მსოფლიო მკვლევარების მონაცემების მიხედვით ჯვარედინი თანკბილვა გვხვდება ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების 26%. აღნიშნული პათოლოგიის მქონე ადამიანებს აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი ულამაზო ღიმილის და სახის ასიმეტრიის გამო, თავს არიდებენ გარშემომყოფებთან ურთიერთობას. თუმცა ჯვარედინი თანკბილვა არაა ცხოვრების დასასრული და მისი მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. თუ როგორ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
რას წარმოადგენს ჯვარედინი თანკბილვა?
ჯვარედინი თანკბილვა – არის ტრანსვერსალური ყბა-კბილთა ანომალია, რომლის დროსაც აღინიშნება კბილთა რკალების და/ან ყბების შეთანასოვნების დარღვევა ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ჯვარედინ თანკბილვას არსებობს: ბუკალური, ლინგვალური ან შერეული.
ბუკალური ტიპის დროს (bucca – ნიშნავს ლოყას) დამახასიათებელია ზედა ყბის კბილთა რკალის შევიწროება და/ან ყბის და გაფართოება ქვედა ყბის კბილთა რაკალის და/ან ყბის. ლინგვალურის დროს ყველაფერი პირიქითაა – ზედა საკმაოდ ფართეა ხოლო ქვედა ვიწრო. ბოლო ტიპისთვის კი დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი პათოლოგია. ჯვარედინი თანკბილვის დროს წინა და უკანა კბილების სწორი შეთანასოვნება არ ხდება.
ჯვარედინი თანკბილვის განვითარების მიზეზები
ჯვარედინი თანკვილვა შესაძლოა იყოს, როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი. პირველს ეკუთვნის ანომალიები, რომლებიც გადაეცემა მემკვიდრეობით მშოლებისგან ან ბებია-ბაბუებისგან, ასევე შესაძლოა განვითარდეს ორსულობის რომელიმე ეტაპზე.
შეძენილი პათოლოგია ვითარდება რიგი ტრავმების შედეგად ან არასწორად შეხორცებული მოტეხილობების დროს. არასწორი სუნთქვის და ინფანტილური ყლაპვის დროს; ძილის დროს ბავშვი არასწორი მდებარეობის შედეგად, აგრეთვე რაქიტის და სკოლიოზის დროს.
საინტერესო ფაქტი: არასწორი აღნაგობის მქონე მქონე ადამიანებში, ჯვარედინი თანკბილვა გვხვდება 1,5 უფრო ხშირად ვიდრე სწორი ხერხემალის მქონე პაციენტებში.
პათლოგიის განვითარებაში არანაკლებ როლს თამაშობს კბილების უდროოდ დაკარგვა და მათი პათოლოგიური ამოჭრა. ცუდი ჰიგიენა ბავშვებში იწვევს უამრავ პრობლემებს, მათ შორის სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვას და მუდმივი ჩანასახების დაზიანებას. შედეგად კბილთა რკალების ფორმირება ხდება არასწორედ, ირღვევა ყბების ზრდა, რაც იწვევს არასწორ თანკბილვას. კბილების დიდხნიანი ნაკლებობა დიდებშიც იწვევს ტრანვერსალური ანომალიების განვითარებას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია სათანადო ყურადღება მიაქციოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას და დროულად მოახდინოთ ნაკლული კბილების ჩანაცვლება ხელოვნური კონსტრუქციებით.
ჯვარედინი თანკბილვა – მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში
ანომალიის თავიდან აცილებაში გვეხმარება დროული პროფილაქტიკა, მაგრამ რა ვქნათ თუკი ჯვარედინი თანკბილვა უკვე ჩამოყალიბდა? მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოდიკებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: ანომალიის სახეზე, მის ხარისხზე, აგრეთვე პაციენტის ასაკზე. როგორც წესი ჯვარედინი თანკბილვა ყველაზე კარგად მკურნალობას ემორჩილება ბავშვებში.
როგორ ხდება ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა ბავშვებში?
თუკი ბავშვს დაუსვეს აღნიშნული დიაგნოზი პირველ რიგში აუცილებელია გამომწვევის მოშორება, ანუ გადააჩვიოთ ბავშვი მავნე ჩვევებს, უყიდოთ მას სწორი მატყუარა და ბოთლი, ასევე ყურადღება მიაქციეთ ეძინოს ერთი და იგივე პოზაში. მოზრდილ ბავშვს აიძულეთ მიიღოს მაგარი საკვები და დიდხანს ღეჭოს დეფორმირებულ მხარეზე. ადრეულ ცალმხრივ ასიმეტრიას შესაძლოა უშველოს კბილების მოქლიბვამაც, მაგრამ მხოლოდ საწყის სტადიებზე.
ყბების არასწორი განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა გამოვასწორდეს დამწოლი ნახვევით ან სასის გამაფართოებლებით. თუმცა აღნიშნული კონსტრუქციები უნდა გამოვიყენოთ განსაკთრებული სიფრთხილით. ზედმეტმა ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ნიკაპის ან სახის საგრძნობი დეფორმაციები. თუკი ჯვარედინი თანკბილვა განვითარდა კბილების ნაადრევი დაკარგვის შედეგად, პირველ რიგში აუცილებელია მათი აღდგენა ხოლო შემდგომ უკვე მკურნალობა.
საინტერესო ფაქტი: სასის გამაფართოებლების გამოყენება შესაძლებელია მოზრდილ ასაკშიც, სასის ნაკერის გაძვალებამდე ანუ დაახლოებით 18-22 წლამდე. უფრო დიდ ასაკში ხდება სასის ნაკერის ქირურგიული გზით გახსნა.
კბილთა რკალების მდებარეობის და ზომების ნორმალიზება სარძევე და ცვლადი თანკბილვის დროს ხდება ფირფიტების და ტრეინერების დახმარებით, ხოლო 12 წლის შემდეგ ბრეკეტებით ან ელაინერებით. მუდმივი თანკბილვის დროს აღნიშნული ანომალიის აღმოსაფხვრელად გამოიყენება სხვა მეთოდები.
ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა დიდებში
დიდებში ჯვარედინი თანკბილვის გასწორებაში გვეხმარება კომბინირებული ორთოდონტიული მკურნალობა, რაც ხშირად მოიცავს ორთოგნათიულ ქირურგიას. თუმცა ოპერაცია ყველა შემთხვევაში საჭირო არაა. მაგალითად კბილთა რკალების დონეზე განვითარებული ანომალიის გამოსწორება შესაძლებელია ბრეკეტებით ან ელაინერებით.
რიგ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება კბილების მჭიდრო დგომა, ხოლო ყბაზე ადგილი არასაკმარისია, ექიმები მიმართავენ კბილების ამოღებას – ძირითადად პრემოლარები (4-5 კბილები) ან სიბრძნის კბილები.
ადამიანებს რომელთაც აღენიშნებათ ყბის ძვლის ანომალიები აგზავნიან ოპერაციაზე. მისი ჩატარება ხდება ზოგადი ნარკოზის ფონზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ქირურგიული ეტაპი არ გამორიცხავს ორთდონტიული კონსტრუქციების ტარებას. ჯვარედინი თანკბილვის დროს პაციენტს მოუწევს ბრეკეტების ტარება ქირურგიულ ჩარევამდე და მერეც.
რას იქნება თუკი ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა არ მოხდება მოზრდილ ასაკში?
ყველაზე საწყისი სტადიაც ადრე თუ გვიან გადადის მძიმეში და იწვევს სამწუხარო და საშიშ შედეგებსაც. ჯვარედინი თანკბილვის მქონე ყველა პაციენტს მიუხედავად ანომალიის ფორმისა, აღენიშნებათ სახის ასიმეტრია. ბუკალური სახეობის მქონე პაციენტებს ყველა ჩამოთვლილი დეფორმაციის გარდა აღენიშნებათ ქვედა ყბის გადიდება, ხოლო ლინგავლურის დროს – ნიკაპის დეფორმაციაც. რაც შეეხება ანომალიების თანხვედრას, იგი მოიცავს ერთდროულად ყველა ჩამოთვლილ სიმპტომს. ამას გარდა ჯვარედინი თანკბილვის მქონეების გამოცნობა შესაძლებელია ზედა ან ქვედა ტუჩის ჩავარდნით და საუბარში არსებული პრობლემებით.
აღნიშნული პათოლოგია იწვევს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემებს – ირღვევა ღეჭვის და საჭმლის მონელების ფუნქციები, ასევე ჩნდება კუნთების ჰიპერტონუსი, თავის ტკივილები და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ჰიპერტონუსი. ამას გარდა თანკბილვა ადრე თუ გვიან ხდება ტრავმული და აზიანებს პირის ღრუს რბილ ქსოვილებს. გაჩენილ ჭრილობებში ხვდება ბაქტერიები, შედეგად ჩნდება ძლიერი ანთებები და პაროდონტის დაავადებები. ამიტომ ყველაფრის ასე დატოვება არც თუ ისე კარგი იდეაა.
კომენტარის დატოვება