Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ორთოპედია’ Category

  • main-qimg-636d98e4582b2a40536831326d179bb6პირველი და გაყიდვების ლიდერი შეკითხვა : “თქვენ კარგი მასალები გაქვთ?“. შეკითხვა რომელსაც ხშირად სვამენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიარას და მოდი შევივლის ვარიანტში შეიხედეს კლინიკაში. პასუხია: “რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი”, ამის შემდეგ როგორც წესი მცირე ხნით “დაეკიდება” ხოლმე პროგრამა. ძვირფასო მომხმარებელო, პაციენტო რა პასუხის მოსმენა გსურთ??? თუკი ადამიანი მუშაობს ხარისხიანი მასალით ეს ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, ხოლო თუ არ მუშაობს რაღა თქმა უნდა ის არასოდეს არ გამოგიტყდებათ ამაში.
  • საპატიო მეორე ადგილს იკავებს შეკითხვა : “თქვენ ჩვეულებრივი ბჟენები გაქვთ?“. აქ პროგრამის “ჩამოკიდებას” იწვევს შემხვედრი კითხვა: “ეგ როგორია?” თუმცა მინდა გამოგიტყდეთ რომ ძლივს ვიკავებ სხვა პასუხის გაცემისაგან: “არა, რას ბრძანებთ არაჩვეულებრივი, ცოცხალია და თან ლაპარაკობს”. ახსნან თუ რას გულისხმობდნენ ჩვეულებრივში ძირითადად ხდება შემდეგი უნივერსალური სიტყვებით: “ნუუუუ”, “აიიი” და ა.შ. იშვიათად ზოგი იხსენებს ცემენტს. ჩემო ძვირფასებო “ჩვეულებრივი” ბჟენები არ არსებობს, როგორც არ არსებობს ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები, გამათეთრებლები და სხვა სისულეები რასაც აჩვენებენ რეკლამებში. ეს უბრალო გამოთქმაა, რადგან თუკი მწარმოებელი იტყვის რომ ფხვნილი A უკეთესია ვიდრე B მას სასამართლოში უჩივლებენ.

277292306მაშ რა შეკითხვა უნდა დავსვათ ამ ორის მაგივრად? თუკი ექიმთან პირველად მოხვდით პირდაპირ კარებში მასალებზე საუბარს აზრი არ აქვს. თავდაპირველად გაიარეთ პირველადი დათვალიერება, კონსულტაცია. ხოლო შემდგომ დაინტერესდით ექიმის აზრით დაახლოებით რამდენ ხანს გაძლებს თქვენი კბილი მკურნალობის შემდეგ. რა თქმა უნდა ზუსტ ვადებს ვერავინ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შეგექმნებათ წარმოდგენა კბილის და ჩასატარებელი მკურნალობის საიმედოობაზე.

  • მესამე ადგილი “ხიდი რომელიც ყურიდან ყურამდე მქონდა ორ კბილზე დაფიქსირებული გაძლო ამდენ ხანს, და თქვენ რატომ ვერ მიკეთებთ იგივეს თავიდან? ან ბჟენი ამ კბილზე მქონდა წლები, თქვენ კი მეუბნებით რომ კბილი ამოსაღებია?

რატო? იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ომის მონაწილეები დადიან ნამსხვრევებით და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ძველი დამპალი ღობე წლებია დგას და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ყველანაირი წესების დარღვევით აშენებული სახლები დგას და არაფერი. იმიტომ რომ ბანქო დაჯდა ასე და გაგიმართლათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასე უნდა იყოს. შემდგომში 100 დან 99 არ გაგიმართლებთ და მე საერთოდ არ მინდა ცდები, რომ ვატარო. არ გაგიმართლებთ თქვენ და პასუხი უნდა ვაგო მე. რატო?

მეოთხე არასაპრიზო ადგილი. კითხვა კარის ზღურბლზე “დაშენება მინდა და აკეთებთ?

საქმე იმაშია, რომ სიტყვა “დაშენება” როგორც ჩანს შემოღებულია საქმეში არც თუ ისე ჩახედული პირების მიერ. რადგან იგი შესაძლოა გულისხმობდეს ნებისმიერ რამეს და თავად საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს. დაახლოებით იგივე იქნება მშენებელს რომ კითხოთ “თქვენ აშენებთ სახლებს?” ვაშენებთ მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ? ერთსართულიანს, ორსართულიანს, სამსართულიანს? ხის, აგურის, ქვის? ფასადი თეთრი, წითელი მწვანე? აივნები გინდათ? ტერასა? და კიდევ მილიონი კითხვა.

implant-consultation-y250რისი გაკეთება გსურთ? ბჟენი, ჩანართი, ვინირი, გვირგვინი თუ ხიდი? ნებისმიერი ზემოთ ხსენებულით შესაძლებელია კბილის დაშენება, ამასთან თითოეულის ფასი რადიკალურად განსხვავდება და სამუშაოს შესრულებასაც სჭირდება განსხვავებული დრო. ა არ იცოდით? მაშინ რისთვის იყენებთ ტერმინს რაც არ იცით? და როტომ იწვევს ეს შეკითხვა ასეთ ემოციებს? რადგან თავდაპირველად არც იცი რა უპასუხო. პასუხები შესაძლოა დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყოს ხოლო კონკრეტული პასუხისთვის უნდა ინახოს მაინც თუ რა არის დასაშენებელი.

საერთოდ რაიმეზე კონტრეტულად საუბარი შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ. მოისმინეთ ყველაფერი რასაც ექიმი გთავაზობთ და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვები თქვენთვის გაუგებარ თემებზე. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ფულს რაც მთავარია.

საფუძვლიანი პირველადი კონსულტაციის შემდეგ თქვენთვის ნათელი უნდა იყოს უმეტესობა ახსნილისა თუ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში.

Advertisements

Read Full Post »

da-vinchi-01მკურნალობის დაგეგმარებისას ექიმ-ორთოდონტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია იმ პათოლოგიაზე, რომლის განკურნებასაც აპირებს. საკმაოდ ხშირად ორთოდონტიული მკურნალობა იწყება პრობლემის გაანალიზების გარეშე და მკურნალობის შედეგები ხშირად საკმაოდ მძიმეა. ხარისხიანი მკურნალობა შეუძლებელია ანალიზის, ხოლო ანალიზი საჭირო დიაგნოსტიკური მონაცემების გარეშე. სწორად დასმული დიაგნოზი – წარმატებული მკურნალობის ნახევარია. თუკი არ იცი სად მიდიხარ, რატომ და რა მიზნით შესაძლოა დაიკარგო კიდეც. აქედან გამომდინარე დიაგნოსტიკის ფასი დაგეგმარებაში და წარმატებული მკურნალობის განხორციელებაში შეუფასებელია.

დიაგნოსტიკა მოწოდებულია იმისთვის, რომ გამოავლინოს მკვეთრი ორიენტირები, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ექიმი მკურნალობის გეგმის შედგენისას. რას მოიცავს სადიაგნოსტიკო ღონისძიებების “სტანდარტული” ჩამონათვალი თანამედროვე ორთოდონტიის გადმოსახედიდან?

1. ორთოპანთომოგრამმა

2. ტელერენტგენოგრამმა გვერდით პროექციაში (დამატებით პირდაპირ პროექციაში – ჩვენებების დროს)

3. ანაბეჭდები მოდელების მისაღებად
od3564. ფოტოგრაფირება (პორტრეტული და პირშიგნითა ფოტოები)
5. კომპიუტერული ტომოგრაფია ჩვენებების მიხედვით
6. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

ცოტა არაა ხომ? აღსანიშნავია, რომ პირველი 4 პუნქტი ეს მხოლოდ მინიმუმია ნებისმიერ სიტუაციაში. თუკი აქედან ექიმი რომელიმეს არ ატარებს, იგი იკლებს სწორი ანალიზისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას.

არსებობს კბილების გადაადგილების უამრავი მეთოდი და ექიმს შეუძლია თითქმის ყველაფერი იმ დროს როდესაც პაციენტს ბრეკეტები აქვს დაკრული, ან კაპები ან სხვა საშუალებები. მაგრამ საკითხავია თუ საით და როგორ გადავაადგილოთ. ამ შეკითხვას პასუხობს ღრმა დიაგნოსტიკა. ორთოდონტიული მკურნალობა – კარგად დაგეგმილი მოქმედებების თანმიმდევრობაა. ექიმს ჯერ კიდევ აპარატის ფიქსაციამდე უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი მკურნალობის შედეგი და გზა, რომელიც მად და მის პაციენტს მიიყვანს წარმატებამდე. მკურნალობის პროცესში შესაძლოა მოხდეს გეგმიდან გადახვევა, მედიცინა ზუსტი მეცნიერება არაა, მაგრამ გენერალური ხაზი აუცილებლად უნდა იყოს. სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით, როდესაც პაციენტებს მკურნალობენ ბრეკეტები და არა ექიმები. უბრალოდ, გაუაზრებლად მიკრული აპარატი უკეთეს შემთხვევაში შედეგს არ მოგვცემს, ხოლო უარეს ვარიანტში შესაძლოა მძიმედ დამთავრდეს. ამიტომ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოქმედებების გეგმა… საით წავიდეს:

0_75a55_be703492_xlორთოპანთომოგრამმა (ანუ “ოპგ”,  პანორამული სურათი)

მთელი ყბა-კბილთა სისტემის, როგორც ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსის ერთ მომენტიანი სურათია. სურათი მოიცავს ალვეოლურ მორჩებს მთლიანი მაშტაბით, ხოლო თვითონ გამოსახულება ერთ სიბრტყეზეა გაშლილი.  პაციენტზე მინიმალური რენტგენოლოგიური დატვირთვით, ორთოპანთომოგრამა დიდი მაშტაბით გვაძლევს ხარისხიან და სრულ სურათს. სურათზე მოჩანს:

  •  ძირითადი ღრუები;
  • ძვლოვანი ქსოვილი;
  • პათოლოგია;
  • სიბრძნის, რეტენირებული, ზეკომპლექსური კბილები.
  • ფესვების მდებარეობა.

ორთოპანთომოგრამას იყენებენ სხვადასხვა სპეციალისტები: ორთოდონტები, იმპლანტოლოგები, თერაპევტები, ორთოპედები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგებს უბრალოდ არ შეუძლიათ მის გარეშე მუშაობა.

od5ტელერენტგენოგრაფია (ტრგ) – (ბერძ. tele – შორს, – რენტგენოგრაფია) – რენტგენოგრაფია, რომელიც სრულდება შორი მანძილიდან საკვლევი ობიექტის მაქსიმალურად ზუსტი ზომების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად. თავის “ფოტოგრაფია” რენტგენის სხივებით პროფილში. ორთოდონტისათვის აუცილებელი მეორე სურათი. არც ერთი ექიმი არ უნდა იწყებდეს მკურნალობას მის გარეშე. ტრგ საჭიროა მთელი რიგი გათვლებისათვის – ითვლება მანძილები, კუთხეები, ფორმულებით ანგარიშობენ პარამეტრებს, რაც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ გეგმას. არ დავიწყებ ამ თემაში ჩაღრმავებას, რადგან სტატიის მიზანია გასაგებ ენაზე მივიტანოთ ინფორმაცია პაციენტამდე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას. უბრალოდ ვიტყვი, რომ არსებობს თანკბილვის ანომალიები რომელთა გამოსწორება მარტო ორთოდონტს არ შეუძლია. არიან პაციენტები რომელთაც ესაჭიროებათ ორთოგნათიული ქირურგია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ექიმ-ორთოდონტს აქვს შესაძლებლობების ზღვარი. ხოლო გვერდითი ტრგ მას ეხმარება გაიგოს სად მთავრდება მისი მოქმედების არეალი.

od7 (1)ტრგ პირდაპირ პროექციაში

პაციენტის “ფოტოგრაფია” ანფასში. სახის ასიმეტრიის დროს მნიშვნელოვანია გავიგოთ მიზეზი. იგი შესაძლოა კბილების არასწორი დგომის ბრალი იყოს, რომლებიც საშუალებას არ აძლევენ ქვედა ყბას სწორად დაიხუროს. მაგრამ შესაძლოა საქმე უფრო სერიოზულადაც იყოს. როდესაც ასიმეტრია გამოწვეულია ზედა ყბის არასწორი მდებარეობით ქალას მიმართ ან ქვედა ყბის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრების სხვადასხვა ზომებით.

digital-castsანაბეჭდების აღება, სადიაგნოსტიკო მოდელების დამზადება, მათი გამოთვლა და ანალიზი.

ტრადიციული მეთოდით ანაბეჭდების აღების შემდეგ, ტექნიკოსი ლაბორატორიაში ასხამს თაბაშირის მოდელებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი გამოთვლა. ექიმი ადგენს ყბების ნამდვილ ზომებს. ექიმს ეხმარება სპეციალური ფორმულები, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა კბილების ზომების გამოთვლა.

ფოტოგრაფირება

ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად ყველაზე კარგი მოტივატორია. მხოლოდ მცირე თუ ხვდება, რომ თანკბილვაზეა დამოკიდებული ტუჩების ფორმა, პროფილი, გამოხატული ცხვირ-ტუჩის ნაოჭები. პორტრეტული ფოტოების გაანალიზებით, ექიმს შეუძლია და უნდა მოახდინოს მკურნალობის შემდგომი იერის ცვლილებების პროგნოზირება. პირშიგნითა ფოტოები აუცილებელია მკურნალობის ყველა ეტაპზე დინამიკაში დაკვირვებისათვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)

tomooრიგ შემთხვევებში ექიმს შესაძლოა დასჭირდეს კტ. მხოლოდ ამ ფოტოზე შეგვიძლია განვსაზღვროთ კბილის სივრცობრივი განლაგება სხვა კბილების მიმართ. ეს აუცილებელია რეტენირებული კბილების გადაადგილებისას, რათა დავადგინოთ თუ რომელი კბილია უფრო ზედაპირულად და რათა სწორედ შეირჩეს გადაადგილების ვექტორი, რომ არ მოხდეს მეზობელი კბილების ფესვებზე გამოდება. ორთოპანთომოგრამმაზე, შესაძლებელია შესაძლებელია შეფასდეს კბილის მდებარეობა მხოლოდ ერთ ფრონტალურ სიბრტყეში. კტ მეორე ხშირი ჩვენება პაროდონტიტის საშუალო და მძიმე ფორმებია. კტ-ზე შესაძლოა პაროდონტის მდგომარეობის დადგენა ცალკეულ კბილებზე.

image001და ბოლოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემიან პაციენტებში, თანკბილვის ფუნქციონალური დარღვევების რეგისტრაცია არტიკულატორის და სახის რკალის გამოყენებით.

Read Full Post »

shutterstock_173251595_1300ალბათ იცით, რომ დაშლილი და დაკარგული კბილების აღდგენამ შესაძლოა დიდი დრო მოითხოვოს. ასევე გარკვეული დრო პაციენტებს უწევთ შეეგუონ კბილების არ არსებობას ან არაესთეტიურ (დაქლიბული კბილები) და ნაკლებფუნქციონალურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევებში გვეხმარება დროებითი პროთეზირება.

კბილის დროებით პროთეზირებას გააჩნია დანიშნულებათა ფართო სპექტრი: ყველაზე გავრცელებულია – დროის მონაკვეთი რაც კბილის ტექნიკოსს ესაჭიროება მუდმივი კონსტრუქციის დასამზადებლად. როგორც ცნობილია, ისეთი პროთეზები, როგორიცაა ხიდები და გვირგვინები მზადდება სატექნიკო ლაბორატორიებში იმ ანაბეჭდების მიხედვით, რომელიც აიღო მკურნალმა ექიმმა დაქლიბული კბილებიდან. კონსტრუქციის მაშტაბები და სირთულე, ასევე  მათი მორგება ხშირად საჭიროებს დიდ დროის მონაკვეთს. პაციენტს უწევს ან იაროს უკბილოდ ან დაქლიბული კბილებით. ალბათ ჩვენს მკითხველებსაც განუცდიათ ეს დისკომფორტი.

 termo1დაგვეთანხმებით, რომ ეს ლამაზი ნამდვილად არ არის და ამასთან ფუნქციონალური მხარეც იჩაგრება – ჩნდება ღეჭვის და საუბრის პრობლემები. ასეთ შემთხვევებში ყველაზე კარგი გამოსავალი დროებითი პროთეზირებაა. პირველ ყოვლისა ასეთი კონსტრუქცია აღადგენს ესთეტიკას, განსაკუთრებით წინა კბილების არეში. აგრეთვე დროებითი პროთეზი იცავს დაქლიბულ კბილებს ნერწყვისა და საკვების ნარჩენებისგან, ამავდროულად საშუალებას იძლევა ამ კბილებმა მონაწილეობა მიიღონ ღეჭვაში. კიდევ ერთი დანიშნულება აღნიშნული პროთეზის გახლავთ მომავალი კონსტრუქციის შეგუება. არა ნაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულება გახლავთ ღრძილის ფორმირება, რაც იძლევა ბუნებრივი კბილის ეფექტს ნაკლული კბილის არეში.

დროებითი პროთეზების სახეები

0dcc2faaa74a3fcf4f795ab6aa03როებითი პროთეზები არსებობს, როგორც მოსახსნელი ასევე მოუხსნელი. პირველს მიეკუთვნება პროთეზები, რომლებიც მზადდება ჰიპოალერგიული პლასტმასისაგან, რომელიც გვერდებზე აღჭურვილია ნეილონის “ფრთებით”, გვერდით კბილებზე საფიქსაციოდ.

მოუხსნელ პროთეზებს მიეკუთვნება ხიდისებრი კონსტრუქციები და გვირგვინები, რომლებიც წამოეცმება დაქლიბულ კბილებს მუდმივი პროთეზების დამზადების პერიოდში.

pvk2დროებითი პროთეზირების უკეჩვენებები

უნდა აღინიშნოს, რომ არის შემთხვები, როდესაც პაციენტი უნდა შეეგუოს დროებით დისკომფორტს და არაესთეტიურ ღიმილს, რადგან არსებობს რიგი უკუჩვენებებისა. როდესაც საქმე ეხება იმპლანტაციას, არის მომენტები, როცა არსებობს იმპლანტის ინტეგრაციის (შეხორცების) საშიშროება, დროებითი გვირგვინისგან თავი უნდა შევიკავოთ. ასევე აღსანიშნავია ანთებადი პროცესების არსებობა საპროთეზო ველში და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.

Read Full Post »

Teethწინა საუკუნის დასაწყისში კაუჩუკი, რომელიც გამოიყენებოდა კბილის პროთეზების დამზადებაში, ჩაანაცვლა აკრილის პლასტმასმა. დღეისათვის აკრილის მთლიანი და ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზები – ყველაზე ხელმისაწვდომი კონსტრუქციებია. თეორიულად მათი გამოყენება შეიძლება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. აკრილის პროთეზები გამოიყენება ბავშვებში ნაადრევად ამოღებული კბილების შემთხვევაში, რათა არ მოხდეს შემდგომში კბილთა წყობის არევა. აკრილის პროთეზები  ასრულებენ დროებითი კონსტრუქციების როლს ახალგაზრდებში. მაგრამ პრაქტიკულად პროთეზირების ეს სახე ძირითადად მოთხოვნადია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

1(3)აკრილის პროთეზების სახეები და აგებულება

აკრილის პლასტმასზე დამზადებული კბილის პროთეზები შედგება ბაზისისაგან, რომელიც ეყრდნობა ალვეოლარულ მორჩს და ყბის სხეულს, ხოლო ზედა ყბაზე მაგარ სასას და ხელუვნური კბილებისაგან. არსებობს ორი სახის: მთლიანი და ნაწილობრივი. პირველი გამოიყენება ზედა და ქვედა კბილების სრული, ხოლო მეორე კბილების ნაწილობრივი დანაკარგის დროს. ნაწილობრივ პროთეზებს აქვთ ლითონის სამაგრები, რომლებიც აფიქსირებენ პროთეზს პირის ღრუში: კლამერები ან კლიტე-ატაჩმენები, კოჭები ე.წ. “ბალკები”. აკრილის პროთეზირება ძირითადად განიხილება, როგორც უკბილობის პრობლემის გადაჭრის მუდმივ გზად, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგიაში იგი უფრო დროებითი ვარიანტია.

76149_415918095151637_752863451_nაკრილის პროთეზები: დრეკადობის, მოქნილობის საკითხი

აკრილის პროთეზები დრეკადობის საკითხში ჩამოუვარდება სილიკონის და ნეილონის პროთეზებს. ისინი ისეთი პლასტიურები არ არიან და ამის გამო მათი გატეხვის ალბათობაც მაღალია, თუმცა მეორეს მხრივ აკრილის პლასტმასი, რისგნაც მზადდება პროთეზი – საკმაოდ მყარი და მსუბუქი მასალაა. ამიტომ კონსტრუქცია ზედა თუ ქვედა ყბაზე დროის განმავლობაში დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და აქვს ისეთივე მცირე წონა, როგორც ნეილონის პროთეზებს.

აკრილის პროთეზების ვიზუალი

აკრილის პროთეზების დამზადებისას შესაძლოა შეირჩეს კონსტრუქციის სასურველი, ფერი, ფორმა და ზომა. ხელოვნური კბილის და ღრძილის შეერთების ადგილი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება, და არაა გამჭვირვალე რბილი პროთეზებისგან განსხვავებით. აკრილის პროთეზები მოვლის და სწორი მოხმარების სრულ პერიოდში ინარჩუნებს პირველად სახეს.

akril_3ალერგია აკრილზე

აკრილის პროთეზის ბაზისი შეიძლება შეიცავდეს 8% თავისუფალ მონომერს, რომელიც გამოიყოფა პროთეზიდან 5 წლის მანძილზე, ანუ მისი მოხმარების სრულ პერიოდში. მონომერს ნერწვში მოხვედრისას შეუძლია მოახდინოს ადგილობრივი ან ზოგადი ხასიათის ტოქსიკო-ალერგიული რეაქციის პროვოცირება. თუკი პროთეზის ხმარებისას გაგიღიზიანდათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, გაქვთ შეწითლება, გრძნობთ უცხო გემოს ან გაწუხებთ რაიმე სხვა დისკომფორტი სასწრაფოდ მიმართეთ სტომატოლოგს. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება აკრილის პროთეზის შეცვლა სხვა მასალით – ნეილონით ან სილიკონით

Read Full Post »

PROPHYflex3_PROPHYpearlsრა არის კბილების წმენდა PROPHYflex?

კბილების წმენდის ტექნოლოგია PROPHYflex შემუშავებულია გერმანული კომპანია KaVo სპეციალისტების მიერ.

აპარატის მოქმედების მექანიზმი: აპარატის თავიდან წნევით გამოდის წყლის, ჰაერის და სპეციალური ფხვნილის ნარევი. წვრილდისპერსული და არააბრაზიული ფხვნილი კალციუმის-კარბონატის საფუძველზე. ტრადიციული ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმელი სოდა) განსხვავებით, რომლის ნაწილაკებსაც აქვთ ბასრი კიდეები, კალციუმის კარბონატს აქვს მრგვალი ფორმები. შედეგად კი არ  იკაწრება მინანქრის ზედაპირი, არამედ ხდება მისი პოლირება. ამიტომ აღნიშნულ პროცედურას უნიშნავებს ბავშვებსაც კი.

titel_2როგორი გადასატანია აღნიშნული პროცედურა? 

PROPHYflex-ის ფხვნილს აქვს სასიამოვნო გემო. ფხვნილი ხვდება რა კბილის ზედაპირზე აცილებს ნადებს და საკვებ საღებავებს.

წყალი, ფხვნილი, კბილის ნადების ნაწილაკები ხვდება სპეციალურ საქშენში (სტომატოლოგიურ სასრუტში) პირის ღრუში და არ იფანტება მთელს ოთახში.

ყველაფერი ხდება სწრაფად და განსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე.

რა დანიშნულება აქვს PROPHYflex

  • კბილების იდეალური გასუფთავება ზედაპირული პიგმენტაციებისგან
  • ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა ნადების მოცილება
  • კბილის რბილი ნადების მოცილება
  • ბრეკეტების წმენდა
  • ხელოვნური კონსტრუქციების წმენდა
  • კბილის ზედაპირის წმენდა კბილის ფერის განსაზღვრის წინ
  • კბილების წმენდა ფტორირების წინ
  • წმენდა გათეთრებამდე
  • ძნელად მისადგომი ადგილების წმენდა (კბილთაშუა სივრცეები)

რისი გაკეთება არ შეუძია PROPHYflex და ათეთრებს თუ არა კბილებს?

hofeheren-tiszta-fogsor-egyedulallo-fogko-eltavolitas-proonმაგარ კბილის ნადებს, როგორიცაა კბილის ქვა აღნიშნული აპარატი ვერ უმკლავდება, ამისათვის არსებობს სპეციალური ულტრაბგერითი აპარატი – სკეილერი.

PROPHYflex არ არის განკუთვნილი კბილების გასათეთრებლად. კბილების გათეთრება – საკუთარი კბილის ფერის ცვლილებაა. აღნიშნული აპარატის გამოყენების შემდეგ კბილის ფერის ცვლილება არ ხდება.

იწმინდება კბილები, ცილდება ფერშეცვლილი, ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა გამუქებული ნადები და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

ყველასათვის ერთნაირად მიზანშეწონილია თუ არა?

პროცედურის ჩატარების წინს სჯობს გაიაროთ კონსლტაცია პაროდონტოლოგთან, რადგან პაროდონტის (ღრძილების) დაავადებების რიგ ფორმებში სასურველია კბილების გაწმენდა მოხდეს სხვა მეთოდის გამოყენებით.

რა უკუჩვენებები აქვს?

ქრონიკული ბრონქიტის და ასთმის მქონე პაციენტებმა სჯობს არ გამოიყენონ PROPHYflex, რადგან შესაძლოა გაჩნდეს გაძნელებული სუნთქვის შეგრძნება.

უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის ასევე უკუჩვენებაა აღნიშნული პროცედურა, რადგან ფხვნილი შეიცავს მარილს.

არ შეიძლება ციტრუსის გემოს აუტანლობის მქონე პაციენტებში გამოყენებას.

PROPHYflex®3_0როგორი რეკომენდაციებია პროცედურის შემდეგ?

პირველი 2-3 საათი არ შეიძლება მოწევა, ჩაი, ყავა, პროდუქტები, რომლებმაც შეიცავენ ბუნებრივ საღებავებს. რადგან წმენდის დროს კბილს სცილდება პელიკულა (კბილის დამცავი აპკი), რომელიც ნერწყვის დახმარებით აღდგენა 2-3 საათში.

რა სიხშირითაა საჭირო კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება?

ექიმი ყველა პაციენტს ურჩევს ინდივიდუალურად. საშუალოდ კვარტალში ან 6 თვეში ერხელ.

სტომატოლოგთან ვიზიტები პროფესიული წმენდის და პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით თქვენთვის უნდა იყოს ისეთივე ბუნებრივი და აუცილებლი, როგორიცაა კოსმეტიკურ სალონებში და სტილისთან ვიზიტი.

Read Full Post »

5210_380პირველი რჩევა: ვცვლით ჯაგრულებს დროულად

ინტერნეტში და ხშირად სტომატოლოგის კაბინეტშიც ვიღებთ რჩევას, რომ კბილის ჯაგრისი უნდა ვცვალოთ არა უგვიანეს 2-3 თვისა. სინამდვილეში ყოველდღიური ხმარების შემდეგ კბილის ჯაგრისი გამოუსადეგარი ხდება უკვე 1 თვის შემდეგ. გაცვეთილი და ფორმაშეცვლილი ჯაგრულები არა მარტო არ ასუფთავებენ კბილებს არამედ იწვევენ ღრძილების ტრავმირებასაც.

მეორე რჩევა: კბილების ხეხვასაც თავისი დრო აქვს

425სტომატოლოგები ურჩევენ, რომ კბილების გამოხეხვა მოხდეს საჭმლის მიღების შემდეგ. მაგრამ არ ღირს საკვების დამთავრებისთანავე აბაზანაში შევარდნა და კბილების გამოხეხვის დაწყება. უფრო სწორი იქნება გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, ხოლო კბილები გაიხეხოთ 20-30 წუთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ პირის ღრუმ მოასწროს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც როგორც ცნობილია ირღვევა საკვების მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ საკვების მიღებისთანავე კბილების გამოხეხვით თქვენ ვერ აღადგენთ ph საწყის დონეს, მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს.

მესამე რჩვა: უთხარით უარი საკვების მიღებებს შორის ტკბილ წახემსებებს 

რადგან ვახსენეთ ph დონე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ტკბილებული აბსოლუტური ჩემპიონია შაქრის შემცველობაში. არა მარტო არღვევს ph ბალანსს 1 საათით, არბილებს მინანქარს და წარმოადგენს კარიესოგენული ბაქტერიების საყვარელ საკვებს.

photo_436მეოთხე რჩევა: ნაკლები მჟავე, მარილიანი და გაზიანი

პროდუქტები და სასმელები მჟავიანობის მაღალი შემცველობით, ასევე მარილიან საკვებს და გაზიან სასმელებს აქვთ მომატებული მჟავიანობა, შედეგად არბილებენ კბილის მინანქარს და ხდიან ზედაპირს უფრო ხაოიანს. შედეგად იგი იწყებს ბუნებრივი საღებავების და ბაქტერიების “შეწოვას” რაც იწვევს მის გამუქებას და დაზიანებასაც. თუკი უარს ვერ ამბობთ ასეთ პროდუქტებზე სასმელი მიიღეთ სპეციალური მილაკით, ხოლო ხილის შემდეგ გამოივლეთ წყალი.

 მეხუთე რჩევა: მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი

Carisma_NG_bigიმის გარდა, რომ ალკოჰოლი მავნეა ჯანმრთელობისათვის, იგი ისევე მოქმედებს კბილებზე, როგორც მჟავე შემცველი სასმელები. ხოლო გაზიანმა ალკოჰოლმა (შამპანური, კოქტეილები) – შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის ეროზია.

მეექვსე რჩევა: ნუ მოწევთ

თამბაქოს ბოლი შეიცავს ფისებს და ნიკოტინს, აყვითლებს კბილის მინანქარს. აგრეთვე აღწევს მის შიგნით და ტოვებს ლაქებს. ზრდის პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკებს.

მეშვიდე რჩევა: ვმეგობრობთ სტომატოლოგთან

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ნებისმიერ მცირე განგაშის სიგნალზე მიმართეთ სპეციალისტს. ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მოკბეჩის დროს, კბილების მომატებული მგრძნობელობა, სუნი პირის ღრუდან – ეს ყველაფერი გახლავთ სტომატოლოგთან img_articol391681ვიზიტის აუცილებელი მიზეზები. არ დაგავიწყდეთ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური შემოწმებები და პროფესიონალური ჰიგიენის ჩატარება.

მერვე რჩევა: არანაირი თვითშემოქმედება

როდესაც ვთქვით, რომ უნდა მოუსმინოთ ორგანიზმს აქ არ იგულესხმება, რომ თავად უნდა დასვათ დიაგნოზი და დაინიშნოთ მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნა და მკურნალობა არის ექიმის პრეროგატივა. იგივე შეიძლება ითქვას კბილების გათეთრებაზეც – არ აქვს მნიშვნელობა გათეთრება სახლის პირობებში ხდება თუ კლინიკის, იგი უნდა იყოს პროფესიონალური ანუ ტარდება სპეციალისტის მიერ ან მისი კონტროლის ქვეშ.

Read Full Post »

Porcelain_Fused_To_Metal_Semi_Precious_Crownკარიესისგან ძლიერ დაშლილი კბილების აღდგენის ყველაზე თანამედროვე მეთოდი – მათზე ხელოვნური გვირგვინის მოთავსებაა. ადრე მათ ამზადებდნენ ფოლადისგან, სხვადასხვა არაკეთილშობილი მეტალების  შენადნობებისგან, ოქროსგან და პლატინისგანაც. მაგრამ მეტალო-კერამიკის (ლითონ-ფაიფური) გამოჩენის შემდეგ “რკინის” კბილები წარსულს ჩაბარდა.

დღეისათვის ხელოვნური გვირგვინის დასამზადებლად მასალების არჩევანი საკმაოდ ფართეა: ფაიფური, ცირკონის დიოქსიდი, მაგრამ ყველაზე პოპულარული და ხ

metal_porcelain_2ელმისაწვდომი ჯერ-ჯერობით მაინც მეტალო-კერამიკაა. მეტალო-კერამიკის გვირგვინები წარმოადგენს “ხუფს”, რომელიც სრულიად იმეორებს კბილის ანატომიას და ეცმება დაქლიბულ კბილზე. კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ლითონის კარკასი, რომელიც ზემოდან იფარება კბილის ქსოვილების ფერი ფაიფურით. ხელოვნური გვირგვინი ფიქსირდება კბილზე სპეციალური კომპოზიციური ან მინაიონომერული ცემენტით. თუკი კბილის ქსოვილები ძლიერ დაშლილია ხდება მისი მთლიანობის აღდგენა ლითონის ჩანართით ან მინაბოჭკოვანი წკირებით. მეტალო-კერამიკა ასევე გამოიყენება ხიდისებრი კონსტრუქციების, ბიგელისებრი პროთეზების და იმპლანტებზე გვირგვინების დასამზადებლად. ამ უკანასკნელზე სასურველია ლითონის აბატმენტებით ფიქსაციის შემთხვევაში.

მეტალო-კერამიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

l100ლითონ-ფაიფურის ანუ მეტალო-კერამიკის გვირგვინების უპირატესობა – პირველ რიგში არის მათი სიმყარე. ამიტომ ყველაზე ხშირად მათი ფიქსაცია ხდება საღეჭ კბილებზე. უარყოფით მხარეებს შესაძლოა მივაკუთვნოთ მათი ესთეტიურობა. საერთო ჯამში მეტალო კერამიკის გვირგვინები კარგად იმეორებენ ნატურალური კბილების ანატომიას, მაგრამ ახალი მასალების გამოჩენის შემდეგ წინა კბილების აღსადგენად უპირატესობა ენიჭება მთლიანსხმული ფაიფურის გვირგვინებს. როდესაც საღეჭ მიდამოში აუცილებელია ესთეტიკის და სიმყარის კომბინაცია საუკეთესო არჩევანი შესაძლოა გამოდგენს ფაიფური ცირკონის დიაქსიდის კარკასზე.

მეტალო-კერამი კის თუ ცირკონო-კერამიკის გვირგვინები?

ბევრ პაციენტს აწუხებს შეკითხვა: cerconრა სჯობს – ციკონო-კერამიკა თუ მეტალო-კერამიკა? უხეშად, რომ ვთქვათ ორივე კონსტრუქცია მიეკუთვნება მეტალოკერამიკას, თუმცა ცირკონი – ე.წ. “თეთრი” მეტალია, რომელიც არ გამოსჭვივის კერამიკის ქვეშ. ამიტომ დღეისათვის ცირკონო-კერამიკის გვირგვინები ესთეტიური მახასიათებლებით ახლოსაა მთლიანსხმულ კერამიკასთან, მაგრამ ამავდროულად მექანიკური მახასიათებლებით ისეთივე მყარია, როგორც მეტალო-კერამიკა. თუმცა ფასი აღნიშნულ კონსტრუქციებზე საკმაოდ მაღალია.

shutterstock_130330298-600მეტალო-კერამიკის გვირგვინების მოხმარების პერიოდი

დღეისათვის მეტალო-კერამიკის გვირგვინები საშუალოდ ძლებს 10 წელი, შესაძლოა ეს პერიოდი გაიზარდოს 15 წლამდეც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი აძლევს პაციენტს 10 წლიან გარანტიას. მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ სასურველია კონსტრუქციის გამოცვლა. თუკი დროულად არ მოხდა კონსტრუქციების გამოცვლა შესაძლოა გაჩნდეს ისეთი პრობლემა, როგორიცაა მეორედი კარიესი. მაგრამ რა ვქნათ, თუკი მეტალო-კერამიკის კონსტრუქცია გამოვიდა წყობიდან დროზე ადრე?

მეტალო-კერამიკის გვირგვინების შეკეთება

მეტალო-კერამიკის გვირგვინების შეკეთების ძირითადი მიზეზი გვირგვინოვანი ნაწილის ატეხვაა. სტომატოლოგი აფასებს მოტეხილი ნაწილის მაშტაბურობას და განსაზღვრავს მკურნალობის გეგმას. თუკი ლითონის კარკასი არ გაშიშვლდა შეკეთება შესაძლებელია კომპოზიციური მასალებით. თუკი მოტეხილობა მაშტაბურია საჭირო ხდება გვირგვინის გამოცვლა.Bruxzir-Crown

მეტალო-კერამიკის გვირგვინების მოვლა

მეტალო-კერამიკის გვირგვინების მოვლის წესები არ განსხვავდება ბუნებრივი კბილების მოვლისგან. აუცილებელია პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან წელიწადში 2ჯერ, პროფესიული წმენდის ჩატარება, საფუძვლიანი წმენდა დღეში ორჯერ ძირითადი და დამხმარე ჰიგიენური საშუალებებით, როგორებიცაა ფლოსი (კბილის ძაფი) და ირიგატორი.

IPS_E_Max_Porcelain_Crownsრა ღირს მეტალო-კერამიკის გვირგვინი?

მეტალო-კერამიკის გვირგვინის ფასი დამოკიდებულია კლინიკაზე, ლითონზე – რომლისგანაც მზადდება კარკასი, ფაიფურზე, ექიმი-ორთოპედის კვალიფიკაციაზე და კბილის ტექნიკოსზე. საწყისი კლინიკური შემთხვევის სირთულეზე და სხვა ფაქტორებზე. კბილის გვირგვინის ფასი მითითებულია კლინიკის პრაისში და ძირითადად გულისხობს კბილის დამუშავებას, ზომების აღებას და ფიქსაციას, როგორც წესი ფასში არ შედის რენტგენოლოგიური კვლევა და სხვა დამატებითი პროცედურები.

Read Full Post »

Older Posts »