Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ორთოდონტია’ Category

5210_380პირველი რჩევა: ვცვლით ჯაგრულებს დროულად

ინტერნეტში და ხშირად სტომატოლოგის კაბინეტშიც ვიღებთ რჩევას, რომ კბილის ჯაგრისი უნდა ვცვალოთ არა უგვიანეს 2-3 თვისა. სინამდვილეში ყოველდღიური ხმარების შემდეგ კბილის ჯაგრისი გამოუსადეგარი ხდება უკვე 1 თვის შემდეგ. გაცვეთილი და ფორმაშეცვლილი ჯაგრულები არა მარტო არ ასუფთავებენ კბილებს არამედ იწვევენ ღრძილების ტრავმირებასაც.

მეორე რჩევა: კბილების ხეხვასაც თავისი დრო აქვს

425სტომატოლოგები ურჩევენ, რომ კბილების გამოხეხვა მოხდეს საჭმლის მიღების შემდეგ. მაგრამ არ ღირს საკვების დამთავრებისთანავე აბაზანაში შევარდნა და კბილების გამოხეხვის დაწყება. უფრო სწორი იქნება გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, ხოლო კბილები გაიხეხოთ 20-30 წუთის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ პირის ღრუმ მოასწროს მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც როგორც ცნობილია ირღვევა საკვების მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ საკვების მიღებისთანავე კბილების გამოხეხვით თქვენ ვერ აღადგენთ ph საწყის დონეს, მხოლოდ ხელს შეუშლით ამ პროცესს.

მესამე რჩვა: უთხარით უარი საკვების მიღებებს შორის ტკბილ წახემსებებს 

რადგან ვახსენეთ ph დონე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ტკბილებული აბსოლუტური ჩემპიონია შაქრის შემცველობაში. არა მარტო არღვევს ph ბალანსს 1 საათით, არბილებს მინანქარს და წარმოადგენს კარიესოგენული ბაქტერიების საყვარელ საკვებს.

photo_436მეოთხე რჩევა: ნაკლები მჟავე, მარილიანი და გაზიანი

პროდუქტები და სასმელები მჟავიანობის მაღალი შემცველობით, ასევე მარილიან საკვებს და გაზიან სასმელებს აქვთ მომატებული მჟავიანობა, შედეგად არბილებენ კბილის მინანქარს და ხდიან ზედაპირს უფრო ხაოიანს. შედეგად იგი იწყებს ბუნებრივი საღებავების და ბაქტერიების “შეწოვას” რაც იწვევს მის გამუქებას და დაზიანებასაც. თუკი უარს ვერ ამბობთ ასეთ პროდუქტებზე სასმელი მიიღეთ სპეციალური მილაკით, ხოლო ხილის შემდეგ გამოივლეთ წყალი.

 მეხუთე რჩევა: მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი

Carisma_NG_bigიმის გარდა, რომ ალკოჰოლი მავნეა ჯანმრთელობისათვის, იგი ისევე მოქმედებს კბილებზე, როგორც მჟავე შემცველი სასმელები. ხოლო გაზიანმა ალკოჰოლმა (შამპანური, კოქტეილები) – შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის ეროზია.

მეექვსე რჩევა: ნუ მოწევთ

თამბაქოს ბოლი შეიცავს ფისებს და ნიკოტინს, აყვითლებს კბილის მინანქარს. აგრეთვე აღწევს მის შიგნით და ტოვებს ლაქებს. ზრდის პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკებს.

მეშვიდე რჩევა: ვმეგობრობთ სტომატოლოგთან

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ნებისმიერ მცირე განგაშის სიგნალზე მიმართეთ სპეციალისტს. ღრძილებიდან სისხლდენა, უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მოკბეჩის დროს, კბილების მომატებული მგრძნობელობა, სუნი პირის ღრუდან – ეს ყველაფერი გახლავთ სტომატოლოგთან img_articol391681ვიზიტის აუცილებელი მიზეზები. არ დაგავიწყდეთ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური შემოწმებები და პროფესიონალური ჰიგიენის ჩატარება.

მერვე რჩევა: არანაირი თვითშემოქმედება

როდესაც ვთქვით, რომ უნდა მოუსმინოთ ორგანიზმს აქ არ იგულესხმება, რომ თავად უნდა დასვათ დიაგნოზი და დაინიშნოთ მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნა და მკურნალობა არის ექიმის პრეროგატივა. იგივე შეიძლება ითქვას კბილების გათეთრებაზეც – არ აქვს მნიშვნელობა გათეთრება სახლის პირობებში ხდება თუ კლინიკის, იგი უნდა იყოს პროფესიონალური ანუ ტარდება სპეციალისტის მიერ ან მისი კონტროლის ქვეშ.

Advertisements

Read Full Post »

simpliclear4თქვენ ან თქვენს ბავშვს არასწორი თანკბილვის გამო გირჩიეს კონსულტაცია გაიაროს ორთოდონტთან? ხოლო თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ვის მიმართოდ და საერთოდ რა არის ორთოდონტია? მართლაც და ორთოდონტებთან საქმე ძალიან რთულადაა. თუკი ორთოპედები (პროთეზისტები), თერაპევტები და ქირურგები ათასობითაა, ხოლო მათში იმ ერთადერთის არჩევა რთულია, ორთოდონტები კიდევ უფრო მცირე რაოდენობით არიან. რადგან ეს მეცნიერება ჩვენ ქვეყანაში სულ რაღაც, რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის.

ortod2დავიწყოთ თავიდან. 10-15 წლის წინ ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ მოსახსნელი ფირფიტებით შემოიფარ გლებოდა, პრინციპში სხვა არც არაფერი იცოდნენ. ბოლო წლების მანძილზე ორთოდონტიული მკურნალობა რადიკალურად შეიცვალა. გაჩნდა ახალი კონსტრუქციები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელი გახდა, როგორც ბავშვების ასევე დიდების მკურნალობაც. თუკი ადრე ითვლებოდა, რომ ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია, მხოლოდ მოზარდ ასაკში დღეისათვის კლინიკაში გვყავს პაციენტები 45-50 წლის და ძალიან კარგი შედეგებით. თანამედროვე ორთოდონტიაში ასაკობრივი ზღვარი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

14 (1)საგრძნობლად გაუმჯობესდა მკურნალობის შედეგები, როგორც ესთეტიური ასევე ფუნქციონალური კუთხითაც. საქმე იმაშია, რომ მოსახსნელი ფირფიტებით, შესაძლებელი იყო თანკბილვის ზედაპირულად გამოსწორება. თითოეული კბილის მილიმეტრის სიზუსტით რკალში ჩაყენება ფირფიტებით შეუძლებელია. აბსოლუტური შედეგის მისაღებად აუცილებელია ვიმუშაოთ თითოეულ კბილზე სათითაოდ და არა მთელს ყბაზე ერთდროულად.

დღეისათვის არსებობს უამრავი ორთოდონტიული აპარატი. მოსახსნელი აპარატები გამოიყენება ბავშვებში სარძევე ან ცვლადი თანკბილვისას. მოსახსნელი ფირფიტები შესაძლოა მოთავსდეს როგორც ერთ ასევე ორივე ყბაზე. მოსახსნელი აპარატები ზეგავლენას ახდენენ ყბის ზრდაზე, ფორმირებაზე. მონაწილეობენ მავნე ჩვევების გადაჩვევაში.

shutterstock_6985150311-13 წლის ასაკის ბავშვებს (ძირითადად ამ პერიოდში სრულდება მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბება) შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოთ ბრეკეტებით მკურნალობაზე. ბრეკეტები წარმოადგენს საკეტს, რომელიც სპეციალური მასალის საშუალებით მაგრდება კბილის გარე ზედაპირზე. საკეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან ლითონის რკალით. ასეთი ბრეკეტები ალბათ ყველას უნახია და გაუგონია. აქ არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ ეს სისტემა ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია და როგორც ნებისმიერ იარაღს შეუძლია, როგორც ძლიერ დაეხმაროს ასევე ავნოს კიდეც, თუკი მოხდება მისი არასწორი გამოყენება! საჭიროა კბილების სწორად მომზადება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბრეკეტების სწორ ფიქსაციას კბილებზე. საკეტის სწორ ფიქსაციაზეა დამოკიდებული ის მილიმეტრები, რომლის სიზუსტითაც უნდა ჩაჯდეს კბილები რკალში. და კიდევ უამრავი სხვა რამ რაც ბევრმა სტომატოლოგმა არც იცის. ამ ყველაფრის გარდა პაციენტებს აინტერესებთ კიდევ ერთი საკითხი. ხშირად საჭირო ხდება კბილების ამოღება, რადგან ყბაზე უბრალოდ არ არის საკმარისი ადგილი. ზოგი ექიმი ამბობს, რომ ისინი საერთოდ არ იღებენ კბილებს და ისე ასწორებენ თანკბილვას. ასეთი მიდგომა ცოტა საეჭვოა, რადგან არის შემთხვევები, როდესაც კბილების გასწორება მსხვერპლის გარეშე არ გამოდის. აქვე დავძენ, რომ კბილების ამოღება ყოველთვის საჭიროა არ არის და ყველა შემთხვევაში უპრაკონოდ მათი ამოღებაც არაა გამართლებული. უკიდურესობები ყოველთვის საშიშია.

nino2რაც შეეხება ბრეკეტების მრავალფეროვნებას. დღეისათვის არსებობს უზარმაზარი არჩევანი: მეტალის, ფერადი, ფაიფურის, საფირის, ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.  საფირის და ფაიფურის ბრეკეტები გამჭვირვალეა და კბილის ზედაპირზე ფაქტიურად უხილავია. მაგრამ ამ ბრეკეტებს საფუძვლიანი მოვლა სჭირდება. თუკი გინდათ, რომ თქვენი ორთოდონტიული მკურნალობა სრულიად საიდუმლოდ დარჩეს შეგიძლიათ ისარგებლოთ ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტებით. ამ უკანასკნელს ძირითადად ზრდასრულ პაციენტებს უყენებენ და ითხოვს ექიმის სპეციალურ მომზადებას. თუკი ორთოდონტების სიმცირეა ქვეყანაში, ლინგვალური ბრეკეტების მცოდნე სპეციალისტები საერთოდ თითზე ჩამოსათვლელია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველა შემთხვევაში არ ხდება ამ ბრეკეტების ფიქსაცია.

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტებით საშუალოდ გრძელდება 1,5-2 წელი. პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე. თუკი იმედს გაძლევენ, რომ მკურნალობა შესაძლებელია დასრულდეს 3-6 თვეში, სჯობს კონსულტაცია სხვაგანაც გაიაროთ. 3 თვეში ან ვერაფერს ვერ მოასწრებს ექიმი, ან დაგიზიანებთ პაროდონტს (კბილის ირგვლივ ქსოვილებს).

Braces1001მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია. ხშირად საჭირო ხდება მომიჯნავე სპეციალისტების ჩართვა – პაროდონტოლოგი, ქირურგი, ორთოპედი. თანკბილვის პათოლოგია – კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა ხდება მაღალკვალიფიციური ორთოდონტის და სხვა სტომატოლოგების მიერ. ამიტომ სჯობს აირჩიოთ არა ცალკეული ორთოდონტი არამედ კლინიკა სადაც არის კვალიფიციური ექიმების გუნდი.

Read Full Post »

14 (1)ბრეკეტ სისტემის პირველი გამომგონებლები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ბრეკეტები გახდებოდა არა მხოლოდ კბილების გასწორების საშუალება, არამედ კბილების ნამდვილი სამკაულებიც.არ გჯერათ? გამოსცადეთ საფირის ბრეკეტები – გამჭვირვალე, ბრწყინვალე და წარმოუდგენლად ლამაზები.

საფირის ბრეკეტები – ძვირფასეულობა თქვენს კბილებზე

საფირის ბრეკეტები მზადდება ხელოვნურად გამოზრდილი საფირებისგან, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის და პრაქტიკულად არ იწვევენ ალერგიას. მათი გამოზრდა ხდება შემდეგნაირად: სინთეტიკური ქვის მონოკრისტალებს ათავსებენ სპეციალურ ჭურჭელში, აცხელებენ 2050 გრადუსამდე, რის შემდგომაც იწყება კრისტალიზაციის პროცესი. ხელოვნური საფირი – ეს ერთადერთ მასალაა, რომელიც სიმყარით ჩამოუვარდება მხოლოდ ალმასს. ბრეკეტების გარდა მას იყენებენ ლინზების, კოსმოსური აპარატების ილუმინატორების, საათების მდგრადი შუშების და კბილის იმპლანტების წარმოებაში.

shutterstock_2885182საფირის ბრეკეტები ითვლება ყველაზე ესთეტიურად ვესტიბულარულ ბრეკეტებში. როგორც ძვირფას ქვებს მათაც აქვთ დღის შუქის არეკვლის და გარდატეხის უნარი. ისინი უფრო გამჭვირვალე ბრეკეტებია, ვიდრე კერამიკული (ფაიფურის). თეთრ კბილებზე საფირის ბრეკეტები იდეალურად გამოიყურება. გარე იერსახის გაუმჯობესებაში ასევე დაგეხმარებათ სპეციალური დაფარვის მქონე ელასტიური რკალები.

რით განსხვავდება საფირის ბრეკეტ სისტემა სხვებისგან?

თუ რა სხვაობაა მეტალის და საფირის ბრეკეტებს შორის ალბათ ყველასთვის ნათელია. მაგრამ საფირი და კერამიკული ბრეკეტები ძალიან გვანან ერთმანეთს ფუნქციონალური მაჩვენებლებით. სიმყარის მიუხედავად საფირის ბრეკეტები საკმაოდ მყიფეა. რაც ითხოვს მათ მიმართ სიფრთხილით მობყრობას.

clear-bracketსაფირის კრისტალები, როგორც მასალა იწვევს მინიმალურ დისკომფორტს პაციენტის პირის ღრუში. თუკი გადაწყვიტეთ დაიყენოთ აღნიშნული სისტემის ბრეკეტები იცოდეთ, რომ ძალიან მალე მიეჩვევით. შესაძლოა მცირე ნაკაწრები ან ტრავმები ლორწოვან გარსზე, მაგრამ მათი აცილება შესაძლებელია დამცავი ცვილის საშუალებით. საფირის ბრეკეტები არ იცვლიან ფერს, ამიტომ საკმარისია არ მიიღოთ ისეთი საკვები, რომელიც საჭიროებს დიდ მექანიკურ ზემოქმედებას, ნუ მიიღებთ ისეთ საკვებს, რომელიც ითხოვს დიდ ძალას მოკბეჩვისათვის. ასევე მოერიდეთ ტკბილ ფუნთუშებს და ირისის კანფეტებს. აუცილებელია ორთოდონტის კონსულტაციები არა უგვიანეს ერთი თვისა.

საფირის ბრეკეტები – სილამაზის ფასი

img5რა ფასი აქვს საფირის ბრეკეტებს? ისინი გაცილებით იაფია ვიდრე ლინგვალური ბრეკეტები, მაგრამ ძვირია სხვა ვესტიბულარულ ბრეკეტებთან შედარებით. კერამიკული ბრეკეტები გაცილებით იაფია. “საფირი” კბილებზე ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, მაგრამ შესანიშნავი ესთეტიკა, პაციენტის ფსიქოლოგიური კომფორტი, სილამაზის შეგრძნება სრულიად ამართლებს საფირის ბრეკეტების ფასს.

Read Full Post »

shutterstock_81556129_1300სარძევე კბილის ექსტრაქცია – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების ასევე მათი მშობლებისათვის. ალბათ ბევრს ახსოვს ეს “საშიში და ბარბაროსული” პროცედურა. დღეისათვის თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში შეგიძლიათ კბილი ამოიღოთ მყუდრო გარემოში ანიმაციური ფილმების ფონზე. მაგრამ, მიუხედავად კომფორტული პირობებისა სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება არ ღირს. თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ სარძევე კბილები ამაზე გვექნება დღეს საუბარი.


რატომაა მნიშვნელოვანი სარძევე კბილები?

დაახლოებით 3 წლის ასაკისათვის ბავშვს ეწყება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, რაც შემდგომ იწვევს კბილების მორყევას და ამოვარდნას. ამგვარად სარძევე თანკბილვა იცვლება მუდმივით. ეს კბილების ცვლის ბუნებრივი პროცესია, რომელიც ძირითადად გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არ საჭიროებს ექიმის ჩარევას. სარძევე კბილების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია – ისინი ეხმარებიან მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრაში. აგრეთვე ხელს უწყობენ ყბის ძვლების ზრდა-განვითარებას.

nado_li_lechit_molochnie_zubi_02რა საფრთხეების შემცველია სარძევე კბილების ამოღება?

სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვათ ითვლება, როდესაც მუდმივი კბილის ამოსვლამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი. თუკი ბავშვმა დაკარგა კბილი დროზე ადრე, მისი “მეზობელი” კბილები ცდილობენ დაიკავონ ცარიელი ადგილი. შედეგად მუდმივი კბილები ამოდის ქაოტურად, რაც მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას და ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობას. კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი – ყბის განვითარების ტემპის დაკლება, რაც ასევე იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციას – კბილებს არ ჰყოფნით ადგილი და ამოდიან ერთმანეთზე “გადამჯდარები”. ამიტომ სარძევე კბილის ექსტრაქცია – არის პროცედურა, რომელსაც გამოცდილი სტომატოლოგები ატარებენ ძალზედ იშვიათად და გარკვეული ჩვენებიბის მიხედვით.


რა ვქნათ თუკი მოგვიწია რამოდენიმე სარძევე კბილის ამოღება?

47d56af4e6c8თუკი სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება აუცილებელი გახდა საჭიროა ხელოვნური კონსტრუქციების დამზადება. ყველაზე ხშირად ეს გახლავთ მოსახსნელი ფირფიტები ხელოვნური კბილებით. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს კბილთა რკალში კბილების გადანაცვლება და მუდმივი კბილები ამოვიდნენ მათთვის განსაზღვრულ ადგილზე.

როდისაა აუცილებელი სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება)?

არის სიტუაციები, როდესაც სარძევე კბილის ამოღება აუცილებელია. ამისათვის არსებობს ნაწილობრივი და აბსოლუტური ჩვენებები. აბსოლუტურ ჩვენებებს ეკუთვნის lechenie molochnyix zubov_2შემდგომი შემთხვევები:

  • სარძევე კბილი იმდენადაა დაშლილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია;
  • ისეთი კბილის არსებობა, რომლის მკურნალობაც ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია;
  • მუდმივი კბილი ჩანს, ხოლო სარძევე არც კი ინძრევა;
  • ფესვის მწვერვალზე ცისტის არსებობა;
  • ღრძილზე ხვრელარხის არსებობა;
  • მძიმე ფორმის პერიოდონტიტი ან პულპიტი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება მუდმივი კბილის ჩანასახს;
  • სარძევე კბილის ფესვების გაწოვა მიდის შენელებულად, რაც ხელს უშლის მუდმივი კბილის ამოჭრას.

აბსოლუტური ჩვენებების გარდა არსებობს ნაწილობრივი ჩვენებები. ყველა გავრცელებული ჩვენებაა: სარძევე კბილი ირყევა მაგრამ არ ძვრება, ან მოძრავი კბილი ქმნის დისკომფორტს, ახდენს ღრძილის ანთების პროვოცირებას რის გამოც ბავშვს საკვების მიღებისას აღენიშნება ტკივილი. ასეთ შემთხვევებში არ ღირს დაცდა თუ როდის მოძვრება კბილი, სჯობს მიმართოთ სპეციალისტს. ნაწილობრივ ჩვენებებს ასევე მიეკუთვნება კბილის მოტეხილობა, udalenie-molochnyh-zubov4ქრონიკული პერიოდონტიტი ან პულპიტი.

სარძევე კბილები რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს აქვთ ზრდასრულებსაც. თუკი არსებობს მუდმივი კბილის ჩანასახი სჯობს დაფიქრდეთ მის ამოღებაზე და მუდმივი კბილის “გამოქაჩვაზე”.


რა სპეციფიკა აქვს სარძევე კბილის ამოღებას?

სარძევე კბილის ამოღება საჭიროებს გარკვეულ სიფრთხილეს და ცოდნას, რადგან ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რაც განპირობებულია სარძევე კბილების აგებულებით. მათ აქვთ თხელი ალვეოლური კედლები, საკმაოდ თხელი და ამავდროულად გრძელი ფესვები ვიდრე მუდმივ კბილებს. თუკი სარძევე კბილი ირყევა შესაძლებელია მისი აპლიკაციური ანესთეზიით (გელით ან სპრეით) ამოღება, სხვა შემთხვევებში უკვე აუცილებელი ხდება ნემსის გაკეთება, თუმცა მას აუცილებლად წინ აპლიკაცია უკეთდება.

როგორ ამოვიღოთ კბილი და არ მოვახდინოთ ბავშვის ფსიქიკის ტრავმირება? 

როგორ ამოუღოთ სარძევე კბილი ბავშვს, რომელიც ტირის და გვეწინააღმდეგება – ძალზედ აქტუალური პრობლემაა. აქ shutterstock_158016329_1300ძალზედ ბევრია დამოკიდებული ექიმის პროფესიონალიზმზე და მშობლების განწყობაზე. კარგი სპეციალისტი ამოიღებს კბილს სწრაფად და უმტკივნეულოდ. მშობლების ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად არ უნდა ეშინოდეთ და არ იყონ ოხვრაში და ვაი-ვიშის ძახებაში. თქვენი ზედმეტი ნერვიულობა ბავშვს უფრო ძაბავს და აფიქრებინებს, რომ რაღაც საშიშთან აქვს საქმე. მიეცით სხვა ბავშვების მაგალითი ან წაახალისეთ მისი სიმამაცე და გამბედაობა. რაც მთავარია ნუ მოატყვილებთ, ტყუილი ყველაზე ცუდი მეგობარია. აუხსენით განუმარტეთ ყველა მოსალოდნელი პროცედურა, თუ საჭიროა დაასწარით სხვა მამაცი და გაბედული ბავშვების თანატოლების მკურნალობას. 

სარძევე კბილები ასრულებენ მნიშვნელოვან, როლს მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბებაში, მათზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების ჯანმრთელობა. ამიტომ მათი ნაადრევი ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მხოლოდ მშობელს შეუძლია დაიცვას მისი პირმშო ასეთი მანიპულაციებისგან, რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტებით და ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლით.

Read Full Post »

“თინეიჯერების” და მოზარდების უმრავლესობა ატარებს ბრეკეტებს. არიან უფრო პატარა და ზრდასრული პაციენტებიც, მაგრამ ჰიგიენის დაცვა ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია. ამ პროცედურამ შესაძლოა დაიკავოს 5-10 წუთი. გთხოვთ დაწვრილებით გაეცნოთ ჰიგიენის წესებს!

1. აირჩიეთ კარგი კბილის ჯაგრისი. თქვენი ორთოდონტი გირჩევთ კბილის ჯაგრისს, თუ არ გირჩიათ მაშინ შეეცადეთ აირჩიოთ კარგი (არა ელექტრო) ან მაინც ჰკითხოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-2

2. მოათავსეთ კბილის პასტა ჯაგრისზე. დაიწყეთ კბილების ხეხვა მცირე წრიული მოძრაობებით. თავიდან წინ, ხოლო შემდგომ უკანა კბილებზე, ეტაპობრივად გადადით საღეჭ ზედაპირებზე. თუკი თქვენმა ორთოდონტმა გირჩიათ სხვა წესით გახეხვა, დაემორჩილეთ მას.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-3

3. მოათავსეთ კბილის ჯაგრისი ბრეკეტების მიმართ კუთხით. შემდგომ შეასრულეთ მცირე მოძრაობები ზედა და ქვედა მიმართულებით.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-4

4. გაიხეხეთ ყველა კბილის ყველა ზედაპირი (წინა, უკანა საღეჭი), დარწმუნდით, რომ ყველა კბილი სუფთაა. გადაანერეწყვეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-5

5. კარგად გამოივლეთ წყალი და კიდევ ერთხელ შეამოწმეთ. ნამდვილად სუფთაა კბილები თუ არა? საკმარისად გამოიხეხეთ?

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-6

6. გამოიყენეთ დენტალური ფლოსი. ორთოდონტების უმრავლესობა ურჩევს პაციენტს ფლოსის სხვადასხვა ნაირსახეობებს.

 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-7

7. მოათავსეთ ფლოსი ბრეკეტების ქვეშ და ნელ-ნელა ამოძრავეთ ზედა-ქვედა მიმართულებით, როგორც ჩვეულებრივად ფლოსინგის დროს. გაიმეორეთ ეს მოძრაობები ყველა კბილთან.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-8

8. ფლოსით გაწმენდის შემდეგ შეამოწმეთ კბილთაშუა სივრცეები. საკვების ნარჩენი ხომ არ დაგრჩათ? თუ კი მაშინ გაიმეორეთ პროცედურა.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-9

9. შეამოწმეთ ყველა კბილი და ყველა ბრეკეტი, ბრეკეტის საკეტები. როგორც წესი ორთოდონტები ურჩევენ დამატებით ჰიგიენის საშუალებებს, როგორიცაა კბილთაშუა ჯაგრისები და ირიგატორები. თუკი თქვენმა მკურნალმა ექიმმა გირჩიათ აუცილებლად გამოიყენეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-10

 

10. გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები. 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-11

11. ყველაფერი შეამოწმეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ საჭირო მანიპულაცია

 

Read Full Post »

ორთოდონტია – სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც მიმართულია თანკბილვის ანომალიების პროფილაქტიკასა და მკურნალობისკენ.

“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” – ექიმი ორთოდონტის მიერ ტარდება:

მხოლოდ სრულყოფილი დიაგნოსტიკის და პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ისმება დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა კონკრეტულად თითოეული პაციენტისთვის, მისი ყველა ჩივილის და სურვილების გათვალისწინებით. დღეისათვის თანამედროვე ორთოდონტიისთვის წარმატების ალბათობა თითქმის ყველა ასაკშია შესაძლებელი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების კბილებს ამოჭრისთანავე.

ortho1ადრეულ ასაკში (3-4 წელი) აუცილებელია მავნე ჩვევების გაკონტროლება. ძალზედ ხშირია თითის, ტუჩის ან სათამაშოების წოვის ჩვევები. სამწუხაროდ ყველა მშობელმა არ იცის, რომ ეს ჩვევები მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას: ყბების განუვითარებლობის, კბილების არასწორი დგომის, კბილებს შორის სივრცეების გაჩენის და ა.შ. პრობლემების სახით. აღნიშნული მავნე ჩვევების შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-ორთოდონტს, რომელიც თავის მხრივ საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს მკურნალობას. ადრეულ ასაკში ეს შეიძლება იყოს ხინცის ვესტიბულარული ფირფიტები, ტრეინერები ან უფრო გვიან ასაკში ფირფიტები და ფუნქციონალური აპარატები. აპარატის შერჩევას ახდენს მკურნალი ექიმი სრულყოფილი კონსულტაციის და გამომწვევი მიზეზების გამოვლენის შემდეგ.

orthodontic_treatmentზრდასრულ ასაკში პაციენტების მკურნალობა უპირატესად ბრეკეტ სისტემებით მიმდინარეობს. ჩვენ ცენტრში მკურნალობა ტარდება ყველაზე თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებით, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ეფექტურობით და ესთეტიურობით.

ბევრისთვის უცნობია, რომ თანკბილვის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს ყბა-სახის მიდამოს კუნთები! ამიტომ თანკბილვის გასწორებასთან ერთად საჭირო ხდება კუნთების მუშაობის გადანაცვლება. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, როგორიცაა: ტკაცუნი, თავის ტკივილები, ტკივილი პირის გაღებისას დაკავშირებულია ქვედა ყბის არასწორ დგომასთან.

23336“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” დანერგილია თანკბილვის ანომალიების გამოსწორება თანამედროვე მეთოდით, როგორიცაა მინი-იმპლანტები, რითაც წარმატებით ხდება ორთოდონტიაში საყრდენის პრობლემის მოგვარება.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თანკბილვის ანომალიების გარკვეული ნაწილი გენეტიკურია, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა წარმატებული შედეგის გასაღებია.

 

Read Full Post »

aq300თუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

Aquapick main 4 girl_textსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

17ირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

AQ300_1აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »