Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

green_toothbrush_blue_floss_end_of_floss_horizontal.jpgრა მოხდა?

ა.შ.შ. ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა კბილის ძაფი (ფლოსის) გამოყენებაზე. ის არ შიეტანეს ჯანმრთელი კვების წესების ბოლო გამოცემაში. Associated Press სააგენტომ სთხოვა ჯანდაცვის სამინისტროს განემარტა მისი პოზიცია და მიიღო პასუხი: საერთოდ კბილის ძაფის გამოყენების ეფექტურობა არასდროს არ ყოფილა საფუძვლიანად შესწავლილი.

როგორ თუ არ იყო შესწავლილი?

აი ასე. მიიღო რა ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი Associated Press დაიწყო ძიება ამ თემაზე ბოლო 10 წლის მანძილზე დაწერილი ნაშრომების. მათში აღწერილი იყო კბილის პასტის და კბილის პასტის და ფლოსის გამოყენების შედარებითი დახასიათება. აღმოჩნდა, რომ კვლევების ავტორებმა ფლოსის სასარგებლოდ შეძლეს მხოლოდ სუსტი მტკიცებულებების მოძიება. ეს მწირი შედეგები მათ მიიღეს საკმაოდ საეჭვო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. მაგალითად ერთი ექსპერიმენტი გაგრძელდა მხოლოდ 2 კვირა, მიუხედავად იმისა ამ დროში კარიესი ვერ მოასწრებს განვითარებას. სხვა კვლევაში 25 ადამიანს მისცეს კბილის ძაფი მხოლოდ ერთხელ – ესაც არაა საკმარი იმისთვის რომ ინახოს რაიმე ცვლილება. ამას გარდა აღმოჩნდა, რომ რიგი შრომები ფინანსდებოდა მწარმოებლების მიერ.

და რა კბილის ძაფი (ფლოსი) მართლაც უსარგებლოა?

4429422_267894_flossingჩვენ არ ვიცით. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცნიერული მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით არ არსებობს. მიუხედავად ამისი რიგი სტომატოლოგები მაინც ურჩევენ ძაფის გამოყენებას: იგი იაფია, მავნე არაა და შეიძლება სასარგებლოც იყოს.

როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად?

ეს მარტივი არაა. აი მაგალითად რას ურჩევს ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო. აიღეთ ძაფი დაახლოებით 45 სანტიმეტრი, დაიხვიეთ ორივე ხელის შუა თითებზე. დაიჭირეთ ძაფი თითოეული ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით – გამოგივათ ძაფის თავისუფალი ფრაგმენტი დაახლოებით 2,5-5სმ. დაჭიმეთ ძაფი და მოათავსეთ კბილებს შორის. ფრთხილად ამოძრავეთ ძაფი ზევით და ქვევით, შეეხეთ რა კბილის ზედაპირს. როდესაც ძაფი მიუახლოვნება ღრძილს მოახვიეთ კბილს და დაჭიმეთ. შემდეგ ფრთხილად დაიწყეთ მისი ზევით ამოტანა, გაწმინდეთ ნადები კბილიდან. შეასრულეთ ეს ყველაფერი კბილის მეორე ზედაპირზეც. დაიმუშავეთ ძაფით ზედა და ქვედა ყბა. არავითარ შემთხვევაში არ “გახერხოთ” კბილებს შუა ზედაპირი ასე შეიძლება ტრავმა მიაყენოთ ღრძილს.

ყოველი შემთხვევისთვის აი ვიდეო ინსტრუქციაც

კარგი, როგორ გავიხეხოთ კბილის ჯაგრისით?

დაიჭირეთ ჯაგრისი ისე, რომ იგი იყოს 45 გრადუსით ღრძილთან მიმართებაში. დაიწყეთ მსუბუქი მოძრაობები ზევით და ქვევით. გაიწმინდეთ კბილის გარე, შიგნითა და საღეჭი ზედაპირები, არ დაგავიწყდეთ ბოლო კბილები და ენა. შემდეგ გადაანერწყვეთ დარჩენილი პასტა ან გამოივლეთ მცირე რაოდენობის წყლით – ისე რომ არ ჩამორეცხოთ მთელი პასტა კბილებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოაშორებთ მთელ ფტორს და იგი ვეღარ იმოქმედებს.

მთელმა პროცესმა უნდა წაგართვათ დაახლოებით 2 წუთი. სტომატოლოგები ურჩევენ გადათვალონ 30 წამი თითო ყბაზე: მარჯვენა ზედა, მარცხენა ზედა, მარჯვენა ქვედა, მარცხენა ქვედა. დრო და დრო დაიწყეთ მარჯვენა მხრიდან ან ქვედა ყბით – ასე თქვენ იქნებით უფრო ყურადღებით და მაქსიმალურად გააკონტროლებთ პროცესს. კბილები უნდა იხეხოთ არა ნაკლებ ორჯერ დღეში. პირველი საუზმის შემდეგ. დიახ შემდეგ. ბოლოს ძილის წინ.

და რა მოხდება ძალიან ხშირად, რომ ვიხეხო კბილები?

keep-teeth-clean_533x255_ThinkstockPhotos-78652984სჯობს ასე თუ არ იზამთ. თუკი თქვენ იხეხავთ კბილებს ძალიან ხშირად (მაგალითად დღეში ხუთ-ექვსჯერ) თქვენ შესაძლოა დაიზიანოთ კბილის მინანქარი და ღრძილები. როგორც განმარტავენ ვებგვერდზე AskTheDentist, ხშირი წმენდა იწვევს ჯაგრისის ჯაგრულების გაცვეთას. კიდეები ხდება უსწორმასწორო და ეფექტი ასეთი წმენდის იქნება, როგორც წმენდა დანით. ჯაგრისზე ზედმეტი ზეწოლაც მავნეა.

კარგი და რომელი კბილის ჯაგრისი სჯობია ჩვეულებრივი თუ ელექტრო?

აქ არანაირი განსხვავება არაა. მთავარია კარგად გაიხეხოთ კბილები დღეში ორჯერ ფტორშემცვლელი პასტით. აირჩიეთ ჯაგრისი, რომელიც უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა თქვენთვის. ელექტრონული ჯაგრისი შესაძლოა უფრო კომფორტული იყოს ართრიტიანი და ხელების და ბეჭების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ბავშვებმა შეიძლება გამოიყენონ ელექტროჯაგრისი სამი წლიდან.

როგორ ავირჩიოთ ჯაგრისი?

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო გვირჩევს კბილის ჯაგრისს მცირე “ზომის თავით და კომპაქტურად და კუთხით ჩასმული გრძელი და მოკლე ჯაგრულებით მომრგვალებული ბოლოებით”. ჯაგრულები უნდა იყოს რბილი ან საშუალო სიხისტის – ესეთი ჯაგრისები თითქმის ყველა ადამიანისთვისაა. ელექტროჯაგრისები სჯობს აირჩიოთ ვიბრირებადი ან მბრუნავი თავით.

correct-amount-of-toothpaste-for-kidsროგორი კბილის პასტა შევიძინოთ?

ფტორშემცველი. მოზრდილებმა სჯობს გამოიყენონ პასტა რომელშიც ფტორის შემცველობა 1350-1500ppm (10000ppm=1%). ასეთი კბილის პასტა შეიძლება ბავშვებმაც გამოიყენონ, მაგრამ 3 წლამდე უნდა მივცეთ პასტის ძალიან მცირე რაოდენობა, ხოლო ექვს წლამდე ცერცვის მარცვლის ოდენა. თუკი 6 წლამდე ბავშვს არ აქვს კარიესი, შეიძლება უყიდოთ პასტა ფტორის მცირე შემცველობით (1000ppm).

სულ ესაა?

არა, მარტო ეს არაა. არ მოწიოთ და არ მიიღოთ ბევრი ტკბილი. სხვანაირად კბილებს ვერანაირად ვერ უშველით.

ზუსტად მწკრივში

dental-treatments-that-can-help-you-have-a-beautiful-smile-9-638ლამაზი ღიმილი იდეალურად სწორი კბილებით უმალვე დადებითან განაწყობს ადამიანს და ხდის მომხიბლავს, ეხმარება რა როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში. რა ქნან მათ ვინც ბუნებამ არ დააჯილდოვა სწორი კბილებით? რა თქმა უნდა პირდაპირ უნდა მიმართონ ორთოდონტს.

ბევრისთვის ეს პირველ რიგში ესთეტიკის და იმიჯის საკითხია. არსებს ერები რომლებიც ცნობილია თავიანთი ულამაზო კბილებით, მაგალითად ინგლისელები. რთულია ვთქვათ რაშია საქმე – გენეტიკაში თუ არასწორ მოვლაში, მაგრამ არასწორი დგომის პროცენტი საკმაოდ მაღალია.

ქაოტურად მდგარი კბილები, რა თქმა უნდა შესაძლოა იყოს, როგორც ე.წ. პეწი 🙂 შარმი, რითაც გამოირჩევა მისი მფლობელი. მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ასე არ ფიქრობს და ასეთ დროს სჯობს მიმართოთ სპეციალისტს.

IMG_2668ბოლო წლებია ადამიანები საკმაოდ პრეტენზიულები გახდნენ საკუთარი გარეგნობის მიმართ, რადგან მომხიბვლელობა პირდაპირ ასოცირდება წარმატებასთან, ხოლო კბილები, როგორც ცნობილია თამაშობს მნიშვნელოვან როლს ადამიანის წარმოსახვაში.

