Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘თერაპია’ Category

OLYMPUS DIGITAL CAMERAინგლისურ ენოვან ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც Black Stain – შავი ლაქები, შავი ხაზი. აღნიშნული ელემენტები ძალიან ხშირია ბავშვთა სტომატოლოგიაში. დიაგნოსტიკა ხდება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება 1 მილიმეტრის ზომის შავი ხაზი ღრძილების გასწვრივ – კბილებზე. აღნიშნული შავი ფერი შეიძლება შეგვხვდეს წერტილების ან ლაქების სახით განლაგებული ენისკენა და სასისკენა ზედაპირებზე. შავი ფერის ნადები ჩნდება ადრეული ბავშვობის ასაკში, პიკს აღწევს პუბერტულ და მოზარდობის ასაკში და ასევე შესაძლოა შეგვხვდეს მოზრდილებშიც.

ეტიოლოგია (გამომწვევი მიზეზი)

შავ ნადებს იწვევენ ანაერობული ქრომოგენული ბაქტერიები. ძირითადი გამომწვევები არიან აქტინომიცეტები (გრამდადებითი ბაქტერიები Actinomices Israeli, Actinomices Naeslundi), რომლებიც აწარმოებენ წყალბადს. შედარებით იშვიათი გამომწვევებია გრამუარყოფითი ბაქტერიები: Potphyromonas და Prevotella melaninogenica. ავტორები აღნიშნული ნადების შავ ფერს დიდი ხნის განმავლობაში მელანინს და რკინის სულფატს უკავშირებდნენ. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ შავი ფერის პიგმენტი, ე.წ. Black Stain წარმოადგენს რკინის დეპოს კბილის ზედაპირზე, რომელიც ყალიბდება წყალბადის სულფატის და ნ132_26675ce2ერწყვში არსებული რკინის ქიმიური ურთიერთ ქმედების შედეგად. წყალბადი სულფატი ფორმირდება ანაერობული ბაქტერიების აქტინომიცეტების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც თავის მხრივ აწარმოებენ წყალბადს. წყალბადის პროპორცია შესაძლებელია განსხვავებული იყოს სხვადასხვა ინდივიდში. რკინა ნერწყვში შეიძლება მოხვდეს საკვების გზით ან ღრძილებიდან სისხლდენის დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ შავი ლაქები მიდრეკილია კალციფიკაციისკენ. შავი ნადები შედგება რკინის უხსნადი მარილებისგან, რომელიც შეიცავს კალციუმს და არაორგანულ ფოსფორს. Frisken-ის და სხვა ავტორების მონაცემების მიხედვით, ანაერობული ბაქტერიების კოლონიზაცია ბავშვებში შესაძლებელია კბილების ამოჭრამდეც. აღნიშნული კვლევების მიხედვით ბაქტერიების კოლონიზაცია იწყება საკმაოდ ადრე და ნარჩუნდება ბავშვობიდან მოზრდილ ასაკამდე. ბაქტერიების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს პუბერტულ ასაკში, სქესობრივი ჰორმონების აქტივობის მატებასთან ერთად. ნერწყვს დამცავი ფუნქცია აქვს: ის ანეიტრალებს კბილების დემინერალიზაციის გამომწვევ მჟავეებს, რომლებსაც გამოყოფენ კბილების ლაქებზე არსებული ბაქტერიები. კალციუმით, არაორგანული ფოსფორით და ცილებით გამდიდრებული კვების რეჟიმი ზრდის ნერწყვის დამცავ ფუნქციას.

1989 წელს შეაფასეს 4-16 წლის ასაკის ბავშვების ნერწყვის ქიმიური შემადგენლობა ორ ჯგუფში: ნაწილს ჰქონდა შავი ნადები კბილებზე და ნაწილს – არ ჰქონდა. იმ ბავშვების ნერწყვში, ვისაც კბილებზე შავი ფერის ლაქები აღენიშნებოდა, საგრძნობლად მომატებული აღმოჩნდა კალციუმი, არაორგანული ფოსფორი და ცილები, ხოლო ნაკლები რაოდენობით – გლუკოზა.

ეპიდემიოლოგია

OLYMPUS DIGITAL CAMERAეპიდემიოლოგიური მონაცემები განსხვავებულია ავტორების, კვლევების და ქვეყნების მიხედვით. 1960-1970 წლების ერთ-ერთი მონაცემების მიხედვით 11-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში შავი ფერის ნადების გავრცელება იყო 20%; იტალიაში – 19.9% 7-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში; გერმანიაში – 4.6% 6 დან 10 წლამდე. ბრაზილიაში – 9.3% 3 დან 5 წლის ასაკამდე.

ნადებებს გააჩნია მიდრეკილება კბილის ქვების დაგროვება-დალექვისაკენ, ის მაგრად ეჭიდება კბილის მინანქარს და პირის ღრუს ჩვეული ჰიგიენური ღონისძიებებით და საშუალებებით მოცილებას შეუძლებელს ხდის. მის ქვეშ მდებარე მინაქარი უმეტესწილად ჯანმრთელია. ნადებს ძირითადად ახასიათებს ესთეტიკური დისკომფორტი; კბილების გაწმენდა ხდება კლინიკაში სპეციალური აპარატების დახმარებით.

Advertisements

Read Full Post »

aq300თუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

Aquapick main 4 girl_textსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

17ირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

AQ300_1აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Read Full Post »

pregnancydentistry

გამოთქმა „ერთი ბავშვი მინუს ერთი კბილი”, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ფაქტის კონსტატაციაა. საქმე იმაშია, რომ ქალის ორგანიზმი თავიდანვე აღიქვამს ნაყოფს, როგორც უცხო სხეულს და ყველანაირად ცდილობს მის „მოცილებას“.  ამის გამოა ისეთი ცნობილი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, ჰორმონალური ფონის ცვლილება და იმუნიტეტის დაქვეითება. ბოლო ორი ფაქტორი ზემოქმედებს რა ორგანიზმზე ახდენს ძვლოვანი სისტემის დესტაბილიზაციას, ნეგატიურად მოქმედებს კბილებზე, იწვევს რა კარიესს და მის გართულებებს. მაგრამ ნუთუ ფეხმძიმობისას კარიესის განვითარება გარდაუვალია?

image

ფეხმძიმობა და კარიესი

ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობის დაქვეითება, მათ შორის კალციუმის ნივთიერებათა ცვლის გარდაქმნა – ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე გარდაუვალი პროცესებია, ასევე რისკ ფაქტორები რომლებიც ფეხმძიმეებში იწვევენ სტომატოლოგიურ პრობლემებს: გინგივიტს, პაროდონტიტს, ღრძილებიდან სისხლდენას და კარიესს. კალციუმის ნაკლებობა, ნერწყვის შემადგენლობის ცვლილება და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე გააქტიურებული მიკრობები – ძირითადი მიზეზებია თუ რატომ უფუჭდებათ კბილები მომავალ დედებს. ძირითადი ნიშნები რომლის მიხედვითაც ფეხმძიმეს შეუძლია გამოავლინოს საწყისი კარიესი, სტანდარტულია ყველასთვის: ცარცისებრი ლაქები, ღარები ან ხაზები, მინანქრის დეკალციფიკაცია, თქვენი კბილები რეაგირებს გამღიზიანებელზე (ცივზე, ტკბილზე, ცხელზე).

how-oral-bacteria-can-affect-your-baby აუცილებლად უნდა იმკურნალოთ

აზრი, რომ კბილების მკურნალობა ფეხმძიმობისას არასასურველია და მეტიც საშიში, დღესაც ძალზედ გავრცელებულია საზოგადოებაში. ის, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, ამის დასამტკიცებლად არაა აუცილებელი სამედიცინო განათლება. ფეხმძიმობისას საწყისი კარიესიც კი საჭიროებს აუცილებელ ვიზიტს სტომატოლოგთან. რატომ? პირველ რიგში დაავადება პროგრესირებს უფრო სწრაფად და შეიძლება გადაიზარდოს პულპიტში (ნერვის ანთება) ორსულობის დასრულებამდე. მეორეც საწყის ეტაპზე, მკურნალობა სრულდება ერთ ეტაპად და არ საჭიროებს რენტგენოლოგიურ კვლევებს. მესამეც მომავალმა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის უკვე მარტო აღარაა და ნებისმიერი ანთებადი პროცესი ცუდად იმოქმედებს, როგორც მასზე ასევე მის ნაყოფზეც. სარძევე კბილების ჩანასახები ფორმირებას იწყებენ ფეხმძიმობის მეექვსე კვირას, ხოლო მე-5 თვეზე იწყება მათი მინერალიზაცია. ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ხდება მუდმივი კბილების ჩასახვაც.

კარიესის პროფილაქტიკა ფეხმძიმობისას

Positive pregnant blond woman  checks her teethრა თქმა უნდა იდეალურია თუკი არ მოგვიწევს ფეხმძიმობისას კბილის ტკივილთან გამკლავება და წინასწარ ორსულობამდე მოხდება პირის ღრუს მდგომარეობის მოწესრიგება. მაგრამ თუკი ვერ მოახერხეთ ამის დაცვა მაშინ შემდგომი რჩევები თქვენთვისაა.

  1. სწორი კვება. თქვენს ორგანიზმში არსებული პატარა სიცოცხლე ყველანაირად ცდილობს სასურველი მინერალები და ელემენტები შეივსოს თქვენი ორგანიზმიდან. ამიტომ ეცადეთ საკვები იყოს მდიდარი მიკროელემენტებით და ვიტამინებით.
  2. პირის ღრუს სანაცია. იდეალურ ვარიანტში პირის ღრუს სანაცია სჯობს ჩატარდეს ფეხმძიმობამდე, ხოლო შემდგომ რეგულარულად მოინახულოთ ხოლმე თქვენი სტომატოლოგი.
  3. ვიტამინო თერაპია. უნდა დაფიქრდეთ თუ რა სახის ვიტამინებს იღებთ. ცნობილია, რომ კალციუმის და ფტორის შემცველი პროდუქტები და პრეპარატები, B და Dვიტამინები და თევზის ქონი ყველა მაზზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე უკეთ დაგეხმარებათ კარიესის თავიდან აცილებაში.
  4. პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა. ისეთი აუცილებელი, რამ როგორიც კბილების ხეხვაა დღეში 2-ჯერ ყველასთვის აუცილებელია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ა.შ. J

Read Full Post »

sportsჯერ კიდევ 2012 წლის ოლიმპიადის შემდეგ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროფესიონალი-სპორტსმენებს პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომაერობა უფრო ცუდ დღეში აქვთ ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებს. ოლიმპიელების სტომატოლოგიური კლინიკის ორგანიზატორმა ტონი კლაფმა განაცხადა, რომ თამაშების მსვლელობისას მათ მიმართა 1900 სპორტსმენმა. ოლიმპიადის მონაწილეების 55% აღენიშნებოდათ კარიესი, 3/4 ღრძილების პრობლემები, ხოლო 15% პაროდონტიტი.

“მათ ღვთიური სხეულები აქვთ და საშინელი კბილები”, მწუხარებით გამოტყდა პოლ პიჩინინი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მთავარი სტომატოლოგი. პიჩინინისთვის კარგადაა ცნობილი სპორტსმენების ძირითადი სტომატოლოგიური პრობლემები: დამტვრეული ან ამოვარდნილი კბილები, ანთება, კარიესი და სხვა დაავადებები, რომლებიც მათ აიძულებთ ყოველი თამაშის შემდეგ მიმართონ სპეციალისტს.

West All-Stars Russell Westbrook of the Oklahoma Thunder dunks as East All Stars LeBron James and West's Kevin Love looks onგანსაკუთრებით ეს ეხება კალათბურთს, კბილებისათვის ყველაზე საშიშ სპორტს. 1984 წელს ლოს-ანჟელესის ოლიმპიადზე საუკეთესო კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს აღმოაჩნდა პირის ღრუს ანთებითი პროცესი, ისეთ მწვავე ფაზაში, რომ შეეძლო ნებისმიერ მომენტში მისი თამაშიდან “ამოგდება”. თუ რა კონკრეტული დაავადება ჰქონდა ჯორდანს პიჩინინიმ არ გაამხილა.

პროფესიონალი ნიჩბოსნებიც ხვდებიან რისკის ზონაში. 2008 წელს ერთ-ერთი მონაწილე ალან კემბელი ოლიმპიადის წინ სიბრძნის კბილის გამო აღმოჩნდა საოპერაციოში. ძლიერმა ანთებამ ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას მთელს ორგანიზმში, დაწყებული მხრიდან დამთავრებული მარჯვენა მუხლი სახსრით. დაგვიანებული მკურნალობა სპორტსმენს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ck sportsრატომ არის, რომ სპორტსმენებს უფრო მეტად აღენიშნებათ სტომატოლოგიური პრობლემები? ფიზიკური დატვირთვებით გადაღლილი ორგანიზმი გამუდმებით ითხოვს “შევსებას” ენერგეტიკული სასმელების, სპეციალური გელების, ხშირი წახემსების და ა.შ. სახით. კვების ასეთი არასწორი რეჟიმი ზუსტადაც, რომ იწვევს კარიესს, ხოლო ძლიერი ოფლიანობა ამცირებს კბილის მინანქრისათვის მნიშვნელოვანი ნერწყვის გამოყოფას. სტატისტიკის მიხედვით ოლიმპიელების პირის ღრუს მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება შეჯიბრებების წინ. სპეციალისტების აზრით ამის ახნა შეიძლება გადაბმული, თავაუღებელი ვარჯიშებით, როდესაც სპორტსმენებს ავიწყდებათ არა მარტო სტომატოლოგთან ვიზიტი არამედ კბილების გამოხეხვაც კი. სიმძიმეების აწევით (შტანგისტები) დაკავებული და ნიჩბოსნების კბილები
ფუჭდება ძლიერი ზეწოლისგან. პირველებს იმიტომ, რომ გამუდმებით წევენ სიმძიმეებს, ხოლო მეორენი – ძალზედ ხშირად სუნთქავენ, წუთში 80 ჯერ. ამას გარდა ნიჩბოსნები იკვებებიან დღეში ხუთჯერ, რაც პირდაპირ აისახება პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება აგრესიულ სპორტის სახეობებს აქ ხშირია კბილის ტრავმები, ამოვარდნილობები,
სხვადასხვა ტიპის და სიმძიმის ყბა-სახის ტრავმები.

სტომატოლოგიური დახმარების მიზნით 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ილიმპიადაზე იგეგმება 8 სტომატოლოგიური სავარძლის, olimpiadas-rio-2016-foto-1რამოდენიმე რენტგენოლოგიური აპარატის, ყველა სახის ქირურგიული მოწყობილობის და საუკეთესო სტომატოლოგიური ჯგუფების მობილიზება. ძირითადი ყურადღება მიექცევა ისეთ ტრავმულ სახეობებს როგორიცაა კალათბურთი და მინდვრის ხოკეი. სპორტსმენებს დაურიგდებათ დამცავი კაპები.

Read Full Post »

კბილების გათეთრება

ეს მეთოდი გამოიყენება 1989 წლიდან. გათეთრებას კაპის საშუალებით პაციენტი ახდენს ექიმისგან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალირი კაპების გამოყენებით. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი გელი დაიტანოს კაპაზე და ატაროს სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.

ამ მეთოდის სიმარტივემ განაპირობა მისი დიდი პოპულარობა საზოგადოებაში.  კბილების გათეთრება სახლის პირობებში გულისხმობს ანაბეჭდის აღებას და ინდივიდუალური კაპების დამზადებას.

აუცილებელია, რომ გათეთრების სისტემა შეირჩეს თქვენი სტომატოლოგის მიერ. უკლებლივ დაიცვათ მოხმარების წესები. მათეთრებელი გელი უნდა მოთავსდეს კბილებზე, მხოლოდ განსაზღვრული დროით.

მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური კონსტრუქციები (გვირგვინები და ხიდები). გათეთრების შემდეგ იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა.

გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია და პროფესიული ჰიგიენა, რაც გულისხმობს კბილების დაბჟენას და გაწმენდას ღრძილზედა, ღრძილქვეშა ნადებისა და ქვებისაგან.

გვინდა წარმოგიდგინოთ ამერიკული კომპანია Ultradent-ის მათეთრებელი სისტემა Opalescence PF 10%, 15%, 20%, კარბამიდის ზეჟანგის და ფტორის შემცველი.

კბილების გათეთრებადაპატენტებული, წებვადი და წელვადი შემადგენლობა, რომელიც კარგად ჩერდება, როგორც კაპებში ასევე კბილებზეც.

15% კარბამიდის ზეჟანგი (=5% H2O2)

20% კარბამიდის ზეჟანგი (=7% H2O2)

გელში არსებული დიდი ოდენობით წყალი ხელს უწყობს მის მოქმედებას მთელი ღამის განმავლობაში 8-10 საათი.

დღისით საკმარისია დაიტოვოთ სულ რაღაც 30 წუთი.

აქტიურია 8-10 საათის განმავლობაში ღამით გათეთრების დროს.

ატომატი სტანდარტული (უარომატო), ასევე მენთოლის, ნესვის ან ბანანის არომატით.

გელის დაპატენტებული შემადგენლობა მოქმედებას იწყებს უკვე პირველი 30 წუთის შემდგეგ. ღამის საათებში მოხმარებისას, როდესაც გელი აქტიურია 8-10 საათის მანძილზე მიიღება უკეთესი შედეგი.

ფტორირებული გელი Opalescence PF კარგად იქნა მიღებული, როგორც ექიმების ასევე პაციენტების მიერ. მის შემადგენლობაში შედის 10-15-20% კარბამიდის ზეჟანგი და 0,11% ფტორის იონები.

ჩვენება და მოხმარების მეთოდები. 

არადეპულპირებული ანუ ცოცხალი კბილების გათეთრება

opalescence_viscosityდამტკიცებულია, რომ ფტორირებული გელი Opalescence PF იყო ეფექტური 95% შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა ბუნებრივად, ფარმაკოლოგიურად, ტრავმულად შეღებილი კბილების გათეთრება.

Opalescence PF-ის გამოყენება რეკომენდებულია კბილებზე დაკარგული ფერის აღსადგენად ვინირების ან გვირგვინების გაკეთების წინ. ფერის სტაბილურობის მისაღწევად სჯობს გათეთრებიდან მოიცადოთ 2 კვირა და შემდგომ მოხდეს ხელოვნური კონსტრუქციების მოთავსება ან ბჟენის განახლება.


როგორ მოქმედებს პრეპარატი?

თქვენი სტომატოლოგი აიღებს ანაბეჭდს თქვენი კბილებიდან. შედეგად დამზადდება ინდივიდუალური მათეთრებელი კაპა. Opalescence თავსდება აღნიშნულ თხელ კაპაში და შემდგომ პირის ღრუში – კბილებზე. განსაზღვრული დროის მანძილზე კარბამიდის ზეჟანგი იშლება და აქტიური ჟანგბადი აღწევს კბილის მინანქარში და დენტინში. ხდება ფერშეცვლილი უბნების გათეთრება. კბილები თეთრდება ამასთან არ ხდება კბილის დაზიანება

ამდენად უსაფრთხოა გათეთრების პროცესი?

„ჰოლივუდის ღიმილის“ და თეთრი კბილების მსურველებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვები: „კარგი ვთქვათ გავითეთრე კბილები, მერე? ეს მავნეა? რა მოუვა ჩემი კბილების მინანქარს მაგალითად 1, 5, ან 15 წელიწადში? ხომ არ დამიზიანდება?

აღნიშნულ შიშს ადამიანების ცუდი ინფორმატიულობა უდევს საფუძვლად (არამარტო პაციენტების არამედ ექიმებისაც). კბილების გათეთრების პროცესზე და ქიმიური გათეთრების მექანიზმებზე არსებული შიშები, თითქოსდა მინანქარი იბზარება, სკდება. ხშირად მას თეთრეულის ქლორშემცველი ნივთიერებებით გათეთრებასაც ადარებან .

სინამდვილეში კბილების გათეთრებას არანაირი ზიანი არ მოაქვს კბილებისათვის: არც მინანქრისათვის, არც დენტინისათვის და არც ფესვებისათვის. ქიმიური გათეთრების პროცესში ხდება მხოლოდ მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (OO), გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგი (ჩვენს შემთხვევაში კარბამიდის ზეჟანგი). შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვარის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.

trays-apply-gelროდის დავინახავ შედეგს?

შედეგი ხშირად ჩანს მეორე დღესვე. ოპტიმალური ბუნებრივი სითეთრე ძირითადად მიიღწევა 7 დან 10- დღის მანძილზე. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საწყის მდგომარეობაზე.

როგორ შევინარჩუნო მიღებული შედეგი?

გათეთრების კურსის დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთ პროდუქტებს და სასმელებს, რაც შეიცავს ბუნებრივ საღებავებს (ყავა, ჩაი, შავი ღვინო). ასევე უნდა შეამციროთ დღის განმავლობაში მიღებული ნიკოტინის რაოდენობა. ასევე აღნიშნული პროდუქტების მიღება უნდა შემცირდეს გათეთრების შემდგომაც.

მას შემდეგ რაც თქვენი კბილები გახდა თეთრი და ქათქათა, აუცილებელია მათი შენარჩუნება. მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენა, გამოიხეხეთ კბილები დღეში 2ჯერ და ყოველი ბუნებრივი საღებავების შემცველი საკვების მოხმარების შემდგომაც. გამოიყენეთ დამატებითი ჰიგიენური საშუალებები (ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშუა ჯაგრულები).  ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი სავლებები და კბილის პასტები მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად

Read Full Post »

ultraez

ფტორირებული კაპები

გაწუხებთ კბილების მომატებული მგრძნობელობა, მაგრამ მგრძნობელობის საწინააღმდეგო კბილის პასტა არ გშველით?

რას წარმოადგენს ULTRAEZ-ის კაპები?

კბილების გამაგრების და მგრძნობელობის დამაქვეითებელი სისტემა UltraEZ შედგება კაპებისაგან და უნიკალური პროლონგირებული მოქმედების 0.11% ფტორის იონების და 3% კალიუმის ნიტრატის შემცველი გელისგან. პირველივე პროცედურების შემდეგ თქვენ უკვე გრძნობთ შედეგს: კბილებზე დისკომფორტის შეგრძნებები ტემპერატურულ და ქიმიურ გამღიზიანებლებზე, ქარზე დაიწყებს გაქრობას. სისტემა UltraEZ  დაგეხმარებათ
მგრძნობელობის დაქვეითებაში კბილების გათეთრების შემდეგ ან სხვა მიზეზით შეძენილ დისკომფორტის დაძლევაში. 

ფტორირებული კაპები

კბილების მომატებული მგრძნობელობა

პროცედურის ჩატარების წესები

რით არის მოსახერხებელი კაპები? ისინი უნდა ატაროთ დღეში სულ რაღაც 15-20 წუთი, ანუ პროცედურა არ ითხოვს დიდ დროს. თუ კონკრეტულად რამდენი პროცედურა დაგჭირდებათ დამოკიდებული კონკრეტულად თქვენს შემთხვევაზე. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ კაპები შეიძინოთ ცალობით, რამდენიც თქვენ დაგჭირდებათ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 7-10 დღეა.

მათი გამოყენება საკმაოდ მარტივია, აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა და მათი ზედმიწევნით შესრულება: საკვების მიღების წინ აუცილებელია კაპების მოხსნა, გაიწმინდეთ კბილები და გამოივლეთ, ეცადეთ არ გადაგეყლაპოთ გელი, არ შეიძლება ერთი პორცია გელის რამოდენიმეჯერ გამოყენება. სისტემა შეინახეთ მაცივარში.

Read Full Post »

დეზინფექციადეზინფექცია – დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოცილების პროცესი დაბინძურებული ინსტრუმენტებიდან, ტანსაცმლიდან, ახლომყოფი საგნებიდან – მათზე მადეზინფიცირებელი საშუალებების ფიზიკური ან ქიმიური ზემოქმედებით

დეზინფექციას უნდა დაექვემდებაროს ყველაფერი რასაც არ აქვს შეხება ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან.

ის საგნები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ მანიპულაციების დროს ექვემდებარება სტერილიზაციის წინა დეზინფექციას. 388387_321456564550114_349761514_n (1)სტერილიზაცია –  ყველა სახის მიკროორგანიზმის განადგურების პროცესი, მათ შორის სპორების სითბოს, გამოსხივების, ქიმიური ნივთიერებებით ზემოქმედების ან ფილტრაციით. სტერილიზაციას ექვემდებარება ყველა საგანი რომელსაც შეხება აქვს ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, ასევე ცალკეული სამედიცინო ინსტრუმენტები, რომელთაც შეხება აქვთ ლორწოვან გარსთან და შეუძლიათ გამოიწვიონ მისი დაზიანება. დეზინფექციის და სტერილიზაციის შესახებ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი. ათასწლეულები სტერილიზაციის მიზნით იხმარებოდა ვერცხლი, საკვების შესანახად, ან ხდებოდა მასში განბანვა, დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო პირველი ნაბიჯები ამ საგნის ამოცნობაში.

დღეისათვის მედიცინა – არის მეცნიერება, რომელმაც შეაბიჯა მიკრობიოლოგიასა და გენეტიკაში და შეუძლია ახსნას მრავალი ანთებითი პროცესის ინფექციური ხასითი.

microbes-Science-Clarifiedდღეისათვის შესაძლებელია დაავადებების დაყოფა მათი გამომწვევების მიხედვით. მიკროორგანიზმების ცხოვრების ციკლის შესწავლამ გამოავლინა მათი განსაკუთრებული მდგომარეობა, მათი ადაპტაციის უნარი ამა თუ იმ ცხოვრების პირობებისადმი – სპორები (მიკროორგანიზმების მდგომარეობა, როდესაც ისინი იმყოფებიან სპეციალურ გარსში, რაც იცავს მათ გარეშე აგრესიული ფაქტორებისგან). აი ამ ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიკრობიოლოგია იძლევა რეკომენდაციებს მათი გაუნებელყოფის შესახებ. ეს სტერილიზაციის და დეზინფექციის სხვადასხვა მეთოდებია.

დეზინფექცია გამოიყენება, იმ შემთხვევებში, როდესაც არის აუცილებლობა დაბინძურებული ზედაპირების გაწმენდისა, რომელთა სტერილიზაცია შეუძლებელია ესენია: ხელები, იატაკი, კედლები, სხვადასხვა დანადგარები). მაგრამ გარანტია იმისა, რომ სრულად მოხდა ინფექციის გამომწვევის გაუნებელყოფა არ არსებობს, ამიტომ ყველა ინსტრუმენტის თუ დანადგარის, რომელსაც აქვს უშუალო კონტაქტი და მონაწილეობს ინვაზიურ ჩარევაში უნდა მოხდეს სტერილიზაცია.

არსებობს სტერილიზაციის სამი სახეობა

  1. ორთქლის მეთოდი (წყლით გაჯერებული ორთქლი გარკვეული წნევის ქვეშ)dac_sirona (1)

მეთოდის განსახორციელებლად გამოიყენება ავტოკლავი.

  1. სტერილიზაციის აეროვანი მეთოდი (მშრალი ცხელი ჰაერი)

გამოიყენება მშრალი სიცხის კარადა

  1. ქიმიური მეთოდი (ქიმიური ხსნარები)

გამოიყენება ქიმიური დეზინფექტანტები

  1. ორთქლის მეთოდი

ტემპერატურა 121-134 გრადუსი

წნევა 1.1.-2.0 ბარელი

დრო 5-20 წუთი

მთლიანი ციკლი 6-30 წუთიpol_pl_Mikrozid-AF-liquid-1-L-bez-spryskiwacza--64_2

სტერილდება ლითონი, შუშა, ტექსტილი, რეზინი, ლატექსი, პოლივინილქლორიდი

მასტერილიზებელი აგენტი ორთქლი, ტემპერატურა, წნევა.

უპირატესობა

მთლიანი მოკლე ციკლი

შესაძლოა თერმომგრძნობიარე საგნების სტერილიზაცია

სხვადასხვა სახის შეფუთვების გამოყენება

ნაკლი

დანადგარის მაღალი ფასი

  1. აეროვანი

ტემპერატურა 160-180 გრადუსი

დრო 30 წუთი252-stomatology-banner2

მთლიანი ციკლი 75-120 წუთი

სტერილდება ლითონი, შუშა,

მასტერილიზებელი აგენტი ტემპერატურა.

უპირატესობა

მოწყობილობის დაბალი ფასი

ნაკლიSirona22188

გრძელი ციკლი

მაღალი ტემპერატურით ინსტრუმენტების დაზიანების ალბათობ

შეზღუდული გამოყენება

ზემოქმედება მხოლოდ ტემპერატურით

მაღალი ენერგო ხარჯი

  1. ქიმიური

ტემპერატურა 18-50 გრადუსი

დრო 240-300 წუთი

სტერილდება ლითონი, შუშა, პილიმერი, რეზინა.

მასტერილიზებელი აგენტი წყალბადის ზეჟანგი, დეზოქსონი, ქიმიური ნივთიერება.

უპირატესობა

არ არის საჭირო სპეციალური მოწყობილობა

ნაკლი

ძალზედ ხანგრძლივი ციკლი როგორც ხედავთ დიდი უპირატესობით გამოირჩევა ავტოკლავირების ანუ ორთქლით სტერილიზაციის მეთოდი.

ჩვენს კლინიკაში ტარდება სრულყოფილი დეზინფექცია და სტერილიზაცია ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. დეზინფექციისათვის ვიყენებთ გერმანული კომპანია შულკეს სადეზინფექციო საშუალებებს. ხოლო სტერილიზაცია ხდება ავტოკლავირებით.

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »