გთავაზობთ ექიმი სტივენ პარკის სტატიას: რატომ არის პირით სუნთქვა საშიში თქვენი ჯენმრთელობისათვის.
ექიმი სტივენ პარკი გახლავთ ქირურგი და ავტორი სხვადასხვა ნაშრომებისა. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული დაღლილობა და სხვადასხვა დაავადებები, რათა დაიბრუნონ და აღიდგინონ ჯანმრთელობა და ენერგია. 13 წლიანი კერძო პრაქტიკის და 5 წელი აკადემიურ წრეებში მოღვაწეობის შედეგად იგი დაეხმარეა ათასობით მამაკაცს და ქალბატონს: უკეთ ძილში და უფრო სრულყოფილ ცხოვრებაში. მისი ძირითადი მიმართულება არის ამოიცნოს და დაეხმაროს ადამიანებს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემების დაძლევაში. რომლებსაც ბევრი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს და ამავდროულად არის უამრავი სამედიცინო პრობლემის მიზეზი.
ექიმი პარკი დაიბადა ნიუ-იორკში, სადაც მან დაამთავრა Stuyvesant სკოლა. მან მიიღო ბაკალავრის დიპლომი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში და სამედიცინო ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეში. იგი გახლავთ:
ამერიკის ოტორინოლარინგოლოგიის აკადემიის წევრი – თავისა და კისრის ქირურგი. ამერიკის ძილის მედიცინის აკადემიის წევრი. სხვა ქირურგებს და მოსახლეობას ასწავლის უახლესი ქირურგიული მეთოდების გამოყენებას.
ჯორჯ კეტლინი XIX საუკუნის ამერიკელი ფერმწერი, რომელიც ხატავდა ძირძველ ამერიკელებს მათ საკუთარ ტერიტორიებზე. საკუთარ წიგნში “დახურე პირი და გადაარჩინე საკუთარი სიცოცხლე” კეტლინმა აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც სუნთქავენ პირით უფრო მიდრეკილნი არიან სხვადასხვა დაავადებების მიმართ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამის მტკიცებულება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებში, რომლებიც ასევე სუნთქავენ პირით.
და რატომ არის პირით სუნთქვა ასე ცუდი ჩვენთვის? აი 5 მიზეზიც
- NO-ს არ არსებობა
NO გახლავთ Nitric Oxide ანუ აზოტის ოქსიდი, წარმოადგენს აირს ანუ გაზს და ახდენს ორგანიზმში სისხლძარღვების გაფართოებას. კარდიოვასკულარულ და ნერვულ სისტემებში NO-ს როლის აღწერაში 1998 წელს მედიცინა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა სამი ამერიკელი მეცნიერი. იგი ასევე მოქმედებს სინუსებში (ცხვირის დანამატ ღრუებში) გვეხმარება ფილტვებში მეტი რაოდენობით ჟანგბადის შეთვისებაში სისხლძარღვების გაფართოებით. ასე რომ პირით სუნთქვის დროს თქვენ 10-20% ნაკლებ ჟანგბადს ითვისებთ. შედეგად კომპენსაცია ხდება ჩქარი და ზედაპირული სუნთქვით – ჰიპერვენტილაციით. ეს თავის მხრივ იწვევს ნახშირორჟანგის დონის შემცირებას, სისხლში рН დონის მომატებას და ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას.
2. პირით სუნთქვა შესაძლოა გახდეს კბილების არასწორი დგომის მიზეზი
სტომატოლოგიურ და სამედიცინო წრეებში ითვლება, რომ პირით სუნთქვა ხელს უშლის სახის ნორმალურ განვითარებას. ერთ-ერთ ასეთ გამოვლინებას ეწოდება ადენოიდური სახე, ამ დროს პაციენტს აღენიშნება: ღია პირი, თავის წინა მდებარეობა, ვიწრო და გრძელი სახე, მაღალ თაღოვანი სასა, ჩავარდნილი ქვედა ყბა და ქრონიკულად გაჭედილი ცხვირი. მაიმუნებზე ჩატარებული კვლევების დროს აღმოჩნდა, რომ გაჭედილი ცხვირი საგრძნობლად ამცირებს სახის ნორმალურ ზრდას. პაციენტებს, რომელთაც აქვთ ყბების შევიწროება, უფრო მეტად აქვთ სასუნთქი გზები შევიწროებული და შესაბამისად უფრო მეტად აქვთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები.
ყბების ნორმალური განვითარების დარღვევა იწვევს კბილების დგომის ანომალიას და ზედა სასუნთქი გზების შევიწროებას. აი რატომ არის მნიშვნელოვანი აქტიურად ბრძოლა ცხვირით სუნთქვის გამოსასწორებლად ბრეკეტებით მკურნალობის დროს.
3. პირით სუნთქვა იწვევს კბილების კარიესულ დაზიანებებს
როგორც წესი კარიესის გამომწვევ მიზეზებად ძირითადად სახელდება ტკბილეული და პირის ღრუში არსებული ბაქტერიები. თუმცა პირის ღრუს სიმშრალეს, რომელსაც იწვევს პირით სუნთქვა შეუძლია მთელი რიგი იდეალური პირობები შექმნა: ნერწყვი ამცირებს მჟავეების მოქმედებას და ხელს უშლის ნადების დაგროვებას. თუკი თქვენ გაქვთ ვიწრო და პატარა ყბები, როგორც წესი გექნებათ ძილში ცხვირით სუნთქვის დარღვევა, რაც თავის განაპირობებს კუჭიდან მჟავის შეწოვას სუნთქვის გაჩერების დროს. თქვენი კუჭის წვენი შეიცავს არა მარტო მჟავას, არამედ ნაღველს, ბაქტერიებს და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს. დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები აღწევენ თქვენს წიაღებამდე, ფილტვებამდე და ყურებამდე.
4. პირით სუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვრის ძგიდის გამრუდება
ვიწრო და მაღალ თაღოვანი ზედა ყბის რკალი აწვება ცხვირის ღრუს და შეუძლია გამოიწვიოს ცხვირის ძგიდის გამრუდება ერთ ან მეორე მხარეს.
5. პირით სუნთქვა იწვევს ენის კოლაფსს
არ დაფიქრებულხართ რატომ გიჭირთ სუნთქვა სტომატოლოგის სავარძელში მწოლიარეს დიდზე გაღებული პირით? ალბათ ფიქრობთ, რომ უკეთ ისუნთქებთ როცა პირი გექნებათ გაღებული, მაგრამ ცდებით. პირის გაღების დროს ენა გადაადგილდება უკან ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას. გთავაზობთ პაციენტის ფოტოებს ღია და დახურული პირით. მარცხენა ფოტოზე ჩანს ენის უკანა სივრცე ღია პირის დროს. როგორც ხედავთ ენა და ენის ჯირკვალი ბლოკავს ნორმალურ სუნთქვას, ამასთან ხვრელი კოქტეილის ჩხირზე ვიწროა. მარჯვენა მხარეს იგივე ადამიანი მხოლოდ დახურული პირით. ხედავთ, რომ ენის ძირი გადმონაცვლებულია წინ ხორხსარქველთან ერთად.
ადამიანებს ხვრინვის დროს პირი ღია აქვთ, ხოლო პირის დახურვა სპეციალური აპარატების მეშვეობით ხშირად ეხმარებათ ხვრინვის მოშორებაში.
დახურეთ პირი და გადაირჩინეთ სიცოცხლე
არსებობს უამრავი სტატია და კვლევა, სადაც აღწერილია პირით სუნთქვის ნეგატიური ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ კვლევების მიღმა სხვადასხვა კულტურის ხალხში არსებობდა ცხვირით სუნთქვის ასე ვთქვათ პროპაგანდა. კორეულ კულტურაში დედები შვილებს ეუბნებოდნენ, რომ დაემუწათ, დაეხურათ პირი შთამომავლობის გასაგრძელებლად. შესაძლოა იპოვოთ მსგავსი შეგონებები სხვა კულტურის ხალხშიც. თუ გინდათ გაეცნოთ რა შედეგები შეიძლება მოყვეს პირით სუნთქვას გირჩევთ წაიკითხოთ წიგნი ძილის შეწყვეტა: ექიმი გვიჩვენებს #1 მიზეზს თუ რატომ ვართ ავად და რატომ ვართ ქრონიკულად დაღლილები
კომენტარის დატოვება