Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ორსულთა სტომატოლოგია’ Category

პროფწმენდა

კომფორტული SPA პროცედურები ყვითელი პიგმენტური ნადების, ღრძილზედა და ღრძილქვეშა კბილის ქვების მოსაშორებლად

რატომ 

 

 

 

 

 

პროფესიონალური ჰიგიენის

პროცედურა აუცილებელია კბილების ბუნებრივი სითეთრის და სილამაზის შესანარჩუნებლად, უსიამოვნო სუნის და ღრძილებიდან სისხლდენის აღმოსაფხვრელად. მოგეხმარებათ დიდი ხნით შეინარჩუნოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა. ასევე აუცილებელია მისი ჩატარება ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის წინ. თუკი გავიწყდებათ კბილების გამოხეხვა ჩნდება ე.წ. კბილის ბალთა, რომელზედ დროთა განმავლობაში გროვდება კბილის ნადები, იგი ვრცელდება კბილის ყველა ზედაპირზე. ამის შემდგომ პირის ღრუში ყალიბდება სპეციალური მიკროფლორა, რაც იწვევს ნადების მინერალიზაციას. ასე წარმოიქმნება კბილის ქვა.

რითია საშიში კბილის ქვა?

განარჩევენ კბილის ქვის ორ სახეობას – ღრძილზედა და ღრძილქვეშა. ღრძილზედა ქვა აზიანებს კბილ-ღრძილოვან შეერთებას, შედეგად ქვა ყალიბდება უკვე ღრძილქვეშ. დროის განმავლობაში ქვა იზრდება შიგნით, მიყვება რა კბილის ფესვს, აზიანებს იოგებს და ყბის ძვალს. საბოლოოდ ყალიბდება პათოლოგიური ჯიბე, რაც თავის მხრივ იწვევს პაროდონტის დაავადებას.

როგორ ტარდება პროცედურა

  • კბილის ქვის მოშორება ხდება
    ულტრაბგერითი აპარატით, ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილზედა ასევე ღრძილქვეშა ქვებს.
  • კბილების წმენდა Air-Flow სისტემით
    ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ანუ კვებით საღებავებს (ჩაი ყავა), ასევე ე.წ. „მწეველის ნადებს“. წნევის ქვეშ ნატრიუმის ბიკარბონატი წყალთან ერთად ქმნის საკმაოდ აბრაზიულ ჭავლს. ფხვნილის წვრილდისპერსული მარცვლები ყოველგვარი ზიანისა და მინანქრის ტრავმირების გარეშე ძალიან მარტივად აშორებს ნადებს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.
  • რთულად მისადგომი ადგილებიდან ქვების ფაქიზი მოშორება ყველაზე წვრილი ინსტრუმენტების დახმარებით.

რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკა

  • არაუმეტეს 1-2 ჯერ თვეში, იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად (მსუბუქი წმენდა სპეციალური საპრიალებელი ჯაგრისებით).
  • 3 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას.
  • ტრიმესტრში ერთხელ – ფეხმძიმე დედებისთვის (ულტრაბგერითი სკალერის გარეშე)
  • წელიწადში ორჯერ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
  • “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად შეადგენს თქვენთვის საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიებების გრაფიკს, აგრეთვე გასწავლით თუ როგორ მოუაროთ კბილებს სახლის პირობებში.

Read Full Post »

კბილების ხეხვა

ერთი შეხედვით რა უნდა იყოს კბილების გახეხვაზე ადვილი? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე და ეგაა. მაგრამ არა, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ცოდნა. ამიტომ კბილების გამოხეხვა – ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალურ სწავლებას.

მხოლოდ პერსონალური, ინდივიდუალური მიდგომა და ცოდნა, რომელსაც ფლობენ „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ დაგეხმარებათ შეცვალოთ ჰიგიენის ჩვევები და უზრუნველყოთ კბილების და ღრძილების ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

  • კბილების წმენდის ინოვაციური ტექნიკის შესწავლა.
  • სახლის პირობებში გამოსაყენებელი ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
  • რეკომენდაციები ჯენმრთელობის, სითეთრის და სიქათქათის შესანარჩუნებლად

თეორია

გაიცანით, კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი. ამიტომ გონიერი სტომატოლოგები ნებისმიერ თემაზე საუბარს იწყებენ შეკითხვით:  „აბა, როგორ იხეხავთ კბილებს?“

ნადები, კბილები

ფაქტია!

კბილების პროფესიონალური წმენდა წელიწადში ორჯერ ამცირებს ღრძილების დაავადების რისკს 80%, კარიესს – 60%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაგრისებზე

ფიქრობთ, რომ მაგარი ჯაგრისი უკეთ აშორებს ნადებს?

მაგარი ჯაგრისი

  • მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადილებში. მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის დატანებაც სახიფათოა!
  • კბილებზე არსებული ბაქტერიული ნადები რბილია. არ არის საჭირო მისი გამოფხეკა! უკიდურეს შემთხვევაში  მისი მოშორება შესაძლებელია რბილი ქსოვილითაც.ჯაგრულები
  • რბილი ჯაგრისიც მცირე ზემოქმედებით მშვენივრად ედება არასწორ ზედაპირს.
  • ჯაგრულების სისქე – 0,1 მმ!
  • 10 ჯერ მეტი ჯაგრულები ჩვეულებრივ ჯაგრისთან შედარებით!კბილის ჯაგრისი

კბილების ხეხვის ხელოვნება

  • ჯაგრულები განათავსეთ 45კუთხით
  • 50% ჯაგრისის ზედაპირი – ღრძილის მიდამოში
  • 50% კბილის ზედაპირზეხეხვა

რბილი ჯაგრისები – ღრმა და ფაქიზი წმენდა მგრძნობიარე ღრძილის კიდეების, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.

ტექნიკა სოლო – ყველა კბილის ინდივიდუალური წმენდა

  • ყოველი კბილი იწმინდება სათითაოდ
  • კბილის ნადები სრული კონტროლი
  • იდეალურია შემდეგ ადგილებში გამოსაყენებლად: იმპლანტების გარშემო, უკანა კბილებზე, ცალკე მდგომი კბილების, ბრეკეტები და ორთოპედიული კონსტრუქციების (ატაჩმენების) გარშემო.სოლო კბილის ჯაგრისი

კბილთაშუა სივრცეების წმენდა

  • სწორად შერჩეული კბილთაშუა ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილის ნადების სრულ კონტროლს კბილთაშუა სივრცეებშიკბილთაშუა ჯაგრისი

arc7-8ენის წმენდა

  • ენის ზედაპირზე არსებულ ნაოჭებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს.
  • გამოიყენეთ ენის საწმენდები ენის ზედაპირიდან საკვების ნარჩენების მოსაშორებლად.arc11111

Read Full Post »

ნინო ბერიძე
ამ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა პროფესიონალი სტომატოლოგების ჟურნალის RDH მიერ მონაწილეობა მიიღო 276 სტომატოლოგიაში მოღვაწე სპეციალისტმა, 262 ჰიგიენისტმა.

სტომატოლოგიური კლინიკის შესახებ პაციენტების აზრის გასაგებად ჩატარებულმა კვლევებმა, აჩვენა, რომ ყველაზე დადებითი განწყობით, როგორც ქალ ასევე მამაკაც პაციენტებში სარგებლობენ მკურნალი ექიმები.  ხოლო უარყოფითი შესაფება დაიმსახურეს მომსახურების ფასებმა.

ორივე სქესის დადებით შეფასებებს სტომატოლოგიური მომსახურების სხვადასხვა ასპექტებში, მცირე განსხვავება აქვთ. მაგალითად, მამაკაცები მკურნალი ექიმის გარდა დადებითად აფასებენ სამედიცინო პერსონალის სხვა წევრებსაც, ხოლო ქალბატონები აღნიშნავენ კლინიკის კეთილმოწყობას.

1. მკურნალი ექიმი

2. პერსონალის სხვა წევრი
4. კლინიკის ადგილმდებარეობა3. კლინიკის დიზაინი

5. მომსახურების ფასები

ამ 5 ასპექტის გარდა ჰიგიენისტ-სტომატოლოგებს სთხოვეს დაესახელებინათ  სტომატოლოგიური მომსახურების სხვა მხარეები, რომლებიც პაციენტების მხრიდან დადებით კომენტარებს იწვევდა.  ძირითადად პაციენტები ყველაზე დადებითან აფასებენ მათდამი პერსონალის კეთილგანწყობას. თუმცა დასახელდა სხვა უპირატესობებიც:

მანდილოსნებს მოწონთ:

  • პროცედურის შემდგომი თბილი ლავანდის პირსახოცები
  • სამუშაო ოთახის თანამედროვე ინტერიერი
  • უახლესი სტომატოლოგიური ტექნოლოგიები
  • მიღება მოცდის და ლოდინის გარეშე

მამაკაცებს მოწონთ:

111

 

  • ტელევიზორები, თამაშები კლინიკაში
  • უახლესი სტომატოლოგიური ტექნოლოგიები
  • მიღება მოცდის და ლოდინის გარეშე

მეორე მხრივ უარყოფით შეფასებას იწვევს მომსახურების ფასები, განსაკუთრებით ეს ფაქტი მამაკაცებს აწუხებთ. ჰიგიენისტების მესამედმა აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ქალბატონების უმრავლესობა უკმაყოფილოა სხვა მომსახურე პერსონალით.

“The RDH eVillage” მკითხველებმა ასევე მოიხსენიეს სხვა ასპექტები, რომლებიც პაციენტების უარყოფით განწყობას იწვევდა.

ქალბატონებს არ მოსწონთ:

  • მიღებაზე მისვლა მკაცრად დანიშნულ დროს
  • პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • სადაზღვევო მომსახურება
  • კლინიკის სამუშაო განრიგი
  • კლინიკის ყოფილი თანამშრომლები

მამაკაცებს არ მოსწონთ:

  • ექიმის ინსტრუქტაჟი პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით
  • მუდამ მათთვის სასურველ დროს ექიმთა მოხვედრის შეუძლებლობა
  • სადაზღვევო მომსახურებაადმინისტრატორი

 

გამოკითხულების 60% აღნიშნა, რომ მომსახურე პერსონალი სამუშაო დროის უმეტესი ნაწილი კარგ განწყობაზეა. დარჩენილი 40% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ყველაზე “უჟმური” თანამშრომლად ქრონოლოგიურად დასახელდნენ: ოფის-მენეჯერი, ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მკურნალი ექიმი, ჰიგიენისტი.

გამოკითხულებს ასევევ სთხოვეს დაესახელებინათ პერსონალის ყველაზე ქარიზმატული წევრი, მათ შორის: მკურნალი ექიმი, ჰიგიენისტი, ექიმის ასისტენტი, ოფის-მენეჯერი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

შეკითხვაზე, პაციენტები, როგორ თანამშრომელს თვლიან ქარიზმატულად დაფიქსირდა შემდეგი პასუხები:

  • მეგობრულს და სანდომიანს
  • ვინც ყურადღებით და გულდასმით მოუსმენს
  • ვინც ინტერესდება მათი საქმეებით
  • ისინი ვინც მართლაც, რომ გულით ზრუნავენ პაციენტებზე
  • მათ ვისაც ძალუძს ახსნას ყველაფერი მარტივ “ადამიანურ” ენაზე

Read Full Post »

ფარისებრი ჯირკვალიდღეისათვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადება – იოდის ნაკლებობა (იოდდეფიციტი). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით იოდის ნაკლებობას განიცდის 1,5 მილიარდი ადამიანი მსოფლიოს 153 ქვეყანაში, მათგან 600 მილიონს გადიდებული აქვს ფარისებრი ჯირკვალი. საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მთათუშეთში, სვანეთში, მაღალმთიანი აჭარაში, ზემო იმერეთში და კახეთის მთიანეთში. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ძირითად რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ფეხმძიმე და მეძუძური დედები, აგრეთვე 3 წლამდე ბავშვები. იოდდეფიციტის ლიკვიდაცია გაეროს ჯანდაცვის დარგში ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იოდი ადამიანის ორგანიზმში

იოდი ადამიანის ორგანიზმში –  პირველადი მნიშვნელობის ნივთიერებაა. ამ ელემენტზეა უამრავი რამ არის დამოკიდებული: ხასიათიდან და კარგი ძილიდან დაწყებული ჯანმრთელი ორსულობიდან დაბადებამდე დამთავრებული. ინტელექტის მონაცემები პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში იოდის არსებობასთან. გაეროს მონაცემებით იოდის ნაკლებობა 43 მილიონი ადამიანის გონებრივი გამორჩენილობის მიზეზია. კიდევ 100 ათას ბავშვს ამ მიზეზით აღენიშნება თანდაყოლილი კრეტინიზმი. მწვავე იოდდეფიციტის მქონე რეგიონებში ბავშვების ინტელექტის მაჩვენებელი 20% ჩამორჩება სხვა რეგიონებს. ხანდახან იმასაც ამბობენ, რომ იოდდეფიციტის საშიშროება იმდენად დიდია, რომ ქმნის “ერის ინტელექტისათვის” საფრთხეს.

ორგანიზმში იოდი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში. ადამიანის ცხოვრების შუა პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის მასა წარმოადგენს სულ რაღაც 20-30 გრამს, მაგრამ მისი მნიშვნელობა ძალზედ დიდია. ენდოკრინოლოგები ხუმრობენ კიდეც, რომ თუკი თავკომბალას ამოვაჭრით ფარისებრს იგი ვერასოდეს ვერ გადაიქცევა ბაყაყადო. იგივე ეხებათ ადამიანებს. თუკი ახალშობილების ფარისებრი ჯირკვალი არ მიიღებს სათანადო რაოდენობით იოდს იგი ვერ შესძლებს განვითარებას. ფარისებრ ჯირკვალში ხდება თირეოიდული ჰორმონების სინთეზი, მათ უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე ცხოვრების დირიჟირებსაც ეძახიან.  ჩვენს ორგანიზმში არ არის ორგანო ან სისტემა, რომელიც არ საჭიროებს თირეოიდულ ჰორმონებს. მათი წარმოქმნისათვის აუცილებელია ამინომჟავეები, თიროზინი და იოდი. თირეოიდული ჰორმონები განაგებენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების საჭირო რაოდენობას, არეგულირებენ ნერვული, შარდ-სასქესო სისტემები მუშაობას, ტვინის ფუნქციონირებას, აგრეთვე მთლიანი ორგანიზმის ზრდა-განვითარებას.

ფეხმძიმობაორგანიზმში იოდის ნაკლებობა: სიმპტომები

როგორ დავადგინოთ ორგანიზმში იოდის ნაკლებობა? იოდდეფიციტური დაავადების გამოვლინება იმდენად მრავალმხრივია, რომ სიმპტომებიც ძალზედ მრავალფეროვანია.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია

  • უმადობა
  • სწრაფი დაღლა, ცუდი განწყობა
  • თმისცვენა, კანის სიმშრალე, კბილების დაშლა
  • სმენის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, ხშირი თავის ტკივილები
  • დაქვეითებული იმუნიტეტი, ხშირი გაციებები და ინფექციური დაავადებები
  • ტკივილი გულის არეში, ქოშინი.

საკუთარი ფუნქციების დარღვევის და ორგანიზმში იოდის ნაკლებობის შედეგად ფარისებრი ჯირკვალი იზრდება. მაგრამ იოდდეფიციტით განვითარებული ჰორმონალურ დარღვევებს არ ახასითებს უმალ გამოვლენა, ამიტომაც მიიღო მან ასეთი სახელწოდება “ფარული შიმშილი”. იოდის, როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების “საშენი მასალის” გამუდმებული ნაკლებობა იწვევს ჰიპოთირეოზის განვითარებას (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება).

იოდდეფიციტის პროფილაქტიკა

იოდდეფიციტიყველა ადამიანმა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში უნდა მიიღოს მისთვის საჭირო იოდის რაოდენობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით იოდის დღიური ნორმებია:

  • 90 მკგ (მიკროგრამი) – ბავშვები დაბადებიდან 5 წლამდე
  • 120 მკგ – ბავშვები 5 დან 12 წლამდე
  • 150 მკგ – მოზარდები (12 დან) და ზრდასრულები
  • 250 მკგ – ფეხმძიმე და მეძუძური დედები

აგრეთვე დამტკიცებულია, რომ ქლორირებული წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ახდენს ფარისებრი ჯირკვლიდან იოდის “გამოძევებას”, ამიტომ ასეთი წყლის მიღება საჭიროებს საკვებში იოდის დამატებას.

რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მიიღეთ იოდშემცველი პროდუქტები.

  • თევზი (კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა) და ზღვის პროდუქტები, თევზის ქონი;
  • რძის პროდუქტები;
  • ბურღულეული (წიწიბურას, ფეტვი)
  • ზღვის კომბოსტო;
  • თაფლი, ლიმონი, ნიგოზი;
  • იოდიზირებული მარილი.

Read Full Post »

ეს ბლოგი განკუთვნილია ექიმებისათვის და სტუდენტებისათვის. ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, გამოთქვას თავისი აზრი, ალბათ ამისთვისაც არის ამის წერა საჭირო, რომ უფრო გავერკვეთ და უფრო უკეთ შევძლოთ ჩვენზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი საქმის ადამიანის ჯანმრთელობის მოვლა-პატრონობა.

თქვენ ვერც წარმოიდგენთ თუ რა სიხშირით გვხვდება ფრაზები: “ორიენტაცია მომხმარებელზე/მოსაუბრეზე “, “მიაქციეთ ყურადღება მომხმარებლის/მოსაუბრის მოთხოვნებს” და ა.შ. მარკეტინგის, ფსიქოლოგიის და რეკლამის სახელმძღვანელოებში. რატომ იძლევა საუბრის კეთილშობილური სტილი უფრო მეტ შედეგებს, ვიდრე ავტორიტარული? მოდით ვისაუბროთ ამ თემაზე.

დავესესხები Wikipedias:

ჰუმანური (ჰუმანისტური) ფსიქოლოგია – დასავლეთ (ძირითადად ამერიკული) ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც თავის ძირითად საგნად მიიჩნევს პიროვნებას, როგორც უნიკალურ მთლიან სისტემას, რომელიც წარმოადგენს თვით აქტუალიზაციის “ღია შესაძლებლობას”, რაც თავის მხრივ დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. … ჰუმანური ფსიქოლოგიის საფუძვლებზეა აგებული ფსიქოთერაპიის და ჰუმანური პედაგოგიკის რამოდენიმე მიმართულება. ჰუმანისტი ფსიქოლოგი მუშაობისას იყენებს შემდეგ სამკურნალო ფაქტორებს: პაციენტის/მომხმარებლის/კლიენტის აუცილებელი მიღება, მხარდაჭერა, ემპათია (თანაგრძნობა), შინაგანი ღელვის და დარდებისადმი ყურადღება, არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების სტიმულირება. … ჰუმანისტი ფსიქოლოგები ძირითადად ეყრდნობიან იდეას, რომ ნებისმიერი ადამიანი თავის თავში ატარებს გამოჯანმრთელების პოტენციალს.

ძველი ექიმები თავიანთ სტუდენტებს ასწავლიდნენ, რომ თუკი ექიმთან საუბრის შემდეგ ავადმყოფმა თავი უკეთ ვერ იგრძნო – ის ექიმი არაა.

საინტერესოა არა? ამერიკაში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის გამოჩენამდეც  ექიმების გარკვეულ ჯგუფებს სჯეროდათ პაციენტთან საუბრის სამკურნალო თვისებების. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი:

ერთხელ გერმანიის კანცლერი ბისმარკი ავად გამხდარა. მოსულა ექიმი და დაუწყია შეკითხვების დასმა (ანამნეზის შეკრება), როგორც ჩანს შეკითხვების რაოდენობით შეწუხებულა კანცლერი და უბრძანებია: მორჩით ლაქლაქს და  დაიწყეთ მკურნალობაო. რაზეც ექიმმა მიუგო: თქვენო უბრწყინვალესობავ მაშინ დაუძახეთ ვეტ-ექიმსო, იგი ერთადერთი ექიმია, რომელიც პაციენტებს არაფერს არ ეკითხებაო.

ასეთ მიდგომას ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა კარლ როჯერსმა უწოდა “პიროვნებაზე ცენტრირებული”, ანუ ყურადღების ცენტრში აყენებს იმ  ადამიანს ვისთანაც მიდის ურთიერთობა. პიროვნებაზე ცენტრირებულ ურთიერთობების მეთოდს, ავტორიტარულისგან განსხვავებით ფოკუსში ყავს მოსაუბრე. ხოლო ავტორიტარულს – საკუთარი თავი. ჩვენც ისე მივეჩვიეთ ამას, რომ ვერც ვამჩნევთ ხანდახან თუ როგორ გადავდივართ მოსაუბრესთან მენტორულ ტონზე და უთითებთ მის შეცდომებზე და ა.შ. განვიხილოთ ჩვენი – სტომატოლოგიური მაგალითი. სტომატოლოგის სტანდარტული კონსულტაცია: დათვალიერება, რენტგენის გადაღება, 3-5 შეკითხვა ჩივილებზე და დარიგებები იმაზე თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ. ხოლო შემდგომ ზურგს უკან გინება, ეძვირა და ა.შ. ხოლო ყოველივე იმის მაგივრად, რომ გაგვერკვია მისი წასვლის მიზეზი. არაა საიდუმლო ის ფაქტიც, რომ ზემოხსენებული პაციენტები შემდგომ მიდიან სხვა ექიმებთან და იგივე ან უფრო ძვირ ფასადაც იკეთებენ კბილებს. როგორც აღმოჩნდა პაციენტი დააფრთხო არა ფასებმა არამედ ექიმმა, რომელიც თავს იწონებდა საკუთარი ყველაფრის მცოდნეობით და გამოეპარა ის ფაქტი თუ სინამდვილეში რა სურდა პაციენტს. რა სურთ პაციენტებს და როგორ გავარკვიოთ?

მოდით ჩაუღრმავდეთ ისტორიას და დროში გადავინაცვლოთ ჩვენ წელთ აღრიცხვით 100 წელი რუფი (Rufos) ეფესიდან. ეს ძველი ბერძენი ექიმი დაკავებული იყო ადამიანის ანატომიით და პათოლოგიით, მკურნალობის მეთოდებით.

ავადმყოფებთან მიმართებაში იგი ყოველთვის გამოირჩეოდა სიახლოვით, ნდობით. იგი დაწვრილებით იღებდა ინფორმაციას დაავადების განვითარების შესახებ ავადმყოფის, მისი ახლობლების, ნათესავების და წარმოიდგინეთ მონებისგანაც.  მან დაგვიტოვა წიგნი “ექიმის შეკითხვები პაციენტს”. ეს იყო ანამნეზის შეკრების ტექნიკის პირველი მაგალითი. თავის წიგნში რუფი წედა:”ვიწყებ იმით, რომ ავადმყოფს ვუსმევ შეკითხვებს”.

აი ასე 20 საუკუნით ადრე, ინსტრუმენტების, მედიკამენტების და აპარატურის გარეშე ექიმმა იცოდა თუ, როგორ უნდა გაეგო პაციენტისთვის. დღეს ექიმები თვლიან, რომ იციან პაციენტზე მეტი თუ რა სჭირდებათ მათ. ეს რა თქმა უნდა ასეც უნდ იყოს. სტომატოლოგი, რომელიც ყოველ დღე ხედავს პრაქტიკულად იდენტურ სიტუაციებს, ზუსტად იცის აღნიშნული დაავადების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და გამოსავალი. ეს ფაქტია. მაგრამ ეს არ არის ფაქტი პაციენტისთვის, რომელიც გენდოთ თქვენ. მისთვის ეს – უნიკალური კბილია, უნიკალური – კარიესი, უნიკალური – ადენტია.

ნუ გააკეთებთ დროის ეკონომიას პაციენთან საუბარზე. თბილისიდან ბათუმამდე მანძილი 380 კმ. შეიძლება თვითმფირავში ჩაჯდე და  30 წუთში ადგილზე ხარ. ან შეიძლება წახვიდე მანქანით, გაიარო საინტერესო ქალაქები, დაათვალიერო და მიიღო უამრავი სიამოვნება. მიეცით თქვენს პაციენტებს საშუალება იმგზავრონ ბათუმამდე. გამოიჩინეთ ჰუმანისტური მიდგომა.

მადლობა ყველას ვინც წაიკითხავს. ველი გამოხმაურებებს 🙂

Read Full Post »

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ არც ერთი ექიმის ისე არ ეშინია ადამიანს, როგორც სტომატოლოგის. სტომატოლოგის მხოლოდ ერთი ხსენება და შიშის პანიკური შეტევა სახეზეა. ამასთან თავად ექიმებიც სტომატოლოგიურ სავარძელში მოხვედრისას შიშით ცახცახებენ. აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიურში მისვლას ადამიანს აიძულებს მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილი. როგორ მოვახერხოთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნო თუ არა, ასეთი საშინელიც რომ არ იყოს? ამისათვის აუცილებელია გავერკვეთ ჩვენს შიშებში და გავითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა.

არ მიხვიდეთ დანიშნულ დროზე ადრე.

დღეისათვის ყველა ნორმალურ კლინიკაში პაციენტების მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, ამიტომ სრულებით არ არის საჭირო მიხვიდეთ ნახევარი საათით ადრე, ისმინოთ ბორმანქანის და კაბინეტიდან გამომავალი სხვადასხვა ხმები. საბოლოოდ კი ლოდინით მიიყვანოთ თავი ნერვულ სტრესამდე. მოსამზადებლად (თავის მოსაწესრიგებლად, გასახდელად) სრულებით საკმარისია 10 წუთით ადრე მისვლა.

პირველი ვიზიტი – მხოლოდ კონსულტაცია (იმ შემთხვევაში თუკი აუტანელი ტკივილით არ მიხვედით).

კონსულტაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ დარწმუნებული ხართ – საშიში არაფერი გემუქრებათ, სანერვიულოც არაფერი გაქვთ. კონსულტაცია საშუალებას გაძლევთ გაიგოთ თუ რას გააკეთებს ექიმი შემდგომ ვიზიტზე, შესაბამისად გექნებათ დრო მომზადებისათვის. როგორც ცნობილია მოულოდნელობა ერთ-ერთი ფაქტორია, რაც შიშს იწვევს.

თუკი უკვე გქონდათ სტომატოლოგთან ვიზიტის უსიამოვნო მოგონებები, აუცილებლად უამბეთ ამის შესახებ თქვენს ახალ ექიმს.

პაციენტების უმრავლესობას სტომატოლოგთან ვიზიტისაგან აკავებს წარსულში ცუდი გამოცდილება. ადამიანები არ ჩქარობენ სტომატოლოგთან ვიზიტს და საკუთარ თავზე ცდიან ყველანაირ ხალხურ საშუალებებს. გაუზიარეთ ექიმს თვენი ისტორია, ეს ნაწილობრივ  შეგიმსუბუქებთ შიშის შეგრძნებას, ხოლო ექიმი მიიღებს აუცილებელ ინფორმაციას, რათა არ გაიმეოროს კოლეგის შეცდომა და თქვენი ვიზიტი გახადოს მაქსიმალურად კომფორტული.

თუკი ექიმმა არ დაიმსახურა თქვენი ნდობა, თამამად მოითხოვეთ მისი გამოცვლა.

თუკი ეჭვი გეპარებათ ექიმის კომპეტენტურობაში, უნდობლობა პირიქით ხელს უშლის მკურნალობის პროცესს. ამიტომ სჯობს მიმართოთ სხვა სპეციალისტს, ვიდრე აქციოთ მკურნალობის პროცესი „ღამის კოშმარად“. თუკი თქვენი თხოვნა სწორედ არის ჩამოყალიბებული, მიწოდებული და არ შეიცავს შეურაცმყოფელ ნამიოკებს თქვენ ყოველთვის გაგიწევენ შესაბამის დახმარებას.

შიშის და ნერვიულობის შემცირება შეიძლება საძილე საშუალებებით.

ნერვიულობა – სტომატოლოგთან ვიზიტის თანმხვედრი მოვლენაა. ამიტომ ვიზიტის წინ დაშვებულია დამამშვიდებლების მიღება. ნუ იტყვით უარს თუკი ექიმი გთავაზობთ „დამამშვიდებელ კოქტეილს“. ხოლო თუკი თქვენ წინასწარ მიიღეთ შესაბამისი ზომები (მაგ.: ვალერიანის ნაყენი), არ დაგავიწყდეთ საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი. რა პრეპარატი, რა დოზით და მკურნალობის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე მიიღეთ.

დაძლიეთ შიში თვალისმომჭრელი ღიმილისთვის!!!  

Read Full Post »

უკმაყოფილო და გაბრაზებული პაციენტები – სერიოზული მიზეზია, რათა დავფიქრდეთ არა მარტო ჩვენი მუშაობის ხარისხზე, არამედ მიდგომაზეც. ნებისმიერ ექიმს შეიძლება შეხვდეს სკანდალების მოყვარული პაციენტი, რომელიც ყოვლად უმიზეზოდ მზად არის ჩხუბის დასაწყებად, მაგრამ პრობლემების 80% მაინც სტომატოლოგების ხელშია. არსებობს წესები, რომელთა დაცვით შეცდომების ალბათობა კლებულობს.

ნებისმიერი პაციენტი მიუხედავად მისი ფინანსური შესაძლებლობებისა, პირველივე კონსულტაციაზე კითხულობს საჭირო მკურნალობის საფასურს. ფინანსური ხარჯები უნდა იქნეს წინასწარ განსაზღვრული. მაგრამ არიან ისეთი „უნიკალური-სტომატოლოგები“, რომლებიც ამბობენ ერთ თანხას ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ აწერენ დამატებით ხარჯებს. რა თქმა უნდა შეიძლება აღნიშნული სიტუაციის დასაბუთება, იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს ესმის სტომატოლის მიერ ნათქვამის მხოლოდ ნაწილი, მაგრამ ამის შესახებ არ იქნა პაციენტი წინასწარ გაფრთხილებული. აღნიშნული ფაქტი პაციენტმა შეიძლება აღიქვას, როგორც ფულის „გამოძალვა“. თუკი პაციენტი არ არი სკანდალისტი იგი უბრალოდ აღარ მივა ასეთ ექიმთან, ხოლო თუკი შეგვხვდა პრინციპული ადამიანი, მოითხოვს ფასებში გარკვევას და როგორც მინიმუმ ახსნას თუ რატომ არ იქნა წინასწარ გაფრთხილებული.

ზემოთ აღნიშნული უსიამოვნებების თავიდან აცილების საუკეთესო ვარიანტი – კეთილსინდისიერი მუშაობაა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ამ წესის გათვალისწინებით არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი თუ ვის რა ფასი უთხარით, აღარ იქნება უსიამოვნო გარჩევები.

სტომატოლოგის უღრუბლო ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი დაბრკოლება – სიხარბე. ყველას ფულს ვერ იშოვი, ყველას კბილს შენ ვერ გააკეთებ. აუცილებელია საღად შეაფასოდ საკუთარი შესაძლებლობები და მიიზიდოთ  პაციენტები არა მოსალოდნელი ანაზღაურებით გაბრუებულმა არამედ საკუთარი ძალებიდან გამომდინარე.

არ უნდა დაგვავიწყდეს ზრუნვა მომლოდინე პაციენტების კომფორტზეც. კლინიკის კოლექტივმა უნდა უზრუნველყოს პაციენტის სათანადო დონეზე მომსახურება,  მისი მოსვლიდან მის წასვლამდე. ადმინისტრატორმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს მისი მოვალეობები, გამოიმუშაოს სათანადო ქცევის ჩვევები, ყურადღებით მოებყროს ნებისმიერ პაციენტს გამონაკლისების გარეშე. ეს საკითხია მნიშვნელოვანია სამკურნალო დაწესებულებაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. თუკი კლინიკაში შემოსვლისთანავე შექმნით უარყოფით აურას, შემდგომში იდეალურად შესრულებული სამუშაოც ვერ დაგეხმარებათ სტომატოლოგის რეპუტაციის აღდგენაში.

პაციენტებთან მშვიდობიან ურთიერთობას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს სამედიცინო დოკუმენტაციის შეუვსებლობამ. მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებულ დოკუმენტაციას შეუძლია აგარიდოთ სულელური შეცდომები და იყოს თქვენი საბუთი პაციენტის უკმაყოფილების შემთხვევაში. თქვენ შესაძლოა ყველაფერი კარგად გქონდეთ შესრულებული მაგრამ ამის დამტკიცება, შეუძლია მხოლოდ ექიმის და პაციენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »