Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ქირურგია’ Category

shutterstock_81556129_1300სარძევე კბილის ექსტრაქცია – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლებისათვის. ალბათ ბევრს ახსოვს ეს “საშიში და ბარბაროსული” პროცედურა. დღეისათვის თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში შეგიძლიათ კბილი ამოიღოთ მყუდრო გარემოში ანიმაციური ფილმების ფონზე. მაგრამ, მიუხედავად კომფორტული პირობებისა სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება არ ღირს. თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ სარძევე კბილები ამაზე გვექნება დღეს საუბარი.


რატომაა მნიშვნელოვანი სარძევე კბილები?

დაახლოებით 3 წლის ასაკისათვის ბავშვს ეწყება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, რაც შემდგომ იწვევს კბილების მორყევას და ამოვარდნას. ამგვარად სარძევე თანკბილვა იცვლება მუდმივით. ეს კბილების ცვლის ბუნებრივი პროცესია, რომელიც ძირითადად გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. სარძევე კბილების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია – ისინი ეხმარებიან მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრაში. აგრეთვე ხელს უწყობენ ყბის ძვლების ზრდა-განვითარებას.

nado_li_lechit_molochnie_zubi_02რა საფრთხეების შემცველია სარძევე კბილების ამოღება?

სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვათ ითვლება, როდესაც მუდმივი კბილის ამოსვლამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი. თუკი ბავშვმა დაკარგა კბილი დროზე ადრე, მისი “მეზობელი” კბილები ცდილობენ დაიკავონ ცარიელი ადგილი. შედეგად მუდმივი კბილები ამოდის ქაოტურად, რაც მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას და ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობას. კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი – ყბის განვითარების ტემპის დაკლება, რაც ასევე იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციას – კბილებს არ ჰყოფნით ადგილი და ამოდიან ერთმანეთზე “გადამჯდარები”. ამიტომ სარძევე კბილის ექსტრაქცია – არის პროცედურა, რომელსაც გამოცდილი სტომატოლოგები ატარებენ ძალზედ იშვიათად და გარკვეული ჩვენებიბის მიხედვით.


რა ვქნათ თუკი მოგვიწია რამოდენიმე სარძევე კბილის ამოღება?

47d56af4e6c8თუკი სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება აუცილებელი გახდა საჭიროა ხელოვნური კონსტრუქციების დამზადება. ყველაზე ხშირად ეს გახლავთ მოსახსნელი ფირფიტები ხელოვნური კბილებით. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს კბილთა რკალში კბილების გადანაცვლება და მუდმივი კბილები ამოვიდნენ მათთვის განსაზღვრულ ადგილზე.

როდისაა აუცილებელი სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება)?

არის სიტუაციები, როდესაც სარძევე კბილის ამოღება აუცილებელია. ამისათვის არსებობს ნაწილობრივი და აბსოლუტური ჩვენებები. აბსოლუტურ ჩვენებებს ეკუთვნის lechenie molochnyix zubov_2შემდგომი შემთხვევები:

  • სარძევე კბილი იმდენადაა დაშლილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია;
  • ისეთი კბილის არსებობა, რომლის მკურნალობაც ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია;
  • მუდმივი კბილი ჩანს, ხოლო სარძევე არც კი ინძრევა;
  • ფესვის მწვერვალზე ცისტის არსებობა;
  • ღრძილზე ხვრელარხის არსებობა;
  • მძიმე ფორმის პერიოდონტიტი ან პულპიტი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება მუდმივი კბილის ჩანასახს;
  • სარძევე კბილის ფესვების გაწოვა მიდის შენელებულად, რაც ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას.

აბსოლუტური ჩვენებების გარდა არსებობს ნაწილობრივი ჩვენებები. ყველა გავრცელებული ჩვენებაა: სარძევე კბილი ირყევა მაგრამ არ ძვრება, ან მოძრავი კბილი ქმნის დისკომფორტს, ახდენს ღრძილის ანთების პროვოცირებას რის გამოც ბავშვს საკვების მიღებისას აღენიშნება ტკივილი. ასეთ შემთხვევებში არ ღირს დაცდა თუ როდის მოძვრება კბილი, სჯობს მიმართოთ სპეციალისტს. ნაწილობრივ ჩვენებებს ასევე მიეკუთვნება კბილის მოტეხილობა, udalenie-molochnyh-zubov4ქრონიკული პერიოდონტიტი ან პულპიტი.

სარძევე კბილები რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვთ ზრდასრულებსაც. თუკი არსებობს მუდმივი კბილის ჩანასახი სჯობს დაფიქრდეთ მის ამოღებაზე და მუდმივი კბილის “გამოქაჩვაზე”.


რა სპეციფიკა აქვს სარძევე კბილის ამოღებას?

სარძევე კბილის ამოღება საჭიროებს გარკვეულ სიფრთხილეს და ცოდნას, რადგან ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რაც განპირობებულია სარძევე კბილების აგებულებით. მათ აქვთ თხელი ალვეოლური კედლები, საკმაოდ თხელი და ამავდროულად გრძელი ფესვები ვიდრე მუდმივ კბილებს. თუკი სარძევე კბილი ირყევა შესაძლებელია მისი აპლიკაციური ანესთეზიით (გელით ან სპრეით) ამოღება, სხვა შემთხვევებში უკვე აუცილებელი ხდება ნემსის გაკეთება, თუმცა მას აუცილებლად წინ აპლიკაცია უკეთდება.

როგორ ამოვიღოთ კბილი და არ მოვახდინოთ ბავშვის ფსიქიკის ტრავმირება? 

როგორ ამოუღოთ სარძევე კბილი ბავშვს, რომელიც ტირის და გვეწინააღმდეგება – ძალზედ აქტუალური პრობლემაა. აქ shutterstock_158016329_1300ძალზედ ბევრია დამოკიდებული ექიმის პროფესიონალიზმზე და მშობლების განწყობაზე. კარგი სპეციალისტი ამოიღებს კბილს სწრაფად და უმტკივნეულოდ. მშობლების ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად არ უნდა ეშინოდეთ და არ იყონ ოხვრაში და ვაი-ვიშის ძახებაში. თქვენი ზედმეტი ნერვიულობა ბავშვს უფრო ძაბავს და აფიქრებინებს, რომ რაღაც საშიშთან აქვს საქმე. მიეცით სხვა ბავშვების მაგალითი ან წაახალისეთ მისი სიმამაცე და გამბედაობა. რაც მთავარია ნუ მოატყვილებთ, ტყუილი ყველაზე ცუდი მეგობარია. აუხსენით განუმარტეთ ყველა მოსალოდნელი პროცედურა, თუ საჭიროა დაასწარით სხვა მამაცი და გაბედული ბავშვების თანატოლების მკურნალობას. 

სარძევე კბილები ასრულებენ მნიშვნელოვან, როლს მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებაში, მათზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების ჯანმრთელობა. ამიტომ მათი ნაადრევი ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მხოლოდ მშობელს შეუძლია დაიცვას მისი პირმშო ასეთი მანიპულაციებისგან, რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტებით და ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლით.

Read Full Post »

aq300თუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

Aquapick main 4 girl_textსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

17ირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

AQ300_1აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Read Full Post »

დეზინფექციადეზინფექცია – დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოცილების პროცესი დაბინძურებული ინსტრუმენტებიდან, ტანსაცმლიდან, ახლომყოფი საგნებიდან – მათზე მადეზინფიცირებელი საშუალებების ფიზიკური ან ქიმიური ზემოქმედებით

დეზინფექციას უნდა დაექვემდებაროს ყველაფერი რასაც არ აქვს შეხება ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან.

ის საგნები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ მანიპულაციების დროს ექვემდებარება სტერილიზაციის წინა დეზინფექციას. 388387_321456564550114_349761514_n (1)სტერილიზაცია –  ყველა სახის მიკროორგანიზმის განადგურების პროცესი, მათ შორის სპორების სითბოს, გამოსხივების, ქიმიური ნივთიერებებით ზემოქმედების ან ფილტრაციით. სტერილიზაციას ექვემდებარება ყველა საგანი რომელსაც შეხება აქვს ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, ასევე ცალკეული სამედიცინო ინსტრუმენტები, რომელთაც შეხება აქვთ ლორწოვან გარსთან და შეუძლიათ გამოიწვიონ მისი დაზიანება. დეზინფექციის და სტერილიზაციის შესახებ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი. ათასწლეულები სტერილიზაციის მიზნით იხმარებოდა ვერცხლი, საკვების შესანახად, ან ხდებოდა მასში განბანვა, დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო პირველი ნაბიჯები ამ საგნის ამოცნობაში.

დღეისათვის მედიცინა – არის მეცნიერება, რომელმაც შეაბიჯა მიკრობიოლოგიასა და გენეტიკაში და შეუძლია ახსნას მრავალი ანთებითი პროცესის ინფექციური ხასითი.

microbes-Science-Clarifiedდღეისათვის შესაძლებელია დაავადებების დაყოფა მათი გამომწვევების მიხედვით. მიკროორგანიზმების ცხოვრების ციკლის შესწავლამ გამოავლინა მათი განსაკუთრებული მდგომარეობა, მათი ადაპტაციის უნარი ამა თუ იმ ცხოვრების პირობებისადმი – სპორები (მიკროორგანიზმების მდგომარეობა, როდესაც ისინი იმყოფებიან სპეციალურ გარსში, რაც იცავს მათ გარეშე აგრესიული ფაქტორებისგან). აი ამ ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიკრობიოლოგია იძლევა რეკომენდაციებს მათი გაუნებელყოფის შესახებ. ეს სტერილიზაციის და დეზინფექციის სხვადასხვა მეთოდებია.

დეზინფექცია გამოიყენება, იმ შემთხვევებში, როდესაც არის აუცილებლობა დაბინძურებული ზედაპირების გაწმენდისა, რომელთა სტერილიზაცია შეუძლებელია ესენია: ხელები, იატაკი, კედლები, სხვადასხვა დანადგარები). მაგრამ გარანტია იმისა, რომ სრულად მოხდა ინფექციის გამომწვევის გაუნებელყოფა არ არსებობს, ამიტომ ყველა ინსტრუმენტის თუ დანადგარის, რომელსაც აქვს უშუალო კონტაქტი და მონაწილეობს ინვაზიურ ჩარევაში უნდა მოხდეს სტერილიზაცია.

არსებობს სტერილიზაციის სამი სახეობა

  1. ორთქლის მეთოდი (წყლით გაჯერებული ორთქლი გარკვეული წნევის ქვეშ)dac_sirona (1)

მეთოდის განსახორციელებლად გამოიყენება ავტოკლავი.

  1. სტერილიზაციის აეროვანი მეთოდი (მშრალი ცხელი ჰაერი)

გამოიყენება მშრალი სიცხის კარადა

  1. ქიმიური მეთოდი (ქიმიური ხსნარები)

გამოიყენება ქიმიური დეზინფექტანტები

  1. ორთქლის მეთოდი

ტემპერატურა 121-134 გრადუსი

წნევა 1.1.-2.0 ბარელი

დრო 5-20 წუთი

მთლიანი ციკლი 6-30 წუთიpol_pl_Mikrozid-AF-liquid-1-L-bez-spryskiwacza--64_2

სტერილდება ლითონი, შუშა, ტექსტილი, რეზინი, ლატექსი, პოლივინილქლორიდი

მასტერილიზებელი აგენტი ორთქლი, ტემპერატურა, წნევა.

უპირატესობა

მთლიანი მოკლე ციკლი

შესაძლოა თერმომგრძნობიარე საგნების სტერილიზაცია

სხვადასხვა სახის შეფუთვების გამოყენება

ნაკლი

დანადგარის მაღალი ფასი

  1. აეროვანი

ტემპერატურა 160-180 გრადუსი

დრო 30 წუთი252-stomatology-banner2

მთლიანი ციკლი 75-120 წუთი

სტერილდება ლითონი, შუშა,

მასტერილიზებელი აგენტი ტემპერატურა.

უპირატესობა

მოწყობილობის დაბალი ფასი

ნაკლიSirona22188

გრძელი ციკლი

მაღალი ტემპერატურით ინსტრუმენტების დაზიანების ალბათობ

შეზღუდული გამოყენება

ზემოქმედება მხოლოდ ტემპერატურით

მაღალი ენერგო ხარჯი

  1. ქიმიური

ტემპერატურა 18-50 გრადუსი

დრო 240-300 წუთი

სტერილდება ლითონი, შუშა, პილიმერი, რეზინა.

მასტერილიზებელი აგენტი წყალბადის ზეჟანგი, დეზოქსონი, ქიმიური ნივთიერება.

უპირატესობა

არ არის საჭირო სპეციალური მოწყობილობა

ნაკლი

ძალზედ ხანგრძლივი ციკლი როგორც ხედავთ დიდი უპირატესობით გამოირჩევა ავტოკლავირების ანუ ორთქლით სტერილიზაციის მეთოდი.

ჩვენს კლინიკაში ტარდება სრულყოფილი დეზინფექცია და სტერილიზაცია ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. დეზინფექციისათვის ვიყენებთ გერმანული კომპანია შულკეს სადეზინფექციო საშუალებებს. ხოლო სტერილიზაცია ხდება ავტოკლავირებით.

Read Full Post »

სირონა, ავტოკლავისიამაყით გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი აპარატი DAC Universal- ბუნიკების სტერილიზატორი. აპარატი 12 წუთში რეცხავს, ზეთავს და ასტერილებს ბუნიკებს.

მთლიანად ავტომატური ავტოკლავების ახალი თაობის წარმომადგენელი: გერმანული კომპანია Sirona ავტოკლავი DAC Universal. ყოველდღიურად ჰიგიენის და სტერილიზაციის მოთხოვნები უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ვზრუნავთ რა საკუთარ მომხმარებლებზე გამუდმებით ვართ სიახლის ძიებაში. მრავალფუნქციური სტომატოლოგიური აპარატი, რომელიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ისეთი პროცედურებისთვის, როგორიცაა ავტომატური dac_sironaგავლება, წნევით რეცხვა, დაზეთვა და სტერილიზაცია. აღნიშნული აპარატი მთლიანად აკმაყოფილებს “S” კლასის მოწყობილობების სტანდარტებს EN 13060.
სტერილიზაციის, დაზეთვის და გაშრობის ყველა ამოცანას აღნიშნული აპარატი ასრულებს ავტომატურ რეჟიმში, საიმედოდ და ინსტრუმენტების დაზიანების გარეშე.

უნივერსალურობა:
• სტომატოლოგიური ბუნიკების სტერილიზაცია, როგორც გარედან ასევე შიგნით, წყლის მილაკების ჩათვლით.
• სტერილიზაცია 134 გრადუსზე
• წინასწარი გაშრობა

უსაფრთხოება:
• სტერილიზაციის ყველა ეტაპის ავტომატური გავლა, რასაც ნოლზე დაჰყავს ადამიანის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა.
• უმაღლესი საიმედობა, რაც უზრუნველყოფს, როგორც პაციენტების ასევე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას.
• უკუ ჭავლის ტექნოლოგიის გამოყენებით, გაჯერებული ორთქლი გადის ინსტრუმენტებში ასტერილებს რა, როგორც Sirona22188შიდა მილებს ასევე გარეთა ზედაპირებს. შედეგად ჯვარედინი დაინფიცირების რისკი ფაქტიურად ნოლი ტოლია

 

 

 

 

 

 

 

Read Full Post »

ლაზერიუკვე საუკუნეებია რაც ადამიანი იყენებს სინათლეს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მიზნებით.  პრაქტიკულ მედიცინაში მზის გამოსხივების და  სპეციალური ულტრა-იისფერი სხივების მიზანმიმართლი შუქი ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

პრინციპულად ახალი სხივით თერაპიის ხანა დაკავშირებულია ლაზერის გამოგონებასთან. ლაზერი – ბუნებაში ანალოგის არ მქონე გამოსხივება. სიტყვა Laser იშიფრება, როგორც light amplification by stimulated emission of radiatiоn, რაც პირდაპირ ითარგმნება «სინათლის გაძლიერება იძულებული გამოსხივების მეშვეობით». მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის ტუმბვის ენერგიას კოჰერენტულ, მონოქრომატულ, პოლარიზებულ და მიმართულ სინათლის სხივად.

“ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” გთავაზობთ სიახლეს. მკურნალობის განსხვავებულ კონცეფციას ლაზერით.

დიოდური ლაზერიიტალიური კომპანია LAMBDA Scientifica, მსოფლიო ლიდერი  ლაზერის წარმოებაში.  სტომატოლოგიური ლაზერის Doctor Smile Simpler დახვეწილი, განახლებული მოდელი გამოირჩევა რიგი უპირატესობებით.

მისი გამოყენების სიმარტივე, სტომატოლოგს საშუალებას აძლევს განახორციელოს მკურნალობა სპეციალური მომზადების გარეშე. მონიტორის სენსორულ ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შესაძლოა გამოყენების სასურველი არეალის არჩევა.

  • ქირურგია
  • პაროდონტოლოგია
  • ენდოდონტია
  • თერაპია
  • გათეთრება

სტომატოლოგიური ლაზერი Simpler იყენებს კონფიგურაცია T.O.P. (TISSUE OPTIMIZED PULSING – სხვადასხვა ქსოვილის მიხედვით ოპტიმიზირებული იმპულსი). იგი იძლევა 4 ქირურგიული პროგრამის არჩევის საშუალებას:

  • გრანულაციური ქსოვილი
  • ჯანმრთელი ქსოვილი
  • ფიბროზული ქსოვილი
  • კოაგულაცია

ლაზერი სტომატოლოგიაშისტომატოლოგმა საკმარისია აირჩიოს გამოყენების სასურველი არეალი, განსაზღვროს ქსოვილის ტიპი და აწარმოოს მკურნალობა უსისხლოდ, უმტკივნეულოდ, მაქსიმალურად სწრაფად და რეგენერაციის (აღდგენის) მაქსიმალური ტემპებით.

სტომატოლოგიური დიოდური ლაზერი  Simpler აღჭურვილია ინოვაციური პროგრამით  NaWiGo. ეს სანავიგაციო სისტემა იძლევა სრულ ინფორმაციას თითოეულ პროგრამაზე ყველა პარამეტრით და კლინიკური ინფორმაციით, რაც თავის მხრივ უფრო ეფექტურს ხდის სტომატოლოგის მუშაობას და მეტად კომფორტულს ქმნის მკურნალობის პროცესს პაციენტისთვის.

Read Full Post »

პროფწმენდა

კომფორტული SPA პროცედურები ყვითელი პიგმენტური ნადების, ღრძილზედა და ღრძილქვეშა კბილის ქვების მოსაშორებლად

რატომ 

 

 

 

 

 

პროფესიონალური ჰიგიენის

პროცედურა აუცილებელია კბილების ბუნებრივი სითეთრის და სილამაზის შესანარჩუნებლად, უსიამოვნო სუნის და ღრძილებიდან სისხლდენის აღმოსაფხვრელად. მოგეხმარებათ დიდი ხნით შეინარჩუნოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა. ასევე აუცილებელია მისი ჩატარება ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის წინ. თუკი გავიწყდებათ კბილების გამოხეხვა ჩნდება ე.წ. კბილის ბალთა, რომელზედ დროთა განმავლობაში გროვდება კბილის ნადები, იგი ვრცელდება კბილის ყველა ზედაპირზე. ამის შემდგომ პირის ღრუში ყალიბდება სპეციალური მიკროფლორა, რაც იწვევს ნადების მინერალიზაციას. ასე წარმოიქმნება კბილის ქვა.

რითია საშიში კბილის ქვა?

განარჩევენ კბილის ქვის ორ სახეობას – ღრძილზედა და ღრძილქვეშა. ღრძილზედა ქვა აზიანებს კბილ-ღრძილოვან შეერთებას, შედეგად ქვა ყალიბდება უკვე ღრძილქვეშ. დროის განმავლობაში ქვა იზრდება შიგნით, მიყვება რა კბილის ფესვს, აზიანებს იოგებს და ყბის ძვალს. საბოლოოდ ყალიბდება პათოლოგიური ჯიბე, რაც თავის მხრივ იწვევს პაროდონტის დაავადებას.

როგორ ტარდება პროცედურა

  • კბილის ქვის მოშორება ხდება
    ულტრაბგერითი აპარატით, ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა ასევე ღრძილქვეშა ქვებს.
  • კბილების წმენდა Air-Flow სისტემით
    ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ანუ კვებით საღებავებს (ჩაი ყავა), ასევე ე.წ. „მწეველის ნადებს“. წნევის ქვეშ ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნის საკმაოდ აბრაზიულ ჭავლს. ფხვნილის წვრილდისპერსული მარცვლები ყოველგვარი ზიანისა და მინანქრის ტრავმირების გარეშე ძალიან მარტივად აშორებს ნადებს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.
  • რთულად მისადგომი ადგილებიდან ქვების ფაქიზი მოშორება ყველაზე წვრილი ინსტრუმენტების დახმარებით.

რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკა

  • არაუმეტეს 1-2 ჯერ თვეში, იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად (მსუბუქი წმენდა სპეციალური საპრიალებელი ჯაგრისებით).
  • 3 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას.
  • ტრიმესტრში ერთხელ – ფეხმძიმე დედებისთვის (ულტრაბგერითი სკალერის გარეშე)
  • წელიწადში ორჯერ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
  • “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად შეადგენს თქვენთვის საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიებების გრაფიკს, აგრეთვე გასწავლით თუ როგორ მოუაროთ კბილებს სახლის პირობებში.

Read Full Post »

კბილების ხეხვა

ერთი შეხედვით რა უნდა იყოს კბილების გახეხვაზე ადვილი? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე და ეგაა. მაგრამ არა, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა. ამიტომ კბილების გამოხეხვა – ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ სწავლებას.

მხოლოდ პერსონალური, ინდივიდუალური მიდგომა და ცოდნა, რომელსაც ფლობენ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ დაგეხმარებათ შეცვალოთ ჰიგიენის ჩვევები და უზრუნველყოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

  • კბილების წმენდის ინოვაციური ტექნიკის შესწავლა.
  • სახლის პირობებში გამოსაყენებელი ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
  • რეკომენდაციები ჯენმრთელობის, სითეთრის და სიქათქათის შესანარჩუნებლად

თეორია

გაიცანით, კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი. ამიტომ გონიერი სტომატოლოგები ნებისმიერ თემაზე საუბარს იწყებენ შეკითხვით:  „აბა, როგორ იხეხავთ კბილებს?“

ნადები, კბილები

ფაქტია!

კბილების პროფესიონალური წმენდა წელიწადში ორჯერ ამცირებს ღრძილების დაავადების რისკს 80%, კარიესს – 60%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაგრისებზე

ფიქრობთ, რომ მაგარი ჯაგრისი უკეთ აშორებს ნადებს?

მაგარი ჯაგრისი

  • მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადილებში. მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დატანებაც სახიფათოა!
  • კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები რბილია. არ არის საჭირო მისი გამოფხეკა! უკიდურეს შემთხვევაში  მისი მოშორება შესაძლებელია რბილი ქსოვილითაც.ჯაგრულები
  • რბილი ჯაგრისიც მცირე ზემოქმედებით მშვენივრად ედება არასწორ ზედაპირს.
  • ჯაგრულების სისქე – 0,1 მმ!
  • 10 ჯერ მეტი ჯაგრულები ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით!კბილის ჯაგრისი

კბილების ხეხვის ხელოვნება

  • ჯაგრულები განათავსეთ 45კუთხით
  • 50% ჯაგრისის ზედაპირი – ღრძილის მიდამოში
  • 50% კბილის ზედაპირზეხეხვა

რბილი ჯაგრისები – ღრმა და ფაქიზი წმენდა მგრძნობიარე ღრძილის კიდეების, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

ტექნიკა სოლო – ყველა კბილის ინდივიდუალური წმენდა

  • ყოველი კბილი იწმინდება სათითაოდ
  • კბილის ნადები სრული კონტროლი
  • იდეალურია შემდეგ ადგილებში გამოსაყენებლად: იმპლანტების გარშემო, უკანა კბილებზე, ცალკე მდგომი კბილების, ბრეკეტები და ორთოპედიული კონსტრუქციების (ატაჩმენების) გარშემო.სოლო კბილის ჯაგრისი

კბილთაშუა სივრცეების წმენდა

  • სწორად შერჩეული კბილთაშუა ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილის ნადების სრულ კონტროლს კბილთაშუა სივრცეებშიკბილთაშუა ჯაგრისი

arc7-8ენის წმენდა

  • ენის ზედაპირზე არსებულ ნაოჭებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.
  • გამოიყენეთ ენის საწმენდები ენის ზედაპირიდან საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.arc11111

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »