Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ბავშვთა სტომატოლოგია’ Category

  • main-qimg-636d98e4582b2a40536831326d179bb6პირველი და გაყიდვების ლიდერი შეკითხვა : “თქვენ კარგი მასალები გაქვთ?“. შეკითხვა რომელსაც ხშირად სვამენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიარას და მოდი შევივლის ვარიანტში შეიხედეს კლინიკაში. პასუხია: “რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი”, ამის შემდეგ როგორც წესი მცირე ხნით “დაეკიდება” ხოლმე პროგრამა. ძვირფასო მომხმარებელო, პაციენტო რა პასუხის მოსმენა გსურთ??? თუკი ადამიანი მუშაობს ხარისხიანი მასალით ეს ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, ხოლო თუ არ მუშაობს რაღა თქმა უნდა ის არასოდეს არ გამოგიტყდებათ ამაში.
  • საპატიო მეორე ადგილს იკავებს შეკითხვა : “თქვენ ჩვეულებრივი ბჟენები გაქვთ?“. აქ პროგრამის “ჩამოკიდებას” იწვევს შემხვედრი კითხვა: “ეგ როგორია?” თუმცა მინდა გამოგიტყდეთ რომ ძლივს ვიკავებ სხვა პასუხის გაცემისაგან: “არა, რას ბრძანებთ არაჩვეულებრივი, ცოცხალია და თან ლაპარაკობს”. ახსნან თუ რას გულისხმობდნენ ჩვეულებრივში ძირითადად ხდება შემდეგი უნივერსალური სიტყვებით: “ნუუუუ”, “აიიი” და ა.შ. იშვიათად ზოგი იხსენებს ცემენტს. ჩემო ძვირფასებო “ჩვეულებრივი” ბჟენები არ არსებობს, როგორც არ არსებობს ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები, გამათეთრებლები და სხვა სისულეები რასაც აჩვენებენ რეკლამებში. ეს უბრალო გამოთქმაა, რადგან თუკი მწარმოებელი იტყვის რომ ფხვნილი A უკეთესია ვიდრე B მას სასამართლოში უჩივლებენ.

277292306მაშ რა შეკითხვა უნდა დავსვათ ამ ორის მაგივრად? თუკი ექიმთან პირველად მოხვდით პირდაპირ კარებში მასალებზე საუბარს აზრი არ აქვს. თავდაპირველად გაიარეთ პირველადი დათვალიერება, კონსულტაცია. ხოლო შემდგომ დაინტერესდით ექიმის აზრით დაახლოებით რამდენ ხანს გაძლებს თქვენი კბილი მკურნალობის შემდეგ. რა თქმა უნდა ზუსტ ვადებს ვერავინ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შეგექმნებათ წარმოდგენა კბილის და ჩასატარებელი მკურნალობის საიმედოობაზე.

  • მესამე ადგილი “ხიდი რომელიც ყურიდან ყურამდე მქონდა ორ კბილზე დაფიქსირებული გაძლო ამდენ ხანს, და თქვენ რატომ ვერ მიკეთებთ იგივეს თავიდან? ან ბჟენი ამ კბილზე მქონდა წლები, თქვენ კი მეუბნებით რომ კბილი ამოსაღებია?

რატო? იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ომის მონაწილეები დადიან ნამსხვრევებით და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ძველი დამპალი ღობე წლებია დგას და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ყველანაირი წესების დარღვევით აშენებული სახლები დგას და არაფერი. იმიტომ რომ ბანქო დაჯდა ასე და გაგიმართლათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასე უნდა იყოს. შემდგომში 100 დან 99 არ გაგიმართლებთ და მე საერთოდ არ მინდა ცდები, რომ ვატარო. არ გაგიმართლებთ თქვენ და პასუხი უნდა ვაგო მე. რატო?

მეოთხე არასაპრიზო ადგილი. კითხვა კარის ზღურბლზე “დაშენება მინდა და აკეთებთ?

საქმე იმაშია, რომ სიტყვა “დაშენება” როგორც ჩანს შემოღებულია საქმეში არც თუ ისე ჩახედული პირების მიერ. რადგან იგი შესაძლოა გულისხმობდეს ნებისმიერ რამეს და თავად საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს. დაახლოებით იგივე იქნება მშენებელს რომ კითხოთ “თქვენ აშენებთ სახლებს?” ვაშენებთ მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ? ერთსართულიანს, ორსართულიანს, სამსართულიანს? ხის, აგურის, ქვის? ფასადი თეთრი, წითელი მწვანე? აივნები გინდათ? ტერასა? და კიდევ მილიონი კითხვა.

implant-consultation-y250რისი გაკეთება გსურთ? ბჟენი, ჩანართი, ვინირი, გვირგვინი თუ ხიდი? ნებისმიერი ზემოთ ხსენებულით შესაძლებელია კბილის დაშენება, ამასთან თითოეულის ფასი რადიკალურად განსხვავდება და სამუშაოს შესრულებასაც სჭირდება განსხვავებული დრო. ა არ იცოდით? მაშინ რისთვის იყენებთ ტერმინს რაც არ იცით? და როტომ იწვევს ეს შეკითხვა ასეთ ემოციებს? რადგან თავდაპირველად არც იცი რა უპასუხო. პასუხები შესაძლოა დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყოს ხოლო კონკრეტული პასუხისთვის უნდა ინახოს მაინც თუ რა არის დასაშენებელი.

საერთოდ რაიმეზე კონტრეტულად საუბარი შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ. მოისმინეთ ყველაფერი რასაც ექიმი გთავაზობთ და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვები თქვენთვის გაუგებარ თემებზე. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ფულს რაც მთავარია.

საფუძვლიანი პირველადი კონსულტაციის შემდეგ თქვენთვის ნათელი უნდა იყოს უმეტესობა ახსნილისა თუ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში.

Advertisements

Read Full Post »

thumb-suckingთითის წოვის ჩვევა – ბუნებრივი რეფლექსია, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც. ეს არ უნდა იყოს მშობლების ნერვიულობის მიზეზი, ეს ჩვევა ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესის ნაწილია. თუმცა თუკი ეს ჩვევა რჩება 5-6 წლის მერეც ცვლადი თანკბილვის (აღინიშნება, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილები) ჩამოყალიბების პერიოდში არსებობს დიდი ალბათობა, რომ განვითარდება ანომალიური თანკბილვა და კბილების არასწორი დგომა.

რამდენად ხშირია ასეთი ჩვევები?

how-to-stop-thumb-sucking-454-318სტატისტიკის მიხედვით ბავშვების 50% ჩვილ ასაკში წოვს თითს, ხოლო 12 წლამდე ეს ჩვევა მხოლოდ 2% გაყვება ხოლმე.

აღნიშნული ჩვევა ყოველმხრივ შესწავლილია და ისეთი ფაქტრები, როგორიცაა გახანგრძლივებული ძუძუთი კვება, კვების ხანგრძლივობა, პრობლემები კვების დროს და ფიზიოლოგიური სტრესი მცირედ ან საერთოდ არ მოქმედებს მის განვითარებაზე.

146 copyaროდის უნდა გაქრეს ეს ჩვევა? როგორი პრობლემებია მოსალოდნელი?

საერთო ჯამში თუკი თითის წოვის ჩვევა ქრება მუდმივი კბილების ამოსვლამდე ნებისმიერი ცვლილება, როგორც წესი თავისით ქრება. წინააღმდეგ შემთხვევებში მოსალოდნელია თანკბილვის ცვლილებები, რომლებიც ექიმის ჩარევის გარეშე არ სწორდება. “თანკბილვის ანომალიის” ტიპიური ნიშნებია ანტერიალური ღია თანკბილვა და პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა.

open-bite-caused-by-thumb-suckingaაღნიშნული დარღვევები ჩნდება კბილებზე თითს პირდაპირი ზემოქმედების შედეგად და კბილებზე ტუჩის, ლოყების და ენის ზეწოლის ცვლილებების გამო. ქვედა საჭრელები შესაძლოა დახრილი იყოს წინა უკანა მიმართულებით, იმის მიხედვით თუ როგორ ხდებოდა თითით ზეწოლა. ასევე შესაძლოა განვითარდეს კბილთა რკალის ასიმეტრია. პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა განვითარდეს ენის მეტად დაბალი მდებარეობის შედეგად, ხოლო წოვის დროს ლოყებიდან მომატებული ზეწოლის შედეგად ზედა ყბა იღებს V-ს ფორმას. წინა ანუ ანტერიალური ღია თანკბილვა ვითარდება მას შემდეგ რაც თითი ხელს უშლის წინა კბილების ნორმალურ ამოჭრას ხოლო უკანა კბილების ამოჭრა ხდება უფრო მეტად, რასაც იწვევს ყბის დაბალი მდებარეობა ისევ და ისევ თითის გამო.

IMG_0874ჩვევა ყოველთვის არ იწვევს კბილების გადაადგილებას. თითს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პირშია, შეუძლია უფრო მეტი გართულებები გამოიწვიოს ვიდრე თითის წოვამ რაღაც პერიოდებით.

ბავშვების თითების დათვალიერებას შეუძლია სერიოზული ინფორმაციის მოცემა მავნე ჩვევის შესახებ. მაზოლები და ბუშტუკები პირდაპირ მიუთითებს თითის წოვაზე.

7 copyaპრობლემები ძირითადად ეხება ყბა-კბილთა სისტემას, თუმცა არის კვლევები, რომლებიც მიუთითებს ცვლილებებს ჩონჩხში განსაკუთრებით, როდესაც ზრდა შეჩერდა ხოლო ჩვევა დარჩა. გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს ენის ფუნქციონირებაც, კერძოდ ენის პროტრუზია ყლაპვის დროს და ცვლილებები საუბარში. თუკი ენა ან ქვედა ტუჩი მოსვენებულ მდგომარეობაში მდებარეობს ზედა საჭრელების წინ ეს ხელს შეუწყობს თანკბილვის ანომალიის განვითარებას, წოვის შეწყვეტის შემდეგაც.

imagesროგორ მოვიცილოთ თითის წოვის ჩვევა?

მნიშვნელოვანია გადაჩვევა მოხდეს 5-6 წლამდე. ბავშვების უმეტესობა წყვეტს თითის წოვას გარე ჩარევების გარეშეც, განსაკუთრებით თუკი ის იმყოფება სახლს გარეთ (ბაღში, სკოლაში). ზოგი ბავშვი გადაჩვევას ახერხებს მხოლოდ 10 ან მეტი წლის შემდეგ.  

s-l300პირველი მეთოდი: რბილი უკუქმედება

რთულია ბავშვს აუხსნათ, რომ თითის წოვა გამოიწვევს პრობლემებს და უკეთესი იქნება თუკი შეწყვეტს ამ მავნე ჩვევას. აქ სჯობს დამხმარე მეთოდების გამოყენება: სპეციალური ფრჩხილების ლაქი მწარე გემოთი, თითზე დახვეული ბინტი. თუკი ბავშვი თითს წოვს ძილის დროს ფრთხილად გამოუღეთ ის პირიდან. თუმცა თუკი ჩვევა საკმაოდ ძლიერია სჯობს ეს არ გააკეთოთ, რადგან დამატებით შესაძლოა ძილის დარღვევაც გამოიწვიოთ.

2015-02-20-Screenshot2015021919.49.326-7 წლის ბავშვი უკეთ იგებს კონცეფციას “მიზეზი და შედეგი”. ამას გარდა თვითკონტროლის მექნიზმი უფრო მეტად აქვთ განვითარებული და მას თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ჩვევაზე უარის თქმის შესახებ. აუხსენით, რომ თითის წოვა მავნეა მისი კბილებისთვის, თანკბილვისთვის და საერთოდ ჯანმრთელობისთვის.

ბოლოს და ბოლოს ბავშვი მზად იქნება და უარს იტყვის ამ ჩვევაზე. ნებისმიერი მცდელობა გადააჩვიოთ ბავშვი თითის წოვას უნდა იყოს ტაქტიკური, კონსტრუქციული და მაქსიმალურად ლოიალური.

მეორე მეთოდი: ორალური საშუალებები

8962868__461269cსტომატოლოგ – ორთოდონტს შეუძლია დაამაგროს მოსახსნელი ფიქსატორი.

საერთო ორთოდონტიული მკურნალობა თანკბილვის გასწორების მიზნით სჯობს გადაიდოს სანამ მავნე ჩვევა მთლიანად არ იქნება მოცილებული.

გახსოვდეთ, რომ მავნე ჩვევით გამოწვეული პათოლოგიების აღმოფხვრა შესაძლებელია. თუკი ბავშვი არ გადაეჩვია მავნე ჩვევას 5-6 წლის ასაკამდე, სასურველია მიმართოთ ორთოდონტს

Read Full Post »

Mystique_GAS_1

კბილის ფერის კერამიკული ბრეკეტები

ყველაზე ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი სისტემები დღეისათვის – ეს კერამიკული ბრეკეტებია. რაშია მათი პოპულარობა?

როგორ გამოიყურება კერამიკული ბრეკეტები?

დავიწყოთ იქიდან, რომ კერამიკული ბრეკეტ სისტემები მიეკუთვნება ვესტიბულარული ტიპის ბრეკეტებს, ანუ უმაგრდება კბილების გარეთა ზედაპირს. კერამიკული კონსტრუქციების ფერი შეესაბამება ყველა ტონის კბილს, რის გამოც იგი ისეთი შესამჩნევი არაა, როგორც მეტალის ბრეკეტები. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით კერამიკული ბრეკეტები გამჭვირვალე არ არის და არ ატარებს სტრუქტურის შუქს. აღნიშნული ფაქტი უფრო დადებითი მხარეა ვიდრე უარყოფითი რადგან, მისი დახმარებით კერამიკული ბრეკეტ სისტემა პრაქტიკულად ერწყმის კბილებს.

Ceramic-bracesშეიძლება თუ არა რომ კერამიკული ბრეკეტები იყოს გამძლე, მტკიცე?

სიმტკიცის მიხედვით კერამიკული ბრეკეტები უფრო გამძლეა ვიდრე საფირის, თუმცა ჩამორჩებიან მეტალის ბრეკეტებს. თავად კერამიკა, როგორც საფირი საკმაოდ მყარია, მაგრამ მსხვრევადი, ამიტომ აღნიშნული მასალის ბრეკეტები საჭიროებენ უფრო მეტ მოფრთხილებას და მათი მოხსნა საკმაოდ რთულია, ვიდრე მეტალის სისტემების. მაგრამ ამ უსიამოვნებებს ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები აქტიურად უმკლავდებიან, ნერგავენ რა ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც შეუნარჩუნებდა კონსტრუქციას მთლიანობას  და უფრო მყარად უმაგრდებიან კბილის მინანქარს.

მართალია, რომ კერამიკული ბრეკეტებით მკურნალობა უფრო დიდხანს გრძელდება?

ბრეკეტ-სისტემებით მკურნალობის ვადები პირველ რიგში დამოკიდებულია პათოლოგიის სირთულეზე და არა ორთოდონტიულ აპარატზე. თუმცა კერამიკული ბრეკეტების ტარება შესაძლოა გაიწელოს უფრო მეტი ხახუნის შედეგად მეტალის რკალსა და კერამიკას შორის, აგრეთვე პერიოდულად სისტემის დაზიანების შედეგად. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით, რომლებიც არსებობს მხოლოდ ლიგატურული, კერამიკული ბრეკეტები შესაძლოა იყოს ულიგატუროც ანუ თვითლიგირებადი. საწყის ეტაპზე ბრეკეტ-სისტემების ტიპმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს პირველი რეზულტატების ვადებზე, მაგრამ საერთო ჯამში არ იცვლება ბრეკეტების ტარების ხანგრძლივობა.

იღებება (ფერს იცვლის) თუ არა კერამიკული ბრეკეტები?DamonClear (2)

თანამედროვე კერამიკული ბრეკეტ-სისტემები, უმეტესად ფერს არ იცვლის, მაგრამ მათ ზედაპირზე არსებული კბილის ნადები კი იცვლის ფერს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პროფესიონალური წმენდა ქვიშა-ჭავლური აპარეტებით. პიგმენტაციას ძლიერ განიცდიან ასევე ლიგატურები, რომლებმაც შესაძლოა მიიღონ არასასურველი შეფერილობა შავი ჩაის ან ყავისგან, აგრეთვე სხვადასხვა საღებავების შემცველი სასმელებისგან და პროდუქტებისგან. თუკი ატარებთ ლიგატურიან ბრეკეტ-სისტებებს შეიძლება დამშვიდდეთ, რადგან მათი გამოცვლა ხდება ყოველ ვიზიტზე. ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში პაციენტებს ვთავაზობთ ყველა სახის ორთოდონტიულ სისტემებს.

ceramic-braces-image-300x188რა ღირს კერამიკული ბრეკეტები?

ფასის მიხედვით კერამიკული ბრეკეტების ფასი მეტია ვიდრე მეტალის ბრეკეტებისა, მაგრამ  გაცილებით ნაკლებია ვიდრე საფირის ან ლინგვალური ბრეკეტებისა. ფასები ასევე დამოკიდებულია ბრეკეტ-სისტემების მწარმოებელ ფირმაზე, ბრენდზე.

რომ შევაჯამოთ ყველა ზემოთქმული, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი არ გსურთ საკუთარი ორთოდონტიული მკურნალობის აფიშირება, მაგრამ არ ხართ მზად გაიღოთ სერიოზული ფინანსები ლინგვალური ბრეკეტების ან კაპა-ელაინერების გასაკეთებლად, მაშინ კერამიკული ბრეკეტები ზუსტად, რომ თქვენთვისაა. კერამიკა ზუსტად ჯდება კბილის ფერში და რჩება უხილავი.

კერამიკული ბრეკეტები ფერის და ხარისხის ჰარმონიის ეფექტური ფორმულაა.

Read Full Post »

Canker-Soresწყლულები პირის ღრუში წარმოადგენს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დეფექტებს. ვინც კი ოდესმე შეხებია ამ პრობლემას, ალბათ გაჩენია შეკითხვა რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი და როგორ უმკურნალოს. მარტივად და ცალსახად პასუხის გაცემა არ გამოვა, რადგან წყლულები პირის ღრუში შესაძლოა გაჩნდეს დაავადებების ან პირის ღრუს რბილი ქსოვილების ან ენის დაზიანების დროს, ან იყოს ზოგადი დაავადებების ადგილობრივი გამოვლინება. მოდით მეტი სინათლე მოვფინოთ აღნიშნულ საკითხს და განვიხილოთ ის შემთხვევები, როდესაც უკვე ჩნდება წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

ე.ი. წყლული პირის ღრუში მიუთითებს პირის ღრუს და ენის დაავადებებზე ან დაზიანებებზე, ან არის ზოგადი დაავადებების ადგილობრივი გამოვლინება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

წყლულების გაჩენა პირის ღრუს რბილი ქსოვილების დაავადებების ან დაზიანების დროს. 

khronicheskiy-retsidiviruyushiy-aftozniy-stomatit1. მორეციდივე აფთოზური სტომატიტი – ქრონიკული ანთებადი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე აფთების (მცირე ზომის წყლულები) პერიოდული გამოყრით. აფთები შესაძლოა განლაგდნენ ენაზე, ლოყების ლორწოვანზე, მაგარ და რბილ სასაზე, ასევე ტუჩების ლორწოვანზე. გამოირჩევიან მტკივნეულობით. ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული ტრავმირებისას აფთა შესაძლოა გადაიზარდოს ხანგრძლივად შეუხორცებელ წყლულში, რომლის ეპიტელიზაციის შემდგომ ჩნდება ნაწიბური.

მორეციდივე აფთოზური სტომატიტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი აწუხებთ კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება). ასევე დაავადების განვითარებას შესაძლოა წინ უძღოდეს ნერვული დაძაბულობა, ლორწოვანი გარსის მცირე ტრავმები, მაგ.: კბილების ხეხვის დროს, ასევე მენსტრუაცია. ხორცდება აფთა 7-10 დღის მანძილზე. დაავადების გართულების დროს აფთების რაოდენობა და მათი შეხორცების დრო მატულობს და გრძელდება 2 დან 4 კვირამდე.

2. ჰერპესული ფორმის სტომატიტი ხასიათდება მრავლობითი მცირე წყლულების გაჩენით. ძალიან ჰგვანან მარტივი ჰერპესის დროს არსებულ წყლულებს. როგორც წესი უჩნდებათ 30 წლამდე ქალბატონებს. ძირითადად ლოკალიზდებიან ენის ქვედა ზედაპირზე და პირის ღრუს ფსკერის მიდამოში. არ აქვთ მკვეთრი საზღვრები, მოსერო ფერის ძირით. შეხორცების პროცესი ძირითადად მთავრდება ნაწიბურის გარეშე 7-10 დღეში. სტომატიტის მარტივი ფორმების დროს შეინიშნება თეთრი ფერის წყლულები (უფრო სწორედ, რომ ვთქვათ წყლულები დაფარულია თხელი, მოთეთრო ან მოსერო ფერის არა მჭიდროდ გადაფარებული აპკით). ასევე თეთრი ფერის წყლულები უჩნდებათ ბავშვებს როდესაც აღინიშნება კანდიდოზი ან სოკოვანი სტომატიტი.

რაც შეეხება სტომატიტების მკურნალობას, ითვალისწინებენ დაავადების ფორმას, დაზიანების სიმძიმეს. აქედან გამომდინარე ინიშნება ზოგადი და ადგილობრივი მკურნალობა.

3. მორეციდივე ნეკროზული პერიადენიტით (სეტონის აფთები) ხასიათდება ლორწქვეშა შრეში გამაგრების წარმოქნით, შემდგომ ამ ადგილზე ჩნდება მტკივნეული წყლულები წამოწეული და გამაგრებული კიდეებით, ასევე ახლავს ანთებადი ინფილტრატი (უჯრედული ელემენტების, სისხლის და ლიმფის ნაერთი). წყლულები ლოკალიზდებიან ზედა და ქვედა ტუჩებზე, ლოყებზე, ენის გვერდით ზედაპირზე. საკვების მიღება ძალზედ მტივნეულია და ხშირად უარსაც ამბობს პაციენტი. ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს უბრალო საუბარმაც კი. წყლულები არ ნაწიბურდება თვეების განმავლობაში, ხოლო დაავადება გრძელდება წლები.

4. ბედნარის აფთები უჩნდებათ მხოლოდ ბავშვებს და განისაზღვრება როგორც ტრავმული ეროზიები. მათი წარმოქმნის მიზეზი არის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ან სასის ლორწოვან გარსზე უხეში მექანიკური ზემოქმედება (ზუსტად იქ არიან განლაგებული). დაფარულია მოთეთრო-მოყვითალო ნადებით.

5. ტრავმული წყლული პირის ღრუში ყველაზე ხშირად ფიზიკურის ზემოქმედების შედეგია, აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. როგორც წესი ესეთი წყლული ჩნდება შემთხვევით ან გამიზვნით ლორწოვანის კბეჩის, კბილის ჯაგრისით დაზიანების შედეგად. ტრავმული წყლულის გაჩენას შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს სტომატოლოგიური მკურნალობაც (სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გაუფრთხილებელმა გამოყენებამ, ხელოვნური კონსტრუქციების ბასრმა კიდეებმა და ა.შ.)

ტრავმულ წყლულებს მიეკუთვნება ე.წ. პროთეტიკული წყლულები, რომლებიც ჩნდება მთლიანი ან ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზების ზემოქმედებით. ასეთი წყლულები ჩნდება უშუალოდ პროთეზის ქვეშ. როგორც წესი შეხორცება მიმდინარეობს 10-14 დღე მატრავმირებელი ფაქტორის მოშორების შემდეგ. როგორც წესი მკურნალობას არ საჭიროებენ, რადგან ტრავმული წყლულები უმტკივნეულოა და მცირე ზომების. სხვა შემთხვევებში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული პრეპარატები.

წყლულების გაჩენა შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვან გარსზე მჟავეების ან ტუტეების ზემოქმედებამ, ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმაც.

წყლულები, როგორც ზოგადი დაავადებების ადგილობრივი გამოვლინება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე

1. პირის ღრუს ლორწოვანის ტუბერკულოზი, როგორც წესი ფილტვების ტუბერკულოზის მეორადი გამოვლინებაა. ჩნდება პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებულ ზედაპირზე ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიების მოხვედრით. ამ დროს ზიანდება ლოყების შიდა გარსი, ენა, პირის ღრუს ფსკერი. თავდაპირველად ჩნდება ტიპიური ტუბერკულოზური ბორცვები, ხოლო შემდგომ მათი დაშლის შედეგად ჩნდება მცირე ზომის წყლულები, რომლებიც დროთა განმავლობაში ზომაში მატულობენ. თავად წყლული არ არის ღრმა, ფაშარი ფსკერით, რომელიც დაფარულია სისხლმდენი გრანულაციებით (ახალგაზრდა ქსოვილებით), შეინიშნება უსწორმასწორო კიდეები, შეხებისას რბილია. აღნიშნული დაავადების დროს შეინიშნება წყლულის მწვავე ტკივილი. ადგილობრივი გამოვლინების გარდა შეინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუარესებაც: სიგამხდრე, მატულობს ენაზე ნადების რაოდენობა, მომატებული ოფლიანობა და სხეულის ტემპერატურა.

პირის ღრუს ლორწოვანის ტუბერკულოზის მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ დაწესებულებებში. რაც შეეხება ადგილობრივ მკურნალობას, აღნიშნულ შემთხვევაში ტარდება პირის ღრუს სანაცია რემისიის დროს (დავადების შესუსტება), ლორწოვანის დამუშავება ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

2. სიფილისი – ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ე.წ. მკრთალი ტრეპონემა. აღნიშნული დაავადების განვითარების ყველა პერიოდი (ინკუბაციური პერიოდის გარდა, რომელიც გრძელდება 21-24 დღე) ხასიათდება პირის ღრუში წყლულების არსებობით. დაავადების პირველად ეტაპზე აღინიშნება უმტკივნეულო წყლულის არსებობა, რომელსაც აქვს მომრგვალებული ან ოვალური ფორმა წამოწეული სწორი კიდეებით და სპეციფიური ინფილტრატით. წყლულის ფსკერი მკვეთრი წითელი ფერისაა, კრიალაა ან დაფარულია მუქი-მოსერო ნადებით. მესამეული სიფილისის დროსაც კი არ აღინიშნება წყლულის მტკივნეულობა, როგორც ტუბერკულოზური წყლულის შემთხვევაში.

წყლული გარშემორტყმულია მოზრდილი ინფილტრატით, რომელიც წარმოადგენს მკვრივ, ლორწოვანის დონემდე წამოზრდილ მოლურჯო-წითელი ფერის ლილვაკს. კიდეები გლუვია, მკვეთრი წითელი ფერის, დაფარულია გრანულაციებით, ადვილად სისხლმდენი. წყლულის შეხორცების შემდეგ რჩება მოჭიმული ვარსკვლავის ფორმის ნაწიბური. ეს პროცესი გრძელდება 3-4 თვე. წყლულების შეხორცების შემდეგ რჩება ნაწიბურები, რომლებიც მიანიშნებს გადატანილ სიფილისზე. სიფილისის ზოგადი მკურნალობა წარმოებს ვენეროლოგიურ სტაციონარში, ადგილობრივი მკურნალობა ტარდება რემისიის ან გამოჯანმრთელების პერიოდში (პირის ღრუს სანაცია, ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორების მოშორება).

3. მწვავე ნეკროზული გინგივოსტომატიტი მიეკუთვნება ვირუსულ ინფექციურ დაავადებებს. ყველაზე ხშირად წყლულები ჩნდება ღრძილების ლორწოვანზე, რბილ სასაზე, ნუშურა ჯირკვლებზე. აღნიშნული დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითების, ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის, ვიტამინების დეფიციტის შედეგად. აღწერილია აღნიშნული დაავადების განვითარება გადაღლის ან მოყინვის ფონზე. შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექციების გართულებაც, აგრეთვე ალერგიული სტომატიტების. ძირითადად ავადდებიან ახალგაზრდა ადამიანები (30 წლამდე), უფრო ხშირად მამაკაცები.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია: მტკივნეულობა საკვების მიღებისას, უკიდურესად უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან; მომატებული ნერწყვდენა, სხეულის მომატებული ტემპერატურა. ღრძილის ლორწოვანი შეშუპებულია, მტკივნეული, შეხებისას სისხლმდენი. ღრძილების კიდე დაფარულია მოსერო-მოყვითალო ნადებით, რომელიც ადვილად შორდება. წყლულებს აქვთ რბილი, უსწორმასწორო კიდეები, დაფარული ჭუჭყიანი-მწვანე ფერის (უსიამოვნო სუნის მქონე) ნადებით, რომელიც ადვილად შორდება. შედეგად ჩნდება ფაშარი, სისხლმდენი ფსკერი. გარშემომყოფი ქსოვილები შეშუპებულია.

ნეკროზული გინგივოსტომატიტის მკურნალობა ტარდება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად, მისი მდებარეობის და სიმძიმის მიხედვით. საშუალო და მძიმე ფორმების დროს ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები). დაავადების ნებისმიერი სტადიის დროს ინიშნება C და P ვიტამინები, მაღალკალორიული საკვები, წვენები და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენებების მიხედვით საგულე საშუალებები.

ადგილობრივი მკურნალობა ტარდება ანესთეზიის ქვეშ (ნეკროზული ნადების მოცილება). პირის ღრუ მუშავდება თბილი ანტისეპტიკური ანთების საწინააღმდეგო ხსნარებით. მწვავე ანთების მოხსნის შემდეგ ტარდება პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა.

წყლულები პირის ღრუში შესაძლოა გაჩნდეს აივ ინფექციის დროსაც (აღენიშნებათ აივ ინფიცირებულების 30%). როგორ უმკურნალოთ წყლულებს ამ დროს? მკურნალობა სპეციფიურია და ტარდება ექიმი-ინფექციონისტების მიერ. სტომატოლოგიური დახმარება ტარდება ყველა სტომატოლოგიურ დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა მდგომარეობს მათი გამომწვევის მოცილებაში. მაგალითად ინფექციური დაავადებების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს მათი მოხვედრა ორგანიზმში. სხვა შემთხვევებში მნიშვნელოვანია ზოგად გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს სისტემატიურ დამოუკიდებელ და პროფესიულ პირის ღრუს ჰიგიენას.

Read Full Post »

47_image

“ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” წარმოგიდგენთ ამერიკული კომპანია ORMCO პროდუქტს DAMON SYSTEM. ამ პასიურმა თვითლიგირებადმა ბრეკეტ-სისტემამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ორთოდონტიაში! აღნიშნული

2010spring_damonსისტემის შემქმნელი ამერიკელი ორთოდონტი დუაიტ დეიმონია (Dwight Damon). სისტემა ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში დღეს იგი უკვე საქართველოშია.

რა არის თვითლიგირებადი ბრეკეტები?

თვითლიგირებადი ბრეკეტების საიდუმლო პასიური თვითლიგირებაა. მაგრამ დასაწყისში პრო აქტიური ლიგირება. ყველა სხვა ბრეკეტ-სისტემაში რკალი მჭიდროდაა ფიქსირებული ბრეკეტებზე ლიგატურების ან სხვა მოწყობილობების საშუალებით. ამ პროცესს დავარქვათ ლიგირება (სიტყვა “ლიგატურისგან”).

444Damon სისტემაში ბრეკეტების ჩამკეტი მექანიზმის (SpinTek)  წყალობით რკალი არ არის მიმაგრებული ბრეკეტებზე, ანუ ბრეკეტები თავად იჭერენ და თავად ალიგირებეს რკალს. ამასთან რკალი თავისუფლად დასრიალებს ბრეკეტებში. ეს საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ სუსტი ძალის რკალები, რადგან მას არ სჭირდება ლიგატურული კავშირის ძალის გადალახვა. რკალი ფაქტიურად პასიურია. ეს გახლავთ პასიური თვითლიგირება.

როგორ მუშაობენ თვითლიგირებადი ბრეკეტები

კბილების გადანაცვლება ხდება ფიზიოლოგიურად, რადგან ამ პროცესში მონაწილეობენ საკუთარი კუნთები. რკალი საჭიროა გადანაცვლების პროცესის სტიმულაციის და კბილების საბოლოო, იდეალურ პოზიციაში დაყენებისთვის.

დღეისათვის არსებობს თვითლიგირებადი ბრეკეტების სხვადასხვა სახეობები, მაგრამ ყველა აქტიურია, მათი ხუფები მჭიდროდ აფიქსირებენ რკალს ბრეკეტებში.

ექიმი დეიმონის მიერ შექმნილი ბრეკეტ-სისტემა არის ერთადერთი პასიური თვითლიგირებადი სისტემა, ხოლო მისი მკურნალობის ფილოსოფია არის “რევოლუციური”, რადგან აქვს უზარმაზარი უპირატესობა, რასაც გრძნობს როგორც პაციენტი ასევე ექიმი.

რაში მდგომარეობს Damon ბრეკეტ-სისტემის უპირატესობა?

  • ბრეკეტ სისიტემა საშუალებას იძლევა როგორც მოზარდებში ასევე მოზრდილებში გარკვეული გამონაკლისების გარდა მკურნალობა წარიმართოს კბილების ექსტრაქციის გარეშე. ეს აუმჯობესებს სახის პროპორციებს და ღიმილის ესთეტიკას.
  • არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა (12 წლიდან და ზევით). ზრდასრულ პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორც მოზარდებში.
  • მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება 25-50% ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. (მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 14-18 თვე).
  • მკურნალობის პროცესში დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნებების შემცირება რაც განპირობებულია სუსტი ძალების გამოყენებით.
  • ვიზიტების რაოდენობის და ვიზიტებს შორის ინტერვალების შემცირება.
  • მკურნალობის შესანიშნავი ესთეტიური შედეგი.
  • პაროდონტის უკეთესი მდგომარეობა.
  • ლიგატურების არ არსებობა ამარტივებს ჰიგიენურ პროცედურებს.

ბრეკეტები Damon არის რამოდენი სახეობის

Damon3MX

Damon-3MX  დამზადებულია მეტალისაგან. ძალიან კარგი სახელი დაიმკვიდრეს.

damon3

ბრეკეტები Damon-3 ბრეკეტების ესთეტიური ვარიანტი, მაგრამ დღეისათვის არის უკვე ბრეკეტები Damon Clear რომელიც გაცილებით ესთეტიურია.

q

Damon-Q  დეიმონის მეტალის ბრეკეტების გაცილებით თანამედროვე და დახვეწილი ვერსია. ისინი გაცილებით მცირე ზომისაა. ბრეკეტის ხუფი იხსნება ძალიან მარტივად, ძალიან მარტივად ხდება რკალის გამოცვლა, ისე, რომ პაციენტი ვერაფერს იგებს.

DamonClear

Damon Clear – Damon-Q ესთეტიური ვერსია, ნამდვილად ესთეტიური ბრეკეტები დამზადებულია კერამოპლასტისგან. თვისებებით არ ჩამოუვარდება კერამიკულ ბრეკეტებს, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ ბრეკეტების მოხსნის თვალსაზრისით სჯობნის კიდეც.

გამოდის ყველა ზედა კბილისთვის. ხოლო ქვედა ყბაზე მხოლოდ ცენტრალურებისთვის (ეშვიდან ეშვამდე). და ეს მინუსი არ არის, რადგან ნებისმიერი ესთეტიური ბრეკეტები ქვედა ყბაზე ზედმეტი პრობლემებია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების უმეტესობას ღიმილის დროს საერთოდ არ უჩანს ქვედა კბილები.

ეს კომპანია Ormcos შესაძლებლობების დასასრული არ არის და ველით სიახლეებს.

Read Full Post »

PROPHYflex3_PROPHYpearlsრა არის კბილების წმენდა PROPHYflex?

კბილების წმენდის ტექნოლოგია PROPHYflex შემუშავებულია გერმანული კომპანია KaVo სპეციალისტების მიერ.

აპარატის მოქმედების მექანიზმი: აპარატის თავიდან წნევით გამოდის წყლის, ჰაერის და სპეციალური ფხვნილის ნარევი. წვრილდისპერსული და არააბრაზიული ფხვნილი კალციუმის-კარბონატის საფუძველზე. ტრადიციული ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმელი სოდა) განსხვავებით, რომლის ნაწილაკებსაც აქვთ ბასრი კიდეები, კალციუმის კარბონატს აქვს მრგვალი ფორმები. შედეგად კი არ  იკაწრება მინანქრის ზედაპირი, არამედ ხდება მისი პოლირება. ამიტომ აღნიშნულ პროცედურას უნიშნავებს ბავშვებსაც კი.

titel_2როგორი გადასატანია აღნიშნული პროცედურა? 

PROPHYflex-ის ფხვნილს აქვს სასიამოვნო გემო. ფხვნილი ხვდება რა კბილის ზედაპირზე აცილებს ნადებს და საკვებ საღებავებს.

წყალი, ფხვნილი, კბილის ნადების ნაწილაკები ხვდება სპეციალურ საქშენში (სტომატოლოგიურ სასრუტში) პირის ღრუში და არ იფანტება მთელს ოთახში.

ყველაფერი ხდება სწრაფად და განსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე.

რა დანიშნულება აქვს PROPHYflex

  • კბილების იდეალური გასუფთავება ზედაპირული პიგმენტაციებისგან
  • ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა ნადების მოცილება
  • კბილის რბილი ნადების მოცილება
  • ბრეკეტების წმენდა
  • ხელოვნური კონსტრუქციების წმენდა
  • კბილის ზედაპირის წმენდა კბილის ფერის განსაზღვრის წინ
  • კბილების წმენდა ფტორირების წინ
  • წმენდა გათეთრებამდე
  • ძნელად მისადგომი ადგილების წმენდა (კბილთაშუა სივრცეები)

რისი გაკეთება არ შეუძია PROPHYflex და ათეთრებს თუ არა კბილებს?

hofeheren-tiszta-fogsor-egyedulallo-fogko-eltavolitas-proonმაგარ კბილის ნადებს, როგორიცაა კბილის ქვა აღნიშნული აპარატი ვერ უმკლავდება, ამისათვის არსებობს სპეციალური ულტრაბგერითი აპარატი – სკეილერი.

PROPHYflex არ არის განკუთვნილი კბილების გასათეთრებლად. კბილების გათეთრება – საკუთარი კბილის ფერის ცვლილებაა. აღნიშნული აპარატის გამოყენების შემდეგ კბილის ფერის ცვლილება არ ხდება.

იწმინდება კბილები, ცილდება ფერშეცვლილი, ჩაის, ყავის, სიგარეტის და სხვა გამუქებული ნადები და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

ყველასათვის ერთნაირად მიზანშეწონილია თუ არა?

პროცედურის ჩატარების წინს სჯობს გაიაროთ კონსლტაცია პაროდონტოლოგთან, რადგან პაროდონტის (ღრძილების) დაავადებების რიგ ფორმებში სასურველია კბილების გაწმენდა მოხდეს სხვა მეთოდის გამოყენებით.

რა უკუჩვენებები აქვს?

ქრონიკული ბრონქიტის და ასთმის მქონე პაციენტებმა სჯობს არ გამოიყენონ PROPHYflex, რადგან შესაძლოა გაჩნდეს გაძნელებული სუნთქვის შეგრძნება.

უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის ასევე უკუჩვენებაა აღნიშნული პროცედურა, რადგან ფხვნილი შეიცავს მარილს.

არ შეიძლება ციტრუსის გემოს აუტანლობის მქონე პაციენტებში გამოყენებას.

PROPHYflex®3_0როგორი რეკომენდაციებია პროცედურის შემდეგ?

პირველი 2-3 საათი არ შეიძლება მოწევა, ჩაი, ყავა, პროდუქტები, რომლებმაც შეიცავენ ბუნებრივ საღებავებს. რადგან წმენდის დროს კბილს სცილდება პელიკულა (კბილის დამცავი აპკი), რომელიც ნერწყვის დახმარებით აღდგენა 2-3 საათში.

რა სიხშირითაა საჭირო კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება?

ექიმი ყველა პაციენტს ურჩევს ინდივიდუალურად. საშუალოდ კვარტალში ან 6 თვეში ერხელ.

სტომატოლოგთან ვიზიტები პროფესიული წმენდის და პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით თქვენთვის უნდა იყოს ისეთივე ბუნებრივი და აუცილებლი, როგორიცაა კოსმეტიკურ სალონებში და სტილისთან ვიზიტი.

Read Full Post »

fluorineმთელი მსოფლიოს მეცნიერები ვერ გარკვეულან, სინამდვილეში თუ როგორ მოქმედებს ფტორი კბილებზე და ღრძილებზე.

კამათი იმაზე, სასარგებლოა თუ არა ფტორი კბილებისათვის უკვე რამოდენიმე ათეული წელია გრძელდება. ჯერ კიდევ 1940 წელს აშშ მკვლევარებმა ამცნეს მსოფლიოს ფტორის დადებით ზემოქმედებაზე და ურჩიეს მომხდარიყო წყლის ფტორირება. ჯერ ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ , ხოლო 1969 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც.მხარი დაუჭირა ამ იდეას.

P_Fluoride_Waterთუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ პრესაში გაჩნდა სამეცნიერო სტატიები ფტორის მავნებლობის შესახებ. ავტორების აზრით ფტორის ზედმეტი ოდენობა იწვევდა ფლუოროზს და ძვლის კიბოს. წყლის ფტორირების წინააღმდეგ გამოვიდა 14 ნობელის ლაურეატი და უამრავი საავტორო გამოცემა. შედეგად გაჩნდა ძლიერი საზოგადო მოძრაობა, რომელთა მუდმივმა გამოსვლებმა გამოიღო შედეგი და ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ, როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ჩინეთი, უნგრეთი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, შოტლანდია, შვეიცარია, შვედეთი და ასევე აშშ 38 შტატი უარი თქვეს წყლის ფტორირებაზე. რუსეთში დღესაც გრძელდება წყლის ფტორირება, ამასთან რიგ რეგიონებში იგი აჭარბებს ნორმას – 0,5 მგ/ლ.

sdsdw-fluoride-flierსაჭიროა თუ არა წყლის ფტორირება? ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის კვლევებმა აჩვენა, რომ წყლის ფტორირებამ 1 მგ/ლ მდე შეამცირა კბილების დაშლა 40-65%. ავსტრალიელი კოლეგები მხარს უჭერენ ამერიკელ მეცნიერებს აღნიშნულ საკითხში.  მაგ.: ავსტრალიელმა სპეციალისტმა უენდელ ევანსმა ჩაატარა რიგი კვლევები და დაადგინა, რომ ბავშვებში, რომელებიც იღებდნენ ფტორირებულ წყალს კარიესით დაზიანებული კბილების რაოდენობა ჰქონდათ 2ჯერ ნაკლები ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებიც არ იყენებდნენ ფტორირებულ წყალს.

ფტორირების მოწინააღმდეგეებსაც მოჰყავთ თავიანთი არგუმენტები. აშშ ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 6-11 წლამდე ბავშვების დაახლოებით 33% და 12-15 წლამდე მოზარდების დაახლოებით 40% აღენიშნება ფლუოროზი (ფტორი ზედმეტი რაოდენობით გამოწვეული დაზიანება). 1300_133396748მეტიც 2006 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი ფტორსა და ოსტეოსარკომას (ძვლის კიბოს სახეობა) შორის. თუმცა მოგვიანებით 2012 წელს ჟურნალმა Cancer Epidemiology უარყო კვლევის შედეგები.

შედეგად რთული სათქმელია, სასარგებლოა თუ არა ფტორი ადამიანის ორგანიზმისთვის. ნათელია მხოლოდ ერთ რამ: მისი ზედმეტი რაოდენობა იწვევს ფლუოროზს და სახსრების დაავადებებს. თუკი თქვენ ცხოვრობთ წყალში ფტორის დიდი ოდენობით შემცველ ენდემურ ზონაში ეცადეთ შეიძინოთ კბილის პასტები, რომლებიც არ შეიცავენ ფტორს და ხშირად ჩაიტარეთ მინანქრის გასამაგრებელი პროფილაქტიკური პროცედურები.

Read Full Post »

Older Posts »