Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for the ‘სხვადასხვა’ Category

კისტა ბერძნული სიტყვაა და ბუშტს ნიშნავს. ოდონტოგენური კისტა ყბების ძვლის სისქეში კბილებთან კონტაქტში წარმოქმნილი საკუთარი გარსისა  და თხევადი შიგთავსის შემცველი ღრუა. არჩევენ ფესვოვან (რადიკულურ) და გვირგვინოვან (ფოლიკულურ) კისტას.

ფესვოვანი კისტა წარმოიქმნება გრანულომის ეპითელისაგან კისტას აქვს გარსი, რომლის გარეთა შრე წარმოდგენილია მკვრივი ფიბროზული შემაერთებელი

ქსოვილით, ხოლო შიგნითა – მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელით (პირის ღრუს ლორწოიანის ეპითელის მსგავსი)

ფესვოვანი კისტა იზრდება ნელა და უმტკივნეულოდ. იგი შეიძლება შემთხვევით იქნეს აღმოჩენილი რენტგენოგრამაზე. ავადმყოფი მას შეამჩნევს, როდესაც იგი

გამობერავს ყბის ძვალს ან კისტის შიგთავსის დაჩირქების შემთხვევაში. ქვედა ყბაზე ძვალი გამოიბერება ვესტიბულარული მხრიდან, ზედა ყბაზე, როგორც ვესტიბულარული ისე სასის მხრიდან. პალპაციით შესიება მკვრივია, უმტკივნეულო. ლორწოვანი გარსი ამ არეში უცვლელი. კისტის ზრდასთან ერთად მისი კედელი თხელდება. თუ ძვლოვანი კედელი მთლიანად გაიწოვა, შეიგრძნობა ფლუქტუაცია. ზედა ყბის კისტა ზრდის დროს შეიძლება გავრცელდეს ზედა ყბის წიაღში და მთლიანად ამოივსოს იგი, რის გამოც გაურთულებლობის შემთხვევაში მისი გამოცნობა დიდხანს არ ხერხდება.

კისტის შიგთავსის დაჩირქების შემთხვევაში ლორწოვანი გარსი ხდება ჰიპერემიული, ვლინდება ტკივილები, მატულობს სხეულის ტემპერატურა, შეიძლება განვითარდეს ოსტეომიელიტური პროცესი, ფლეგმონა, ძალზე იშვიათად – პათოლოგიური მოტეხილობა.

დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. რენტგენოგრამაზე ფესვოვანი კისტა არის კბილის ფესვთან მიმდებარე ძვლის მრგვალი ან ოვალური დეფექტი, მკაფიოდ შემოფარგლული თანაბარი კონტურებით. „მიზეზობრივი“ კბილის ელექტროაგზნებადობა არ არსებობს, მიმდებარე კბილების – დაქვეითებულია.

მკურნალობა ქირურგიულია.

ფოლიკულური კისტა ყბების კისტების 4-6%-ს შეადგენს. მისთვის დამახასიათებელია კისტის სანათურში რუდიმენტული ან უკვე ფორმირებული კბილის ან მისი გვირგვინის არსებობა. მისი წარმოშობის მიზეზი შესაძლოა იყოს ქრონიკული ანთებითი პროცესი სარძევე კბილების პერიაპიკულ ქსოვილებში ან კბილწარმომქმნელი ეპითელის მანკოვანი განვითარება. ფოლიკულური კისტის კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკის მეთოდები თითქმის არ განსხვავდება ფესვოვანი კისტისგან.

ფესვოვანი კისტისაგან განსხვავებით ფოლიკულური კისტა უფრო ხშირად გვხვდება ქვედა ყბაზე, უფრო ხშირად სხეულის ან კუთხის არეში, ძირითადად ახალგაზრდებში.

მკურნალობა ქირურგიულია.

Read Full Post »

ცირკონის დიოქსიდი (ZrO2 ) – თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მასალაა. ცირკონის დიოქსიდი იხმარება კოსმონავტიკაში, მედიცინაში და რა თქმა უნდა სტომატოლოგიაში. ცირკონის დიოქსიდს ახასიათებს მაღალი გამძლეობა და შეთავსება.

მაღალი სიმტკიცე, ესთეტიურობა და ბიოშეთავსება ცირკონის დიოქსიდს ხდის პროთეზირებისათვის საუკეთესო მასალად. დამზადების ეს ახალი ტექნოლოგია ევროპიდან შემოვიდა.

გვირგვინების დამზადებისას ცირკონის დიოქსიდის თეთრი კარკასი იფარება ფაიფურით, შედეგად მიიღება მაღალი ესთეტიური მახასიათებლების მქონე კბილები.

ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინების ძირითადი პლუსებია:

  • ბიოშეთავსება – არ აღიზიანებს ღრძილს.
  • არა ალერგიულობა.
  • ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინი გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით.
  • ღრძილთან არ შეიმჩნევა მუქი ფერის ლითონის კიდე, რადგან აღნიშნულ კონსტრუქციაში ლითონი საერთოდ არ ფიგურირებს.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“, მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, თავის პაციენტებს სთავაზობს ყველაზე პროგრესულ მიღწევებს კბილების პროთეზირებაში. ულითონო ფაიფურის და ცირკონის დიოქსიდის წყალობით,  შესაძლო გახდა პაციენტების ყველა თხოვნის ასრულება:

  • უსაფრთხოება.
  • სიმტკიცე.
  • ესთეტიურობა.

რითი სჯობს ცირკონის დიოქსოდზე დამზადებული გვირგვინები ლითონ ფაიფურისას?

როგორც ცნობილია: ცირკონის დიოქსიდის მაღალი ესთეტიურობა, სიმტკიცე და  ბიოშეთავსება, მას იდეალურ მასალად ხდის წინა და საღეჭი კბილების პროთეზირებისათვის.  ეს უახლესი ტექნოლოგიაა.

ცირკონის დიოქსიდი გამოიყენება: ერთეული გვირგვინების, ხიდისებრი კონსტრუქციების, ვინირების დასამზადებლად, ასევე იმპლანტებზე პროთეზირებისას.

ცირკონის დიოქსიდი სანდო, ინოვაციური და ეფექტური მასალაა, გამოყენების ფართო სპექტრით, რომელიც დადებითად აღიქმება პაციენტების მხრიდან.

ცირკონის გვირგვინები და პროთეზები მზადდება CAD/CAM(Computer Assisted Design/Computer Aided Manufacturing) ტექნოლოგიით – კბილების მოდელირებიდან კარკასის დამზადებამდე სრული კომპიუტერიზირებული პროცესი. გვირგვინების დამზადების სრული ავტომატიზაცია გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას.

Read Full Post »

1995-2000 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.

 2001-2002 დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი რეზიდენტურის სრული კურსი თერაპიულ სტომატოლოგიაში.

 Georgian Stomatological Associacion’s International Congress. July 6-8, 2006.

 Georgian Stomatological Associacion’s International Congress. July 6-8, 2007.

 “Modern Technologies in Endodontic Treatment”. Dr. N. Batiukov, Russia, 4-5 December, 2009.

 “Endodontics made easy… with Instrumets and Solutions!” Prof. Frederic Bohin. 11 May 2010.

 „ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია“. პროფ. თ. შიშნიაშვილი 04.06 – 04.09 2010.

 “Применение Лазерных технологии в стоматологии”. Проф. И. Мазур и Доц. Е. Ступницкая, 12 Май 2010

 Georgian Stomatological Associacion’s International Congress. July 6-8, 2010.

 „პაციენტის ნდობის მოპოვების ხელოვნება“. ფსიქოლოგი ნ. ჩაჩუა 2011- 13 თებერვალი.

Read Full Post »

სამწვერა (ტრიგემინული) ნერვის ნევრალგია მედიცინაში უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის შესახებ ცნობები მოიპოვება გალენი (ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნე) და ავიცენას (ჩვენი წელთაღრიცხვის X-XI საუკუნე) შრომებში.

ტრიგემინულ ნევრალგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნერვული სისტემის დაავადებებს შორის. სიხშირით იგი მხოლოდ იშიაზს ჩამორჩება. ჭეშმარიტი ნევრალგიით ყველაზე ხშირად ზიანდება სამწვერა ნერვი, იშვიათად ენა-ხახის და უფრო იშვიათად სხვა ნერვები. ტრიგემინული ნევრალგია უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულ ასაკში 50-70 წლამდე.

სამწვერა ნერვის ნევრალგიისათვის დამახასიათებელია მკვეთრი შეტევითი ტკივილები, რომლებიც გრძელდებიან უფრო ხშირად რამდენიმე წამიდან 2-3 წუთამდე. შეტევებს შორის პერიოდში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღინიშნება ნათელი პერიოდები (რემისია), როდესაც ავადმყოფი არავითარ ტკივილს არ გრძნობს. შეტევების სიხშირე არაერთგვაროვანია. ზოგ ავადმყოფში იშვიათია, სხვაში – რამდენიმე შეტევა დღეში, ზოგიერთში კი განუწყვეტელი. ღამით ტკივილები არ აღინიშნება, თუმცა არის ერთი უიშვიათესი ფორმა, როდესაც შეტევითი ტკივილები მხოლოდ ღამით ვითარდებიან და მას ღამის ნევრალგიას უწოდებენ.

ტკივილები ზოგჯერ წარმოიქმნებიან სპონტანურად, უმიზეზოდ, სხვებში კი – რაიმე გამღიზიანებელი ფაქტორის გავლენით: შეხება, ლაპარაკი, საკვების მიღება, პირის გაღება, პირის დაბანა, მღელვარება, მეტეოროლოგიური ცვლილებები და სხვა. ტკივილი ლოკალიზებულია ზედაპირულად ან ღრმად ქსოვილებში და შემოფარგლულია განსაზღვრული უბნით ან განიცდის ირადიაციას სახისა და თავის სხვადასხვა უბანში. ტკივილის ირადიაცია ძირითადად ხდება სამწვერა ნერვის შესაბამისი ტოტის საინერვაციო ზონაში. ტკივილის პროვოცირება ხდება გარკვეული უბნის გაღიზიანებით. ეს უბნები მცირე ზომისაა – 12მმ დან 1-2 სმ-მდე დიამეტრით და მდებარეობენ წარბზე, ტუჩებზე, წითელ ყაეთანთან, ცხვირის ფრთებზე, ლოყაზე, ნიკაპზე, ღრძილზე, ენაზე, კბილზე. ავადმყოფები უფრთხილდებიან აღნიშნული ზონების გაღიზიანებას – ერიდებიან ლაპარაკს, ღეჭვას, ყლაპვას, პირის გაღებას და შეხებას.

სიმპტომური ნევრალგიის ეტიოლოგიური ფაქტორების დადგენა ძნელი არ არის. ეს არის პათოლოგია ყბა-კბილთა სისტემაში (პულპიტი, პერიოდონტიტი, პაროდონტიტი, რეტენციული კბილი, ალვეოლიტი) ცხვირის დანამატი ღრუების პათოლოგია, ინფექციური დაავადებები (გრიპი, მალარია, მენინგიტი, ტუბერკულოზი, ვენერიული დაავადებები), ინტოქსიკაცია (ალკოჰოლი, ნიკოტინი, მომწამვლელი ნივთიერებები), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სახისა და თავის ქალას ტრავმები, სისხლძარღვოვანი დაავადებები და სხვა.

ჭეშმარიტი (ტიპიური) ნევრალგიის წარმოშობის მიზეზები ძნელი დასადგენია. ხშირად პაციენტებს უტარდებათ მკურნალობა ისე, რომ დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის.

სიმპტომატიური ნევრალგიის მკურნალობა მდგომარეობს გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაში. ჭეშმარიტი ნევრალგიის მკურნალობა, იმის გამო, რომ არ არის ცნობილი დაავადების ეტიოლოგია და არც პათოგენეზის საკითხებშია სიცხადე, არ არის რადიკალური. ყველა არსებული მეთოდი დაფუძნებულია ხანგრძლივი გაუტკივარების უზრუნველყოფაზე სამწვერა ნერვის დაზიანებული ტოტის საინერვაციო ზონაში.

Read Full Post »

ართრიტი სახსრის შემადგენელი კომპონენტების ანთებითი ხასიათის დაავადებაა. ანთებითი პროცესის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთება შეიძლება დაიყოს ინფექციურ და ტრავმულ ართრიტად. ინფექციური ართრიტი თავის მხრივ იყოფა არასპეციფიურ და სპეციფიურ ართრიტად.

არასპეციფიური ინფექციური ართრიტი ვითარდება სახსარში ბანალური (არასპეციფიკური) ინფექციის შეღწევის შედეგად. ინფექციის გავრცელების გზის მიხედვით არჩევენ ჰემატოგენურ და კონტაქტურ ართრიტებს. ჰემატოგენური ართრიტი ვითარდება ზოგადი ინფექციური დაავადებებისაგან (გრიპი, დიფტერია, ყვავილი, ტიფი, ანგინა,ზედა სასუნთქი გზების კატარი, ოდონტოგენური ქრონიო-სეფსისი და სხვა). კონტაქტური ართრიტი ვითარდება სახსარში ინფექციური პროცესების შეჭრით მეზობელი ქსოვილებიდან. ბავშვებში უფრო ხშირად ეს არის შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, როდესაც ანთებითი პროცესი იწვევს ძვლოვანი სტრუქტურების დაშლას. მოზრდილებში – ქვედა ყბის ოსტეომიელიტი, პაროტიტი, მასტოიდიტი.

მწვავე ართრიტის  დროს აღინიშნება სეროზული ანთება და იშვიათად – ჩირქოვანი. ავადმყოფი უჩივის სახსარში მძაფრი ტკივილის უეცარ გამოჩენას, რომელიც გადაეცემა ყურისა და საფეთქლის მიმართულებით. ქვედა ყბის ნებისმიერი მოძრაობა აძლიერებს ტკივილს.

კლინიკური სურათისათვის მწვავე ფაზაში დამახასიათებელია ქსოვილების ინფილტრაცია და ჰიპერემია სახსრის არეში. გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია. სახსრის პალპაცია. სახსრის პალპაცია ძლიერ მტკივნეულია. სეროზული ანთება მიმდინარეობს ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე, სისხლის ფორმიანი ელემენტების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

ქრონიკული ფაზისათვის დამახასითებელია ზომიერი თვითნებითი ტკივილები, რომლებიც ძლიერდებიან პირის გაღების დროს. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირის გაღება შეზღუდულია, ღეჭვა გაძნელებული.

ქრონიკული ართრიტის დამახასიათებელი ნიშანია ტკაცუნი. იგი შეიძლება იყოს სუსტად, ზომიერად და მკვეთრად გამოხატული, როცა ის პაციენტის გარდა თავისუფლად ესმის ახლომყოფ პირებს.

არასპეციფიკური ართრიტი შეიძლება განვითარდეს რევმატიული ინტოქსიკაციის ფონზე (რევმატიული ართრიტი).  ასეთ შემთხვევაში პროცესი ერთდროულად ლოკალიზებულია ორივე სახსარში. სახსრის ფუნქცია დარღვეულია, სახსრის ირგვლივი ქსოვილების რეაქცია სუსტადაა გამოხატული. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებით, რომლის დროსაც ადგილი აქვს სხეულის სუბფებრილურ ტემპერატურას, ტკივილებს საფეთქელ-ქვედა ყბის ორივე სახსარში და ხშირად სხვა სახსრებშიც. კომპლექსური მკურნალობის ფონზე ანთებითი მოვლენები სწრაფად წყნარდებიან.

მწვავე ტრავმულ ართრიტი ვითარდება სახსრის ერთჯერადი დაზიანებით ტრავმული აგენტის მოქმედების შედეგად (დარტყმა, დაჟეჟვა, ჭრილობა) ან პირის მაქსიმალური გაღებით. მწვავე (დახურული) ტრავმა იწვევს სახსრის იოგოვანი აპარატი გაგლეჯას და სისხლჩაქცევას სახსარში, რასაც მოსდევს სისხლის კოლტის წარმოქმნა. ეს უკანასკნელი შეიძლება გარდაიქმნას ფიბროზულ ზონრებად, რამაც მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს ფიბროზული ანკილოზის განვითარება.

ქრონიკული ტრავმული ართრიტი გამოწვეულია ქვედა ყბის თავის მანკოვანი, არასწორი მდებარეობით ქვედა ყბის ფოსოში, რისი მიზეზიც შეიძლება გახდეს კბილების დიდი ჯგუფის დაკარგვა, არასწორი პროთეზირება, ღრმა თანკბილვა, კბილების გაცვეთა. ზემოხსენებული მიზეზებით მუდმივად და ხანგრძლივად ხდება ქვედა ყბის თავის, ქვედა ყბის ფოსოს და სასახსრე დისკის ტრავმირება.

დასაწყისში ადგილი აქვს უსიამოვნო შეგრძნებას სახსრის არეში, რაც შემდგომში გადადის მუდმივი ხასიათის მნიშვნელოვან ტკივილში, რომელიც ძლიერდება პირის გაღების დროს.

Read Full Post »

მსოფლიო სტომატოლოგების მონაცემებით ძალზედ გაახალგაზრდავდა პაციენტების ასაკი. ბავშვები პატარაობიდანვე საჭიროებენ სტომატოლოგიურ დახმარებას.

ამ სიტუაციაში მხოლოდ ის გვამშვიდებს, რომ სპეციალისტების ხელთ უამრავი თანამედროვე მეთოდი და საშუალებაა ხარისხიანი მკურნალობის და პროთეზირების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი კი შეგიძლიათ სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიტაროთ.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ დაგეხმარებათ აღიდგინოთ, როგორც დაკარგული კბილები, ასევე შეინარჩუნოთ არსებული ჯანმრთელი და დაზიანებული კბილები. პროთეზირების წინ ექიმი-ორთოპედი არჩევს თუ რა მასალით და რა მეთოდით მოხდეს ნაკლული კბილების ჩანაცვლება.

დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ლითონ-ფაიფურით (მეტალო-კერამიკა) შესრულებული პროთეზები და იმპლანტები, ასევე ბიოშეთავსებადი მასალებით, რომელთაც ეკუთვნის ქრომ-კობალტის, ცირკონის და ტიტანის შენადნობები.

სტომატოლოგიაში გამოყენებული შენადნობები გამოირჩევა არა მარტო მაღალი სიმყარით, არამედ ორგანიზმთან კარგი შეთავსებით, კოროზიისადმი მდგრადობით, არაალერგიულობით, ისინი მაქსიმალურად ჰგვანან კბილის ქსოვილებს.

პროთეზირების სახეს ინდივიდუალურად, პაციენტთან შეთანხმებით, წინასწარი გამოკვლევების ნიადაგზე ირჩევს სტომატოლოგი.

პროთეზირება თითქმის არ ტარდება კბილების და ხანდახან ღრძილების წინაწარი დამუშავების გარეშე. რადგან აღნიშნულ მკურნალობაზეა დამოკიდებული შემდგომი ხარისხიანი პროთეზირებაც.

კბილების კლასიკური პროთეზირება და თანამედროვე იმპლანტოლოგია  სასწაულებს ახდენს. პროთეზირება და იმპლანტაცია თანამედროვე მასალებით შესაძლოა ძვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მიღებული სიამოვნება და სიხარული ყველა თქვენს ხარჯს დაფარავს.

Read Full Post »

რა არის ნეონატალური კბილები? საჭიროა თუ არა მათი ამოღება? ბავშვები იშვიათად იბადებიან კბილებით, მაგრამ ასეთი შემთხვებიც ხდება.

მსოფლიო სტატისტიკით წელიწადში 2000 „კბილიანი“ ახალშობილი იბადება. ცნობილია, რომ თავად ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა კბილით. მაშინდელ დროში ეს დიდი წარმატების მანიშნებელად ითვლებოდა. ხოლო თანამედროვე სპეციალისტები კი საპირისპიროს მიიჩნევენ. თავად მშობლებიც საგონებელში ვარდებიან აღნიშნული ფაქტის გადამკიდე. ნეონატალური კბილების შესახებ აზრი გაყოფილია: ექიმების ნაწილი მათ „სათადარიგოდ“ მიიჩნევს, ხოლო ნაწილი კი ჩვეულებრივი კომპლექტაციის კბილებად თვლის. რით განსხვავდება ეს მიდგომები? და როგორ მოქმედებს აღნიშნული ფაქტი ბავშვის ჯანმრთელობაზე.

თუკი ექიმის მიიჩნევს მათ „კომპლექტის“ შემადგენლად, ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩვეულებრივი სარძევე კბილებია, რომლებიც უბრალად მუცლადყოფნის პერიოდში ამოიჭრნენ. თუკი ეს ასეა, მაშინ ამ ნაადრევად ამოჭრილ კბილებს არასრულყოფილი სტუქტურა აქვთ (ისინი, ხომ ნახევარი წლის განმავლობაში უნდა განვითარებულიყვნენ და გამაგრებულიყვნენ ბავშვის ყბაში). სუსტი კბილები შესაძლოა მალე გაიცვითოს და მალევე დაზიანდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვთა სტომატოლოგები ასეთი კბილების ამოღებისკენ იხრებიან. თუმცა მშობლებმა უნდ იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ შვილს კბილები არ ექნება სანამ მუდმივების ამოჭრის დრო არ დადგება.

თუკი ექიმების აზრით ნეონატალური კბილები „სათადარიგოა“, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში არსებული ზედმეტი კალცის შედეგად ბავშვს განუვითარდა დამატებით სარძევე კბილები. რამაც პირველმა ამოჭრა. სამწუხაროდ ასეთი კბილები კი ნამდვილად არასრულყოფილია და მათი მოშორება აუცილებელია, რადგან თუ ისინი გამაგრდნენ, მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ჭეშმარიტ სარძევე კბილებს.

კბილების ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები, სამშობიაროშივე ამ კბილების მოშორება ნამდვილად არ წარმოადგენ აუცილებლობას. გამოწერის შემდეგ უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს, რომელიც დაადგენს სარძევე კბილების ჩანასახების არსებობას.

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »