Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ორსულთა სტომატოლოგია’ Category

  • main-qimg-636d98e4582b2a40536831326d179bb6პირველი და გაყიდვების ლიდერი შეკითხვა : “თქვენ კარგი მასალები გაქვთ?“. შეკითხვა რომელსაც ხშირად სვამენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიარას და მოდი შევივლის ვარიანტში შეიხედეს კლინიკაში. პასუხია: “რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი”, ამის შემდეგ როგორც წესი მცირე ხნით “დაეკიდება” ხოლმე პროგრამა. ძვირფასო მომხმარებელო, პაციენტო რა პასუხის მოსმენა გსურთ??? თუკი ადამიანი მუშაობს ხარისხიანი მასალით ეს ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, ხოლო თუ არ მუშაობს რაღა თქმა უნდა ის არასოდეს არ გამოგიტყდებათ ამაში.
  • საპატიო მეორე ადგილს იკავებს შეკითხვა : “თქვენ ჩვეულებრივი ბჟენები გაქვთ?“. აქ პროგრამის “ჩამოკიდებას” იწვევს შემხვედრი კითხვა: “ეგ როგორია?” თუმცა მინდა გამოგიტყდეთ რომ ძლივს ვიკავებ სხვა პასუხის გაცემისაგან: “არა, რას ბრძანებთ არაჩვეულებრივი, ცოცხალია და თან ლაპარაკობს”. ახსნან თუ რას გულისხმობდნენ ჩვეულებრივში ძირითადად ხდება შემდეგი უნივერსალური სიტყვებით: “ნუუუუ”, “აიიი” და ა.შ. იშვიათად ზოგი იხსენებს ცემენტს. ჩემო ძვირფასებო “ჩვეულებრივი” ბჟენები არ არსებობს, როგორც არ არსებობს ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები, გამათეთრებლები და სხვა სისულეები რასაც აჩვენებენ რეკლამებში. ეს უბრალო გამოთქმაა, რადგან თუკი მწარმოებელი იტყვის რომ ფხვნილი A უკეთესია ვიდრე B მას სასამართლოში უჩივლებენ.

277292306მაშ რა შეკითხვა უნდა დავსვათ ამ ორის მაგივრად? თუკი ექიმთან პირველად მოხვდით პირდაპირ კარებში მასალებზე საუბარს აზრი არ აქვს. თავდაპირველად გაიარეთ პირველადი დათვალიერება, კონსულტაცია. ხოლო შემდგომ დაინტერესდით ექიმის აზრით დაახლოებით რამდენ ხანს გაძლებს თქვენი კბილი მკურნალობის შემდეგ. რა თქმა უნდა ზუსტ ვადებს ვერავინ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შეგექმნებათ წარმოდგენა კბილის და ჩასატარებელი მკურნალობის საიმედოობაზე.

  • მესამე ადგილი “ხიდი რომელიც ყურიდან ყურამდე მქონდა ორ კბილზე დაფიქსირებული გაძლო ამდენ ხანს, და თქვენ რატომ ვერ მიკეთებთ იგივეს თავიდან? ან ბჟენი ამ კბილზე მქონდა წლები, თქვენ კი მეუბნებით რომ კბილი ამოსაღებია?

რატო? იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ომის მონაწილეები დადიან ნამსხვრევებით და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ძველი დამპალი ღობე წლებია დგას და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ყველანაირი წესების დარღვევით აშენებული სახლები დგას და არაფერი. იმიტომ რომ ბანქო დაჯდა ასე და გაგიმართლათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასე უნდა იყოს. შემდგომში 100 დან 99 არ გაგიმართლებთ და მე საერთოდ არ მინდა ცდები, რომ ვატარო. არ გაგიმართლებთ თქვენ და პასუხი უნდა ვაგო მე. რატო?

მეოთხე არასაპრიზო ადგილი. კითხვა კარის ზღურბლზე “დაშენება მინდა და აკეთებთ?

საქმე იმაშია, რომ სიტყვა “დაშენება” როგორც ჩანს შემოღებულია საქმეში არც თუ ისე ჩახედული პირების მიერ. რადგან იგი შესაძლოა გულისხმობდეს ნებისმიერ რამეს და თავად საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს. დაახლოებით იგივე იქნება მშენებელს რომ კითხოთ “თქვენ აშენებთ სახლებს?” ვაშენებთ მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ? ერთსართულიანს, ორსართულიანს, სამსართულიანს? ხის, აგურის, ქვის? ფასადი თეთრი, წითელი მწვანე? აივნები გინდათ? ტერასა? და კიდევ მილიონი კითხვა.

implant-consultation-y250რისი გაკეთება გსურთ? ბჟენი, ჩანართი, ვინირი, გვირგვინი თუ ხიდი? ნებისმიერი ზემოთ ხსენებულით შესაძლებელია კბილის დაშენება, ამასთან თითოეულის ფასი რადიკალურად განსხვავდება და სამუშაოს შესრულებასაც სჭირდება განსხვავებული დრო. ა არ იცოდით? მაშინ რისთვის იყენებთ ტერმინს რაც არ იცით? და როტომ იწვევს ეს შეკითხვა ასეთ ემოციებს? რადგან თავდაპირველად არც იცი რა უპასუხო. პასუხები შესაძლოა დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყოს ხოლო კონკრეტული პასუხისთვის უნდა ინახოს მაინც თუ რა არის დასაშენებელი.

საერთოდ რაიმეზე კონტრეტულად საუბარი შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ. მოისმინეთ ყველაფერი რასაც ექიმი გთავაზობთ და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვები თქვენთვის გაუგებარ თემებზე. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ფულს რაც მთავარია.

საფუძვლიანი პირველადი კონსულტაციის შემდეგ თქვენთვის ნათელი უნდა იყოს უმეტესობა ახსნილისა თუ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში.

Advertisements

Read Full Post »

PROPHYflex3_PROPHYpearlsრა არის კბილების წმენდა PROPHYflex?

კბილების წმენდის ტექნოლოგია PROPHYflex შემუშავებულია გერმანული კომპანია KaVo სპეციალისტების მიერ.

აპარატის მოქმედების მექანიზმი: აპარატის თავიდან წნევით გამოდის წყლის, ჰაერის და სპეციალური ფხვნილის ნარევი. წვრილდისპერსული და არააბრაზიული ფხვნილი კალციუმის-კარბონატის საფუძველზე. ტრადიციული ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმელი სოდა) განსხვავებით, რომლის ნაწილაკებსაც აქვთ ბასრი კიდეები, კალციუმის კარბონატს აქვს მრგვალი ფორმები. შედეგად კი არ  იკაწრება მინანქრის ზედაპირი, არამედ ხდება მისი პოლირება. ამიტომ აღნიშნულ პროცედურას უნიშნავებს ბავშვებსაც კი.

titel_2როგორი გადასატანია აღნიშნული პროცედურა? 

PROPHYflex-ის ფხვნილს აქვს სასიამოვნო გემო. ფხვნილი ხვდება რა კბილის ზედაპირზე აცილებს ნადებს და საკვებ საღებავებს.

წყალი, ფხვნილი, კბილის ნადების ნაწილაკები ხვდება სპეციალურ საქშენში (სტომატოლოგიურ სასრუტში) პირის ღრუში და არ იფანტება მთელს ოთახში.

ყველაფერი ხდება სწრაფად და განსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე.

რა დანიშნულება აქვს PROPHYflex

  • კბილების იდეალური გასუფთავება ზედაპირული პიგმენტაციებისგან
  • ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა ნადების მოცილება
  • კბილის რბილი ნადების მოცილება
  • ბრეკეტების წმენდა
  • ხელოვნური კონსტრუქციების წმენდა
  • კბილის ზედაპირის წმენდა კბილის ფერის განსაზღვრის წინ
  • კბილების წმენდა ფტორირების წინ
  • წმენდა გათეთრებამდე
  • ძნელად მისადგომი ადგილების წმენდა (კბილთაშუა სივრცეები)

რისი გაკეთება არ შეუძია PROPHYflex და ათეთრებს თუ არა კბილებს?

hofeheren-tiszta-fogsor-egyedulallo-fogko-eltavolitas-proonმაგარ კბილის ნადებს, როგორიცაა კბილის ქვა აღნიშნული აპარატი ვერ უმკლავდება, ამისათვის არსებობს სპეციალური ულტრაბგერითი აპარატი – სკეილერი.

PROPHYflex არ არის განკუთვნილი კბილების გასათეთრებლად. კბილების გათეთრება – საკუთარი კბილის ფერის ცვლილებაა. აღნიშნული აპარატის გამოყენების შემდეგ კბილის ფერის ცვლილება არ ხდება.

იწმინდება კბილები, ცილდება ფერშეცვლილი, ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა გამუქებული ნადები და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

ყველასათვის ერთნაირად მიზანშეწონილია თუ არა?

პროცედურის ჩატარების წინს სჯობს გაიაროთ კონსლტაცია პაროდონტოლოგთან, რადგან პაროდონტის (ღრძილების) დაავადებების რიგ ფორმებში სასურველია კბილების გაწმენდა მოხდეს სხვა მეთოდის გამოყენებით.

რა უკუჩვენებები აქვს?

ქრონიკული ბრონქიტის და ასთმის მქონე პაციენტებმა სჯობს არ გამოიყენონ PROPHYflex, რადგან შესაძლოა გაჩნდეს გაძნელებული სუნთქვის შეგრძნება.

უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის ასევე უკუჩვენებაა აღნიშნული პროცედურა, რადგან ფხვნილი შეიცავს მარილს.

არ შეიძლება ციტრუსის გემოს აუტანლობის მქონე პაციენტებში გამოყენებას.

PROPHYflex®3_0როგორი რეკომენდაციებია პროცედურის შემდეგ?

პირველი 2-3 საათი არ შეიძლება მოწევა, ჩაი, ყავა, პროდუქტები, რომლებმაც შეიცავენ ბუნებრივ საღებავებს. რადგან წმენდის დროს კბილს სცილდება პელიკულა (კბილის დამცავი აპკი), რომელიც ნერწყვის დახმარებით აღდგენა 2-3 საათში.

რა სიხშირითაა საჭირო კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება?

ექიმი ყველა პაციენტს ურჩევს ინდივიდუალურად. საშუალოდ კვარტალში ან 6 თვეში ერხელ.

სტომატოლოგთან ვიზიტები პროფესიული წმენდის და პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით თქვენთვის უნდა იყოს ისეთივე ბუნებრივი და აუცილებლი, როგორიცაა კოსმეტიკურ სალონებში და სტილისთან ვიზიტი.

Read Full Post »

5210_380პირველი რჩევა: ვცვლით ჯაგრულებს დროულად

ინტერნეტში და ხშირად სტომატოლოგის კაბინეტშიც ვიღებთ რჩევას, რომ კბილის ჯაგრისი უნდა ვცვალოთ არა უგვიანეს 2-3 თვისა. სინამდვილეში ყოველდღიური ხმარების შემდეგ კბილის ჯაგრისი გამოუსადეგარი ხდება უკვე 1 თვის შემდეგ. გაცვეთილი და ფორმაშეცვლილი ჯაგრულები არა მარტო არ ასუფთავებენ კბილებს არამედ იწვევენ ღრძილების ტრავმირებასაც.

მეორე რჩევა: კბილების ხეხვასაც თავისი დრო აქვს

425სტომატოლოგები ურჩევენ, რომ კბილების გამოხეხვა მოხდეს საჭმლის მიღების შემდეგ. მაგრამ არ ღირს საკვების დამთავრებისთანავე აბაზანაში შევარდნა და კბილების გამოხეხვის დაწყება. უფრო სწორი იქნება გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, ხოლო კბილები გაიხეხოთ 20-30 წუთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ პირის ღრუმ მოასწროს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც როგორც ცნობილია ირღვევა საკვების მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ საკვების მიღებისთანავე კბილების გამოხეხვით თქვენ ვერ აღადგენთ ph საწყის დონეს, მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს.

მესამე რჩვა: უთხარით უარი საკვების მიღებებს შორის ტკბილ წახემსებებს 

რადგან ვახსენეთ ph დონე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ტკბილებული აბსოლუტური ჩემპიონია შაქრის შემცველობაში. არა მარტო არღვევს ph ბალანსს 1 საათით, არბილებს მინანქარს და წარმოადგენს კარიესოგენული ბაქტერიების საყვარელ საკვებს.

photo_436მეოთხე რჩევა: ნაკლები მჟავე, მარილიანი და გაზიანი

პროდუქტები და სასმელები მჟავიანობის მაღალი შემცველობით, ასევე მარილიან საკვებს და გაზიან სასმელებს აქვთ მომატებული მჟავიანობა, შედეგად არბილებენ კბილის მინანქარს და ხდიან ზედაპირს უფრო ხაოიანს. შედეგად იგი იწყებს ბუნებრივი საღებავების და ბაქტერიების “შეწოვას” რაც იწვევს მის გამუქებას და დაზიანებასაც. თუკი უარს ვერ ამბობთ ასეთ პროდუქტებზე სასმელი მიიღეთ სპეციალური მილაკით, ხოლო ხილის შემდეგ გამოივლეთ წყალი.

 მეხუთე რჩევა: მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი

Carisma_NG_bigიმის გარდა, რომ ალკოჰოლი მავნეა ჯანმრთელობისათვის, იგი ისევე მოქმედებს კბილებზე, როგორც მჟავე შემცველი სასმელები. ხოლო გაზიანმა ალკოჰოლმა (შამპანური, კოქტეილები) – შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის ეროზია.

მეექვსე რჩევა: ნუ მოწევთ

თამბაქოს ბოლი შეიცავს ფისებს და ნიკოტინს, აყვითლებს კბილის მინანქარს. აგრეთვე აღწევს მის შიგნით და ტოვებს ლაქებს. ზრდის პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკებს.

მეშვიდე რჩევა: ვმეგობრობთ სტომატოლოგთან

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ნებისმიერ მცირე განგაშის სიგნალზე მიმართეთ სპეციალისტს. ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მოკბეჩის დროს, კბილების მომატებული მგრძნობელობა, სუნი პირის ღრუდან – ეს ყველაფერი გახლავთ სტომატოლოგთან img_articol391681ვიზიტის აუცილებელი მიზეზები. არ დაგავიწყდეთ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური შემოწმებები და პროფესიონალური ჰიგიენის ჩატარება.

მერვე რჩევა: არანაირი თვითშემოქმედება

როდესაც ვთქვით, რომ უნდა მოუსმინოთ ორგანიზმს აქ არ იგულესხმება, რომ თავად უნდა დასვათ დიაგნოზი და დაინიშნოთ მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნა და მკურნალობა არის ექიმის პრეროგატივა. იგივე შეიძლება ითქვას კბილების გათეთრებაზეც – არ აქვს მნიშვნელობა გათეთრება სახლის პირობებში ხდება თუ კლინიკის, იგი უნდა იყოს პროფესიონალური ანუ ტარდება სპეციალისტის მიერ ან მისი კონტროლის ქვეშ.

Read Full Post »

aq300თუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

Aquapick main 4 girl_textსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

17ირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

AQ300_1აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Read Full Post »

pregnancydentistry

გამოთქმა „ერთი ბავშვი მინუს ერთი კბილი”, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ფაქტის კონსტატაციაა. საქმე იმაშია, რომ ქალის ორგანიზმი თავიდანვე აღიქვამს ნაყოფს, როგორც უცხო სხეულს და ყველანაირად ცდილობს მის „მოცილებას“.  ამის გამოა ისეთი ცნობილი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, ჰორმონალური ფონის ცვლილება და იმუნიტეტის დაქვეითება. ბოლო ორი ფაქტორი ზემოქმედებს რა ორგანიზმზე ახდენს ძვლოვანი სისტემის დესტაბილიზაციას, ნეგატიურად მოქმედებს კბილებზე, იწვევს რა კარიესს და მის გართულებებს. მაგრამ ნუთუ ფეხმძიმობისას კარიესის განვითარება გარდაუვალია?

image

ფეხმძიმობა და კარიესი

ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობის დაქვეითება, მათ შორის კალციუმის ნივთიერებათა ცვლის გარდაქმნა – ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე გარდაუვალი პროცესებია, ასევე რისკ ფაქტორები რომლებიც ფეხმძიმეებში იწვევენ სტომატოლოგიურ პრობლემებს: გინგივიტს, პაროდონტიტს, ღრძილებიდან სისხლდენას და კარიესს. კალციუმის ნაკლებობა, ნერწყვის შემადგენლობის ცვლილება და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე გააქტიურებული მიკრობები – ძირითადი მიზეზებია თუ რატომ უფუჭდებათ კბილები მომავალ დედებს. ძირითადი ნიშნები რომლის მიხედვითაც ფეხმძიმეს შეუძლია გამოავლინოს საწყისი კარიესი, სტანდარტულია ყველასთვის: ცარცისებრი ლაქები, ღარები ან ხაზები, მინანქრის დეკალციფიკაცია, თქვენი კბილები რეაგირებს გამღიზიანებელზე (ცივზე, ტკბილზე, ცხელზე).

how-oral-bacteria-can-affect-your-baby აუცილებლად უნდა იმკურნალოთ

აზრი, რომ კბილების მკურნალობა ფეხმძიმობისას არასასურველია და მეტიც საშიში, დღესაც ძალზედ გავრცელებულია საზოგადოებაში. ის, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, ამის დასამტკიცებლად არაა აუცილებელი სამედიცინო განათლება. ფეხმძიმობისას საწყისი კარიესიც კი საჭიროებს აუცილებელ ვიზიტს სტომატოლოგთან. რატომ? პირველ რიგში დაავადება პროგრესირებს უფრო სწრაფად და შეიძლება გადაიზარდოს პულპიტში (ნერვის ანთება) ორსულობის დასრულებამდე. მეორეც საწყის ეტაპზე, მკურნალობა სრულდება ერთ ეტაპად და არ საჭიროებს რენტგენოლოგიურ კვლევებს. მესამეც მომავალმა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის უკვე მარტო აღარაა და ნებისმიერი ანთებადი პროცესი ცუდად იმოქმედებს, როგორც მასზე ასევე მის ნაყოფზეც. სარძევე კბილების ჩანასახები ფორმირებას იწყებენ ფეხმძიმობის მეექვსე კვირას, ხოლო მე-5 თვეზე იწყება მათი მინერალიზაცია. ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ხდება მუდმივი კბილების ჩასახვაც.

კარიესის პროფილაქტიკა ფეხმძიმობისას

Positive pregnant blond woman  checks her teethრა თქმა უნდა იდეალურია თუკი არ მოგვიწევს ფეხმძიმობისას კბილის ტკივილთან გამკლავება და წინასწარ ორსულობამდე მოხდება პირის ღრუს მდგომარეობის მოწესრიგება. მაგრამ თუკი ვერ მოახერხეთ ამის დაცვა მაშინ შემდგომი რჩევები თქვენთვისაა.

  1. სწორი კვება. თქვენს ორგანიზმში არსებული პატარა სიცოცხლე ყველანაირად ცდილობს სასურველი მინერალები და ელემენტები შეივსოს თქვენი ორგანიზმიდან. ამიტომ ეცადეთ საკვები იყოს მდიდარი მიკროელემენტებით და ვიტამინებით.
  2. პირის ღრუს სანაცია. იდეალურ ვარიანტში პირის ღრუს სანაცია სჯობს ჩატარდეს ფეხმძიმობამდე, ხოლო შემდგომ რეგულარულად მოინახულოთ ხოლმე თქვენი სტომატოლოგი.
  3. ვიტამინო თერაპია. უნდა დაფიქრდეთ თუ რა სახის ვიტამინებს იღებთ. ცნობილია, რომ კალციუმის და ფტორის შემცველი პროდუქტები და პრეპარატები, B და Dვიტამინები და თევზის ქონი ყველა მაზზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე უკეთ დაგეხმარებათ კარიესის თავიდან აცილებაში.
  4. პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა. ისეთი აუცილებელი, რამ როგორიც კბილების ხეხვაა დღეში 2-ჯერ ყველასთვის აუცილებელია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ა.შ. J

Read Full Post »

დეზინფექციადეზინფექცია – დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოცილების პროცესი დაბინძურებული ინსტრუმენტებიდან, ტანსაცმლიდან, ახლომყოფი საგნებიდან – მათზე მადეზინფიცირებელი საშუალებების ფიზიკური ან ქიმიური ზემოქმედებით

დეზინფექციას უნდა დაექვემდებაროს ყველაფერი რასაც არ აქვს შეხება ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან.

ის საგნები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ მანიპულაციების დროს ექვემდებარება სტერილიზაციის წინა დეზინფექციას. 388387_321456564550114_349761514_n (1)სტერილიზაცია –  ყველა სახის მიკროორგანიზმის განადგურების პროცესი, მათ შორის სპორების სითბოს, გამოსხივების, ქიმიური ნივთიერებებით ზემოქმედების ან ფილტრაციით. სტერილიზაციას ექვემდებარება ყველა საგანი რომელსაც შეხება აქვს ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, ასევე ცალკეული სამედიცინო ინსტრუმენტები, რომელთაც შეხება აქვთ ლორწოვან გარსთან და შეუძლიათ გამოიწვიონ მისი დაზიანება. დეზინფექციის და სტერილიზაციის შესახებ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი. ათასწლეულები სტერილიზაციის მიზნით იხმარებოდა ვერცხლი, საკვების შესანახად, ან ხდებოდა მასში განბანვა, დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო პირველი ნაბიჯები ამ საგნის ამოცნობაში.

დღეისათვის მედიცინა – არის მეცნიერება, რომელმაც შეაბიჯა მიკრობიოლოგიასა და გენეტიკაში და შეუძლია ახსნას მრავალი ანთებითი პროცესის ინფექციური ხასითი.

microbes-Science-Clarifiedდღეისათვის შესაძლებელია დაავადებების დაყოფა მათი გამომწვევების მიხედვით. მიკროორგანიზმების ცხოვრების ციკლის შესწავლამ გამოავლინა მათი განსაკუთრებული მდგომარეობა, მათი ადაპტაციის უნარი ამა თუ იმ ცხოვრების პირობებისადმი – სპორები (მიკროორგანიზმების მდგომარეობა, როდესაც ისინი იმყოფებიან სპეციალურ გარსში, რაც იცავს მათ გარეშე აგრესიული ფაქტორებისგან). აი ამ ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიკრობიოლოგია იძლევა რეკომენდაციებს მათი გაუნებელყოფის შესახებ. ეს სტერილიზაციის და დეზინფექციის სხვადასხვა მეთოდებია.

დეზინფექცია გამოიყენება, იმ შემთხვევებში, როდესაც არის აუცილებლობა დაბინძურებული ზედაპირების გაწმენდისა, რომელთა სტერილიზაცია შეუძლებელია ესენია: ხელები, იატაკი, კედლები, სხვადასხვა დანადგარები). მაგრამ გარანტია იმისა, რომ სრულად მოხდა ინფექციის გამომწვევის გაუნებელყოფა არ არსებობს, ამიტომ ყველა ინსტრუმენტის თუ დანადგარის, რომელსაც აქვს უშუალო კონტაქტი და მონაწილეობს ინვაზიურ ჩარევაში უნდა მოხდეს სტერილიზაცია.

არსებობს სტერილიზაციის სამი სახეობა

  1. ორთქლის მეთოდი (წყლით გაჯერებული ორთქლი გარკვეული წნევის ქვეშ)dac_sirona (1)

მეთოდის განსახორციელებლად გამოიყენება ავტოკლავი.

  1. სტერილიზაციის აეროვანი მეთოდი (მშრალი ცხელი ჰაერი)

გამოიყენება მშრალი სიცხის კარადა

  1. ქიმიური მეთოდი (ქიმიური ხსნარები)

გამოიყენება ქიმიური დეზინფექტანტები

  1. ორთქლის მეთოდი

ტემპერატურა 121-134 გრადუსი

წნევა 1.1.-2.0 ბარელი

დრო 5-20 წუთი

მთლიანი ციკლი 6-30 წუთიpol_pl_Mikrozid-AF-liquid-1-L-bez-spryskiwacza--64_2

სტერილდება ლითონი, შუშა, ტექსტილი, რეზინი, ლატექსი, პოლივინილქლორიდი

მასტერილიზებელი აგენტი ორთქლი, ტემპერატურა, წნევა.

უპირატესობა

მთლიანი მოკლე ციკლი

შესაძლოა თერმომგრძნობიარე საგნების სტერილიზაცია

სხვადასხვა სახის შეფუთვების გამოყენება

ნაკლი

დანადგარის მაღალი ფასი

  1. აეროვანი

ტემპერატურა 160-180 გრადუსი

დრო 30 წუთი252-stomatology-banner2

მთლიანი ციკლი 75-120 წუთი

სტერილდება ლითონი, შუშა,

მასტერილიზებელი აგენტი ტემპერატურა.

უპირატესობა

მოწყობილობის დაბალი ფასი

ნაკლიSirona22188

გრძელი ციკლი

მაღალი ტემპერატურით ინსტრუმენტების დაზიანების ალბათობ

შეზღუდული გამოყენება

ზემოქმედება მხოლოდ ტემპერატურით

მაღალი ენერგო ხარჯი

  1. ქიმიური

ტემპერატურა 18-50 გრადუსი

დრო 240-300 წუთი

სტერილდება ლითონი, შუშა, პილიმერი, რეზინა.

მასტერილიზებელი აგენტი წყალბადის ზეჟანგი, დეზოქსონი, ქიმიური ნივთიერება.

უპირატესობა

არ არის საჭირო სპეციალური მოწყობილობა

ნაკლი

ძალზედ ხანგრძლივი ციკლი როგორც ხედავთ დიდი უპირატესობით გამოირჩევა ავტოკლავირების ანუ ორთქლით სტერილიზაციის მეთოდი.

ჩვენს კლინიკაში ტარდება სრულყოფილი დეზინფექცია და სტერილიზაცია ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. დეზინფექციისათვის ვიყენებთ გერმანული კომპანია შულკეს სადეზინფექციო საშუალებებს. ხოლო სტერილიზაცია ხდება ავტოკლავირებით.

Read Full Post »

სირონა, ავტოკლავისიამაყით გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი აპარატი DAC Universal- ბუნიკების სტერილიზატორი. აპარატი 12 წუთში რეცხავს, ზეთავს და ასტერილებს ბუნიკებს.

მთლიანად ავტომატური ავტოკლავების ახალი თაობის წარმომადგენელი: გერმანული კომპანია Sirona ავტოკლავი DAC Universal. ყოველდღიურად ჰიგიენის და სტერილიზაციის მოთხოვნები უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ვზრუნავთ რა საკუთარ მომხმარებლებზე გამუდმებით ვართ სიახლის ძიებაში. მრავალფუნქციური სტომატოლოგიური აპარატი, რომელიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ისეთი პროცედურებისთვის, როგორიცაა ავტომატური dac_sironaგავლება, წნევით რეცხვა, დაზეთვა და სტერილიზაცია. აღნიშნული აპარატი მთლიანად აკმაყოფილებს “S” კლასის მოწყობილობების სტანდარტებს EN 13060.
სტერილიზაციის, დაზეთვის და გაშრობის ყველა ამოცანას აღნიშნული აპარატი ასრულებს ავტომატურ რეჟიმში, საიმედოდ და ინსტრუმენტების დაზიანების გარეშე.

უნივერსალურობა:
• სტომატოლოგიური ბუნიკების სტერილიზაცია, როგორც გარედან ასევე შიგნით, წყლის მილაკების ჩათვლით.
• სტერილიზაცია 134 გრადუსზე
• წინასწარი გაშრობა

უსაფრთხოება:
• სტერილიზაციის ყველა ეტაპის ავტომატური გავლა, რასაც ნოლზე დაჰყავს ადამიანის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა.
• უმაღლესი საიმედობა, რაც უზრუნველყოფს, როგორც პაციენტების ასევე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას.
• უკუ ჭავლის ტექნოლოგიის გამოყენებით, გაჯერებული ორთქლი გადის ინსტრუმენტებში ასტერილებს რა, როგორც Sirona22188შიდა მილებს ასევე გარეთა ზედაპირებს. შედეგად ჯვარედინი დაინფიცირების რისკი ფაქტიურად ნოლი ტოლია

 

 

 

 

 

 

 

Read Full Post »

Older Posts »