და მაინც არსებობს თუ არა თანკბილვის გასწორების სამედიცინო ჩვენებები?

ამ და სხვა შეკითხვებზე გვიპასუხებს “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ექიმი ეკა ხუნძაყიშვილი.

კბილების მჭიდრო დგომა იწვევს კარიესის განვითარებას, იმ ადგილებში სადაც კბილები “ერთმანეთზეა გადამჯდარი”, ხოლო არასწორად განლაგებული კბილები ხდება მინანქრის ცვეთის მიზეზი.

ბავშვთა ასაკში არასწორად მდგომმა კბილებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მეზობელი კბილების ამოჭრას, განსაკუთრებით ძვლოვან ქსოვილში ადგილის არ არსებობისას.

რიგ შემთხვევებში არასწორი თანკბილვის დროს ზედა და ქვედა ყბის კბილები არ ეხება ერთმანეთს ბოლომდე, რაც აისახება ღეჭვის პროცესზე და შედეგად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

კბილების არაჰარმონიულ მდებარეობას შეუძლია გამოიწვიოს დარღვევები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში. გადაადგილოს ქალას ძვლების და ხერხემლის მდებარეობა (რაც შესაძლოა გახდეს ქრონიკული ტკივილების მიზეზი) და ასევე ზემოქმედება იქონიოს მენჯ-ბარძაყის სახსრებზე. რადგან ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და მცირე ცდომასაც შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები ყველა სისტემაში.

osanka_i_prikusრომ არ შევაშინოთ მკითხველი, უნდა ავღნიშნოთ, რომ ასეთი სავალალო შედეგები ყოველთვის არ ხდება. ადამიანები ძალიან განსხვავებულები არიან: ვიღაცასთან ერთი კბილის გადაადგილება გამოიწვევს არასასურველ გართულებებს, ხოლო ვიღაც მთელი ცხოვრება იცხოვრებს “დაბრეცილი” კბილებით მცირე დისკომფორტის გარეშე.

თანკბილვასთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემების დიაგნოსტირებისათვის ტარდება საფუძვლიანი კვლევები, რაც მოიცავს სახისა და პირის ღრუს ფოტო გადაღებას, კბილების უზუსტეს ანაბეჭდებს, რენტგენოლოგიურ სურათებს ორ პროექციაში, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტომოგრაფიას, ასევე ხდება სახის კუნთების მუშაობის შეფასება, ზედა და ქვედა ყბის მდებაორება თავის ქალას მიმართ და ა.შ. ყველა კვლევა ინიშნება აუცილებლობიდან გამომდინარე და არ სჭირდება ყველა პაციენტს.

ყველაფერი ბავშვობიდან

Primary-teethყბებთან და კბილებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა ვითარდება ბავშვთა ასაკში, ამიტომ მშობლების ძირითადი ამოცანაა დროულად აღმოაჩინონ განვითარების არასასურველი ტენდენცია და მიმართონ სპეცილისტს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქ სტომატოლოგთან მიმართვის კულტურა. ბევრ ბავშვს ეშინია სტომატოლოგთან ვიზიტის (თუმცა აქ ნაწილობრივ მშობლების ბრალიც არის, რომლებიც ხან ექიმებით აშინებენ, ხან თავად აქვთ ცუდი გამოცდილება და მათი შიში გადაეცემათ ბავშვებს) მშობლებმა ნელ-ნელა უნდა მიაჩვიონ ბავშვი სტომატოლოგიურ კაბინეტს: მაგალითან წაიყვანონ თავიანთ გეგმიურ ვიზიტზე და აჩვენონ, რომ არაფერია საშიში.

კბილების და ყბების არაჰარმონიული მდებარეობა შესაძლოა გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა მაგალითად მავნე ჩვევებმა – თუჩის, ენის, ლოყების კვნეტა. ძალიან ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს პირით სუნთქვა, სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება, არასწორი დგომა და არასაკმარისი ღეჭვითი დატვირთვა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირველ მუდმივ მოლარებს. როგორც კი ისინი ამოიჭრება (5-7 წლის ასაკში), აუცილებელია მათი დაფარვა სპეციალური ჰერმეტიკით, რომელიც ბურღის გამოყენების გარეშე ავსებს კბილის საღეჭ ზედაპირზე არსებულ ბუნებრივ რელიეფს (ფისურებს) და ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ხშირად კბილები იჭრება არასწორი მდებარეობით, ჩანასახების მცირეოდენი გადახრილი დგომის გამო.  

abby-9-17-12aთუმცა ხშირად ამოჭრის შემდეგ მათ შეუძლიათ თავად დაიკავონ საკუთარი ადგილი. ეს თვითრეგულაციის მექანიზმი ყოველთვის არ ერთვება და გამოცდილ ექიმს შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს როდის შეუძლია ბუნებას თავად მოაგვაროს პრობლემები გარე ჩარევის გარეშე. სანამ ორგანიზმი იზრდება, ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ როგორც კბილების მომავალ მდებარეობაზე ასევე ყბების განლაგებაზე და მათ ზომებზე.

მოზრდილ პაციენტებში ექიმი პირველ რიგში განსაზღვრავს რაში მდგომარეობს პრობლემა- კბილებში თუ ყბებში, და წყვეტს შესაძლებელია თუ არა მარტო ორთოდონტიული გზით მოგვარება ან ურჩევს პრობლემის გადაწყვეტას ქირურგებთან ერთად.

ყველაზე მარტივია თანკბილვის კორექცია 15 წლამდელ ბავშვებში. ეს იმდენად არაა დაკავშირებულია ფიზიოლოგიასთან, რამდენადაც ფსიქოლოგიასთან: მოზარდები საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ საკუთარ გარეგნობაზე და თანატოლების ნებისმიერ დაცინვაზე, ამიტომ როგორც წესი ისინი უარს ამბობენ ბრეკეტებზე. თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრეკეტები თინეიჯერებში.

კორექციის ნებისმიერი სისტემა შესაძლოა იყოს არაეფექტური, თუკი არ მოხდება არასწორი თანკბილვის გამომწვევი პირველადი მიზეზის მოშორება. ასეთ შემთხვევებში, როგორც კი მოვხსნით აპარატებს ყველაფერი ბრუნდება უბრუნდება პირველად პოზიციას.

ბრეკეტ-სისტემები

ორთოდონტიული აპარატების მოქმედების იდეა დაფუძნებულია ერთ ბიოლოგიურ კანონზე: თუკი კბილებზე ხორციელდება მუდმივი ზეწოლა, რომელ
იმე  მიმართლებით ისინი გადაადგილდებიან. დღეისათვის არსებული ბრეკეტ-სისტემების მრავალფეროვნება დაკავშირებულია მათ იერსახესთან და ტარების კომფორტთან, რადგან მოქმედების მექანიზმი ყველას ერთნაირი აქვს. 

ყველა ბრეკეტ სისტემას მსგავსი რკალი აქვს, მაგრამ არსი ბრეკეტები რომლებზეც ებმება რკალს (რეზინების საშუალებით) და არის ისეთი რომლებიც ამას არ საჭიროებს და საკმაოდ კომფორტულია როგორც ექიმისთვის ასევე პაციენტისთვის.

2f9e81e2dd1f715e8d07f3d5578b10aeასაკობრივი შეზღუდვები ბრეკეტ-სისტემებს არ აქვთ. წინაღობა შესაძლოა იყოს კბილების დეფიციტი, რაც ართულებს ორთოდონტიული სამაგრების გაკეთებას. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრაც შეიძება ჩვეულებრივი ან ორთოდონტიული იმპლანტების, როგორც საყრდენი წერტილის გამოყენებით. ორთოდონტიული აპარატების ფიქსაციამდე აუცილებელია კარიესების მკურნალობა და კბილებზე არსებული რბილი და მაგარი ნადების მოცილება (კბილების პროფ.წმენდა). რიგ შემთხვევებში გვიწევს კბილების ამოღებაც რათა შევქმნათ ადგილი სხვებისთვის.

თანამედროვე ორთოდონტია არასწორი თანკბილვის კორექციის მრავალ ვარიანტს გვთავაზობს, ესთეტიკისადმი ყველაზე პრეტენზიული პაციენტების მოთხვონების გათვალისწინებით. ყველაზე პოპულარული მეთოდი გახლავთ ბრეკეტ-სისტემები, რომლებიც შესაძლოა დავყოთ ვესტიბულარულ და ლინგვალურ ჯგუფებად.

ვესტიბულარული ბრეკეტები  ტრადიციული მეთოდი, რომლის დროსაც ბრეკეტები მაგრდება კბილების გარე ზედაპირზე. კონსტრუქციის მიხედვით იყოფა კლასიკურ და თვითლიგირებადებად. მასალის მიხედვით – მეტალის, კერამიკული, საფირის და მათი სხვადასხვა შეხამებები.

მეტალის ბრეკეტები მზადდება უჟანგავი ფოლადის ან ტიტანისაგან (ალერგიული პაციენტებისათვის). ისინი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი, ჰიგიენური და პრაქტიკულია. აქვთ სიმტკიცის მაღალი მაჩვენებელი. ნაკლად შეიძება ჩაითვალოს მათი აშკარა შესამჩნეობა. 

კერამიკული ბრეკეტები მზადდება ალუმინის პოლიკრისტალური ოქსიდისაგან, ფერიდან გამომდინარე საკმაოდ ესთეტიური და პრაქტიკულად უხილავია. სულ ცოტა ხნის წინ მათ სუსტ მხარედ ითვლებოდა მათი მსხვრევადობა, თუმცა დღეისათვის გაჩნდა მაღალი სიმტკიცის მქონე მასალები. 

საფირის ბრეკეტები მზადდება ხელოვნური საფირების მონოკრისტალებისგან და გამოირჩევიან მაღალი სიმტკიცით და შესანიშნავი ესთეტიური თვისებებით. ისინი თითქმის შეუმჩნეველია და გარკვეულ შარმსაც სძენს კბილებს, თუმცა იაფიანს მათ ვერ დავარქმევთ. საფირის ბრეკეტების ესთეტიურობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება სპეციალური მასალით დაფარული რკალები.

Самолигирующие брекеты 5ზემოთ აღწერილის გარდა კიდევ არსებობს თვითლიგირებადი ანუ ულიგატურო ბრეკეტები, რომლის კონსტრუქციაშიც ჩადებულია სპეციალური ფიქსაციის მექანიზმი – ე.წ. სახურავი ან კლიფსი. მათ ძირითად უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს გაცილებით მარტივი მოვლა და ექიმის სავარძელში გატარებული ნაკლები დრო.

ლინგვალური ბრეკეტები განსხვავდება იმით, რომ მაგრდება კბილების შიდა ზედაპირზე და საერთოდ შეუმჩნეველია. ისინი არანაკლებ ეფექტურია ვიდრე გარე ბრეკეტები. მაგრამ საჭიროა მეტი დრო მისაჩვევად. მუდამ გრძნობთ ენით, შედარებით რთულია წმენდა.

ყველა სახის ბრეკეტი მაგრდება კბილზე სპეციალური მასალის საშალებით, რომელიც შემდგომ მთლიანად შორდება და არანაირად არ აზიანებს კბილის ქსოვილებს. ფიქსაციის და მორიგი აქტივაციის შემდეგ რამოდენიმე დღის მაძილზე პაციენტი განიცდის დისკომფორტს, სანამ კბილები მიეჩვევა დატვირთვას.

კორექციის დრო ინდივიდუალურია, მაგრამ საშალოდ იკავებს 1,5-2 წელს. მიღებული შედეგის დასაფიქსირებლად ბრეკეტების მოხსნის შემდეგ აუცილებელია რეტენციული აპარატების გამოყენება, რომლებიც არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი, ერთ ყბაზე და ორივე ყბაზე, ღამის და მუდმივი ტარების. ასეთი აპარატები გვეხმარება ფუნქციონალურად გამართული თანკბილვის ფიქსირებაში. რეტენციული აპარატების ხმარების დრო დამოკიდებულია სიტუაციის სირთულეზედა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად. ხშირად მაგრდება სამუდამოდ (ქვედა ექვს კბილზე).

გასწორდით!

გასწორდით!IMG_2610_1_20

ეჰ, ნეტა შეიძლებოდეს ასე უთხრა ჩვენს კბილებს! ჰოლივუდის ქათქათა ღიმილი – არა მხოლოდ ყველა ქალბატონის არამედ ბევრი მამაკაცის ოცნებაცაა. არასწორი თანკბილვის და კბილების ცუდი დგომის გამო ბავშვებს განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში უჩნდებათ კომპლექსები, მორცხვობენ.  საკუთარ თავში რწმენა დაკარგულ ბავშვებს უჭირთ კონტაქტი თანაკლასელებთან, არ უყვართ დაფასთან გამოსვლა. არიან გულჩათხრობილები, არამეგობრულები, რცხვენიათ საკუთარი ღიმილის. მაგრამ დღეისათვის ამ პრობლემების მოგვარება არ წარმოადგენს პრობლემას, რაშიც დაგვარწმუნა ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის ექიმმა ანა მეტრეველმა

რა არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ბავშვებში თანკბილვის დარღვევის და კბილების არასწორი დგომის? 

ყბა-კბილთა სისტემა ვითარდება შიგა და გარე ფაქტორების ზემოქმედებით. შიდა ფაქტორებია – გენეტიკა, ის რაც ბავშვებმა მიიღეს მშობლებისაგან. გენეტიკური ინფორმაციის “ჩასახვის”  სტადიაზე, პროფილაქტიკის არანაირი საშუალება არ არსებობს.

გარე ფაქტორები – მავნე ჩვევების, ადამიანის აღნაგობის, არასწორი კვების და ასევე კარიესის  ნეგატიური ზეგავლენა თანკბილვის ჩამოყალიბებაზე

400323a0948ac8fd574eefc01a85456avredny-e-privy-chki1324031017_540_11.-Vrednye-privychki-u-rebenka4

შესაძლებელია, რომ ისეთმა მავნე ჩვევამ როგორიცაა ფრჩხილების კვნეტა ზეგავლენა იქონიოს თანკბილვის ჩამოყალიბებაზე?

რა თქმა უნდა, მან შესაძლოა გამოიწვიოს კბილების გადაადგილება, როდესაც ფესვები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული კბილები მარტივად განიცდიან მიგრაციას. ან მაგალითად 2 წლის ასაკში ისეთი ჩვევა როგორიცაა თითის ან მატყუარას წოვა, მოგვიანებით საწერ კალამის ან ფანქრის კბილებს შორის მოთავსება, ან თუნდაც მუშტზე დაყრდნობა; ყველაფერმა ზემოთ ჩამოთვლილმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილების და ყბების გადაადგილება. ამას გარდა მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს – ბავშვს მოდუნებულ მდგომარეობაში პირი უნდა ჰქონდეს დახურული. მაგალითად თუკი ბავშვს აქვს ტელევიზორის პირღია ყურების ჩვევა ეს შესაძლოა იყოს პირის ირგვლივი კუნთის ტონუსის დაქვეითების ნიშანი, რაც ასევე ნეგატიურად აისახება თანკბილვის ჩამოყალიბებაზე.

როგორი საკვების ჩართვაა აუცილებელი ბავშვის ყოველდღიურ კვების რაციონში?

a22e265643af378210da40053a542f03ორთოდონტების რეკომენდაციაა რაც შეიძლება მაგარი საკვები, რათა მოხდეს არა მხოლოდ გადაყლაპვა, არამედ მოკბეჩა და დაღეჭვა. ხდება კბილების ვარჯიში, მაგრდება ქსოვილები, რომლებიც აკრავს კბილებს. კარგად ვითარდება და იზრდება ყბები. კანფეტის მაგივრად ყოველთვის სჯობს მისცეთ სტაფილო ან ვაშლი. სხვათა შორის კანფეტები და კოლა ყველაზე საშინელი რამ არის ჩვენი მინანქრისთვის რაც კი მოუგონიათ.

შესაძლებელია თუ არა თავიდან ავიცილოთ არასწორი დგომა ჩანასახის პერიოდში, როდესაც ჩანასახი ფორმირებულია მაგრამ ჯერ ამოჭრილი არ არის?

საქმე იმაშია, რომ ხშირად კბილები ამოდის არასწორად ჩანასახების მცირე დარღვევით დგომის გამო, თუმცა ამოჭრის შემდეგ მათ შეუძლიათ დადგნენ მათთვის საჭირო ადგილზე.

და რატომ ხდება ასე?

საქმე ეხება კომპენსატორულ შესაძლებლობებს. არასწორად მდგომ კბილზე ზეწოლას ახდენს ერთის მხრივ ტუჩები და მეორეს მხრივ – ენა. მასზე ზეწოლას ახდენენ ასევე სხვა უკვე ამოჭრილი კბილები. და თუკი მას ყოფნის სივრცე იგი თავისით დაიკავებს მის ადგილს.

ე.ი. თუკი მშობელი ხედავს რომ მუდმივი კბილი იზრდება არასწორად, არაა საჭირო პანიკა და დაველოდოთ როდის დასრულდება კბილთა რკალის ფორმირება?

პანიკა საჭირო არაა. სასურველია ექიმმა-ორთოდონტმა გამორიცხოს სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს კბილების არასწორ დგომაზე. მაგალითად: კბილთა რკალების ან ყბების გამოხატული შევიწროება ან კბილისთვის ადგილის არ არსებობა. თუკი 8 წლის ასაკში ბავშვს აქვს ნაპრალი წინა კბილებს შორის და არ არის სხვა დარღვევები, არ არის საჭირო სასწრაფოთ ამ სივრცის დახურვა და მოკლე ლაგმის ოპერაციის კეთება. როდესაც ამოვა მუდმივი ეშვები ის თავისით დაიხურება.

invisalign-richmond-hillარის შემთხვევები, როდესაც კბილის ზრდის პერიოდში აუცილებელია რაიმე გასასწორებელი ზომების მიღება? 

რა თქმა უნდა. მაგალითად თუკი კბილი აღმოჩნდა ზეკომპლექსური, ანუ ზედმეტი. მაშინ აუცილებელია მისი ამოღება. თუკი არასწორად ამოსული კბილი მთელ ყბას აიძულებს გადანაცვლდეს რაღაც მიმართულებით, ე.ი. პათოლოგია მხოლოდ პროგრესირდება და აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

შეიძლება თუ არა განვიხილოთ მასაჟი, როგორც კბილების გასწორების პროდუქტიული მეთოდი?

კბილები განლაგებულია ძვალში, იგი საკმაოდ პლასტიურია, მაგრამ იმისთვის, რომ გადავაადგილოთ კბილი მასაჟი უნდა იკეთოთ გაუჩერებლად საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. არ უნდა მოხდეს მასაჟის შესაძლებლობების გაზვიადება. არსებობს უფრო ეფექტური მეთოდები.

კბილების გასწორების რა თანამედროვე მეთოდები არსებობს?

მოსახსნელი ფირფიტები, კაპები და ბრეკეტები

plastinki-dlya-vyravnivaniya-zubovმოსახსნელი ფირფიტები. მოსახსნელი ფირფიტები გამოიყენება სარძევე თანკბილვის და კბილების ცვლის პერიოდში. თანამედროვე ფერადი თხელი პლასტმასი არ იწვევს დისკომფორტს, ხოლო ცოტაოდენი თამაშის ელემენტების შეტანა ბავშვს თქვენს “თანამებრძოლს” ხდის კბილების გასწორების საქმეში. ფირფიტები ახდენენ დოზირებულ ზეწოლას კბილებზე და არის მკურნალობის და პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალება სერიოზული დარღვევების დროსაც.

კაპები – მოსახსნელი გამჭვირვალე კაპები, ძირითადად გამოიყენება მუდმივ კბილებზე. დღეისათვის საკმაოდ აქტიურად გამოიყენება კომპიუტერული ტექნოლოგიები კაპების დასამზადებლად.

damon_braces_2dბრეკეტები – გარე და შიდა მიმაგრების – ყველაზე უნივერსალური სისტემა, რომელსაც შეუძლია კბილების გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით. თუ რომელ მეთოდს მიმართოს ამას წყვეტს მხოლოდ ექიმი. ხოლო როგორი ბრეკეტები – საფირის, მეტალის, კერამიკის – ირჩევს პაციენტი.

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საჭირო აპარატი

ყველა ორთოდონტიული აპარატის არსი მდგომარეობს კბილებზე – საჭირო მიმართულებით სუსტ, მაგრამ მუდმივ ზეწოლაში. მაგრამ აპარატის შერჩევამდე აუცილებელია ხანგრძლივი გზის გავლა. როგორც ერთი საუკეთესო ორთოდონტი ამბობს მკურნალობის წარმატებული რეზულტატი დაფუძნებულია 5 კომპონენტზე: დიაგნოსტიკა, დიაგნოსტიკა, დიაგნოსტიკა, დიაგნოსტიკა და ყველაზე მთავარი – დიაგნოსტიკა!

diagnostic_test_button_64678705რენტგენოლოგიური კვლევები, საღეჭი კუნთების მუშაობის შესწავლა, ყბების მოდელების ანალიზი, სახისა და ღიმილის ფოტოგრაფირება და ა.შ. აუცილებელია ინახოს და შეისწავლოს სანამ მოხდება აპარატის შერჩევა. როდა მოხდება საწყისი სურათის გაანალიზება და გაგება ჩვენ შევძლებთ ფინალის პროგნოზირებას – შედეგი რომლისკენ მივდივართ პაციენტთან ერთად. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ კბილებს ასწორებს არა ბრეკეტები, არამედ ექიმის კარგად გათვლილი  სტრატეგია და ტაქტიკა.

რომელ ასაკამდე აქვს ადამიანს შანსი გაისწოროს მისი არაესთეტიური ღიმილი?

ძვლოვანი ქსოვილის გადაწყობის პროცესი გრძელდება მთელი ცხოვრება. ეს ნიშნავს, რომ ბიოლოგიურად კბილების გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.

ყველას უსურვებ ხშირად იღიმონ და ნუ შერცხვებათ საკუთარი ღიმილის!

ნინო ბერიძე

ფიქრობთ თუ არა, რომ ბრეკეტების გამოგონება იყო ნამდვილი გარღვევა ორთოდონტიაში? რატომ?

დიახ მე სრულებით გეთანხმებით – ეს იყო რევოლუცია! აქამდე ეს გასასწორებელი ძალა ვითარდებოდა ან მავთულის ზემოქმედებით ან პლასტმასის ფირფიტით. ეჯვაის ტექნიკა (Edgewise) – ზუსტად ეს იგულისხმება ბრეკეტ-სისტემაში- პრინციპულად განსხვავდებოდა წინამორბედი აპარატებისაგან. კბილებზე დაიწყეს ჭრილიანი (პაზით) საკეტების (ბრეკეტები) ფიქსაცია, რომლებშიც მაგრდებოდა რკალი. ბრეკეტის პაზსაც და რკალსაც სწორკუთხა კვეთა აქვს და ერთნაირი ზომისაა. რკალის დამაგრდება ბრეკეტებში საშუალებას იძლევა ძალიან ზუსტად ვაკონტროლოთ კბილების გადაადგილება სამივე სიბრტყეში.

როდის გაჩნდნენ პირველი
ბრეკეტები და როგორი ევოლუცია განიცადეს მათ დღევანდელ დღემდე?

ორთოდონტიის ათვლა იწყება XIX საუკუნის ბოლოდან ედვარდ ენგლეს შრომებით. რა თქმა უნდა მას შემდეგ სისტემამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. თავიდან ყველა კბილზე ხდებოდა მეტალის ბეჭდების დაცემენტება, რომლებზეც მიდუღებული იყო პაზები, რაც ძალიან  ცუდი შესახედავი და მოუქნელი კონსტრუქცია იყო. დღეისათვის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად შეიცვალა მასალა რისგანაც მზადდება ბრეკეტები – ისინი გაცილებით შემცირდა ზომებში (რამოდენიმე კვადრატული მმ). მათ ამზადებენ ტიტანისაგან (რათა გამოირიცხოს ალერგია ნიკელზე), გამჭვირვალე კერამიკისგან და მაღალი სიმტკიცის ოქროს შენადნობებისგან. ასევე ხდება კომბინირება – მაგალითად შეუმჩნეველი საფირი და მტკიცე ლითონის ჭრილი (პაზი)

asset.jpgრაში მდგომარეობს ბრეკეტების მუშაობის პრინციპი? შეიცვალა თუ არა ეს პრინციპები ბოლო წლებში?

XX საუკუნის შუა პერიოდში შემდგომ “გარღვევად” ითვლება  Straight-wire (“პირდაპირი რკალის”) ტექნიკის გამოჩენა. აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ქარხანა უკვე თავიდანვე დებდა ინფორმაციას ბრეკეტებში თუ როგორ უნდა მდგარიყო კბილები სწორად რკალში და რკალები მზადდებოდა მასალისაგან, რომელსაც ქონდა ფორმის დამახსოვრების უნარი, ამასთან რკალი იყო მოხრილი ერთ სიბრტყეში (აქედან მისი დასახელებაც). ექიმს ისღა დარჩენოდა დაემაგრებინა ბრეკეტები და დალოდებოდა როდის გასწორდებოდა რკალი. ყველაფერი თითქოსდა მარტივია და მოსახერხებელი, მაგრამ. ეს მიდგომა არ ითვალისწინებს თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურობას და არ ნიშნავს, რომ ასეთი “კომპლექტი” საშუალო მაჩვენებლებით გამოადგება კონკრეტულ პაციენტს.

Digital-Smile-Designდღეისათვის გამოვიდა ზეელასტიური თხელი რკალები ფორმის მახსოვრობით და კორექციების შესაძლებლობით, რაც ნიშნავს, რომ ექიმს გაუჩნდა საშუალება ხელით მოღუნოს რკალი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.

როგორი ბრეკეტები არსებობს? რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

ბრეკეტები – მოუხსნელი ელემენტებია, რომლებიც ფიქსირდება კბილებზე მთელი მკურნალობის პერიოდით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მასალით (მეტალის, კერამიკული, საფირის და ა.შ.) და კბილის ზედაპირით რომელზეც მაგრდება – გარეთა (ვესტიბულარული) და პირშიგნითა (ლინგვალური).

მხოლოდ ექიმი წყვეტს როგორი ბრეკეტები ესაჭიროება პაციენტს თუ შესაძლებელია საკუთარი აზრის დაფიქსირება? 

ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ბრეკეტების ტიპის არჩევაში, როგორც პაციენტებში ისე ექიმებშიც. ბრეკეტები – ეს მხოლოდ სისტემის ნაწილია, ძირითად ზემოქმედებას ახდენს რკალი. რკალის “პარამეტრებზეა” დამოკიდებული თუ სად აღმოჩნდება საბოლოოდ კბილი.

Affordable-Braces-in-Manila-High-quality-and-cheap-braces_1პაციენტს ძირითადად ესაჭიროება გადაწყვიტოს ესთეტიური უპირატესობები – უნდა მაგალითად კლასიკური “ლითონი” თუ ნაკლებად შესამჩნევი კერამიკა ან საერთოდაც ლინგვალური სისტემა. დანარჩენი – ტექნიკის უფრო სწორედ ექიმის საქმეა.

რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის პიროვნება, პროფესიონალიზმი ბრეკეტების ფიქსაციისას? ეს უფრო ხელით სამუშაოა თუ დღეისათვის უკვე ყველაფერი კომპიუტერიზირებულ-ავტომატიზირებულია?

მედიცინაში ე.წ. “ადამიანის ფაქტორი” ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი და ძირითადია. ბრეკეტების ფიქსაციამდე ხდება დიაგნოსტიკა, ხდება საწყისი სიტუაციის ანალიზი – სახის ფოტოგრაფირება, ზომების აღება, რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება, კუნთების და სახსრების მუშაობის ანალიზი. შემდგომში პაციენტის ჩივილებიდან და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ექიმების გუნდი ადგნეს ერთ ან რამოდენიმე მკურნალობის გეგმას. ხდება საბოლოო შედეგის და მასთან მისვლის გზების განსაზღვრა. და მხოლოდ შემდგომ როდესაც გადაწყვეტილია თუ სად იქნება განლაგებული კბილები უკვე მათზე ან ჯერ მოდელზე  და შემდგომ კბილებზე ფიქსირდება ბრეკეტები. კომპიუტერი მხოლოდ გვეხმარება გარკვეულ ეტაპებზე.

Untitled-1შესაძლებელია თუ არა დიდი გამოცდილების ქონის შემთხვევაში, ვიწინასწარმეტყველოთ თუ რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობა თუ ეს არაპროგნოზირებადი პროცესია?

იცით რაც მეტი ხანი ვმუშაობ მით უფრო ვრწმუნდები რომ ყველა ადამიანი უნიკალური და განსხვავებულია. კბილების გადაადგილება პირდაპირ კავშირში არაა არც ასაკთან, არც სქესთან და არც ანომალიის სირთულესთან. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ მკურნალობის ხანგრძლივობა – გადავაადგილოთ მხოლოდ ის კბილები, რომლებიც ამას საჭიროებენ. დავტოვოთ თავის ადგილზე საყრდენი კბილები, რათა შემდგომ არ დავკარგოთ დრო მათ კორექციაზე.

od5რომ არ ჩამორჩეთ ახალ ტექნოლოგიებს საჭიროა გამუდმებული სწავლა, სად და როგორ სწავლობთ თქვენ?

ექიმისთვის განათლების პროცესი დაუსრულებელია. და საქმე არა მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებშია, რასაც საკმაოდ დიდი სიფრთხილე სჭირდება. გროვდება ექიმების კლინიკური გამოცდილება, ხდება ხანგრძლივი შედეგების ანალიზი და მათ საფუძველზე ჩნდება ან იცვლება კონცეფციები. რასაკვირველია აუცილებია საქმის კურსში ყოფნა. აუცილებლად წელიწადში რამოდენიმეჯერ ვესწრები საინტერესო სემინარებს და მასტერ-კლასებს, შემდგომ კოლეგებთან ერთად ვარჩევთ და განვიხილავთ მიღებულ ინფორმაციას.

გვესაუბრება ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის ექიმი ორთოდონტი ნინო ესაკია

12308495_1160101294018966_6252619127853942518_n.jpg

ალბათ ახალი არ არის, რომ ლამაზი ღიმილი უფრო ახალგაზრდა და უფრო მიმზიდველს გაჩენთ. ჯანსაღი კბილები და ღრძილები გავლენას ახდენს თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.  ლამაზი ღიმილისთვის  ჩვენს რჩევებს თუ მიყვებით, თქვენ გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ზოგადი ჯანრმთელობისთვისაც.

  1. 5210_380იხეხეთ რეგულარულად. კბილების გახეხვისას თქვენ იცილებთ საჭმლის ნარჩენებს, რომლითაც იკვებება ბაქტერიები, ამ დროს იწმინდება კბილები და სუნთქვაც ხდება ჯანსაღი. ფტორირებული კბილის პასტები აძლიერებს მინანქარს,  კბილები უნდა იხეხოთ მინუმუმ ორი წუთი, რათა შედეგი გამოიღოს ამ პროცესმა.

  1. 670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-7იხმარეთ ფლოსი ყოველდღიურად. ის აღწევს კბილებ შორის საკონტაქტო ზედაპირზე აშორებს საკვების ნარჩენებს და ბაქტერიებს, რომელსაც ვერ წვდება კბილის ჯაგრისი, ის გვეხმარება ღრძილების დაავადებებს პროფილაქტიკაში. რეკომენდირებული ფლოსის გამოყენება დღეში ორჯერ, თუ ორჯერ ვერ ახერხებთ, ძილის წინ აუცილებელია ფლოსის მოხმარება. ძილის დროს ნერწყვს გამოყოფა შემცირებულია, ვერ ხდება კბილების თვით წმენდა, შედეგად კბილები და ღრძილები ბაქტერიებისგან დაუცველნი არიან.

  1. shutterstock_173251595_1300ესტუმრეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ, ჩაიტარეთ კბილების პროფესიონალური წმენდა. პროფილაქტიკურ ვიზიტებზე შესაძლებელია ღრძილების ან კბილების დაავადების საწყის სტადიაზე აღმოჩენა, ამ დროს უფრო მკურნალობაც მარტივია. თუ მიდრეკილი ხართ ღძილების დაავადების ან კარიესისკენ, რეკომენდირებულია ოთხ თვეში ერთხელ  ვიზიტი სტომატოლოგთან.

  1. Healthy-Teeth-Foodიკვებეთ ჯანსაღად. მიირთვით კალციუმით გაჯერებული საკვები. კალციუმი გვეხმარება შევინარჩუნოთ ძლიერი ძვლები და კბილები. ციტრუსებში არსებული ვიტამინი C გვეხმარება ღრძილების ჯანსაღად შენარჩუნებაში. შაქრის შემცველი საკვები ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, ამიტომ თუ მიირთმევთ ტკბილეულს აუცილებად მალევე გაიხეხეთ კბილები, თუ ამის საშუალება არ გაქვთ იმ მომენტში, მაშინ წყალი გამოივლეთ.

no_smoking_sign_full_page

  1. ნუ მოწევთ სიგარეტს! მწეველები ოთხჯერ უფრო მიდრეკილი არიან ღრძილების დაავადებისკენ ვიდრე არამწეველები, (a study by the Journal of Periodontology) მოწევისას იზრდება პირის ღრუს, ტუჩების, ენის, ლოყის და ღრძილების კიბოს რისკი. თამბაქოს მოხმარებისას სუნთქვა უარესდება, ყალიბდება ჰალიტოზი.

  1. გაითეთრეთ კბილები. თუკი თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ მათეთრებელ საშუალებას გამოიყენებთ და მიიღებთ დანიშნულებისამებრ, კბილებს არ ემუქრებათ დაზიანება. სანამ გათეთრებას დაიწყებდეთ კონსულტაცია გაირეთ თქვენს სტომატოლოგთან,  დარწმუნდეთ თქვენი კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაში

  1. trays-apply-gelგამოიყენეთ კოსმეტიკური პროცედურები. პირველი შეხვედრისას რასაც ადამიანი ამჩნევს თქვენს ღიმილში არის, უსწორმასწორო, ლაქებიანი კბილები ან რომელიმე კბილის ნაკლებობა (არარსებობა). დღესდღეობით კოსმეტიკურ სტომატოლგოიაში ახალი მიღწევებია, რომლებიც დაგეხმარებათ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებაში.

კბილის ამოღებაკბილის ან კბილების ამოღება ხდება მკურნალობამდე, მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ. თუკი ექიმი-ორთოდონტი არგუმენტირებულად გთავაზობთ ამის გაკეთებას ე.ი. არის ამის მიზეზიც.

ბუნებრივია, თქვენ თავიდან არ დათანხმდებით კბილის ამოღებას, რადგან გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა და საჭიროა დაფიქრებაც. ზოგიერთი თქვენგანი ცდილობს გაიგოს კიდევ არაერთი აზრი, და ეწერება კონსულტაციაზე სხვა ორთოდონტთან. რიგ შემთხვევებში აზრი ემთხვევა, ზოგჯერ არც. ექიმი შეიძლება გაცდეს ლოგიკას და პროტოკოლს და შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი  მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე. რას გამოიწვევს ეს???

ამოუღებელი კბილები შემდგომში შესაძლოა გახდეს რიგი ფიზიოლოგიური პრობლემების მიზეზი. ბრეკეტ-სისტემა მექანიკურად აკომპენსირებს საკმაოდ უხეშ მჭიდრო დგომასაც, ირღვევა რა კბილების ვესტიბულარული დაქანებები, დროთა განმავლობაში იქმნება არაკომპენსირებული დაჭიმულობა პაროდონტში (ღრძილში).

შესაბამისად ასეთი მკურნალობის პროგნოზი არასაიმედოა. კარგად დაფიქრდით სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას.

ოპტიმალური და დადებითად პროგნოზირებადი, წარმატებული ორთოდონტიული მკურნალობისთვის რიგ შემთხვევებში აუცილებელია ამოღება.

განვიხილოთ მიზეზები, რის მიხედვითაც ექიმი-ორთოდონტი გთავაზობთ კბილების ამოღებას:

  • კბილთა მწკრივების ერთმანეთთან შეუთავსებლობა (ზომების და ოკლუზიის მიხედვით)
  • კბილთა რკალში არასაკმარისი ადგილი;
  • ესთეტიური ან სიმეტრიული მიზნებისათვის;
  • თანკბილვის ანომალიების რეციდივის პროფილაქტიკა

ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების თავიდან აცილების მიზნით, ორთოდონტიული მკურნალობის დროს პაციენტს რეკომენდაცია ეძლევა ამოიღოს 1 ან 2 ერთნაირი კბილი, ერთ ან ორივე ყბაზე.

Impacted-Wisdom-Teeth-X-rayძირითადად რომელი კბილების ამოღებას სთავაზობენ პაციენტებს:

  • ამოღების პირველი კანდიდატი 8 (სიბრძნის კბილია), როგორც წესი აღენიშნებათ არასწორი განლაგება, ძლიერ დახრილი, რეტენირებული, დისტოპიური – არიან ნახევრად ღრძილში, დაწოლილი, ამოუჭრელი ან ნახევრად ამოჭრილი. ისინი ქმნიან ან მომავალში შექმნიან ანთების კერებს. მე-8 კბილს იღებენ, როდესაც ისინი არ არიან თანკბილვაში, როდესაც არ აქვთ ანტაგონისტი-საპირისპირო მხარეს მდგომი კბილი, როდესაც ეს კბილი ძლიერ დაშლილია და როდესაც არანაირი ფუქციონალური დატვირთვა არ გააჩნია. თუკი გვერდით მდგომი მეშვიდე ჯანმრთელია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული კბილისთვის ბრძოლა არც ღირს.
  • პირვე ან მეორე პრემოლარები (4-5 კბილები). აღნიშნულ კბილებს შედარებით ნაკლები საღეჭი დატვირთვა აქვთ და შედარებით მცირე ზომის ფესვები.
  • პირველი მოლარები (6 კბილები) თუკი ისინი ძლიერ დაშლილია, აღინიშნება ანთებადი პროცესები ფესვის მწვერვალებზე.
  • არის შემთხვევები როდესაც იღებენ საჭრელ კბილებსაც, თუკი პაციენტს აღენიშნება ზეკომპლექსური ანუ ზედმეტი კბილები.

shutterstock_215622325.jpg1300კბილებს შორის გაჩენილი სივრცეების გამო ნერვიულობა არ ღირს, მით უმეტეს უარის თქმა ორთოდონტიულ მკურნალობაზე, სივრცეები აუცილებლად დაიხურება, ხოლო მანამდე ვიზუალური დეფექტის დასამალად შეიძლება დროებითი კონსტრუქციების გამოყენება.

თანკბილვის რიგი რთული პათოლოგიების დროს მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობა არ კმარა. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ კომპლექსური მიდგომა როგორც ორთოდონტიული ასევე ქირურგიული კუთხით.

რთულ შემთხვევებში გასარკვევად ქირურგი და ორთოდონტი აჯამებენ ხელთ არსებულ ყველა ობიექტურ მონაცემებს, რომლებიც ასახავენ ზედა და ქვედა ყბის ძვლების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, პაროდონტის სახის ქალის და რბილი ქსოვილების მდგომარეობას. პაციენტს უტარდება ტელერენტგენოგრაფია, ორთოპანთომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ფოტოგადაღება სხვადასხვა რაკურსით, ისხმება ზედა და ქვედა ყბის სადიაგნოსტიკო მოდელები.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებას იძლევა შეფასდეს არსებული სიტუაცია აღნიშნულ მომენტში. ამას გარდა ექიმი ახდენს მოვლენების შესაძლო განვითარების შედარებას შორეულ პერსპექტივაში მკურნალობის ან არ მკურნალობის შემთხვევაში.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ სტომატოლოგი-ორთოდონტი ითვალისწინებს ყველა წვრილმანს და ნიუანსს  და ასე იღებს გადაწყვეტილებას.

ენდეთ თქვენს მკურნალ ექიმს და დაეხმარეთ მას, შეასრულეთ მისი ყველა დანიშნულება და რეკომენდაცია, დროულად მოდით კონსულტაციაზე და ნუ გააცდენთ ვიზიტებს.

 

kids-dental-care12316524_10204053345573367_6935519535431837254_nპირველად როდის უნდა ვაჩვენოთ ბავშვი  სტომატოლოგს? როგორ მოვამზადოთ ბავშვი კლინიკაში ვიზიტისთვის? რა არის ბოთლის კარიესიამ და სხვა კითხვებს პასუხობს ბავშვთა სტომატოლოგი ელენე ხარაშვილი

2016-New-Style-Hot-Selling-Fashion-font-b-Baby-b-font-Items-Children-Teeth-Clear-Superროდის უნდა დავიწყოთ ბავშვების კბილების მოვლა?

ერთმნიშვნელოვნად – პირველივე კბილის ამოსვლისთანავე! თავიდან გამოიყენეთ თითზე წამოსაცმელი ჯაგრისი ან წყალში დასველებული ბინტი. შეიძლება მცირე რაოდენობით კბილის პასტის დამატებაც baby_gum_swab-200x300ასაკის მიხედვით.

ამოიჭრა საღეჭი კბილები? მათ აქვთ უამრავი ნაოჭები და ღრმულები (ფისურები) უკვე აუცილებელია კბილის ჯაგრისი.

კბილები სჯობს გავიწმინდოთ ყოველი საკვების მიღების შემდეგ (სასურველია ღამის კვების შემდეგაც). ასე ბავშვი მარტივად ეჩვევა აღნიშნულ პროცედურას. ამასათან ეს ბოთლის კარიესის პროფილაქტიკაცაა.

რა არის ბოთლის კარიესი?

bigstock_Sleeping_baby_girl_19482452-1_1-870x306იგი ძირითადად ჩნდება წინა 4-6 კბილზე, ყველაზე ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, ჭამს და სვამს ბოთლით – აქედანაა მისი სახელიც.

ხოლო ღამის კვებები და ხშირად ტკბილის სასმელები – აღნიშნული დაავადების განვითარების მიზეზია. თავიდან იწყება თეთრი ლაქების ან ყვითელი-მოყავისფრო ნადების სახით. აღნიშნული კარიესი ძალიან სწრაფად ვითარდება, კბილები იშლება და იფშვნება. ამიტომ რეგულარუდ  ამოწმეთ თქვენი პატარას კბილები და დროულად მიაკითხეთ სტომატოლოგს.

Healthy-Teeth-Foodტკბილებული მართლაც ასეთი მავნეა ბავშვის კბილებისთვის?

ეს სიმართლეა! შაქრის და სწრაფი ნახშირწყლების ხშირი მოხმარება მავნეა კბილებისათვის. როდესაც ბავშვი სვამს ან ჭამს ტკბილეულს პირის ღრუში მატულობს მჟავიანობა, რაც უარყოფითად აისახება კბილის მინანქარზე. ამიტომ როგორც კი ბავშვი მიიღებს ტკბილეულს  (ორცხობილა, შოკოლადი, წებოვანი კამფეტები) გაუწმინდეთ კბილები ან წყალი გამოავლეთ.

landscape_TeethCareკარიესი გადამდებია? 

დიახ! შესაძლებელია გადაგედოთ, ეს ინფექციური დაავადებაა. ამიტომ კარიესის პროფილაქტიკა უნდა ჩაიტაროს ყველამ ვისაც ბავშვთან აქვს ურთიერთობა. რა თქმა უნდა ბავშვის პირადი ჰიგიენის საშუალებები და ჭურჭელი უნდა იყოს ცალკე.

child-dentist1_3243176b-large_trans++pJliwavx4coWFCaEkEsb3kvxIt-lGGWCWqwLa_RXJU8პირველად როდის უნდა მივმართოთ სტომატოლოგს?

ჩვენ გირჩევთ მისვლას პირველივე კბილის ამოსვლისთანავე. ექიმი შეხედავს პატარას და მოგიყვებათ თუ როგორ აარიდოთ იგი კარიესს. ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • კბილების გამოხეხვა დილით და საღამოს ძილის წინ. თუკი შესაძლებელია ყოველი საკვების მიღების შემდეგ. ღამის წმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძილის დროს მცირდება ნერწყვის გამოყოფა და კბილების თვითწმენდა არ ხდება – ნადები, საკვების ნარჩენები იწვევენ კარიესს.
  • ბევრი შაქრის შემცველი სითხეების და საკვების შეზღუდვა
  • 3 თვეში ერთხელ დაგეგმეთ ვიზიტი ბავშვთა სტომატოლოგთან, რათა დროულად მოხდეს პრობლემური უბნების აღმოჩენა. საქმე იმაშია, რომ 3-3,5 წლამდე მინანქარი ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, რაც ნიშნავს, რომ კარიესი შესაძლოა ელვისებურად განვითარდეს.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის?

Primary-teethაღწერეთ კლინიკაში ვიზიტი, როგორც საინტერესო და სასარგებლო, მაგრამ რიგითი მოგზაურობა. მშობლების მხრიდან ზედმეტი ალიაქოთის გარეშე. არავითარ შემთხვევაში არ აჩვენოთ საკუთარი შიში და ნერვიულობა, ბავშვი ხვდება თქვენს “შიშს” და თავად იწყებს ნერვიულობას. არ იხმაროთ ისეთი სიტყვები როგორიცაა “ნუ გეშინია”, “არ გეტკინება”, და “მოითმინე”.

რა შეიძლება ვთქვათ? “დაგითვალიერებენ და დაგითვლიან კბილებს”. შეგიძლიათ აღნიშნული სცენა სახლშიც გაითამაშოთ. არარის საჭირო ოჯახის წევრებმა დეტალებში მოყვნენ თავიანთი სტომატოლოგიური გამოცდილებები.

home-pediatricჩვენ კლინიკაში მოსვლის შემდეგ ბავშვი მკურნალ ექიმთან ერთად შედის ბავშვთა ოთახში, სადაც სტომატოლოგი მას ყველაფერს უხსნის და აჩვენებს. ამის შემდეგ, როგორც წესი ბავშვი მზად არის მარტივი მანიპულაციებისთვის (გააღოს პირი, გაიწმინდოს კბილები). ეს ყველაფერი აუცილებელია რომ ექიმმა მოიპოვოს ბავშვის ნდობა და დათანხმდეს “თანამშრომლობაზე”- რა თქმა უნდა ბავშვის ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

აქვე მინდა ავღნიშნო დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე მშობლებს სურვილი აქვთ ერთ დღეში მოაგვარონ მთელი პირის ღრუს პრობლემები, რაც ძალიან ცუდად აისახება ბავშვებზე, ისინი იღლებიან, ხდებიან ჭირვეულები. ამიტომ გამოყავით მეტი დრო თქვენი პატარებისთვის მოიყვანეთ ის იმდენ ვიზიტზე რამდენსაც საჭიროებს თითოეული მანიპულაცია და ნუ ითხოვთ შვილებისგან გმირობას და 2-3 კბილის ერთ ვიზიტში დამუშავებას.

IMG_2674.jpg“რა სჯობს, ექიმო?” – გვეკითხებიან პაციენტები.

გააკეთო არჩევანი და არ იცოდე განსხვავება რთულია.

თემას უძღვება ექიმი-სტომატოლოგი პავლე ხუჯაძე

კბილის ფორმის აღდგენის ყველა მეთოდს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. რა კითხვები აწუხებთ ძირითადად პაციენტებს?

  • რესტავრაციის შესრულების სიჩქარე
  • ესთეტიკა
  • რესტავრაციის სიმტკიცე და მისი მოხმარების ხანგრძლივობა
  • და ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა – ფასი

 

დავიწყოთ რესტავრაციის შესრულების სისწრაფით

გასაგებია, რომ სასურველია სტომატოლოგთან ვიზიტების რაოდენობის შემცირება (რა თქმა უნდა თუკი არ მოგენატრათ თქვენი ექიმი:)) ამ ჭრილში რა თქმა უნდა კომპოზიტური რესტავრაცია მომგებიანია. მისი შესრულება შესაძლებელია ერთ ვიზიტში. პაციენტებს ეს ყოველთვის მოსწონთ. მიხვედი უკბილოდ წამოხვედი კბილით.

თუკი პაციენტი დაჟინებით ითხოვს კომპოზიტით აღდგენას (შესრულების დრო და ფასი ძალიან მოსწონს პაციენტს) – ეს რისკია, რომელსაც პაციენტი იღებს თავის თავზე. შედეგი არ არი გარანტირებული.

რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დეპულპირებული კბილი, რომელიც აღდგენილია კომპოზიტით სკდება. არა, მაგრამ ეს რისკია. და ვერავინ ვერ გაგცემთ პასუხს შეკითხვაზე თუ რამდენ ხანს გაძლებს რესტავრაცია. შეიძლება არც არაფერი მოუვიდეს.

კერამიკულ რესტავრაციაზე ეკონომია შეიძლება დაგიჯდეთ შემდგომში კბილის ამოღებად. ქირურგები კი გვყავს ჯადოქრები, მაგრამ სიამოვნება ნაკლებადაა. შემდგომში კი მოგიწევთ იმპლანტის გაკეთება, რაც გაცილებით ძვირია ვიდრე კერამიკა. ასე რომ თავად აირჩიეთ.

კერამიკის შემთხვევაში საქმე რთულადაა. უნდა მომზადდეს კბილი, აიღოს ანაბეჭდები, შემდგომ გადაეცეს ლაბორატორიას, მიდიხართ სახლში დროებითი რესტავრაციით და მხოლოდ კონსტრუქციის დამზადების შემდეგ მოხდება მისი ფიქსაცია პირის ღრუში. სამუშაოების მთელი კომპლექსი პირველიდან ბოლო ვიზიტამდე მოითხოვს რამოდენიმე დღეს.

და რა თქმა უნდა მთავარი კითხვა – ფასი

ითვლება, რომ კომპოზიტი უფრო იაფია. აქ საჭიროა დაზუსტება, თუ რისგან შედგება რესტავრაციის ფასი.

პირველ რიგში თავად კომპოზიტი. დღეისათვის ბაზარზე მასალების უზარმაზარი არჩევანია. ყველაზე იაფიდან დაწყებული და ძალიან ძვირით დამთავრებული. კომპოზიტის ხარისხზე პირდაპირაა დამოკიდებული რესტავრაციის ფასიც. სიმტკიცე, ელასტიურობის და გაფართოების კოეფიციენტი, პოლირების სიმარტივე. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მასზეა დამოკიდებული თუ რამდენი ხანი იმუშავებს კომპოზიციური რესტავრაცია.

015პაციენტს რა თქმა უნდა თავად არ შეუძლია განსაზღვროს კომპოზიციური რესტავრაციისათვის საჭირო პარამეტრები და არცაა საჭირო. ეს ექიმის მოვალეობაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რესტავრაცია კარგი კომპოზიტისგან იაფი ვერ იქნება.

შემდეგ – ბონდინგ სისტემა ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ წებო – მის ხარისხზე ბევრია დამოკიდებული; პოლიმერიზაციული ლამპა – მისი დონიდან და მისი მოხმარების ცოდნაზეა დამოკიდებული გექნებათ თუ არა შედგომი ტკივილები, ხომ არ დაირღვევა ბჟენის მიწებება, სწორად მოხდება თუ არა ბჟენის პოლიმერიზაციული შეკუმშვა.და ბოლოს საპრიალებლები – რეზინებს, ჯაგრულებს, დისკებს, ჩოთქებს და პასტებსაც გარკვეული ფასი აქვს.

ეს რაც ეხება თვითღირებულებას. რამ შეიძლება კიდევ იმოქმედოს ფასზე? შესრულების ტექნიკამ. იგი დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე. ყურადღება მიაქციეთ არა სტაჟზე ან ასაკზე, არამედ კვალიფიკაციაზე. ნებისმიერი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი და შესაბამისად თქვენს პირის ღრუში ჩატარებული ხარისხიანი მომსახურება ფასიანია.

რეზუმე

Inlay-onlayკარგი კომპოზიტიური რესტავრაცია ვერ ეღირება 20-30 ლარი. თუკი თქვენ გაინტერესებთ ხარისხი გაამზადეთ 100-200 ან მეტი. დამოკიდებულია კბილის დაშლის მაშტაბურობაზე და თქვენს მოთხოვნებზე გქონდეთ ესთეტიური რესტავრაცია. ფასი შესაძლოა 300-400 ლარამდეც გაიზარდოს.

შევადაროთ კერამიკული ჩანართის თუ გვირგვინის ფასი. ამ სამუშაოს ფასიც დამოკიდებულია მასალაზე (რა მასალით მზადდება კერამიკული ჩანართი, საანაბეჭდო მასაზე, საფიქსაციო ცემენტზე) და რა თქმა უნდა ექიმის და კბილის ტექნიკოსის კვალიფიკაციაზე. კერამიკული ჩანართების და გვირგვინების ფასი შესაძლოა ვარირებდეს 250 ლარიდან 500 ლარამდე.

ეს რა თქმა უნდა არ არის სრული ინფორმაცია ამ თემაზე და პაციენტისთვის რთულია ნიუანსებში გარკვევა. მაგრამ ზოგადი ინფორმაცია უნდა გვქონდეს ამის შესახებ. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანია იპოვოთ თქვენი ექიმი, რომელსაც ენდობით და რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყევეტილება.

IMG_2741.jpgნებისმიერი სტომატოლოგი გეტყვით, რომ “გაწმენდას საჭიროებს თუნდაც ერთი კბილი!” – რადგან ჯანმრთელი სარძევე კბილები არის მუდმივი კბილების ნორმალურად განვითარების გარანტი. ამიტომ პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დავიწყოთ მის პროფილაქტიკაზე ზრუნვა, ვასწავლოთ ჩვენს პატარებს პირის ღრუს ჰიგიენა.

თემას უძღვება ექიმი-თერაპევტი, ბავშვთა-სტომატოლოგი ნინო ფალავანდიშვილი

როგორ შევარჩიოთ საბავშვო კბილის პასტა

ვიზუალურად საბავშვო და დიდების კბილის პასტების განსხვავება ძალიან ადვილია. მათ აქვთ ლამაზი, მკვეთრი ფერებით გაფორმებული შეფუთვა. საბავშვო კბილის პასტები გემრიელია, რაც რიგ შემთხვევებში გვეხმარება გულისრევის რეფლექსის თავიდან აცილებაში. ზოგ კბილის პასტას სათამაშოებიც მოყვება. ყველაფერი ეს კეთდება რათა ბავშვი დაინტერესდეს კბილების გამოხეხვის პროცესით, გახდეს ის უფრო მხიარული და სასიამოვნო.

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი? პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ, რომ ბავშვებისთვის არ გამოდგება დიდების და პასტები რომლებიც განკუთვნილია მთელი ოჯახისათვის, თუკი ბავშვს არ მიუღწევია 14 წლის ასაკისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიცავენ ერთი და იგივე კომპონენტებს მათი კონცენტრაცია შესაძლოა საშიში იყოს ბავშვის ორგანიზმისთვის.

shutterstock_85525411_1300პასტა 0 დან 4 წლამდე 

პატარებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა უნდა უზრუნველყოფდეს კბილების ფაქიზ, მაგრამ ხარისხიან წმენდას. ამიტომ მისი აბრაზიულობის მაჩვენებელი RDA არ უნდა აღემატებოდეს 20 პირობით ერთეულს. ბავშვების კბილის პასტა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბავშვებმა წესიერად არ იციან პირის ღრუს გამოვლება და ტუბის 30% უბრალოდ იყლაპება. ფტორის კონცენტრაცია კბილის პასტაში არ უნდა აღემატებოდეს 200ppm ან საერთოდ არ უნდა იყოს.

პასტა 4 დან 8 წლამდე

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკში ბავშვებს აქვთ, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილები პასტა უნდა იყოს განკუთვნილი ორივესთვის. იდეალურია თუკი მოახდენს კარიესი რისკის შემცირებას, აგრეთვე შეამცირებს კბილების მოცვლასთან დაკავშირებულ უსიამოვნო შეგრძნებებს. აბრაზიულობის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს RDA 50 – კბილების წმენდა უნდა იყოს რბილი, არ უნდა მოხდეს მინანქრის ტრავმირება. ფტორის შემცველობა არაუმეტეს 500ppm.

correct-amount-of-toothpaste-for-kidsპასტები 8 დან 14 წლამდე

ამ ასაკში ბავშვებს ძირითადად აქვთ მუდმივი კბილები ამიტომ მათი შემცველობა ახლოა დიდების პასტასთან და ფტორის შემცველობა არი 1400ppm. ხოლო აბრაზიულობის მაჩვენებელი 50 ერთეული.

ასაკებში გარკვევის შემდეგ გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვანზე – ყურადღებით გავეცნოთ შემადგენლობას.

როგორც გავიგეთ ბავშვების კბილის პასტა უნდა ახდენდეს კბილების ფაქიზ და ხარისხიან წმენდას. ამიტომ ყურადღებას ვაქცევთ თუ რომელი აბრაზივია შემადგენლობაში. ყველაზე გავრცელებული აბრაზივებია – კალციუმის კარბონატი და ნატრიუმის ბიკარბონატი, მარტივად, რომ ვთქვათ ცარცი და სოდა. აღნიშნული ნივთიერება ძალიან აგრესიულია და შესაძლო ავნოს, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილების მინანქარს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ კბილის პასტებს, რომელთა შემადგენლობაშიც არის ტიტანის დიოქსიდი ან სილიციუმის დიოქსიდი. სამწუხაროდ აბრაზიულობის მაჩვენებელს ყველა მწარმოებელი არ უთითებს.

ფტორით თუ ფტორის გარეშე?

როგორც წესი კბილის პასტები ფტორით რეკომენდებული ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში სადაც სასმელ წყალში ფტორის დაბალი შემცველობაა. მიუხედავად ამისა ექიმების აზრი ამასთან დაკავშირებით გაიყო. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ელემენტი ძალიან ტოქსიურია და შესაძლოა საშიშიც იყოს ჯანმრთელობისთვის. პატარა ბავშვები ხშირად ყლაპავენ კბილის პასტებს. შედებად ფტორი ხვდება საყლაპავში და მატულობს ფლუოროზის, ფარისებრის ჰიპოფუნქციის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი. ამიტომ პასტებში ფტორის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს დაშვებულ ნორმებს, ხოლო უმჯობესია თუკი საერთოდ არ იქნება. სჯობს თუკი ამ საკითხს დააზუსტებთ ექიმთან.

ანტიბაქტერიული ნივთიერებები

boy-brushingძირითადი ანტიბაქტერიული ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კბილის პასტებში არის – ტრიკლოზანი, მეტრონიდაზოლი და ქლორჰექსიდინი. საქმე იმაშია, რომ ისინი კლავენ არა მხოლოდ მავნე არამედ კეთილ ბაქტერიებსაც, რითაც ირღვევა პირის ღრუს მიკროფლორა. აღნიშნული კბილის პასტის გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის კონტროლის და დანიშვნის შემდეგ. თუკი ბავშვს არ აქვს: გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი და ა.შ. ვირჩევთ კბილის პასტას ანტიბაქტერიული დანამატების გარეშე.

ამაქაფებელი ნივთიერება

ამაქაფებელი ნივთიერებების ძირითადი დანიშნულებაა კბილის ზედაპირის დასველება, ქაფის წარმოქმნა და პასტის თანაბარი განაწილება რაც მთლიანად ამარტივებს წმენდის პროცესს. ყველაზე ცნობილი ამაქაფებელი რომელიც ემატება სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებში არის ნატრიუმის ლაურილ სულფატი (SLS, E 487). სამწუხაროდ სარგებელი მისგან უფრო ცოტაა ვიდრე ზიანი. აღნიშნულ ნივთიერებას ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება, აშრობს პირის ლორწოვანს, აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქცია და სხვა ნეგატიური ზემოქმედებები. ალტერნატივა შესაძლოა იყოს ნატრიუმის ლაურეტსულფატი რაც ნაკლებ გამაღიზიანებელია. ჯამში ქაფი როგორც ასეთი არ ახდენს დიდ ზემოქმედებას წმენდის პროცესზე ამიტომ სჯობს ბავშვების კბილის პასტები აარჩიო ნატრიუმის ლაურილსულფატის გარეშე.

შემაკავშირებელი ნივთიერებები

ნებისმიერი პასტა შეიცავს შემაკავშირებელ ნივთიერებებს ან შემადედებლებს. ისინი შესაძლოა იყოს როგორც ნატურალური ისევე სინთეტიური. ნატურალურ ნივთიერებების სახით გამოიყენება სხვადასხვა პექტინები – ფისები, ზღვის წყალმცენარეებიდან, ხეებიდან და მცენარეებიდან მიღებული. ხოლო ქიმიური წარმოშობის შემადედებლები ცელულოზის, აკრილის მჟავის და ა.შ. მიღებული ნივთიერებები შესაძლოა ტოქსიური იყოს ორგანიზმისთვის.

კონსერვანტები

კონსერვანტების დამატება კბილის პასტებში ხდება ტრანსპორტირების და შენახვის დროს მიკროფლორის განვითარების თავიდან აცილების მიზნით. აქ შემადგენლობის ვაკონტროლებთ ნატრიუმის ბენზოატზე, რაც მომატებულ დოზებში ძლიერი კანცეროგენია და აკრძალულია რიგ ქვეყნებში. საკმაოდ მავნეა პროპილენგლიკოლი (PEG) მეტად ცნობილია, როგორც გაყინვისგან დასაცავი ნივთიერება. ასევე მოერიდეთ პასტებს პროპილპარაბენის შემცველობით.

page-35რატომ არის სარძევე კბილები ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე მუდმივი. ამ თემას ეძღვნება ექიმ ევგენი კომაროვსკის მორიგი ბლოგი.

როდის ამოდის სარძევე კბილები?

როგორც წესი, პირველი კბილები იწყებს ამოჭრას 6 თვიდან 1 წალმდე მონაკვეთში. კბილების ამოსვლის პროცესი ინდივიდუალურია და ბევრი ბავშვისთის ის შეიძლება საკმაოდ მტკივნეულიც აღმოჩნდეს. ამ დროს ღრძილები ძალზედ მგრძნობიარე ხდება. ბავშვის მდგომარეობის შემსუბუქება კი, მშობელს შეუძლია. საკმარისია პატარას სუფთა თითით დაუმასაჟოთ ღრძილები. ასევე შესაძლებელია ღრძილების მასაჟი მცირე ზომის მეტალის კოვზით, ბინტით და ხელსახოცით. ბავშვების უმრავლესობას 3 წლის ასაკისთვის უკვე აქვს 20 სარძევე კბილი.

რატომაა სარძევე კბილები მნიშვნელოვანი?

გარდა იმისა, რომ პირველადი კბილები ბავშვს ჭამასა და საუბარში ეხმარება, ის ადგილს უმზადებს სამომავლოდ ძირითად კბილებს. თუ ბავშვმა სარძევე კბილი ჩვეულზე ადრე მოიცვალა, ეს თავის მხრივ პრობლემას უქმნის სხვა კბილებს. ძირითადი კბილი დეფორმირდება ნაადრევად მოცვლილი სარძევე კბილის ხარჯზე. მოგვიანებით ამან კბილთა არასწორი წყობა შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე კბილების მოვლა

როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს?

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ბავშვი უნდ აჩვენოთ ექიმს პირველი კბილის ამოსვლიდან 6 თვეში. ეს კარიესის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. თავის მხრივ სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ გამოასუფთავოთ კბილები სწორად და აარიდოთ თავი ბევრ მავნე ჩვევას, მათ შორის თითის წოვას.

რეკომენდაციები, როგორ მოვუაროთ ბავშვის სარძევე კბილებს?

  1. დაიწყეთ ბავშვის პირის ღრუს მოვლა უკვე დაბადების პირველივე დღეებიდან. გაასუფთავეთ ღრძილი სუფთა ბინტით კბილის ამოსვლამდე და ამოსვლის შემდეგაც. ბევრ ჩვილს პირველი კბილები უკვე 4 თვის ასაკიდან ამოსდის.
  2. 3 წლამდე ბავშვს კბილების გამოხეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი.
  3. საწყის ეტაპზე სასურველია ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენება.
  4. კბილების გამოხეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს.
  5. თუ ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს კბილების გამოხეხვას, ადევნეთ თვალი რამდენად სწორად აკეთებს ამას და ხმარობს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას.
  6. მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს.
  7. იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილბს, აუცილებლად დაეხმარეთ მას.
  8. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად კბილის ჯაგრისის გამოცვლა.
  9. როცა ბავშვს უკვე ამოუვა ქვედა და ზედა კბილები, შესაძლებელია კბილის ძაფის გამოყენებაც.
 წყარო
http://fortuna.ge/