Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

rentgenovskij_snimok_zuba_1

თანამედროვე სტომატოლოგია წარმოუდგენელია რენტგენოგრაფიის გარეშე. დღეისათვის დიაგნოსტიკის ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია დავინახოთ პირის ღრუს ისეთი ადგილები, რაც ადრე თვალისთვის უხილავი იყო. კბილის რენტგენოლოგიური სურათი – ერთის მხრივ უკვე ჩვეული და ამავდროულად საშიში სიტყვათა შეთავსება, რომელიც ადამიანებში იწვევს სხვადასხვა ასოციაციებს. რენტგენი – რადიაცია – სხივური დაავადება – დაახლოებით ასეთი წარმოდგენების სია უყალიბდებათ სტომატოლოგიური კლინიკების პაციენტებს. საშიშია თუ არა კბილის რენტგენი, შეიძლება თუ არა რენტგენის გადაღება ფეხმძიმობისას და რა საჭიროა ბავშვის სარძევე კბილების რენტგენი გაეცანით ჩვენს სტატიაში.

რა ჩანს კბილების რენტგენზე?

არხების მკურნალობა, იმპლანტაცია, პროთეზირება, სინუს-ლიფტინგი,  – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაცია შეუძლებელია რენტგენის გარეშე. კბილების რენტგენის გადაღება აუცილებელია რათა შეფასდეს ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა, არხების შევსების ხარისხი (ფესვების სურათი), ფარული კარიესის აღმოსაჩენად, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს: ძველი ბჟენის, გვირგვინის ან კბილითაშუა სივრცეში. კბილის რენტგენზე ასევე ჩანს პერიოდონტის (ფესვის ირგვლივი ქსოვილები) და პაროდონტის (მთლიანად კბილის ირგვლივი ქსოვილები) მდგომარეობა, ბზარები ან არხების ანთებადი პროცესები. რენტგენის საშუალებით სტომატოლოგს შეუძლია დასვას ზუსტი დიაგნოზი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პაციენტის ჩივილები და სიმპტომები მიუთითებს რამოდენიმე დაავადებას ერთდროულად ან როდესაც არ გვაქ მკვეთრად გამოხატული დაზიანება. ასეთ დროს სტომატოლოგს არ უწევს გამორიცხვის მეთოდით კბილის ბურღვა.

tomo

როგორი სახის რენტგენები არსებობს?

  იმის მიხედვით თუ რა ამოცანა დგას ექიმის წინაშე, მას შეუძლია დაუნიშნოს პაციენტს რენტგენოგრაფიის ერთ-ერთი სახე: პირშიგნითა ანუ დენტალური, პანორამული ანუ ორთოპანთომოგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფია. პირშიგნითა ანუ დენტალური რენტგენი გამოიყენება, როდესაც აუცილებელია მიზანმიმართული სურათი კონკრეტული კბილის ან რამოდენიმე გვერდით მდგომი კბილების. თუკი საჭიროა ზოგადი წარმოდგენა ყბებზე, ანთების კერებზე, ჰაიმორის წიაღებზე, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებზე, პერიოდონტის ქსოვილებზე ინიშნება პანორამული ანუ ორთოპანთომოგრაფიული სურათი. კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) შეუცვლელია იმპლანტაციის, ძვლის აუგმენტაციის, სინუს-ლიფტინგის დროს. კომპიუტერი აკეთებს ყბის სურათებს სხვადასხვა პროექციით და შემდგომ ადგენს პაციენტის ყბის 3D-მოდელს. ასეთი კბილების 3D რენტგენი საშუალებას იძლევა უფრო ფართო და მოცულობითი წარმოდგენა ვიქონიოთ პაციენტის პირის ღრუს შესახებ.

ნინო ბერიძერამდენად მავნეა კბილის რენტგენი?

პაციენტების უმეტესობას აწუხებს კითხვა: მავნეა თუ არა კბილის რენტგენი? არსებობს აზრი რომ კბილის რენტგენი საზიანოა. დღეისათვის ეს მხოლოდ მითია. რაც ეხება დასხივების დოზას, რომელსაც იღებს ადამიანი ასეთი კვლევის დროს ეს არის 0,002 – 0,003x მზვ (მილიზივერტი – ერთეული, რომელიც გამოიყენება დასხივების რაოდენობის აღსანიშნავად), ხოლო წელიწადში დასაშვები დოზა არის 1 მზვ. ასე, რომ კბილის რენტგენი შეგიძლიათ გადაიღოთ რამდენიც გნებავთ, მთავარი მიზანი ამ კვლევის ხომ – მკურნალობის ხარისხის ამაღლება და პირის ღრუს დაავადებების მკურნალობაა. ასევე აღსანიშნავია, რომ გარემოდან ჩვენ ისედაც ვიღებთ დასხივებას დაახლოებით 2-3 მზვ წელიწადში, ამდენივეს 2-3 საათიანი ფრენის დროს.

ლეტალობის ანუ სიკვდილიანობის გამომწვევი მუტაციის ან სხივური დაავადების შიში საჭიროა როდესაც დასხივება 1000მზვ მეტია. გაეროს ატომური რადიაციის სამეცნიერო კომიტეტის მონაცემებით ერთდროულად 500მზვ დასხივებისას ხდება მცირეხნიანი სისხლის შემადგენლობის ცვლილება, რომელიც თავისით აღდგება.

ადრე რენტგენის სურათის მისაღებად გამოიყენებოდა ფირი, დაახლოებით ისეთი, რომელიც იდება ფოტოაპარატში. მასზე ხდებოდა სურათის პროეცირება. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა შევცვალოთ ტრადიციული რენტგენის ფირი სენსორით, რომელიც გარდაქმნის რენტგენის სხივს ციფრულ სიგნალში. ამასთან აპარატი რჩება იგივე, იცვლება მხოლოდ ამღმქმელი მოწყობილობა. მაგრამ ციფრულ სენსორს სჭირდება 5 ჯერ ნაკლები დრო ვიდრე ფირს, შესაბამისად დასხივების დოზაც მცირდება პროპორციულად. აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება დასხივებას, რომელიც გრძელდება წამის მეასედები: 0,05-0,3 ციფრული ვიზიოგრაფი და 0,5-1,2 ფირის შემთხვევაში. რთული არაა იმის გამოთვლა თუ წელიწადში რამდენჯერ შეიძლება რენტგენის გადაღება უსაფრთხოდ: 300-500 ჯერ ციფრულ აპარატზე და 100 ჯერ ფირზე.

რატომ უნდა მოვიხსნათ საყურეები რენტგენის გადაღებისას?

მთელი ყბის გადაღების დროს რენტგენოლოგები პაციენტებს თხოვენ მოიხსნან სამკაულები. ეს ხდება იმისთვის, რომ გამოსახულებაზე არ გამოჩნდეს ჩრდილები ან ე.წ. “არტეფაქტები”, რაც უარყოფითად აისახება სურათის ხარისხზე და შეიძება შეცდომაში შეიყვანოს ექიმი. რენტგენოლოგიურ სურათზე უცხო სხეულების არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი დიაგნოსტირება

როგორ გამოიყურება კბილების სურათი: რენტგენის ფოტო

f3de43c063ed93b201cbeb653e0022ce7922ee4d

შესაძლოა თუ არა რენტგენის გადაღება ფეხმძიმობისას?

ფეხმძიმობისთვის საჭიროა წინასწარ მომზადება, ამ მომზადების გეგმაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ვიზიტი სტომატოლოგთან. თუმცა თუკი ისე მოხდა, რომ საჭიროა რენტგენის გადაღება ფეხმძიმობისას, აუცილებელია კონკრეტული დანიშნულების შესრულება და ექიმის რჩევების მოსმენა. არ არის სასურველი პირველ ტრიმესტრში სურათის გადაღება, სჯობს 5 თვემდე თავის შეკავება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ დასხივების საერთო დოზა ფეხმძიმობისას არ აღემატებოდეს 1მზვ. როგორც დავითვალეთ ეს არის დაახლოებით 300 სურათი თანამედროვე ციფრულ აპარატზე ან 80 პანორამა ან 20 კომპიუტერული ტომოგრაფია. ამასთან სასურველია გამოვიყენოთ ყველანაირი დამცავი საშუალებები: სპეციალური ტყვიის წინსაფარი მუცელზე და საყელო. უნდა გვახსოვდეს, რომ რენტგენზე მეტი ზიანი ორსულისთვის არის ექიმთან მისვლის და ამა თუ იმ მანიპულაციის უსაფრთხოების სტრესი, არაფერი რომ არ ვთქვათ ტკივილზე.

საშიშია თუ არა რენტგენი ძუძუთი კვების დროს?

რენტგენოლოგიური გამოსხივება არ რჩება გარემოში, შუქის ტალღებივით გადის ობიექტებში, მკვრივ საგნებში და სხეულებში ჩერდება მეტხანს, ხოლო უფრო ფაშარში ნაკლებხანს. ასე, რომ ყველას ვისაც აწუხებს კითხვა შეიძლება თუ არა ძუძუთი კვების დროს რენტგენის გადაღება შეგვიძლია უპასუხოთ: რა თქმა უნდა შეიძლება. რძეს დასხივება არ “გააფუჭებს” 🙂 იგი შესაძლოა მცირე ხნით გაჩერდეს სარძევე ჯირკვლებში. სტომატოლოგიაში და საერთოდ მედიცინაშიც გამოიყენება დასხივების მინი დოზები, რამოდენიმე ათეულით ნაკლები ვიდრე საშიშ დოზებად მიღებული დასხივებები. ამიტომ ჩვენების არსებობისას და სათანადოდ აღჭურვილი კლინიკის პირობებში იგი საკმაოდ უსაფრთხოა. საკუთარი თავის დამშვიდების მიზნით კი შეგიძლიათ ერთი კვება ჩააგდოთ.

goroxovi_giorgi_20151113_2700aრატომ უნდა გადაუღოთ რენტგენი ბავშვებს?

ბავშვების და მოზარდების პირის ღრუს დაავადებების ადექვატური დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის არსებობა. ასეთი ინფორმაციის მოცემა შეუძლია პანორამულ სურათს. კბილების 50% დაფარულია და სტომატოლოგი უბრალოდ ვერ ხედავს მათ. ასეთ შემთხვევებში ექიმის დამხმარედ გვევლინება რენტგენი. პანორამულ სურათზე გამოჩნდება კბილთა შუა სივრცეებში კარიესი ხომ არაა, ფესვების მდგომარეობა, მუდმივი კბილების ჩანასახები. სურათის მიხედვით სტომატოლოგს შეუძლია ივარაუდოს მოცვლის ვადები, აღმოაჩინოს რეტენციული ან გადახრილი ჩანასახები. ასეთი ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა გამოვიცნოთ თანკბილვის შესაძლო ანომალია და თავიდან ავირიდოთ იგი. ამ სტადიაზე თანკვილვის გამოსწორება გაცილებით იოლია და რიგ შემთხვევებში საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ბრეკეტებით მკურნალობა.

 

Advertisements

1545856_524529607661231_948851813_nკერამიკული გვირგვინების გამოჩენით ესთეტიურმა სტომატოლოგიამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, რადგან ამ ორთოპედიულ ნეკეთობებს ჰქონდათ მაქსიმალურად სიახლოვე ბუნებრივ კბილებთან. თუმცა კერამიკის კონსტრუქციებს ჰქონდათ ერთი დიდი მინუსი: ისინი არ იყო საკმარისად მტკიცე. ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა კომპანია Ivoclar Vivadent, რომელმაც ბაზარზე გამოუშვა Emax გვირგვინები

Emax-ის უმეტალო გვირგვინების თავისებურებები

სპეციალისტები, რომლებიც დაკავებული იყვნენ Emax შექმნით ჰქონდათ არც თუ ისე მარტივი დავალება: შეექმნათ კბილის გვირგვინები, რომლებიც სიმტკიცით არ ჩამოუვარდებოდნენ ლითონს და ამავდროულად დააკმაყოფილებდნენ ესტეტიური სტომატოლოგიის ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. Emax-ის ყველა გვირგვინი მზადდება მინაკერამიკისგან –  ნივთიერება ლითიუმის დისილიკატის ფუძეზე, რომელიც მთლიანად ბიოთავსებადია. რაც არ უნდა იყოს უბრალო ადამიანების უმეტესობისთვის რთული გასაგებია ამა თუ იმ ნაკეთობის უპირატესობა მხოლოდ ქიმიურ შემადგენლობაზე ან დამზადების ტექნოლოგიაზე ორიენტაციით. ამიტომ მოდით განვიხილოთ Emax გვირგვინები უფრო გასაგებ ენაზე.

Ingot-and-Brush-r2Emax გვირგვინების უპირატესობა

Emax გვირგვინების მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და ამავდროუალად ხარისხიანი ერთეული პროთეზია. მათ პრაქტიკულად არ აქვთ სუსტი წერტილები, როგორც ფუნქციონალურად ასევე ესთეტიურობის მხრივ.

სიმტკიცე

მასალის და დამზადების ტექნოლოგიის წყალობით Emax გვირგვინების სიმტკიცე აღწევს 500 მპა (მეგაპასკალი), რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ფაიფურის ნაკეთობებისთვის.

გამოყენების სფერო

დაპრესილი კერამიკის Emax გვირგვინები ერთნაირი წარმატებით გამოიყენება ყველა ტიპის კბილის აღსადგენად. ჩვეულებრივი კერამიკის გვირგვინები არასაკმარისი სიმტკიცის გამო, როგორც წესი არ გამოდგება საღეჭი კბილების აღსადგენად.

ესთეტიკა

Emax გვირგვინები ერთ-ერთე საუკეთესო ვარიანტია ესთეტიური რესტავრაციების დასამზადებლად. დამზადების საფირმო ტექნოლოგიის წყალობით ექიმს შეუძლია არეგულიროს გვირგვინის გამჭვირვალობა და ფერი. შედეგი – ნატურალური კბილის სრული შესატყვისობა

ბიოშეთავსება

დაპრესილი კერამიკის Emax უმეტალო გვირგვინები ხასიათდებიან კარგი ბიოშეთავსებით და არის აბსოლუტურად ჰიპოალერგიული

Emax გვირგვინებით მკურნალობის ეტაპები

Emax გვირგვინებით კბილების აღდგენა პრაქტიკულად არ განსხვავდება კბილების კლასიკური პროთეზირებისაგან, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება რამოდენიმე ეტაპად.

  1. პირველადი კონსულტაცია, რენტგენოლოგიური სურათები, მკურნალობის ჩვენების და უკუჩვენების გარკვევა
  2. კბილების პრეპარირება გვირგვინებისთვის
  3. ანაბეჭდის აღება და თაბაშირის მოდელის დამზადება
  4. ცვილის რეპროდუქციის დამზადება
  5. გვირგვინის დამზადება IPS Empress ტექნოლოგიით (დაპრესილი კერამიკა)
  6. კონსტრუქციის დაგლაზურება და შეღებვა
  7. მზა კონსტრუქციის მორგება და ფიქსაცი

8

IMG_9160AIMG_1179A

 

tatuli2Atatulii3AIMG_2106IMG_6759

IMG_7131aIMG_8479aa

tsmuns

 


როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს? შეკითხვებს პასუხობს ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის ექიმი ელენე ხარაშვილი 

პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.
რატომ ასე ადრე?
რადგან გვაქვს კბილი, ესე იგი არსებობს კარიესის გაჩენის საფრთხეც. სტომატოლოგი 481498_3554155111990_680352653_nზუსტად გირჩევთ, როგორ მოუაროთ კბილებს სწორად და აარიდოთ თავი მავნე ჩვევებს, მათ შორის თითის წოვას, მაწოვარას ხანგრძლივ გამოყენებას. ასევე მიიღებთ რეკომენდაციას სწორ კვებასთან დაკავშირებით. იყო ყურადღებიანი და აქტიური მშობელი დღეს, ნიშნავს დაეხმარო შვილს მომავალში ჰქონდეს ჯანმრთელი ღიმილი.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის?
კლინიკაში ვიზიტზე წინასწარ ისე ისაუბრეთ, როგორც საინტერესო მოგზაურობაზე. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შიში და ნერვიულობა ბავშვსაც მარტივად გადაედება, ამიტომ ეცადეთ, არასოდეს აჩვენოთ თქვენი შფოთვა. მათ გასაგონად ნუ იტყვით ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ნუ გეშინია“, „არ გეტკინება“ და „მოითმინე“. მათ ნაცვლად შეგიძლიათ უთხრათ, რომ კბილებს დაუთვლიან და დაუთვალიერებენ. შეგიძლიათ ვიზიტის სცენა სახლშიც გაითამაშოთ. არ არის საჭირო ოჯახის წევრებმა დეტალებში მოყვნენ თავიანთი ნეგატიური გამოცდილებები სტომატოლოგთან. სასურველია პირველი ვიზიტი დაემთხვას პროფილაქტიკურ მომართვას და არ იყოს დაკავშირებული ტკივილთან. ამ დროს პაციენტსა და ექიმს შორის მეტი ნდობა და მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება. 1. ვიზიტისთვის შეარჩიეთ დღის პირველი ნახევარი, მაშინ როცა ბავშვი უფრო დასვენებულია და კარგად თანამშრომლობს. ნუ დაამთხვევთ ვიზიტს ბავშვის ძილის დროს. 2. ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი. 3. თუ ბავშვი მოწყენილი გეჩვენებათ, ჩაერთეთ თქვენც, მიანიშნეთ სტომატოლოგს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთ გუნდში ხართ.
1012196_4533776721918_1644439079_nტკბილეული მართლაც ასეთი მავნეა კბილებითვის?
ეს სიმართლეა! შაქრის და ნახშირწყლების ხშირი მოხმარება კბილებისთვის მავნეა. როდესაც ბავშვი იღებს ტკბილეულს, პირის ღრუში მატულობს მჟავიანობა, რაც უარყოფითად აისახება კბილის მინანქარზე. ამიტომ როგორც კი ბავშვი ორცხობილით ან საწუწნი კანფეტით ჩაიტკბარუნებს პირს, ეცადეთ გაუწმინდოთ კბილები ან გამოავლოთ წყალი. ძილის წინ არ შეიძლება ტკბილეულის ან დამტკბარი სითხის მაწოვარათი მიღება.
როდის ამოდის სარძევე კბილები?
პირველი სარძევე კბილები ამოჭრას იწყებს 6 თვიდან 1 წალმდე პერიოდში. კბილების ამოსვლის პროცესი ინდივიდუალურია და ბევრი ბავშვისთვის ის შეიძლება საკმაოდ მტკივნეულიც აღმოჩნდეს. ბავშვების უმრავლესობას 3 წლის ასაკისთვის უკვე 20 სარძევე კბილი აქვს. რატომაა სარძევე კბილები მნიშვნელოვანი? სარძევე კბილები მნიშვნელოვანია ბავშვის ჯამრთელობისთვის და ზრდა-განვითარებისთვის. ისინი ეხმარებიან მას ღეჭვასა და საუბარში. უზრუნველყოფენ მათ მომხიბვლელ და თავდაჯერებულ ღიმილს. სარძევე კბილები სამომავლოდ ადგილს უმზადებენ მუდმივ კბილებს. თუ ბავშვმა სარძევე კბილი ნაადრევად ამოიღო, მუდმივი კბილისთვის განკუთვნლი სივრცე იკარგება, რაც მომავალში ბავშვს უყალიბებს არასწორ თანკბილვას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე კბილების მოვლა.
16729114_1542757382420020_4110629265902896609_nროგორ მოვუაროთ ბავშვის სარძევე კბილებს?
3 წლამდე ბავშვს კბილების გახეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი. კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. თუ ბავშვი ამას დამოუკიდებლად ახერხებს, თქვენ მხოლოდ თვალი ადევნეთ, რამდენად სწორად აკეთებს და იყენებს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას. მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს. იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილებს, აუცილებლად დაეხმარეთ მას. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად კბილის ჯაგრისის გამოცვლა.
როგორი უნდა იყოს კბილის პასტა ბავშვებისთვის?
პატარებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა აუცილებლად უნდა შეირჩეს ასაკობრივად, უზრუნველყოფდეს კბილების ფაქიზ, მაგრამ ხარისხიან წმენდას. საბავშვო კბილის პასტა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბავშვებს უჭირთ პირის ღრუს სრულფასოვნად გამოვლება და ტუბის 30% უბრალოდ ყლაპავენ. 3 წლამდე ბავშვისთვის კბილის პასტის რაოდენობა უნდა იყოს ბარდის მარცვლის ნახევარი, სამი წლის ზევით კი ბარდის მარცვლის ოდენა.

IMG_2610_1_20ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები ყოველდღიურად მუშაობენ რათა დახვეწონ ბრეკეტები, თუმცა მათი ტარება მაინც ბევრ პაციენტს აკარგვინებს ორთოდონტიული მკურნალობის სურვილს. არსებობს კი კბილების გასწორების მეთოდი ბრეკეტების გარეშე? არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენს ქალაქშიც შესაძლებელი გახდა კბილების გასწორება ორთოდონტიული კაპების ანუ ელაინერების საშუალებით.

თემაზე გვესაუბრება “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ექიმი-ორთოდონტი ანნა მეტრეველი

ელაინერებით მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

გარეგნულად ელაინერები ცოტათი წააგავს იმ კაპებს, რომლებსაც სტომატოლოგები უნიშნავენ კბილების სახლის პირობებში გათეთრების ან ბრუქსიზმის დროს. ისინი ყველა პაციენტისთვის მზადდება ინდივიდუალურად სატექნიკო ლაბორატორიაში ან სპეციალურ ქარხნებში. ესთეტიურობის და გამჭირვალობის მხრივ ყველაზე ესთეტიური ბრეკეტებიც კი ვერ შეედრება კაპებს.

აღსანიშნავია ელაინერების ერთ-ერთი დიდი პლუსი ჰიგიენა. თუკი ბრეკეტების ტარების დროს ჯაგრისის და კბილის პასტის გარდა აუცილებელია დამატებითი ჰიგიენური საშუალებები: ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშუა ჯაგრისი. კაპების შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია, იხსნით და იხეხავთ კბილებს.

17425877_1588993627796395_284869534932340868_nელაინერებით მკურნალობას აქვს გარკვეული ნიუანსები. ბრეკეტებით მკურნალობისგან განსხვავებით ელაინერები არის მოსახსნელი. პაციენტი ხმარობს 24 საათი, მცირე შუალედებით ჭამის და ჰიგიენის დროს. გარკვეული დროის შემდეგ კაპები იცვლება, ხოლო საბოლოო კაპებით ხდება მიღებული შედეგის შენარჩუნება. მკურნალობა პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს, როგორც ბრეკეტების დროს 9 თვიდან 2 წლამდე.

აღნიშვნის ღირსია ექიმთა ვიზიტების რაოდენობის შემცირება, რიგ შემთხვევებში ორთოდონტი წინასწარ ამზადებს კაპებს და რამოდენიმე თვის სამკურნალო ელაინერებით ამარაგებს პაციენტს. პაციენტს ეძლევა მკურნალობის გეგმა და მის მიხედვით იცვლის კაპებს.

ელაინერებით მკურნალობა ტარდება მოზრდილ და მოზარდ ასაკში, როდესაც მოხდა სარძევე კბილების შეცვლა მუდმივით და დასრულდა ყბების ზრდის პროცესი.

ელაინერების მოვლა 

გამჭვირვალე ელაინერები არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას: საკმარისია ჯაგრისით გაწმენდა და წყალში გავლება. კაპების ტარების დროს არ არის შეზღუდვა საკვებზე, როგორც ბრეკეტების დროს. გამონაკლისს წარმოადგენს საღეჭი რეზინი, რომელიც ეწებება ელაინერებს. ექიმთან ვიზიტი საჭიროა 1-2 თვეში ერთჯერ.

ელაინერებით მკურნალობის ჩვენება უკუჩვენებები

ehlajnery-dlya-vyravnivaniya-zubovელაინერები ადვილად უმკლავდებიან კბილთაშუა სივრცეებს, ასწორებენ მცირედ გამოხატულ მჭიდრო დგომას, თანკბილვის მსუბუქ დარღვევებს. ელაინერები ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ როდესაც საჭიროა ერთეული კბილების გადაადგილება, ან ბრეკეტებით მკურნალობის დასასრულებლად და მიღებული შედეგის დასაფიქსირებლად. გთავაზობთ ძირითად ჩვენებებს:

იმისათვის რომ გაიგოთ რამდენად შესაძლებელია თქვენს შემთხვევაში ელაინერებით მკურნალობა დარეკეთ და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე 232-22-27

თუკი მკურნალობის მიზნით აირჩიეთ ელაინერები

თუკი გადაწყვიტეთ იმკურნალოთ ელაინერებით აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და ჩაიტაროთ სრული დიაგნოსტიკა. დათვალიერების დროს ექიმი-ორთოდონტი გადაწყვეტს შეძლებს თქვენი პრობლემის გადაჭრას ელაინერებით თუ ვერა.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც ატარებდნენ ელაინერებს

ცნობილი ადამიანების უმეტესობა ვერ ატარებს ბრეკეტებს და უწევთ ელეინერებით მკურნალობა.

foto_zhizel_byundhen_posle_lecheniya_ehlajneramiჟიზელ ბიუნდხენი

ჟიზელის ერთადერთი ნაკლი იყო არასწორად მდგარი წინა კბილი, რის გასასწორებლადაც მან იმკურნალა ელაინერით.

 

 

ზაკ ეფრონი

ბევრი ცნობილი ადამიანი ამაყობს კბილთაშორის სივრცით, მაგრამ არა ზაკ ეფრონი. დიასთემა რომელიც ჰქონდა ზაკს წინა კბილების არეში მას ძალიან არ მოსწონდა. ელაინერების წყალობით მსახიობის გარეგნობა კარდინალურად შეიცვალა

ქლოი კარდაშიანი

ქლოი სულ თვლიდა, რომ მას კბილების არასწორი დგომა ჰქონდა და ოცნებობდა გასწორებაზე, თუმცა ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ წინა წელს გაბედა.

foto_hloi_kardashyan_posle_lecheniya_ehlajnerami

ჯასტინ ბიბერი 

მოზარდი გოგონების უსაყვარლესი მომღერალი ჯასტინი ვერ დაუშვებდა იმიჯის შეცვლას ბრეკეტებით, ამიტომ იდეალური ღიმილის შექმნა გადაწყვიტა ელაინერებით

foto_dzhastina_bibera_posle_lecheniya_ehlajnerami

ევა ლონგორია 

სასოწარკვეთილ დიასახლისს ევა ლონგორიას იშვიათად აწუხებს ეჭვები. გადაწყვიტა გაესწორებინა კბილები – აირჩია ელაინერები – და მორჩა!

foto_evy_longoriya_posle_lecheniya_ehlajnerami

კეტრინ ჰეილი

“ცოტათი ფეხმძიმე” ფილმის ვარსკვლავმა, გადაწყვიტა კბილების გასწორება საკუთარი ქორწილის წინ. მსახიობს სურვილი ქონდა, რომ ქორწილის სურათებში ყოფილიყო იდეალური და ამისთვის მზად იყო ცერემონიაც გადაედო. კბილების გასწორებაში მას ელაინერები დაეხმარა.

foto_kehtrin_hejgl_posle_lecheniya_ehlajnerami

ერთმონენტიანი, მომენტალური ან დაუყოვნებელი იმპლანტაცია – პროცედურა რომელიც სტომატოლოგისგან გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. აღნიშნული ტიპის ოპერაცია ექიმებისთვის და განსაკუთრებით კი პაციენტებისთვის  გამორჩეული მანიპულაციაა. რომ გავერკვეთ რით განსხვავდება და რა უპირატესობა აქვს მომენტალურ იმპლანტაციას კლასიკურთან შედარებით დაგვეხმარება ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის ორთოპედ-იმპლანტოლოგი პავლე ხუჯაძე

img_2674რა არის ერთმომენტიანი იმპლანტაცია?

ერთმომენტიანი ან მომენტალური იმპლანტაცია ეწოდება კბილის აღდგენის მანიპულაციას, როდესაც კბილის ამოღებისთანავე ჭრილობაში თავსდება იმპლანტი და ეს ყველაფერი ხდება ერთ ვიზიტში. მომენტალური იმპლანტაცია ყველაზე მოთხოვნადია ფრონტალურ არეში, ანუ იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ესთეტიკა.

მომენტალური მეთოდი საგრძნობლად ამცირებს რეაბილიტაციის ვადებს და პაციენტს საშუალება ეძლევა დაიფიქსიროს დროებითი კონსტრუქცია.

კბილის ამოღების შემდეგ იმპლანტაციის რა ტიპები არსებობს?

არსებობს აღნიშნული პროცედურის იმპლანტაციის 3 სახე.

პირველი – მომენტალური იმპლანტაცია, რომლის დროსაც იმპლანტის მოთავსების შემდეგ იკერება ღრძილი და შემდგომი მანიპულაციები ტარდება მხოლოდ სრული შეხორცების შემდეგ.

მეორე – იმპლანტის მოთავსების გარდა პაციენს უკეთდება ღრძილის მაფორმირებელი, რაც პაციენტს აარიდებს შემდგომში აღნიშნული მანიპულაციის ჩატარებს და ასევე ეხმარება ე.წ. “ვარდისფერი ესთეტიკის” შენარჩუნებაში ანუ იმპლანტაციის ადგილზე რბილი ქსოვილების ბუნებრივი იერსახის შექმნაში.

მესამე – ამოღებული კბილის ადგილზე მოთავსებულ იმპლანტზე კეთდება დროებით გვირგვინი. იმპლანტის შეხორცების შემდეგ დროებითი გვირგვინი იცვლება მუდმივით. მომენტალური იმპლანტაციის ეს სახეობა ესთეტიური თვალსაზრისით დღეისათვის ითვლება ყველაზე ეფექტურად. მისი დახმარებით პაციენტს არ უწევს უკბილოდ სიარული. ექსპრეს იმპლანტაციის ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება ფრონტალურ არეში.

კბილების მომენტალური იმპლანტაცია და მისი უპირატესობები

ლამაზი იერის შექმნა განსაკუთრებით ფრონტალურ არეში – არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე – ღეჭვის და საუბრის ფუნქციები, ხოლო ღრძილის კონტური – არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორად შერჩეული კბილის ფერი და ფორმა. მომენტალური იმპლანტაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა ვაკეთებთ მაფორმირებელს თუ დროებით გვირგვინს, ჩვენ ვინარჩუნებთ  რბილი ქსოვილების კონტურებს. ორმომენტიანი იმპლანტაციის შემთხვევაში გვიწევს ამ კონტურების ხელოვნურად შექმნა.

რა უკუჩვენებები აქ მომენტალურ იმპლანტაციას?

სამწუხაროდ მომენტალური იმპლანტაცია ყოველთვის არ წარმოადგენს მკურნალობის ოპტიმალურ ვარიანტს, რადგან კბილის ამოღებისთანავე იმპლანტის მოთავსება ვერ ხერხდება. მაგალითად მომენტალური იმპლანტაცია არ ტარდება როდესაც ამოღებული კბილის ადგილას აღინიშნება ანთების კერა. ასევე წინააღმდეგობად გვევლინება: დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ძლიერი ბრუქსიზმი ან უკონტროლო კბილების კრაჭუნი. რიგი ქრონიკული დაავადებების გამწვავების ან რეციდივის ფაზაში, ნახევარი წლის წინ გადატანილი ინფარქტები, ინსულტები ან ჰიპერტონიული კრიზები. რისკის ზონაში ასევე ხვდებიან მწეველები. მიუხედავად იმისა რომ მოწევა განეკუთვნება პირობით უკუჩვენებებს, იგი სრულებით შესაძლებელია, რომ გახდეს იმპლანტის გამოძევების მიზეზი.

სხვა შემთხვევებში კბილის ამოღების შემდგომი მომენტალური იმპლანტაცია დასაშვების, რასაც ვერ ვიტყვით მომენტალურ დატვირთვაზე, ანუ დროებითი გვირგვინის გაკეთებაზე. ასეთ სიტუაციებს განეკუთვნება მაგალითად კბილის ტრავმული ექსტრაქცია, არა საკმარისი მოცულობა რბილი და მაგარი ქსოვილების, იმპლანტის არასაიმედო ფიქსაცია და ძვლის რბილი სტრუქტურა. ასეთ შემთხვევებში მაქსიმუმ კეთდება ღრძილის მაფორმირებელი, ხოლო თუკი კბილი ესთეტიურ ზონაშია ხდება ორთოპედიული კონსტრუქციის დროებითი ფიქსაცია მეზობელ კბილებზე.

რისკები რომლებიც აქვს მომენტალურ იმპლანტაციას.

სიმართლე, რომ ითქვას მომენტალური იმპლანტაციის დროს რისკები მეტია ვიდრე ორ ეტაპიანი იმპლანტაციისას თუმცა პროცენტულად ეს დიდ სხვაობას არ იძლევა. მეტიც ეს რისკი გამართლებულია, როდესაც გვესაჭიროება მომენტალური მაღალესთეტიური შედეგი. იმპლანტის გამოძევება შესაძლოა გამოიწვიოს მისმა არასაკმარისმა ფიქსაციამ და დროებითი გვირგვინის დამაგრებამ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კბილის ამოღების შემდეგ თუკი არ მოხდება ჭრილობის გაკერვა შესაძლოა მისი დაინფიცირება ნადებით რაც გამოიწვევს პერიიმპლანტიტს.

ამიტომ აუცილებელია ექიმმა სწორად შეაფასოს პირის ღრუს მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთოს იმპლანტი მომენტალურად თუ მოიცადოს შეხორცებამდე.

 

perekrestnyj_prikus_1მსოფლიო მკვლევარების მონაცემების მიხედვით ჯვარედინი თანკბილვა გვხვდება ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების 26%. აღნიშნული პათოლოგიის მქონე ადამიანებს აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი ულამაზო ღიმილის და სახის ასიმეტრიის გამო, თავს არიდებენ გარშემომყოფებთან ურთიერთობას. თუმცა ჯვარედინი თანკბილვა არაა ცხოვრების დასასრული და მისი მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. თუ როგორ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

რას წარმოადგენს ჯვარედინი თანკბილვა?

ჯვარედინი თანკბილვა – არის ტრანსვერსალური ყბა-კბილთა ანომალია, რომლის დროსაც აღინიშნება კბილთა რკალების და/ან ყბების შეთანასოვნების დარღვევა ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ჯვარედინ თანკბილვას არსებობს: ბუკალური, ლინგვალური ან შერეული.

perekrestnyj-prikus-u-rebenkaბუკალური ტიპის დროს (bucca – ნიშნავს ლოყას) დამახასიათებელია ზედა ყბის კბილთა რკალის შევიწროება და/ან ყბის და გაფართოება ქვედა ყბის კბილთა რაკალის და/ან ყბის. ლინგვალურის დროს ყველაფერი პირიქითაა – ზედა საკმაოდ ფართეა ხოლო ქვედა ვიწრო. ბოლო ტიპისთვის კი დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი პათოლოგია. ჯვარედინი თანკბილვის დროს წინა და უკანა კბილების სწორი შეთანასოვნება არ ხდება.

ჯვარედინი თანკბილვის განვითარების მიზეზები

ჯვარედინი თანკვილვა შესაძლოა იყოს, როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი. პირველს ეკუთვნის ანომალიები, რომლებიც გადაეცემა მემკვიდრეობით მშოლებისგან ან ბებია-ბაბუებისგან, ასევე შესაძლოა განვითარდეს ორსულობის რომელიმე ეტაპზე.

შეძენილი პათოლოგია ვითარდება რიგი ტრავმების შედეგად ან არასწორად შეხორცებული მოტეხილობების დროს. არასწორი სუნთქვის და ინფანტილური ყლაპვის დროს; ძილის დროს ბავშვი არასწორი მდებარეობის შედეგად, აგრეთვე რაქიტის და სკოლიოზის დროს.

perekrestnyj-prikus-1საინტერესო ფაქტი: არასწორი აღნაგობის მქონე მქონე ადამიანებში, ჯვარედინი თანკბილვა გვხვდება 1,5 უფრო ხშირად ვიდრე სწორი ხერხემალის მქონე პაციენტებში. 

პათლოგიის განვითარებაში არანაკლებ როლს თამაშობს კბილების უდროოდ დაკარგვა და მათი პათოლოგიური ამოჭრა. ცუდი ჰიგიენა ბავშვებში იწვევს უამრავ პრობლემებს, მათ შორის სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვას და მუდმივი ჩანასახების დაზიანებას. შედეგად კბილთა რკალების ფორმირება ხდება არასწორედ, ირღვევა ყბების ზრდა, რაც იწვევს არასწორ თანკბილვას. კბილების დიდხნიანი ნაკლებობა დიდებშიც იწვევს ტრანვერსალური ანომალიების განვითარებას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია სათანადო ყურადღება მიაქციოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას და დროულად მოახდინოთ ნაკლული კბილების ჩანაცვლება ხელოვნური კონსტრუქციებით.

ჯვარედინი თანკბილვა – მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში

ანომალიის თავიდან აცილებაში გვეხმარება დროული პროფილაქტიკა, მაგრამ რა ვქნათ თუკი ჯვარედინი თანკბილვა უკვე ჩამოყალიბდა? მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოდიკებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: ანომალიის სახეზე, მის ხარისხზე, აგრეთვე პაციენტის ასაკზე. როგორც წესი ჯვარედინი თანკბილვა ყველაზე კარგად მკურნალობას ემორჩილება ბავშვებში.

perekrestnyj-prikusროგორ ხდება ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა ბავშვებში?

თუკი ბავშვს დაუსვეს აღნიშნული დიაგნოზი პირველ რიგში აუცილებელია გამომწვევის მოშორება, ანუ გადააჩვიოთ ბავშვი მავნე ჩვევებს, უყიდოთ მას სწორი მატყუარა და ბოთლი, ასევე ყურადღება მიაქციეთ ეძინოს ერთი და იგივე პოზაში. მოზრდილ ბავშვს აიძულეთ მიიღოს მაგარი საკვები და დიდხანს ღეჭოს დეფორმირებულ მხარეზე. ადრეულ ცალმხრივ ასიმეტრიას შესაძლოა უშველოს კბილების მოქლიბვამაც, მაგრამ მხოლოდ საწყის სტადიებზე.

ყბების არასწორი განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა გამოვასწორდეს დამწოლი ნახვევით ან სასის გამაფართოებლებით. თუმცა აღნიშნული კონსტრუქციები უნდა გამოვიყენოთ განსაკთრებული სიფრთხილით. ზედმეტმა ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ნიკაპის ან სახის საგრძნობი დეფორმაციები. თუკი ჯვარედინი თანკბილვა განვითარდა კბილების ნაადრევი დაკარგვის შედეგად, პირველ რიგში აუცილებელია მათი აღდგენა ხოლო შემდგომ უკვე მკურნალობა.

საინტერესო ფაქტი: სასის გამაფართოებლების გამოყენება შესაძლებელია მოზრდილ ასაკშიც, სასის ნაკერის გაძვალებამდე ანუ დაახლოებით 18-22 წლამდე. უფრო დიდ ასაკში ხდება სასის ნაკერის ქირურგიული გზით გახსნა.

კბილთა რკალების მდებარეობის და ზომების ნორმალიზება სარძევე და ცვლადი თანკბილვის დროს ხდება ფირფიტების და ტრეინერების დახმარებით, ხოლო 12 წლის შემდეგ ბრეკეტებით ან ელაინერებით. მუდმივი თანკბილვის დროს აღნიშნული ანომალიის აღმოსაფხვრელად გამოიყენება სხვა მეთოდები.

ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა დიდებში

დიდებში ჯვარედინი თანკბილვის გასწორებაში გვეხმარება კომბინირებული ორთოდონტიული მკურნალობა, რაც ხშირად მოიცავს ორთოგნათიულ ქირურგიას. თუმცა ოპერაცია ყველა შემთხვევაში საჭირო არაა. მაგალითად კბილთა რკალების დონეზე განვითარებული ანომალიის გამოსწორება შესაძლებელია ბრეკეტებით ან ელაინერებით.

რიგ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება კბილების მჭიდრო დგომა, ხოლო ყბაზე ადგილი არასაკმარისია, ექიმები მიმართავენ კბილების ამოღებას – ძირითადად პრემოლარები (4-5 კბილები) ან სიბრძნის კბილები.

ადამიანებს რომელთაც აღენიშნებათ ყბის ძვლის ანომალიები აგზავნიან ოპერაციაზე. მისი ჩატარება ხდება ზოგადი ნარკოზის ფონზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ქირურგიული ეტაპი არ გამორიცხავს ორთდონტიული კონსტრუქციების ტარებას. ჯვარედინი თანკბილვის დროს პაციენტს მოუწევს ბრეკეტების ტარება ქირურგიულ ჩარევამდე და მერეც.

რას იქნება თუკი ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა არ მოხდება მოზრდილ ასაკში?

ყველაზე საწყისი სტადიაც ადრე თუ გვიან გადადის მძიმეში და იწვევს სამწუხარო და საშიშ შედეგებსაც. ჯვარედინი თანკბილვის მქონე ყველა პაციენტს მიუხედავად ანომალიის ფორმისა, აღენიშნებათ სახის ასიმეტრია. ბუკალური სახეობის მქონე პაციენტებს ყველა ჩამოთვლილი დეფორმაციის გარდა აღენიშნებათ ქვედა ყბის გადიდება, ხოლო ლინგავლურის დროს – ნიკაპის დეფორმაციაც.  რაც შეეხება ანომალიების თანხვედრას, იგი მოიცავს ერთდროულად ყველა ჩამოთვლილ სიმპტომს. ამას გარდა ჯვარედინი თანკბილვის მქონეების გამოცნობა შესაძლებელია ზედა ან ქვედა ტუჩის ჩავარდნით და საუბარში არსებული პრობლემებით.

აღნიშნული პათოლოგია იწვევს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემებს – ირღვევა ღეჭვის და საჭმლის მონელების ფუნქციები, ასევე ჩნდება კუნთების ჰიპერტონუსი, თავის ტკივილები და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ჰიპერტონუსი. ამას გარდა თანკბილვა ადრე თუ გვიან ხდება ტრავმული და აზიანებს პირის ღრუს რბილ ქსოვილებს. გაჩენილ ჭრილობებში ხვდება ბაქტერიები, შედეგად ჩნდება ძლიერი ანთებები და პაროდონტის დაავადებები. ამიტომ ყველაფრის ასე დატოვება არც თუ ისე კარგი იდეაა.

whiteningრომელი გათეთრება ავირჩიო? ამ შეკითხვას სვამს ადამიანი, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს აღნიშნული პროცედურის ჩატარება, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა თუ რომელი მეთოდი გამოიყენოს. პროფესიონალურ სისტემებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს კბილების ლაზერით გათეთრებას. რომლის შესახებაც გიამბობთ ჩვენს სტატიაში.

რა არის ლაზერით გათეთრება?

ლაზერით გათეთრება წარმოადგენს კაბინეტური პროფესიონალური გათეთრების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ კლინიკაში და ტარდება უშუალოდ ექიმის მიერ. ინტერნეტში შესაძლოა უამრავი ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ რომ იგი ძალიან გავს ფოტოგათეთრებას (ე.წ. ზუმ მეთოდს). თავდაპირველად ხდება კბილებზე მათეთრებელი გელის მოთავსება, ხოლო შემდგომ ექიმი ლაზერის სხივის საშუალებით ახდენს მის აქტივაციას. თითოეული კბილი მუშავდება 1-2 წუთის მანძილზე. საშუალოდ მთლიანი პროცედურა მოითხოვს 20 წუთს, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა პროცედურის გამეორება.

img_simpler_iiრითი სჯობს ლაზერით გათეთრება ფოტოგათეთრებას?

კბილების ლაზერით გათეთრების ძირითადი კონკურენტი ფოტოგათეთრებაა. როგორც სახელიდან ჩანს მათი ძირითადი განსხვავება კატალიზატორშია, რომელიც ახდენს მათეთრებელი გელის აქტივაციას. თუკი ლაზერით გათეთრების შემთხვევაში კატალიზატორი არის სტომატოლოგიური ლაზერი, ფოტოგათეთრების შემთხვევაში გელის აქტივაციას იწვევს ჰალოგენური, დიოდური ან ულტრაიისფერი შუქის ლამპა. თუმცა ულტრაიისფერისგან განსხვავებით ლაზერის სხივი არ აცხელებს კბილის ქსოვილებს და გამორიცხავს კბილის ნერვის გადახურების ან დამწვრობის რისკებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია! კბილის ქსოვილები თეთრდება მაგრამ არ ხდება არანაირი ზიანის მიყენება.

რამდენად ეფექტურია ლაზერით გათეთრება?

როცა ვსაუბრობთ გათეთრების ეფექტურობაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა იგულისხმება ამაში. პროფესიონალური ტერმინოლოგიის თანახმად, ნებისმიერი მათეთრებელი ტექნოლოგიის შედეგიანობა გამოიხატება კბილების მაქსიმალურად შესაძლო სითეთრის სწრაფად მიღებაში.

თუკი შევადარებთ ფოტო და ლაზერით გათეთრებას ეს უკანასკნელი მართლაც მოითხოვს შედარებით მცირე დროს. ლაზერით გათეთრების 1 სეანსი საშუალოდ იკავებს 10დან 20 წუთამდე დროს, როცა ფოტოგათეთრებას სჭირდება 1 დან 1,5 საათამდე დრო.

რაც ეხება მაღალ შედეგიანობას, ლაზერით გათეთრება მართლაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაქსიმალური სითეთრე, რადგან ლაზერის გამოსხივებას აქვს მიმართული სხივის ნაკადი, ხოლო ლამპის შუქი იფანტება რაც ანელებს მათეთრებელი გელის მოქმედებას.

უსაფრთხოა თუ არა ლაზერით გათეთრება?

ლაზერი ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ინტენსივობის და მოქმედების ხანგრძლივობის მაქსიმალურად ზუსტი პარამეტრები ე.ი. მთელი პროცესი ხდება კონტროლირებადი. ამიტომაც ლაზერით გათეთრება ითვლება საუკეთესო მეთოდად.

როგორც ზევით ავღნიშნეთ, ლაზერის სხივი, ლამპის შუქისგან განსხვავებით მოქმედებს ლოკალურად და იმპულსურად, შედეგად სრულიად გამორიცხულია ღრძილების თერმული დამწვრობა ან რაიმე სხვა დისკომფორტის გამოვლინება.

როგორც ცნობილია, ოფისში გათეთრების დროს ხდება მაქსიმალურად მაღალი კონცენტრაციის გელების გამოყენება. ლაზერი საშუალებას იძლევა მინიმალური კონცენტრაციით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თან ამასთან გელს საშუალება აქვს ღრმად შეაღწიოს დენტინში.

როგორია ლაზერით გათეთრების ჩვენებები და უკუჩვენებები?

ლაზერით, როგორც სხვა ნებისმიერი მეთოდით გათეთრების ჩვენება კბილების არაესთეტიური შეფერილობაა, მათ შორის ყვითელი ფერი. საქმე იმაშია, რომ კბილის მინანქარი საკმაოდ გამჭვირვალე ქსოვილია, მასში გამოსჭვივის გაცილებით მუქი ფერის ღრმად მდებარე ქსოვილი დენტინი. ლაზერით გათეთრება, როგორც სხვა სისტემები მიმართულია დენტინის გაუფეროვნებაზე. ამ ქსოვილის დეპიგმენტაცია არ არის მავნე პროცედურა, თუმცა მის დაწყებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ რომ არ გვაქ უკუჩვენებები.

ლაზერით გათეთრების აბსოლუტური უკუჩვენებაა

  • 16 წლამდე ასაკი;
  • ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება;
  • ალერგია გელის შემადგენელ კომპონენტებზე.

არსებობს აგერთვე შედარებითი უკუჩვენებები. მათ შორისაა მაგალითად ძალზედ გამჭვირვალე კბილები. მათი გათეთრება საკმაოდ რთულია, რადგან იძლევიან მოსერო შეფერილობას. ასევე არსებობს ისეთი დაავადება როგორიცაა ფლუოროზი, რომლის დროსაც კბილების გათეთრება თითქმის შეუძლებელია.

მავნეა თუ არა ლაზერით გათეთრება?

ლაზერით გათეთრების შესახებ გამოხმაურებების წაკითხვის დროს ხშირად შეხვდებით პაციენტების შეკითხვებს გათეთრების მავნებლობაზე. დღეისათვის თამამად შეიძება ითქვას, რომ საჭირო მომზადების, უკუჩვენებების არ არსებობის და ექიმის მიერ ყველა საჭირო წესების დაცვის შემდეგ ლაზერით გათეთრება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. იგი არანაირად არ აზიანებს კბილის მინანქარს. პირიქით ლაზერით გათეთრების შემდეგ კბილის მინანქარი ხდება 35% უფრო კომპაქტური და ეს ფაქტი მეცნიერულადაა დამტკიცებული.

თუმცა დარწმუნებული რომ იყოთ და თავიდან აირიდოთ უსიამოვნო შეგრძნებები, რეკომენდებულია მოსამზადებელ ეტაპზე გაიაროთ რემინერალიზაციური თერაპია, ხოლო თუკი ამჩნევთ კბილების მგრძნობელობის პერიოდულ მომატებას გამოიყენოთ სპეციალური დესენსიტაიზერი გელები.