიოთ ულიგატურო ბრეკეტები?

მკაცრი მოთხოვნები არ არის, მაგრამ კეთილსინდისიერი ექიმი ყოველთვის გამოდის კონკრეტული სიტუაციიდან, ითვალისწინებს პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აგრეთვე მის ფინანსურ შესაძლებლობებს. ბრეკეტებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია საშუალოდ 1,5-2 წელი, ამიტომ პაციენტმა წინასწარ უნდა იცოდეს თუ რა გავლენას მოახდენენ ბრეკეტები მათ გარეგნობაზე. ამიტომ თუკი პაციენტს აქვს არჩევანის საშუალება ხდება ვიზუალიზაცია რაც პაციენტს ეხმარება არჩევაში.

რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს, ბრეკეტ-სისტემის არჩევაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები როგორიცაა თანკბილვის მდგომარეობა და კბილების სიმჭიდროვე. რიგ შემთხვევებში, როდესაც საკითხი დგება  სილამაზესა და ჩვენებას შორის შესაძლოა კომპრომისის მონახვა და კომბინაცია ზედა ყბაზე გამჭვირვალე ხოლო ქვედაზე მეტალის ბრეკეტების სახით. ნებისმიერ შემთხვევაში ბრეკეტების არჩევის დროს გადაწყვეტილების მიღება ხდება ექიმის და პაციენტის შეთანხმებით.

47_imageმკურნალობის დროს რა სპეციფიკით გამოირჩევა თვითლიგირებადი ბრეკეტები?

 არსებითი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ თვითლიგირებადი ბრეკეტები კორექციას საჭიროებენ ორჯერ უფრო ნაკლებად ვიდრე ჩვეულებრივი სისტემები. თანამედროვე ადამიანისთვის გაცილებით კომფორტულია ულიგატურო სისტემა რადგან მისი მოვლა გაცილებით მარტივია. კიდევ ერთი პლიუსი – ასეთი ბრეკეტებით მკურნალობა უფრო სწრაფად მიმდინარეობს ბავშვებში და მოზარდებში.


რამდენად მარტივია ულიგატურო ბრეკეტების მოვლა?

ნებისმიერი ბრეკეტ სისტემა საჭიროებს საკმაოდ საფუძვლიან მოვლას. აუცილებელია სპეციალური ორთოდონტიული ჯაგრისების და ირიგატორის გამოყენება. უნდა ითქვას, რომ ულიგატურო ბრეკეტების მოვლა რაიმე განსხვავებურ და სპეციფიურს არ საჭიროებს. ერთი რაც აღსანიშნავია თვითლიგირებადი ბრეკეტების მოვლა უფრო მარტივია და ითხოვს ნაკლებ დროს, რადგან თავად სისტემა შიცავს ნაკლებ ელემენტებს. ნებისმიერ შემთხვევაში პირის ღრუს ჰიგიენა უნდა იყოს რეგულარული და საფუძვლიანი, მიუხედავად იმისა თუ რომელიც სისტემით სარგებლობთ.

კერამიკული გვირგვინები

გვირგვინებით დაფარვა – კბილების რესტავრაციის ყველაზე ეფექტური მეთოდია. როგორ განვსაზღვროთ, რომ გვირგვინი საჭირო ხარისხისაა, ხოლო სამუშაო შესრულებული ყველა წესის დაცვით? ძალიან მარტივად: ხელოვნური კბილები არ უნდა გამოირჩეოდეს ბუნებრივისგან. ამის მიღწევა 2 წესის დაცვითაა შესაძლებელი: ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი, ხოლო გვირგვინი – მთლიანსხმული კერამიკის.

რა ღირს კერამიკული გვირგვინი?

დღეისათვის კერამიკული გვირგვინები – ყველაზე ესთეტიური ორთოპედიული კონსტრუქციებია, რომლებიც ფიქსირდება, როგორც ღიმილის ზონაში, ასევე საღეჭ კბილებზე. მეტალოკერამიკის კბილებისაგან განსხვავებით, უმეტალო გვირგვინებს არ აქვთ ლითონის კარკასი, რის შედეგადაც ისინი შესანიშნავად იმეორებენ კბილის ნატურალური ქსოვილების სტრუქტურას, ფერს და გამჭვირვალობას. ამიტომ მათი დახმარებით შეიძლება როგორც ფუნქციური პრობლემების გადაჭრა დაშლილი კბილის აღდგენით, ამავე დროს ამის გაკეთება ლამაზად და ბუნებრივად.

კერამიკას ახასიათებს ბიოლოგიური ინერტულობა და ინდიფერენტულობა, ორგანიზმი არ აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს, არ ითვისებს გარეშე სუნებს, პიგმენტებს და ბაქტერიებს, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ამასთან არის საკმაოდ მყარი. კერამიკული პროთეზებს ძნელად გაარჩევთ ნამდვილისაგან. ხოლო ღრძილი მათ გარშემო არასდროს არ განიცდის ანთებას. აღსანიშნავია, რომ კერამიკული გვირგვინები უფრო თხელია ვიდრე მეტალო-კერამიკული, ამიტომ კბილის დამუშვება ხდება მინიმალურად. საკმაოდ მყარად და საიმედოდ ფიქსირდება სპეციალური ცემენტის საშუალებით, რაც ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას გვირგვინის ქვეშ.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გათვალისწინებით მთლიანსხმული გვირგვინები წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ესთეტიური პრობლემების და საღეჭი ფუნქციის აღდგენისას.

როგორი სახის კერამიკული გვირგვინები არსებობს?

ყველაზე მოწინავე კერამიკული გვირგვინები – დაპრესილი კერამიკის გვირგვინებია (პრესკერამიკა). მათ ახასიათებთ მაღალი სიმტკიცე, გაცილებით ზუსტად გადმოცემენ კბილის ნატურალურ ფერს, ხოლო მათი ფიქსაცია არ საჭიროებს კბილების ძლიერ დაქლიბვას. ეს უკანასკნელი უპირატესობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შენარჩუნებულ კბილის ქსოვილებზე დამოკიდებულია პროთეზის მოხმარების ხანგრძლივობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმეტალო კბილის გვირგვინებს მიაკუთვნებენ კერამიკულ გვირგვინებს ცირკონის დიოქსიდის კარკასზე, რაც თავიდანვე არასწორია. ცირკონის დიოქსიდი – ლითონია, მხოლოდ თეთრი ფერის. კერამიკისგან განსხვავებით მას არ აქვს საკმარისი გამჭვირვალობა, ხოლო ფერთა გამა ძალიან შეზღუდული, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მასალა კერამიკაზე გაცილებით გამძლეა. ყველა ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შესაძლოა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინები უფრო მიზანშეწონილია საღეჭი კბილების აღსადგენად, ხოლო ფრონტში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უმეტალო კერამიკას.

11713941_827289840718538_6891870163715194274_oკერამიკული გვირგვინები გავიკეთოთ წინა თუ საღეჭ კბილებზე?

ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ კერამიკული გვირგვინები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ წინა კბილების პროთეზირებისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თაობის პრესკერამიკა საშუალებას იძლევა დავამზადოდ არა მხოლოდ ესთეტიური არამედ მაღალი სიმტკიცის მქონე კონსტრუქციებიც. ლითონის კარკასის არ ქონა, არ ნიშნავს, რომ კერამიკული გვირგვინების გამოყენება არ შეიძლება საღეჭ კბილებზე.

როგორია კერამიკული გვირგვინების მოხმარების ვადები?

მეტალო კერამიკის გვირგვინები ფიქსირდება სპეციალური ცემენტის საშუალებით, რომელიც იშლება 5-7 წლის მანძილზე. ხოლო კერამიკული გვირგვინები მაგრდება სპეციალურ ადგეზიურ მასალაზე, რომლის სამუშაო პერიოდი გაზრდილია 10 წლამდე.

რაც შეეხება სიმყარეს კერამიკული გვირგვინები მშვიდად უძლებენ საღეჭ დატვირთვას.

shutterstock_1110088 1300{776ექიმები ირწმუნებიან, რომ არ არსებობს ისეთი ორგანო ან ქსოვილი სადაც იქნებოდა ისეთი რაოდენობის დაზიანებები როგორც პირის ღრუს ლორწოვანზე. ამიტომაც ადამიანებს ყველაზე მეტად სტომატოლოგიური პრობლემები აწუხებთ. პირის ღრუს კანდიდოზს ამ ჩამონათვალში ბოლო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. მოდით განვიხილოთ იგი უფრო დაწვრილებით.

რა არის კანდიდოზი და რატომ ჩნდება რძიანა პირის ღრუში?

კანდიდოზი (კანდიდოზური სტომატიტი), სხვა სიტყვებით რძიანა, – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს Candida ტიპის საფუარა სოკოები. იგი შესაძლოა მდებარეობდეს როგორც ლორწოვან გარსზე, ასევე კანზე და შინაგან ორგანოებზეც (საყლაპავის კანდიდოზი). კანდიდოზის კლინიკური გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია.

პირის ღრუს კანდიდოზი, როგორც წესი უჩნდებათ ბავშვებს (ბავშვების კანდიდოზური სტომატიტი), ასაკოვან ადამიანებს და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს. თუმცა შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს სხვადასხვა არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა:

  • ინფექციური დაავადებები;
  • სისხლის დაავადებები;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • აივ-ინფექცია;
  • დიაბეტი
  • მშრალი პირის ღრუს  სინდრომი;
  • ხშირი სტრესები;
  • ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება (მაგ.: ანტიბიოტიკები);
  • პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა;
  • ენის წმენდის იგნორირება;
  • კარიესული დაავადებები , პაროდონტალური ჯიბეები და სხვა.

პირის ღრუს კანდიდოზს ახასიათებს ენის, ლოყების ლორწოვანის, სასის, ხახის, ღრძილების, პირის ღრუს კუთხეების დაზიანება

427_8635_1sკანდიდოზური სტომატიტი: სიმპტომები და მკურნალობა

სოკოები (საპროფიტები) ნორმაში არიან პირის ღრუში და არ იწვევენ დაავადებებს. მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითების და სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორების დახმარებით ვითარდება პირის ღრუს კანდიდოზი. თხელი თეთრი ფერის ნადები ენაზე, შესაძლოა აღენიშნებოდეს ჯანმრთელ ადამიანს, თუმცა ეს უკვე დაავადების საწყისი ნიშანია. შესქელებული ძლიერი ნადები – უკვე სერიოზული მიზეზია რათა მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას.

პირის ღრუს კანდიდოზი იყოფა რამოდენიმე ტიპად. შესაბამისად სიმპტომებიც ყველას თავისებური აქვს.

kandidoz-rta-u-deteyმწვავე ფსევდომემბრანული კანდიდოზი

უჩნდებათ ძუძუზე მყოფ ბავშვებს დაქვეითებული იმუნიტეტით ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ, აგრეთვე შესაძლოა გამოწვეული იყოს საჭმლის მონელების დარღვევებით. ძირითადად აღენიშნებად ნაადრევი მშობიარობით დაბადებულ ბავშვებს. დაინფიცირება ხდება დედის ძუძუს დვრილით, ან მატყუარით ან ჭურჭლით. რძიანას სიმპტომებს მიეკუთვნება – თეთრი ლაქები ან თეთრი ხაჭოსებრი ნადები ენაზე, ლოყების ლორწოვანზე, ტუჩებზე ან სასაზე.

დაავადების მსუბუქი ფორმების დროს ნადები მარტივად შორდება – ხოლო მის ადგილას რჩება მცირე შეწითლება. მძიმე ფორმების დროს ნადები ფენებად გროვდება და ვრცელდება მთელს პირის ღრუში. ასეთი ნადების მოცილება საკმაოდ რთულია. წმენდის დროს შესაძლოა აღმოვაჩინოთ წითელი ლაქები (ერითემები), ხანდახან – სისხლმდენი ეროზიები.

ქრონიკული ჰიპერპლასტიური კანდიდოზი

ჩნდება სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით, რომელთა შორის აღსანიშნავია სისხლის დაავადებები და ტუბერკულოზი. აღნიშნული დაავადება ასევე ემართებათ ადამიანებს, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს. დაავადების საწყის ეტაპზე ჩნდება თეთრი ფერის ლაქები, შემდგომ ისინი ერთიანდებიან ხაჭოსებრ ნადებში (ენა იფარება თეთრი ნადებით), რომელიც სქელდება და ყვითლდება. ქრონიკული კანდიდოზის დროს აღინიშნება პირის ღრუს სიმშრალე, ლორწოვანის გარსის შეწითლება და შესიება, ხანდახან – ენის დვრილების გადიდება (ჰიპერტროფია).

“კანდიდოზური სტომატიტის” დიაგნოსტირებისას ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებებზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მათ აქვთ კომპლექსური ხასიათი. კანდიდოზის ადგილობრივი მკურნალობის გარდა (პირის ღრუს სანაცია, ტუტე ხსნარების გამოვლება) ინიშნება ნახშირწყლების დიეტა, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები და ა.შ.

როგორც გაირკვა, ისეთი დაავადების განვითარებაზე, როგორიცაა კანდიდოზი მოქმედებს უამრავი ფაქტორი. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს მთავარი – კანდიდას სოკოები მრავლდებიან ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებების შედეგად, კერძოდ პირის ღრუს ლორწოვანის ბარიერული ფუნქციის.  ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს იმუნიტეტის მდგომარეობის შესახებ, რომელიც დგას ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

veneers2jj

რა არის კერამიკული (ფაიფურის) ვინირები?

კერამიკული ვინირები წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ფაიფურის თხელ ფირფიტებს რომელთა სისქე საშუალოდ შეადგენს 0,3-0,5 მმ. მათი საშუალებით შესაძლოა გამოსწორდეს კბილის ფერი, ფორმა და მცირე დგომის ანომალიებიც. აგრეთვე ტრემები და დიასთემები (კბილთაშუა სივრცეები).

რა მინუსები და პლიუსები აქვთ კერამიკულ ვინირებს?

თუკი შევადარებთ კერამიკულ და კომპოზიციურ (ბჟენით დამზადებულ) ვინირებს, კერამიკული ვინირების პლიუსები ძალზედ შესამჩნევი იქნება. ყველაზე ხარისხიანი კომპოზიტიც – პლასტმასია, რომელიც მალე კარგავს სიპრიალეს, დროთა განმავლობაში იცვლის ფერს და კარგავს პირველად სახეს. აქედან გამომდინარე კომპოზიციური ვინირები ნაკლებ ხანგრძლივი და ნაკლებ ესთეტიურებია. მათგან განსხვავებით კერამიკული ვინირები ფერს და ფორმას არ იცვლის, ინარჩუნებს რელიეფურობას, აგრეთვე აქვს ბუნებრივი კბილების შესაბამისი სიპრიალე. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის დახმარებით საშუალება გვეძლევა მივიღოთ იდეალური ღიმილი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ესთეტიური სტომატოლოგია.

mock-upსაჭიროებს თუ არა კერამიკული ვინირების ფიქსაცია კბილების დამუშავებას?

ხშირად ამბობენ, რომ კომპოზიტიური ვინირების დამზადება არ საჭიროებს კბილის დამუშავებას, სინამდვილეში კბილის პრეპარირება მუდამ საჭიროა. მაგრამ რაც უფრო მაღალ დონეზე მუშობს სპეციალისტი მით უფრო ნაკლებად ხდება კბილის პრეპარირება. თანამედროვე ტექნოლოგიების და მასალების საშუალებით ჩვენ ვახდენთ მინიმალურ მაგრამ ხარისხიან დამუშავებას მინანქრის ფარგლებში. ამ ინოვაციური მიდგომის წყალობით კერამიკული ფირფიტა იდეალურად ერგება დაპრეპარირებულ ზედაპირს.

კერამიკული ვინირები ფიქსირდება მხოლოდ ზედა წინა კბილებზე??? 

dental-veneersვინირების ფიქსაცია შესაძლებელია როგორც ზედა ასევე ქვედა ყბის როგორც საჭრელებზე ასევე ეშვებზე და პრემოლარებზეც (4-5 კბილები).

რომელი ასაკიდანაა შესაძლებელი ვინირების ფიქსაცია?

პრინციპში კერამიკული ვინირების ფიქსაცია შესაძლებელია მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებისთანავე ანუ 18 წლიდან. თუმცა ჩემი აზრით ვინირების გაკეთება უნდა იყოს კარგად აწონილი და მოფიქრებული.

რაში მდგომარეობს კერამიკული ვინირების ფიქსაციის თავისებურებები. 

თხელი ფირფიტის ფიქსაცია საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც აუცილებელია მკვეთრი განსაზღვრული მოქმედებების თანმიმდევრული შესრულება. მხოლოდ პროცედურების მკვეთრი რეგლამენტის საშუალებითაა 0514_Gurel_005შესაძლებელი ვინირის მაღალტექნოლოგიური ფიქსაცია ქიმიურ დონეზე. ანუ კონსტრუქცია უბრალოდ კი არ ეწებება კბილის ზედაპირს, პრაქტიკულად უხორცდება მას.

რაც ეხება მოქმედებების თანმიმდევრობას უფრო ფართო გაგებით, რა თქმა უნდა ვიწყებთ პაციენტთან საუბრით. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა მიზეზების გამო გადაწყვიტა მან ვინირების გაკეთება. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა თანკბილვას. თუკი დეფექტი, რომლის დაფარვაც სურს პაციენტს მდებარეობს ფრონტალურ ნაწილში და დაკავშირებულია ორთოდონტიასთან პირველ რიგში ვთავაზობთ ბრეკეტებით მკურნალობას.

7sშემდგომ ხდება ანაბეჭდის აღება, რომლის მიხედვითაც მზადდება დიაგნოსტიკური მოდელები. სანთლის საშუალებით ხდება მომავალი კონსტრუქციების მოდელირება. ამის შემდეგ სილიკონის გასაღებით (mock-up ტექნოლოგია) საჭირო ცვლილებები გადაგვაქ პირის ღრუში. გასაღებში შეგვაქ სპეციალური კომპოზიტი და კბილებზე აისახება მომავალი ვინირების ფორმები. შედეგად პაციენტს საშუალება ეძლევა წინასწარ “მოირგოს” ვინირები. რა თქმა უნდა ასეთი კონსტრუქციები დროებითია და მუდმივი გაცილებით უკეთესი იქნება, მაგრამ პაციენტს საშუალება ეძლევა ზოგადად მიიღოს ინფორმაცია თუ როგორ შეიცვლება კბილების ფორმა და ფერიც.

მომავალი კონსტრუქციების საჭირო ფორმების და ზომების პაციენტთან შეთანხმების შემდეგ სპეციალური მარკირებული ბორების საშუალებით ხდება კბილების პრეპარირება. პრეპარირების შემდეგ ხდება ანაბეჭდების აღება ხოლო კბილებზე ფიქსირდება დროებითი კონსტრუქციები.

ვინირების დამზადების პერიოდი გრძელდება 1-3 კვირა. მზა კონსტრუქციები ერგება პაციენტს და თანხმობის შემთვევაში ფიქსირდება.

რამდენ ხანს ძლებს კერამიკული ვინირები?

პრინციპში კერამიკულ ვინირებს არ აქვთ მოხმარების რაიმე განსაზღვრული პერიოდი, რადგან მაღალხარისხიან ფაიფურს აქვს ცვეთის იგივე პარამეტრები რაც ნატურალურ მინანქარს. ბევრიც დამოკიდებულია ექიმის და ტექნიკოსის მიერ ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე, ასევე პაციენტის მოხმარებაზე.

როგორია კერამიკული ვინირების მოვლის რეკომენდაციბი?

კერამიკული ვინირების მოვლა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან. საკმარისია კბილების წმენდა დღეში ორჯერ აგრეთვე ვიზიტები სტომატოლოგთან 6 თვეში ერთხელ (დათვალიერების და პროფ.წმენდის მიზნით).

რაც შეეხება ვინირების დაზიანებას, მათი დაზიანება შესაძლებელია: ტრავმის, კბილებით მავთულის ან სკრეპის გასწორების მცდელობისას, აგრეთვე თხილის გატეხვის დროს. ბრუქსიზმმაც შესაძლოა გამოიწვიოს ვინირების, როგორც საკუთარი კბილების ატეხვა. რაც ეხება მაღალ მჟავიან პროდუქტებს, როგორიცაა ციტრუსები, ღვინო და ა.შ. ხარისხიან კერამიკას მისი აბსოლუტურად არ ეშინია.

Mystique_GAS_1

კბილის ფერის კერამიკული ბრეკეტები

ყველაზე ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი სისტემები დღეისათვის – ეს კერამიკული ბრეკეტებია. რაშია მათი პოპულარობა?

როგორ გამოიყურება კერამიკული ბრეკეტები?

დავიწყოთ იქიდან, რომ კერამიკული ბრეკეტ სისტემები მიეკუთვნება ვესტიბულარული ტიპის ბრეკეტებს, ანუ უმაგრდება კბილების გარეთა ზედაპირს. კერამიკული კონსტრუქციების ფერი შეესაბამება ყველა ტონის კბილს, რის გამოც იგი ისეთი შესამჩნევი არაა, როგორც მეტალის ბრეკეტები. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით კერამიკული ბრეკეტები გამჭვირვალე არ არის და არ ატარებს სტრუქტურის შუქს. აღნიშნული ფაქტი უფრო დადებითი მხარეა ვიდრე უარყოფითი რადგან, მისი დახმარებით კერამიკული ბრეკეტ სისტემა პრაქტიკულად ერწყმის კბილებს.

Ceramic-bracesშეიძლება თუ არა რომ კერამიკული ბრეკეტები იყოს გამძლე, მტკიცე?

სიმტკიცის მიხედვით კერამიკული ბრეკეტები უფრო გამძლეა ვიდრე საფირის, თუმცა ჩამორჩებიან მეტალის ბრეკეტებს. თავად კერამიკა, როგორც საფირი საკმაოდ მყარია, მაგრამ მსხვრევადი, ამიტომ აღნიშნული მასალის ბრეკეტები საჭიროებენ უფრო მეტ მოფრთხილებას და მათი მოხსნა საკმაოდ რთულია, ვიდრე მეტალის სისტემების. მაგრამ ამ უსიამოვნებებს ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები აქტიურად უმკლავდებიან, ნერგავენ რა ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც შეუნარჩუნებდა კონსტრუქციას მთლიანობას  და უფრო მყარად უმაგრდებიან კბილის მინანქარს.

მართალია, რომ კერამიკული ბრეკეტებით მკურნალობა უფრო დიდხანს გრძელდება?

ბრეკეტ-სისტემებით მკურნალობის ვადები პირველ რიგში დამოკიდებულია პათოლოგიის სირთულეზე და არა ორთოდონტიულ აპარატზე. თუმცა კერამიკული ბრეკეტების ტარება შესაძლოა გაიწელოს უფრო მეტი ხახუნის შედეგად მეტალის რკალსა და კერამიკას შორის, აგრეთვე პერიოდულად სისტემის დაზიანების შედეგად. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით, რომლებიც არსებობს მხოლოდ ლიგატურული, კერამიკული ბრეკეტები შესაძლოა იყოს ულიგატუროც ანუ თვითლიგირებადი. საწყის ეტაპზე ბრეკეტ-სისტემების ტიპმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პირველი რეზულტატების ვადებზე, მაგრამ საერთო ჯამში არ იცვლება ბრეკეტების ტარების ხანგრძლივობა.

იღებება (ფერს იცვლის) თუ არა კერამიკული ბრეკეტები?DamonClear (2)

თანამედროვე კერამიკული ბრეკეტ-სისტემები, უმეტესად ფერს არ იცვლის, მაგრამ მათ ზედაპირზე არსებული კბილის ნადები კი იცვლის ფერს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პროფესიონალური წმენდა ქვიშა-ჭავლური აპარეტებით. პიგმენტაციას ძლიერ განიცდიან ასევე ლიგატურები, რომლებმაც შესაძლოა მიიღონ არასასურველი შეფერილობა შავი ჩაის ან ყავისგან, აგრეთვე სხვადასხვა საღებავების შემცველი სასმელებისგან და პროდუქტებისგან. თუკი ატარებთ ლიგატურიან ბრეკეტ-სისტებებს შეიძლება დამშვიდდეთ, რადგან მათი გამოცვლა ხდება ყოველ ვიზიტზე. ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში პაციენტებს ვთავაზობთ ყველა სახის ორთოდონტიულ სისტემებს.

ceramic-braces-image-300x188რა ღირს კერამიკული ბრეკეტები?

ფასის მიხედვით კერამიკული ბრეკეტების ფასი მეტია ვიდრე მეტალის ბრეკეტებისა, მაგრამ  გაცილებით ნაკლებია ვიდრე საფირის ან ლინგვალური ბრეკეტებისა. ფასები ასევე დამოკიდებულია ბრეკეტ-სისტემების მწარმოებელ ფირმაზე, ბრენდზე.

რომ შევაჯამოთ ყველა ზემოთქმული, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი არ გსურთ საკუთარი ორთოდონტიული მკურნალობის აფიშირება, მაგრამ არ ხართ მზად გაიღოთ სერიოზული ფინანსები ლინგვალური ბრეკეტების ან კაპა-ელაინერების გასაკეთებლად, მაშინ კერამიკული ბრეკეტები ზუსტად, რომ თქვენთვისაა. კერამიკა ზუსტად ჯდება კბილის ფერში და რჩება უხილავი.

კერამიკული ბრეკეტები ფერის და ხარისხის ჰარმონიის ეფექტური ფორმულაა.

ორთოდონტია“დედა შოკოლადი მინდააა!” – გაჰკივის სამი წლის პატარა მთელი მაღაზიის გასაგონად. გაწითლებული დედა მორცხვად და სიჩქარეში ყიდულობს მოთხოვნილ პროდუქტს. სიტუაცია გამუდმებით მეორდება და უფრო მძიმდება, ამას კი ემატება უფროსების განაკუთრებით ბებიების და ბაბუების სურვილი “მოიგონ” პატარას გული და ასიამოვნონ ტკბილეულით. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ბავშვს ეწყება კბილის ტკივილი… მაგრამ ტკბილეული – მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ჩნდება კარიესი.

age-2a[1]როგორ გავარჩიოთ სარძევე კბილების კარიესი

ადრეული და მოზარდი ასაკის ბავშვების კარიესის გარჩევა საკმაოდ მარტივია. კბილებზე ჩნდება თეთრი ან მოყავისფრო ლაქები, აღინიშნება მტკივნეული რეაქცია ტემპერატურულ გამღიზიანებელზე (ცივი, ცხელი), შესაძლოა გაჩნდეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. აღნიშნული სიმპტომების გაჩენისთანავე სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს, რადგან კარისული პროცესი (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში) ძალზედ სწრაფად პროგრესირებს. მისთვის დამახასიათებელია მეზობელი კბილების ელვისებური დაზიანება. თუკი დროულად არ მოხდება რეაგირება შესაძლოა მთელი კბილთა რკალიც კი ჩაერთოს ამ პროცესში.

tooth-decay-baby-teethროგორ იწყება ბავშვების კარიესი?

მიზეზები ბევრია ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს. პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა, კარიესოგენული მიკრობების მატარებელი უფროსების ჭურჭლით სარგებლობა და სხვა. თუმცა განვითარების ძირითადი მიზეზები – მოხმარებული ნახშირწყლების ზეგავლენა, კარიესოგენული მიკრობებით დაინფიცირება, გენეტიკური ფაქტორი, მატყუარას არასწორი გამოყენებაა.

  • რა თქმა უნდა ძირითადი და ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი რის გამოც ვითარდება ბავშვების კარიესი – პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაუცველობა და ტკბილეულის ზეგავლენაა. სტატისტიკის მიხედვით მცირეწლოვან ბავშვებს კარიესი უვითარდებათ შემთხვევათა 73%. საქაროზა, გლუკოზა და ფრუქტოზა – ეს არის მჟავეები, რომლებიც წარმოიქმნებიან ნახშირწყლების დუღილის შედეგად და იწვევენ მინანქრის დაშლას. ნახშირწყლების მიღების შემდეგ ნერწყვის PH მცირდება 6 დან 4 მდე, ხოლო კბილებიდან გამოუწმენდავ საჭმლის ნარჩენებში სახლდებიან პათოგენური ბაქტერიები.
  • Baby Boy Is Brushing His Teeth With A Toothbrushკარიესი ეს არის ინფექცია, რომლითაც შესაძლოა დასნებოვნდე. მოსიყვარულე მშობელი კარიესოგენული მიკრობების პოტენციური მატარებელი, ვერც აანალიზებს, რომ საყვარელ შვილს კოცნის ან მასთან ერთად ერთი კოვზით საკვების მიღების დროს ასნებოვნებს შვილს მიკრობებით.
  • კიდევ ერთი მიზეზი კარიესი განვითარების ეს გახლავთ გენეტიკური განწყობა. კბილები იწყებენ ფორმირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, პირველ ტრიმესტრში. ამიტომ ნიკოტინმა, ამ პერიოდში გადატანილმა დაავადებებმა ან მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის კბილების არასწორი განვითარება.
  • 2 წლის ასაკის ბავშვების კარიესი ანუ ადრეული კარიესი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ ფაქტორებთან: სარძევე კბილებს აქვთ დაბალი მინერალიზაცია და ამოიჭრებიან “მოუმწიფებელი”, მათი “მომწიფება” ხდება უკვე პირის ღრუში. საბოლოო მინერალიზაცია გრძელდება 1,5-2 წელი სარძევე კბილების შემთხვევაში. ხოლო 3 – მუდმივი კბილების შემთხვევაში. ამ პერიოდში კბილები ყველაზე იოლად ზიანდებიან კარიესით. 2 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვების კბილების კარიესით დაზიანების მიზეზი შესაძლოა ასევე იყოს ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტების ზემოქმედება, ნერწყვის შემადგენლობა და როგორც წყალში ასევე საკვებ პროდუქტებში ფტორის შემცველობა.
  • ყველაზე პატარებში კარიესის განვითარების კიდევ ერთი მიზეზი – მატყუარას (სოსკის) არასწორი გამოყენებაა. ბავშვი, რომელიც იძინებს ბოთლით კარიესის განვითარების ძალიან დიდი რისკის ქვეშაა.ასეთ შემთხვევებში ტკბილი სითხის ხანგრძლივი კონტაქტი კბილებთან იწვევს მათ დაზიანებას. აღნიშნულ დაავადების ბოთლის კარიესი ეწოდება.

როგორც ხედავთ კარიესის განვითარების მიზეზები საკმარისზე მეტია. მაგრამ ყველა მიზეზს მივყავართ მინანქრის დემინერალიზაციის და კბილი მაგარი ქსოვილების დაშლისკენ. კბილებში მიმდინარე ცვლილებების დიაგნოსტირება შეუძლია მხოლოდ სტომატოლოგს. მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია იმაზე თუ რაოდენ დაზიანებულია კბილი.

Baby Bottle Decayკარიესის მკურნალობა ბავშვებში

სარძევე კბილების კარიესი და მისი მკურნალობა სამწუხაროდ ბევრი მშობლისთვის სადაო საკითხად რჩება. იციან რა, რომ ბავშვს აქვს კარიესი მაინც არ ჩქარობენ სტომატოლოგთან ვიზიტს. რასაც ხსნიან იმით, რომ “სარძევე კბილებს მაინც მოიცვლის და რატომ უნდა დაუბჟინოთ”. ასეთი აზროვნება არასწორია, სარძევე კბილების კარიესი რთულდება მის გარშემო არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ინფიცირებით, მუდმივი კბილების ჩანასახების შესაძლო დაზიანებით ან განვითარების ანომალიებით და ა.შ. ასეა თუ ისე მკურნალობის არ არსებობას მოყვება მისი ნაადრევი ექსტრაქცია. რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა.

თუკი სტომატოლოგი დროულად აღმოაჩენს კბილზე დემინერალიზაციის უბას მისი მკურნალობა საჭირო არ გახდება. ექიმი სპეციალური ფტორის შემცველი გელით მოახდეს აღნიშნული უბნის დაფარვას. ხოლო მუდმივი კბილების ამოსვლის შემდეგ ხდება ფისურების (ბუნებრივი ღარების) ჩაბეჭდვა სპეციალური თხევადი ბჟენით. კარიესის პროგრესირების შემთხვევაში მისი დამუშავების და შემდგომი დაბჟენის აცილება უკვე შეუძლებელი იქნება. კარიესის გართულება შესაძლოა იყოს პულპიტი (ნერვის ანთება) ან პერიოდონტიტი (კბილის ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება).

milk n its productsკარიესის პროფილაქტიკა ბავშვებში

ბავშვებში კარიესის პროფილქტიკა მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას: სწორი კვება, პირადი და პროფესიონალური ჰიგიენა.

პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა

ჰიგიენა სახლის პირობებში გულისხმობს, როგორც კი მოხდება პირველი კბილის ამოჭრა მშობლების ჯაგრისებს უნდა დაემატოს პატარას ჯაგრისიც. იგივე ეხება კბილის პასტასაც. თავიდან კბილების ხეხვა შესაძლოა მოხდეს თითზე დახვეული მარლით, ან სპეციალური ჯაგრისით. ნადების მოშორება უნდა მოხდეს ყველა ზედაპირიდან. აუცილებელია კბილის პასტის და ჯაგრისის შერჩევა ასაკის მიხედვით.

კარიესის პროფილაქტიკა სწორად შერჩეული საკვები რაციონით

რაც ეხება კვებას მშობლის ვალია – დაბადებიდან ბავშვი იყოს ძუძუთი კვებაზე. დედის რძის სასარგებლო თვისებებზე საუბარს არ დავიწყებთ ისედაც ნათელია, ხოლო წოვის პროცესი დადებითად მოქმედებს ყბა-სახის სისტემის განვითარებაზე. შემდგომ ბავშვი უნდა მიაჩვიოთ რძის პროდუქტებს. წლინახევრის ასაკიდან სასურველია კეფირის, მოგვიანებით ხაჭოს და ყველის მიცემა. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მუდმივი კბილების ჩასახვა გრძელდება 3 წლამდე. ეს კი ნიშნავს რომ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს კალციუმი.

პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა

 ეს ღონისძიება გულისხმობს სტომატოლოგის და ჰიგიენისტის პერიოდულ ვიზიტებს. კბილების ამოჭრის შემდეგ ექიმი გასწავლით სწორ ჰიგიენას, თუ როგორ და რითი უნდა იხეხოთ კბილები. თუკი არსებობს კბილის ქვა საჭიროა მისი მოცილება პროფესიული წმენდით. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ წელიწადში 2ჯერ აუცილებელია პროფილაქტიკური ვიზიტების ჩატარება. ხოლო პრობლემური პირის ღრუს შემთხვევაში 3 თვეში 1ჯერ. ძირითადად ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვთა ასაკში სხვადასხვა პათოლოგიები ძალიან სწრაფად განიცდიან პროგრესს. ადრეული დიაგნოსტიკა კი დაგეხმარებათ დროულად, შედარებით უმტკივნეულოდ და ნეკლები დანახარჯებით აღმოფხვრათ პრობლემები.

post-op1. სისხლდენა: კლინიკის დატოვების წინ ექიმი პირის ღრუში მოგითავსებთ ბინტის ფილთას. გაიჩერეთ ეს ფილთები 1 საათით. შემდგომ ფრთხილად მოიშორეთ. ნუ ინერვიულებთ მცირე სისხლის გამონადენის გამო. რაც ნორმალურია და შესაძლოა 1-2 დღის მანძილზეც კი გაგრძელდეს. თუკი სისხლდენა გაწუხებთ მოითავსეთ ახალი (ფიზიოლოგიურ ხსნარში ან მარილიან წყალში დასველებული) ფილთა და დააჭირეთ კბილები, გაიჩერეთ კიდევ ერთი საათით.

185zunrlgqoayjpg2. კვება:  ოპერაციის დღეს სასურველია თავი შეიკავოთ საკვებისაგან, რომელიც ღეჭვას საჭიროებს. არ გამოიყენოთ წვენსაწრუპი. მეორე დღიდან შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი რისი დაღეჭვაც დისკომფორტს არ შეგიქმნით. სასურველია მაგარი საკვები ისეთები, როგორიცაა: თხილი, მაგარი კანფეტები, ჩიფსები, პოპკორნი, კრეკერები და ა.შ. არ მიიღოთ 1 კვირის მანძილზე.

Medications pills(3)3.მედიკამენტები: თქვენ დაგენიშნებათ მედიკამენტები, რაც შეგიმსუბუქებთ ტკივილებს და პოსტოპერაციულ დისკომფორტს. თუმცა აქვე აღსანიშნავია და ნუ გექნებათ ილუზია, რომ 100% თავს კარგად იგრძნობთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს მედიკამენტებით სარგებლობის პერიოდში.

human_s_activity_icon_by_kharisma94-d6wtf2k4. აქტივობა: ეცადეთ ნაკლებ იაქტიუროთ ოპერაციის წინა და შემდგომ დღეს. ჩვეულ აქტიურ რეჟიმს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.

5. კბილების გამოხეხვა: ნუ გამოიხეხავთ კბილებს ოპერაციის შემდგომ ძილის წინ. ხეხვა დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. იხეხეთ ფრთხილად და ნაზი მოძრაობებით, განსაკუთრებით ჭრილობების ადგილას.

Toothpaste-Toothbrushes-and-Mouthwash6. სავლები: არ გამოივლოთ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. გამოვლება დაიწყეთ მეორე დღის დილიდან. ივლეთ ნაზად თბილი წყლით, მარილიანი წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით დღეში 3-6ჯერ.

Sick Dog7. ყინული: ყინულის საფენები დაგეხმარებათ შესიების თავიდან აცილებაში. გამოიყენეთ ოპერაციის დღეს 10-30 წუთიანი ინტერვალებით 8 საათის მანძილზე.

no_smoking_sign_full_page8. მოწევა: ნუ მოწევთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ! ეცადეთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ შემდგომ დღეებშიც.

აქვე მინდა დავამატო, რომ ყველა სპეციალისტი ოპერაციის სირთულიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იძლევა დანიშნულებას. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს ექიმს და დაწვრილებით შეასრულოთ მისი ყველა რჩევა-დარიგება. ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მარტო ქირურგის “მარჯვე ხელებზე” არამედ იმაზე თუ როგორ ჩაივლის პოსტოპერაციული პერიოდი.

2თანამედროვე სტომატოლოგია დღეისათვის თანკბილვის და კბილთა დგომის გასწორების უამრავ მეთოდს ფლობს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მარტო ორთოდონტია ვერ ერევა და არაა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად, ასეთ შემთხვევებში ერევა ორთოგნათიული ქირურგია. მოდით განვიხილოთ თუ როგორ ტარდება ეს ოპერაციები და ვისთვისაა ნაჩვენები.

რა არის ორთოგნათიული ქირურგია?

ორთოგნათიული ქირურგია გულისხმობს რიგ ოპერაციებს, მიმართულს თანკბილვის და სახის გარე სიმეტრიის გამოსწორებაზე. ამ მანიპულაციების დახმარებით მიიღწევა ის შედეგი რისი გაკეთებაც შეუძლებელია ბრეკეტებით: დავამოკლოთ ან დავაგრძელოთ ყბა, გადავაადგილოთ საჭირო მიმართულებით, ასევე დავაკორექტიროთ ნიკაპის ზომები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ოსტეოტომიის დროს ხდება არა მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურების არამედ რბილი ქსოვილების ტრანსფორმაციაც, შედეგად სახის ნაკვთები ხდება უფრო სწორი და მიმზიდველი – ადამიანის იერსახე იცვლება საუკეთესო მხარეს.

Surgრა დროს მიმართავენ თანკბილვის გასწორების მიზნით ქირურგიულ ჩარევას?

ორთოგნათიული ქირურგია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვეული ორთოდონტიული (ბრეკეტ-სისტემებით) ან ორთოპედიული მკურნალობა (გვირგვინი, ვინირება) არ იძლევა სასურველ შედეგს ან აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. საქმე ეხება შესამჩნევ სკელეტორულ მეორე და მესამე კლასის დეფორმაციებს, რაც გამოიხატება ყბების და ნიკაპის ანომალიურ ზომებში. მაგალითად ოპერაციის ჩვენებად ითვლება პროგნათიული თანკბილვა, როდესაც ადამიანს აქვს მცირე ზომის ქვედა ყბა, შედეგად ვითარდება მეორე ნიკაპი, ხოლო კბილების ნაწილი საერთოდ არ ეხება საპირისპირო მხარეს მყოფ კბილებს.

სამწუხაროდ არიან ორთოდონტები, რომლებიც არაფრით არ აღიარებენ, რომ მხოლოდ ბრეკეტებით ვერასდროს ვერ უმკურნალებენ ძალზედ წინ წამოსულ ქვედა ყბას ან ღრძილოვან ღიმილს. არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ სკელეტარული დეფორმაციების დროს, მხოლოდ ორთოდონტიულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილების ამოვარდნილობა ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები.

orthognaticheskaya-hirurgiaსაჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება თანკბილვის ქირურგიული გზით გასწორების წინ?

მკურნალობის დაწყების წინ მკურნალი ექიმი ადგენს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინქრონული მუშაობისათვის საჭირო ყბა-სახის პარამეტრებს, სახის ნაკვთების ჰარმონიზაციის და კბილთაშუა სწორი და მაქსიმალური ოდენობის კონტაქტებს. ამაში ექიმს ეხმარება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. იგი ეხმარება მას შაბლონის შექმნაში, რომელიც საჭიროა შემდგომი ორთოგნათიული ოპერაციის დროს. შედეგად მიიღწევა 99% თანხვედრა დაგეგმილ მკურნალობასთან. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ადამიანის გარეგნობას, აუცილებელია მკურნალობის სწორად დაგეგმვა და იმ ეფექტის მიღება, რომლის ხილვაც სურს პაციენტს.

როდესაც დაგეგმარება დასრულებულია, ექიმი დგამს პირველ ნაბიჯს გეგმის მისაღწევად. მკურნალობა იწყება კბილთა მწკრივების გასწორებით ორთოდონტიული აპარატების დახმარებით (ბრეკეტებით ან გამჭვირვალე კაპებით). აღნიშნული ეტაპი შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე თვიდან 1,5 წლამდე. როდესაც კბილები გასწორებულია, პაციენტი იგზავნება ორთოგნათიულ ქირურგიაზე თანკბილვის გასასწორებლად.

95-P840_i120_540როგორ მიმდინარეობს ორთოგნათიული ოპერაცია?

თანკბილვის ქირურგიული გზით გამოსწორება ტარდება სტაციონარში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის შემდგომ რომელიც რიგ შემთხვევებში რამოდენიმე საათი გრძელდება პაციენტი რჩება კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდგომ მიდის სახლში.

რა უკუჩვენებები ახლავს ორთოგნათიულ ქირურგიას?

პირველ რიგში არ შეიძლება აღნიშნული ოპერაციების ჩატარება პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დასრულებული ყბების ფორმირება ანუ ბავშვებს და მოზარდებს. ოპერაციების ჩატარება არ შეიძლება მათთვის ვისაც დარღვეული აქვს სისხლის შედედება ან აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგები, ძვლოვანი და ენდოკრინული დაავადებები, სიმსივნეები პირის და სახის მიდამოში, დიაბედის რიგ ფორმებში და ფსიქიური აშლილობის მქონე პაციენტებში. ორთოგნათიულ ქირურგიას ნამდვილად შეუძლია ადამიანების შეცვლა, მათი გაახალგაზრდავება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქირურგიც ადამიანი და ღმერთი არ არის.

ortognat_clip_image002ახლავს თუ არა რაიმე სახის გართულებები ორთოგნათიული ქირურგიის ოპერაციას?

კარგად დაგეგმილი ორთოგნათიული ქირურგია – ერთადერთი პროგნოზირებადი ქირურგიაა, რომლის დროსაც გართულების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მაგალითად ზედა ან ქვედა ტუჩის დროებით გაბუჟებას. თუმცა ამას შესაძლოა გართულებაც არ დავარქვათ, რაღაც პერიოდით მგრძნობელობის დაქვეითება კარგიც არის, არაფერი გტკივა, ხოლო როდესაც მგრძნობელობა ბრუნდება სატკენიც აღარაფერია. რაც შეეხება ზოგადად გართულებებს, შესაძლოა უბრალოდ ფრჩხილის მოჭრაც კი გართულდეს, ამიტომ საჭიროა ყველაფრის სწორი დაგეგმარება და საჭირო სპეციალისტის პოვნა.